Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. ”ობიექტურად, ჩვენი მედია თავისუფალი არ არის და პარტიებზეა მიბმული, არ შეუძლია დამოუკიდებელ მედიას განვითარება, TV კავკასიასაც მილიონი პრობლემა აქვს ხო? გაჭირვებული მედია რაღაცნაირად არსებობს მაგრამ თუ განვითარება უნდა, მედიას სჭირდება პოლიტიკურ ფულთან მიბმა. მიჩვეულია მედია რომ აშუქებს მარტო სააკაშვილს, იმიტომ რომ დაკვეთილ დღის წესრიგს, განსაზღვრულ დღის წესრიგს უნდა გაყვეს. ეს არის პრობლემა მედია მონაწილეობს ამ პროცესში როდესაც ამომრჩეველი გაუცხოებულია. ” ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, TV კავკასიის ეთერში ისაუბრა. newsreport.ge/
  2. “უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს შანსი აქვს NATO-ს დაუახლოვდეს ” – ამის შესახებ, პარტია “დროას” მიერ გამოქვეყნებულ ხედვაშია ნათქვამი. ”აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხზე რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ნატომ კატეგორიული უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე, ალიანსს ოფიციალურად ეთქვა უარი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობაზე. მან მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამისთვის კი საქართველოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი სურვილი და ინსტიტუციური მზაობა. ნატოს წევრობას, უკვე სულ მცირე 20 წელია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამის დასტურია თუნდაც საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეობა ალიანსის სამხედრო მისიებში. ნატო ევროპული დემოკრატიების ეროვნული თავდაცვის ყველაზე ეფექტური გარანტია, მშვიდობა და მთავრობის დემოკრატიული ანგარიშვალდებულება კი საქართველოსთვის გრძელვადიანი ეკონომიკური მიმზიდველობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა. ამასთანავე, ნატოს წევრობა ქვეყნის ევროპული იდენტობის საყოველთაო აღიარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. რუსული პროპაგანდა მუდმივად შთაგვაგონებს, რომ საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ძალისხმევა უნაყოფოა, რადგან რუსეთი არასდროს მოგვცემს ალიანსის წევრობის საშუალებას და ამიტომ უმჯობესია, „ფუჭი ილუზიების“ გამო რუსეთთან ურთიერთობა არ გავიფუჭოთ. თუმცა დღეს საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დასავლეთის თავდაჯერებული რიტორიკისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ფონზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები განსხვავდებიან ნატოს წევრობის სხვა მსურველთაგან, რადგან არიან არა დემოკრატიული ტრანზიციისა და კორუფციასთან ბრძოლის რეჟიმში, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ დემოკრატიებს წარმოადგენენ. ეს განცხადება ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან დემოკრატიული იდეალების ერთგულება და დასავლეთის წინაშე ნაკისრი ინსტიტუციური რეფორმების ეფექტური განხორციელება. პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ დღეს ამ უნიკალური გეოპოლიტიკური შანსის გამოყენების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი პოლიტიკური ნების არარსებობა – „ქართული ოცნების“ ქცევა დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციის, კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების სისტემის ჭრილში სულ უფრო მეტ კითხვას უჩენს, მათ შორის საქართველოს დასავლელ ქომაგებსაც, თუ რამდენად ერთგულია ხელისუფლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. პარტია „დროა“, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დემოკრატიის იდეის ერთგულ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება გამოხატული იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და საქართველოს საკითხმა სათანადო ყურადღება მიიპყროს 2022 წლის 29-30 ივნისის ნატოს სამიტზე მადრიდში.” – ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
  3. ქუთაისში, ტურისტს თავს დაესხნენ და ფიზიკუარდ გაუსწორდნენ. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, მაკდონალდსთან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელებმა ტურისტს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და მობილური ტელეფონი წაართვეს. ტურისტი კლინიკაშია გადაყვანილი. newsreport.ge/
  4. გასული წლის, 17 ივლისს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. “სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი – 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“, რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ შეიცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში. newsreport.ge/
  5. თბილისის მერია აფრიკის დასახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია რო დააფიქსირეს უკანონო მშენებლობები და თუ ნაგებობებს თავად მოსახლეობა არ დაანგრევს, ამას ინსპექცია გააკეთებს. ”თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა იდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. newsreport.ge/
  6. გულდასაწყვეტია, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო – ამის შესახებ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, Twitter-ზე წერს, რითიც 2021 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება. “გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველო აგრძელებს უკან დახევას დემოკრატიის გზაზე. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთ მიდიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის აგრძელებს დაცემას ავტორიტარული მეზობლების მიმართულებით, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, ლუკაშენკოს ბელარუსი”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. newsreport.ge/
  7. “დაზალარებულად ცნობას უნდა მოჰყვეს ბრალდებულების საერთაშორისო ძებნაზე დასმა “- ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ”უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და სისხლის სამართლის ამ საქმეში ოფიციალურად მაღიარა დაზარალებულად. ამას უნდა მოჰყვეს ამ საქმეში ბრალდებულების დადგენა და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, მათ დააკავებენ ან სხვა… გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება. რომ იცოდე, მე ყველანაირ შემდგომ ზეწოლას გავუძლებ და აღარაფერი გამაკვირვებს. ისეთი მტკიცე ვარ, როგორც არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში და არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული სიმართლის გამარჯვებაში! P.S. – ასევე დიდი მადლობა ცენტრ ემპათიას უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების მიწოდებისთვის. და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრად ნაკლებ დარღვევებზე ჩემს მიმართ, ამჟამად უკრაინაში ასამართლებენ 1 გენერალს და პოლკოვნიკს, რომელთაც პოროშენკოს დროს გამიტაცეს და უკანონოდ დამადეპორტეს.” – აცხადებს სააკაშვილი. newsreport.ge/
  8. თბილისის საქალაქო ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურიანად მიმდინარეობს – რამდენიმე წუთის წინ სხდომიდან პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი გააძევეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები “ვერ გაუტარებდნენ”. მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა: “კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!” ამის შემდეგ, მოსამართლემ ჩარკვიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მას მიმართა, თუ პროცესი სამარცხვინოდ მიაჩნია, თავს ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს. newsreport.ge/
  9. საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად – ამის შესახებ, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ბენ ჰოჯესმა, “ფორმულას” ეთერში განაცხადა. “ვფიქრობ, საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს თავის პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ბრიუსელსა და ვაშინგტონს გააგებინოს, რატომაა შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანი რეგიონი. ახლა კიდევ ერთი შესაძლებლობაა გააგებინოს ამ ქვეყნებს, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი “, – განაცხადა მან ფორმულას ეთერში. “სამი რამ შემიძლია ვთქვა საქართველოსთან დაკავშირებით, პირველი – საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სადაზვერვო მონაცემებით, სტრატეგიული გათვიცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით შავ ზღვასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ყველამ კარგად იცოდეს შავი ზღვის რეგიონზე და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. მეორე, საქართველოს უნდა გამოიყენოს ეს, როგორც შესაძლებლობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო რეგიონში, ყველა მსოფლიოში აკვირდება უკრაინას, შავ ზღვას, ადამიანები ახლა რუქაზე აღმოაჩენენ ამ ქვეყნებს და ფიქრობენ, სად არის კავკასია, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და საქართველომ უნდა შეხედოს ამას, როგორც შესაძლებლობას, რათა მოახდინოს დემონსტრაცია მისი კრიტიკული როლის, საკუთარი პოტენციალის და საქართველომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, თუ რუსეთი არ შეჩერდება უკრაინაში და ისინი გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და გააგრძელებენ წნეხს საქართველოზე, შიდა წნეხიც იქნება დეზინფორმაციით, რადგან რუსეთი იგივე თვალსაზრისით, რომ არ უნდა წარმატებული უკრაინა, ასევე, არ სურს წარმატებული საქართველო. არ სურთ, რომ საქართველომ ისარგებლოს ლიბერალური საზოგადოების ყველა სიკეთით, ამის ეშინიათ. ძალიან დიდია ფსონი საქართველოსთვის ამ სიტუაციაში”, – ამბობს ჰოჯესი. newsreport.ge/
  10. ექვსი რუსული საბრძოლო ხომალდი, წვრთნების ჩასატარებლად, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ მიემართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს გეგმიური გადაადგილებაა. თავდაცვის უწყების განცხადებას, რუსული საინფორმაციო სააგენტო, „ინტერფაქსი“ ავრცელებს. იანვარსა და თებერვალში საზღვაო წრთვნების ჩატარების შესახებ, რომელშიც მთელი რუსული ფლოტი, წყნარი ოკეანიდან, ატლანტის ოკეანემდე უნდა ჩაერთოს, მოსკოვმა იანვარში განაცხადა. შავი ზღვისკენ მიმავალ გემებში შედის „კოროლევი“, „მინსკი“ და „კალინინგრადი“ – ბოსფორის სრუტეში მათი გატარება სამშაბათს იგეგმება. დანარჩენ გემები, – „პიოტრ მორგუნოვი“, „გრეგორი პოპედანოსეცი“ და „ოლენეგორსკი გორნიაკი“, სრუტეს ოთხშაბათს გაივლიან. რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი უკრაინაში შეჭრის რაიმე სახის გეგმებს უაროფს და დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტოებს“ ითხოვს. კრემლის მოთხოვნებს შორისაა, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირება და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა. მონროს კონვენციის თანახმად, ნატო-ს წევრ თურქეთს შეუძლია ბოსფორის სრუტე ტრანზიტისთვის ჩაკეტოს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს. „თურქეთის უფლებამოსილია, ომის დროს სრუტე ყველა უცხოური ხომალდისთვის დახუროს. მას ამის უფლებას ასევე აქვს მაშინ, თუ აგრესია თავად ემუქრება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს უარი თქვას იმ ქვეყნების სავაჭრო გემების ტრანზიტზე, რომლებსაც თურქეთთან ომი აქვს“ – ამბობს იორუკ ისაკი, გეოპოლიტიკის მკვლევარი სტამბოლიდან. თურქეთმა, რომელიც იზიარებს საზღვაო საზღვრებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან შავ ზღვაში, განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი მისთვის მიუღებელია და მოსკოვის მისამართით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა არაგონივრული ნაბიჯია. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, მიმდინარე კრიზისში, კიევსა და მოსკოვს შუამდგომლობა შესთავაზა. ანკარას ორივე ქვეყანასთან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა ერდოღანი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ანკარა იმოქმედებს ისე, როგორც ეს ნატოს წევრ ქვეყანას მოეთხოვება. წყარო: ამერიკის ხმა newsreport.ge/
  11. საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 51 ადამიანი გარდაიცვალა.24 საათში 72 587 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო 7 დღის – 32,45%. newsreport.ge/
  12. რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იზრდება – განაცხადა, NATO-ის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში. “ჩვენ ვისმენთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთის მხრიდან. თუ არ დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, დადგება, რასაც თავად უწოდებენ სამხედრო-ტექნიკური შედეგები. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება.შედეგად, თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, სამხედრო ფორმირებას, მუქარის რიტორიკას და რუსეთის წარსულ მოქმდებებს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე არსებობს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის”.- აღნიშნა სტოლტენბერგმა. newsreport.ge/
  13. ქართული ოცნების ყოფილი წევრი, მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ 2015 წელს ქუთაისში, ნაქირავები ბინის საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები აღმოაჩინა. სოსო ჯაჭვლიანი ინგა გრიგოლიას გადაცემაში ქართული ოცნების წევრებთან მის დაპირისპირებაზე სასაუბროდ მივიდა. სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება 2020 წლის 26 ოქტომბერს “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მის ამ განცხადებას კი წინ უძღოდა გადაცემაში მკლავჭიდის ფედერაციაში განვითარებული პროცესების და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირების განხილვა, რა დროსაც ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის უკან, თბილისის მერი, კახა კალაძეა. ჯაჭვლიანმა ბოლო დროს არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ებრძვიან ოცნების სხვადასხვა წევრები. დღეს კი გაიხსენა ეპიზოდი, როცა საკუთარ ბინაში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინა. იმ პერიოდში სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის წევრი იყო და ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მან საკუთარ ორსაძინებლიან ბინაში დარჩენა შესთავაზა ლუკა კურტანიძეს, რომელმაც მეორე დილით უთხრა, რომ საძინებელში ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ კამერა მეორე საძინებელშიც აღმოაჩინეს. მისი თქმით, ამის შესახებ ის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა, თუმცა სხვა არავისთვის მიუმართავს. ის მოუწოდებს ლუკა კურტანიძეს, ეს ფაქტი დაადასტუროს.</p> newsreport.ge/
  14. ჩეხი მილიონერი, რადიმ პასერი გერმანიის პროკურატურის გამოძიების ფიგურანტი გახდა. ავტომობილ Bugatti Chiron–ის მფლობელმა გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მართავდა ავტომობილს 417 კმ/სთ–ს სიჩქარით შარშან გერმანიაში, საქსონია–ანგალტის მიწაზე მდებარე ავტობანზე. გერმანიის ავტობანებზე ფორმალურად სიჩქარის შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა თუ ქალაქ შტენდალის პროკურატურა პასერის ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, შესაძლოა მას ორ წლამდე პატიმრობა ემქურებოდეს, ან მინიმუმ სოლიდური ჯარიმა. საქმე შეიძლება დაამძიმოს იმან, რომ 2015 წელს პასერმა უკვე განავითარა ავტობანზე 400კმ/სთ სიჩქარე ავტომობილ Bugatti Veyron–ით. ორივე ჯერზე მან ვიდეო იუთუბზე დადო, ამასთან, ბოლო რბოლის ვიდეო, რომელიც მან იანვარში გამოაქვეყნა უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მდიდარმა ავტომფლობელმა ვიდეოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “მთელი მგზავრობის განმავლობაში კარგი ხილვადება იყო. პრიორიტეტი იყო უსაფრთხოება, ამიტომაც სტარტი შესაძლებელი იყო მხოლოდ უსაფრთხო გარემოებებში.“ ვიდეოზე ასახული ავტომობილით მგზავრობა დილის 4:50 საათზე მოხდა. პასერმა წინასწარ შეისწავლა ავტობანის ის მონაკვეთი, სადაც მაღალი სიჩქარის განვითარებას აპირებდა. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსით ავტობანზე მაღალი სიჩქარით მარტო მგზავრობა შეიძლება დარღვევა იყოს, თუ მძღოლი “მგზავრობს ისეთი სიჩქარით, რომელიც სრულიად უადგილოა, მისი მართვის სტილი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ან უგუნურია“– წერს ადგილობრივი მედია. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა, ვოლკერ ვისინგმა დაგმო მძღოლის დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის მიმართ და აღნიშნა, რომ მართალია გზებზე სიჩქარის შეზღუდვა არ არის, მაგრამ ავტომობილი ყოველთვის უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. newsreport.ge/
  15. “ციხეში მოხვედრილი კაცის ციხიდან გამოყვანის დღის წესრიგის შექმნა, კალენდრის დაწერა შეუძლებელია, ხალხნო. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ვიხილოთ ერთ თვეში გარეთ, შეიძლება მოგვიანებით ვიხილოთ – შეუძლებელია… მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი. ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილია ჯერ კიდევ მართვის სადავეებთან, არის ძალზე ძალზე რთული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ციხეში, ტყვეობაში, ისე რომ ჯერ კიდევ ბოლო დღეებს ან თვეებს ითვლიდეს ივანიშვილი, ამის შესაძლებლობაც არის, ამიტომ ვნახოთ. ოჯახის წევრებს შორის საუბარი იმაზე, ასეთი ადამიანის მხარდაჭერის არ მჯერა.. ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვის უფრო უნდა საკუთარი მეგობრის, თანამებრძოლის ციხიდან დახსნა? ამაზე ვინმე სერიოზულად უნდა მელაპარაკოს და მეც სერიოზულად უნდა გავცე პასუხი? ვერ იქნება მზა რეცეპტი, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. გამოსავალია ბევრი ახალი ადამიანის მოზიდვა, ბევრი ახალგაზრდა, პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სწორი მომენტის დანახვა, სტრატეგიული თმენა” განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე მთავარი არხის ეთერში. newsreport.ge/
  16. “ადამიანურად გეუბნებით, მე ვიჯდე ახლა ციხეში და მიხეილ სააკაშვილი იჯდეს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის კაბინეტში, ადამიანურად მართლა მირჩევნია. მაზოხისტი ხომ არა ვარ, რომ ვიღაცა სუს-ის მიერ აგორებული ტალღების შხეფები მესხმებოდეს. ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ბევრი გამოწვევა გაქვს და ამხელა მასშტაბის ადამიანი ტყვეობაში და მოლოდინი აქვთ ადამიანების ნაწილს, რომ შენ იქცევი სპაიდერმენად და საათ-ნახევარში დავგეგმო რაღაც სპეცოპერაცია და გამოვიყვანო მიხეილ სააკაშვილი. ადამიანურად მირჩევნია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ, მე ვიყო შიგნით და ის მუშაობდეს ჩემს გამოყვანაზე. ეგოისტურად? კიბატონო, ეგოისტურად, პოლიტიკურადაც, ადამიანურადაც” თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. newsreport.ge/
  17. “გავიგე, რომ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს ყოველდღე საქართველოს 10-15 მოქალაქე კვეთს! სიგიჟეა, ეს თუ სიმართლეა. ვინმეს გსმენიათ ამის შესახებ? როგორც ჩანს, თბილისში ამერიკის საელჩომ ვიზების დამუშავება შეწყვიტა” წერს ტვიტერზე The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი. newsreport.ge/
  18. „არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია”,– ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მას მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა და მიმართა: “მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო”. „არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა მომთმენია, ეს სიბრძნეა. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი მოთმენა აისახება იმაზე, რომ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და თავი ძალიან ღირსეულად გვიჭირავს, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა, – განაცხადა ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ. newsreport.ge/
  19. “როგორც ჩანს, მას [გიგი უგულავას] ეს არ უგულისხმია, მე გამიკვირდა კიდეც, რომ ყველა ნაცმოძრაობის ქოლგის ქვეშ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქოლგის ქვეშ ყოფნას. კითხვა რომ არ გაჩნდეს სტრატეგია აღმაშენებელთან მიმართებაში, არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრაობასთან არც ქოლგის, ქოლგასთან და ასე შემდეგ დგომას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რა თანამშრომლობის ფორმატი გვექნება, ამაზეც არ ვმსჯელობთ დღეს. თუმცა ხვალ, ზეგ ამაზე დაფიქრება, ალბათ, მოგვიწევს. დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ. დღეს არის სტრატეგია აღმაშენებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივები, ჰყავს წარმომადგენლები პარლამენტში, საკრებულოებში. გვაქვს კონკრეტული თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოვდივართ, ვუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებას, ვერ გვცემენ პასუხს, გაურბიან ჩვენს ინიციატივებს, ვაჩვენებთ ხალხს ამით, რომ საქართველოს შეუძლია წინსვლა, შეგვიძლია ეკონომიკის განვითარება, სიკეთის მოტანა კონკრეტული ინიციატივებით” ასე ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას ინიციატივაზე TV პირველის ინიციატივაზე. newsreport.ge/
  20. “ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად ამისა, გუშინ ბრიფინგი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა. ძალიან სასაცილო ხალხია, რბილად რომ ვთქვათ. როცა კომისიის ხელმძღვანელი გამოდის და დაბეჯითებით ამბობს, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ბრიფინგს აკეთებ და არიქა, ხალხო, მივიდეთ მარეგულირებელ კომისიასთან, თორემ ტარიფები იზრდებაო, არ ვიცი, რას ემსახურება. რატომღაც ჰგონიათ, რომ ხალხს ამით მოატყუებენ და დამატებით დივიდენდებს მიიღებენ. კოტრდება ეს ხალხი, ლეიბორისტულ და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ვგულისხმობ და მაინც იმას ებღაუჭებიან, რომ ვიღაცების ხმები ასეთი აბსურდული განცხადებებით ჩაიწერონ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ, ხალხი გონიერია, ბრძენია. რაც შეეხება ტარიფების ზრდას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ნუ შეწუხდებით, მეგობრებო, ნუ მოხვალთ მარეგულირებელი კომისიის ოფისთან, ამით ვერაფერს ვერ მიაღწევთ და ვერც ხმებს მიიღებთ. პოლიტიკური ოპონენტი არა, მაგრამ ოპონენტი ვარ მათი. ჩვენ ტარიფები დროებით გვქონდა დადგენილი, ვინაიდან ელექტრონული ბაზარი უნდა გახსნილიყო პირველი მარტიდან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე ბაზრის გახსნა გადაიწევს და შესაბამისად ეს დროებითი ტარიფები, რაც გვქონდა დადგენილი, უნდა გადავაგრძელოთ. უბრალოდ იურიდიული დოკუმენტის მიღება მოხდება და მოქმედი ტარიფების გადაგრძელება, ვადის გაგრძელება ხდება. შესაბამისად, არც გადაანგარიშებას ვაპირებთ ამ ეტაპზე და მითუმეტეს ზრდაზეც საუბარი ზედმეტია” განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფორმულას ეთერში. newsreport.ge/
  21. “ფრთიანი ფრაზები არსებობდა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური, როგორც ტერმინი შეიცვალა ქოლგით, ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, ვინაიდან, ნაცმოძრაობის სატელიტებად იწოდება უკვე ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს” ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი გიგი უგულავას ინიციატივას. newsreport.ge/
  22. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.8 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებით 3.31 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3338 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
  23. “ახლა მექანიკური ლაპარაკი ქოლგებზე, ვინ ვისთან როგორ უნდა დაჯგუფდეს, ჩემთვის აბსოლუტურად… მე ვინ მეკითხება, ვინ რას იტყვის, მაგრამ პოლიტიკურ რეალურ ამოცანებში მე ამას აბსოლუტურად ვერ ვხედავ. გამარჯვების ალგორითმი არის პოლიტიკური პარტიების გაზრდა, ენმ იქნება ეს, დროა თუ ლელო. უპირველესი ამოცანა არის ეს. […] არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, პარტიები დასხდებიან და თავისი ზომის, წონის თუ გავლენის მიხედვით კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. ოღონდ კონფიგურაციის ფორმა არის კოალიცია. მე დღეს მოვისმინე რაღაცა ქოლგა, ქვემოთ პატარა ფრაქცია – კოალიცია პრინციპულად ნიშნავს არა ვინმეს ზემოდან და ვინმეს ქვემოდან ყოფნას, არამედ კოალიციური შეთანხმებას, რომ ერთი არ დომინირებდეს. ყველას შეუძლია, ყველანაირ კონფიგურაციაზე ისაუბროს, მაგრამ დღეს კონფიგურაციების პრობლემა არ გვაქვს” ასე აფასებს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ინიციატივას TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  24. “ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდნენ. რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავსა და პარტიის წარმომადგენლებზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ „აბულინგოს“ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ეს ყველაფერი? ავიღოთ მარტივი, აგერ, ელისაშვილის პარტიის მაგალითი, რა უქნეს ბიჭს?! გადაუარეს, გაანადგურეს, დღეს თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“ ასე ეხმიანება თბილისის მერი, კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივას, ნაციონალური მოძრაობა ქოლგა პარტია გახდეს და მასში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს. newsreport.ge/
  25. გიგი უგულავა საკუთარ ინიციატივაზე, ნაციონალური მოძრაობა გახდეს ქოლგა პარტია, Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ მოსაზრებას განავრცობს. მისი განცხადებით, პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ “სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც “შუაშიზმს” ეძახიან” და შექმნან ბლოკი, რომელშიც გაერთიანდებიან ლელო, გახარია საქართველოსთვის, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე. “ეს იქნებოდა “თეთესაყელოიანთა” უფრო ზუსტად კი “ჰალსტუხიანთა პარტია”. რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას ოცნებას. მეტიც ოცნებას წაართვას პოლიტიკური ბიოგრაფია და დატოვოს კობახიძე ღარიბაშვილის ამარა”,– წერს უგულავა. მისივე აზრით, ეს ბლოკი 20-25% ის ფარგლებში აიღებს და კოალიციის შემთხვევაში რეალური მოთამაშე იქნება. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, გიგი უგულავას შეფასებით, ის დღეს, ფაქტობრივად, ოპოზიციის სინონიმი და ერთადერთი პარტიაა საქართველოში. “მას აქვს სახელისუფლო მემკვიდრეობაც და ტვირთიც. ამასთანავე ნაცმოძრაობა პარტიის გარდა არის კონკრეტული იდეის მატარებელი. ის დღეს წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის მემკვიდრეობას, მებრძოლს საბჭოთა მემკვიდრეობასთან – ოცნებასთან. ამასთანავე, ენმ რეფორმას საჭიროებს. მისი კარები უნდა გაიღოს და ის მიმზიდველი უნდა გახდეს რაც შეიძლება ფართო ჯგუფებისთვის. აქაც ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციაში მთავარი პრობლემა უმსჯელობაა, შიდა დისკუსიის არარსებობა ან მიმალვა როგორც ნეგატიური მოვლენის. არადა პირიქით უნდა იყოს! პარტიას რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას, ვერ იქნება ყველაფერზე ერთ აზრზე”,– წერს უგულავა. ის პოსტში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია, ვისაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სტაბილურად აქვს მინიმუმ 25%-იანი მხარდაჭერა. უგულავას აზრით, სააკაშილი უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია, ამიტომ მან მკაფიო უნდა გახადოს, რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას. გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყანაში არაა ამომრჩეველთა 51%, ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს, სააკაშვილს კი პრობლემები დასავლეთშიც აქვს. “ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება. საქართველოს და უკრაინის ბედი მომდევნო ათწლეულში ერთმანეთზე იქნება გადახლართული. უკრაინა იქცა ქართველებისთვის იმ “დიდ ასპარეზად”, რომელის მსგავსს ისტორიულად ჩვენი მსხვილი მოღვაწეები ეწეოდნენ ქვეყნის ფარგლებს მიღმა – ოსმალეთში, ირანში თუ მოსკოვში. (თუმცა ამათგან განსხვავებით უკრაინა პარტნიორი ქვეყანაა). ჩემის აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე სწორი განვითარების გზაა, როცა აქ მმარველი კოალიციაშია ენმ, საქართველო აძლიერებს უკრაინასთან პარტნიორობას, ხოლო სააკაშვილი ამ პარტნიორობის შემკვრელი რგოლია. ის გაცილებით ძლიერი და წარმატებული იქნება უკრაინაში თუ აქ მეგობრულად განწყობილი თანამოაზრე და თანამებრძოლები არიან მმართველ კოალიციაში. ესაა წარმატების ფორმულა, რომელიც მიშამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს”,– წერს გიგი უგულავა. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...