Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. აზრი უკვე 50 წელია არც ერთ სამეცნიერო პერიოდიკაში აღარ იბეჭდება ევოლუციის საწინააღმდეგო არც ერთი ნაშრომი. ამაზე დავა აღარ მიდის, იმ უბრალო მიზეზით, რომ არაფერია სადაო. ეხვეწებიან კრიაციონისტებს შემოვიდნენ პოლემიკაში და დაბეჭდონ ნაშრომები, თუმცა შეგნებულად გაურბიან ამას, ვინაიდან არანაირი დასაბუთება არ არსებობს, გარდა რამოდენიმე ასეული წლის წინ დაწერილი ბიბლიისა, რომელიც დაწერა მე და შენთან შედარებით აშკარად გაუნათლებელმა ადამიანმა ან ადამიანებმა. ეს მეცნიერები რომლებიც ჩემს მიერ მოყვანილ ვიდეოში ჩანს, არიან აშშ-ს წამყვანი სპეციალისტები თავიანთ დარგებში, ამიტომ შენი მხრიდან მათი ისე რა მოხსენიება არ არის სამართლიანი. ვინაიდან ვერ ბედავენ პოლემიკაში შესვლას კრეაციონისტი ვაიმეცნიერები და თვითნასწავლი ყოლიფერჩიკები ქადაგებენ რელიგურ წრეებში. ხშირად მეუბნები ხოლმე, რომ მე წინასწარ შექმნილი სტერეოტიპები მაქვს, არადა შენ გაქვს ესეთი სტერეოტიპები, ვინაიდან ნებისმიერი საკითხის განხილვისას ათვლის წერტილი გაქვს ის, რომ ბიბლია მართალია და ამის საფუძველზე უყურებ ყველაფერ დანარჩენს, რაც დამეთანხმე გარკვეულად გზღუდავს. აი მე კი, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესაძლებლობას არ ვუარყოფ და თავისუფალი ვარ მსჯელობაში, ყოველ შემთხვევაში, შენზე მეტად, ვინაიდან არაფერი არ არის გაუბათილებელი ჩემთვის, თუკი სამეცნიერო დასაბუთება ექნება. როგორ გჯერა იმ წიგნის, რომელშიც მონობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანებს ათასობით ხოცვა დასაშვებია და ბავშვების მოკვლა, უკაცრავად დაკვლა ხომ პირდაპირ წახალისებულია. აბრაამს რომ ჩვენ დროში ეცხოვრა აუცილებლად დამსახურებულად მოხვდებოდა საგიჟეთში ისააკის მსხვერპლთშეწირვის მცდელობისთვის. კაცმა საკუთარი შვილი კინაღამ დაკლა და ამას მორწმუნეები ზღაპარივით კითხულობთ. ნუთუ არ ფიქრდები რა დონის სადისტური, ავადმყოფური მენტალობა ჰქონდა იმ ადამიანს ვინც ბიბლია დაწერა? ან როგორ აღწერა ეს მომენტი ამაზე გიფიქრია? ჩემთვის ჩიკატილოს დაწერილია ბიბლია. შენ კი ამ წიგნზე დაყრდნობით მსჯელობ ყველაფერ დანარჩენზე.
  2. აზრი კარგი ეხლა რატომ ჯიუტობ თვალი არის ევოლუციის შედეგი და ამაზე მგონი შენს მეტი არავინ დაობს. მეცნიერი რომელიც იტყვის, რომ ღმერთმა ეს თვალები დაგვიყენა, მაპატიე და არ არის მეცნიერი. ნაპოვნი ჩონჩხები და სამარხები ბიბლიამდე მრავალი მილიონი წლის წინანდელია, ბიბლიის დამწერს წარმოდგენა არ ჰქონდა ევოლუციაზე და მეცნიერებაზე, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ ჰქონდა საშუალება სცოდნოდა. ჩვენ კიდე გვაქვს და რატომ ვხუჭავთ თვალებს არ მესმის. რატომ გჯერა ცოტა ხნის წინ დაწერილი წიგნის? ხომ იცი, რომ ვინც ბიბლია დაწერა ჩემზე და შენზე განუვითარებელი იყო, იმ უბრალო მიზეზით, რომ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა. მაშ რატომ გჯერა მაგ საეჭვო ლიტერატურის? და ცდილობ როგორღაც გაამართლო? დროა დაძლიო სიჯიუტე და თავისუფლად შეხედო ყველაფერს, ყოვეგვარი ბიბლიის გარეშე. მემსის, რომ განცდა არსებობს, რომ ამდენი ხანი მაშ ტყუილად მჯეროდა ბიბლიისო და ამპარტავნება არ გაძლევს საშუალებას რეალობა აღიარო, ყველა ეგრე ვიყავით, ამიტომ ამაში სამარცხვინო არაფერია. უბრალოდ ფაქტებს შეხედე. როგორ შეიძლება ბიბლიაში ნაწერს ენდო?
  3. http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/funny/googletr.jpg მიშა მოვდივართ
  4. უი ისევ შვება ჰაჰაჰა გრეჩიხას თარგმნის "ლევან"
  5. გაასწორეს აღარ შვება. ეხლა ვცდილობდი და უკვე აღარ შვება, არადა 30 წუთის წინ "ბატონო მიხეილ ცოლ-შვილი როგორ გყავთ" დავწერე და საინტერესოდ თარგმნა
  6. აბა ეს ფილმი ნახე თვალთან დაკავშირებით http://www.youtube.com/watch?v=fOtP7HEuDYA&feature=related
  7. მისი დოკუმენტური ფილმი საინტერესოა და ჟიჟეკი და დაუკინსი რას უწოდებენ ერთმანეთს რაში მაინტერესებს გირჩევ უყურე გაერთობი
  8. http://www.youtube.com/watch?v=cOzXm6KoMTU&feature=related http://www.youtube.com/watch?v=V-JWGiliOfY&feature=related http://www.youtube.com/watch?v=NfySPHYXLpU&feature=related
  9. ლსდ ? დავიდ კოპერფილდი, იგორ კიო ? თუ უდაბნოს მირაჟები ? (ყველა მონოთეისტური რელიგიები უდაბნოშია დაწერილი ) კონკრეტულად რას გულისხმობ ლაშა? ამოუხსნელი შემთხვევითობა რას ნიშნავს? პასკალმა კამათელს რომ უყურა მიხვდა, რომ არსებობდა გარკვეული ციფრების მოსვლის ალბათობა გარკვეული პერიოდულობით. ჩემი მეზობელი შაქარა დარწმუნებულია, რომ ნარდის დროს ცალ ფეხს თუ აწევს ჰარში და ცალ თვალს დახუჭავს დუშაშს დასვავს და ეს მისთვის ლოგიკაზე მაღლა მყოფია. ვინც ინგლისურს ფლობს ეს ფილმი ნახეთ ძალიან საინტერესოა: http://www.youtube.com/watch?v=pKpKU9ss7w0 http://www.youtube.com/watch?v=5n2LktpT8tY&feature=related
  10. მართლა საინტერესო ლექციაა, ეხლა ვუსმენ. ნამდვილად კარგად აქვს შეკრებილი სხვადასხვა აღმოჩენები და გამოკვლევები.
  11. მოიცა ჯერ იმ პირველს ვუყურებ. ისე რა საინტერესოა არა რაც უფრო ძველი რელიგიის წარმომადგენელია უფრო ტლუ რომ არის, ვინაიდან მაშინდელი მეცნიერება ვერ ქაჩავდა და საზოგადოებაც გაჭედილია. ახალ ახალი რელიგიები ადაპტირებას ახდენენ მეცნიერულ პროგრესთან და უფრო თანამედროვეები ჩანან. მაგ გადაცემას რომ ვუსმენ ის რაბინი საერთოდ განუვითარებელია თუ დააკვირდები. მღვდელი უფრო ცდილობს.
  12. აზრი ხო კიდე ერთი დამავიწყდა: რელიგიას ადამიანი, რომ მიაჩნია დომინანტ სახეობად ამ სამყაროში ეგეც მცდარია. მიკრობები არიან ამ სამყაროს დომინანტები. ხო და იქნებ ღმერთსაც მიკრობის ფორმა ჰქონდა და თავისმაგვარი არსებისთვის შექმნა ეს სამყარო?
  13. აბა განტოლება? და რატომ უნდა აირჩიოს? ადამიანმა უნდა აირჩიოს ის ვინც მას უნდა კომპეტენტურობა არაფერ შუაშია? "ზეინტელექტუალური" ელიტა, რომ იწყებს თავის არჩევანის "ბრბოზე" მოხვევას, ვინაიდან მათი აზრით "ბრბოს არ ძალუძს ნორმალური არჩევანის გაკეთება", მაშინ მივდივართ ტირანიასთან. როგორც არ უნდა ვლანძღოთ დემოკრატია უკეთესს მაინც ვერ დამისახელებთ. ამიტომ თხოვნა მაქვს, ვინც დემოკრატიის ლანძღვას დაიწყებს თან ალტერნატივა დაასახელოს, ისე მარტივია უბრალოდ ლანძღვა.
  14. შენის აზრით თუ დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა, ანუ როგორც მეცნიერები ადასტურებენ მზის, შენს მიერ მოყვანილი, თვისებების გარეშე ხომ ვერ იქნებოდა ევოლუციაც და ამას არც უარყოფს არავინ. ანუ რასაც შენ ამბობ ვერ ვხდები, როგორ გამორიცხავს დიდი აფეთქებით შექმნის თეორიას? ან თუ ესე სრულყოფილია ეს სამყარო და არანაირი დაუგეგმავი მოვლენები არ ხდება, მაშ მეტეორები რატომ გვეცემა, ან ცუნამები რატომ გვკლავს? პავლემ საიდან იცოდა რამე მეცნიერების შეახებ? ტელესკოპიც კი არ იყო მაშინ. გამაგებინე როგორ მოგყავს მაგალითად ინფორმაციულად შეზღუდული ადამიანის სიტყვები. დედამიწის ბრუნვაც გვინაობამდე არ სჯეროდა რელიგიებს. ჯორდანო ბრუნო რატომ დაწვით მორწმუნეებმა? ეხლა არ მითხრა მე რა შუაში ვარო. მეცნიერულ პროგრესთან ადაპტირებას აკეთებთ პერიოდულად და თავი მოგაქვთ მორწმუნეებს. სპინოზას რას ერჩოდა სინაგოგა? უი დამავიწყდა ეკლესიაც. ესეთ დროს ყველა რელიგია შეხმატკბილებულია ხოლმე. რელიგია აფერხებს წინსვლას და მხოლოდ უბედურებები მოაქვს. პ.ს. ეხლა დრო არ მაქვს რომ, გესაუბრო და ერთს გკითხავ უბრალოდ: შენ, რომ თვალი მიგაჩნია ზეარსების დამადასტურებელ ორგანოდ, ერთი გამაგებინე თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის მაგვარი, მაშ რატომ მისცა ესეთი სუსტი თვალი და რატომ მისცა ვთქვათ ძერას, ქორს, ყვავს, ან კატას ჩვენზე ბევრად განვითარებული თვალი? რა არ ემეტყებოდა თავისი მტავარი ქმნილებისათვის ნორმალური მხედველობა? ან თავისმაგვარი არ მოგწონს ? ვინ იცოდა ნეტა ღმერთი როგორი იყო? ზაპაროჟეცებს რომ რელიგია ჰქონოდათ, მათი ღმერთიც ზაპაროჟეცი იქნებოდა.
  15. Saturn რა არის სათუო, არ გადამრიო ეხლა. ბეჯამენ ფრანკლინის და ტომას ჯეფერსონის გარდა მგონი ყველა კავბოი იყო ამერიკაში. აუ ნაღდი ქართულია, რა მე მეგონა მინიმუმ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ეს კიდე სვადებნიში იყო ეგვიპტეში თურმე. მიკვირს ელჩად, რომ არ გაუშვეს ნაცებმა
  16. ოკუფაი ინგლისურად დაკავებასაც ნიშნავს. ანუ თანამდებობის დაკავება, ადგილის დაკავება და ასე შემდეგ. თუ ინგლისურად თქვა ეს სიტყვა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ოკუპაცია იგულისხმა, შეიძლება ჯარმა დაიკავა კონკრეტული ადგილიო უნდოდა ეთქვა, თუმცა დიპლომატს ეს არ უნდა ეშლებოდეს, რომ სხვა ინტერპრეტაცია მიეცემოდა.
  17. აჰა, რომ არ შეცვალო თემა: ნუ ეცდებით დამაჯეროთ, რომ 200 წლის წინანდელი ამერიკელი, რომელსაც ზანგი მონები ყავდა და ინდიელებზე ნადირობდა, მენტალურად უფრო განვითარებული იყო ვიდრე დღევანდელი ქართველი და უფრო მზად იყო დემოკრატიისთვის.
  18. ხო კიდე ნურავინ მეტყვის იმას, რომ დემოკრატიისთვის მზად არ არის ქართველი ხალხი. ნუ ეცდებით დამაჯეროთ, რომ 200 წლის წინანდელი ამერიკელი, რომელსაც ზანგი მონები ყავდა და ინდიელებზე ნადირობდა, გონებრივად უფრო განვითარებული იყო ვიდრე დღევანდელი ქართველი და მზად იყო დემოკრატიისთვის.
  19. ეგვიპტელი, რომ ჩამოვა და შენ გაგესაუბრება, შენც კმაყოფილ ოვაციებს გამოხატავ. ესე თუ გაგრძელდა კიდე 20 წელი საქართველოშიც აღარ ენდომებათ დემოკრატია. მაგას ვდარდობ. განათლებას, რომ ტელესერიალი, ჯეოსტარი და ზონდერების სიყვარულზე "თავისუფალი" თემების კონკურსებით ანაცვლებენ უფრო მალე აღარ ენდომება არავის თავისუფლება.
  20. საქართველოს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არც ქართველებს აქვს სურვილი დემოკრატიული საზოგადოება შექმნას. არიან მართლმადიდებელი რადიკალები. ერთადერთი ოპოზიციური პარტია არის ქრისტიან დემოკრატიული. და თუ არა სეკულარული მიშა რადიკალები მოვლენ და დაენძრევა ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს. აი ესე მიდის შეფუთვა. დღეს კინაღამ ვცემე ჩემი ამერიკელი კოლეგა ამ იდიოტობის გამო. არ ვყოფილვართ დემოკრატიისთვის მზად და ამიტომ ნაციონალები, რომ გვჩაგრავენ თურმე ჩვენთვის კარგი ყოფილა. კომფორტულად გრძნობენ თავს და არავის ადარდებს ჩვენი ყოფა გარდა ჩვენი თავისა. უნდა მორჩეს მიშიკოს და მის მიერ წახალისებული ოპოზიციის ბოგინი. 26 მაისს სტადიონზე ვიყავი და ვამაყობ. სტადიონიდან ხალხი სამებაში წაგვიყვანეს. გულზე კი არ მეხატა მაგრამ რა მექნა ჩემს ძმებს ვერ დავტოვებდი და მეც წავედი. თუმცა ეს მერე მაგრად შეუფუთეს დასავლეთს. აი ხომ ხედავთ რელიგიური ფანატიკოსები მოდიანო. მორჩა მე მაგ იდიოტობას აღარ წამოვეგები. არჩევნების სისტემის მოთხოვნები. ფორუმმა და ალასანიამ უნდა გააგრძელოს ამ საქმეზე მიწოლა. ყოველგვარი ლექსების და ტაშფანდურის გარეშე. საჭიროა ამ ამბავზე მიტინგი, კი ბატონო მივალ მზად ვარ. აი ერთ დღეში დამთავრების მოთხოვნა და მერე სამებაში სალოცავად მისვლისა მე აღარ მჯერა. ზოგს მუბარაკიზაცია წინ გადადგმული ნაბიჯი ჰგონია. მე კი მგონია რომ სიკვდილი სჯობს მაგას.
  21. Saturn პრესა თავისუფალია? არჩევნები დემოკრატიულად ტარდება? ციხეში არც ედიკას ყავდა ბევრი ხალხი, თუ გახსოვს მიშა ლანძღავდა უპრობლემოდ, შენი მინისტრიც ლანძღავდა, მაგრამ არავის დაუჭერია, მაშ რატომ გამოვცვალეთ? კარგი ყოფილა თურმე? კაცი მეხუთედ თუ მეექვსედ არის პრეზიდენტი, ანუ მოკლული აქვს დემოკრეატიული პროცესი და შენ ეხლა ოფიციალურ სამთავრობო ინფორმაციას მიყვები. ეხლა ერთადერთი ვინც უპირისპირდება არის რადიკალი მუსულმანები. დემოკრატიული ოპოზიცია არ არსებობს. რატომ? ხომ ვერ მეტყვი, თუ ესე თავისუფალი საზოგადოებაა მაშ რატომ არ ჩნდება ოპოზიცია, ნუთუ გჯერა, რომ მართლა მოსწონთ 40 წელი ერთი პრეზიდენტი, კორუფცია, უმუშევრობა, შეზღუდული მედია, გაყალბებული არჩევნები? აჰა შენ თვითონ ამბობ რაც ხდება არათავისუფალ საზოგადოებაში. -------- თუნდაც ყველაფერი მართალი რომ იყოს, რაც შენ თქვი, მაინც იქნებ მითხრა ესტონეთმა უფრო სწორი გზა აირჩია თუ თურქმენეთმა? თუქმენეთშიც იმდენი დადებითი რამ მოხდა, იმდენი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდა, რომ მიშიკოს არც დაესიზმრება. აეროპორტი კი იცოცხლე ქვიშა ასაფრენს ფარავს და ყოველ კვირა ახალს აგებენ, ისე კი არ არის ჩვენთან ასაფრენი ბილიკი, რომ 60 ვატიანი სამზარეულოს ნათურებით ნათდება. მოკლედ ლას ვეგასია თურქმენეთი. უი კინაღამ მთავარი დამავიწყდა, ესტონელებს ბევრი პრიალა შენობა არ აუშენებიათ, მარა განათლება აქვთ, თუ არ ვცდები მეორე მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში პირველ ხუთეულს არ ცდება.
  22. ჩემი საყვარელი თემაა, მოიცა მოვიცალო. დღევანდელი მეცნიერება თავისუფლად ამტკიცებს სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობას ზეარსების (ღმერთი) ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ზეარსების მიერ სამყაროს შექმნის თეორიულ შესაძლებლობას, თუმცა ბიბლია და მსგავსი წიგნები რა თქმა უნდა ზღაპარია და ყველა რელიგიაც უაზრობაა, ვინაიდან ეფუძნება ადამიანის მიერ შექმნილ ისტორიებს და არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან. უფრო მეტიც უმეტესად ბოროტად ხდება რელიგიის გამოყენება, რათა მასების დამორჩილება შეძლოს გარკვეულმა ავადმყოფური მიდრეკილებების მქონე ადამიანებმა.
×
×
  • შექმენი...