-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
საზოგადოება ცალკეული პიროვნებებისაგან შედგება. ამიტომ ვამბობ, რომ ცალკეულ პიროვნებებს ამ საკითხის მოგვარება ალბათ არ შეუძლიათ. ერთად უნდა ითქვას სათქმელი, აი ამაშია საქმე. ერთი ისარის გადატეხვა იოლია, ბევრის ერთად კი ძალიან რთული. ცალკეული პიროვნებების შეჩერება, იოლია, საზოგადოების კი არა. რაც ყველამ კარგად იცის.
-
სიამოვნებით დავაკონკრეტებ. ჯერ დავაზუსტოთ რას გულისმობ რომელი წლებით თარიღდებაში? სახარების ბერძნულ ხელნაწერებზე მეკითხები?
-
ჭანო მართალი ხარ, იყვნენ პიროვნებები რომლებიც შეეცადნენ ამ პრობლემის საფაროდ გამოტანა-განხილვას. მაგრა, შედეგებიც რომ იციან, არანაირი სურვილი არ აქვთ ხმის ამოღების. ამაშია უბედურება.
-
ჭანო მართალი ხარ, მასეა. რაც ცხადია სამწუხაროა. მაგრამ, ეს ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. ხმა თუ არამოიღო ადამიანმა და ცხვარივით ჩუმად იყო, არაფერი გამოვა. ამირანი გულში მღეროდაო ისეა საქმე. სინამდვილეში მგონი ყველამ იცის რაც არის პრობლემა, მაგრამ არავის სურს ამ საკითხებზე ანუ როგორც შენ გეწერა ამ "საგანზე" საუბარი.
-
ჭანო ვერსიაბეი უამრავია მართალი ხარ. სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა რომ თავისუფლად დაწერონ ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებების შესახებ. თუმცა, ვინმეს მოსაზრება რომ სინამდვილედ მიიჩნეოდეს, ამისათვის საჭიროა ამა თუ იმ მოსაზრების მხარდამჭერი არგუმენტებიც დაიდოს, სხვა შემთქვევაში, მხოლოდ ფერადფერადი მოსზრებები ვერ იქნება აღქმული როგორც სინამდვილე. მემგონი მეთანხმები ამაში. ჩემი აზრით, იესო იყო ადამიანი, რომელიც გამოგზავნა ღმერთმა, ამიტომ ქრისტიანულ სახელმძღვანელოში - ბიბლიაში - მას ეწოდება ღვთის ძე. ეს ადამიანი საუბრობდა და ასწავლიდა თავისი გამომგზავნელის შესახებ. მის არსებობას და ისტორიულობას რაც შეეხება, არაერთი ისტორიული ჩანაწერი ადასტურებს. პირველი არის ბერძნულ ენაზე დაწერილი 5000-ამდე ხელნაწერი, რომელსაც სახარებები ეწოდება. სახარებების გარდა, არსებობს სხვა, ანუ სახარების გარეთ არსებული ისტორიული ჩანაწერებიც. ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო: იესო იყო ღვთის ძე და არა თავად ღმერთი.
-
zeppelina შარი აქ არაფერ შუაშია. თან ამბობ რომ ღმერთის ძეაო იესო, თან ამბობ რომ ღმერთიო, თან ამბობ არვიციო. :sorry: ანუ შენი აზრით 2 ღმერთი გამოიდა. ეს ავღნიშნე სხვა არაფერი. საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის კიდევ - მადლობა.
-
თუ მამამისია ღმერთი, რაღატომ ამბობ რომ ღვთის ძე ღმერთია. ესე იგი, შენ მრავალღმერთიანობის გწამს. ანუ, პოლითეისტი ყოფილხარ. გასაგებია. რა თქმა უნდა გეტყვი, რადგან შენი აზრით, ღმერთი 2 ყოფილა. ან? ან ის იყო, ან ეს... ღვთაებები "ღმერთ-კაცები" და "ღმერთ ქალები" ქრისტიანული არ არის. ქრისტიანობა მონოთეისტური რელიგიაა იყო.
-
zeppelina სიკვდილის წინ, მილურსმული რომ იყო ავაზაკებთან ერთად, ვის ევედრებოდა იესო სიტყვებით: 'მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ'-ო? ან მარიამს რომ ეუბნებოდა 'მე ავდივარ ჩემ ღმერთთან და თქვენს ღმერთთან'-ო, თავის თავს გულისხმობდა?
-
zeppelina როგორ გავიგოთ შენი პოსტი? ღმერთიც იყო და ღმერთის შვილიც? ანუ, მამაც იყო და ძეეც? :sorry: ხომ არ დაკონკრეტდებოდი ცოტა?
-
მართლმადიდებლური სწავლება საღვთო სახელმწიფოზე
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს არ შეესაბამება. თუ რამდენად შეიძლება მართლმადიდებლური ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო, მიმაჩნია რომ ის შესაძლებელია, თუ კი მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე მაღლა დემოკრატიულ პრინციპებს დავაყენებთ. სხვა შემთხვევაში ძალიან, ძალიან რთული ქინება, რომ ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ მართლმადიდებელი ცნობიერება ექნება, დემოკრატიული სახელმწიფო ააშენოს. ვინაიდან თემა ნახევრად რელიგიური და ნახევრად პოლიტიკურია, ღრმად არ ჩავეფლობი ამ თემაში. -
ქრისტეს მიმდევარს, პეტრე მოციქულს ეჭვი არ ეპარებოდა იმ სიტყვების მართებულობაში, რომლითაც იესოს მიმართა: "შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე" - ჩაწერილია მათეს სახარების 16-ტე თავის 16-ტე მუხლში. ეს არის ერთ-ერთი მონაკვეთი იმ მრავალი ბიბლიური ადგილიდან, სადაც იესო ღვთის ძედ არის მოხსენიებული. ამ გამოთქმასთან დაკავშირებით რელიგიურ ადამიანებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ. ბევრისთვის, ვისაც სჯერა, რომ იესო ღმერთია, ძნელია იმის გაგება, თუ რატომ ეწოდება მას ღვთის ძე. ლოგიკურია, რომ იესო ერთდროულად ორივე ვერ იქნება. სხვები ფიქრობენ, რომ იესო მნიშვნელოვანი ისტორიული პიროვნებაა, ბრძენი ადამიანია ან, უბრალოდ, ღვთის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იყო იესო სინამდვილეში, ღმერთი თუ ღვთის ძე?
-
გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღვივებს
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მე არ ვამბობ რომ ლექსიკიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ სიტყვა "სექტის" გამოყენება. ფორუმზე წესებში შეიძლება შევიდეს ახალი წესი რაც მაგალითად ასეთი ფორმით იქნებოდა (ნუ ამას ზოგადად, ზედაპირულად დავწერ): ა) ფორუმში იკრძელება სიტყვა "სექტის" გამოყენება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულად რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის შესახებ საუბრობ, ან ესაუბრები ფორუმის მომხმარებელს. ბ) აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა. თუ ფორუმის მომხმარებელი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობის მისამართით გამოიყენებს ამ სიტყვას ან თანაფორუმელს უწოდებს "სექტანტს", მიეცეს გაფრთხილება და იგივეს გამეორების შემთხვევაში, ფორუმის წესების გათვალისწინებით დაედოს შეზღუდვა, როგორიცაა დროებით დაპოსტვის საშუალება. მისი პოსტი კი წაიშალოს. ასეთი წესების ამოქმედებით, ხელი შეეწყობა ფორუმში შეურაცხყოფების გარეშე განხორციელდეს დისკუსიები. -
Nukriko მადლობ, საკმარისი კონკრეტიკაა. კი ბატონო, 100%-ით გეთანხმები, რომ თუ ისინი რაოდენობრივად გაიზრდებიან, ან მოდი უფრო "დავძაბოთ" საკიტხის არსი: თუ საქართველოს ან ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი გახდება იეჰოვას მოწმე, ცხადია და დავას არ წარმოადგენს რომ ის სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი საფრთხე იქნება. მაგრამ აქ საქმე გვაქვს "თუ"-სთან და არა რეალობასთან. მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე თუ მივუდგებით ამ საკითხს, ანუ თუ რეალისტები ვიქნებით, მოგვიწევს რეალობის აღიარება, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები არ ქმნიან მოსახლეობის 5 პროცენტსაც კი. ეს კი ბევრმა არ იცის! სახელმწიფო მოხელეებისთვის კი კარგად იციან თუ რა სტატისტიკურ მონაცემებთან გვაქვს საქმე მთელს მსოფლიოში, როცა იეჰოვას მოწმეების რაოდენობაზე ვსაუბრობთ. მოგახსენებ, რომ იეჰოვას მოწმეები, საქართველოს მოსახლეობის 2%-საც კი არ წარმოადგენენ. სახელმწიფოსთვის, ისეთი სახელმწიფოსთვის როგორიცაა საქართველო, მოსახლეობის 2%-ტი იეჰოვას მოწმეებიდან, მამაკაცებს რომლებიც სამხედრო სამსახურში მსახურებისთვის უნარიანებად შეიძლება ჩაითვალოს მათი ასაკისა და ფიზკური მონაცემებით, არ შეადგენს მოსახლეობის 0.2%-საც კი. ანუ საქმე გვაქვს ფაქტიურად არ არსებულ პრობლემასთან. ანალოგიურად დგას საკიტხი მსოფლიოს ნებისმიერ, ვიმეორებ, ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან იეჰოვას მოწმეები არცერთ ქვეყანაში არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის 5%-საც კი. ახლა მოდი ასე ვთქვათ: ვაი და დროთა განმავობაში ეს რელიგიური უმცირესობა გაიზარდოს, მაშინ ხომ დგება საშიშროება და საფრთხე რეალური? რა თქმა უნდა! მაგრამ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები არსებობენ საუკუნეზე მეტია, მაგრამ ისინი მოსახლეობის 5%-ეტს არ აცდელინან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ იეჰოვას მოწმეებს, არცერთი სახელწიფოსთვის არ წარმოუქმნიათ რეალური საფრთხე საუკუნეზე მეტია. იმ ნიშნით, რომ ვაი და ხვალ ისე იყოს, ვაი და ხვალ ასე, მაშინ მსოფლიოში აიკრძალებოდა იეჰოვას მოწმეების რელიგიაც და პაციპისტების მომზრეებიც. (აქვე აღვნიშნავ რომ იეჰ.მოწმეები არ არიან პაციპისტები). მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიური განყოფილებაა და არა იურიდიული, როცა ვიცით, რომ თანამოქალაქეს სიტყვა სექტით მიმართვით ვამცირებთ და ვაღიზიანებთ, გონივრულად მიმაჩნია მსგავსი ტერმინებით არ მივმართოთ. რადგან ასეთი შემართებით ხარ განწყობილი, მაშინ დამისაბუთე რომ ამ კონკრეტულმა რელიგიურმა მიმდინარეობამ, გადაუხვია I საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის სწავლებისგან. მივესალმე შენს მიერ ამ საკითხის განსახილველად თემის გახსნას! უკვე დავწერე იქ ჩემი თვალსაზრისი და სასურველი იქნებოდა თუ წაიკითხავდი.
-
გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღვივებს
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ჭანი, Nukriko და ფორუმის ადმინისტრაციას აფსოლუტურად ვეთანხმები ჭამოს იმ სიტყვებში, რომელიც დავაციტირე ზემოთ. ასეთი ფრთხილი დამოკიდებულებით, დაცული ვიქნებით იმისგან, რომ არცერთ რელიგიურ მიმდინარეობათა უფლებები, ღირსებები და რელიგიური გრძნობები შევლახოთ. თუ რატომ არის ასეთი დამოკიდებულების გამოვლენა რელიგიური ადამიანებისადმი გონივრული, მოგახსენებთ. გამოთქმა "სექტა" ფართოდ გამოიყენება იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც, როგორც ჩანს, არ იციან ამ გამოთქმის სრული მნიშვნელობა. ზოგიერთი ღვთისმეტყველი, დაბნეულობის გამომწვევი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ამ გამოთქმის გამოყენებას, ფაქტობრივად, ერიდება, რაც როგორც აღვნიშნე, დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელია და ვინმეს უკმაყოფილებასა და შეურაცხყოფას გამორიცხავს. მინდა აღვნიშნო, რომ ენციკლოპედიები და ლექსიკონები სიტყვა "სექტას" სხვადასხვა ნაირად განმარტავენ. მაგალითად, "მსოფლიო ენციკლოპედია" (ინგლ.) ამბობს: "ტრადიციულად, გამოთქმა სექტა მიეკუთვნება თაყვანისცემის ან წეს-ჩვეულების დაცვის რაიმე ფორმას". ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, სექტა შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. ახლა დავფიქრდეთ, თუ სიტყვა სექტის გამოყენება შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, მე რომ მართლმადიდებელს სექტა უწოდო, დანაშაულს არ ჩავიდენ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით, მხოლოდ თუ დავამცირებდი ადამიანს და გავაღიზიანებდი. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს საზოგადოდ ცნობილ სიტყვა "სექტა"-ს განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. იგივე ენციკლოპედია შენიშნავს: "XX საუკუნის შუა წლებიდან სექტების ფართოდ გავრცელებამ შეცვალა ამ გამოთქმის მნიშვნელობა. დღეს ეს გამოთქმა ეხება ჯგუფებს, რომელთაც ხელმძღვანელობს, ახალი და არაორთოდოქსული მოძღვრებებისა და ადათ-წესების ჩამომყალიბებელი ლიდერი". ჟურნალი "ნიუსუიკ"-ი ადასტურებს ამ გამოთქმის სახალხოდ გამოყენებას; ის ხსნის, რომ სექტები "ჩვეულებრივ, პატარა, ექსტრემისტული ჯგუფებია, რომელთა წევრები ბაძავენ ცალკეულ ღვთის მიერ შთაგონებულ პიროვნებას და ისაკუთრებენ მის მიზანს". მსგავსად ამისა, ჟურნალი "ეიჟაუიკ"-ი შენიშნავს: "თვითონ გამოთქმა [სექტა] გაურკვეველია, მაგრამ ჩვეულებრივ ნიშნავს ღვთის მიერ შთაგონებული ლიდერის გარშემო ჩამოყალიბებულ ახალ სარწმუნოებას, რომელიც ხშირად საკუთარ თავს ღმერთის განსახიერებად აცხადებს". ენა, რომელიც გამოიყენეს მერილენდის შტატის (აშშ) მე-100 კონგრესის ორივე პალატის საერთო დადგენილებაში, ასევე გადმოსცემს სიტყვა "სექტა"-ს დამამცირებელ მნიშვნელობას. დადგენილება იუწყება: "სექტა არის დაჯგუფება ანუ მოძრაობა, რომელიც ამჟღავნებს გადაჭარბებულ თავდადებას პიროვნების ან იდეის მიმართ და რომელიც თავისი ლიდერების მიზნების მისაღწევად დარწმუნების და ზეგავლენის უზნეო ხერხებს იყენებს". ნათელია, რომ სექტებად ძირითადად ითვლება რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ეყრდნობიან უკიდურეს განზრახვებსა და წეს-ჩვეულებებს და არ ეთანხმებიან დღეს საყოველთაოდ აღიარებულ საზოგადოებრივ ნორმებს. ჩვეულებრივად, მათი რელიგიური საქმიანობა ტარდება საიდუმლოდ. სექტანტური ჯგუფების უმრავლესობა, ფაქტობრივად, თემებად ცალკევდება. თვითმარქვია ლიდერის მიმართ მათი თავდადება, როგორც წესი, უდავო და განსაკუთრებულია. ხშირად ეს ლიდერები ტრაბახობენ იმით, რომ ღმერთის რჩეულები არიან ან ღვთაებრივ თვისებებს ფლობენ. სამწუხაროდ, ზოგჯერ, ანტისექტანტური ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც კი, რელიგიურ უმცირესობებს, "ბაპტისტთა ეკლესიას" (ბაპტისტებს), "50-იანელებს", "იეჰოვას მოწმეებს", მოიხსენიებენ, როგორც სექტას. აქ ჩამოთვლილი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები და ჩვენი თანამემამულეები არიან. აქედან გამომდინარე, განა გონივრული იქნებოდა, მათ სექტანტები ვუწოდოთ, მაშინ როცა კარგად ვიცით, რომ არცერთი მათგანისთვის არაა მისაღები ასეთი დამამცირებელი ფორმით მიმართვა ან მოხსენიება... გვერდით თემაში, რომელიც "იეჰოვას მოწმეებს" ეხება, Nukriko-სთან მსჯელობაში აღვნიშნე, რომ არასწორია დამამცირებელი სიტყვით "სექტად" მოვიხსენიოთ ეს რელიგიური მიმდინარეობა, რადგან ის მთელ მსოფლიოში ოფიციალურად აღიარებულია არა როგორც სექტად, არამედ რელიგიურ მიმდინარეობად. ის რომ ისინი რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ, არ ნიშნავს იმას რომ ისინი, ან სხვა რელიგიურ მიმდინარეობები (რელიგ. უმცირესობები), დამამცირებელი სიტყვებით მოვიხსენიებდეთ. მოწმეებთან დაკავშირებით, საინტერესო აზრი გამოთქვა გაქალაქ სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) მთავრობის ერთერთ მოხელემ: "იეჰოვას მოწმეები წარმოგვედგინა, როგორც სიბნელეში მყოფი ფარული სექტა, რომლის წევრები შეუბრალებლად ხოცავენ ბავშვებს და თავს იკლავენ". მიუხედავად ამისა, რუსეთში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე ხნის წინ უკეთესად გაეცნენ იეჰოვას მოწმეების ნამდვილ ხასიათსა და თვისებებს. საერთაშორისო კონგრესის ჩასატარებლად იეჰოვას მოწმეებთან ერთად მუშაობის შემდეგ იმავე მოხელემ აღნიშნა: "ახლა მე ვხედავ ნორმალურ, მომღიმარე ადამიანებს, რომლებიც ზოგიერთ ჩემს ნაცნობზე ბევრად უფრო უკეთესებიც კი არიან. ისინი წარმოადგენენ მშვიდობიან და წყნარ ხალხს". მან აგრეთვე თქვა: "მე ნამდვილად არ მესმის, თუ რატომ ლაპარაკობენ ადამიანები მათ შესახებ ასეთ სიცრუეს". "იეჰოვას მოწმეები" არ ატარებენ რიტუალურ შეხვედრებს და თავის თაყვანისმცემლობას არ ასაიდუმლოებენ. ამასთან დაკავშირებით, მწერალი, ჯულია მიჩელ კორბიტი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, წერს: "ჩვეულებრივ, კვირაში რამდენჯერმე სამეფო დარბაზებში შეხვედრისას (მათი შეხვედრების ადგილებს არ ეწოდება ეკლესია), მოწმეები დროის ძირითად ნაწილს უთმობენ ბიბლიის შესწავლასა და განხილვას". სინამდვილეში, სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში დარეგისტრირებული რელიგიურ უმცირესობათა (როგორიცაა მაგ. იეჰოვას მოწმეები) შეხვედრები, ღიაა და ყველა დაპატიჟებულია დაესწროს მათ და მოულოდნელ სტუმრებსაც ძალიან გულთბილად ხვდებიან. ეს იმის ნათელ მტიცებას წარმოადგენს რომ ისინი არ წარმოადგენენ საიდუმლო ექსტრემისტულ სექტანტურ დაჯგუფებას, რომელიც შეიძლება სექტად მოიხსენიებოდეს. მწერალი კორბიტი წიგნში "რელიგია ამერიკაში" ამატებს: "მოწმეებმა პატიოსანი, თავაზიანი და შრომისმოყვარე ადამიანების რეპუტაცია დაიმსახურეს". მრავალი, ვინც არ არის მოწმე, აღიარებს, რომ იეჰოვას მოწმეებში არაფერია ექსცენტრიკული ან გასაიდუმლოებული რომ ისინი სექტანტებად მიიჩნეოდნენ. ის რომ მათი რელიგიური თვალსაზრისი განსხვავდება უმრავლესობის რელიგიური თვალსაზრისიგან, არ ნიშნავს რომ ისინი სექტანტები არიან და ასეთი დამამცირებელი სიტყვებითა და ტერმინებით გავაღიზიანოთ ან დავამციროთ. თუ ფორუმზე რელიგიური მიმდინარეობებისადმი სიტყვა "სექტის" გამოყენება არ აიკრძალება, მაშინ მეც და ყველას, სრული უფლება გვექნება, ნებისმიერი რელიგიის მიმდევარს მივმართოთ სიტყვა "სექტანტო"-თი; და ვნახავთ რამხელა უკმაყოფილებას გამოიწვევს ის ადამიანებში. ასეთი სიტყვის ერთმანეთისადმი მიმართვა, მხოლოდ დამცირებას გამოიწვევდა, და ფორუმზე საფუძველს ჩაუყრიდა დაძაბული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც გარკვეულწილად ფორუმის ადმინისტრაციისგან ნებადართული იქნებოდა და აქედან გამომდინარე, ფორუმის ადმინისტრაცია პასუხიმსგებელი იქნებოდა ფორუმში გაჩაღებული დამამცირებელი მიმართვების ნების დართვაში. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო: ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, აფსოლიტურად ვემხრობი და ვიზიარებ იმ ღვთისმეტყველთა (თეოლოგთა) პოზიციას, რომლებიც, დაბნეულობის გამომწვევი პრობლემის ან ადამიანების დამცირებისგან თავიდან ასაცილებლად, საერთოდ ერიდება ამ გამოთქმის გამოყენებას, როცა კონკრეტულად საუბრობენ რომელიმე რელიგიაზე, იქნება ის რელიგიური უმრავლესობა თუ უმცირესობა. და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, რომ თუ სიტყვა "სექტას" რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობათა მისამართით არ გამოვიყენებთ, არაფერი დააკლდება ფორუმს და არც ფორუმში მპოსტავ ადამიანევს, ხოლო ამ სიტყვის გამოყენებისაგან თავის არიდება კი, რელიგიური მიმდინარეობებისადმი პატივისცემის გამოვხატვის გარანტია იქნება! დანარჩენი კი თავად ფორუმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტოს. -
Nukriko შენ ვერ დააკონკრეტე, ვერც დაასაბუთე, ის რასაც ამბობდი. შენ ამბობდი რომ მოწმეები სახელმწიფოს საფრთხესო უქმნიანო. მე გეკითხები: რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ (უკვე) შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს ან თუნდაც საქართველოს? ვერ ასახელებ. რომ გეკითხები იცი თუ არა საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს წარმოადგენენ იეჰოვას მოწმეები, ამბობ არ ვიციო. ვარაუდებზე აგებული მონაცემებით აკეთებ დასკვნებს. ეს უკვე ნათელყოფს შენი დასკვნებისა და მოსაზრებების ხარისხიანობას. იურიდიულად სახელმწიფოში რელიგიური მიმდინარეობების არსებობა და მოღვაწეობა, ნებადართულია, რადგან სახელმწიფოს ისინი არანაირ არ მიაჩნია საფრთხედ. რაც შეეხება თეოლოგიურ მხარეს: თეოლოგიური შეფასებები სახელმწიფო საფრთხის განმსაზღვრელი კრიტორიუმი ვერ იქნება. სულ მცირე ერთი მიზეზის გამო: თეოლოგები თეოლოგიურ საკითხებს სხვადასხვა ნაირად აფასებენ; ერთს ისეთი მოსაზრება აქვს, მეორეს საპირისპირო. ეს სიცრუეა და უხეშად რომ ვთქვათ დემაგოგიაა. არის შენი ან ვინმე ცალკეული ადამიანი პირადი მოსაზრება. როგორც შენი პოსტიდან მჟღავნდება, არც იეჰოვას მოწმეების წარმოშობის და განვითარების ისტორია იცი, და არც სიტყვა სექტის მნიშვნელობა. და ბოლოს, ფორუმი ქართულია და წერე ქართულად. არ გეტყვობა რომ თავს იკავებ. საქართველოში, იეჰოვას მოწმეები, სახელმქიფომ სცნო ოფიციალურად რელიგიურ მიმდინარეობად და არა სექტად. ცალკეული პირი, თეოლოგი ან მღვდელი რომელიმე რელიგიას სექტანტად, "მწვალებლად" ან ეშმაკეულად მიიჩნევს, ეს არ ნიშნავს რომ მათი პირადი მოსაზრება აფსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. როგორც მოდერატორს, რომელიც აცხადებ რომ შეურაცხყოფებისაგან მაქსიმალურად იკავებ თავს, მინდა გთხოვო, რომ ნუ მოიხსენიებ ნურცერთ რელიგიას სექტად და მწვალებლად, რომელიც ქვეყანაში აღიარებულია რელიგიად. სექტანტებად მოხსენიება არის მათი შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიება, რადგან სიტყვა სექტას დღეს სწორედ რომ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დატვირთვა აქვს. იმედია გაითვალისწინებ მიუკერძოებლად მოცემულ მეგობრულ რჩევას თუ გსურს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არ დაამცირო და პატივისცემა გამოხატო სხვა ადამიანების რელიგიური არჩევანისადმი.
-
Nukriko შენ ამბობდი, რომ იეჰოვას მოწმეები ევრობის ზოგიერთ სახელმწიფოში შეზღუდულიაო. მე კი გკითხე: რას გულისხმობ შეზღუდულიაში? დამისახელე ევროპის სახელმწიფო, სადაც იეჰოვას მოწმეებს რელიგიაზე საუბარი (ქადაგება) აკრძალული აქვთ და ამის გამო შეძღუდულები იყვნენ. მე ის გკითხე რანაირები ხდებიანთქო? არც პირველ შეკითხვაზე გამეცი პასუხი არც მეორეზე. აი მე რა გკითხე: რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს? აქვე ერთ შეკითხვას დაგისვამ, რაც შენს კოლეგას დავუსვი და დღემდე მხოლოდ ფხუკუნებს და პასუხი არ აქვს: იცი თუ არა, რამდენ საქართველოს მოსახლეობის პროცენტს შეადგენენ იეჰოვას მოწმეები? მოდერატორი ხარ, და იმდენი ხომ უნდა გესმოდეს, რომ რელიგიას, რომელიც კანონიერად არიდ დარეგისტრირებული ქვეყანაში როგორც რელიგიური მიმდინარეობა, შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებ და მოიხსენიებ "სექტად". როგორც ჩანს არ იცი სიტყვა სექტის მნიშვნელობა. თუ მხედველობაში გაქვს იეჰოვას მოწმეები, მოიხსენიე რელიგური მიმდინარეობა, ან რელიგიური უმცირესობა ან "იეჰოვას მოწმეები". როგორც მოდერატორი, სხვებს უნდა მოუწოდებდე შეურაცხმყოფელი ფრაზებისაგან თავის შეაკვებას და მაგალითს აძლევდე. ვერ გავიგე, ფორუმებში მოდერატორობა მონოპოლია და მონათმფლობელობა რატომ ჰქონიათ ზოგიერთებს.
-
Nukriko რას გულისხმობ შეზღუდულიაში? და რა არის საფრთხე, რაც ამ მცირე რელიგიურ მიმდინარეობამ შეუქმნა რომელიმე სახელმწიფოს? ამ შეკითხვებზე მიპასუხე ჯერ და დანარჩენს ნელნელა მივყვეთ. პ.ს. სექტის მნიშვნელობა თუ არ იცი ნახე მაინც და ისე უწოდე. ლიცი წერე ახლა "ფხუკ" და იყავი მასე.http://www.pic4ever.com/images/consoling2.gif არგუმენტების დეფიციტმა იცის ეგრე.
-
ლიცი არაუშავს, სამომავლო გამოცდილებისთვის გამოგადგება რომ ხმამაღალი განცხადებები აღარ გააკეთო ხოლმე. დროებით :hello:
-
ლიცი არგუმენტების დეფიციტს განიცდი? http://www.pic4ever.com/images/kaffeetrinker_2.gif
-
ლიცი გამარჯობა როგორც იკვეთება, ამ საკითხებში ნამეტნავად კარგად ჩახედულ ადამიანად იცხადებ თავს შენი ხმამაღალი პოსტებით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გაგვიზიარებ შენს შეხედულებებსა და ვარაუდებს და იმასაც, თუ რას ეფუძნება შენი პირადი მოსაზრებები. ახლა დავიწყოთ, შენი არარეალური, ანუ სინამდვილისგან ძალიან შორს მყოფი პირადი მოსაზრებების გაშიშვლება. ისე კი თქვი დარწმუნებით, "ვერ გააშიშვლებო", მაგრამ, თუ ის იქონიე მხედველობაში რომ ბანს დამადებ და ამიტომ ვერ გავაშიშვლებ შენს პირად მოსაზრებებსა და ვარაუდებს როგორც არარეალურსა და სინამდვილისგან შორს მყოფს, ეგ სხვა საკითხია. თუ საშუალებას მომცემ დავწერო, შევეცდები დაგანახო რომ რასაც შენ ამბობ არის არარეალური და ალბათ წინასწარ შექმნილი აკვიატებული შეხედულებებიდან გამომდინარე მცდარი თვალსაზრისი. დავიწყოთ: 1. იცი თუ არა საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს წარმოადგენენ იეჰოვას მოწმეები? 2. შეგიძლია თუ არა დაასაბუთო შენი მოსაზრება ლოგიკური მსჯელობითა და არგუმენტბეით, რომ ეს მცირე, უწყინარი რელიგიური მიმდინარეობა "ანგრევს საქართველოს"? (დაასაბუთე როგორ ანგრევენ, რა აქვთ უკვე დანგრეული და ასე შ...) ჯერ ამით შემოვიქარგლები, დანარჩენს ცოტა მოგვიანებით. ახლა კი, შენს პოსტს დაველოდები. (წარმატებები.) http://www.pic4ever.com/images/kaffeetrinker_2.gif
-
არჩილი ზღაპრეს რატომ გვიყვები? :siriko: არც ადამიანს აქვს ის სული რომელსაც შენ გულისხმობ და არც ცხოველს. ადამიანიც და ცხოველიც, ორივე თავად წარმოადგენენ ცოცხალ სულს. როცა ზღაპრებს მოყვები ხოლმე (მართლმადიდებელი ეკლესიიდან წამოღებულებს), თან არგუმენტები მოიყვანე, თორემ დღეს XXI-თე საუკუნეა და არა X-თე საუკუნე რომ ეკლესიის ზღაპრების კიდევ დაიჯერონ ხალხმა. წარმატებები. :hello:
-
მსოფლიოში 170 სხვადასხვა რელიგიაა. ყველა მათგანი "ერთადერთსა"
აზრი replied to ლ ი ც ი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არჩილი გამარჯობა. კარგად გითხრეს მგონი: მოიტანე არგუმენტები რატომაა ესე? ახლა მიპასუხე: მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან? ან ხო, ან არა. მიპასუხე. თან მოაყოლე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებიდან დამადასტურებელი არგუმენტი. თუ არა და, აქ ნუ უკეთებ მართლმადიდებელ რელიგიას რეკლამას. თავისი გასაჭირიც ჰყოფნის. მომინდოეს აქ ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნეობად თავის გამოცხადებაააა.. -
აუFF ახალი ამბავი თქვი ისეთი რამე რომ არ ვიცოდეთ
-
Siknadmo მაგ სიტყვების ავტორი შენ ხარ? ეგეთ რამეს იესო ფარისევლებს არ ეტყოდა. როგორც ჩანს რაღაც ვერ გაიგე სწორად.
-
ჭანო რადგან დაიწყე ბიბლიაზე იმის თქმა რასაც ამბობდი, ვიფიქრე დასაბუთების სურვილიც, დროც, ნერვებიც და არგუმენტებიც გექნებოდა. რადგან წყვეტ, შენი ნებაა. მე შენს ნაცვლად ვერ დავწერ. დროებით. :hello: