Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. „მოხარული ვარ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით. ისინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან. ისინი ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ის სიყვარული და თბილი გრძნობა, რომელიც აქვს ამერიკელ ხალხს ჩვენი ძვირფასი მეგობრების, […] Source View the full article
  2. რაზე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილმა და ბუბა კიკაბიძემ სრულად AMBEBI.GE
  3. “ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია “ჰაერიდან მოტანილია”. “დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ან ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს”, – თქვა […] Source View the full article
  4. "2 წელია არ გვინახავს ერთმანეთი, ძალიან მომნატრებია" - სოფო ნიჟარაძემ გამომწერებს ახალი ამბავი გაუზიარა სრულად AMBEBI.GE
  5. პარტია „დროას“ დამფუძნებლი ელენე ხოშტარია „შერიგების“ იდეასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს სიტყვა ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კი. „მინდა, კიდევ გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება “შერიგების” იდეაზე. ეს სიტყვა ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კი. ორი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება: 1. თითქოს ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ პოლიტიკოსები უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ. […] Source View the full article
  6. რუსეთის საგარეო უწყების ულტიმატუმს, ნატომ უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწვერიანებაზე, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს მკაცრი და მტკიცე პასუხი გასცეს. “ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მსგავსი უკრაინის ხელისუფლების პოზიციის, როდესაც ასეთი ულტიმატუმის ენით ესაუბრება რუსეთის საგარეო უწყება ორ სუვერენულ ქვეყანას”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე. პარლამენტის ფრაქცია […] Source View the full article
  7. თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს, თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი იმართება. 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებსაც დააჯილდოებენ. ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც მყიდველს, საბავშვო […] Source View the full article
  8. ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი, ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს. „გიდასტურებთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა […] Source View the full article
  9. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე მივიდა. მას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რაზე აპირებს საუბარს ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან. როგორც ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რომელსაც უთხრა, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ სწორედ უკრაინის მოქალაქეა. „რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე […] Source View the full article
  10. "მაგის კითხვა შეიძლება? ეგ "სეკრეტია" - რა თქვა ბუბა კიკაბიძემ მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე სრულად AMBEBI.GE
  11. კიდევ 64 გარდაცვლილი 12 000 ზე მეტი საერთო ჯამში. პანდემია აღარ იმართება Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 542 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 886 364-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 695 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 187, იმერეთი - 558, ქვემო ქართლი - 182, შიდა ქართლი - 251, გურია - 85, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 117, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 967 საიდანაც: 6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 422, აჭარაში - 516, იმერეთში - 1 307. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 122, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 35, იმერეთში - 34. 1 174 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 742 - თბილისში, 255 - აჭარაში. 38 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 512 ადამიანი. წყარო
  12. "ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას" - სალომე ზურაბიშვილი სრულად AMBEBI.GE
  13. "როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ" - რა პირობა დადო სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას "დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული - ომი, რომელსაც ჩვენ, ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით იმართება. სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მნიშვნელოვანი სამიტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო კიდევ უფრო დაუცველია ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა. პრეზიდენტის თქმით, ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა. „ეს მართლაც დროული ინიციატივაა, ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების წინაშე დგას, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. ომი, რომელსაც ჩვენ ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ, ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, უპირისპირდებიან რა კანონზე დამყარებულ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს: გადაუჭრელი კონფლიქტები, სამხედრო შეჯახებები, ტერიტორიული დავები, ოკუპაცია და გაყინული კონფლიქტები ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს, უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობასა და სტაბილურობას. დამატებით, ახალი და არატრადიციული საფრთხეები აღმოცენდა, რომელთა სამიზნე, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტებია. დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში ახლა ომის ჰიბრიდული მეთოდების საფრთხე ემუქრება, მათ შორის კიბერთავდასხმები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლა და იძულება. ახალი საფრთხე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ასევე გამოწვევაა დემოკრატიების უნარისათვის, იპოვონ სწორი ბალანსი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებას შორის. დაბოლოს, ის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას. საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს (საქართველოს) ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია. როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა. ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახინა. საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა: სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით. ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია. ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას. თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ. თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია. ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. AMBEBI.GE
  14. აფხაზი ტიკ-ტოკერი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართველების და აფხაზების დამოკიდებულებაზე საუბრობს. "2 თვეა რაც თბილისში ვიმყოფები და მე აქ აგრესია ჩემს მიმართ არ მიგვრძნია.აქ ყველა თვლის, რომ აფხაზები და ქართველები ერთნი ვართ. თითქოს ქართველებს აფხაზები მტრები ჰგონიათ, ეს სიცრუე." AMBEBI.GE
  15. ეკა ბესელიამ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძეს თავად არ მიუღია წასვლის გადაწყვეტილება. წყარო: მთავარი არხი AMBEBI.GE
  16. "ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილმა "მოინელა", "გადაყლაპა", - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა. მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოწმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს ერთიანი პოზიცია და შეთანხმება. AMBEBI.GE
  17. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს არ ჰქონდა შანსი შეხვედროდა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მისი თბილისში ვიზიტისას და მსგავსი შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაჩნდეს ოლსონის შემდეგ ვიზიტზე. ამის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ერიკა ოლსონის მისამართით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. „როგორც ვიცი, მერმა კალაძემ განმარტა თავისი […] Source View the full article
  18. დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს სიცრუეში ადანაშაულებს და 25 ივნისის წერილზე განმარტებას აკეთებს. “30 ივლისის გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს რომ გამოაქვეყნებ, არათუ დროს ხარ აცდენილი, არამედ ადეკვატურობასაც. მეც დღეს გავიგე თქვენთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან. მოყვანილი სამი კანონიდან […] Source View the full article
  19. ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში საბოლოო ჯამში მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ფორმირებას ახერხებს. „რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა არჩევნების შემდეგ, თუმცა 2 შემთხვევაში – […] Source View the full article
  20. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის მიმართავენ. მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი დღის […] Source View the full article
  21. პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე, ასევე ეთნიკური უმცირესობებთან და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. „მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ თუ როგორ ხედავს ჩვენი პარტია -„მოქალაქეები“ პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას საქართველოში და რა უნდა […] Source View the full article
  22. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს საკუთარი ფუნქციები აქვთ და „ეკატერინე ტიკარაძეც ფუნქციის შესაბამისად იმოქმედებს“. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მისი დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა. „პარტიის ორგანოები მოქმედებს პარტიის წესდების შესაბამისად. პოლიტსაბჭოს აქვს თავისი ფუნქცია და პოლიტსაბჭოს წევრებსაც შესაბამისად, თავისი ფუნქცია აქვთ და ფუნქციის შესაბამისად […] Source View the full article
  23. “ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!“ - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს “გიორგი ლორთქიფანიძე არა მხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ. მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. AMBEBI.GE
  24. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზთან დაკავშირებით დასკვნა რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ აქვეყნებდნენ იმ იმედით, რომ “ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა”. “სინოდური კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა მიღებულია რამდენიმე თვის წინ. აქამდე არ გამოქვეყნებულა, რადგან რჩებოდა იმედი, რომ დეკანოზ ილია […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...