Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    503.357

მაღალჩინოსანი ქალბატონების უხერხული სექსუალური კადრები


PLANETA_INFO

1.855 views

,,ნაციონალები" ,,ქართულ ოცნებას" ფარული ჩანაწერებით დააშანტაჟებენ?

 

,,გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთში გაქცეული სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას განთავისუფლებას ითხოვს. თუ მაისში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს არ გაანთავისუფლებენ და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას არ შეეშვებიან, ის კომპრომატებს გაავრცელებს ფარული ვიდეოჩანაწერების სახით. დღეს ბევრი იცინის, მეგის ქარდავას რამე რომ ჰქონდეს, ან აქ დაატოვებინებდნენ, ან კიდევ, სადაც არის იქ მიიმწყვევდნენო. ფაქტია, არც ერთი გაკეთებულა და არც მეორე...მეტიც, საქართველოს მთავარი პროკურატურა კარგა ხანია, შეეშვა მაღალჩინოსნების დაბარება–დაკითხვებს და მთელი უმრავლესობა ლამისაა გადაჰყვეს ,,ნაცმოძრაობის" ,,გაპატიოსნებას".

რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს მეგის ქარდავას? როგორც ,,ალიას" სანდო წყარო აცხადებს, ეს სწორედ ის ვიდეოჩანაწერებია, რომლის არსებობა ბიძინა ივანიშვილმაც ვერ დამალა ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე. ივანიშვილის თქმით, აჩვენეს ჩანაწერები და ნახა, რომ მისი გუნდის წევრები ხშირად ღალატობენ ცოლებს...,,ალიას" ინფორმატორის მტკიცებით, აქ მხოლოდ კაცებზე არ არის საუბარი, ფირზე დაფიქსირებული ყოფილა რამდენიმე მაღალჩინოსანი ქალბატონის უხერხული სექსუალური მომენტი. ცხადია, როცა მეგის ქარდა ,,ფილმებს" იღებდა, ეს ქალბატონები მაღალჩინოსნები არ იყვნენ, ზოგი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, ზოგი – მაღალი თანამდებობისთვის ემზადებოდა...როგორც კი ივანიშვილს ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, ეგრევე დაუბარებია ,,გოგოები" თავისთან და უკანასკნელი სიტყვებით გამოულანძღავს კულტურულად, მე თქვენ პატიოსანი ქალები მეგონეთო.

ამას ივანიშვილის პოლიტიკურ ,,სასტავში" არავითარი ცვლილებები არ მოჰყოლია, მაგრამ 10 აპრილის პრესკონფერენციაზე, როცა ტელევიზიებისა და გაზეთების ხელმძღვანელებს შეხვდა, ერთი–ორი მინისტრი შემთხვევით არ უხსენებია. რა შეკითხვები და პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ივანიშვილს ერთი–ორ მინისტთან? ისეთი არაფერი, ის ჯერ კიდევ ვერ ,,ხარშავს" ცოლებისა და ქმრების ღალატს. ამ ეტაპზე ხარკი უკვე გადახდილია, დადგა დრო, სულ მცირე, ოთხი–ხუთი სექსუალური მოღალატე მოიშოროს. დროში ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა მეგის ქარდავას მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ამ უკანასკნელს არ უნდა, ვიღაც მეგისამ დააშანტაჟოს და დიდ სკანდალში გაეხვიოს. თუკი ის ,,სექს–მოღალატეებს" მოიშორებს, მერე რაც უნდა, ის ატვირთოს ქარდავამ ინტერნეტ–სივრცეში. მაქსიმუმ, რამდენიმე მაღალი რანგის მოხელის ოჯახი დაინგრევა საქართველოში, მაგრამ ეგ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

რატომ არ იჭერენ მეგის ქარდავას, რომელზეც ,,ინტერპოლით" ძებნაა გამოცხადებული? ამბობენ, რომ ამისთვის თავად ბიძინა ივანიშვილი არ იწუხებს თავს. მეტიც, შესაძლოა, მის ინტერესებშიც იყოს ბაჩო ახალაიას გამოშვება, რათა მიხეილ სააკაშვილი შეაჭმევინოს ცოცხლადო. ეს უკვე წყაროს ვარაუდია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო.... ასე, რომ ,,ქართულ ოცნებას" სასაცილოდ ნამდვილად არა აქვს საქმე, დღეს თბილისში თითქმის ყოველმა მეორემ იცის რაღაც ფარული ჩანაწერების შესახებ, მაგრამ თუ ყველაფერი გამომზეურდა, ამას დიდი სკანდალი მოჰყვება...ისე, უკეთესი იქნება, ვინც უკვე დიდ სკანდალშია გახვეული, თავად გადადგეს, ანუ ჩუმად გაიპაროს ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან, სხვათა შორის, თურმე ივანიშვილის კარზე თითქმის ყველამ იცის, რა ფარული ვიდეოჩანაწერები აქვს გატანილი მეგის ქარდავას".

 

(,,ალია"N32 (2786); ავტორი: გელა ზედელაშვილი)

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...