
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველისგან ითხოვს, გამოაქვეყნოს ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი კითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები. ოხანაშვილის აზრით, შინაარსობრივად არასწორი, ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, რაც დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით. “მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი თანამდებობის პირთა არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს რეგლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს”. – თქვა ოხანაშვილმა ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული. „აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე! საინტერესოა, იყო თუ არა ეუთო/ოდირისთვის საერთოდ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს! იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს!“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ცვლილებების შეჩერებას. newsreport.ge/
-
სახალხო დამცველის განცხადებით, 2 თებერვალს ეუთო/ოდირს ოფიციალურად მიმართეს თხოვნით, წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. ნინო ლომჯარიას თქმით, 18 თებერავლს ეუთო/ოდირისგან დაჩქარებული წესით მომზადებული დოკუმენტი მიიღეს. ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანომდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს, რაც ეფუძნება იმას, რომ ის პროცესი, როგორც წარიმართა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების არსებულ სტანდარტებს. “ასევე ეუთო/ოდირს მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას, შეიძლება ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე, მათ შორის, ახლადშექმნილ სამსახურებზე. ასევე, მეორე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, სახელმწიფოს რეკომენდაციას აძლევს, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე”,– აცხადებს ლომჯარია. მისივე თქმით, საკონსიტუტიციო სასამართლოს ერთი კვირა დარჩა, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება. newsreport.ge/
-
“BA.2 შტამი, ანუ ომიკრონის ყველაზე ბოლო ვარიანტი ერთ-ნახევარჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ომიკრონის პირველი სუბვარიანტი BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. ომიკრონის BA.1 სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება. საქართველოში შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ ქვეყანაში ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი” ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “იმედთან” საუბრისას. newsreport.ge/
-
ქართველი დიზაინერის, გიორგი მასხულიას განცხადებით, თბილისში, კლუბ “ოთახში”, გვიან ღამით 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავისივე გავრცელებულ ვიდეოში მასხულია ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ მოახდინეს. ის თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს. “რა დავაშავე, მტკივა ყველაფერი, ჩემს ქვეყანაში რა უნდათ, რას ვაშავებ, ვატარებ კონკურსებს და თავზე მესხმევა. დამეხმარეთ, ხალხო, მაინცდამაინც ბერას ნათესავი უნდა ვიყო, ან ვიღაცა?!”,– ამბობს ის ვიდეომიმართვაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. newsreport.ge/
-
უკრაინის გაერთიანებული ძალების განცხადებით, 21 თებერვლის, 07:00 საათის მდგომარეობით საოკუპაციო ძალებმა 72-ჯერ გამოიყენეს მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. “გასული 24 საათის განმავლობაში, 20 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან დაფიქსირდა 80 დარღვევა, მათგან 72 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება. ჭურვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააფიქსირეს 8 დარღვევა, მათგან 8 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით,” – ვკითხულობთ განცხადებაში. გაერთიანებული ძალების ცნობით, მოკავშირეთა ძალები აკვირდებიან სიტუაციას და ადეკვატურად რეაგირებენ მტრის პოტენციურ საფრთხეებზე. “მოკავშირეთა ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ გარკვეული დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად და აღკვეთის მიზნით”,– აღნიშნავს უკრაინა. newsreport.ge/
-
სამწუხაროდ რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზად ყოფნაშია რუსეთის ძალების 150 000 სამხედრო, მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლიათ – ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა განაცხადა. ”დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინაში და მოლდოვაში რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციისა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებდნენ, თუმცა რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ, ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ, 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მოქმედებს. სამწუხაროდ რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზად ყოფნაშია რუსეთის ძალების 150 000 სამხედრო, მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლიათ. ზუსტად არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები თუმცა ვუშვებთ რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდაცვისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იგივეს ხედავენ. ” – განაცხადა ელჩმა. newsreport.ge/
-
“ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს, ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, აშშ-ს და მისი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას. ჩვენ გვირჩევნია ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და სხვა ერთნიან გადაუდებელ პრობლემებს. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ” აშშ-ს საელჩომ საქართველოში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელის, რაიან ჰარისის განცხადება გაავრცელა. newsreport.ge/
-
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთი საკუთარი მხარდაჭერილი სეპარატისტების გამოყენებით, პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. „ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე რუსეთის წარმომადგენლები მოახდენენ სხვადასხვა ქმედებების პროვოცირებას. ვერ ვიტყვით, რას გააკეთებენ, ააფეთქებენ თუ არა ავტობუსებს, რომლითაც ადამიანების ევაკუაციას როსტოვში ახდენენ. ან ააფეთქებენ თუ არა სახლებს. ჩვენ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ასეთი რამე თუ მოხდება, ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვექნება,“- ამბობს დანილოვი. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე გამოეხმაურა მოსკოვის შეთავაზებას, რომ კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს დონეცკისა და ლუჰანსკის წარმომადგენლებთან, პრორუს სეპარატისტებთან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიას ბოლო წლების განმავლობაში აკონტროლებენ. „ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოლაპარაკება რუსეთთან და არა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან დამოუკიდებლები და რომლებსაც არ შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელი გადწყვეტილებები,“- თქვა დანილოვმა. წყარო : ამერიკის ხმა newsreport.ge/
-
“უკრაინაში დაძაბულობაა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი კი კარასინთან შეხვედრას გეგმავს”- ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ”უკრაინაში გუშინდელი დაძაბული საღამოს შემდეგ, როცა ემოციურად და ტვინით მიდის დუღილი, ფიქრი, როგორ არ დაუშვა ამ საუკუნეში ასეთი აგრესია, როგორ დაიცვა უკრაინელი ხალხი, როგორ დაიცვა საქართველო, რა შეიძლება, მოხდეს, რა საშინელი მოვლენაა რუსეთი და ასე შემდეგ. მსოფლიო ყირაზე დგას… იღვიძებ და იგებ, რომ შენი მთავრობის წარმომადგენელი კარასინთან შეხვედრას გეგმავს. ასეთი ახალი ამბავი გხვდება. სასწრაფოდ თავის ბალიშის ქვეშ ჩატოვებაა ინსტინქტი, სირცხვილისგან. მერე კი ფიქრი, რა ვქნათ? როგორ ვიქმედოთ? ამას ვერ შევეგუებით!” – წერს ელენე ხოშტარია. newsreport.ge/
-
ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” გამართულ აქციაზე პოლიციელებმა ექვსი ადამიანი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს ექვსივე მათგანი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს და ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები. “ ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებს, რომ, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. newsreport.ge/
-
უკრაინაში, დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს და მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. “რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება, სახიფათოდ იმოქმედებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობზე საკონსულო მომსახურეობა გასწიოს უკრაინაში. სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდნენ საკონსულოს მხარდაჭერას ევაკუაციისთვის.” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. newsreport.ge/
-
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს. “რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ უზრუნველყონ სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. newsreport.ge/
-
დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ იფნორმაციას, ადგილობრივი მედია უკრაინის გაერთიანებული ოპერაციების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე საარტილერიო სისტემას, ნაღმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს იყენებს. 19 თებერვალს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19-ჯერ დაარღვია, აქედან 16-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის საშუალებით. newsreport.ge/
-
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს – ინფორმაცია უწყებამ Twitter-ზეგაავრცელა. გუშინ, 18 თებერვალს დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. newsreport.ge/
-
”აბა, ქართველებო, ახლა კარგად დააკვირდით, უკრაინელები თუ დაადანაშაულებენ საკუთარ ქვეყანას და პრეზიდენტს ომის დაწყებაში. რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და თან ცდილობენ უკრაინას დააბრალონ საკუთარ მოსახლეობაზე თავდასხმა. ხომ არ გეცნობათ სცენარი?” ამის შესახებ, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს რითიც, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის ოლქის, სტანიცა ლუგანსკის დასახლების დაბომბვას ეხმაურება. newsreport.ge/
-
უკრაინის პრეზიდენტი ეხმიანება პრორუსი სეპარატისტების მიერ ლუგანსკის რაიონის სოფელ სტანიცია ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას და მას “დიდ პროვოკაციას” უწოდებს. “ლუგანსკის ოლქში პრორუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო და დიპლომატები უკრაინაში დარჩნენ, მათი სადამკვირვებლო საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის აღრიცხვისთვის”,– წერს ზელენსკი ტვიტერზე. The shelling of a kindergarten in Stanytsia Luhanska by pro-Russian forces is a big provocation. It's important that diplomats & the @OSCE remain in , their monitoring activities are an additional deterrent. We need an effective mechanism for recording all ceasefire violations. — Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 17, 2022 ცნობისთვის, დღეს სეპარატისტებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს, ერთ-ერთი ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. დაშავებულია ორი ზრდასრული ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დასახლების ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. newsreport.ge/
-
“რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში თქვენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!” – ასე მიმართა, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. „დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს? არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჯადოს დამსახურებაა თუ სხვა რამისა, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, შემდეგ თვენახევრის მერე ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლებელია ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ. newsreport.ge/
-
კომპანია “თელმიკო” მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური ზედმეტობით დაერიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და 4 მიზეზს ასახელებს. “იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის: ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე; ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან; საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას; იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა. შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც. გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს.”, – წერია განცხადებაში. newsreport.ge/
-
“ბუნებრივია, ბადრის მხარს ვუჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში. გვექნება საუბარი, კონკრეტულად როგორ ხედავს რუსთავის არჩევნებს. მე ამას განვიხილავ, პირველ რიგში, როგორც ბრძოლას, რომელიც ხალხთან საკომუნიკაციოდ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლად უნდა გამოვიყენოთ და ამაში, რა თქმა უნდა, მის გვერდში ვიქნებით” ამბობს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ბადრი ჯაფარიძეზე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს. მას უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ნაციონალურმა მოძრაობამ. დღეს “სტრატეგია აღმაშენებელმა” განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი კანდიდატის დაყენებას რუსთავში. newsreport.ge/
-
“ბატონი კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, აზრს უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი განცხადება. იმიტომ რომ, ეს არ იყო სწორი განცხადება. არც ბატონმა კარლმა ამ შემთხვევაში არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებით და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე. ჰარცელმა დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე თქვა, რომ “შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. მანვე კიდევ ერთხელ შეაფასა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და განაცხადა, რომ კვლავ ვერ ხედავს ამ სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს. newsreport.ge/
-
ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ. საქმე ეხება იმას, რომ ფონდის ხელმძღვანელები შესაძლოა დაეხმარნენ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში მათ დონორს, საუდელ მილიარდერს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაიწყო კანონის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებით უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას ეხება. გადაწყვეტილება საქმის აღძვრის შესახებ შარშანდელი ინფორმაციის შეფასების შემდეგ მიიღეს იმის თაობაზე, რომ პრინცის ფონდის ხელმძღვანელი საუდის არაბეთის მოქალაქეს ჯილდოს, შემდეგ კი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. პოლიცია ხაზს უსვამს, რომ არანაირი ფორმალური დაკითხვა და მითუმეტეს დაპატიმრება ამ საქმეზე ჯერ არ მომხდარა. თავად ფონდი საქმის კომენტირებაზე უარს აცხადებს იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. მანამდე კი ირწმუნებოდნენ, რომ თავად უელსის პრინცს ამ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გასული წლის სექტემბერში რამდენიმე ბრიტანულმა გაზეთმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრინცი ჩარლზის ყოფილი პირადი თანაშემწე, შემდეგ კი მისი ფონდის დირექტორი, მაიკ ფოსეტი საუდელ ბიზნესმენს მახფუზ მარეი მუბარაქ ბინ მახფუზს დაეხმარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი გამხდარიყო, შემდეგ კი კონფიდენციალურ წერილში პირდებოდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარებოდა. ორდენი ჩარლზმა საუდელ მილიარდერს 2016 წელს გადასცა, წერილი კი, რომელიც გაზეთებმა მოიპოვეს ფოსეტმა 2017 წელს დაწერა. თავად მილიარდერი ამბობს, რომ არაფერი უკანონო არ ჩაუდენია. გაზეთ Sunday Times–ის ცნობით, მან დიდი თანხები შესწირა სარესტავრაციო პროექტებს, რომლებზეც განსაკუთრებით ზრუნავდა თავად პრინცი ჩარლზი. პრინცის პრესსამსახურის მტკიცებით, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მისი ფონდისთვის შეწირული თანხების გამო ვინმეს ორდენს ან ბრიტანეთის მოქალაქეობას დაპირდნენ. ჩარლზი ფონდის თავმჯდომარეა, თუმცა მის ყოველდღიურ საქმიანობას არ ხელმძღვანელობს. newsreport.ge/
-
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-ს ცნობით ამბობს, რომ უკრაინას ნატოს გარდა სხვა გზა არ აქვს, რადგან ეს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის არდაკარგვის გარანტიაა. მისივე განცხადებით, არ შეუძლიათ იმაზე თვალის დახუჭვა, რომ მხოლოდ რუსეთი არ არის, ვისაც არ უნდა უკრაინის ნატოს გარეთ დატოვება. “ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს რუსეთთან ერთად… რაც არასწორია”,– ამბობს ზელენსკი BBC-სთან. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის გეოპოლიტიკური კურსი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. newsreport.ge/
-
სოფელ ორჭოსანთან ოსური მხარის საინფორმაციო ბანერზე საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინის მხარდამჭერი წარწერების გამო საოკუპაციო რეჟიმი შეშფოთებას გამოთქვამს და მომხდარს “ვანდალიზმს” უწოდებს. საოკუპაციო რეჟიმი აპირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [iPRM]-ის მორიგ შეხვედრაზე ისაუბროს. “საშიში ტენდენციაა საქართველოში რევანშისტული განწყობებისა, რომელიც მხარს უჭერს ლუგანსკისა და დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის აგრესიას და შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების მორიგი გამწვევების მიზეზი გახდეს”. – ნათქვამია განცხადებაში. რეჟიმმა “ცხელი ხაზიც” აამოქმედა newsreport.ge/
-
“ჩვენ არ გვეშინია არანაირი პროგნოზის, ჩვენ არ გვეშინია არავისი, არცერთი მტრის. ჩვენ არ გვაშინებს არავითარი თარიღი, რადგან დავიცავთ ჩვენს თავს 16 თებერვალსაც და 17 თებერვალსაც, მარტშიც, აპრილში, სექტემბერშიც და დეკემბერში” თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლოში სამხედროებთან შეხვედრისას. newsreport.ge/