Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    12
  • comments
    6
  • views
    204.839

ვადიმ აბრამოვიჩი - სააკაშვილმა ჯერ საქართველოში სასჯელი მოიხადოს და უკრაინის ვიცე-პრეიმიერად მერე დავნიშნავთ


PLANETA_INFO

998 views

pic-9fb22d00660e525efd15bf295cd422cf.jpg

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლედიმირ ზელენსკიმ ,,უკრაინსკაია პრავდა-სთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავდაპირველად რეფორმების საკითხებში მრჩევლობა შესთავაზა, თუმცა მან უპასუხა, რომ ეს პოსტი ,,მისი დონის არ არის".

ზელენსკის თქმით, რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერობის პოსტის დაკავება თავად მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო.

ამ თემაზე, უკრაინულმა ტელეარხმა ,,112-მა“ განმარტება ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელს, ვადიმ აბრამოვიჩს სთხოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ორი პოლიტიკოსიდან, რომელიღაცა ურევს.

,,სააკაშვილი ამას წინ გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავებას არც აპირებდა და ამასთან დაკავშირებით არც საუბარი ყოფილა, ახლა ზელენსკი საწინააღმდეგოს ამბობს… როგორც ჩანს, ამ ორიდან, რომელიღაცა რაღაცას ურევს, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

რაც შეეხება, პრეზიდენტის მრჩევლობას, მე თუ მკითხავთ, მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არ არის სააკაშვილის დონე, ამიტომ სამართლიანი იქნება, დავუბრუნდეთ საწყის პოზიციას. ის ჯერ საქართველოში წავიდეს და მოიხადოს თავისი სასჯელი.

საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ახლა სააკაშვილის გამო დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, დაე, ცოტა მსხვერპლი გაიღოს სააკაშვილმა და ამ ორ ქვყანას შორის მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად, საქართველოსა და უკრაინის გულისთვის, საქართველოს ხელისუფლებას ჩაბარდეს. ჩვენ ციხეში ამანათებს არ მოვაკლებთ. რომ მოიხდის, მერე ჩამოვიდეს და ვიცე-პრემიერადაც დავნიშნავთ.“ - განაცხადა უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენელმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...