Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. “აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო. მიხეილ ჩხენკელმა ანდრი კასიანოვს სამინისტროში უმასპინძლა და მასთან უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის საკითხი განიხილა. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების კარი უკვე გახსნილია და მათ ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თავის მხრივ, ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების უდიდესი მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უკრაინულენოვანი სექტორის დაარსების პროცესში საელჩო აქტიურად ჩაერთვება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.” – ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
  2. რუსმა დამპყრობლებმა 11 წლის წინ დაიწყეს ალეპოს განადგურება – მდიდარი ისტორიის მქონე უძველესი სირიული ქალაქის, ახლა ისინი უკრაინული მარიუპოლის წაშლას ცდილობენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას მეოცე ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ამას ჩვენ რუსეთის მოქმედებების მაგალითზე ვხედავთ, რომელმაც 11 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი – ქალაქი ალეპო გაანადგურა. მაშინ პუტინის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი და მათმა მოკავშირე ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღით შეუტია ხალხს. ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთის აგრძელებს მსგავსი სამხედრო დანაშაულის ჩადენას ჩვენს მარიუპოლშიც, რომელმაც ძველი ბერძნების, ოსმალების, ყირიმელი თათრებისა და კაზაკების მდიდარი კულტურა გააერთიანა. „რაშისტებმა“ უკრაინული ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ ალეპოში ვნახეთ – ნანგრევების ტკივილი, ადამიანების განადგურება“,- განაცხადა ზელენსკიმ. newsreport.ge/
  3. “რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის”- განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა. „დღეს მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ლაშა დარსალიასთან. დღეს, ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით. ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების – „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია” და „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ მხარდაჭერისთვის. საქართველო არამარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის. რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“,- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. newsreport.ge/
  4. გამოცემა The Nation-ის აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის უფროსთან, გენერალ კირილო ბუდანოვთან. 36 წლის გენერალი განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან, რომელთაც საბჭოთა სკოლა ჰქონდათ გავლილი დასავლური ტიპის სამხედრო და სადაზვერვო მოქმედებებს უკეთ იცნობს, ისევე როგორც თანამედროვე რუსეთს. ამასთან მან შეძლო და ინტენსიური კავშირები დაამყარა თურქეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან, რამაც უკრაინაში იარაღისა და საჭირო ინფორმაციის შედინება გამოიწვია. სტატიაში ბუდანოვი საინტერესო ფაქტებს ყვება და ამბობს, რომ რუსების შეჭრის შესახებ უკვე სრულიად ნათელი იყო ნოემბრის თვეში. რუსები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები საკუთრ წარმატებაში, რომ სადაზვერვო ინფორმაციას იმისდა მიხედვით კი არ კრებდნენ, რა იყო რეალობა და რა არა, არამედ ცდილობდნენ სასურველი რეალობად წარმოეჩინათ . ამასობაში უკრაინის სამხედრო დაზვერვა მხოლოდ რეალურ ვითარებას სწავლობდა. გენერალი უკრაინის არმიის წარმატების მიზეზად სწორედ ამას ასახელებს და ამბობს, რომ მათ კავშირები აქვთ არამხოლოდ რუსეთის არმიაში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც და პირდაპირ იღებენ საჭირო ინფორმაციას. გარდა ამისა, უკრაინელებს ჰყავთ ინფორმატორები ჩრდილოკავკასიურ დანაყოფებშიც, რომელთაც რუსეთი ქალაქებში ბრძოლებისათვის სპეციალურად ამზადებდა. გენერალი ერთ საინტერესო ფაქტს ეხება და ამბობს, რომ სინამდვილეში ჩეჩნების ძალიან მცირე რაოდენობა აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადი ნაწილი კი ბელორუსში ტიკ-ტოკისათვის პოზირებდა და ვიდეოებს იღებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კადიროვს თვისი სამხედროების გაწირვა არ უნდა, ან ეს დანაყოფები საერთოდ არ არიან ბრძოლისუნარიანი. კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რასაც გენერალი ეხება არის პოტენციური პარტიზანული ბრძოლა რუსების წინააღდეგ, იგი ამბობს, რომ ამისათვის მომზადებულია ათასობით ადამიანი და შესაბამისი პირობების დადგომისთანავე ამოქმედდებიან კიდეც. იგი გაზაფხულის მოსვლასთან და გარემოს შეფოთვლასთან ერთად მნიშვნელოვან პარტიზანულ მოქმედებას აანონსებს. ეს არამხოლოდ სამომავლო პერსპექტივაა, არამედ რუსების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური წნეხიც. რუსებმა იციან, რომ ისინი მტრულ მიწაზე არიან და ხანგრძლივი დროით წარმატების შანსები მცირე აქვთ. ბუდანოვის სამუშაოს ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ პარტიზანული რაზმების ორგანიზება იყო, რომლებიც რუსეთის ზურგში დარჩებიან. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამაში უამრავი ადამიანია ჩართული, რაც ხანგრძლივ პარტიზანულ მოძრაობას ნიშნავს, როგორიც იყო ავღანეთში ან ვიეტნამში. “ჩვენი მებრძოლები, ჩვენი სამხედროები, ჩვენი მონადირეებიც კი დაიწყებენ აგრესორზე ნადირობას, ტყეებში, “ვინტოვკებით“. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი გაზაფხული დადგება და ტყეები შეიფოთლება, აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელის.“– ამბობს ის. გენერალი რუსულ არმიასაც აღწერს და ამბობს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალებთან, ყაჩაღებთან, მძარცველებთან და დაქირავებულ რაზმებთან და არა რაიმე ორგანიზებულ ერთეულთან. ბუდიანოვის შეფასებით წლების განმავლობაში რუსეთის არმიის ძლიერებაზე საუბრობდნენ შუა საუკუნეების დროინდელი მიდგომიდან გამომდინარე ახლა კი ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური ომი და ინფორმაციული უპირატესობა მაღალ მორალთან ერთად ქმნის ძლიერი ან სუსტი არმიის ცნებას. ეს არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა დასავლეთმა დაინახა. ბოლო საკითხი, რომელზეც ბუდანოვი საუბრობს არსებული მდგომარეობაა. იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ უკრაინის ქალაქები მძიმე სიტუაციაშია, ხოლო რუსეთის ნდობა საერთოდ არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, თუ რა წინადადებაც არ უნდა იყოს მათი მხრიდან შემოთავაზებული რუსეთს სჩვევია შეთანხმებების ფეხქვეშ გათელვა და ტყუილი. შესაბამისად, იგი საკმაოდ ფრთხილად უყურებს რუსეთთან მოლაპარაკებებს რადგან იცის, რომ რუსეთი დიალოგსაც კი სამხედრო-პოლიტიკური შედეგის მიღწევისათვის გამოიყენებს. newsreport.ge/
  5. ”დღეს უკრაინას უჭირს და უკრაინას შეეწირნენ. თუ მსოფლიოს საკითხი გაინტერესებთ, მიამიტი არ ვარ. ვიცი პოლიტიკაში, დიპლომატიაში რა ხდება. არც დიპლომატიურად ვისაუბრებ და არც როგორც პოლიტიკოსი. როგორც სასულიერო პირი ისე გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ. მე გეუბნებით, სადაც წყდება მსოფლიოს ბედი, პირველ რიგში, ზეცაში წყდება, დედამიწაზე წყდება უდიდეს სახელმწიფოებს შორის. სამწუხაროდ, სანამ პოლუსები იქნება, იქამდე იქნება ასეთი საშინელი რამ“ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. newsreport.ge/
  6. “ჩვენ გვესმის სირენა საათების, დღეების, კვირების განმავლობაში. სირენის ხმით უკრაინელები ცხოვრობენ, მუშაობენ, ცდილობენ დაიძინონ, იკურნონ დაზიანებები, გააჩინონ ბავშვები და კვდებიან. ამ ომამდე კიევს “ახალ ბერლინს” ეძახდნენ. ახლა კი კიევი დაკეტილია და წყნარია ახალი საჰაერო განგაშის მოლოდინში. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინააღმდეგ, რაკეტების, ბომბების, რეაქტიული არტილერიის წინააღმდეგ, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგ. ომის სამი კვირის განმავლობაში 115 ბავშვი დაიღუპა. ეს არის ყველაზე საშინელი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ გავაფრთხილეთ თქვენი პოლიტიკოსები, რომ სახიფათოა, როცა მოსკოვი წყვეტს, გაქვს თუ არა გაზი და რა ღირს ის. ჩვენ ვთქვით, რომ სანქციები იყო საჭირო. ნუ აფინანსებთ რუსულ სამხედრო მანქანას. ოკუპანტებს არცერთი ევრო არ უნდა მისცეთ. დახურეთ მათთვის პორტები, არ მიაწოდოთ საქონელი, უარი თქვით რუსეთის ენერგორესურსებზე. მოახდინეთ ზეწოლა რუსეთზე, რომ უკრაინა დატოვოს. მე მჯერა, რომ მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა იმოქმედოთ, ყველამ გერმანიაში, ყველამ ევროპაში” მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს. newsreport.ge/
  7. Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ვიზიტს გეგმავს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ბრძოლას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა ოფიციალურ პირებს დაავალა, შეამოწმონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა. დეილი მეილის ინფორმაციით, უშიშროების ჩინოვნიკებს ჯონსონის უსაფრთხოების საკითხი აღელვებთ, თუმცა ბორის ჯონსონს სურს კიევში ჩასვლა, თუ ეს შესაძლებელი იქნება. newsreport.ge/
  8. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება. 23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 22 მარტს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 მარტს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 25 მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს. newsreport.ge/
  9. “რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის 25 დღე გავიდა. კრემლმა აღარ იცის, როგორ ახსნას ის, რაც ხდება. ეს იმიტომ, რომ ამ დღეებში მათ რუსეთის რეგიონებში უფრო მეტი ჯარისკაცი დამარხეს, ვიდრე ოფიციალურად აღიარებულია დანაკარგები. ტყუილი მათ არ ეხმარებათ, მათ ეშინიათ სიმართლის. ჩვენმა დამცველებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსული სატანკო, საჰაერო თავდასხმის, საინჟინრო და სხვა დანაყოფები, რომლებიც მათ მეთაურებთან ერთად “ელიტად“ ითვლებოდა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს 100 თვითმფრინავი და 120 შვეულმფრენი, გაანადგურეს თითქმის 500 ტანკი და 1500 რუსული ჯავშანტექნიკა. სწორედ ამიტომ, რუსეთი აგროვებს დაქირავებულებს მთელ მსოფლიოში და სასოწარკვეთილად უბიძგებს ბელორუსის ჯარებს უკრაინის ომის ჯოჯოხეთში. ჩვენი არმიის პოზიცია ძალიან მკაფიოა: ყველა დამპყრობელი მიიღებს მკაცრ პასუხს, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან” წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. newsreport.ge/
  10. “ჩვენი არმიის პოზიცია ძალიან მკაფიოა: ყველა დამპყრობელი მიიღებს მკაცრ პასუხს, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. მტერი აღარ ოცნებობს კიევის აღებაზე, სუნთქვა ეკვრის ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში და მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის მახლობლად, მიკოლაივის, ხერსონისა და ლუგანსკის რაიონებში. მარიუპოლის გმირმა მცველებმა დიდი როლი ითამაშეს მტრის გეგმების განადგურებასა და ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაში. მათი თავდადებისა და ზეადამიანური გამბედაობის წყალობით უკრაინაში ათიათასობით სიცოცხლე გადარჩა. დღეს მარიუპოლი გადაარჩენს კიევს, დნიპროს და ოდესას. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ხერსონის, ენერგოდარის და სხვა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც უიარაღოდ აპროტესტებენ რუს ოკუპანტებს, აჩვენებენ, რომ უკრაინელი ხალხის ნება შეუვალია. და ჯობია, მტერი გაიქცეს” აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. newsreport.ge/
  11. “ჩვენ არ გვაქვს დღევანდელი რეალობით სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია, იგივე ხორბალი, ფქვილი და ა.შ. გარკვეული პროდუქცია შემოდის, გარკვეული – გადის. დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ავიცილოთ მათთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პატონმა პრემიერმა მიიღო არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი” განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. newsreport.ge/
  12. ჩინეთი ავრცელებს ინფორმაციას ავიაკომპანია China Eastern Airlines–ის თვითმფრინავის, ბოინგ 737–ის ჩამოვარდნის შესახებ, რომელიც კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა. ოფიციალური ინფორმაციით ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 123 მგზავრია, 9 კი ეკიპაჟის წევრი ჩინეთის ტელევიზიის ინფორმაციით თვითმფრინავი მთიან ადგილზე ჩამოვარდა, რის შემდეგაც მთებში ხანძარი დაიწყო. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შემთხვევის ადგილზე მაშველები მიდიან. Flightradar24–ის მონაცემებით ჩამოვარდნილი ბოინგ 737–800 ექვსი წლის წინ არის გამოშვებული. ამ საიტის მონაცემებით თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 13:11 საათზე აფრინდა, 14:22–ზე კი რადარებიდან გაუჩინარდა. ამ დროს ის 980 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. სააგენტო როიტერი Aviation Safety Network–ზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო საავიაციო ინციდენტი, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ ჩინეთში 2010 წელს მოხდა, როცა დაფრენისას ცუდი ხილვადობის პირობებში კატასტროფა განიცადა რეგიონული ავიაკომპანია Henan Airlines–ის თვითმფრინავმა Embraer E-190–მა. მაშინ ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 გარდაიცვალა. ინფორმაცია განახლების პროცესშია newsreport.ge/
  13. “დარწმუნებული ვარ, ბატონო მოსამართლე, თქვენც უყურებთ ფილმს “ხალხის მსახური”, ზელენსკის მონაწილეობით. გუშინდელ სერიაში იყო გაჟღერებული, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები, გაზარდა ბიუჯეტი. მე გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია ბევრწილად, როგორც სცენარისტმა მითხრა, ჩემს პრეზიდენტობაზე” თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. newsreport.ge/
  14. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი რუსეთის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებმა დაკარგეს: დაახლოებით 15000 ჯარისკაცი ტანკი – 498 ჯავშანტექნიკა – 1535 საარტილერიო სისტემები – 240 MLRS / MLRS – 80 საზენიტო საბრძოლო სისტემები – 45 თვითმფრინავი – 97 ვერტმფრენი – 121 ავტომობილი – 969 გემი/ნავი 3 საწვავის ავზი – 60, უპილოტო საფრენი აპარატები – 24 სპეციალური აღჭურვილობა – 13 გენშტავის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება. newsreport.ge/
  15. “მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, ეს გააკეთოს, ის გააკეთოს – ვერაფერს ვერავის ვერ ვაიძულებთ. როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, ასევე პუტინის გაგრძელებას ვერ ვაიძულებთ. ვის უნდა მოთხოვო, პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის, შეიძლება იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. […] გეგმა არის შემდეგი – გაზაფხულზე აქ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს უკვე დაწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც ახლა იხსნება უკრაინის ფონზე” თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. newsreport.ge/
  16. “რუსები თავს მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს დაესხნენ” – მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, 19 მარტს, დილით რუსი სამხედროები თავს მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს დაესხნენ. “ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ორკები მძინარე ჯარისკაცებს რაკეტებს ესვრიან. ასევე მიმდინარეობს მიკოლაევის სოფლების რუსებისგან გათავისუფლება”. – თქვა კიმმა. newsreport.ge/
  17. გერმანია და ნიდერლანდები სლოვაკეთს 3 სარაკეტო სისტემა “პატრიოტს” გადასცემენ. სანაცვლოდ კი, უკრაინას სლოვაკეთი შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, S 300-ებს გადასცემს. S 300-ის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მარტს აშშ-ს სთხოვა. newsreport.ge/
  18. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებული ანგარიშის თანახმად, რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა მისი ოპერაციული მიდგომა და ახლა ის მიჰყვება გამოფიტვის სტრატეგიას. „კრემლმა ამ დრომდე ვერ მიაღწია მის პირველად მიზანს. მათი ცნობით, ოფიციალური მოსკოვი გაკვირვებულია იმ სასტიკი წინააღმდეგობით, რომელსაც უკრაინა იჩენს. რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა მისი ოპერაციული მიდგომა და ახლა ის მიჰყვება გამოფიტვის სტრატეგიას. ეს, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ცეცხლსასროლი იარაღის განურჩეველ გამოყენებას რუსეთის მხრიდან, რაც დასრულდება კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეიბაში, უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებითა და ჰუმანიტარული კრიზისის ინტენსიფიკაციით. ამასთანავე, ცნობილია, რომ პუტინმა დაამყარა ტოტალური გავლენა რუსულ მედიაზე. კრემლი ცდილობს გააკონტროლოს ნარატივი და არარეალურად წარმოაჩინოს ომის შედეგები, დამალოს დიდი რაოდენობის ადამიანური დანაკარგი რუსულ ჯარში,“ – ნათქვამია დაზვერვის განახლებულ მონაცემებში. newsreport.ge/
  19. პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფება. უკრაინაში წასვლის შემდეგ მან პირველი ფოტოები და სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუქზე: “დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ ))) ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით. სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“– წერს ელისაშვილი ფეისბუქზე. newsreport.ge/
  20. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო. უწყების განცხადებით, დღეისთვის თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია. “მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას”. – აცხადებს განათლების სამინისტრო newsreport.ge/
  21. რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი აღსადგენად – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ,,ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით მოლაპარაკებებს, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ დიალოგს, ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს მშვიდობისთვის, არა მხოლოდ შემოჭრის 23 დღის განმავლობაში. მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად. მოსკოვში, ყირიმის დაპყრობის წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ბევრი სიტყვა გაისმა. დიდი აქცია გაიმართა და ერთ დეტალს მინდა, მივაქციო ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში, მიმდინარე აქციაში სულ 200 000-მდე ადამიანი იყო ჩართული. დაახლოებით ამდენივე რუსი ჯარისკაცი უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, 14 ათასი გვამი, ათიათასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მოსკოვის ამ სტადიონზე. ამ შემოჭრის შედეგად, უკვე ძალიან დიდია რუსეთის დანაკარგი. ეს ომის ფასია. ომი უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ newsreport.ge/
  22. ისრაელმა უკრაინას ოთხი დაჯავშნილი სასწრაფო დახმარების მანქანა გაუგზავნა, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ინტენსიური სროლების ზონიდან დაჭრილების და დაზარალებულების გამოყვანა. მანქანები ქვეყანაში 230 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად ჩავიდა, რომელიც ისრაელის მოქალაქეებმა უკრაინას შეუგროვეს. მანამდე ისრაელმა უკვე გაგზავნა უკრაინაში საველე ჰოსპიტალი პერსონალთან ერთად, 14 მარტს კი უკრაინას 85 ათასი ტაქტიკური აფთიაქი გაუგზავნა. ისრაელი უკრაინას არანაირ შეიარაღებას არ აწვდის, თუმცა ომის დაწყებისთანავე ქვეყნის აღმოსავლეთში მედიკოსების მომზადებაში დაეხმარა. 2015 წლიდან ისრაელის სპეციალისტები უკრაინელ ექიმებს საველე და საომარ პირობებში ომის წარმოებას ასწავლიან. სწავლების კურსი ერთთვიანია და მოიცავს დაჭრილების მიღებას, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, ქირურგიას და ტრავმატოლოგიას. newsreport.ge/
  23. ბოლო 24 საათში მარიუპოლი თითქმის 5 ათასმა ლტოლვილმა დატოვა. სულ ბოლო ერთ დღეში ალყაშემორტყმული რუსული ქალაქებიდან თითქმის 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. კომპანია Maxar–ის ფოტოზე, რომელიც ამერიკულმა ჟურნალისტმა, ჯერ დეჩმა ტვიტერზე გამოაქვეყნა, ჩანს მანქანების გრძელი კოლონა, რომელიც მარიუპოლიდან მიდის. ქალაქში კვლავ რჩებაა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი. NEW: Russia’s siege of Ukraine’s port city of Mariupol has forced thousands of people to flee, like this long line of cars captured in satellite photo. has accused of shelling a humanitarian corridor from the city. More than 200,000 people are still in Mariupol :@Maxar pic.twitter.com/ldoU6nFgly — Jack Detsch (@JackDetsch) March 18, 2022 newsreport.ge/
  24. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, დევიდ კემერონი თავად ზის სატვირთო მანქანის საჭესთან, რომლითაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარება პოლონეთში მიაქვს. “ახლა პოლონეთში მივდივარ ჩემს ორ კოლეგასთან ერთად Chippy Larder–იდან (ბრიტანული არაკომერციული სასურსათო პროექტი), რომ წითელი ჯვრის ტვირთი ჩავიტანო. ეს მგზავრობა ხანგრძლივი იქნება, მაგრამ გზადაგზა საქმის კურსში ჩაგაყენებთ “–დაწერა კემერონმა ტვიტერზე. ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის ტანსაცმელი, საფენები, პირველადი დახმარების ნივთები პროექტმა Chippy Larder–მა გაიღო, სადაც კემერონი ბოლო ორი წელია მოხალისედ მუშაობს. მან ასევე აღნიშნა ბრიტანელების ფენომენალური გულუხვობა, რომლებიც “მზად არიან რთულ დროს მეგობრებს დაეხმარონ.“ მანამდე უკრაინის ელჩი ლონდონში მიესალმა ლტოლვილებისთვის დახმარებას, თუმცა დასძინა, რომ ნივთებით დახმარებას თანხით დახმარება ჯობს. I’m currently driving to Poland with two Chippy Larder colleagues to make our delivery to the Red Cross. It’s going to be a long drive, but I’ll keep you updated along the way. #StandWithUkraine️ pic.twitter.com/T0ORCT4Eek — David Cameron (@David_Cameron) March 18, 2022 newsreport.ge/
  25. უკრაინის არმიის გენშტაბის მორიგ ინფორმაციაში საუბარია უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯარების პირადი შემადგენლობის დემორალიზაციაზე. მათი ინფორმაციით გახშირდა თვითდაზიანების და თვითმკვლელობის შემთხვევები. ამ კონტექსტში აღნიშშნულია 45–ე საჰაერო–სადესანტო ბრიგადის მეთაურის, ვადიმ პანკოვის გათავისუფლება “დადებითი შედეგების არარსებობის და დასახული ამოცანის შეუსრულებლბის გამო„ გოსტომელის აეროდრომში“ (ღია წყაროებში ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.) ამ ანგარიშამდე პარასკევს უკრაინის გენშტაბმა რუსული არმიის დანაკარგები 14200 ადამიანით შეაფასა, რაც 400–ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. დასავლელი ექსპერტები როგორც წესი, რუსულ დანაკარგებს ორჯერ ნაკლებად აფასებენ, ვიდრე უკრაინელები. ოფიციალური რუსული მონაცემები კი 2 მარტის შემდეგ არ გამოქვეყნებულა. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...