Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ ომიკრონის შტამზე ვაქცინა არ მუშაობს. მისივე თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებას “აზრი არ აქვს”. “ის რომ ომიკრონზე ვაქცინა არ მუშაობს და ეს შტამი მაინც არღვევს იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი. ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე – მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი. მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება ზედმეტი ახსნები. უყურებს ყველა და ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში – ვაქცინა მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, “ომიკრონზე” უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს – ბუსტერიანზე და ა.შ… […] ორჯერ [ვარ აცრილი], ბუსტერით არ ვაპირებ, აზრი არ აქვს. მეცნიერებს დავეყრდნობი, ომიკრონ გადატანილის უფრო მაღალი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ბუსტერდოზიანს. მაგალითს გეტყვით, კიდევ ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა “ომიკრონი”. მაშინ თქვენ ამიხსენით, ახლა რა ხდებამ ვარ თუ არა მართალი?”,– თქვა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. ანალოგიური განცხადება პრემიერმინისტრმა 14 თებერვალსაც გააკეთა. მას გამოეხმაურა NCDC-ის ხელძღვანელი ამირან გამყრელიძე და თქვა, რომ კვლევებით დასტურდება, ბუსტერი სერიოზულად იცავს ომიკრონით ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და გარდაცვალებისგან. newsreport.ge/
  2. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა “ჩრილოეთის ნაკადი 2”-ის შემქნელებსა და მის კორპორატიულ ოფიცრებს. პროექტი რეგისტრირებულია შვეიცარიულ ფირმაზე, რომელიც რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანიაა. „ეს ნაბიჯები არის სანქციების ჩვენი საწყისი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. როგორც მე ნათლად განვაცხადე, ჩვენ არ მოვერიდებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას“, – აცხადებს ბაიდენი. მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებისთვის. 10 მილიარდი ევრო ღირებულების პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა და მას ჯერ არ მიუღია გერმანიის ხელისუფლების ავტორიზაცია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Nord Stream 2-ს “საშიში პოლიტიკური იარაღი” უწოდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ევროპა უნდა გადაეჩვიოს რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას. ჯო ბაიდენმა გუშინ პირობა დადო, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წავა. newsreport.ge/
  3. “რუსი ხალხი არის ერთ მხარეს და მეორე არის ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ. პანდემიამ ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ, ჩვენს ლამაზ ქვეყანაში დაჰყონ, ეს პირიქით, ძალიან კარგია, ხალხთა შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს, ეს ასე არის. ასევე სპორტსმენებს შორის. ბევრი ჩვენი სპორტსმენი ზოგი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ასე რომ ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი” თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. newsreport.ge/
  4. “რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს, უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა. ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით, ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს, სხვა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. და საერთოდ, მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებისა და დიპლომატიის გზით. ჩვენ ომის ფასი კარგად ვიცით” თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მიმარ რუსეთის აგრესიაზე. newsreport.ge/
  5. “მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი დღეს, რომელიც პასუხისმგებლია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერი, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, მის წინააღმდეგ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, მე ამას არასდროს გავაკეთებ ჩვენ ამ სიტუაციაში და ზოგადად, გვმართებს ნაკლები ემოციები, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი” თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საქართველო დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. newsreport.ge/
  6. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა” – აცხადებს შსს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მუხლი ს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, 23 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს newsreport.ge/
  7. ჩინეთმა აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის გააკრიტიკა და მის ქმედებას “ამორალური და უპასუხისმგებლო უწოდა”. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ უკრაინაში იარაღის გაგზავნით “ამწვავებს დაძაბულობას” და “ქმნის პანიკას”. „თუ ვინმე ცეცხლზე ნავთს ასხამს და სხვებს ადანაშაულებს… მაშინ ეს ქმედება უპასუხისმგებლო და ამორალურია“,– განაცხადა ჩუნინმა. მანვე აღნიშნა, რომ “აშშ-სგან განსხვავებით, რომელიც აგზავნის იარაღს, ამძაფრებს დაძაბულობას და ზრდის ომის შესაძლებლობას, ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ და დააფასონ ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე”. ცნობისთვის, აშშ-მ ორ რუსულ ბანკს, რუსულ ელიტასა და სახელმწიფო ვალს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, რუსული აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მ ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები და ვაჭრობა აუკრძალა. ევროკავშირმა დაასანქცირა დუმის 351 დეპუტატი, 27 პირი და ორგანიზაცია. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკსა და 3 მილიარდერს. გერმანიამ კი შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. სანქციებს შეუერთდნენ კანადა, იაპონია და ავსტრალიაც. newsreport.ge/
  8. “ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი, მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. ჰუმანიტარული ის საკითხია, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს ეხება. აქედან გამომდინარე, პარტიის უკლებლივ ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში მანამ სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია, არის თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ცენტრალური საკითხი. ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადსხვა ქალაქებში გაიმართება, და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, ველოდებით რუსთაველის გამზირზე. 5 მარტს, 5 საათზე” თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 დღის წინ კვლავ შიმშილობ დაიწყო. newsreport.ge/
  9. ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ “პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა”, ამიტომ პარტიის უკლებლივ ყველა აქტივობა ამას დაუკავშირდება. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ , რადგან მისი განკურნება საქართველოში შეუძლებელია. მელია აღნიშნავს, რომ 5 მარტამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საპროტესტო აქტივობები გაიმართება, 5 მარტს, 17:00 საათზე კი რუსთაველზე აქციას მოაწყობენ. newsreport.ge/
  10. რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე პასუხი. ერთის მხრივ, უკრაინელი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კიევისთვის ერთგვარი საჩუქარია. მეორეს მხრივ კი ეს არის მორიგი ესკალაციის რისკი, რომელმაც შეიძლება უკრაინასა და რუსეთს შორის სისხლიანი სამხედრო მოქმედებები გამოიწვიოს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსი კომუნისტების მიერ დუმაში ჯერ კიდევ იანვარში წამოყენებული ინიციატივის შემდეგ ცოტა ვინმეს თუ ჯეროდა, რომ კრემლი ამაზე მართლაც წავიდოდა. ეს ხომ არსებითად მინსკის ხელშეკრულების დანგრევას გამოიწვევდა, რომელშიც უკრაინელი კრიტიკოსები ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეს ხედავდნენ. კრემლი კი ბოლო დროსაც ინტენსიურად მოუწოდებდა უკრაინას მინსკის ხელშეკრულების შესრულებისკენ. თუმცა, 21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას და ეს ვრცელი და უკიდურესად მწვავე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინა ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, რომელიც დონბასის მაცხოვრებელთა “გენოციდშია დამნაშავე.“ საკუთარი ვიდეომიმართვა პუტინმა მუქარით დაასრულა და აღნიშნა, რომ მთელი პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ხელისუფლების სინდისზე იქნება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთი “რესპუბლიკებს“ არა ამჟამინდელ რეალურ საზღვრებში, არამედ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარებს, რომელთა ფართობი დაახლოებით სამჯერ მეტია სეპარატისტების მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებზე. რას უნდა ელოდნენ ახლა უკრაინის მოქალაქეები. შესაძლო სცენარებზე საუბრისას უკრაინელი ექსპერტები იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რამაც ამა თუ იმ სცენარის რეალიზაცია შეიძლება გამოიწვიოს. მათი თქმით, ამჟამინდელი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოვლენათა განვითარების მინიმუმ სამი ვარიანტი. “დნესტრისპირეთის სცენარი“ ამ სცენარის მიხედვით კონფლიქტი იყინება, აქტიური საბრძოლო მოქმედებები დონბასში წყდება, თვითაღიარებული რესპუბლიკები ამჟამინდელ საზღვრებში განაგრძობენ არსებობას, რუსეთს არ აქვს პრეტენზია მათ გაფართოებაზე. უკრაინას შეუძლია შიდა საქმეებზე კონცენტრირდეს. “დემოკრატიის სახლის“ ანალიტიკოსის, ანატოლი ოკტისიუკის აზრით, კონფლიქტის გაყინვა ამჟამად უკრაინისთვის არსებული სცენარებიდან ყველაზე სასურველია. “ეს არის დნესტრისპირეთის სცენარი და ეს არის საუკეთესო, რაც ამ ვითარებაში შეიძლება ჩვენთვის იყოს. დონბასი და ყირიმი ახლა მოლაპარაკებების ერთიან მენიუში იქნება, ჩვენ კი შევძლებთ რეფორმებს მივხედოთ, დაველოდოთ პოლიტიკურად უკეთეს პერიოდს, ხელისუფლების შეცვლას რუსეთში, ან რუსეთის დაშლას“– ამბობს ის. კრემლის გადაწყვეტილებამ არსებითად დაასამარა მინსკის შეთანხმებები და ეს უკრაინისთვის ცალსახად პლიუსია – თვლის პოლიტოლოგიის პროფესორი ალექსეი გარანი. “დე ფაქტო ამ აღიარებამ ნაკლებად შეცვალა რამე. ეს ტერიტორიები ადრეც ოკუპირებული იყო. რუსებს ადრეც ყავდათ იქ ჯარები, უბრალოდ ეს ამიერიდან ღიად გაკეთდება. პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ მინსკის შეთანხმება რუსეთის ხელით დაიმარხა. პუტინის ამ გიჟური სიტყვისა და მისი ქმედებების შემდეგ მთელი მსოფლიო ხედავს, ვინ არის აგრესორი და ვინ ეწინააღმდეგება აგრესიას“– ამბობს ის. მინსკის შეთანხმება, რომლის შესრულების შემთხვევაში დონბასის უკონტროლო ტერიტორიები კიევის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო, ნებისმიერი უკრაინული ხელისუფლებისთვის არასტაბილურობის ფაქტორი იყო საზოგადოებაში მუდმივ უთანხმოებას იწვევდა, კერძოდ, სეპარატისტების ამნისტიის და ამ ტერიტორიების სტატუსის საკითხი, რაც პროტესტის და პოლიტიკური რყევების რისკს ქმნიდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინისთვის ეს მუდმივი მძიმე ტვირთი იყო, რაც მთელ პოლიტიკურ სისტემას არასტაბილურობაში ამყოფებდა. რუსეთს შეეძლო მშვიდად დალოდებოდა საკუთარ დროს, მაგრამ როგორც ჩანს პუტინს ნერვებმა ვერ გაუძლო – თვლიან ექსპერტები. “პრინციპში, ამ აღიარებით პუტინმა საკუთარ ფეხებში ისროლა, მაგრამ ასევე აწია ფსონები აშშ–სა და რუსეთს შორის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიული მოლაპარაკებების წინ“ – თვლის ანალიტიკოსი ანატოლი ოკტისიუკი. შუალედური სცენარი ამ სცენარით ამჟამინდელ გამყოფ ხაზზე მუდმივად ნარჩუნდება დაძაბულობა, პერიოდულად ხდება სროლები და დივერსიები, რომლებიც მუდმივ საფრთხეს ქმნის, რომ რუსეთი წუთი–წუთზე გადაწყვეტს სამხედრო გზით გააფართოვოს სეპარატისტული წარმონაქმნების საზღვრები, ან ყირიმის მიმართულებით სახმელეთო გზის გაკვალვა გადაწყვიტოს. ამგვარი სცენარით რუსეთი უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და თვითაღიარებულ “სამხრეთ ოსეთს“ შორის გამყოფ ხაზზე. – წერს გამოცემა “ევროპეისკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სიდორენკო. “ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვარი მუდმივად იცვლება, საქართველოს სიღრმეში ინაცვლებს, და თბილისში არ იციან, რა მოუხერხონ ამას, რადგან არ უნდათ რუს სამხედროებთან ღია ბრძოლაში შევიდნენ, რომლებიც ამ საზღვარს იცავენ. ეს კი ქართველი ამომრჩევლის გაბრაზებას იწვევს და დამატებით საფუძველს უქმნის საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას“ – ამბობს ჟურნალისტი. ნეგატიური სცენარი ეს სცენარი გულისხმობს რუსეთსა და უკრაინას შორის ღია სამხედრო დაპირისპირებას , რაც ექსპერტების აზრით ყველაზე დიდი რისკია სამომავლოდ. ამ სცენარს მოჰყვება ახალი მსხვერპლი და ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, უკრაინისთვის არახელსაყრელი შეთანხმებები, რომლებზეც ქვეყანას ზეწოლის ქვეშ წასვლა მოუწევს და რომლებმაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს. რუსეთის ყველაზე რეალურ გეგმად ამ ეტაპზე გამოიყურება “ძალის გამოყენებით “დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ საზვრების გაფართოება დონეცკისა და ლუგანსკის ოლექბის ფარგლებში“– თვლის რაზუმოვსკის სახელობის საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის თანადირექტორი, ალექსეი მელნიკი. “უკრაინას სავარაუდოდ წაუყენებენ ულტიმატუმს – გაიყვანოს ჯარები. თუ უკრაინა ამ ულტიმატუმზე არ წავა და პოზიციებს შეინარჩუნებს, მაშინ საქმეში რუსეთი სრული ძალით ჩაერთვება“– ამბობს ის. “არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მარიუპოლისთვის ბრძოლები გაიმართოს, ან შეტაკებები მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს სცენარი სამხრეთში დაიწყება და უკრაინას ტერიტორიის კიდევ ერთ ნაწილს ჩამოაჭრიან, რა თქმა უნდა, უდიდესი მსხვერპლის და ინფრასტრუქტურის დანგრევის ხარჯზე“– პროგნოზირებს ექსპერტი. თუ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნებს დათანხმდება და ჯარებს გაიყვანს ომის თავიდან ასაცილებლად, ამან შეიძლება საზოგადოებაში წინააღმდეგობა გამოიწვიოს და მთელი ქვეყნის მაშტაბით ხელისუფლების დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ახალი შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის ამ ვითარებაში გარდაუვლად მიაჩნია ცენტრ “ახალი ევროპის“ დირექტორის მოადგილეს, სერგეი სოლოდკის. მთავარი კითხვა მისთვის იმაში მდგომარეობს, თუ როდის მოხდება ეს. “პუტინის გამოსვლა, როცა მან “რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა, არ ეძღვნებოდა დონბასს, ის არ ეძღვნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, ის უკრაინას ეძღვნებოდა. გიჟური მოსაზრებების, ტყუილის და ინსინუაციების ბუკეტი, რომლითაც პუტნი ოპერირებდა ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც უფრო სერიოზულის დასაწყისთან. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს უახლოეს დღეებში ან წლებში, მაგრამ ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ, თუ ის დროზე არ შევაჩერეთ“– ამბობს ექსპერტი. ბიბისი–ს უკრაინის ბიუროს მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ სცენარი, რომლითაც რუსეთი იმოქმედებს პირველ რიგში დასავლეთზე და საფრთხის წინაშე მის გადამწყვეტ ქმედებებზეა დამოკიდებული. “შესაძლოა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მაშტაბური ესკალაცია ეს არის კიევის დამბომბვა, მაგრამ ჩვენთვის ესკალაცია დღეს უკვე არსებობს, არსებობს შეჭრის აქტი და აგრესიის ფაქტი, და მე არ მესმის ეს საუბრები. არის ეს უკვე მაშტაბური ესკალაცია თუ კიდევ რამეს უნდა ველოდოთ“ – ამბობს ალექსეი მელნიკი. დასავლეთი რამდენიმე თვე აფრთხილებდა უკრაინას, რომ რუსეთი დიდ შეჭრას ამზადებდა. ასევე პირობას დებდა, რომ მოსკოვი ახალი აგრესიისთვის “დიდ ფასს გადაიხდიდა.“ დონბასში მარიონეტული წარმონაქმნების აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ გერმანიამ უკვე განაცხადა, რომ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი2“–ის სერთიფიცირებას აჩერებს, აშშ–მ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კი სანქციების ახალი პაკეტი შემოიღეს. თუმცა, ალესეი გარანი აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შემოიღოს სანქციების პაკეტი თვითაღიარებული წარმონაქმნების წინააღმდეგ. “ეს გამოიყურება როგორც დაცინვა, რომ თითქოს დონეცკში და ლუგანსკში ამერიკული ინვესტიციები არ იქნება. ჩვენ სერიოზულ ქმედებებს ველოდებით. თუ არ იქნება სერიოზული პასუხი, პუტინი უფრო შორს წავა და მთელი დონბასის აღებას შეეცდება“– ამბობს ის. უკრაინელი ექსპერტები თვლიან, რომ დასავლეთმა არასტანდარტულად უნდა იმოქმედოს და ძველ სქემებს არ უნდა გაჰყვეს, სანქციები უკიდურესად დამაზიანებელი და მტკივნეული უნდა იყოს და პირადად პუტინს, მის ოჯახს და უახლოეს გარემოცვას უნდა შეეხოს. მათი აზრით, არსენალი ძალიან დიდია. ექსპერტების აზრით, პუტინს მკაცრი პასუხის რეალური საფრთხე რომ გასულ კვირას დაენახა, შესაძლოა შეჩერებულიყო, თუმცა მან დაინახა შიში და ამ პრობლემის მიჩუმათების სურვილი, და ამიტომაც მოქმედება გადაწყვიტა. ასიმეტრიულ პასუხად შეიძლება იქცეს დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემა, რომლებიც უკვე ახლა და აქ ამოქმედდება –თვლის ანალიტიკოსი ანატოლი ოკტისიუკი. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს მილიტარიზაცია ისრაელის მაგალითით, დაჩქარებული მიღება ევროკავშირში ან უსაფრთხოების გარანტიები აშშ–ს განსაკუთრებული პარტნიორობის ფარგლებში. სერგეი სიდორენკოს აზრით, ამჟამინდელი კრიზისი უკრაინისთვის ნატოსთან უფრო მეტი დაახლოების და ბოლოს და ბოლოს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შანსებსაც ქმნის. “ნატოში უკვე ისმის დისკუსიები, როგორ შეცვალონ ვაშინგტონის შეთანხმება უკრაინის და საქართველოს ნატოში სამომავლო გაერთიანებისთვის ისე, რომ კოლექტიური თავდაცვა მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, არაოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხოს“– ამბობს ის. ის, რომ დასავლეთის თვალში კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის რაიონები ოფიციალურად იქცნენ ოკუპირებულ ტერიტორიებად, შეიძლება უკრაინას დაეხმაროს ამ გზაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყოფი ხაზის დასტაბილურება მოხერხდა. “მთავარია უკრაინის ხელისუფლება მიხვდეს, რომ მხოლოდ გეოპოლიტიკა ნატოში გასაწევრიანებლად არასაკმარისია. რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის გარეშე ეს ოცნება აუსრულებელი დარჩება“– ამბობს სიდორენკო. newsreport.ge/
  11. “ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ ” – აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. “ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას. რაც შეეხება, რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივცემულო, ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იქნას დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა newsreport.ge/
  12. ”ეს დღე გლოვის დღე არაა და არასდროს უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების დღეა, რამეთუ, დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს ვერ უზამს. მაგრამ, ესაა ამავე დროს დაფიქრების დღე, ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ, პარტიების, პირადი ინტერესების ზემოთ.” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის ეზოში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. newsreport.ge/
  13. “საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციებს და დააფიქსიროს პოზიცია “- პარტია ”დროაში” აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც უნდა დააწესოს. პარტიის წევრმა, ბათუ ქუთელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოს საკითხები გახდეს იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით დგას. “ვთვლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს – დაწყებული პიროვნული სანქციებით, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მათ აღიარებას, ასევე, ისინი ვინც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტებით და სისტემურად არიან ჩართული რუსულ საგარეო და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაში”, – ამბობს ბათუ ქუთელია. newsreport.ge/
  14. “სანქციებს შეიმუშავებს აშშ და ევროკავშირი და, რა თქმა უნდა, როდესაც გითხარით, რომ ჩვენ ველით საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებს, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს და პირველი გადაწყვეტილებები უკვე მთელმა საერთაშორისო საზოაგდოებამ ნახა. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული”. განაცხადა, პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, რითიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. newsreport.ge/
  15. “სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიოს ფინანსურ ბაზარს”- აცხადებს, აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი. მისი თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მსოფლიო ბაზარს დაარტყამს. “ჩვენს წინააღმდეგ გატარებული სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიოს ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. გვერდით არ დარჩებიან არც ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც რიგითი მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ ფასების ზრდას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი გადახედავს თავის საგარეო პოლიტიკას შეზღუდვების საფრთხის ქვეშ. არ მახსოვს არც ერთი დღე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის მხრიდან რაიმე სანქციების გარეშე იცხოვრა. ჩვენ ვისწავლეთ ასეთ პირობებში მუშაობა. და არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ქვეყნის განვითარება”. newsreport.ge/
  16. ჟურნალმა Economist დაითვალა უკრაინის დანაკარგები ომის გამო, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე გამოიწვია სეროიზული შედეგები. ერთ–ერთი შეფასებით, რომელიც გამოცემას მოჰყავს, რუსეთთან გაჭიანურებული კონფლიქტი უკრაინას 280 მილიარდი დოლარი დაუჯდა 2014–დან 2020 წლის ჩათვლით. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის ზარალი, როცა აშშ დაჟინებით ამტკიცებდა გარდაუვალი რუსული ფართომაშტაბიანი შეჭრის შესახებ, არა მხოლოდ ფულით იზომება, არამედ ჩაშლილი პროექტებით და დაკარგული პერსპეტივებით. კიევის ეკონომიკის სკოლის ეკონომიკური მოდელირება აჩვენებს, რომ ომის მაღალი საფრთხის არსებობისას ქვეყნის მშპ 5%–ზე მეტით მცირდება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პირველი გასროლა მოხდება. მოსალოდნელი აპოკალიფსის ატმოსფერო ბუნებრივ გავლენას ახდენს უცხოურ ინვესტიციებზე. უცხოური და ადგილობრივი კაპიტალი უკრაინიდან გარბის: პრეზიდენტმა ზელენსკიმ იანვრის ბოლოს გააცხადა, რომ კრიზისის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 12.5 მილიარდი დოლარი გავიდა. დაზარალდა ვაჭრობა, რადგან უკრაინის ექსპორტის 3/5 შავ ზღვაზე მოდის, სადაც გემების დაზღვევის ღირებულება გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლონდონის საკვანძო სადაზღვევო კომპანიებმა ეს რაიონები მაღალი რისკის ზონად გამოაცხადეს. როცა ევროპულმა სადაზღვევო კომპანიებმა უკრაინის რეისების დაზღვევა შეწყვიტეს, ხელისუფლებას დარგში 16.6 მილიარდი გრივნის (580 მილიონი დოლარი) ჩადება მოუწია იმისათვის, რომ თვითმფრინავებს ფრენა არ შეეწყვიტათ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მონაცემებით ქვეყანას ამჟამინდელი კრიზისი თვეში 2–3 მილიარდი დოლარი უჯდება, ამას ემატება 1.2–2 მილიარდი დოლარი გაუფასურებული გრივნის გამო. ფინანსური დანაკარგები შეჭრის საფრთხის გამო იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი უკრაინელი სვამს კითხვას: ხომ არ იყო ეს ხმაური სწორედ იმისთვის განკუთვნილი, რომ უბრალოდ უკრაინის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა მიეყენებინათ. რაც უფრო ჭიანურდება კრიზისი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები. კონტრაქტები და ინვესტიციები, რომლებიც ახლა შეჩერებულია, სამუდამოდ ჩაიშლება. კომპანიების თანამშრომლები მუდმივი ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამო ვეღარ შეძლებენ ძველებურად ეფექტურად იმუშაონ. შიდა მოთხოვნა შემცირდება, რადგან მოქალაქეები მომავალის შიშით ფულის დაგროვებას დაიწყებენ. დაძაბულობა, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, თუნდაც შემსუბუქდეს, უკრაინამ უკვე გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი. თუმცა, Economist-ის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამინდელი დაპირისპირების ფასი მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინას რეალური ომის დაწყება დაუჯდება. newsreport.ge/
  17. აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სარკასტულად გამოეხმაურა პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე თვითაღიარებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ასევე გააკრიტიკა მისი მემკვიდრე, ჯო ბაიდენი, რომლის ქმედებებს უკრაინასთან მიმართებაში კატასტროფული უწოდა. რადიოინტერვიუს დროს ტრამპს კითხეს მისი აზრი აშშ–ს ამჟამინდელი პრეზიდენტის რეაქციის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. “შევდივარ გუშინ ოთახში, ტელევიზორია ჩართული და ვამბობ: ეს გენიალურია– პუტინი უკრაინის დიდ ნაჭერს დამოუკიდებლად აცხადებს! ო, ეს უბრალოდ შესანიშნავია“– ყვება ტრამპი. “აი, შემდეგ კი პუტინი ამბობს: ის დამოუკიდებელია–უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილზე. ვთქვი – რა ოსტატურია! და ის აპირებს შევიდეს და მშვიდობისმყოფელი გახდეს. აბა რა, ეს ხომ ყველაზე ძლიერი სამშვიდობო ძალაა… ჩვენც არ გვაწყენდა ასეთი ჩვენს სამხრეთ საზღვარზე“– განაგრძო ყოფილმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, არასოდეს აქამდე ასეთი ზომის სამშვიდობო კონტიგენტი არ უნახავს: “იქ იმაზე მეტი ტანკია, ვიდრე მე ოდესმე მინახავს. და ისინი ასე აპირებენ მშვიდობის შენარჩუნებას – შესანიშნავია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? ეს ბიჭი (პუტინი) საკმაოდ უცნაურია. ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ“ ტრამპმა გაიხსენა, რომ პუტინთან მისი ურთიერთობის დროს მიხვდა – მას ძალიან უნდოდა უკრაინის ხელში ჩაგდება, მაგრამ მან, ანუ ტრამპმა მას ამის უფლება არ მისცა. ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს მსგავსი სცენარის განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა. “ჩემს დროს ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის სავარძელში, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. არასდროს მოხდებოდა“– თქვა აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა. “ესეიგი, ეს ბიჭი ამბობს: ვაპირებ უკრაინის დიდი ნაჭერი დამოუკიდებლად ვაღიარო. და ის იყენებს სიტყვას “დამოუკიდებელი“. ახლა შევდივართ და უნდა დავეხმაროთ მშვიდობის დამყარებაშიო. უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ეშმაკურია. და იცით როგორი იყო ბაიდენის რეაქცია? არ ყოფილა არანაირი რეაქცია! ამაზე ვერაფერი უპასუხეს. დასანანია, ძალიან დასანანი“– თქვა ტრამპმა. newsreport.ge/
  18. გაზეთი New York Times სვამს კითხვას – შეაჩერებს თუ არა ჯო ბაიდენის სანქციები ვლადიმერ პუტინს. გაზეთის მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ ვერა. ყოველ შემთხვევაში ის სანქციები, რომლებიც ამ მომენტისთვის არის გამოცხადებული. “რუსეთის მთავრობამ წლები დახარჯა, ბიუჯეტი და ფინანსები ისე გადააწყო, რომ ქვეყნის ეკონომიკას მოსალოდნელი სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლებოდა. მთავრობის ძალისხმევას ხელს უწყობდა ნავთობსა და გაზზე მაღალი საბაზრო ფასები. ახლა რუსეთს შედარებით დაბალი საგარეო ვალი აქვს და ის ნაკლებად არის დამოკიდებული უცხოური ორგანიზაციების კრედიტებზე, ვიდრე 2014 წელს იყო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის სავალუტო რეზერვები 631 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სავალუტო რეზერვებია“ – წერს გაზეთი. სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნას შეუძლია პუტინის პოზიციები შეარყიოს, თუმცა არავინ იცის, შემოიღებენ თუ არა აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ყველაზე მკაცრ სანქციებს, რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკებსაც მიაყენებენ ზიანს“ – წერს სტატიის ავტორი. newsreport.ge/
  19. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, 23 თებერვლის 07:00 საათის მდგომარეობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 96-ჯერ დაარღვიეს. newsreport.ge/
  20. იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ აკრძალავს მის ქვეყანაში რუსული სესხების გაცემას, ასევე რუსეთის რიგი მოქალაქეების აქტივებს გაყინავს და ვიზების გაცემას აკრძალავს. ავსტრალია უერთდება იმ სანქციებს, რომლებიც მოქმედებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და სევასტოპოლის, ასევე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მიმართ. ასევე შემოაქვს პერსონალური ფინანსერი სანქციები და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა რუსეთის უშიშროების საბჭოს რვა წევრის მიმართ. ამავე დროს, ავსტრალია დააჩქარებს უკრაინელების მიერ მიღებული სავიზო განაცხადების განხილვას. ავსტრალიის პრემიერის, სკოტ მორისონის თქმით საიმიგრაციო დეპარტამენტს დაევალა უკრაინის მოქალაქეების მიერ შეტანილი სავიზო მოთხოვნები პირველ რიგში განიხილონ. მისი თქმით, ამჟამად 430 განაცხადი განიხილება. მათ შორის არის ოჯახური, სტუდენტური და სხვა სახის ვიზები. ავსტრალიაში დაახლოებით 38 000 უკრაინიდან ჩასული ადამიანი ცხოვრობს. 1400 ავსტრალიელი კი უკრაინაში იმყოფება. newsreport.ge/
  21. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. newsreport.ge/
  22. “საბრძოლო ჯარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს. გასულ კვირას რუსეთმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ისინი უკან იხევდნენ. რუსეთი კიდევ უფრო მეტ სამხედროს განალაგებს უკრაინის საზღვართან უფრო ახლოს. აგრძელებენ წვრთნებს, რომელიც, მათი თქმით, დღეს უნდა დასრულებულიყო. ასე რომ, ეს ყველაფერი ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება” განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBS News-თან საუბრისას. newsreport.ge/
  23. “გაყიდე სადაც გინდა” – გარევაჭრობის აკრძალვის გასაპროტესტებლად “გირჩი – მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსებმა ვარკეთილის მეტროსთან დახლი დადგეს და წიგნებს ყიდიან. ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელიც მივიდა, რომელმაც პარტიის წევრები გააფრთხილა, რომ თუ ნივთებს გაყიდდნენ, დაჯარიმდებოდნენ. “მაშინ როცა ქვეყანაში რეკორდული ინფლაცია გვაქვს, კატასტროფულად იმატებს ფასები და ადამიანების შემოსავალი კი მცირდება, თბილისის მერიის გამგეობის თანამშრომლებმა ვარკეთილში მოვაჭრეებს დახლების გაშლის საშუალება არ მისცეს. გვეუბნებიან, თითქოს მიდის მოლაპარაკება, რომ სხვაგან მისცენ ვაჭრობის ნება, თუმცა არავინ იცის, რატომ არ შეიძლება მოლაპარაკების პროცესში ეს ადამიანები ვაჭრობდნენ და მშივრები არ იყვნენ. ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მოტივით გარემოვაჭრეებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს მოსპობა ამორალურია”,– აცხადებს პარტია. ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა. newsreport.ge/
  24. “2014 წლის სექტემბერში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, რომ სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში. მეორე დღესვე იქ ვიყავი ჩასული და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში და არ მინდა, რომ დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ. თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა არ ვიცი რა მის პროტოკოლს ჰკითხეთ. ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა ზედმეტი მგონია” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე ვოლოდიმერ ზელენსკისა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს არ შეხვდა. newsreport.ge/
  25. “მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხეოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით): – GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს; – ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს; – „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს; – FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს; – საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს; – ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს; – Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს; მეტი არავის და ბრუნდება სამშობლოში ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან, ისეთი ქვეშაჯვია სირების კატეგორიაში გადავედით” წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონეფერენციაზე. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...