Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. ეხლა გაიმართა ეგვიპტეში არჩევნები და რა თქმა უნდა უმრავლესობამ "მოიგო", ხოსნის პარტია მაგარია და ხოსნიც "მაგარია", უკვე 40 წელია ქვეყნის პრეზიდენტია და მისი "რეფორმატორი" პარტია მართავს ეგვიპტეს. ოპოზიცია მან რა თქმა უნდა დაკეტა დიდი ხნის წინ, უბრალოდ დატოვა მუსულმანური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ეხლა გამალებით აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს. თუმცა დასავლეთი სდუმს, ვინაიდან რადიკალ მორწმუნეების პარტიას ისევ ხოსნი სჯობს. ნორმალური პარტია ალტერნატივა კი სამწუხაროდ დაკეტეს დიდი ხანია. ამდენად ეგვიპტე წარმატებით თანამშრომლობს და პარტნიორობს დასავლეთთან და არავის პრობლემა არ აქვს, რომ ხოსნი სამუდამო პრეზიდენტია, გარდა ეგვიპტელებისა, რომლებიც კიდევ კარგა ხანი ვერ ეღირსებიან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას.
  2. ხო და გებჟალიას კიდე მედოკი უხდება - შატო ლაფიტე როთშილდი ფაფაა აბა რა არის , ღომზე კურვუაზიე ნაღდად გალელების მოგონილი იქნება გეგეჭკორელებს ნუ აბრალებ. ხო იცი რუსულად გალელს როგორ ამბობდნენ? "გალსკვიჩ" პ.ს. მეც მინდა ქეიფი
  3. "...... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში! "
  4. სითი პარკის 25 ლარი ხო გახსოვთ როგორ შეგვაპარეს, ხალხი რომ არ აბუნტებულიყო, დიდი ტარიფი დააწესეს, მერე "ერზე მზრუნველმა" გიგიმ 25 ლარზე ჩამოიყვანა და გაბედნიერებული სახეები მახსოვს აი როგორ გაგვიმართლა, ბექაურის ცოლშვილს წელიწადში მხოლოდ 25 ლარს ვუხდი მზრუნველი გიგის გამოო.
  5. შენც გიყვარს ზღაპრები? აჰა ეს ნახე კარგი ზრაპარია: "სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე ერთ სოფელში იყო ერთი უშვილო ღარიბი კაცი. ამ ქვეყანაზე არაფერი საზრუნავი არ ჰქონდა. დილიდან საღამომდის მუშაობდა ყანაში. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა ცხვირ-პირზე. დაღამდებოდა და ააყუდებდა სამოყიან თოხს ჯარგვლის ღობეზე, შეაღებდა კარებს, დაანთებდა ცეცხლს, ოზანდარიდან გამოიღებდა ცივ მჭადს და აცუცქიდა ზედ თევზის კუდს. დაწვებოდა, დსასვენება უნდოდა, მაგრამ სიზმარი საშველს არ აძლევდა. ესიზმრებოდა მიცვალებული დედა, რომელიც ვითომ საიქიოს მიათრევდა მას. ამოტომ ძალიან ეშინოდა სიკვდიოლისა. ერთხელ სიკვდილი შემჯდარა თეთრ ცხენზე და ჩამოსულა დედამიწაზე. თურმე ეძებს საიქიოში წასაყვან კაცებს. მიდის გზაზე და ცხენს მიაჯირითებს. ის ღარიბი კაცი შეხვდა პირდაპირ. შიშმა აიტანა, იფიქრა, წამიყვანსო, დამალვაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. სიკვდილმა მიაჭენა ცხენი ამ კაცთან და მიესალმა, შიშისაგან გათავებულმა კაცმა ძლივს უთხრა გაგიმარჯოსო !– ნუ გეშინია, მე შენს წასაყვანად არ მოვსულვარ, ამ სოფლიდან ერთი-ორი კაცი უნდა წავიყვანო და მანამდის ეს ცხენი დამიჭირეო! - გამოელაშარაკა სიკვდილი. კაცმა გამოართვა ცხენი და აღვირი ხელში დაიჭირა. სიკვდილი გაიქცა სოფელში კაცების წამოსაყვანად. დარჩა კაცი მარტო სიკვდილის ცხენთან. იფიქრა: მოდი, სიკვდილს ამ ცხენს მოვპარავ, შევჯდები ზედ და წავალ; მერმე როგორღა მოაკითხავს ვინმეს და ხალხს სიკვდილისაგან ვიხსნიო. შეჯდა ცხენზე. უნდოდა, გაეჭენებინა და იქაურობას გაორებოდა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაიძრა. სიკვდილს მათრახი თან წაეღო და უმათრახოდ ცხენი არ დაიძრა. ზის ცხენზხე და ძალიან წუხს. ცოტა ხანში სიკვდილიც გამოჩნდა. მიუვლ-მოუვლია სოფელში, წამოუყვანია ახალგაზრდა გოგო-ბიჭი. კაცს რომ ცხენზე შემჯდარს მოუსწრო, ძალიან გაუკვირდა: ჩემი ცხენის მოპარვა ხომ არ გინდოდაო? - ჰკითხა. კაცმა ვერაფერი უპასუხა. სიკვდილს გაეცინა. წამოიძრო ხელიდან მათრახი, მისცა და უთხრა: – შემოჰკარ მათრახი ჩემს ცხენს და ცაში აგაფრენს, რაც იქიდან დაინახო, მითხარიო! კაცმა შემოჰკრა მათრახი და სიკვდილის ცხენმა უცებ ააფრინა ცაში. დიდხანს იფრინა უგზო-უკვლოდ და კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდა. – აბა, მითხარ, რა ნახე ცაში? - შეეკითხა სიკვდილი. ღარიბმა კაცმა უპასუხა: – რას ვნახავდი, ვერაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ის კი ძალიან გამიკვურდა, რომ ჩვენი დედამიწა ციდან კვერცხის ოდენა გამოჩნდა! სიკვდილს კიევ გაეცინა და უთხრა: – ბიჭო, თუკი დედამიწა კვერცხისოდენა ყოფილა, როგორ ფიქრობდი, ჩემთვის ცხენი რომ მოგეპარა, ამ კვერცხისოდენა ქვეყანაზე უცხენოდ ვერ გიპოვიდი? ახლა წადი და მეორეჯერ აღარ იფიქრო ცუდ საქმეზეო. სიკვდილი შეჯდა ცხენზე, შემოისვა უკან გოგო და ბიჭი და გაუყვა საიქიოს. შემცბარი ღარიბი კაცი დიდხანს იჯდა შარისპირზე გაფიქრებული."
  6. სტატია იმიტომ მომეწონა, რომ გამოსავალიც დავინახე. განმანათლებლობაა გამოსავალი. ილია ჭავჭავაძემ ეგ 150 წლის წინ დაინახა. ტელესერიალები და იაფფასიანი ურა პატრიოტიზმი დროშების ფრიალი და გულზე მჯიღის ცემით ყანწების თავზე დადგმა და ამით დაქლიავება (ანუ ჯიმშერიზაცია, როგორც ავტორმა მოიხსენია), რაც ხელფეხს უხსნის პეროიან თალიბებს სადისტურად მართონ პეროს გარეშე მყოფი თალიბების დიდი მასა. ან ამ სადიზმზე გაბრაზებული თალიბების რელიგიისკენ გადახრა გამოუვალობის შეგრძნების გაქარწყ ლ ების მიზნით. მოკლედ ამის ალტერნატივა გონების გახსნაა. ეს კი განათლების გარეშე შეუძლებელია. ერთადერთი შენიშვნა მაქვს სახელებთან დაკავშირებით. რას ვერჩით ამა თუ სახელს. შეიძლება ჯიმშერი ერქვას ადამიანს და იყოს კარგი და განვითარებული. ჩემი აზრით ხან მურთაზის ხან ჯიმშერის და ხან ლამზირას ესე მოხსენიება არ არის ლამაზი. ისე კი როგორც აქამდე ვთქვი ორი ხელით ვეთანხმები ავტორის პათოსს.
  7. რა გაცინებს ტარკვიმადას ღიმილით. ტყუილა ხარჯავ დროს მაგ გასართობზე, რელიგია რომ ჰქვია და შემწყნარებლობას რომ ქადაგებთ და თან ხალხს წვავთ კოცონებზე
  8. გილოცავთ, მაგრად იყავით ქრისტიანი თუ არ დაამატე ვერ გაიგებს ხალხი, ორთოდოქსი ებრაელებიც არსებობს
  9. ციციკორეს სადისტური რეჟიმი ნეტა სად შეგროვდა ამდენი სადისტი? რომ ვუყურებ სხვადასხვა სოციალური შრის წარმომადგენლები არიან, უფრო მეტიც სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებლები ან სულაც უიდეო. მათ აერთიანებს მხოლოდ 2 რამ ფულის სიყვარული და სადიზმი. ზოგი ქვეყანა არის სოციალისტური, ზოგი კაპიტალისტური, ზოგიც კიდე სხვა რამ, აი საქართველოს თამამად შეგვიძლია დავარქვათ საქართველოს სადისტური რესპუბლიკა. უბრალოდ რომ წარმოვიდგენ, რომ გაცილებით ნაკლებმა სადისტურმა პერიოდმა ესეთი პროდუქტი მოიტანა მეშინია მომავლის. ამათ მიერ დაჩაგრული და მაგალით მიცემული ადამიანები, რომ გაიზრდებიან რა მოხდება ხომ წარმოგიდგენიათ. გაუთავებელი ჩაგვრა და ციციკორეს იუნგენ ბანაკები. დაუმატეთ კიდე წაგებული ომები და მისგან დატოვილი ფსიქოლოგიური იარები. დიდ უბედურებას გამოვკრავთ ხელს.
  10. ისე როგორც კი ოპოზიცია კონკრეტულ გონიერ ქმედებებს იწყებს, რომელსაც წესით ხელისუფლება ვერაფერს დაუპირისპირებს, მაგალითად ფორუმის მხრიდან საარჩევნო სისტემის გამოსწორება, ამის გარშემო დარაზმვის მაგივრად, მომენტალურად ენერჯი მუხტის მატარებლები აქციას გეგმავენ რომელსაც ან არაფერი მოყვება ან თუ მოყვება ისიც იმიტომ რომ მიშიკომ დაგეგმა და ფაქტიურად გადაფარვას აკეთებენ საღი მოთხოვნის. უკიდურესი რადიკალური მოთხოვნების დაყენება და ოპოზიციის ამ სანახაობრივი მიტინგებით კიდევ უფრო მარგინალიზაცია დასავლეთის თვალში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ან პირდაპირ უნდა გამოაცხადონ შეარაღებული აჯანყება და გადავიდნენ ნაცბანდის დახოცვაზე, რაც ციციკორე ძიას სადისტური რეჟიმის მიმართ დაგროვილი უარყოფითი ემოციების წუთიერი გამარჯვება და კიდე დიდი ხანი ცუდი პერიოდი იქნება, ან თავი დაანებონ ამ ლექსებიან ტაშფანდურა მიტინგებს და დაუბრუნდენ იმ რაციონალური მოთხოვნების გარშემო დარაზმვას, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს პასუხობს. ხელისუფლების მხრიდან ჯერ ალასანიას მიმართ უზარმაზარმა ანტიპიარმა და აგრესიამ და ეხლა ფორუმის მიმართ იგივე ღონისძიებებმა მაინც უნდა აგვიხილოს თვალი, რომ სწორედ მაგის ეშინია ციციკორე ძიას. რაციონალური გააზრებული და ცივილიზებული მეთოდებია ის რასაც ვერაფერს პასუხობს სადისტუირ რეჟიმი ან ადეკვატურად ვერ პასუხობს. აი ტაშფანდურ მიტინგებს ირაციონალური მოთხოვნებით კი წარმატებით იგერიებს როგორც ვხედავთ.
  11. რატომ მემუქრები? მაშინებ? კონკრეტულად რაში გამოიხატება ჩემი ძალათ ღადაობა? შენ რომ წაიღადავე და მე რომ შენი ღადავის შესაბამისი კითხვა დავსვი? თუ მხოლოდ შენ გაქვს ამის ექსკლუზიური უფლება?
  12. სამოთხეში რა ხდება ბალთაზარ, ხომ ვერ მეტყვი? ჯოჯოხეთი მაგრა დეტალურად არის აღწერილი რელიგიურ წიგნებში, მარა სამოთხეზე ძალიან მწირი ინფორმაციაა. იქნებ შენ მითხრა, ამიღწერო. უბრალოდ რელიგიის შემქმნელები მაგარი სადისტები იყვნენ, როგორც ჩანს და მხოლოდ სადისტური მომენტებია დეტალურად აღწერილი. სამოთხეზე რომ მიდის საუბარი ვერაფერს ამბობენ. თან რა უნდა თქვან, რაც კარგია ამ ქვეყანაზე ყველაფერს კრძალავს რელიგია და რაც არ იციან იმას ხომ ვერ დაწერდნენ მოკლედ მიდი აბა ამიღწერე სამოთხე, თორემ მხოლოდ ჩიკატილოების აღწერილი ჯოჯოხეთი ვიცი.
  13. როდესაც სკოტლანიარდი ქუჩაში მარშირებას დაიწყებს სკანდირებით კამერონ, კამერონ და ოპოზიციას რააა, დედის .... აი მაშინ უჩვენოდ დახერხავენ კამერონს და სკოტლანიარდს ისე რომ ერთს ცოცხალს არ გაუშვებენ. ეს ისე ინფორმაციისთვის, რომ იცოდე და შეეშვა შენი თანამოქალაქეების სამართლიანი პროტესტისადმი ცინიკურ დამოკიდებულებას.
  14. ჰეფი სენქსგივინგ დიტო. ხვალ დილით ადრე მეისის კარებთან რიგში არავინ დაგასწროს, უნდა იყოჩაღო ხო იცი რამე სიახლე ხომ არ არის? კომპთან ვზივარ და ველოდები ინფოებს, მანდ მაინც ვიყო
  15. ) ) დაერხა სიდედრიჩს, წარმომიდგენია რა ურტყამს ოჯახის უფროსი თან ის მომწონს მძივი რომ ეკეთა მაშინ რომ ბობოქრობდა, ეგ იმის დასამტკიცებლად, რომ "კარვის ქალი" არ არის . ეხლაც ალბათ მოუთმენლად ელის სიდედრი უკვე ამხტარია და ელოდება აი ესე http://lifeboat.com/images/trinity.matrix.jpghttp://www.eternitypress.co.za/freshair/trinity.jpg
  16. Siknadmo იქ რა მინდა ტყუილად ნერვები უნდა მომეშალოს. ტვინგაყინულ კომენტარებს, რომ დავინახავ ისტერიკა მომივა და ავატარი კიდე უფრო გამიწითლდება. "რა კანონი დაირღვა ან არა ბიჭო გრეჩიხა არ აიყვანდა ბოზებს ან რა არათანამედროვეები ხართ ან აუ რა დაკომპლექსებულები ხართ და რა თქმა უნდა კლასიკა რა დროს ეს არის მტერი 40 კილომეტრშია" ხო ვიცი ეს ეწერება. ისე კითხვა მაქვს ნუ ქართველი გადასახადის გადამხდელი რომ სირზე კიდია ყველას გასაგებია, მაგრამ ამერიკელებს რას ერჩიან. რატომ ამერიკის ტელევიზიას არ აძლევს ოპოები ინტერვიუს და იქაურებს უნდა აუხსნან, რომ საქართველოს ციციკორეს რეჟიმს ნაწილობრივად აფინანსებს აშშ. ანუ ციციკორეს ეროტიულ მასაჟებს და პორნო თავგადასავლებს ნაწილობრივად აფინანსებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელი. ჩვენი ოპო რომ ისწავლის სწორ პიარს, მერე დაენზრევა ციციკორე ძიას რეჟიმს. სკოლის მასწავლებელს მათხოვრული ხელფასიდან თანხას უქვითავენ, რომ ნაცბანდამ იდღნაუროს. თემას სათაური გადაუკეთეთ, უნდა ერქვას "ბოზები და ციციკორეს ნაცბანდა" წარმომიდგენია როგორი ამაყი სახეები ექნებოდათ ურჩისტანის მინისტრებს, თვით უფალ ციციკორე ძიასთან ერთად იდღნაურეს. მიშა და დელეგაციის დანარჩენი წევრები ეხლა უკვე ყ.ით ნაფიცები არიან. მაგარია არა ციციკორეს ძუძუმტე, არა კუტუმტეები არიან ეხლა
  17. ბოზების დელეგაცია საქართველოდან ბოზების მთავრობა მთავრობის წევრების შვილები კიდე .... ციციკორე სააკა რას იტვის ნეტა ამ ბოზობაზე ყველა ბოზს უფრო დიდ პატივს ვცემ ვიდრე საქართველოს მთავრობის წევრს
  18. მაგ სავანეებს კარებებიც აქვს თუ აი ჩხრიალა რაღაცეები რომ კიდია თოკებზე და რომ გაწევ და შეხვალ ეგეთი კარები აქვს?
  19. http://wwwdelivery.superstock.com/WI/223/1555/PreviewComp/SuperStock_1555R-9063.jpg
  20. თემა რად უნდა თავისუფალ აზროვნებას, ან რა უნდა დავწეროთ თემაში? თუმცა რატო მეცნიერული პროგრესი. აი მაგაზე შეგვიძლია ვწეროთ. ხო ჯერ კიდე მანდ ვარ აგნოსტიკებში, მე მგონი, მაგრამ მ-თეორია ვითარდება ფიზიკაში და ეგ რომ სრულყოფილ სახეს მიიღებს და მეც მოვახრხებ გარკვევას (ჩაინიკებისთვისაც რომ დაწერენ მერე) ალბათ უმეტეს კითხვებს გაეცემა პასუხი. ეხლა თვალს ვადევნებ და "იმდენად კარგი თეორიაა, შეუძლებელია მცდარი იყოს" . ხოდა აი მაგის მერე უკვე ათეისტებში გადავალ გული მიგრძნობს
  21. ერთი კითხვა მაქვს, მუჰამედს ბოლო ცოლი ცხრა წლის გოგო ყავდა, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე პედოფილი ვეძახო ხსნილია, თუ არა? მე მგონი სჯობს უწმაწური პოსტი დავსაჯოთ, ან მაშინ ყველა ხსნილი უნდა იყოს და მერე რაღა გვიჭირს ათეისტებსა და აგნოსტიკოსებს
×
×
  • შექმენი...