Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. ბელორუსის შეიარაღებულ ძალებში “რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმება“ დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის სამთავრობო სააგენტო ბელტა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ამ კომპლექსური შემოწმების მიზანი “შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში პირადი შემადგენლობის ოპერატიული რეაგირების უნარის და მზადყოფნის შეფასებაა“. ბულორუსულ თავდაცვის სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ შემოწმებაში მონაწილე ძალების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით ძალები ქვეყანაში მასობრივად გადაადგილდებიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მიმართულებით. newsreport.ge/
  2. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა, რომ “ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი ბრუნებიან“. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიცემული დახმარება, ერთგვარი ინვესტიციაა. “ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, რადგან თუდიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ისინი კვლავ მოდიან… ძალაუფლებისადმი მათიმადა იზრდება“,-თქვა ბაიდენმა. newsreport.ge/
  3. მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის საწარმო–გიგანტის ტერიტორიაზე 5 ბომბდამცავს შეუძლია ატომური ბომბის პირდაპირ მოხვედრას გაუძლოს. ამის შესახებ მეტალურგიული ქარხნის გენერალურმა დირექტორმა, ენვერ ცქიტიშვილმა ბიბისი–სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წლამდმე საწარმოს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს არ უფიქრიათ იმაზე, რომ ქარხანა შეიძლებოდა ომის დროს თავშესაფრად ყოფილიყო გამოყენებული. “ვერც კი წარმოგვედგინა, რომ აზოვსტალი შეიძლებოდა ციხესიმაგრედ ქცეულიყო ან ამდენად მნიშვნელოვან პუნქტად ქალაქ მარიუპოლში“– ამბობს საწარმოს გენდირექტორი. თუმცა, მარიუპოლის მძიმე არტილერიით დაბომბვის შემდეგ, ომის პირველ წელს ქარხანაში ბომბსაცავების აღდგენა დაიწყეს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩა. ქარხანაში სულ 36 თავშესაფარია, რომლებსაც ერთდროულად დაახლოებით 12 ათასი ადამიანის დატევა შეუძლიათ. საწარმოს არქივებმა ასევე შემოინახა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმოს ბუნკერებიდან 5 ბუნკერს შეუძლია ბირთვულ შეტევას გაუძლოს, საბჭოთა არქიტექტურული კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად. მინიმალური ბეტონის ფენის სისქე დედამიწის ზედაპირსა და მიწისქვეშა გვირაბების ჭერს შორის 8 მეტრია, ბუნკერები კი კიდევ უფრო ღრმად არის განთავსებული. ცქიტიშვილის თქმით, 2014 წლის შემდეგ ქარხანაში მუდმივად ტარდებოდა ტრენინგები, როგორ უნდა ჩასულიყვნენ სწორად ბომბსაცავებში. რუსეთის შეჭრამდე, 17–დან 23 თებერვლამდე ქარხნის თანამშრომლებმა საკომუნიკაციო გვირაბებში სასმელი წყლის და პროდუქტების მარაგი შეიტანეს. ამასთანავე, ქალაქში გამოცხადდა, რომ რუსული დაბომბვის შემთხვევაში ყველა მაცხოვრებელს შეეძლო ქარხნის საცავებისთვის შეეფარებინა თავი. “მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ თავიდანვე დიდი რაოდენობით ადამიანი მოგვაწყდა. მეორეც – რუსების ალყა შევიწროვდა“.– თქვა ცქიტიშვილმა. მისი განცხადებით, ახლა ქარხნის თავშესაფრებში კვლავ რჩება დაახლოებით 300 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აზოვსტალის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოხდა. newsreport.ge/
  4. როგორია ვითარება ფრონტზე? როგორ ხედავს უკრანა ომის დასასრულს და როგორ აფასებს ის საქართველოს პოზიციას მიმდინარე ომში? ამ და სხვა თემებზე, მას “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ექსკლუსიურად მიხაილო პოდოლიაკს ესაუბრა. პოდოლიაკი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი და უკრაინის წამყვანი წარმომადგენელია რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში. გთავაზობთ ინტერვიუს იმ მონაკვეთს, რომელიც საქართველოს უკავშირდება: მინდა საქართველოს მთავრობაზე გკითხოთ, ვიხილეთ თქვენი დაზვერვის განაცხადი, რომ რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით. თქვენ გიპასუხათ ქართულმა ოცნებამ და ითხოვენ ამის სამხილებს, გაქვთ თუ არა მტკიცებულება და თუ კი რატომ არ აქვეყნებთ? ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და რა თქმა უნდა არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია, და სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი რომ ეს მოლაპარაკებები მიდის, და მეორე უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით, და რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ ეს ქართული შუამავლით, ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს . თუმცა ეს განცხადებები აქამდეც ვიხილეთ, რომელიც სწორედ ამას უკავშირდებოდა, აპირებთ რაიმე მტკიცებულების წარდგენას, [საქართველოს მთავრობა] ამას უარყოფს. Მესმის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკაა, და აქ საქმე ბევრად უფრო ფაქიზადაა. ერთია უფრო ზოგადი განცხადება, და მეორეა უკვე იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როცა გავიგებთ რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქმე უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ, ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი, იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართვლოს შორის ასეთი გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება. საქართველოს ხელისუფლებისგან ვიხილეთ ბრალდებები, რომ თქვენი კოლეგა ოლექსეი არესტოვიჩი, მას შემდეგ რაც მან განცხადებები გააკეთა, და თქვენც რაც „ტვიტერზე“ დაწერეთ [საქართველოს შესახებ], კავშირში ხართ ქართულ ოპოზიციასთან. რას უპასუხებდით ამას? ჩვენ [უკრაინაში] ვმოქმედებთ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნის პრინციპით. ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. ჩვენ ვაფასებთ მოქმედებებს, რომლებიც საჯაროა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იკავებს ძალიან სპეციფიკურ პოზიციას, მე ვიტყოდი, ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც უკრაინამ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე, შევაფასოთ ეს კომპონენტი. საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია. ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება. რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და თვლის თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას და თვლის თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად. ჩემთვის პასუხი აშკარაა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ, თუმცა, ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას. უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს რადგან უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული და ხელშეუხებელი, ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა. თქვენ ბრალს გდებენ ასევე, რომ გსურთ მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვა, განცხადებები რომელიც გაკეთდა და სიტყვები რომელსაც იყენებენ ძალიან რადიკალურია, რას უპასუხებდით ამას? უყურეთ, ნათელი და გასაგები რომ იყოს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. არსებობს ქვეყანა, არსებობს მისი სუვერენიტეტი, არსებობს მისი თავისუფლება. თუ ქვეყანა ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. ეს იმის მიუხედავად, უკრაინაზეა საუბარი, საქართველოზე თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე. უკრაინა ნაწილობრივ ოკუპირებულია, ჩვენ ვიცავთ თავს. შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? შეუძლია, სურს თუ არა? ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ ამოვდივართ იქიდან მხოლოდ რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია, და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა და მისი მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა, (ცალკეული სპეციფიური რეჟიმების გამოკლებით), უცნაურად გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია. გვინდა რომ რაიმე ლოგიკა დავინახოთ. თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში. ქართველი ხალხისგან გრძნობთ მხარდაჭერას? ქართველი ხალხისგან დიახ, ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები, ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან. წყარო: ამერიკის ხმა newsreport.ge/
  5. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე ომი, ორი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრით დასრულდეს. ამის შესახებ პოდოლიაკმა, “ამერიკის ხმასთან” საუბრაისას განაცხადა. ”ნებისმიერ ომს, ფაქტობრივი საომარი მოქმედებების გარდა, რომელსაც ვხედავთ უკრაინის ტერიტორიაზე, თან ახლავს დიპლომატიური ძალისხმევა, გამოიყენება ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი, კერძოდ, ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რათა მუდმივად გავზარდოთ სანქციების ზეწოლა. კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად ახლავს ომს, არის მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ, ონლაინ ფორმატში მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გარკვეული პოზიციების გასარკვევად. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ახლა ერთმანეთისგან შორს არის ომის გასაგები ეფექტის გამო. ანუ ის მოვლენები, რომლებიც მოხდა კიევის რეგიონში მარიუპოლში, ვოლნოვახში, კრამატორსკში, უკრაინის მთელი ქვეყნის მასშტაბით, აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია არ იცავს ომის წესებს, ეს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესს ართულებს. თუმცა ომი ასევე შეიძლება ორი პრეზიდენტის შეხვედრით დასრულდეს. ეს მუდმივად განიხილება. პირველ დღეებში, როცა იყო მოლოდინი რომ რუსეთმა იცის როგორ აწარმოოს ომი, წესების დაცვით. ანუ არ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, არ იქნებოდა მასობრივი ძალადობის მაგალითები. ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა, და მათი მკვლელობა, ჩვენ გვეგონა რომ ორმხრივ შეხვედრას შეიძლება აზრი ჰქონოდა . ახლა ეს უფრო რთულია, რადგან რთულია ემოციური ფონი. თუმცა შეხვედრა მაინც განიხილება. იმას, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს, განაპირობებს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ახლა იქ მიდის ბრძოლა, რომელიც განაპირობებს მხარეების პოზიციებს, და იმასაც თუ როდის შეიძლება გაიმართოს ეს შეხვედრა. ეს დღეს ან ხვალის საკითხი არაა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.” – აცხადებს პოდოლიაკი. newsreport.ge/
  6. ”ქართველი ხალხისგან დიახ, ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები, ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან. საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია. ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება. რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და თვლის თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას და თვლის თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად. ჩემთვის პასუხი აშკარაა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ, თუმცა, ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას. უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს რადგან უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული და ხელშეუხებელი, ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა.” განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას. newsreport.ge/
  7. ”მოუვა ამ კაცს რამე ციხეში და პირდაპირ ვამბობ! ყველა ის ადამიანი ვინც პასუხისმგებელია ამაზე მიიღებს შურისძიებას! დიდ შურისძიებას! პირდაპირ გეუბნებით, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა ვინც არის პასუხისმგებელი თვალი თვალის წილ! მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში, მოკლავენ პრეზიდენტს? და არ მოთხოვს სახელმწიფო? მოთხოვს ხალხი! აი ასე არის. შუა საუკუნეებში ვართ? ამ პოზიციაზე ვარ, ერთი წუთითაც უკან არ დავიხევ! კაცს კლავენ და ვზივართ ვლაპარაკობთ” ამის შესახებ, გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. newsreport.ge/
  8. ლვოვთან, რუსულმა ძალებმა, სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ, CNN უკრაინის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცლებს. სარაკეტო იერიშის შედეგად, ლვოვის მიმდებარედ რამდენიმე მატარებელი გაჩერდა. “ლვოვის შესასვლელთან მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება” – აცხადებს უკრაინის რკინიგზა. ლვოვის მერის განცხადებით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება და მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს. newsreport.ge/
  9. პუტინმა და მაკრონმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს – პირველად მას შემდეგ, რაც მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მანამდე რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ბოლოს 29 მარტს ისაუბრეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ კვირებში მაკრონი რეგულარულად ელაპარაკებოდა ტელეფონით პუტინს და მოუწოდებდა მას საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა. შემდეგ პაუზა გაჩნდა, როგორც ჩანს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამო. BFMTV–ს ცნობით, პუტინის და მაკრონის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველმა მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია კრემლმა გაავრცელა. კრემლის საიტზე დაწერეს, რომ პუტინმა მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა “მარიუპოლის გათავისუფლების“ და მშვიდობიანი მოსახლეობის აზოვსტალის ქარხნიდან გაყვანის შესახებ, ასევე წუხილი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები “იგნორირებას უკეთებენ უკრაინელი ძალოვანების სამხედრო დანაშაულს “ და დონბასის დაბომბვას. ამასთან, პუტინის აზრით “დასავლეთს შეეძლო ამ ბოროტმოქმედებების შეწყვეტისთვის ხელშეწყობა კიევის ხელისუფლებაზე შესაბამისი ზემოქმედებით, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით.“ კრემლის ინფორმაციით პუტინმა მაკონს უამბო პრინციპულ მიდგომაბზე მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის წარმომადგენლებთან და განაცხადა, რომ რუსეთი დიალოგისთვის გახსნილი რჩება. კრემლის ინფორმაციის მიხედვით, მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გამო, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ ამ მხრივ ვითარება დასავლეთის სანქციებმა გაართულა. რას წერს ელისეს სასახლე ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა მორიგ ჯერზე გააფრთხილა პუტინი უკრაინაში გაჩაღებული აგრესიული ომის მძიმე შედეგებზე და მოითხოვა რუსეთისგან შეასრულოს მისი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის ვალდებულებები და ცეცხლი შეწყვიტოს. მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა მარიუპოლში არსებული მდგომარეობის და დონბაში არსებული ზოგადი სიტუაციის გამო და მოუწოდა რუსეთს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესს ხელი შეუწყოს. კერძოდ, მისცეს მათ უფლება, თავად აირჩიონ, სად ურჩევნიათ წასვლა – რუსეთის მხარეს თუ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ფრანგული მხარის ვერსიით, საუბრისას პუტინმა და მაკრონმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმარონ რუსეთის ბლოკადის მოხსნას უკრაინული კვების პროდუქტების იმპორტზე შავი ზღვის გავლით, რადგან ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბოლოს, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალშიც აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით. newsreport.ge/
  10. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ირპენში სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ირპენის მერი, ალექსანდრე მარკუშინი ავრცელებს. ალექსანდრე მარუშკინის თქმით, დაღუპულთაგან 185 ადამიანი იდენტიფიცირებულია. მერის თქმით, სულ მცირე, 5 ადამიანი შიმშილითა და ტვინის დაზიანებებით არის გარდაცვლილი. ხოლო 5 მშვიდობიანი მოქალაქე ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში ოკუპანტებმა დახვრიტეს. newsreport.ge/
  11. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში გენოციდზე პასუხისმგებელ 64-ე დანაყოფს “გვარდიელის საპატიო წოდება” მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ, UNIAN-ი ავრცელებს. განკარგულებაში აღნიშნულია სამხედრო პერსონალის “გმირობა და გამბედაობა, რომლებიც იცავდნენ კრემლის სახელმწიფო ინტერესებს უკრაინაში გენოციდის მოწყობით, დიდია”. newsreport.ge/
  12. ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვი 18 დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს: თხილმა (Corylus), მურყანმა (Alnus) და თელამ (Ulmus) დაასრულეს ყვავილობა. ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში. რცხილას (Carpinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ყვავილობა დაიწყო მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და კაკალმა (Juglans) მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით. დამტვერვა დაიწყო თუთამ (Morus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები. მოსალოდნელია დამტვერვა დაიწყოს ფიჭვმა (Pinus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები. მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანმა მცენარეებმა, მარცვლოვნებმა (Poaceae) და დაფიქსირდეს მათი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე. სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. newsreport.ge/
  13. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ნატალია ზუბარევიჩი აცხადებს, რომ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში მასობრივი უმუშევრობა გარდაუცვალია, ხოლო კრიზისი ახლა ბევრად უფრო ღრმა იქნება, ვიდრე 2008-2009 წლებში. ”მასობრივი უმუშევრობა რუსეთში გარდაუვალია. ეს უკვე მოქმედი სანქციების განჭვრეტადი შედეგია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ დაწესდეს. არ არის საქონელი და აქსესუარები – არ არის სამუშაო. კრიზისი ბევრად უფრო ღრმა იქნება, ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისი.” – აცხადებს, ნატალია ზუბარევიჩი. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა.მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლაა. “ვაგრძელებთ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას. ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – აცხადებს სობიანინი newsreport.ge/
  14. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს „გიდასტურებთ, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განაცხადა მოტუზიანიკმა. newsreport.ge/
  15. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლაა. “ვაგრძელებთ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას. ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – აცხადებს სობიანინი newsreport.ge/
  16. ”დადგა დრო, როდესაც ლოცვა არ არის საკმარისი ცხოვრებაში” – უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლთან დაკავშირებით რომის პაპ ფრანცისკეს წერილი მისწერა, სადაც დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას სთხოვს. „მე არ მინახავს თქვენი მიმართვები მსოფლიოსადმი და არ წამიკითხავს ყველა თქვენი ბოლო განცხადება, რადგან 50 დღეზე მეტია სრულ ალყაში ვიბრძვი და ერთადერთი, რისთვისაც დრო მაქვს, სასტიკი მტრისგან ალყაში მოქცეული ქალაქის ყოველი მეტრის დაცვაა. თქვენ, ალბათ, ცხოვრებაში ბევრი გინახავთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს გინახავთ რა ხდება მარიუპოლში. რადგან ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ცოტა დრო მაქვს, რომ აღვწერო ყველა ის საშინელება, რასაც აქ ყოველდღე ვხედავ. ქარხანაში [აზოვსტალი] ქალები ბავშვებთან და ჩვილებთან ერთად ბუნკერებში ცხოვრობენ. შიმშილსა და სიცივეში. ყოველდღე მტრის საჰაერო თავდასხმის სამიზნეები არიან. დაჭრილები ყოველდღე იღუპებიან, რადგან არც წამალია, არც წყალი, არც საკვები. დადგა დრო, როდესაც ლოცვა არ არის საკმარისი, დაეხმარეთ მათ გადარჩენაში. მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ არავის სჯერა რუსი ოკუპანტების. მოიტანეთ სიმართლე მსოფლიოში, გამოიყვანეთ ხალხი და გადაარჩინეთ მათი სიცოცხლე სატანის ხელიდან, რომელსაც ყველა ცოცხალი არსების დაწვა სურს”. newsreport.ge/
  17. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0613 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.37 თეთრით გამყარდა, რის შემდეგახ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3053 ლარს გაუტოლდა. დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
  18. Google Maps-მა შეწყვიტა რუსული საიდუმლო ობიექტების დაფარვა თავის რუკებზე. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Army Inform ავრცელებს. მათი ცნობით, Google Maps-ში რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდა მაქსიმალური გარჩევადობით, მაგალითად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების პოზიციები, სამეთაურო პუნქტები, ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზები და ა.შ. მედიის ცნობით, აქამდე ისინი ცუდ ხარისხში იყო წარმოდგენილი, რაც არ იძლეოდა ყველა დეტალის შესწავლის საშუალებას. მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით, მაღალი გარჩევადობით შეგვიძლია ვნახოთ ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი”. ასევე, შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზის დათვალიერება მურმანსკის მახლობლად: Armyinform-ის ცნობითვე, გუგლი საშუალებას იძლევა, მსურველებმა შეისწავლონ, როგორ გამოიყურება მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებლები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში. Google maps კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიციის ნახვის საშუალებასაც იძლევა: გუგლის რუკაზე შეგვიძლია კურსკთან ახლოს საჰაერო ბაზის ნახვაც, საიდანაც ხდება რუსული ავიაგამადგურებლების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა. ქართველი სამხედრო ექსპერტის, რუსლან შავაძის შეფასებით, ეს უკრაინის არმიასათვის არის წინა მოსამზადებელი პროცესი, სანამ ისინი უშუალოდ მიიღებენ შორი მოქმედების მრავალფუნქციურ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ასევე ოპერარიულ-ტაქტიკურ რაკეტებს Himars-ების გამშვებთან ერთად (MGM-140, მოქმედების რასიუსი 300-500კმ). “ბუნებრივია თუ ექნება შესაძლებლობა უკრაინულ არმიას, ისინი დაბომბავენ უკრაინის ტერიტორებთან ახლომდებარე ავიადრომებს და ლოჯისტიკურ ხაზებს: კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდში…”,– წერს შავაძე. newsreport.ge/
  19. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ ის რაც მათ ნახეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს. “რა თქმა უნდა, ჩვენ იქ უკრაინში რასაც ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს და ფაქტია, ჩვენ იქ რაც ვნახეთ, სამოქალაქო შენობების დაზიანებები, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება მოხდეს.” – განაცხადა პაპუაშვილმა. newsreport.ge/
  20. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასადა TV პირველის, ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. “საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გეგმავს კიდევ ერთი სარჩელით მიმართოს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეები, თავი მოუყარეს ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ჯამში 6 საათის მასალასა და 400 გვერდზე მეტ დოკუმენტს მოიცავს, ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 ივლისს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ”.-ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
  21. რუსეთის 13 –ე სატანკო პოლკის 4–ე სატანკო დივიზიის მეთაურმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ საწყობებიდან გამოტანილი სამხედრო ტექნიკა გაძარცვული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს. უკრაინელი მზვერავების ინფორმაციით ოფიცერმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სატანკო დივიზიაში აღმოაჩინეს, რომ საწყობებიდან გამოყვანილი დაკონსერვებული ტექნიკა, მათ შორის ტანკები მძიმე მდგომარეობაშია და ბრძოლისთვის უვარგისია. მათი გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაწილს ძრავა აღარ აქვს, ზოგიერთ მათგანს დიდი ხანია მოპარეს ოპტიკური ნაწილები და ელექტრონიკა, რომლებიც ძვირფას მეტალებს შეიცავს, მუშა მდგომარეობაში კი ათიდან მხოლოდ ერთი ტანკი აღმოჩნდა. ამიტომაც მათი ბრძოლაში გამოყენება შეუძლებელია. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით რუსი ოკუპანტები უკრაინაში დანაკარგების აღდგენას სწორედ საბრძოლო ტექნიკის დაკონსერვებული რეზერვების გახსნით ცდილობენ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ხანგრძლივი შენახვის საწყობებში ინახებოდა. რუსებმა უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში, ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში სარემონტო–აღდგენითი ბაზა შექმნეს, სადაც გამოუსადეგარი საბრძოლო მანქანების გარემონტებას ცდილობენ, ასევე ქმნიან ადგილებს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული საბრძოლო ერთეულების შესანახად. “ამჟამად რუსების გეგმები, ფრონტზე გაეშვათ საწყობებიდან გამოტანილი საბრძოლო ტექნიკა, ფაქტიურად ჩაშლილია“– აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში. მანამდე უკრაინის გენშტაბი აცხადებდა, რომ დაახლოებითი გათვლებით რუსულმა არმიამ უკრაინაში 16 400 სამხედრო და 575 ტანკი დაკარგა. მხოლოდ ბოლო დღეღამის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მტრის ტექნიკის 89 ერთეული გაანადგურეს. ამასთან, მტრის ტექნიკის ხელში ჩაგდების შედეგად უკრაინის შეიარაღება ძლიერდება. ომის დროს უკრაინამ 74 ტანკი დაკარგა, სამაგიეროდ რუსების 110 ტანკი დაუზიანებლად ჩაიგდო ხელში. newsreport.ge/
  22. ”არ არსებობს სიმდაბლე და უღირსობა, რასაც ეს მთავრობა არ იკადრებს. დაღუპულ ადამიანებს სასაფლაო არ მიცეს და გასვენებაში არ მოვიდნენ. დაღუპული ადამიანიც სძულთ . მათი შვილებისთვის დაღუპული. კარგად უნდა დაფიქრდეს ის ხალხი, ვისაც ჯერ კიდევ ილუზიები აქვს ამ მტთავრობასთან დაკავშირებით” ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.დავით რატიანი და გია ბერიაშვილი 17 მარტს ირპენთან მოკლეს. ისინი დღეს, 26 მარტს დაკრძალეს. </p> newsreport.ge/
  23. დასავლეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ ჯერათ ისტორიის, რომლის მიხედვით ამბოხებულმა რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში საკუთარ მეთაურს ტანკით გადაუარეს. მათი აზრით, ეს “მორალური გამოწვევების“ შედეგია, რომლებსაც რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრის შემდეგ აწყდებიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. მათ ხაზი გაუსვეს და გაიმეორეს – უკრაინელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 37–ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკს ამავე ბრიგადის სამხედროებმა ტანკით გადაუარეს. ზოგიერთი ინფორმაციით ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ერთი ჩინოვნიკი ამბობს, რომ მათი აზრით, ბრიგადის მეთაური საკუთარი ბრიგადის წევრებმავე მოკლეს იმ მაშტაბური დანაკარგების შემდეგ, რაც ბრიგადამ სასტიკ ბრძოლებში განიცადა. მართალია, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუს პოლკოვნიკს მართლაც გადაუარეს ტანკით, არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულებები, რომ ის მართლაც მოკვდა, როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ. პარასკევს საღამოს მათ გარკვეულწილად თავი შეიკავეს ამის მტკიცებისგან, რადგან სოციალურ ქსელებში საწინააღმდეგო მტკიცებულებები გავრცელდა. მათ თქვეს, რომ ცდილობენ დაადგინონ, ცოცხალია პოლკოვნიკი თუ არა. თუმცა, მათი თქმით ამ ისტორიაში მთავარია არა ის, ცოცხალია თუ არა პოლკოვნიკი, არამედ ის, რომ რუსი ჯარისკაცები საკუთარ მეთაურს აუჯანყდნენ. თავდაპირველად ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების ამბოხების შესახებ ფეისბუქით უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კიევის ახლოს, მაკაროვთან მებრძოლმა რუსულმა ბატალიონმა პირადი შემედგენლობის ნახევარი დაკარგა. ჟურნალისტი წერდა, რომ ამის შემდეგ ერთ–ერთმა რიგითმა დრო იხელთა და იქვე მდგომ მეთაურს ტანკით გადაუარა, რის შედეგადაც ორივე ფეხი დაუზიანა. პოლკოვნიკი ბელორუსის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ–ერთ ვიდეოში, რომელიც ჩენეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა, ჩანს, როგორ გადაყავთ იური მედვედევი სამხედრო–სამედიცინო ნაწილებს და ის ამ დროს აშკარად ცოცხალია. დიდი ბრიტანეთი და სხვა დასავლური ქვეყნები თვლიან, რომ რუსი სამხედროების მორალური სულისკვეთება მძიმდება, რადგან მათ ბრძოლებში დიდი დანაკარგები აქვთ. აშშ–ს შეფასებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლულია დაახლოებით 7000 რუსი სამხედრო. დასავლეთის ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინაში შეჭრამდე მობილიზებული რუსული ძალების დაახლოებით ერთი მეექვსედი, და შესაძლოა ერთი მეხუთედიც უკვე ბრძოლისუუნაროა. მიზეზი მაღალი დანაკარგებია, რაც უკრაინული ძალების ძლიერ წინააღმდეგობას მოჰყვა. უკრაინული მხარის ინფორმაციით მოკლულია 16 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ბრძოლის დროს უკვე დაიღუპა 7 რუსი გენერალი, newsreport.ge/
  24. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც ცნობილია რუსმა ოკუპანტებმა ის ირპენისთვის ბრძოლაში მოკლეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. “უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”. – აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი 17 მარტს ირპენთან მოკლეს. 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რატიანი და ბერიაშვილი საქართველოში გადმოასვენეს და დღეს, 26 მარტს დაკრძალეს. newsreport.ge/
  25. ექსპერტი გია ნოდია თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი თვითგადარჩენის რეჟიმში გადავიდა და სწორედ ამას ემსახურება რუსული გენშტაბის განცხადებები, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპის” ამოცანები დიდწილად შესრულებულია და ახლა რუსეთი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდება. მოსკოვი ამტკიცებს, რომ შეძლო უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება. “ეს განცხადება აჩვენებს, რომ პუტინი თვითგადარჩენის მოდუსშია – მას სჭირდება, მარცხი თავის ხალხს გამარჯვებად მიყიდოს. ეს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ რიტორიკის ასეთი შეცვლა სერიოზულ უკანდახევას ნიშნავს. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ომი მთავრდება. მაგრამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა და რუსეთი იძულებულია, ეს აღიაროს. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახადა, ერთი მხრივ, უკრაინელების გმირობამ და ორგანიზებულობამ, მეორეს მხრივ – დასავლეთის დახმარებამ. ცალ-ცალკე არც ერთი არ იქნებოდა საკმარისი.“– ამბობს გია ნოდია. “ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია”, — განაცხადა გუშინ გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკოიმ. “უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები არსებითად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს კონცენტრირდეთ ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მთავარი მიზნის მიღწევაზე: დონბასის განთავისუფლებაზე”, — დასძინა მან. სამხედრო ინტერვენციის დასაწყისში, რუსეთი ამბობდა, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული კამპანიის მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია” იყო. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...