Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. სული თავად ადამიანია. არასოდეს დაგითვლიათ ოთახში რამდენი სული ვართო? თუ დაგითვლიათ რა დაგითვლიათ? ადამიანები თუ აჩრდილები და სულები?
  2. ნამდვილად საინტერესო იქნება მისი სტუმრობა.
  3. არც ცხოველს აქვს სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ გააგრძელებდა სიცოცხლეს და არც ადამიანს. ცხოველიც და ადამიანიც, თვითონაა სული. სულის უკვდავების რელიგიური მითები, ძველი რელიგიებიდან მოდის - ბაბილონური და ეგვიპტური რელიგიებიდან. ღმერთმა ადამიანიც და ცხოველებიც სულებად შექმნა. მათთვის რაღაც, აჩრდილისებული უკვდავი სულები არ ჩამოურიგებია.
  4. მე მწამს რომ ღმერთი არსებობს. ანუ რომ არსებობს ის ვინც შექმნა სამყარო და ყვეაფერი რაც სამყაროშია. ის ფაქტი, რომ ადამიანებმა ზუსტად არ ვიცით როგორ და როდის შეიქმნა ეს ყველაფერი, არ მიმაჩნია საკმარის მიზეზად რომ ის ვამტკიცოთ თითქოს ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არც ისეთ ბაბუაწვერად მიმაჩნია რომელიც ღრუბლებში სადღაც შორს ზის და არაფერი ანაღვლებს რა და როგორ ხდება დედამიწაზე. არც ფრთიანი ანგელოზები დარბიან მის გარშემო და არც ადამიანის ფორმისაა. ღმერთი მე მიმაჩნია ცოცხალ პიროვნებად, რომელიც ადამიანის თვალით შეუძლებელია დაინახო. ანუ ფიზიკურად ვერ დაინახავ ღმერთს. ის ვინც სამყარო შექმნა, ის სამყაროზე გაცილებით მაღალი, ძლიერი და რთული უნდა იყოს. მას ბოლომდე ვერ გავაცნობიერებთ. სამყაროს 95%-ტი მეცნიერებისთვის შეუცნობელია. ახლა მითხარით, სამყაროს შემქმნელის შეცნობა და გაგება ადამიანს შეუძლია? ის თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი, ამის გაგება მჯერა რომ შესაძლებელია. ქრისტიანობა (და არა მართლმადიდებლობა) ასწავლის თუ ვინაა ღმერთი, როგორია ის და რა განზრახვები აქვს ადამიანებთან მიმართებაში.
  5. Lanius ბასილ მკალავიშვილმა, და მისმა მართლმადიდებელმა ბრბომ, უამრავი საზიზღრობა ჩაიდინეს. ისინი არც თავიანთ თავს, არც თავიანთ რწმენას, არც იმ რელიგიურ მიმდინარეობას რომელსაც გამოეყვნენ და არც თავის თანამოქალაქეთა უფლებებსა და რწმენას სცემდნენ პატივს. მკალავიშვილი კი არა, მთელი მისი თვითმარქცია ბრბო უნდა ჩაესვათ ციხეში. კიდვე კარგად გამოძვრნენ ეგ ყურუმსაღები. რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მისი ანათემად გადაცემაც არაზუსტი ინფორმაციაა მგონი. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტიც. მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ დაგმო მკალავიშვილის საქციელი. კარგად მახსოვს როცა მკალავიშვილი თავის ბრბოსთან ერთად რელიგიურ უმცირესობებს დევნიდა, სცემდა, შეურაცხყოფდა და ასე შემდეგ, საპატრიარქოს ზოგიერთი მუშაკი გამოვიდა ერთი-ორჯერ და ტელევიზორში თქვა, რომ მკალავიშვილი არ არის ჩვენი ეკლესიის მღვდელიო. იმის ნაცვლად რომ დაეგმო, ხმამაღლა ეთქვა რომ ხალხნო, ის რასაც ეს კაცი აკეთებს არაქრისტიანულია, სახელმწიფო ალბათ ზომებს მიიღებს და უმოქმედოდ დიდხანს არ იქნებაო. ამის ნაცვლად გამოვიდოდა ჩუმად წაიჩურჩულებდა საპატრიარქო რომ ბასილა ჩვენი მღვდელი არააო. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ბასილას პარპაშს, პოლიცია იდგა და იცინოდა როცა მკალავიშვილი ბაფტისტებს, იეჰოვას მოწმეებს, 50-იანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უდანაშაულო ხალხს ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდა. ამ დროს, გამოდიან მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები დ აამბობენ, იცით რაა, მკალავიშვილი არაა ჩვენი ეკლესიის წევრი და მორჩა. ამით თქვეს თავის სათქმელი. არა და ვინ იცის რამდენ მართლმადიდებელს უხაროდა მკალავიშვილი სპარპაში... მოკლედ, როცა შევარდნაძის მთავრობა როგორც იქნა წავიდა, სათავეში მოვიდა სააკაშვილი და დღეს არსებული მთავრობა. რატომ დაიჭირეს მკალავიშვილი იცით? იცით თუ არა? იმიტომ რომ დასაჭერი იყო. ტელევიზორში აჩვენეს როგორ სცემდნენ მკალავიშვილი და მისი ბრმა ბრბო ჯოხებითა და კეტებით და ქვებითაც გიგა ბოკერიას და რამოდენიმე სხვა უდანაშაულო ადამიანს. გიგა ბოკერია რომ მოვიდა მთავრობაში, კანონის ძალით დასაჯა მკალავიშვილი. სანამ ეს მთავრობაა, მკალავიშვილისტები და მკალავიშვილი, ვეღარ შეურაცხყოფს უდანაშაულო ადამიანებს, რელიგიურ უმცირესობებს და მათ ვინც ადამიანის თავისუფლებას აფასებს! საბოლოოდ კი იმას ვიტყვი რომ, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ვინმეს რწმენა, ჩვენ იმდენი შეგნება უნდა გვქონდეს რომ სხვა ადამიანების პირად არჩევანს პატივი ვცეთ და იმისათვის რომ იგივენაირი რელიგიური შეხედულებები არ აქვს სხვას, ამისათვის არ უნცა ვაქციოთ ასეთი ადამიანები დაცინვის ან დამცირების ობიექტად. პატივი უნდა ცეთ ყველა ადამიანის მრწამს, სარწმუნოებას და არჩევანს.
  6. Siknadmo არ უნდა აღვიქვათ? თუ არ უნდა აღიქვებოდეს? გვარიგებ თუ უბრალოდ აზრს აფიქსირებ? ვისაც უნდა აღიქვას მეგობარო და ვისაც უნდა არა. არ უნდა აღვიქვათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რას ქვია არ უნდა აღვიქვათ. გვარიგებ? ჩვენი ნებაა რას როგორ აღვიქვამთ ხომ ასეა? ვინ რა მნიშვნელობას მიანიჭებს საგნებს ეს მისი საქმეა. მაგრამ, რომ ამბობ ქრისტიანი ვალდებულია ატაროს ჯვარი ეს სიცრუეა. ქრისტიანობა არავის ავალდებულებს ისეთი საგნების ტარებას როგორიცაა ჯვარი და მისი მსგავსი. მეგობარო, ქრისტიანებს ღვთის სიყვარული და რწმენა უნდა ახსენებდეს რომ ცოდვა არ ჩაიდინოს და არა საგნები. თუ საგანი მოგახსნეს ესე იგი ივიქყებ ღმერთს და ჩადიხარ ისეთ რამეს რაც ცოდვაა?
  7. SPRUCE ახნადნ მერე ვინ უშლის. როგორც სულის უკვდავების მითი ამბობს, სული ადამიანს თან დაჰყვებაო. ხოგი ამბობს მასში არისო. რომ მოკვდება ადამიანი მერე მისი სული გამოვა სხეულიდან და ცაში გაფრინდებაო. ზოგის ჯოჯოხეთშიო (ისიც არ იციან სადაა ჯოჯოხეთი და რა არის). მე ჩემი აზრი დავაფიქსირე უკვე. არც ასეთი სული აქვს ადამიანს და არც ჯოჯოხეთი არსებობს. სული თვითონ ადამიანია. როცა კვდება ადამიანი, ის მთლიანად წყვეტს არსებობას. სხეული იხრწნება და ადამიანი, თავისი პიროვნული თვისებებით აღა არის. ქრება. ადამიანის მეობა, აზროვნება, პიროვნულობა და ყველა მისი თვისება ნარჩუნდება ტვინის მეშვეობით. როცა ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას, ადამიანის ყველა თვისება კვდება, ქრება და აღარ არსებობს. ვისაც მითების სჯერა, სჯეროდეს.
  8. ჯვარი ჩემთვის ერთერთი ჩვეულებრივი საგანია, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს. ჯვარის დაკიდება და იმის იმედი რომ ის დაგიცავს ცრურწმენად მიმაჩნია და თილისმობად. ადამიანს, რომელსაც ღვთის რწმენა აქვს, და ღვთის მოსაწონად ცხოვრობს, ღმერთი თუ დაიცავს და არა გადაჯვარედინებული საგნები. იმდენად რამდენადაც ჯვარი ზოგიერთი ადამიანისთვის წმინდა რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს, ასეთი ადამიანების პატივისცემის გამო ჯვარის დაკიდება არ დაკიდებაზე ჭკუის სწავლებას არ დავუწყებ. ჯვარი გამოიყენებოდა ბაბილონში, ეგვიპტეში და დედამიწის მრავალ მხარეში. მოგვიანებით ქრისტიანულმა ეკლესიებმა, კათოლიკებმა, მართლმადიდებლებმა და სხვებმა, ჯვარი შეიტანეს ქრისტიანობაში როგორც ღვთიური სიწმინდე და მნიშვნელოვანი ატრიბუტი. სინამდვილეში ჯვარი ქრისტიანებისთვის თავიდან არ წარმოადგენდა იმას რა მნიშვნელობაც მას მოგვიანებით მიანიჭეს მამაოებმა. ჯვრის თაყვანისცემა არის კერპთაყვანისცემა. ღმერთი ადამიანებისგან საგნების გულზე დაკიდვას არ მოითხოვს.
  9. Siknadmo ხო გითხარი, მაგ იმედიათ იყავი რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ანეკდოტია რაა მოკლედ. პ.ს. მამაკაცი ვარ.
  10. Siknadmo' ხო მაგის იმედი გქონდეს. ზღაპრების არ მჯერათქო ხომ ვთქვი. ჯოჯო-ხეთი არა ჯოჯო-ფუჩქი კიდე. და მეორე კიდე, ნუ მაშინებ რაა. ღმერთი არ აშინებს ადამიანებს და შენ გინდა შეგვაშინო მითებით?
  11. უკვდავი სული ადამიანს არ აქვს. მიზეზი მარტივია. ადამიანი თავად წარმოადგენს სულს. როცა ადამიანი კვდება, ესე იგი სული კვდება. დანარჩენი მოსაზრებები რომ სული ცაში მიფრინავს ღმერთთან ან სადღაც სატანჯველი დაიტანჯება მარადიულად, არის ძველი ბაბილონური რელიგიების გადმონაშთები, რომლებია ქრისტიანულმა რელიგიებმა შეისისხლხორცა და მრევლს არწმუნებს ამ მითებში თითქოს სინამდვილეს წარმოადგენდეს. მოკლედ, ზღაპრების არ მჯერა.
  12. აუF, რა საგმირო საქმე გაგიკეთებია. ქრისტიანისთვის სახელი "იეჰოვა" წმინდაა. ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" ათასობით წერია. საქმე იმაშია რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღვთის სახელი ქართული ბიბლიებიდან ამოგლიჯა და მკითხველისთვის ეს სახელი უცნობია. ბევრმა იეჰოვას მოწმეებისგან გაიგო და ამიტომაა რომ აიგივებენ ღვთის სახელს მოწმეებთან. სხვათაშორის, 10 მცნებაში წერია, რომ ღვთის სახელი ადამიანმა წმინდად უნდა მოიხსენიოს და პატივს სცემდეს. ის ამბობს რომ ტყუილუბრალოდ არ უნდა ახსენებდნენ ადამიანები, არამედ მოკრძალებას უნდა ავლენდნენ ღვთის სახელის მიმართ. ღვთის სახელი აბუჩად ასაგდები არაა. 'Hotel California' გამარჯობა ქრისტიანი ხარ?
  13. დიახ, წამიკითხავს და არა ერთხელ. ყოველდღე ვკითხულობ. ჩემი აზრი ბიბლიაზე ისაა, რომ ის ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია.
×
×
  • შექმენი...