Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. გავლენიანი ჰაკერული დაჯგუფება, რომელიც ბოლო პერიოდში რუსულ სამთავრობო ვებსაიტებსა და მედიასაშუალებებს თიშავს, წერს, რომ კიბერთავდასხმა, რუსეთის მხარდაჭერის გამო, ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება. “თავდასხმები განხორციელდება ბელორუსის და საქართველოს მთავრობებზეც, ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს დიდი ალბათობით გავასაჯაროებთ. შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა”, – წერს ანონიმუსი ტვიტერზე. Attacks will be launched on the Belarusian and Georgian governments as well, not all of our actions can be shared here publicly but regardless, some of it we most likely will publicize. Attacks will continue against the Russian government too. All of them are our targets https://t.co/dtIOgepTzx — Anonymous (@LiteMods) March 7, 2022 newsreport.ge/
  2. “საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში უკვე სისტემატურად თავს ესხმიან უკრაინას და უკრაინელებს და უკრაინელი ერის ლიდერს, პრეზიდენტ ზელენსკის. ასეთ რამეს მსოფლიოში მხოლოდ ორად ორი სახელმწიფო კადრულობს – რუსეთი და ბელარუსი. მაშინ როდესაც ასეთი ერთსულოვანია მთელი მსოფლიო, ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, საქართველო ღიად დააყენა ამ ორი სახელმწიფოს გვერდით. ახლა კი დამატებით ვიგებთ, რომ როცა პუტინი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გენოცდის უწყობს, საქართველოს ხელისუფლება პუტინთან აწარმეობს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება რუსული საინფორმაციო გამოშვევების თანახმად. საქართველო გადაიქცა მკვლელების და მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაული ქმედებით ქართული ოცნება მკვლელებს, პუტინის რეჟიმს აფინანსებს. მეტიც, რუსეთის მხარეს დგომა დღეს, აგრესორისთვის სანქციების არიდებისთვის ხელშეწყობა გვაყენებს ჩვენ, საქართველოს და მის მოსახლეობას იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ. სწორედ ეს დააზიანებს, როგოროც არასდროს, ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად” განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე. newsreport.ge/
  3. ვიდეო თამაშების პოლონურმა კომპანიამ, CD PROJEKT RED- მა რუსეთი და ბელორუსი დაბლოკა. მათ შორის მსოფლიო მასშტაბით დაბლოკილია რუბლის ანგარიშზე მიბმული ყველა ექაუნთი. კომპანიამ ასევე რუსეთისა და ბალარუსის ტერიტორიაზე, შეაჩერა გაყიდვები ვირტუალური თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაზე Steam-ზეც. პოლონურ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ცნობილი თამაშები როგორებიცაა : “The witcher” და “CyberPunk 2077″ „რუსული ჯარის, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, უკრაინაში შეჭრის ფონზე, ,,CD PROJEKT” -ის ჯგუფმა გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ ჩვენი თამაშების გაყიდვა რუსეთსა და ბელარუსში. დღეს, ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევწყვიტოთ ,,CD PROJEKT RED”-ის ციფრული გაყიდვებისა და ფიზიკური მარაგის, და ასევე ყველა თამაშის დისტრიბუცია ,,GOG”-ს პლატფორმაზე, რუსეთისა და ბელარუსიის ტერიტორიებზე’’. „მთლიანი ,,CD PROJEKT”-ის გუნდი ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს სახელმწიფო საკითხებზე, და არც გვსურს რომ ვიყოთ. ჩვენ გვჯერა რომ როდესაც კომერციული წარმომადგენლები ერთიანდებიან, მათ გააჩნიათ ძალა, რომ გახდნენ გლობალური ცვლილების ინსპირატორები რიგითი ადამიანების გულებსა და აზროვნებაში. ვიცით რომ ბელარუსში და რუსეთში, თამაშების მოყვარულებს არანაირი კავშირი არ აქვთ, უკრაინაში შეჭრასთან და დაზარალდებიან აღნიშნული გადაწყვეტილებით, თუმცა ამ ქმედებით გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყურადღება გაამახვილონ იმაზე თუ რა ხდება ევროპის შუაგულში” – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული კომპანიის თამაშები ქართველ ახალგაზრდებშიც საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამავე კომპანიას ეკუთვნის ვირტუალური თამაშების დისტრიბუციის პლატფორმა სახელად “GOG”. newsreport.ge/
  4. “სრულად ვუჭერ მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას, რომელიც წამოვიდა საზოგადოებისგან. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია. თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად, ამ მოთხოვნაზე უნდა დავითანხმოთ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილი მაინც. ჩვენ მარტო მაშინ შევდგებით საბოლოოდ ერად, თუ “სილქნეტის” მეხსიერება არ გვექნება. ჰოდა, გადაახვიეთ ცოტა უფრო უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების მიმტაცებლების განცხადებებია და გაიხსენეთ, შემთხვევით იმ ქვეყნის მოქალაქეები ხომ არ შემოგვყავს უთვალავი რაოდენობით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის ქუჩებში გვდევნიდნენ, როგორც “лицо кавказскои национальнасти”, რომლითაც 2008-ში პირუტყვის გადასაყვანი თვითმფრინავებით გამოყარა მრავალი ათასი ქართველი და მათი ოჯახები. თუ ყველაფერი გავატარეთ და დავივიწყეთ – ელარჯი და მისი ჯანი. ზუსტად ასევე, რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ბელარუსის გავლით ოჯახებით ჩავიდნენ. ფოტოებსაც იღებდნენ. ხალხს უღიმოდნენ, ბორშს მიირთმევდნენ, მერე როცა ბრძანება მიიღეს, სამალავიდან იარაღი ამოიღეს და იმ ხალხს დაუშინეს, ვისაც გუშინ უღიმოდნენ. ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია. გარდა ამისა, არის კონკრეტული ზარალი. რუსების შემოსევაზე რამდენიმე ხელისუფლების დეველოპერი მოითბობს ხელს, მაგრამ დანარჩენი ქართველებისთვის ბინის ფასები მიუწვდომელი გახდება. დიდია ალბათობა ქართული ბანკების დასანქცირების, ქართველთა დანაზოგების გაქრობისა და საკრედიტო ბარათების დაბლოკვისაც. რუსეთში პროდუქტების გაგზავნაც შიდა ბაზარზე მათი ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს” წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში 20-25 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. newsreport.ge/
  5. “ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ” წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე. newsreport.ge/
  6. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა: “ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს. მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზრო შექება-კითხვებით და ომის დაწყებით გაბრაზებული საკუთარ თავს ვლანძღავ – რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა მე აქ, როდესაც იქ ჩვენი ომია და უკრაინელები საქართველოს ბედს წყვეტენ. შუადღე გადასული იქნებოდა გურამ ჩალაგაშვილმა რომ დამირეკა – თბილისიდან შენთან ჩამოსვლა და დალაპარაკება მინდაო. ჯერ ისევ ხეივანზე ვიჯექი და სხვლას ვაგრძელებდი რომ მესტუმრა და ცეცხლზე ნავთი დამისხა – როდემდე აპირებ ამ სისულელეებით გართობას, რა შენი საქმე ვაზის სხვლა და ქლიავის ბაღების მოვლააო. სულ გამოვედი მდგომარეობოდან, ჩემი საყვარელი ვაზის მაკრატელი Felco 11 მარჯვნივ მივაგდე, გასაშლელი კიბე მარცხნივ და ახლა უკვე ჯაველინი მიჭირავს ვაზის მაკრატლის მაგივრად. ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში. პ.ს. არასოდეს დამავიწყდება პოლონეთის საზღვარზე ბევრი შეშინებული ბავშვის თვალები.“– წერს ირაკლი ოქრუაშვილი და ფოტოსაც აქვეყნებს. newsreport.ge/
  7. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ლინდსი გრემმა Fox-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთში ვინმემ მის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ”ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში. ამით თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ”- განაცხადა სენატორმა. newsreport.ge/
  8. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის. „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და სადგურის შესასვლელი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. პერსონალი აგრძელებს მუშაობას ელექტროსადგურებზე, რაც უზრუნველყოფს ბირთვული ობიექტების სტაბილურ მუშაობას. რადიაციული ფონი ნორმაშია,“- აცხადებენ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაში. newsreport.ge/
  9. რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებისთვის. კანონის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში მოქმედების შესახებ არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელი 3 წლიანი კოლონიაა. თუ ფეიკი “ორგანიზებული ჯგუფის მიერ ვრცელდება, ან მტკიცებულებების გაყალბება ახლავს თან,“ პატიმრობის ვადა 10 წლამდე იზრდება. თუ არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებას მძიმე შედეგები მოჰყვა, ბრალდებულს უკვე 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. newsreport.ge/
  10. რუსეთში გამოცემა Meduza-ს ვებგვერდების და რუსული რედაქციის “რადიო თავისიფლების” დაბლოკვა დაიწყო. როგორც ამბობენ, რუსეთში ვებგვერდებს ვეღარ ხსნიან. მანამდე კი რედაქციამ მარეგულირებელი კომისიისგან დაბლოკვის შესახებ გაფრთხილება მიიღო. Meduza-ს რედაქცია ამბობენ, რომ ვებგვერდი რუსეთში მომხმარებლებისთვის ნაწილისთვის უკვე ხელმიუწვდომელია. newsreport.ge/
  11. ბინების დაქირავების სერვისმა, Airbnb–მ განაცხადა, რომ აჩერებს მუშაობას რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების გამო ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ამ ტერიტორიებზე გაწეული მომსახურებების კონტროლი შეუძლებელი გახდა. newsreport.ge/
  12. საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს. “ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!”,-ნათქვამია “ივენთში”, რომელსაც ტელეკომპანია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს. newsreport.ge/
  13. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება “ევროპის დასასრული იქნება”. “რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით”, – თქვა ზელენსკიმ. newsreport.ge/
  14. პუტინის უგუნური ქმედებები მთელი ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმომადგენს – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მას შემდეგ რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა. “ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებოს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ქარხანაში”, – აღნიშნულია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. newsreport.ge/
  15. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს რომ ხანძარი მძვინვარებს ხოლო აფეთქების შემთხვევაში შედეჰი ჩერნობილზე 10-ჯერ კატასტროფული იქნება. ” ხანძარი უკვე მძვინვარებს. აფეთქების შემთხვევაში შედეგი ჩერნობილზე 10-ჯერ მწვავე იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და დაუშვან მეხანძრეები უსაფრთხო ზონის დასამყარებლად” . – წერს დმიტრო კულება. რუსული სამხედრო ძალები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსულ სამხედროებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ რომ “არსებობს ბირთვული კატასტროფის საფრთხე. ცეცხლის ლიკვიდირებას ვერ ახერხებენ რადგან სადგურზე ახლაც ისვრიან. ატომის მეცნიერთა შეფასებით, რეაქტორის აფეთქება შეუძლებელი ან ძალიან რთულია. newsreport.ge/
  16. “შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი. დღეს 7-ზე რესპუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე” წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. newsreport.ge/
  17. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტამის ცნობით, განადგურდა რუსეთის ფედერაციის ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა. “გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე დგანან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს. ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!” გარდა ამისა, დღეს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. newsreport.ge/
  18. “რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ოპერაციები ჩაატარა, შესაძლოა, ამან კატასტროფული ესკალაცია გამოიწვიოს” – ამის შესახებ, ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს. ”მოვლენების ერთი ძალიან შემაშფოთებელი განვითარება არის ის, რომ რუსეთმა რამდენიმე სამხედრო ოპერაცია პოლონეთის საზღვართან არაკომფორტულად ახლოს განახორციელა. ეს არასწორი გაანგარიშების და ადამიანური შეცდომის საფრთხეა, რომელმაც, შესაძლოა, სწრაფად გამოიწვიეს კატასტროფული ესკალაცია.”- განაცხადა სენატორმა. ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა. newsreport.ge/
  19. “ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ბორის ჯონსონსა და ანდჟე დუდას და მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და მისი ომი უკრაინისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. შეიქმნას პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია. დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები, უკრაინას გაეწიოს ფინანსური და თავდაცვითი დახმარება. მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს!” წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. newsreport.ge/
  20. “სასწრაფოდ მოვამარაგოთ იარაღით” – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. “რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა. newsreport.ge/
  21. “ძვირფასო უკრაინელებო! მტერმა დაიწყო ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე სამხედრო ცენტრებისა და აეროდრომების – სხვა რეგიონებში. უკრაინის არმია გიცავთ და იგერიებს რუს ჯარებს. ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ თქვენი დასაცავად, რათა არ მისცენ აგრესორს შემოსვლის საშუალება. დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ: დამშვიდდით! შესაძლებლობის შესაბამისად, დარჩით სახლში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თქვენი სიმშვიდე და ნდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ ამჟამად საუკეთესო დახმარებაა! სიტუაციის შესახებ ოპერატიულად შეგატყობინებთ. დიდება უკრაინას!” მიმართავს უკრაიანის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსეი რეზნიკოვი მოსახლეობას. newsreport.ge/
  22. დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. “გაერთიანებული ძალები ღირსეულ პასუხს აძლევენ რუსეთის ფედერაციის ძალებს. სამხედრო ქვედანაყოფები თავის პოზიციებზე არიან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინელ მცველებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა. newsreport.ge/
  23. “უკრაინაში რუსეთის დღევანდელი შეჭრა არის წინასწარ დაგეგმილი და შემზარავი ომის აქტი. დიპლომატიური გამოსავალის პოვნის მცდელობის მიუხედავად, პუტინმა სუვერენული ქვეყნის საზღვარი დაარღვია, ეს არავის უნდა უკვირდეს. ამერიკულმა სააგენტოებმა გაასაჯაროეს ფაქტები, რათა მსოფლიოს ეჩვენებინათ, რა მოდიოდა. პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას იმისთვის, რომ მიეღო ის, რაც სურს, საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან დაწყებული, 2014 წელს უკრაინაში შეჭრითა და ბელარუსის სამხედრო ოკუპაციით დასრულებული. ეს არ არის ამაყი ერისა და ხალხის ქმედება, არამედ ესაა სასოწარკვეთილი კაცის ქცევა, რომლის ერთადერთი მიზანია ქაოსის შექმნა, რათა თავი ძლიერად წარმოაჩინოს. უკრაინის ხალხი მზად არის აიღოს იარაღი და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მათ უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები და თავისუფლების მოყვარული ადამიანები მსოფლიოს ირგვლივ მათ გვერდით დგანან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს. პუტინმა უნდა გააცნობიეროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი პოზიციები გაიყვანოს ჯარები ორ ქვეყანას შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ შეჭრის შედეგები მტკივნეული იქნება. ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება პუტინისთვის კურსის შეცვლა იქნება – დაუყონებლივ” წერს რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში რუსეთის მიერ ომის დაწყებაზე. newsreport.ge/
  24. ძვირფასო კიეველებო. უკრაინას აგრესორი დაესხა თავს. კიევში ჭურვების გრუხუნი ისმის. ყველაზე დიდი მტერი ახლა არის პანიკა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოთმინების უნარი. ყველა, ვინც არ არის ჩართული ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქალაქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მუშაობაში, დარჩით სახლში. მზად გქონდეთ სასწრაფო დახმარების ჩემოდანი. ყველაზე საჭირო დოკუმენტები და მინიმალური რაოდენობის ნივთები იქონიეთ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრამდე სწრაფად მიხვიდეთ. დედაქალაქის მთავრობა კიევშია. ვაგრძელებთ მუშაობას. გამაგრდით! უნდა გავუძლოთ!” მიმართავს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მოსახლეობას. newsreport.ge/
  25. მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია. შესასრულებელი სია: 1. დამანგრეველი სანქციები რუსეთზე ახლავე, SWIFT-ის ჩათვლით 2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში 3. იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისთვის 4. ფინანსური დახმარება 5. ჰუმანიტარული დახმარება” წერს უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება. რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა და უკრაინულ ქალაქებს ბომბავს. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...