-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
ierofant ეხლა იძახე დორბლიანი ბავშვივით, არა შენ გგონია მასე არა მე მგონია სწორად და ინეორე. ჩემი პოსტის მერე, სათქმელი არაფერი გქონდა რომ არგუმენტები დაგეწერა. ასე რომ გაერკვია საკითხში და მერე იძახე "სწორად მგონია"-ოოო.. სპეციალისტი არა ტოროგლა კიდე. გეტყბობა რაც ხარ და როგორც "ერკვევი" ხოდა, წადი და უთხარი, კარგად ისწავლონ და კარგად გასწავლონ. აი ხალხო, ხომ დავწერე უკვე, რომ ბოლოს მაგას იტყვიან, გონება ვერ ჩაწვდებაო. აიღო გეზი უკვე იქეთკენ რომ გონება ვერ ჩაწვდება. წავიდა ეკლესიაში, მამაომ უთხრა: შვილო შენი გონება და ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება უნდა ირქმუნო სულითაო შენითაო და მოვიდა ამის მერე და ფორუმზე გვიწერს რომ ამ საკითხების სპეციალისტია, ოღონდ ისეთი რომ თავადაც ვერ ჩამწვდარა საკითხში. ierofant, შენგან და თვქნეგან განსხვავებით, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თუ ვერ ჩაწვდნენ დაკითხს და ვერ გაიგეს, ბრმად არ იჯერებენ და ფანატიჩკები არ ხდებიან. ეს კარგად დაიმახსოვრე. შენ და თქვენ კი, რაც გინდათ ის იწამეთ, მე პირადად არ მანაღვლებს.
-
ierofant ეგ თქვენ გგონიათ მასე, და რადგან თქვენ გგონიათ მასე, ეგ არ ნიშნავს რომ სინამდვილეში მასეა. როცა წერთ რაიმეს, "ამბობს იესო" ან "ამას ამბობს ბიბლია", ციტირება გააკეთეთ ხოლმე და მიუწერეთ ბიბლიის მუხლი რომ ადამიანებმა იცოდნენ რა გაქვთ გულში. ამირანი გულში მღეროდაო ხომ გაგიგიათ. მსგავსი რამ, ბიბლიაში არ წერია. ეგ არის ეკლესიის შეთხზული ალოგიკური დოგმატიკა, რომელიც თავის სათავეს, წარმართული რელიგიებიდან და ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს. თქვენი მოყვანილი შედარება არაადეკვატური, უხეში, არაბიბლიეურია, რომელზეც კომენტარის გაკეებაც კი არ ღირს. ადამიანის აზრი, ან სიტყვა, ან მოქმედება პიროვნებას არ წარმოადგენს. თქვენ კი ამბობთ, რომ სამების თითოეული წევრი პიროვნებააო. ამიტომ, მოყვანილი მაგალითი, უბრალოდ არაადეკვატურია და უადგილო. ჩემ მოკლე კომენტარი, თქვენ მიერ მოყვანილ დანარჩენ არაადეკვატურ შედარებებსაც ეხება, ასე რომ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები. სინამდვილეში, იესო არის ღვთის ძე და არა წარმართული ღვთაება სამების მეორე ან მესამე ჰიპოსტასი (პირი). არც იესო, არც მისი მოწაფეები, არ ასწავლიდნენ მსგავს არაბიბლიურ წარმართულ დოქტრინებს. არც სიტყვა "სამება" გვხვდება ბიბლიაში. არც IV-საუკუნებმედი ბიბლიის კომენტარები ქადაგებდნენ სამსახოვან ღვთაზებას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ბიბლიაში არაა წარმართული ღვთაება "სამების" ადგილი. იესო თავის მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". ვინც სიტყვა "ერთადერთის" მნიშვნელობა იცის, მისთვის ნათელია, რომ წარმართული ღვთაება "სამება", არაქრისტიანული და არა ბიბლიური დოქტრინაა. მოციქული პეტრე, გასაგებად ამბობს იესოზე რომ ის "ღვთის ძეა" (მათე 16:16) და არა წარმართული ღვთაება "სამების" მეორე ან მესამე ჰიპოსტასი.
-
ierofant ეგ თქვენ გგონიათ მასე, და რადგან თქვენ გგონიათ მასე, ეგ არ ნიშნავს რომ სინამდვილეში მასეა. როცა წერთ რაიმეს, "ამბობს იესო" ან "ამას ამბობს ბიბლია", ციტირება გააკეთეთ ხოლმე და მიუწერეთ ბიბლიის მუხლი რომ ადამიანებმა იცოდნენ რა გაქვთ გულში. ამირანი გულში მღეროდაო ხომ გაგიგიათ. მსგავსი რამ, ბიბლიაში არ წერია. ეგ არის ეკლესიის შეთხზული ალოგიკური დოგმატიკა, რომელიც თავის სათავეს, წარმართული რელიგიებიდან და ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს. თქვენი მოყვანილი შედარება არაადეკვატური, უხეში, არაბიბლიეურია, რომელზეც კომენტარის გაკეებაც კი არ ღირს. ადამიანის აზრი, ან სიტყვა, ან მოქმედება პიროვნებას არ წარმოადგენს. თქვენ კი ამბობთ, რომ სამების თითოეული წევრი პიროვნებააო. ამიტომ, მოყვანილი მაგალითი, უბრალოდ არაადეკვატურია და უადგილო. ჩემ მოკლე კომენტარი, თქვენ მიერ მოყვანილ დანარჩენ არაადეკვატურ შედარებებსაც ეხება, ასე რომ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები. სინამდვილეში, იესო არის ღვთის ძე და არა წარმართული ღვთაება სამების მეორე ან მესამე ჰიპოსტასი (პირი). არც იესო, არც მისი მოწაფეები, არ ასწავლიდნენ მსგავს არაბიბლიურ წარმართულ დოქტრინებს. არც სიტყვა "სამება" გვხვდება ბიბლიაში. არც IV-საუკუნებმედი ბიბლიის კომენტარები ქადაგებდნენ სამსახოვან ღვთაზებას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ბიბლიაში არაა წარმართული ღვთაება "სამების" ადგილი. იესო თავის მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". ვინც სიტყვა "ერთადერთის" მნიშვნელობა იცის, მისთვის ნათელია, რომ წარმართული ღვთაება "სამება", არაქრისტიანული და არა ბიბლიური დოქტრინაა. მოციქული პეტრე, გასაგებად ამბობს იესოზე რომ ის "ღვთის ძეა" (მათე 16:16) და არა წარმართული ღვთაება "სამების" მეორე ან მესამე ჰიპოსტასი.
-
მოსესაც ეწოდება ღმერთი და ადამიანებსაც, ღმერთებად ვაქციოთ? :) Student გაფრთიხლებ რომ ჩემს შესახებ დეზინფორმაცია აღად დაწერო! შენ მუსლიმი ხარ და ეს კარგად ვიცი.
-
Nukriko მე რეაგირება მოვახდინე მის პოსტზე, რადგან როგორც მოდერატორმა, გაატარე მის მიერ გამოყენებული სიტყვა "სექტა". ასე რომ, ვხედავ მექანიზმი ამუშავდა, რაც მისასალმებელია. თუ სტუდენტის მიერ დაწერილ სიტყვაზე "სექტაზე" რეაგირება მოხდებოდა თავის დროზე, მე აღარ გამოვიყენებდი იგივე "ენას".
-
Student უზრდელური არაფერი დამიწერია. სიმართლე დავწერე. ვიცი რომ გულზე გხვდებათ ხოლმე სიმართლე მაგრამ, მე მას მაინც ვიტყვი სანამ ცოცხალი ვარ. ჩემი შენ გითხარიო. წაიკიტხე ეკლესიის დოგმატები და განმარტებები და ნახავ. თუ არადა, შემოვა აქ შენნაირი სექტანტი და დაწერს სამების დოგმატზე თავის მოსაზრებებს. ბოლოს ასე დააგვირგვინებს: ეს საიდუმლოა და ამას ადმაიანის გონება ვერ ჩაწვდება". მერე რაა რომ ეწოდება? ბიბლიაში ღმერთი ადაიანებსაც ეწოდებათ, ანგელოზებსაც და ეშმაკსაც, ახლა რა ვქათ, მივუმატოთ თქვენ სამებას ესენიც და ღმერთებად გამოვაცხადოთ? ანეკდოტების ცვენაა რაა შენი პოსტები.
-
paolo 100%-იანი ხარ რასაც ამბობ. იესო ყოველთვის მამაზე დაბლა მდგომია. ეს სამებისტების სურვილია რომ იესო მამას გაუტოლონ. იესო პირდაპირ ამბობს: "მამა ჩემზე დიდია". ძალიან ბევრი ბიბლიური არგუმენტი შემიძლია დავდო მაგრამ ამათ სექტას მეინც ვერ გააგებინებ ვერაფერს. სამება ჰგონიათ ღმერთი და დამთავრდა. რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ძლიერი არგუმენტი დაუდო, მათთვის სულ ერთია. ხომ ხედავ, Studenს დავიწერე იესოს სიტყვები, სადაც იესო მამაისს უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს", მაგრამ არა, არ უნდა რომ იესოს სიტყვებიდან გამომდინარე იმსჯელოს. ეკლესიაში რაც ჩასძახეს, იმას ამოსძახებს მთელი თავისი სიცოცხლე. ასეა მართლმადიდებლური სექტა მოწყობილი.
-
'Student' ჯერ ერთი შეურაცხმყოფელი ტერმინებით ნუ მოიხსენიებ ნურავის. იმ სექტაზე იფიქრე, რომელსაც მიეკუთვნები. მეორე, თურმე ტაჯიკისტანს, კაზახსტანს და სხვა სტანს და თქვენ სექტას მოუტვინია და მსლოფლიო არზე არაა? ეს კიდე ახალი ანეგდოტი. ამას რომ ამბობ: "რაში უნდა აწყობდეს სახელმწიფოს ისეთი ხალხი, ვინც უარს ამბობს ექიმებზე, ჯარში სამსახურზე, პოლიციაზე და ა.შ.?" ჯერ ერთი, მოწმეები უარს არ ამბობენ ექიმებზე და ნუ ეწევი შენი სექსტის სარეკლამო აგიტაცია პროპაგანტას და ნუ დემაგოგობ აქ! მეორეც, სახელწიფოს რა აწყობს და რა არა, თავად უკეთ იცის და არა თქვენმა სექტამ. მაგის იმედი გქონდეთ თქვენ, სექტანტებს. ჯერ მიყვეს და მერე იჭიკჭიკეთ. მოსკოვმა ადრეც წააგო სტრასბურგის სასამართლო და რამდენიმე წლები მოშოშმინებული იყო. ახლა ისევ მოაშოშმინებს კანონი და ასე იქნება ყოველთვის. თქვენი სექტის აგიტაცია კი როგორც ყოველთვის მარცხით დამთავრდება. რელიგიურ საკითხებში ითვალისწინებს. პოლიტიკურში როგორც იკვეთება არა. ისე კარგია ამდენს თუ ხვდება თქვენი სექტა დემოკრატიის გამო გაიმარჯვაო, რადგან მოწმეებს არაფერი დაუშავებიათ. მათი უფლებები დაარღვიეს და კანონმა დაიცვა ისინი. ესაა და ეს. აბა ერთი თქვენ შემოგივარდეთ ვინმე ეკლესიაში და დაგარბიოთ, მოგეწონებათ? დემოკრატია კი ყველა ადამიანზე ვრცელდება. რელიგიურზეც და არარელიგიურზეც, მართლმადიდებელზეც და კათოლკზეც, იეჰოვას მოწმეზეც და არაიეჰოვას მოწმეზეც. ეს დაიმახსოვრე შენც და იმ სექტამაც, რომელსაც მიეკუთვნები. ქვენისთვის უკეთესი რა არის, ცხადია ამას თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს, მაგრამ, ისე უნდა გადაწყვიტოს თავისი შიდა საკითხები, რომ ადამიანის უფლებები არ შელახოს. აი ამას კი გონიერება ესაჭიროება და არა კომუნისტური ან მონათმფლობელური ბერკეტების ამუშავება. რაც როგორც ყოველთვის თქვენს სექტას ახარებს ხოლმე. მარტო მართლმადიდებლობა გინდათ თქვენ, დანარჩენები ძირს არა? თქვენ და დემოკრატია, ისე შორს ხართ, როგორც მე და იაპონური ენა. ახლა დაიანგარიშე რამდენი ქვეყანა და ტერიტორიებია სადაც იეჰოვას მოწმეები კანონით უფლებამოსილნი არიან. დაიანგარიშე და დაწერე. გელოდები. მერე გამოვაკლოთ 25 ქვეყანა და ვნახოთ რამდენს მივიღებთ. ანეკდოტია ყოველი შენი მეორე პოსტი სექტანტო. სექტანტო, XXI-თე საუკუნეში ვართ. ის დრო, როცა გიორგი მთაწმინდელები იყვნენ, ჩაბარდა წარსულს. ახლა დროა დემოკრატია ისწავლოთ! ძლივს ერთი სერიოზული და სწორი ფრაზა არ დაწერა კაცოოო.. ? ძველი აღთქმა რახან ქვია, იმას კი არ ნიშნავს რომ მოძველდა :D ესეც კიდე ახალი ანეკდოტი. რას ქვია არ გითხრა. წერია და რაც გინდა ის იძახეთ ახლა. "ჰალლელუ-იაჰ" ნიშნავს: ადიდეთ იაჰი, "იაჰ"-ი კი ღვთის სახელის შემოკლებული ფორმაა. მაგალითად სახელი ელია, ებრაულად "ელიჲაჰ და სხვები. პატივს რომ სცემდნენ, ბიბლიის მუხლებს არ შეცვლიდნენ. მართალი ხარ, ქარტველი მართლმადიდებელი ბიბლიის მთარგმნელები, ბიბლიას რომ სათანადო პატივს სცემდნენ, არ გადააკეთებდნენ ღვთის სახელს სიტყვა უფლით. მაგრამ, ვაი რომ გადააკეთეს და შეცვალეს ბიბლია სათავისოდ. სირცხვილია, სირცხვილი, მეტი არაფერი! ეს ახალი ანეკდოტია კიდე წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ვინმემ ღვთის ძის სახელი "იესო" შეცვალოს, ანუ გადააკეთოს ქართულ ბიბლიებში სიტყვით "უფლით" ან "მხსნელით", მერე გამოვიდეს და იძახოს, მე ვთარგმნე ისო. იგივე სიბეცეს ამბობ ახლა. სახელი ამა თუ იმ ენაზე გადადის ისე, როგორც ენა იძლევა ამის მნიშვნელობას. სახელის ამოგლეჯა და მის ანგლიას სხვა სიტყვის ჩასმას, თარგმნა არ ქვია, მაგას ქვია ტექსტის შეგნებულად დამახინჯება! მე რაც დაგიწერე, იმასთან ეს რა შუაშია: "გარდა ამისა, მართლმადიდებლები, გარდა ქართულისა, ვერდნობით რუსულ და ინგლისურ ვერსიებსაც". თქვენ რას ენდობით, იმაზე არაა აქვ საუბარი. მე აღვნიშნე ფაქტი, რომ ქარტველი მართლმადიდებელი ბიბლიის მთარგმნელები, ღვთის სახელს გლეჯენ ბიბლიიდან და ცვლიან ისეთი სიტყვით რაც არ წერია იმ ადგილას, სადაც ღვთის სახელი წერია. სირცხვილია მასეთი დამოკიდებულების გამოვლენა მეტი არაფერი, რამდენჯერღა დავწერო. რაც მე დაგიწერე მას მერე, ამას როგორღა ამბობ: "სიმართლის თქმა თუ სირცხვილია, მაშინ გეთანხმები" სიმართლის თქმა სირცხვილი არაა. სირცხვილია ის რასაც თქვენი სექტა აკეთებს, გლეჯს ბიბლიიდან 7000-ჯერ ჩაწერილ ღვთის სახელს და მერე ამბობს, ჩვენ ამ სახელს ვაღიარებთო. სირცხვილია აბა რა არის მასეთი ქმედება.
-
Student ვისაც სიმართლის ცოდნა უნდა და არ სურს მოტყუვდეს ეკლესიის მიერ შეთხზული დოგმატებით. ხო, იძახე ახლა მასე და იყავი. რახან შენ იტყვი. დავწერე უკვე. ყურადღებით იკითხე პოსტები რომ იგივეს წერა არ მომიწიოს რაც უკვე მიწერია. ადამიანო, მე რა დავწერე წაიკითხე. არ მითქვამს ღმერთი ასია ამას აბობთქო. ყურადღებით იკითხე პოპსტები: იესო თავის ღმერთზე ამბობს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ხარო. მიხვდი? სამება გამოირიცხა. იესო თავის მამას უწოდა "ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი". ასე რომ, საღად მოაზროვნე ადამიანები ხედავენ, რომ ბიბლია სამებას არ ასწავლის.
-
gurulo9 შენ როგორც ჩანს, მართლმადიდებლობაშიც ვერ ერკვევი სათანადოდ. აგერ, შენმა სულიერმა ძმამ Student-მა დაგიწერა რომ ღვთის სახელს "იეჰოვა" ჩვენც ვამბობთო. იესო და მისი მოწაფეები ღვთის სახელს წარმოთქვამდნენ. ასე რომ, ღვთის სახელი და ქრისტიანობა არაა ერთმანეთისგან გამიჯნული.
-
Student სასურველი იქნებოდა დაეწერათ: ეს არის ჩვენი ღმერთი" და არა "ეს არის ღმერთი". სამებას არც იესო და არც მისი მიმდევრები ქადაგებდნენ. სამება, არაბიბლირუი სწავლებაა, ანუ IV საუკუნეში ჩამოყალიბებულ-განვითარებულ-შეთხზული ეკლესიური დოგმატია, რომლის თავიც და ბოლოც, თავად ვერ გაურვევიათ ეკლესიის მესვეურთ. მიზეზი კი ის გაქლავთ რომ ის ადამიანის მიერ შეთხზული ფოლოსოფიაა, რომელიც ბერძნული ფოლოსოფიებიდან იღებს სათავეს და რომელიც საღ მსჯელობას არ ექვემდებარება და ბუნდოვანია. როცა ადამიანი საღი ლოგიკით გესაუბრებათ სამებაზე და პასუხები არ გაქვთ, ბოლოს ამბობთ, საიდუმლოაო და ვერ ჩავწვდებითო. :D ანუ, როცა სათქმელი არ გაქვთ, მაგას ამბობთ. ამიტომ, თავიდანვე თქვით რომ სამების შესახებ მსჯელობა არ გსურთ რადგამნ ვერ ჩაწვდებით. "სამება" სინამდვილეში ქრისტიანობამდელ წარმართულ რელიგიებში არსებობდა. იესო თავის ღმერთს, ანუ მამამისს უწოდებდა "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იმედი მაქვს, სიტყვა "ერთადერთის" განმარტება არ დამჭირდება თქვენთვის. :)
-
Student დაუშვათ და აკრძალული იყოს 25 ქვეყანაში კი არა, 50-ში. რა მერე მაგით? რის თქმა გსურს მაგით დააკონკრეტე. რადგან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ანდაც 50-ში დავუშვათ და აკრძალულია, ეს იგი რა? დააბოლოვე. მოსკოვმა კი, მაგრამ არა რუსეთამა. ;) გარდა ამისა, უნდა გახსოვდეს, რომ რუსეთს, არაერთი სასამართლო პროცესი წაუგია ევროპის (სტრასბურგის) სასამართლოში მოწმეებთან. ასე რომ, მოსკოვის სარაიონო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ნუ გგონია თითით საჩვენებელი და სამაგალითო საქციელი, მართებული გადაწყვეტილება რომ ყველამ მას მიმართოს. მოსკოვის სარაიონო სასამართლოს გადაწყვეტილებას მალე ევროპირს სასამართლო განიხილავს და ისეთივე ბედი ეწევა მოსკოვის გადაწყვეტილებას, რაც ადრე ეწია - წააგებს. თუ რატომ წააგებს გახლავთ შემდეგი: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ირწმუნოს და ცხოვრებაში აღასრულოს ის მრწამსი რაც მას სურს. მოსკოვი არ ადგენს ადამიანის უფლებებს. იმედია ეს გემახსოვრება. და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კანონიერი უფლებამოსილება აქვთ აღასრულონ თავიანთი რელიგიური საქმიანობა და მსხაურება. თურმე სინგაპურის, ტაჯიკეთის, და ყაზახეთის მაგალითს უნდა მიბაძოს მთელმა მსიოფლიომ[?] სტუდენტო რასაც აქ გვიწერთ - ანეგდოტია. ეგვიპტე რას თვლის და რას არა, საერთოდ არ წარმოადგენს მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითს ან გადამწყვეთ პოზოცოას. რას გულისხმობ არასწორი ფორმაა. დააკონკრეტე. მართლმადიდებელი ვარო იძახი, და მართლმადიდებლურ ბიბლიაში წერია, რომ "იეჰოვა" ღვთის სახელია. თუ ფიქრობ, რომ შეცომით დაწერა მართლმადიდებელელი ეკლესიის სინოდმა ეს თავის მართლმადიდებლურ ბიბლიაში, სინოდს მიმართეთ და თუ მართალი ქინებით, თქვენს ბრძნულ რჩევას მიიღებს. ;) ეს ახალი ტერმინოლოგია რომ შემოგიღიათ "ძველაღთქმისეული", მეცინება ხოლმე. ბიბლის წერა დაიწყო "ძველი აღთქმით" და ცხადია ღვთის სახელი პირველ რიგში "ძველ ათქმაში იქნებოდა" მოხსენიებული. ასე რომ, ტერმინი "ძველაღთქმისეული" დახმარებას ვერ გაგიწევთ იმაში, რომ ღვთის სახელი დაავიწყოთ ადამიანებს. ;) ღვთის სახელი შემოკლებული ფორმით, "ახალ აღთქმაშიც წერია. (ცნობისათვის!) თქვენ, მართლმადიდებლები, კათოლიკები ან თუნდაც იეჰოვას მოწმეები, ამბობთ თუ არა ღვთის სახელს, მაგით არ ისაზღვრება ღვთის სახელი უნდა წარმოვთქვათ თუ არა. ამასთან დაკავშირებით, ბიბლიაში ღმერთი მიუთითებს რომ მისი სახელით მიმართონ მას. ფაქტი ერთია, რომ მოწმეები ღვთის სახელს პატივს ცემენ. ისინი ღვთის სახელის დავიწყებას არ უწყობენ ხელს. ქართული მართლმადიდებლი ეკლესიისგან განსხვავებით, კათოლიკებიც და იეჰოვას მოწმეებიც, ბიბლიას როცა თარგმნიან, ღვთის სახელს არ გლეჯენ ბიბლიიდან და სხვა სიტყვებით არ ანაცვლებენ. აი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწენი, რაც კი ოდესმე ბიბლია გამოუციათ ქართულ ენაზე, ყოველთვის თვითნებურად ცვლიან ტექსტს და ღვთის სახელს სხვა სიტყვით გადააკეთებენ ხოლმე. ამის შემდეგ, როგორღა ამბობთ: სიორცხივლია, უბრალოდ სირცხილი, მეტი არაფერი.
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არა. -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko ესე იგი,თავიდანვე წინასწარ შექმნილი აზრები ჰქონიათ. -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დამისახელე ერთი სამეცნიერო ჯგუფი მაინც, რომლის მიზანი იყო, ღვთის არსებობის გამოკვლევა და მეცნიერულად დამტკიცება. -
Nukriko სამების შესახებ დოგმატს მრავალი ადამიანი აკრიტიკებდა, როგორც რელიგიური ფენებიდან, ისე ათეისტურიდან. არცერთი კონფესიის მიმდევარი არ ვარ. ყოფილი მართლმადიდებელი ვარ.
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko მიზეზი უკვე დავწერე რატომაც არ ვდებ არგუმენტებს. ისე შენი მოყვანილი დრაკონის იყო და არა რა იყო - მაგარი მეცნიერული არგუმენტი გქონდა :D მასეთ არგუმენტებს რა შეთხზავს.. -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
შენთვის დავდოთ არგუმენტები? http://www.pic4ever.com/images/298.gif -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
რადგან ჯერჯერობით ვინც დაპოსტა ამ თემაში, მათი დაპოსტილიდან ვერ დავინახე იმ არგუმენტების გაცნობის გულწრფელი სურვილი რაც ღმერთის არსებობას უჭერს მხარს, ერთი ჩემი შორეული ნაცნობის სიტყვებს დავუციტირებ, ნახევრად ხუმრობა ნარევი განწყობით... "ღმერთის სასწაულის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე, ეხლა 80 კგ მოაზროვნე პიროვნება ხარ და თავდაპირველად 1 გრამი სითხე იყავი" - http://www.pic4ever.com/images/Ghelyon.gif -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
paolo მართალი ხარ. ყველა რელიგიას ვერც ერთდროულად შეეკამათები და ვერც "ერთ ქვაბში" მოხარშავ. წარმოიდგინე, ხვალ Nukriko-მ ჩამოაყალიბოს თავისი "რელიგია", ანუ თავისი წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრებების მხარდამჭერები, ანუ თანამოაზრეები შემოიკრიბოს გარშემო, მერე წავიდეს, ოფიციალურად დაარეგისტრიროს სახელმწიფო ორგანოებში და ამგვარად მისი რელიგიური მოსაზრებებისა და ვარაუდების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს. თავიანთი რელიგიური მოსაზრებები გაავრცელოს, ისეთი მოსაზრებები, რომელსაც არც ბიბლია დაეთანხმებოდა და არც თანამედროვე მეცნიერული შეხედულებები. ამ ყველაფრის მერე, ფორუმზე შემოვიეს ვინმე ნუკრიკო ნომერი 2 და თქვას, აგერ ნუკრიკო ნომერი 1-ის რელიგიას შეხედე, როგორ იგებს ბიბლიას და მეცნიერებასო და ყველა რელიგიას და ბიბლიას ნუკრიკო ნომერი 1-ის მოსაზრებებისა და ქმედების გამო, ყველას ერთი იარლიყი მიაკეროს, როგორ ფიქრობ, ასეთი განსჯა საკითხის ნორმალურია? ცხადია არა. სწორედ ანალოგიურ რამესთან გვაქვს საქმე, როცა რელიგიების უღვთო წარსულს გადავავლებთ თვალს. ესაა და ეს. -
სამების არაბიბლიური, ანუ არაქრისტიანული დოგმატის თანახმად, არსებობს სამი ღვთაებრივი პირიო (მამა, ძე და სულიწმიდა). სამივე მარადიულიო, ყოვლისშემძლე და თანასწორიაო. სამივე ღმერთიაო, მაგრამ სამება მაინც არა სამი, არამედ ერთი ღმერთიაო. ეს სამი პირი განუყოფელი და ერთარსიაო. ამის საფუძველზე სამების დოგმატის ზოგიერთი მომხრე თვლის, რომ იესო ქრისტეა ყოვლისშემძლე ღმერთია, და იესო და სულიწმიდაც იგივე ღმერთიაო. ნუ, ღმერთების კრებულია, სამი კია მარა მაინც ერთიაო. «სამების ერთბუნებოვნების განსამარტავად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "პირი" [იპოსტასი] და "არსი". ეს არის ბერძენ ფილოსოფოსთა ტერმინები, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება [ღმერთთან დაკავშირებით]. "სამების" ფორმულირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირებები, რომელთა დროსაც [ამ და სხვა ტერმინებს] ზოგი თეოლოგი უმართებულოდ მიაკუთვნებდა ღმერთს» ("Dictionary of the Bible", ჯონ მაკენზი, ნიუ-იორკი). რომის კათოლიკური ეკლესია აცხადებს: «გამოთქმა "სამება" აღნიშნავს ქრისტიანული რელიგიის ძირითად დოგმატს. . . ამიტომ ათანასესეული მრწამსის თანახმად, "მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდა არის ღმერთი; მაგრამ ისინი სამი კი არა, მხოლოდ ერთი ღმერთია". ამ სამერთიანობაში. . . პიროვნებები თანასამარადისონი და თანასწორნი არიან: ყველა ერთნაირად დაუსაბამო და ყოვლადძლიერი» ("კათოლიკური ენციკლოპედია" [The Catholic Encyclopedia]). "ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ დოგმატის ისტორიას და მისი დასაბამი აღმოვაჩინოთ არა ქრისტიანულ გამოცხადებაში, არამედ პლატონურ ფილოსოფიაში. . . სამება ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლება კი არ არის, არამედ გვიანი პლატონისტების სკოლის ფიქციაა" (A Statement of Reasons). ამგვარად, სამება მიჩნეულია როგორც „ერთი ღმერთი სამ პიროვნებაში“. თითოეულზე ნათქვამია, რომ არის მარადიული და დაუსაბამო. ამბობენ, რომ თითოეული მათგანი არის ყოვლისშემძლე და ერთმანეთზე არც მეტი, არც ნაკლები. მოკლედ თუ ვიტყოდი, ალოგიკური ფილოსოფიური კონცეფციაა. მრავალი გულწრფელი მორწმუნე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დოგმატი სამების შესახებ დამაბნეველია, ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას და რომ ამის მსგავსი არაფერი სმენიათ.
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko შენს მიერ გაკეთებულმა ცინიკურმა, ალოგიკურმა და უაზრო ფრაზებმა საბულოოდ დამარწმუნა, რომ არც მეცნიერებაზე გაქვს სწორი წარმოდგენა, არც საღი მსჯელობა არ იცი რას ნიშნავს, არც რელიგიის დანიშნულება იცი რა არის და ეს ყოველივე, შენ თავს უნდა დააბრალო რომ გამომჟღავნდა. თუ ფიქრობ რომ უარგუმენტო, ალოგიკური და უცოდინრობის გამომხატველი ცინიკური ფრზაზებით და სიცილაკებით შენი სუბიექტური ვარაუდები მეცნიერულად დაასაბუთე - ძალიან, ძალიან ცდები. ყველაფრის ბოლოს კი ერთს ვიტყვი: ძალიან ბევრი გაქვს სასწავლი: http://www.pic4ever.com/images/126fs422682.gif -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სასურველი იქნებოდა ფაქტები მოგეყვანა, რაც იმას დაამტკიცებდა რასაც შენ ფიქრობ. ბრმა რელიგიური მოსაზრებები ვისაც ჰქონდა, მათში შესაძლოა გამოეწვია. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რელიგიაზე შეიძლება იგივე ვთქვათ. რომელიმე რელიგია, შესაძლოა დღესაც იმას ფიქრობს, რომ დედამიწა კუზე დევს, მაგრამ, ასეთ რამეს არ ასწავლის მაგალიტად - ბიბლია. ამიტომ ყველა რელიგიურ მოსაზრებაზე და თვალსაზრისსზე იგივეს ვერ ვიტყვით. თეოლოგსაც გააჩნია. ყველაზე იგივეს ვერ ვიტყვით. თუმცა, სასურველი იქნებოდა, კონკრეტული მაგალიტები მოგეყვანა. ყველას თეოლოგის თვალსაზრისი, არ ეჯახება მეცნიერულად აღიარებულ ფაქტებს. იმ თეოლოგების თვალსაზრისი ეჯახება მეცნიერულად აღიარებულ ფაქტებს, რომლებიც არც ბიბლიაში ერკვევიან სათანადოდ და არც მეცნიერებაში. ძალიან კარგი. ეგ იმას ადასტურებს, რომ მეცნიერება არაა სტატიკური, არამედ სწავლისა და განვითარების პროცესშია. მართალი ხარ, მაგრამ, ასეთი დასკვნების გაკეთება, შესაძლებელია, როცა კარგად ხარ ჩახედული, მეცნიერების რომელიმე დარგში მაინც. რელიგია ვერ იქნება მეცნიერებაში სრულყოფილი იმ გაგებით, რომ რელიგიას სხვა დანიშნულება აქვს და მეცნიერებას სხვა. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროებია. სწორი რელიგია, სრულყოფილია რელიგიის სფეროში, ისევე როგორც სწორი მეცნიერული მსოფლხედველობა და მოსაზრებები სრულყოფილია მეცნიერების კონკრეტულ საკითხში. ადამიანსაც გააჩნია. თუ "მორწმუნე" უზომოდ შეჭამს საკვებს და მუცელი ასტკივდება, ღმერთს არ უნდა დააბრალოს. -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Jonathan Livingston ის რისი დამტკიცებაც ეხლა ვერ ხერხდება იმიტომ რომ მეცნიერება არაა სრულყოფილი (ამ ეტაპზე მაინც) არ ნიშნავს იმას, რომ რისი დამტკიცებაც დღეს ვერ ხერხდება, ვერასოდეს მოხერხდება. მარტივია, მაგრამ სინამდვილეა. -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Siknadmo ბევრი რამე იცვლება. დაფიქრდი და მიხვდები. თუ ღმერთი არ არსებობს, მილიონობით ადამიანს ყალბი იმედები აქვთ იმის, რასაც იმედოვნებენ, და თუ არსებობს კი, მათი იმედები რეალურია. ამ ორში დიდი განსხვავებაა. გარდა ამისა, ეს თემა სულ სხვა რამეს ეხება. ის არ ეხება იმას, თუ რა იცვლება იმით ღმერთი არსებობს თუ არა. ის ეხება, რა არგუმენტები არსებობს, რაც ღვთის არსებობას, ან არ არსებობას დაუჭერდა მხარს. ამ პოსტის ზედა კომენტარი წაიკითხე. პ.ს. შეკითხვის დამისას, სასურველი იქნებოდა თუ დააკონკრეტებდი ვის ეკითხები. რადგან არ დააკონკრეტე, ესე იგი, ზოგადად დასვი შეკითხვა და ალბათ სურვილისამებრ გასცემენ თანაფორუმელები შენ შეკითხვას პასუხს.