Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. 'Jonathan Livingston' მაგით რა მტკიცდება მერე? ის რომ ღმერთი არ არსებობს?
  2. სამწუხაროდ, არასამართლიანი შეფასებაა paolo შენი შეფასება. თუ მეცნიერების სისუსტესთან გვაქვს საქმე, რელიგია რა შუაშია? იქნებ მეცნიერები რომ გაძლიერდებიან რელიგიამ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი? მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ასე ფიქრისთვის საფუძველი დღეს უფრო გვაქვს, ვიდრე სიტყვაზე 200 წლის წინ. ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ. წარმოიდგინე, ვინმე, სახელად პაოლო, სპორტის ერთერთ სახეობაში შეერკინა ვინმე კაცს სახელად ჯორჯს. მოდი მკლავჭიდი ვთქვათ. და პაოლომ ჯორჯს მკლავი გადაუწია. ამ დროს პაოლო ჯორჯზე გაცილებით "კომფორტულად" გრძნობს თავს, ვინაიდან ჯორჯი სუსტია. ეს მოვლენა სხვებმა, ან ვინმემ რომ შეაფასოს თავისი გადმოსახედით და თქვას: "პაოლო კარგად გრძნობს თავს, რადგან ჯორჯი სუსტია, აბა ჯორჯი გაძლიერდეს მერე ვნახოთ როგორ იგრძნობს პაოლო თავს"-ო. არ ეტყვი? გაძლიერდეს მერე, ვინ უშლისო? ნუ მთლად იდეალური მაგალითი ალბად ვერ მოვიყვანე რომ რაც შეიძლება მარტივად მეთქვა სათქმელი, მაგრამ, მთავარია რომ გაიგებდი რასაც ვგულისხმობ. წამგებიანი არგუმენტი რატოა? იმიტომ რომ რეალურად აფასებენ მეცნიერების არასრულყოფილებას? რაშია ადამიანი ყველაზე კომპეტენტური და რაშია ყველაზე არაკომპეტენტური დააკონკრეტე, მაინტერესებს შენი აზრი.
  3. Nukriko საკითხს მცდარად უდგები, და რომ არ გითხრა არ გამოვა. რაც პრინციპულად არ მტკიცდება და რისი უარყოფაც ვერ ხერხდება დღესდღეობით, არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს! იყო დრო, როცა მიზიდულობის კანონის დამტკიცება ან უარყოფა, პრინციპულად შეუძლებელი იყო, მაგრამ დადგა დრო, რომ ის შესაძლებელი გახდა. წარსული გამოცდილება, მეცნიერებს იმის საშუალებს აძლევს, რომ ისწავლონ მისგან და ის რაც დღეს ვერ ან არ მტკიცდება, არ მიიჩნიონ შეუძლებლად რომ მომავალში დამტკიცდეს. აი, ეს არის სწორი, მიუკერძოებელი და პატიოსანი დამოკიდებულება საკითხისადმი. აქაც შეცდომას უშვებ საკითხისადმი მიდგომაში და დამოკიდებულებებში. ჭიქის არსებობა შესაძლებელია რომ დაამტკიცო. ამიტომ, თუ მასზე ვინმე გეტყვის რომ ის არაა ჭიქა, ნებისმიერ დროს დაუმტკიცებ თუ მოისურვებ. ხოლო ღვთის არ არსებობა, არაა დამტკიცებული, ამიტომ შენი მოყვანილი "შედარება", არაა სწორი, ჯანსაღი და ადეკვატური. წაიკითხე ამ პოსტშე გაკეთებული ჩემი პირველი კომენტარი. http://www.pic4ever.com/images/nocomment.gif
  4. Nukriko უკვე დაგიწერე რომ: აქედან უნდა დაგესკვნა, რომ თუ მეცნიერებს იმის თავი და ბოლო ვერ გაუგიათ რასაც ხედავენ, იმის თავი და ბოლო, ან არსებობა როგორ უნდა დაამტკიცონ, რასაც ვერ ხედავენ, და რასაც ხედავენ ისიც კი არ იციან სინამდვილეში რა არის? კომედიაა რა... შენ ამბობ: დადე ეგ ფაქტი. გელოდები. შენ რა იცი მე რა არგუმენტები მაქვს? იცი? ხოდა რომ არ იცი რატომ ლაპარაკობ იმას რაც არ იცი? თავის არიდების კი არა მეგობარო, შენში მიკერძოებას ვხედავ და ამიტომ არანაირი სურვილი არ მაქვს უაზრო კამათის. მე არ დავიწყე, გადახედე პოსტებს. შენ მოიყვანე ეს არგუმენტი მე არა: ასე რომ, ცოტა სერიოზულად მიუდექი ამ საკითხებს და არგუმენტებსაც მოგაწვდიან ადამიანები.
  5. zeppelina ჩემი აზრი ამ საკითხზე ისეთივეა, როგორიც იესოს პირველ მიმდევრებს ჰქონდათ. მაგალითად, იესოს მოწაფეთაგან ერთერთი პირველთაგანი იყო პეტრე მოციქული, რომელმაც იესოს ღვთის ძე უწოდა და არა თავად ღმერთი. შეგიძლია შენი სახარება გადაშალო თუ ხელთ გაქვს და წაიკითხო მათეს სახარების 16-ტე თავის 16-ტე მუხლი. იესო არის ღვთის ძე, და არა ღმერთი. ღმერთი არის მისი მამა, რომელმაც ის I საუკუნეში ადამიანად მოავლინა დედამიწაზე.
  6. ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ. შენ გინდა დაარწმუნო ადამიანები რომ ყველა მეცნიერის ნაშრომებს იცნობ? შენ რა იცი ვინ რადენჯერ იყენებს სიტყვა "ღმერთს", "შემოქმედს", კონსტრუტორს" და ასე შ...? და საერთოდ, რამდენი მეცნიერი გამოიყენებს სიტყვას და რამდენი არა, მაგით არც ღმერთის არსებობა მტკიცდება და არც ღმერთის არარსებობა. ძალიან მდაბიო მიდგომები გაქვს, საკმაოდ სერიოზული საკითხებისადმი. ჯერ ერთი ყველა არ გადადის სხვა სფეროში. მაგ ფრაზით კიდევ ერთხელ გამოამჟღავნე რომ საკმაოდ შორს ხარ იმისგან, თუ რას ამბობენ მეცნიერები! საერთოდ აზრზე არ ხარ და ნუღარ იტყვი გავცნობილვარ ყველა არგუმენტბსო და ყველა მეცნიერს ნუ ხარშავ ერთ ქვაბში. დამოკიდებულებები და მიდგომები უნდა შეიცვალო, UPDATE უნდა გაუკეთო. რაც შეეხება ამერიკაში გამოკითხული მეცნიერების 90%-პროცენტს, საერთოდ არ ადასტურებს გამოკითხვის შედეგები იმას, რომ რახან 90%-ტი ათეისტი იყო (ჯერ საკითხავია სინამდვილეში რამდენი იყო), ეგ არც იმას ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობს და არც იმას რომ ის არსებობს. უფრო მეტიც, მეცნიერთა 95 პროცენტი რომ თეისტი ყოფილიყო, არ დამაჯერო ახლა რომ ღმერთის არსებობას ირწმუნებდი. მეტყოდი მაგას რა მნიშვნელობა აქვს რამდენ პროცენტს სწამსო. ვხედავ რომ წინასწარ შექმნილი მოსაზრებები დიდ ზეგავლენას ახდენენ შენზე და გმართავენ. თან ყველანაირად ცდილობ ღვთის არ არსებობის იდეა დაუჭირო მხარი, რაც შენ მიკერძოებულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს. ეხლაც არ მომყავს არგუმენტები, რადგან შენში გულწრფელ ინტერესს ვერ ვხედავ. თუ ვინმე შემოვა ფორუმზე ვისაც გულწრფელად ექნება სურვილი არგუმენტების გაცმონისა, არც დროს დავიშირებ და არც ენერგიას. შენ კი გეგონოს ისე, როგორც გგონია. ეგ ჩემი საქმე არაა. ეგ მდაბიო "არგუმენტი" მე არ დამიწერია, შენ დაწერე. ასე რომ ვხედავ რა დონის "არგუმენტებს" გაცნობილხარ.
  7. ისევიგივეს წერ. ყველა მონაცემი იცი თუ არა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. ზოგს დანახვის და წვდომის მეტი უნარი აქვს და ალბათ მაგიტომ ვერ გედავენ ზოგიერთები იმას, რასაც საღად მოაზროვნე ადამიანები ხედავენ და მორწმუნეებიც ხდებიან. არაერთი მეცნიერიც სხვათაშორის. სიტყვა "ვერ"-ს მაგივრად, სიტყვა "არა" რომ დაგეწერა, დაგეთანხმებოდი. ეგ შენი სუბიექტური აზრია, რომელიც არ ნიშნავს რომ რასაც ამბობ, მაინც და მაინც მართალს ამბობ. "ეგ შენი სუბიექტური აზრია, რომელიც არ ნიშნავს რომ რასაც ამბობ, მაინც და მაინც მართალს ამბობ". მართალი ხარ, ადამიანის ხელით მოხდენილი არცერთი სასწაული არ მინახავს უბრალო მიზეზის გამო, რომ ის აღარ ხდება დღეს. ამაში გეთანხმები. მაგრამ, ჩემთვის, თვითონ არსება ადამიანი, ღვთის შექმნილი სასწაულია. თუ რატომ ვფიქრობ ასე, აი ეს უნდა გაინტერესებდეს... "მართალი ხარ, ადამიანის ხელით მოხდენილი არცერთი სასწაული არ მინახავს უბრალო მიზეზის გამო, რომ ის აღარ ხდება დღეს. ამაში გეთანხმები. მაგრამ, ჩემთვის, თვითონ არსება ადამიანი, ღვთის შექმნილი სასწაულია. თუ რატომ ვფიქრობ ასე, აი ეს უნდა გაინტერესებდეს..."
  8. ჯერ ერთი, შენ ხომ რა იცი მე რაზე მიფიქრია და რაზე არა? მეორეც, ღვთისადმი რწმენა, რომელიც საღცოდნაზეა დაფუძნებული, სიბეცედ არ მიმაჩნია. სიბეცედ მიმაჩნია, ბრმად დაჯერება იმისა რომ არ არსებობს ღმერთი, ან რომ არსებობს ღმერთი. რა დარჩა იგივე? რას გულისხმობ, დააკონკრეტე, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობ... შესაძლოა ბევრს გაცნობილხარ, მაგრამ არა ყველას; გარდა ამისა, გააჩნია რას გაცნობილხარ და რამდენად ძლიერ არგუმენტებს გაცნობილხარ.
  9. რა თქმა უნდა, მაგრამ, როცა მეცნიერებას 95%-ტი ღვთის შექმნილისა თავი და ბოლო ვერ გაუგია, მისგან ღვთის არსებობა არ არსებობის მტკიცებების მოლოდინი, ცოტა არი იყოს, ისბეცე გამოდის. ისე ლაპარაკობ, თითქოს დღეს არსებულ ყველა არგუმენტს გაცნობილხარ...
  10. Nukriko შუაში კი არა, თავშია. იგი არსებულად არ იქნება მიჩნეული ადამიანების მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომლებიც ღვთის არსებობის მეცნიერულად დამტკიცებას შეჰყირებენ და ელოდებიან. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღვთის მოქმედების შედეგებს (შექმნილს ვგულისხმობ) ხედავენ, ისინი მეცნიერულ დასტურებსა და აღიარებებზე არ იშენებენ თავიანთ რწმენას ღვთის არსებობასთან დაკავშირებით.
  11. მართალი ხარ, ის რაც ჯერ არ დამტკიცებულა, ბევრი მას მიიჩნევს არ არსებულად, მაგარმ ვინ რას მიიჩნევს ეს რეალობას არ ცვლის. ესეც არ დაივიწყო.
  12. მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმას ამტკიცებს რომ ღმერთისგან არ არსებობს. როცა ამ საკითხების დამტკიცებას მოითხოვ, უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანს სამყაროში არსებული უამრავი რამის ამოხსნა არ შეუძლია. თუ ადამიანს ისიც კი არ ესმის სრულად, რა არის სამყარო თავისი ყველაფრით და აქვს თუ არა მას დასაწყისი და თუ აქვს საიდან დაიწყო, ან აქვს თუ არა მას ბოლო, სადდან იწყება უკიდეგანო სამყარო თავისი გალაქტიკებით და სამყაროში არსებული საოცრებები, როგორ უნდა დაამტკიცოს ღვთის არსებობა ან არ არსებობა? მეცნიერები აღიარებენ რომ სამყაროს 95%-ზე მეტი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და წარმოაგდენა არ აქვთ რა არის ის სინამდვილეში თავისი სრული მოცულობით და არსებით. როცა ხედავ რომ საკითხი ასე დგას, არ უნდა მოითხოვდე მორწმუნეებისგან "ხო და თუ ამას ამტკიცებენ დაამტკიცონ.."
  13. როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია? სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D
  14. Nukriko იმის მტკიცებულება არსებობს რაც ღმერთის არ არსებობას დაამტკიცებდა?
  15. ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს: ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლიურ ღმერთად. არგუმენტები არ აქვთ ხოლმე და ბოლოს ამბობენ, ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება ღმერთს და უბრალოდ უნდა მიიღო ეს დოგმატებიო.
  16. Siknadmo ზოგი რელიგია, მაგალითად მართლმადიდებლობა, ასწავლის რომ : ღმერთი ჩამოვიდაო დედამიწაზეო, სნამ პატარა იყოო, უვლიდნენო, აბანავებდნენო, ტანსაცმელს ურეცხავდნენო და ყოველდღიური საზრუნავით თავს დაფოფინებდნენო; რომ გაიზარდა ბოროტ ხალხმა მოკლაო, მერე ზეცაში მის მყოფმა მეორე ნახევარმა (ჰიპოსტასმა) გააცოცხლაო მკვდრეთითო; მერე ეს ღმერთიო, რომელიც დედამიწაზე დადიოდა და მოკლესო, ზეცად ავიდაო და იქ მკვიდრობს ეხლაო. თან ამბობენ, რომ მანამ ეს ღმერთი დედამიწაზე მოვიდოდაო, მანამდე სული იყოო და როცა ზეცაში ავიდაო, თან წაიღო თავისი ფიზიკური (ხორციელი) სხეული რომელიც მანამდე არ ჰქონდაო. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთ რამეს ასწავლის მართლმადიდებლობა: იყო დრო, როცა ღმერთი მხოლოდ სული იყოო, მერე დედამიწაზე რომ მოვიდა ხორცი შეისხაო, და დედამიწიდან რომ წავიდაო ხორცი თან წაიღოო. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად გამოდის რომ: რაც ღმერთს ადრე არ ჰქონდა, ის შეუძენია და ახლა სულთან ერთად ხორციელი ღვთება გამხდარა. ესე იგი, ცვალებადობა განუცდია (მათი აზრით). როგორღა ამბობ ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ღმერთი არ შეცვლილაო?
  17. მე დავწერე რომ ისტორიკოსები იესოს შესახებ მცირე ცნობებს იუწყებიან და ზოგიერთი უკვე დავწერე ზედა პოსტში. მე ვამბობ რომ იესოს შესახებ დეტალური მოღვაწეობა მათ არ აღუწერიათ, მაგრამ ის ფაქტი რომ ისინი იესოს რეალურ პირონებად წარმოადგენენ, ეს იმის დასტურია რომ იესო ნამდვილად არსებობდა. რელიგიური წყაროების გარდა იესოს ისტორიას რომაელი და ებრაელი ისტორიკოსების ჩანაწერები ადასტურებენ, რაც უკვე დავწერე ზედა პოსტში. იყო თუ არა საერთოდ, ის საერო ისტორიული ჩანაწერები ადასტურებენ, რომელიც ზედა პოსტში მოვიყვანე: თურმე ამ ისტორიკოსებსაც შეუთხზიათ იესოზე რასაც წერენ? მიუკერძოებელი ადამიანისთვის, ეს ჩანაწერები იესოს ისტორიულობის დამადასტურებელ ერთერთ ფაქტად მიაჩნია, რაც რელიგიური ჩანაწერების გარდა არსებობს.
  18. ჭანო, ფაქტი ერთია, რომ ისტორიკოსები იესო ქრისტეს ისტორიულობას ადასტურებენ თავიანთ ნაშრომებში. რამოდენიმე უკვე დავწერე ზედა პოსტში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მანამ სანამ ქრისტიანობა აღიარა რომის იმპერიამ კონსტანტინეს პერიოდში, მანამდე ქრისტიანობა იდევნებოდა. ცხადია, ისტორიკოსები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს გაითვალისწინებდნენ, ისინი იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულების აღწერით არა მგონია ძალიან დაინტერესებულიყვნენ. ისიც გასაკვირია რომ გადაკვრით მაიც მოიხსენიეს იესოს შესახებ. ამის გარდა, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც I საუკუნეში მოხდა. I საუკუნის მეორე ნახევარში, რომმა აიღო იერუსალიმი. გაანადგურა ყველაფერი და ტყვედ წაასხა ხალხი. როგორც თანამედროვე დროის ისტორიკოსები ამბობენ, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო საერო ჩანაწერებში იესოსზე და მის მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ, რომაელების მიერ იერუსალიმის აღებისას, ბევრი ასეთი ჩანაწერები განადგურდებოდა იმ ყველაფერთან ერთად, რაც რომაელთა მიერ იერუსალიმის დაპყრობისას განადგურდა. ქრისტეს და მის მიმდევრებს ვერ იტანდნენ. მათ დევნიდნენ და ხოცავდნენ. მას შემდეგ კი, რაც რომის იმპერიამ თავისი დამოკიდებულება შეცვალა ქრისტიანების მიმართ, რაც ისტორიულად დასაბუთებულია რომ ეს მოხდა IV საუკუნეში, მას შემდეგ უამრავი ჩანაწერები მოიპოვება იესოს შესახებ და მისი მოხდენილი სასწაულების შესახებაც. ერთერთი ასეთი ისტორიკოსი გახლავს ევსები კესარიელი. სასრუველი ქინებოდა თემის გარშემო გვესაუბრა და თუ ბიბლიის ისტორიულ ჭრილში განხილვა გსურს, მაშინ გახსენი ახალი თემა და იქ ვისაუბროთ მასზე.
  19. Siknadmo თქვენს მიერ გადმოკოპირებული ეკლესიური დოგმატის არაბიბლიური მოსაზრებები სამების შესახებ, არ ეფუძნება იმას, რასაც I საუკუნის ქრისტიანობა ასწავლიდა ღმერთზე და რასაც ბიბლია ასწავლის ღმერთზე და მის ძეზე იესოზე.
  20. მართალი ხარ, შეიძლება საჭიროა, მაგრამ მე მიმაჩნია რომ უნაყოფო იქნება ამ ეტაპზე საუბარი, რადგან, როგორც ვთქვი, საზოგადოება უნდ აგამოფხიზლდეს, რეალურად შეხედოს ყველაფერს. ამიტომ, მე ამ ეტაპზე ამ საკითხზე წერის სურვილი არ მაქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა არა შიშის გამო, არამედ სხვა, ობიექტური მიზეზების გამო. ერთერთი მათგანი და უმთავრესი არის ის, რომ ის ჩემი განსახილველეი არ არის, რადგან არ მაინტერესებს საპატრიარქოს საქმიანობა სავსებით. გეთანხმები. მაგრამ მე არააირად არ ვარ საპატრიარქოს მოწნააღმდეგე, შესაბამისად არანაირი სურვილი არ მაქვს მათ საწინააღმდეგოდ გამოვიდე და რაიმე ვთქვა. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. მართალი ხარ, გეთანხმები. მართალი ხარ.
  21. ჭანო სახარება მე მიმაჩნია იმად, რომელიც სანდო ცნობებს შეიცავს. მასში ჩაწერილი ყველა ცნობა რეალურად მიმაჩნია. შენ თუ იმას მოითხოვ, მასში ჩაწერილი ყველა ცნობის დამადასტურებელი ისტორიული მტკიცებულება არსებობდეს, ეს ნამეტანი ბევრის მოთხოვნა იქნებოდა. ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების უტყუარობას, ბევრი ისტორიული ფაქტები ადასტურებს. რაც შეეხება მის გადამოწმებას, არ ვამბობ რომ ის არ საჭიროებს გადამოწმებას, ანუ იმას რომ შევამოწმოთ, რაც მასშია ჩაწერილი შეესაბამება თუ არა ბიბლიის გარე ისტორიულ ცნობებს. თუ სურვილი გაქვს ბიბლიის შესახებ საუბრის, ალბათ უპრიანი იქნებოდა შესაბამისი თემა გახნსილიყო და იქ გვესაუბრა. თემა, რომელიც მე გავხსენი ეხება თეოლოგიურ (რელიგიურ) შეხედულებებს, იყო იესო ღვთის ძე თუ თავად ღმერთი. ამიტომ, მოდი ამ თემაში იმაზე ვიმსჯელოთ, რაზეც თემაა გახსნილი, ხოლო იმ საკითხებზე რასაც შენ კითხულობ, ამისთვის სხვა თემაში უნდა ვსაუბრობდეთ. Siknadmo ქართულად გადათარგმნეთ გადმოკოპირებული სიტყვები და გავაგრძელოთ მსჯელობა იესოს ვინაობაზე.
  22. უშუალო ფაქტებს რას ეძახი? იმ ისტორიკოსთა ჩანაწერებსაც თუ არ მივიღებთ მხედველობაში, არც სახარებების ბერძნულ ხელნაწერებს მივიღებთ მხედველობაში და არც იმ ლოგიკურ მხარეს რაზეც ზემოთ დავწერე, მაშინ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი მიკერძოებულად უდგება ამ საკითხს საკუტარი ინტერესებისა და მოსაზრებებიდან გამომდინარე. სხვა ვერაფერს იფიქრებს კაცი ასეთ სკეპტიკოსებზე.
  23. გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ, ეს ისეთი საკითხია, რომელიც რთულია რომ თუნდაც ღიად განიხილებოდეს. აგერ ზემოთ რა დაპოსტა ადამიანმა ნახე? მის მსგავსად უამრავი ადამიანი აზროვნებს. ამაშია საქმე, ანუ ისეთი "თითოკაცები" რომლებიც ხმას ამოიღებენ და საჭირბოროტო საკითხებზე დაიწყებენ საუბარს, გასაქანს არ მისცემენ. დროა ალბათ საჭირო, უმრავლსებოამ რეალურად შეხედოს საკითხებს. ამაზე მეტის დაწერის სურვილი არ მაქვს, რადგან ძალიან "მკვახეა" (ანუ მოუმწიფებელი) ამ საკითხების ირგვლივ საუბარი, მითუმეტეს აქ, ფორუმში.
  24. ჭანო უცნაურია, მაგრამ იესოს შესახებ, სამწუხაროდ, ზოგი ამბობს, რომ მას არასდროს უცხოვრია, რომ, სინამდვილეში, ის არის პირველ საუკუნეში მცხოვრები რამდენიმე მამაკაცის მიერ შეთხზული პიროვნებაო. მანამ სანამ იესოს ისტორიულობის დამადასტურებელ ისტორიულ ჩანაწერებს მოვიხსენიებდე, ჯერ ლოგიკას შევეხები. იმ სკეპტიკოსთა საპასუხოდ, რომლებიც იესოს ისტორიულობას ეჭვქვეშ აყენებენ, ისტორიკოსმა, პატივცემულმა უილ დიურანტმა, მოიყვანა არგუმენტი: "ერთი თაობის რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ასე მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობა, იქნებოდა სასწაული, სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი". ახლა კითქვას ვსვავ: პიროვნებას, რომელსაც არასდროს უცხოვრია, შეეძლო კაცობრიობის ისტორიაზე ასეთი არაჩვეულებრივი გავლენის მოხდენა? ცნობარში, "ისტორიკოსების მსოფლიო ისტორია" (The Historians’ History of the World) ნათქვამია: "[იესოს] საქმიანობის ისტორიული შედეგი უფრო სერიოზულია - თვით საერო თვალსაზრისითაც კი - ვიდრე სხვა რომელიმე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობა. მსოფლიოს წამყვანი ცივილიზაციების მიერ აღიარებული ახალი ერის წლების ათვლა მისი დაბადებიდან დაიწყო". დღევანდელი კალენდრებიც კი იმ წელზეა დაფუძნებული, რომელიც იესოს დაბადების წლად არის მიჩნეული. «ამ წლამდე თარიღები აღინიშნება როგორც ქრისტეს შობამდე, - განმარტავს "მსოფლიო ენციკლოპედია" (The World Book Encyclopedia). - ამ წლის შემდგომი თარიღები - ქრისტეს შობიდან». მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ყველაფერი, რაც, სინამდვილეში, იესოს შესახებ ვიცით, თურმე მხოლოდ ბიბლიაში მოიპოვება. რაც არასწორია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ჰ. ჯ. უელსიც კი წერდა: "ძველი რომაელი ისტორიკოსები საერთოდ უგულებელყოფდნენ იესოს; მას არავითარი კვალი არ დაუტოვებია თავის თანამედროვე ისტორიულ ცნობებში"-ო. მაგრამ ასეთი ხმამაღალი განაცხადი, ყალბია და სიცრუეა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ადრინდელ საერო ისტორიულ წყაროებში იესო ქრისტეს შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა, ასეთი ცნობები მაინც არსებობს. პირველი საუკუნის რომაელი ისტორიკოსი პატივცემული კორნელიუს ტაციტუსი წერდა: "სახელი [ქრისტიანი] წარმოშობილია ქრისტედან, რომელიც განმგებელმა პონციუს პილატემ ტიბერიუსის მეფობის დროს სიკვდილით დასაჯა". ქრისტეს მოიხსენიებდნენ იმ დროინდელი სხვა რომაელი მწერლებიც: სვეტონიუსი და პლინიუს უმცროსი. გარდა ამისა, პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იაკობის შესახებ წერდა და მას მოიხსენიებდა, როგორც "ძმა იესოსი, რომელსაც ქრისტე ეწოდებოდა". აქედან გამომდინარე, "ახალი ბრიტანული ენციკლოპედია" (The New Encyclopædia Britannica) ასკვნის: "ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეს ცნობები ადასტურებს, რომ ძველ დროში ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებიც კი არასდროს დაეჭვებულან, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო, რაზეც პირველად საკმარისი მტკიცებების გარეშე კამათობდნენ XVIII საუკუნის მიწურულს, XIX საუკუნის განმავლობაში და XX საუკუნის დასაწყისში". მაგრამ თითქმის ყველაფერი, რაც კი იესოს შესახებაა ცნობილი, მისი პირველი საუკუნის მიმდევრების (თვითმხილველების) მიერაა გადმოცემული. მათ მიერ მოწოდებული ცნობები შემონახულია სახარებებში - მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ დაწერილ ბიბლიის წიგნებში.
  25. მერე ვინ ამბობს რომ იეჰოვას მოწმეების საქმეა რა ხდება საპატრიარქოში?
×
×
  • შექმენი...