Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “IMF-ის შეფასებით, 6 წელში მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდება, $9 000-ს გადასცდება” – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. “მსოფლიო საერთაშორისო სავალუტო ფონმა (IMF) რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. აქაც 190 ქვეყანას შორის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკულ დოლარში გამოხატული, ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე დასახელდა. ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა დასახელებული საქართველოს პოზიცია. აქვე, მინდა ვთქვა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. ” – განაცხადა ღარიბაშვილმა. newsreport.ge/
  2. გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაიცვალა.აღნიშნულ ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნკე ჭეიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა. newsreport.ge/
  3. მთავრობის კეთილსინდისიერებით, ნატოს 14 და EU-ს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, წელს უკვე, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ.” – აცხადებს ღარიბაშვილი newsreport.ge/
  4. “საქმე არის მარტივად. ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ის ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. ამაზე მარტივად, მე მგონი, ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა.” აცხადებს პარლამენტის შალვა პაპუაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში, სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. newsreport.ge/
  5. „ვწუხვარ, რომ ეს სიტყვები მესმის [განცხადება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან ქვეყანაში ომის მეორე ფრონტი არ გახსნა]. ეს მამწუხრებს, რადგან აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პროგრესი, იყო უფრო მეტად რეგრესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია მედიამდგომარეობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტები შავდებიან, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და ა.შ. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან შემდეგ არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ოლიგარქების პრობლემა. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ – იმიტომ არა, რომ ის ომის სამიზნეა. მხოლოდ ეკონომიკა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ უნდა მიგვეცა მისთვის კანდიდატობის სტატუსი, რადგან სინამდვილეში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შეგვეძლო მათ უბრალოდ ფინანსური სახსრებით, ეკონომიკურად დავხმარებოდით, თუმცა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან მას ჰყავს ძალიან პროევროპელი პრეზიდენტი, პროევროპული ხელისუფლება და პროევროპული პარლამენტი და ეს ჩვენ ვერ დავინახეთ საქართველოში. იყო დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სურდა, თუმცა არ იყო არანაირი ნაბიჯი და ჩვენ მხოლოდ ვისმენდით, რომ ევროპარლამენტარები იტყუებიან. აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ჩვენი გამოყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ არ მოხდა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, მაგრამ შემდგომი რეფორმების პირობებით და არა ომთან შეერთების პირობით… ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია და ამას ყოველ ჯერზე ვგმობთ ყველა რეზოლუციაში. ასე რომ, მე მძულს ამ განცხადების მოსმენა, ნამდვილად მამწუხრებს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მართლა ფიქრობდეს ასე, რადგან საუბარი არ ეხება ომთან შეერთებას, ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯები და რეფორმები საქართველოს ხელისუფლებისთვის და არა რუსეთისთვის“,- განაცხადა გრეგოროვამ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. newsreport.ge/
  6. ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან ბავშვებს დაეჯახა.შედეგად ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს კვლევები უტარდება. შსს–მ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექისის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. newsreport.ge/
  7. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ “კომისიის წინადადებაში საქართველო განცალკევებულია იმ მხრივ, რომ სამივემ მიიღო ევროპული პერსპექტივა, კომისიის შეხედულებაში სამივეს აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილად არის ნათქვამი, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.” “ამერიკის ხმის” კითხვაზე : ”საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების თქმით, მათ შორის, პრემიერის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიცემა ერთგვარი სიმბოლური ჟესტია და მას დიდი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს. თქვენი აზრით, რამდენად სიმბოლურია ეს ნაბიჯი?” კატარინა მატერნოვა პასუხობს: ”ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ მართალია, რომ არ არსებობს დაუყოვნებელი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. ამ თვალსაზრისით, ეს სიმბოლურია. მაგრამ პოლიტიკაში, სიმბოლოები ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპულ დონეზე. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყება უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების შემდეგ. ამ ეტაპამდე სამივე ქვეყანას დრო სჭირდება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამივე მათგანმა მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იმ დროისთვის, როცა ისინი მზად იქნებიან ამისთვის. მაგრამ ამავდროულად, რამდენადაც სიმბოლური არ უნდა იყოს, საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან მნიშვნელოვანი მესიჯის შემცველი ნაბიჯი იყო. ამ მესიჯის გათავისება და მიღება შესაძლებელია. მე მჯერა ქართველების მობილიზების უნარის და იმის, რომ მათ ევროპას საკუთარი შესაძლებლობები დაანახონ. საქართველოს ბევრი აქვს უკვე გაკეთებული იმისთვის, რომ მშენებლობის პროოცესი გააგრძლოს. ვფიქრობ, ამისთვის ქვეყანას სჭირდება ის, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად.” ევროპისკომისიისშეხედულებაშისაქართველოუკრანისგანდამოლდოვისგანგამოიყო. კომისიამსაქართველოსკანდიდატისსტატუსი არ მისცა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს? ”უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს იმ დათქმით, რომ მომავალში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მათთვის კანდიდატის სტატუსი დამტკიცდა, ყოველ შემთხვევაში ევროპის კომისიის წინადადების სახით. უნდა დაველოდოთ ევროკავშირის ლიდერების სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება და ვნახოთ, მიიღებენ თუ არა ისინი კომისიის წინადადებას, თუ მასში ცვლილებებს შეიტანენ. კომისიის წინადადებაში საქართველო განცალკევებულია იმ მხრივ, რომ სამივემ მიიღო ევროპული პერსპექტივა, კომისიის შეხედულებაში სამივეს აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილად არის ნათქვამი, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ეს არის, ფაქტობრივად, წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ეს იმის დაფიქსირება არის, რომ ბოლო პერიოდში იყო შეშფოთებები პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციასთან, სასამართლოს მდგომარეობასთან და მასზე პერონალური ინტერესების გავლენასთან დაკავშირებით.” ინსტიტუციურ რეფორმებთან ერთად, კომისია ერთ-ერთ პირობად „დეოლიგარქიზაციას“ ასახელებს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ უნდა გამორიცხოს პერსონალური ინტერესების გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. რას ფიქრობთ ამაზე? მე ამას ვეთანხმები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეშფოთება “დეოლიგარქიზაციასთან” დაკავშირებით არ არის ჩაწერილი მხოლოდ საქართველოს შესახებ. ეს „წითელი ზონის“ საფრთხეა მოლდოვისა და უკრაინის მოსაზრებებშიც. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები მთელ პოსტსაბჭოთა რეგიონს აქვს, როცა მძლავრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ინტერესების მიერ სახელმწიფოს ადრეული მიტაცეცბა მოხდა. დიახ, ეს არის ერთ-ერთი თემა, მაგრამ ეს სამივესთვის საერთოა. ამასთან ერთად, მოცემულია ძალიან კონკრეტული, გრძელი ახსნა-განმარტებები, რომ საჭიროა რეალურად გაძლიერდეს როგორც დემოკრატიული დისკურსი, ასევე სასამართლო სისტემა. აქვე მინდა ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველომ წარსულში აჩვენა დიდი შესაძლებლობა განეხორციელებინა რეფორმები, მოეხდინა მობილიზაცია. ამასთან, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პროევროპული, პროდასავლური შეხედულებები კარგად არის ცნობილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს „ევროპული პერსპექტივა“ მნიშვნელოვანი აღიარება არის თითოეული ქართველისთვის. ამჟამინდელი ვითარებით, საქართველო უკრაინის და მოლდოვის მსგავსად დაწინაურებული არ არის, მაგრამ მას შეუძლია დაწევა. პირადად მე სლოვაკი ვარ. 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა ცხრა ქვეყნისთვის, სლოვაკეთი მათ შორის არ იყო შიდა-პოლიტიკური პროცესების გამო. მაგრამ ჩვენ შევძელით მობილიზება. ორი წელი დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ დანარჩენებს დავეწიეთ. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უპირველეს ყოვლისა და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თუ გადაწყვიტა რეალურად მობილიზება და აჩქარება, ეს შესაძლებელია. newsreport.ge/
  8. პოლონეთს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის დასავლეთ ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, თუ რუსეთი საჰაერო დაბომბვებს განაგრძობს. ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, სტანისლავ კოზეიმ განაცხადა. სამხედრომ ხაზი გაუსვა, რომ რუსული დარტყმები ძალიან ახლოს არის პოლონეთის საზღვართან. უკრაინის არმია ბევრად გაძლიერდა რუსეთის შეჭრის მომენტიდან დღემდე, პირველ რიგში თანამედროვე უცხოური ტექნიკის წყალობით, რომელიც პარტნიორებმა მისცეს. რუსეთი ამავე დროს იყენებს მოძველებულ სამხედრო ტექნოლოგიებს, ზოგჯერ საბჭოურსაც კი, თუმცა ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს დიდი რაოდენობრივი უპირატესობის გამო. “ჩვენ გვაქვს მიზეზი იმისთვის, რომ პრევენტული დაზღვევა გავაკეთოთ და ამის შესახებ რუსეთს შევატყობინოთ, თუ ის არ შეწყვეტს ჩვენი საზღვრის დიდი სიშორის რაკეტებით დაბომბვას. ჩვენ მოგვიწევს და შევძლებთ თანდათან დავნერგოთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უკრაინის დასავლეთში“– ამბობს სტანისლავ კოზეი. ის დასძენს, რომ რუსული არმია ცდილობს დასავლური სამხედრო ტექნიკის მარაგები გაანადგუროს, რომელსაც უკრაინელები დასავლეთ საზღვართან ახლოს მალავენ. გენერლის აზრით, ნატომ უნდა ჩამოაგდოს რაკეტები, რომლებიც მისი წევრი ქვეყნების მიმართულებით მიფრინავენ სტრატეგიული ავიაციის საშუალებით. თუმცა, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. სტანისლავ კოზეი თვლის, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი უკვე წააგო სტრატეგიულ და პოლიტიკურ დონეზე. აგრესორი ქვეყანა ამ სიტუაციიდან ძლიერ დასუსტებული გამოვა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის მოქალაქეების ცხოვრება კი გაუარესდება. ამავე დროს, პოლონელი გენერალი ყურადღებას ამახვილებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 20%–ის ოკუპირება მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში ნელა მიიწევს წინ. თუ რუსული არმია დონბასის აღებას შეძლებს, ისინი ოდესისკენ წავლენ და უკრაინელებს შავ ზღვაზე გასასვლელს წაართმევენ. თუ რუსეთი უკრაინას სრულად დაიპყრობს და იქ მარიონეტულ ხელისუფლებას დასვამს ბელორუსის მსგავსად, შეიძლება საკუთარი ჯარი შემდეგ პოლონეთსა და ბალტიისპირეთშიც გაგზავნოს, რუსეთის მოქალაქეები კი ომის გაგრძელებაზე თანახმა იქნებიან ეიფორიულ ტალღაზე. მისი აზრით, რუსეთის გამარჯვება დონბასში ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან უკრაინულმა არმიამ ოკუპანტის განდევნა რამდენიმე მიმართულებიდან შეძლო. “ეს დასავლეთზეა დამოკიდებული – რამდენად მტკიცედ და ხანგრძლივად დაუჭერს ის მხარს უკრაინას. ვსაუბრობ არა მხოლოდ მხარდაჭერის ამჟამინდელ ფორმაზე, არამედ უფრო ფართო ოპერატიულ ჩარევაზე“– ამბობს გენერალი. newsreport.ge/
  9. ”გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო. მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს” წერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში. newsreport.ge/
  10. რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა ტელეარხ РБК–სთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთში ისევ აწარმოონ ავტომობილების საბჭოური ბრენდები – “ვოლგა“ და “პაბედა“. “კოლეგებს აქვთ გეგმები, აღადგინონ მაგალითად “ვოლგა“–ს და “პაბედა“–ს ბრენდები“– თქვა მან. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საავტომობილო წარმოება ჩამოიშალა. საერთაშორისო ავტომწარმოებლებმა მუშაობა შეაჩერეს. ფრანგული Renault ჯგუფის აქტივები, მათ შორის ფრანგული კონცერნის წილი “ავტოვაზში“ და მოსკოვის ავტოქარხანა “რენო რუსეთი“ სახელმწიფოს საკუთრებაში გ ადავიდა. მოსკოვის ქარხანაში ხელისუფლებამ “მოსკვიჩების“ წარმოება გადაწყვიტა – ეს კიდევ ერთი საბჭოური ავტომობილის მარკაა. დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას, აწარმოებენ თუ არა “ვოლგას“ და “პაბედას“ გორკის საავტომობილო ქარხანაში ნიჟნი ნოვგოროდში, მანტუროვმა განაცხადა, რომ პროექტის რეალიზება სხვადასხვა ადგილზე შეიძლება მოხდეს. ავტომობილ “პაბედას“ საბჭოთა კავშირში 1946–58 წლებში აწარმოებდნენ. “ვოლგას“– 1956 წლიდან. 2008 წელს იყო მცდელობა დაწყებულიყო ლიცენზირებული Volga Siber–ის წარმოება ლიცენზირებული ამერიკული პლატფორმის– Chrysler–ის ბაზაზე, თუმცა ორი წლის შემდეგ პროექტი გაჩერდა და მას შემდეგ “ვოლგის“ წარმოება აღარავის გახსენებია. newsreport.ge/
  11. ”უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85%-ს უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!” აცხადებს, პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. newsreport.ge/
  12. “ევროპაში და ამერიკაში მიდიხართ სამუშაოდ და მოსაპარად მექსიკის საზღვარზე ათას საშინელებას უძლებთ ოღონდ ამერიკაში შეაღწიოთ და ცოტა ამოისუნთქოთ ევროპაში ბინადრობის უფლების მიღებისთვის უცნობებზე ქორწინდებით ნახევარ საქართველოს დასავლეთში წასული მეორე ნახევარი გარჩენთ, მანამ სანამ თქვენც იქით არ წახვალთ… შანსი გვაქვს რომ ჩვენი გაქცევის ნაცვლად დასავლეთი მოვიყვანოთ აქ და ტრაკის აწევაც არ გინდათ? გინახავთ ვინმე რუსეთში მიდიოდეს მოხუცის მოსავლელად? ან რუსეთში ავღანეთიდან შესაპარად ტონა ფულს იხდიდეს? არჩევანი მარტივია და ევროპისთვის რა უნდა გავაკეთოთ თავად ევროპამ გვითხრა ნათლად: დეოლიგარქიზაცია. მოაშორეთ ოლიგარქი და მოდითო.” გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე ყურუა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. newsreport.ge/
  13. ფორმულას დამფუძნებელი და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძე თვლის, რომ საქართველოს ახლა ორი არჩევანი აქვს – ან ევროპა, ან რუსეთი. ამ ისტორიულ მონაკვეთზე შეცდომების დაშვებით კი, საქართველო დიდი ხნით დაკარგავს შანსებს: “ახლა წყდება ქვეყნის ბედი მეგობრებო, ბოდიში ასეთი ხმაურიანი დასაწყისისთვის, მაგრამ მართლა ასეა – ახლა ან შევძლებთ ამ ქვეყნის მოსახლეობა, რომ შევძლოთ გარდატეხა და წავიყვანოთ ეს ქვეყანა ევროპისკენ, ან გაიმარჯვებს ბიძინა და ვიცხოვრებთ რუსეთში. ეს ყველაფერი გადაწყდება ახლა, ან დიდი იმედგაცრუება და ტყუილში, ჭაობში, ძალმომრეობაში საკუთარი ინდივიდუალური უბედურების კუნძულებზე დარჩენა გველოდება სადმე სხვაგან გადახვეწის ოცნებით, ან ისტორიული გამარჯვება და შეუქცევადი წინსვლა დასავლეთისკენ, აშენება ქვეყნის, სადაც ყველას შეგვეძლება საკუთარი ნიჭით, შრომით და შესაძლებლობების რეალიზაციით სამართლიან გარემოში შევძლოთ ვილტვოდეთ ბედნიერებისკენ და ვიცხოვროთ ჩვენს ჭკუაზე. ან წინ ევროპისკენ, ან უკან რუსეთში – სხვა გზა არაა, ფრთხილად გონივრულად, ემოციურად, პროპორციულად და მუდმივი სიმართლის ძიებითა და რწმენით საქართველოს საზოგადოებამ, ყველა პარტნიორ სუბიექტთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის განვითარებაში ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ – მომავალი თაობები კი არა, ჩვენ თვითონ ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავებს ვერასდროს, თუკი ეს შესაძლებლობა ან ნაადრევი აღტყინებით და ზედმეტი ემოციურობით დავკარგეთ და ან სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ზედმეტად დიდხანს ჩარჩენით. ჩვენ უნდა შევძლოთ ზუსტად ისე გავლა ამ ისტორიული მონაკვეთის, რომ გამოვრიცხოთ შეცდომა, გამოვრიცხოთ გადაცდომა და გამოვრიცხოთ შიში – არ შეგვეშინდეს, რადგან ახლა ვერაფრით შეგვეშინდება ისე ძალიან, როგორც შეგვაშინებენ, თუ ოლიგარქმა დაგვამარცხა – ეს არ უნდა დავუშვათ! დეოლიგარქიზაცია – ერთი სიტყვაა, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია, რას გვთხოვს ევროპა, დეოლიგარქიზაცია არის ახლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის უმთავრესი მიზანი და ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ მიზნის მიღწევა, რადგან ამაზე გადის ჩვენი ევროინტეგრაციის და ნათელი მომავლის გზა. 20 ივნისს რუსთაველზე თუ ვიქნებით უპრეცედენტოდ ბევრი, ეს იქნება საუკეთესო დასაწყისი ამ რთული, მაგრამ აუცილებლად საბოლოო გამარჯვებამდე მოსაყვანი პროცესისა და დიდწილად განსაზღვრავს, რომ გამარჯვების გზით წავიდეთ! არ შეიძლება ამ ქვეყნის მილიონობით ადამიანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ბედი ერთ მდიდარ კაცს და მის ყველაფრისმკადრებელ მსახურებს შევწიროთ! 20 ივნისს, 20 საათზე, ყველანი რუსთაველზე შინ ევროპისკენ“– წერს მიშა შვილდაძე ფეისბუქზე. newsreport.ge/
  14. “დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ? ” – ასე ეხმაურება, ირლანდიელი სენატორი ჯერარდ კროუელი ევრო კომისიის დასკვანს საქართველოსთან დაკავშირებით. ”გამიხარდა უკრაინისა და მოლდოვას კვალიფიკაცია ევროკავშირის კანდიდატისთვის. თუმცა რატომ არ შეიყვანეს საქართველო ეს არის საიდუმლო. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ? ჩვენ ისინი ევროკავშირში დავტოვეთ მაშინ რატომ ახლა?“, – წერს სენატორი. I was delighted to see #Ukraine️ & #Muldova qualified for #EU candidacy. However why #Georgia was not admitted is a mistery. Have we forgotten August 8, 2008, when Russian forces began the invasion of Georgia. We in EU deserted them then why now? @GeorgiaToday_GT @ZurabashviliGe — Senator G Craughwell (@GCraughwell) June 18, 2022 newsreport.ge/
  15. ”კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა” – ამის შესახებ, ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანმა, კახა კინწურაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. “ისტორიული დღე იყო გუშინ, ევროკავშირის კარი რომ გაიღო იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც რეალურად მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც ასოცირდება 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა და შეძლო საბჭოთა მენტალიტეტის მოშორება, ვინც შვილებს ასწავლა თანაგრძნობა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება, იმ ქალბატონების დამსახურებაა ვინც თავიანთ შვილებისთვის განათლებისთვის ბევრი იწვალეს და იშრომეს, იმ კაცების დამსახურებაა ვინც ღირსება არ დაკარგა და თავისი ხმა და ღირსება არ გაყიდა. ხოლო ის რაც წერია, დანარჩენი პირობები და ის რომ ჩვენ რეალრუად ვერ მივიღეთ ეს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა…” – განაცხადა კახა კინწურაშვილმა. newsreport.ge/
  16. ვრცელდება აუდიოჩანაწერი სადაც, უკრაინაში მყოფი რუსი სამხედრო ცოლთან სატელეფონო საუბარში ყვება, თუ როგორ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და შემდეგ არც კი ინტერესდებიან მატი ვინაოით. აღნიშნულ ჩანაწერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედრო ცოლს უყვება, რომ უკრაინელებს, მიუხედავად იმისა მშვიდობიანი მოქალაქეა თუ თუ არა, აჭრიან ყურებსა და ენებს, აუპატიურებენ ქალებს და შემდეგ კლავენ მათ. “სარდაფებს იცი როგორ ვწმენდთ? არც ვკითხულობთ მანდ ვინ არის და ყუმბარებს ვაგდებთ. საერთოდ გვკიდია…ჩვენ რაზმს – თვითმკვლელების რაზმს ეძახიან. ავაზაკების რაზმი – გვკიდია..ამის წინებზე ტიპები ჰყვებოდნენ, ერთი ქალი დაიჭირეს, ენა მოაჭრეს, რომ არაფერი მოჰყვეს, გააუპატიურეს და მერე მოკლეს. აქ ისეთებს ვაკეთებ, ყველას ვკლავ, ყ*ეზე მკიდია..მშვიდობიანი მოქალაქეა თუ არაა მშვიდობიანი მოქალაქე ყველას. ყურებს ვაჭრი, მკიდია. შემიძლია უბრალოდ დანა ავიღო და ყურები მოვაჭრა. სულ მკიდია.. მკიდია. ეს რომ სულ რუსეთში იყოს”, – ეუბნება ცოლს, რუსი ოკუპანტი სიცილით. newsreport.ge/
  17. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში მოყვა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ამარაგებდნენ აზოვსტალის მცველებს საბრძოლო მასალითა და საკვებით. მისი ცნობით, მარიუპოლში დახმარება ჯამში 16-მა სამხედრო ვერტმფრენმა ჩაიტანა, რომელთაგან ოკუპანტებმა 2 გაანადგურეს. განადგურდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ერთ-ერთი ჩამოვარდნილი ეკიპაჟის დასახმარებლად მიფრინდა. “თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალისტებმა 7 მისია დაგეგმეს. ყოველ ჯერზე ვერტმფრენები წარმატებით აწვდიდნენ საჭირო მომარაგებას აზოვსტალის მცველებს, მაგრამ მეხუთე და მეშვიდე მისიების დროს ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი (უკანა გზაზე). ასევე განადგურდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელიც გაფრინდა ჩამოგდებული ორი ვერტმფრენიდან ერთ-ერთის ეკიპაჟის გადასარჩენად“,– თქვა მან The War Zone-სთან ინტერვიუში. ბუდანოვის განმარტებით, აზოვსტალში ჯარისკაცებს აწვდიდნენ საკვებს, სასმელ წყალს, მედიკამენტებსა და საბრძოლო მასალებს. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მისიის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვსტალში აზოვის პოლკის 72 მებრძოლო ჩაიყვანა, რომელიც შემდეგ ქარხანაში იბრძოდა. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა უარი თქვა მსხვერპლთა რაოდენობის დასახელებაზე. კირილ ბუდანოვმა შეაჯამა, რომ 7 წარმატებული მისიის მიუხედავად, გაწეული დახმარება არ იყო საკმარისი, რომ მებრძოლებს თავიდან აეცილებინათ რუსების მიერ ქარხნის აღება. newsreport.ge/
  18. ხვალ, 27 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი. ვაკის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, სტანისლავსკის, ვანის, ბაქრაძის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ტვიშის, ნავთლუღის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის და ბელინსკის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის II, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), თავაძის, ვარაზის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას. 26 მაისის საღამოდან თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 36 საათით შეუწყდება newsreport.ge/
  19. “ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში”. ასე ეხმაურება, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას. newsreport.ge/
  20. უკრიანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ბრძოლებმა დღეს მაქსიმალურ ინტენსოვობას მიაღწია. ის უკრაინელ საზოგადოებას მოსალოდნელი დანაკარგების შესახებ აფრთხილებს. “დღეს ბრძოლებმა მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია. მტერი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უტევს ჩვენი ჯარების პოზიციებს. წინ ბრძოლის უკიდურესად რთული და ხანგრძლივი ეტაპი გველოდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ომი და დანაკარგები ჩვენი მხრიდან გარდაუვალია”,– განაცხადა მალიარმა ბრიფინგზე. newsreport.ge/
  21. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთი თავისი აგენტურის მეშვეობით გეგმავს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას. მისი განმარტებით, აგენტები თავს უკრაინის პატრიოტებად ასაღებენ. “რუსეთის ფედერაცია არ ცვლის თავის გეგმებს – ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს განადგურება, ჩვენი მოსახლეობის განადგურება… რუსეთის აგენტების მეშვეობით უკრაინის შიდა დესტაბილიზაციის საკითხი ნომერ პირველია რუსეთის ფედერაციისთვის. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია პირობითი სახელწოდებით „ქამელეონი“, როდესაც რუსი აგენტები თავს ასაღებენ უკრაინის პატრიოტებად”,– განაცხადა დანილოვმა. მისივე ცნობით,რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დიდი რაოდენობით იარაღი და მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება. დანილოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ახორციელებს ჯარების კონცენტრირებას და თავს ესხმის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებს, გეგმავს მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას. newsreport.ge/
  22. გერმანიამ არ შეასრულა დაპირებები პოლონეთისთვის ტანკების გადაცემის შესახებ – ინფორმაციას ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ავრცელებს. მისი თქმთ ვარშავამ ბევრი ტანკი გადასცა უკრაინას რამაც პოლონეთის სამხედრო პოტენციალი დაასუსტა. ამის შესახებ დუდამ Die Welt-თან საუბარში განაცხადა. “მათ არ შეასრულეს დაპირება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით.უპირველეს ყოვლისა, თავად გერმანია უნდა დაეხმაროს უკრაინას. უკრაინას ნამდვილად სჭირდება ეს დახმარება ძალიან სწრაფად პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ჩვენი სატანკო არსენალის უმეტესი ნაწილი არის გერმანული ლეოპარდის ტიპის ტანკები. ასე რომ, თუ გერმანია დაგვეხმარებოდა, თუ შემცვლელი გვექნებოდა, მაშინ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით”, – თქვა მან. დუდას კრიტიკის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან განიხილა სიტუაცია. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ერთად განმარტონ არსებული “გაურკვევლობა”. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას არ შეუძლია უკრაინას მიაწოდონ მძიმე სამხედრო ტექნიკა “ღილაკზე თითის დაჭერით”. newsreport.ge/
  23. უკრაინა ჩეხეთისგან, საბრძოლო ვერტმფრენებს, Mi-24D-ებს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩეხეთი სლოვაკეთთან ერთად უკრაინულ სამხედრო აღჭურვილობასაც შეაკეთებს Mi-24D-ები საბრძოლო ვერტმფრენია, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ იარაღი და ჯავშანი არამედ შეუძლია 8 მსროლელის აყვანაც. შეუძლია გადაიტანოს როგორც იარაღი, ბომბები და უმართავი რაკეტები ასევე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებიც. newsreport.ge/
  24. “მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო დამოუკიდებლობის დღე. ასევე მინდა პატივი მივაგო იმ სამხედროების, რომლებმაც ახლა გაიარეს. ისინი არა მხოლოდ ამ ქვეყნის დაცვას, არამედ მსოფლიოში ევროპული ფასეულობების დაცვას ემსახურებიან. ახლა ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციაზე და ჩემი პროგნოზით ეს მოხდება ორ-სამ კვირაში.” აცხადებს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს newsreport.ge/
  25. “გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!” უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...