-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
გამარჯობა პლატონი გასაგებია რომ ამბობთ მართლმადიდებელი არ ვარო, მაგრამ, ის რასკენაც თქვენ იხრებით და ეთანხმებით, არის მართლმადიდებლების შექმნილი სწავლება და არა ბიბლიური სწავლება. მცირე მაგალიტები და კონკრეტული მონაკვეთებით წინა პოსტებში შევეცადე დამენახვებინა რომ ბიბლიაში ჩაწერილი სხვაა, და მართლმადიდებელთა დოგმატური დოქტრინები კი სრულიად სხვა. თქვენ ფიქრობთ რომ "იესო ქრისტე არის ერთდროულად მამაც, ძეც და სული წმინდაც, ანუ იესო ქრისტე არის წმინდა სამება" და თქვენივე პოსტში (გვერდით თემაში სადაც "სამებაზე" საუბრობდით) აღიარეთ რომ დარწმუნებული არ ხართ ამ ყოველივეში, უბრალოდ სამებისკენ ვიხრებიო. ამავდროს ამბობთ, რომ სულაც არ მიიჩნევთ სამებას მიუწვდომელს და გაუგებარს. მაგრამ როცა კონკრეტულად მიდგება საკითხი მის დეტალურ გაანალიზებაზე და ლოგიკურ მსჯელობაზე, თქვენც და სხვებიც, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობთ, რომ ეს როგორაა არ ვიციო. საბულოო ჯამში სამების მომხრეებსაც კი ვერ გაუგიათ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ღმერთი საკუთარ თავს ეუბნებოდეს მიშველეო, რად მიმატოვეო, შენი ნება იყოს და არა ჩემიო, ზოგი რამ არ ვიცი და ზოგი რამ ვიციო და ა.შ. თქვენ წერთ: "თქვენ თვლით რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია. რატომ თვლით ასე? რას ეფუძნება თქვენი ასეთი აზრი?" ბევრი რომ არ გამიგრძელზდეს ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემა მოკლედ გეტყვით, თუ რას ეფუძნება ჩემი ასეთი თვალსაზრისი. ჩემი თვალსაზრისი არ არის ჩემი პირადი მოსაზრება რომელიც ვინმე "ფილოსოფოსის" ან "ფილოსოფოსების" მჭერმეტყველებაზე იყოს დაშენებული. ჩემი თვალსაზრისი თვით ბიბლიაზე და ქრისტიანობის ფუძემდებლის, იესო ქრისტეს სიტყვებს ეფუძნება, რადგან იესომ ღვთის სიტყვას (რომელიც გახლავთ ბიბლია) უწოდა "ჭეშმარიტება": "შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა" - იოანეს სახარება. ამრიგად, როდესაც ქრისტიანულ სწავლებებზე ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, ჩვენი მსჯელობისა და დასკვნების წყაროს უნდა წარმოადგენდეს ბიბლია და ის, რასაც ქრისტიანობის ფუემდებელი ასწავლიდა და არა IV საუკუნის შემდეგ შეთხზულ დოგმატურ დოქტრინებს, რომლებიც წარმართულ ფილოსოფიურ მჭერმეტყველობაში იღებს თავის სათავეს. ცხადია, თქვენი პირადი საქმეა თქვენს მოსაზრებებს და ბიბლიურ სწავლებებს წარმართულ ფილოდოფიურ ჭრილში განიხილავთ და განმარტავთ თუ უშუალოდ ბიბლიით. ეს თითოეული ადამიანის პირად საქმეს წარმოადგენს. უბრალოდ, როცა თვალსაზრისის სისწორეზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია რომ ჩვენი თუ ნებისმიერ ფილოსოფოსის, პლატონი იქნება ის, კანტი, შოპენჰაუერი, სვედენბორგი, სარტრი, კამიუსი, სპინოზა თუ სხვა მოაზროვნეების თხზულებები, ნებისმიერ თვალსაზრისი ჰარმონიაში უნდა იყოს იმასთან, რასაც ქრისტიანები ასწავლიდნენ I საუკუნეში და რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი. სხვა მხრივ კი, ფილოსოფიური თხზულებები თუ მოსაზრებები ცხადია საინტერესო და შემეცნებითია სხვა ველაფერთან ერთას. იმაში რაშიც მე ვერ გეთანხმებით არის მარტივად გასაგები: თქვენი რელიგიური შეხედულებები არ ემყარება და არ არის იმასთან თანხმობაში, რასაც ბიბლია ასწავლის, ანუ იმასთან რასაც იესო ქრისტეს მოწაფეები ასწავლიდნენ. ამრიგად, ნებისმიერი რელიგიური შეხედულებები, რომლებიც ქრისტიანულ სწავლებებს ეხება უნდა ეთანხმებოდეს იმას, რასაც ქრისტეს მოწაფეები ასწავლიდნენ. სხვა შემთხვევაში, ის ვერ იქნება ქრისტიანული სწავლება. პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ზოგის მისამართით დაწერა: "მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ, დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი" ნათქვამია ქრისტიანულ წიგნში ბიბლიაში, კერძოთ კი, ახალი აღთქმის წიგნ გალატელთა 1:6-8 მუხლებში. როგორც უკვე მოგახსენეთ, სამების დოგმატიკა, ბიბლიისთვის უცხოა. ის თავის სათავეს იღებს წარმართულ რელიგიურ შეხედულებებსა და სწავლებებში. ქრისტემდე ღვთაება სამების, ანუ ტრიადას (სამი ღმერთი ერთ ღმერთად წარმოადგენილი) წარმართ ერებში არსებობდა და მოგვიანებით, კი, როგორ პავლეს სიტყვებიდან ხედავთ, ადამიანები ქრისტიანული სახარებიდან, ანუ სწავლებიდან, 'გადავიდნენ' სხვა სწავლებაზე, ანუ სწავლებაზე, რომელსაც I საუკუნის ქროსტიანობა არ ასწავლიდა. სინამდვილეში ქრისტიანობის სახის შეცვლას ჰქონდა ადგილი. ამის ასახსნელად და დასანახვებლად, მინდა მაგალითი მოგიყვანოთ. დავუშვათ, ერთ მხატვარს თქვენი პორტრეტის დახატვა დაავალეთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ნანახმა აღგაფრთოვანათ; მსგავსება სრულყოფილი იყო. ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები დიდი სიამაყით შეხედავენ ხოლმე მას. მაგრამ რამდენიმე თაობის შემდეგ თქვენმა ერთ-ერთმა შთამომავალმა იფიქრა, რომ პორტრეტზე შეთხელებული თმის დანახვა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო და თმა უფრო ხშირი გახადა. სხვას კიდევ ცხვირის ფორმა არ მოეწონა და შეცვალა. შემდგომი "გაუმჯობესებები" მომდევნო თაობებმა მოახდინეს და საბოლოოდ პორტრეტზე ასახული პიროვნება უკვე ოდნავღა გგავთ. რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, თუ გეცოდინებოდათ, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა? რა თქმა უნდა, იფიქრებდით, რომ თქვენი ღირსება შელახეს. სამწუხაროდ, პორტრეტთან დაკავშირებული ეს ამბავი თავისი ხასიათით ძალიან ჰგავს ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას. ისტორია ცხადყოფს, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ მალე, როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, "ქრისტიანობის" ოფიციალური სახის შეცვლა დაიწყო წაიკითხეთ მათე 13:24-30, 37-43; საქმეები 20:30. რა თქმა უნდა, საკმაოდ მართებულია ბიბლიური პრინციპების სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის დროს გამოყენება. მაგრამ, სრულიად სხვა საკითხია პოპულარული აზროვნებისთვის მოსარგებად ბიბლიური სწავლების შეცვლა. მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი მოხდა. მაგალითად, განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში შეტანილი ცვლილებები. ის რასაც მე გწერთ რეალური ისტორიაა და არა ჩემი სუბიექტური ვარაუდები ან მოსაზრებები. "ქრისტიანობა მტრულად იყო განწყობილი წარმართული ბერძნული და რომაული კლასიკური ფილისოფიის მიმართ, მაგრამ მათგან ბევრი რამ შეისისხლხორცა" - ნათქვამია ენციკლოპედია "ამერიკანა-ში. ქრისტიანობაზე საგრძნობი გავლენის მომხდენთა შორის ავგუსტინე ნეტარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ენციკლოპედია "ბრიტანიკას" თანახმად, ავგუსტინეს "მსოფლმხედველობაში ახალი აღთქმა ბერძნულ ფილოსოფიასთან, კერძოდ კი, პლატონის მოძღვრებასთან, იყო შერწყმული; ამ მსოფლმხედველობამ ქრისტიანულ სამყაროში, შუა საუკუნეების რომაულ კათოლიციზმსა და რენესანსის პერიოდის პროტესტანტიზმში, შეაღწია". ავგუსტინეს მსოფლმხედველობის გავლენა საკმაოდ დიდი ხანია, რაც გრძელდება. დუგლას ტ. ჰოლდენმა, როდესაც ლაპარაკობდა, რამხელა გავლენა იქონია ქრისტიანულ სამყაროზე ბერძნულმა ფილოსოფიამ, აღნიშნა: "ქრისტიანული თეოლოგია ბერძნულ ფილოსოფიაში ისე აითქვიფა, რომ მასზე აღიზარდნენ პიროვნებები, რომლებიც ცხრა ბერძნულ აზრში ერთ ქრისტიანულს თუ გამოურევდნენ". სინამდვილეში ქრისტიანული სწავლებების საპირისპირო რელიგიურ-ფილოსოფიურმა ზეგავლენამ, ნამდვილი ქრისტიანული სწვალებები დაამახინჯა. ამ ყველაფერში ადვილად რწმუნდება ადამიანი, როცა მიუკერძოებელი განსჯით განიხილავს ისტორიას. ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. V საუკუნემდე მომხდარ რამდენიმე მოვლენაზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებოდათ. ისტორიულ რეალობას გაეცანით და განიხილეთ შემდეგი: 1) "გაელინებული იუდაიზმი", 2) "გაქრისტიანებული ელინიზმი", 3) "გაელინებული ქრისტიანობა" და 4) "ქრისტიანული ფილოსოფია". თუ გაინტერესებთ ამ 4 ფრაზის ისტორიულ ჭრილში განხილვა, დაწერეთ და შევეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ ეს ყოველივე, რათა დაგანახოთ რომ ქრისტიანული სწავლება და ნომინალური ქრისტიანული დოქტრინები, ძალიან შორს დგანან ერთმანეთისგან. თქვენ კი, სწორედ იმისკენ "იხრებით", რომელიც ქრისტიანობისგან ძალიან შორსაა.
-
აი ათეისტების აგრესია... რეალურად მაგეებს როგორც კარიკატურას ისე უნდა უყურო :sorry: http://s53.radikal.ru/i140/0912/b6/783a582c49c7.jpg
-
http://s54.radikal.ru/i143/0912/99/879b080350c6.jpg
-
პლატონი ჩვენც მოგესალმებით. სამების შესახებ კამათი, 2000 წელია მიმდინარეობს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კი ამ ფორუმშიც მიმდინარეობს სამების არაბიბლიური დოგმატების შესახებ "კამათი". პირველ რიგში შეგახსენებ, რომ გამოთქმა "ქრისტე ღმერთი" საერთოდ არ წარმოადგენს ბიბლიურ გამოთქმას. ეს გამოთქმა, ეკლესიის მიერ შეთხზული დოქტრინიდან დაბადებული "პროდუზტია", რომელსაც სამების დოგმატის მომხრეები ხშირად იმეორებენ ხოლმე. რაც შეეხება ისტორიას, ნამდვილად ღირს გავიხსენოთ: მოგეხსენება, რომ წლების განმავლობაში ბიბლიურ საფუძველზე უამრავი დაპირისპირება იყო იმ მზარდ იდეასთან დაკავშირებით, რომ იესო არის ღმერთი. საკამათო საკითხის გადასაჭრელად, რომის იმპერატორმა, კონსტანტინემ, ყველა ეპისკოპოსი ნიკეაში მიიწვია. მაგრამ, სინამდვილეში, მათგან მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით 300 ადამიანი, ესწრებოდა და არა ყველა ეპისკოპოსი, რომ საკითხი მართებულად გადაწყვეტილიყო. (ისტორიკოსების ჩანაწერები იუწყებიან რომ იმ დროს, ეპისკოპოსთა რიცხვი, ათასს აჭარბებდა.) კონსტანტინე არ იყო ქრისტიანი. როგორც ისტორია იუწყება, მან ქრისტიანობა სიცოცხლის ბოლო წლებში მიიღო, მაგრამ არ მონათლულა, სანამ მომაკვდავი ლოგინად არ ჩავარდა. ნაშრომში "ადრინდელი ეკლესია" (The Early Church) ჰენრი ჩადვიკი მის შესახებ ამბობს: "თავისი მამის მსგავსად, კონსტანტინე უძლეველ მზეს ეთაყვანებოდა. . . ქრისტიანობაში მისი მოქცევა არ უნდა განიმარტებოდეს შინაგანი კეთილგანწყობილების გამოვლინებად. . . ეს სამხედრო საკითხი იყო. მისთვის ქრისტიანული დოგმატი არასდროს ყოფილა ბოლომდე ნათელი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბრძოლაში გამარჯვება ქრისტიანთა ღვთის წყალობაზე იყო დამოკიდებული". ახლა გავიხსენოთ, ის, თუ რა როლს ასრულებდა მოუნათლავი იმპერატორი ნიკეის საეკლესიო კრებაში. ენციკლოპედია "ბრიტანიკა‘" (The Encyclopædia Britannica) მოგვითხრობს: "კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა, აქტიურად მართავდა დისკუსიებს და პირადად წარადგინა. . . გადამწყვეტი ფორმულა, რომელიც ქრისტეს კავშირს ღმერთთან გამოხატავდა, როგორც 'თანაარსი მამისა'. . . ორი ადამიანის გარდა, იმპერატორისაგან დაშინებულმა ყველა ეპისკოპოსმა ხელი მოაწერა მრწამსს, თუმცა მრავალმა მათგანმა საკუთარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ". მაშასადამე, კონსტანტინეს როლი გადამწყვეტი იყო. ორთვიანი გამწვავებული დებატების შემდეგ ეს წარმართი პოლიტიკოსი ჩაერია და საკითხი იმათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომლებიც ამბობდნენ, ქრისტე ღმერთი არისო. მაგრამ, რატომ? საინტერესოა ამის ცოდნაც. რა თქმა უნდა, არა რამე ბიბლიური მტკიცების საფუძველზე, არამედ სრულიად სხვა მიზეზის გამო: "კონსტანტინე აბსოლუტურად ვერ ერკვეოდა იმ საკითხებში, რომლებიც წამოჭრილი იყო ბერძნულ ღვთისმეტყველებაში", ნათქვამია "ქრისტიანული სწავლების მოკლე ისტორიაში". ერთადერთი, რაც მას ესმოდა, ის იყო, რომ რელიგიური დაყოფა მის იმპერიას საფრთხეს უქმნიდა და უნდოდა, განემტკიცებინა თავისი სამფლობელო. მოკლედ რომ ვთქვათ, იესოს გაღმერთება, ბიბლიის სწავლების საფუძელზე კი არ იქნა გადაწყვეტილი, არამეტ ტირანი და წარმართი პოლიტიკოსის პოლიტიკური ინტერესებზე დაყრდნობით. უფრო მეტიც, არც ერთ ეპისკოპოსს ნიკეაში არ წამოუყენებია სამების საკითხი. მათ გამოიტანეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქრისტეს არსზე და არა სულიწმიდის როლზე. თუ სამება ნათელი ბიბლიური ჭეშმარიტება იყო, იმ დროს განა არ წამოჭრიდნენ საკითხს ამასთან დაკავშირებით? ცხადია წამოიჭრებოდა! ნიკეის შემდეგ დებატები ამ საკითხზე ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ვისაც სწამდა, რომ იესო არ იყო ღვთის თანასწორი, გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ მოგვიანებით მათ წინააღმდეგ გამოვიდა იმპერატორი თეოდოსიუსი. მან ნიკეის კრების მრწამსი დააწესა, როგორც ნორმა თავისი სამეფოსთვის და ახ. წ. 381 წელს დოგმატში სიცხადის შეტანის მიზნით კონსტანტინოპოლის კრება მოიწვია. კრებამ დაადგინა, რომ ღმერთსა და ქრისტესთან ერთად სულიწმიდაც ერთ საფეხურზე დაეყენებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყურადღების ცენტრში გამოჩენა დაიწყო ქრისტიანული სამყაროს დოგმატმა სამების შესახებ. მაგრამ კონსტანტინოპოლის კრების შემდეგაც სამება არ გამხდარა ფართოდ აღიარებული მრწამსი. მრავალი გამოდიოდა მის წინააღმდეგ, რის გამოც თავს დაატყდათ გააფთრებული დევნა. სამების დოგმა მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში ჩამოაყალიბეს დადგენილ მრწამსად. "ამერიკანა" შენიშნავს: "სამების დოგმატის სრული განვითარება დასავლეთში შუა საუკუნეების სქოლასტიკაში მოხდა, როცა მისი ახსნა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაიწყეს". არც კათოლიკური ეკლესის გაურბის ისტორიულ რეალობას როცა აღიარებს მას თავის ნაშრომში: "დოგმატური ფორმულა 'სამპიროვანი ღმერთი' მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში. სწორედ ამ ფორმულას ეწოდა პირველად 'სამების დოგმატი'. პირველი ეკლესიის მამები თავიანთი მრწამსით ძალიან შორს იყვნენ ასეთი თვალსაზრისისგან" (New Catholic Encyclopedia, ტ. XIV, გვ. 299). ისტორიაზე საუბრით ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები, რადგან საკითხის მიუკერძოებელი განხილვა, ადამიანს ნათლად ანახებს რომ "სამება" არაა ქრისტიანული და ბიბლიური სწავლება. ის IV საუკუნის ეკლესიის დოგმატურ-ფილოსოფიურ მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელსაც ბიბლიის მხარდაჭერა არ აქვს. რაც შეეხება შენს მსჯელობას რომელსაც ლოგიკას უწოდებ, ჯერ დავაციტირებ და მოკლე კომენტარს გავუკეთებ: პლატონი, ლომის შვილი ლომია, და ადამიანის შვილი ადამიანი, მაგრამ მამა ლომი სხვაა და შვილი ლომი სხვა. თქვენ კი იესოს ღმერთზე და მამაზე და იესოზე ამბობთ, სხვა და სხვა კი არ არიან, ერთი და იგივე ღმერთიაო. ამ მარტივ სინამდვილეზე თვალს თუ დახუჭავთ და მაინც სამებისკენ გადაიხრები, შენი ნებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, იესო თავის მამას "ერთადერთ ჭეშმარით ღმერთს" უწოდებდა (იოანე 17:3). იესო თავის ღმერთს ემორჩილებოდა და გამოცხადებასაც თავისი ღვთისგან იღებდა. იესო რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყოფილიყო, ანუ რასაც "სამების" დოქტრინა გასწავლით, და თუ იესო ყოვლისშემძლე ღვთის თანასწორი და თანაარსი იქნებოდა, მას არ დასჭირდებოდა გამოცხადების ღვთის მიღება. იმ გამოცხადების, რომელიც იესომ თავისი ანგელოზის მეშვეობით გადასცა იოანეს, თავის საყვარელ მოწაფეს. იესო არაა სამება და სამების მეორე პირი და ჰიპოსტასი, როგორც თქვენი ეკლესიის დოგმატური სწავლებები ამბობს. ბიბლია არც სიტყვა "სამებას" მიხსენიებს", არც "ქრისტე ღმერთს", გამოთქმა "ძე ღმერთი"-ც არაბიბლიური გამოთქმაა. ეს ყველაფერი და მთლიანად ბიბლიის სწავლება, ნათელს ხდის რომ ღმერთი სამ-ერთ-იანი ღვთაება კი არაა, არამედ "ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია", რომელზეც იესო ლოცულობდა. (იოანე 17:1-3). პ.ს. მე არ მოგიწოდებთ რომ გინდა თუ არა თქვენი მრწამსი ბიბლიაზე დააფუძნოთ. თქვენი არჩევანია რწმენას ბიბლიაზე აიშენებთ თუ IV-ხე საუკუნის ბოლო დროს შექმნილ დოქტრინებზე, რომელიც თავის სათავეს წარმართული რელიგიებიდან იღებს. სინამდვილეში, არანაირ "კამათს" არ ექნებოდა ადგილი, თუ კი სამების დოქტრინის მომხრეები, ბიბლიის სწავლებას მიიღებდით და ერთპიროვნულ ღმერთს, სამად არ აქცევდით. ამ პოსტს, შემდეგნაირად დავასრულებ: ერთი მწიგნობარი იესოს ეკითხება: "რომელია უპირველესი მცნება?". იესო პასუხობს: "პირველია: 'ისმინე, ისრაელო, უფალი, ჩვენი ღმერთი, უფალი ერთია". ისრაელებისთვის უფალი ღმერთი ერთი იყო და არა სამპიროვანი ღვთაება. უფალი მათთვის იყო ის ღმერთი, რომელმაც მესია გამოუგზავნა მათ და არ მიიღეს. დღეს რომ იესო მოსულიყო და იგივე ეთქვა, ნეტა დაუჯერებდით მას? ერთადერთ ღმერთად, ისრაელის უფალს აღიარებდით, რომელზეც იესო მიუთითებდა, თუ იესოს თავის გამომგზავნელ ღმერთს გაუტოლებდით და ღვთის ძეს მამის თანასწორს, თანაარსს გახდიდით და სინამდვილეში, ღმერთსა და მამას, რომელსაც იესო "ერთადერთ ჭეშმარით ღმერთს" უწოდებდა, სამებად აქცევდით? ანუ მამის ერთადერთ ღმერთობას, ღვთის ძეს შეუზავებდით და ღვთის წმინდა სულსაც მიამატებდით და ღმერთს მამას ღმერთს, რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, სამება ღვთაებად გამოიყვანდით... ბოლოს კი იტყოდით, სამებისკენ ვიხრებით, რადგან ნიკეის პოლიტიკამ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა განაპირობა და როგორც ჩანს ეს არის სწორიო... სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე.
-
პლატონი გამარჯობა პლანეტა დედამიწა მხოლოდ მაგნიტური და გრავიტაციული ველია არაა. შედარება მთლად კარგი ვერ გამოგივიდა. ამასთან ერთად, გაუგებარია-თქო არ ვაბობ. სამებაზე გარკვევით დავწერე, რომ მას თქვენთვითონ, ვინც სამებას ეთაყვანებით როგორ ღმერთს, ამბობთ რომ ის საიდუმლოა, მიუწვდომელ-ჩაუწვდომელი. გრავიტაციის, დედამიწის და ატმოსფეროს მაგალითები, ვერ გამოდგება ქრისტიანობამდელი წარმართული ფილოსოფიის ბიბლიურ სწავლებად გასაღებაში. როგორც ბიბლია იუწყება, იესო ქრისტე არის ღვთის ძე და არა თავად ის ღმერთი, რომელმაც ის დედამიწაზე გამოგზავნა გარკვეული მისიით და რომელსაც იესო ქრისტე თავის ღმერთს უწოდებდა. რატომ ურევთ ღვთის ძეს მერთთან? იესო თავის ღმერთს, "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს" უწოდებდა. წაიკითხე იოანეს სახარების 17:1-3. ის ვინც ერთადერთი ღმერთია, სინამდვილეში ერთადერთია და არა რამოდენიმე. თუ სიტყვა "ერთადერთს" მართლმადიდებლები არასწორად იგებთ, ეგ ბიბლიის ბრალი ნამდვილად არ არის. იესო ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ბიბლია წარმოგვიდგენს მას და არა ისე, რომ საკუთარ რელიგიურ მოსაზრებებს მოვარგოთ ბიბლიის სწავლებები. სიცრუეა. თუ კი მსგავს რამეს განაცხადებ, დასაბუთებად უნდა შეგეძლოს. ის რომ იესოს მამა იყო ღმერთი და დედა ადამიანი, არ ხდის იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად. იესო იყო ღვთის ძე, ისევე როგორც მისი სხვა ძეები. ღმერთმა თავისი პირველი შვილი, ანუ პირმშო, ადამიანად მოავლინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღვთის ძე, რომელიც ზეცაში ღვთის "სიტყვად" მსახურობდა, გახდა ადამიანი. იოანეს 1:14-ში სწორედ ამაზეა საუბარი: "ამგვარად, სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება". მსგავსი განაცხადი არც იესოს გაუკეთებია, არც მის მიმდევრებს და არც ბიბლიაში არ წერია არსად. ასე რომ, თქვენი განაცხადის მხარდამჭერი ბიბლიური არგუმენტ თუ ვერ მოიყვანთ, თქვენი განაცხადი, მხოლოდ განაცხადად დარჩება, რომელიც ბიბლიის სწავლებას არ შეესაბამება. ცხადია ძე კაცისადაც იქნება მოხსენიებული იესო, რადგან, ის ადამიანისგან დაიბადა. ამიტომ ღვთის მიერ ზეციდან მოვლენილი ძე, კაცის ძედ იმიტომაა მოხსენიებული რომ ადამიანისგან დაიბადა ადამიანად. ამრიგად, იმაზე აპელირება, რომ იესოს ცაცის ძე ეწოდებაბიბლიაში, საკმარის არგუმენტად ვერ გამოდგება რომ ის ღმერთს გაუთანასწოროთ და ღმერთად გამოაცხადოთ. ყველა შემთხვევას მხედველობაში ვიღებ და არანაირად არ ვცდილობ, ისეთი დასკვნები გავაკეთო, რის საფუძველსაც ბიბლია არ იძლევა. ესაა და ეს. პლატონი, საინტერესო ადგილია, მაგრამ უნდა გაგაწბილო, რადგან როცა ადამიანები, ზეციდან მოვლენილ ღვთის ძეებს, ანუ ანგელოზებს, იხილავდნენ, ამბბდნენ ღმერთი ვიხილეთო. მიუხედავად ამისა, ისინი, არასოდეს მიიჩნევდნენ ზეციდან მოვლენილ ღვთის წარმომადგენლებს პირდაპირი გაგებით ღმერთად. იესოს შემთხვევაშიც ანალოგიურადაა საქმე. ამრიგად, მოდი ნუ ამოგლეჯ ერთ რომელიმე მონაკვეთს რომ არაბიბლიური ეკლესიური დოგმატები ბიბლიურ სწავლებად გაასაღო. პირიქით, მხედველობაში მიიღე ბიბლიის სხვა მონაკვეთებიც, რომ სწორი აზრი და სწორი დაასკვნა გამოიტანო და გაუგებრობაში არ აღმოჩნდე. აი მოვიყვან მაგალითს ბიბლიიდან, როცა ღვთის წარმომადგენელი ანგელოზი იხილეს ადამიანებმა და თქვეს, ღმერთი ვიხილეთო (ციტატას მოვიყვან თქვენივე ეკლესიის თარგმანიდან): "და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას". ამის მხილველები იყვნენ მანოახი და მისმა ცოლი. მანოახმა თავის ცოლს უთხრა: "სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ". (მსაჯულთა 13:20-22). აი თქვენი ეკლესიის ბიბლია და წაიკითხე რომ ასეა როგორც დავაციტირე: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/msaj11-15.htm თუ თქვენ მსჯელობას მივყვებით, გამოდის რომ ვისზეც ღვთის მორწმუნე ადამიანები წარსულში ამბობდნენ ღმერთი ვიხილეთო, ერთპიროვნულ ღმერთს შევმატოთ და საბოლოოდ რას მივიღებთ? სამებას კი არა, "სამება" აყვანილ 30-თე ხარისხში მივიღებთ. როგორც ზემოთა კომენტარში დავასაბუთე ბიბლიიდან, ადამიანები ღვთის წარმომადგენლებს ღმერთს უწოდებდნენ და ამბობდნენ 'ღმერთი ვიხილეთო'. ანალოგიურად მოხდა თომას შემთხვევაშიც. მაგრამ როცა პეტრე იესოზე ამბობს რომ ის 'ცოცხალი ღვთის ძეა' (მათე 16:16), პეტრეს სიტყვები გამონაკლისი არაა. იესოს წმინდა წერილებში ღვთის ძე ეწოდება (და არა სამების მეორე ჰიპოსტასი და მამის თანასწორი სამება), რომელსაც თავისი ღმერთი ჰყავს, ვისაც თაყვანს ემსახურება და ემორჩილება. ბიბლიის თანახმად ღმერთი სხვაა და ღვთის ძე კი სხვა. ის ვინც ღმერთს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს უწოდებს", მას ვერ დავაბრალებთ რომ თავად არის ღმერთი. იესომ თავის მამას, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი" უწოდა. წაიკითხე იოანეს 17:3.
-
ჭანო ხო, წავიკითხე წინა პოსტში რომ 2,2-2,6-სი მილიონი იგულისხმე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე რასაც თავად მეცნიერები ამბობენ, რომ არაა ზუსტი დათარიღება, მე არ ვაღიარებ ამ შემთხვევაში არც 2,2-ს, არც 2,6-ს და არც 1,75 მილიონს, რომ თითქოს და ადამიანი უკვე არსებობდა მილიონობით წლების წინ. ცდომილება ორმ ნულამდე ყოფილიყო დაყვანილი, მაშინ მეცნიერები სავარაუდოდ არ მიიჩნევდნენ ნაშთების თარიღებს. პირადად მე, ვარაუდებზე ვერ ავაგებ ჩემს შეხედულებებს საკითხებზე, რომლებზეც აქ ვწერთ. გეთანხმები, მეცნიერება არის ძიება, მაგრამ ამ ძიების პროცესში რაც არ არის დანამდვილებით დადგენილი და დამტკიცებული, ვერ მიიღებს ადამიანი აფსოლუტურ ჭეშმარიტებად. არა, არ ვარ არც კრეაცინოსტი და არც რაიმესტი. მე იმ მეცნიერების თვალსაზრისს ვიზიარებ, რომლებიც ჩატარებული ცდებისა და გამოკვლევების საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანი, შემოქმედების ნაყოფია, და არა შემთხვევითობის პროდუქტი. სულ ესაა, საითკენაც მე ვიხრები.
-
ჭანო არ ცდები, მილიონობით ნაშთებია ნაპოვნი. მაგრამ ნაპოვნი ნაშთების რაოდენობით არ განისაზღვრება მათი ასაკი. ხო. კი, ნამდვილად მასე იყო, მერე აღმოჩნდა რომ არასწორად ესმოდათ "მეცნიერული" საკითხები წარსულში მცოხრებ "მეცნიერებს". ნამდვილად. მე რამოდენიმე მეთოდი დავასახელე და ისიც დავწერე, რომ მათზე დაყრდნობით დარწმუნებით ვერცერთი (მეცნიერებიც კი) ვერ იტყვიან დანამდვილებით და ზუსტად რა ასაის არიან ნშთები. ეს ფაქტია რომ ასეა. გეთანხმები; სწორედ ამიტომ, იმის თქმა რომ ადამიანები მილიონობით წლების წინ უკვე არსებობდნენ, ძალიან ხმამაღალი და დაუსაბუთებელი განაცხადია. ესაა და ეს.
-
Student საერთოდ რა მეთოდს იყენებენ ბევრმა ვიცით. მე კონკრეტული შეკიტხვა დავსვი, რომელზეც არ მიმიღია კონკრეტული და ზუსტი პასუხი. მე ვიკითხე: გასაგებია რომ ჭანომ არ იცის ზუსტად რა მეთოდის გამოყენებით ვარაუდობენ დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკს, მაგრამ, ვინმემ თუ იცით, დაწერეთ. თუ არა და, გაგონილი და ტელევიზორში ნათქვამის ატაცებით ვერ დავასაბუთებთ იმას, რომ თითქოს 1.75 მილიონი წლის წინათ უკვე არსებობდა ადამიანი. paolo-მ კარგად დაწერა, რომ ამ პოსტის ზემოთ რაც უწერია. მეც დავამატებ ცოტას, რომ რაც დრო გადის, დათარიღების ახალ და ახალ მეთოდებს იგონებენ ადამიანები (მეცნიერები). ახალი მეთოდების გამოგონება, იმაზე მეტყველებს რომ უკვე არსებული მეთოდები არასაიმედო და არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდის, თერმოლუმინესცენციის, შესახებ "ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში" ნათქვამია: "დღესდღეობით ჩვენი იმედები, ძირითადად, დაკავშირებულია არა რეალურ შედეგებთან, არამედ იმ მნიშვნელობასთან, რომელსაც დათარიღების თერმოლუმინესცენციურ მეთოდს ვანიჭებთ". უფრო მეტიც, ჟურნალში "Science", (საიენსი) ასეთი რამე წერია, რომ ჩონჩხი, რომლის ასაკიც ამინომჟავების რაცემიზაციის მეთოდით დათარიღებისას 70 000 წლით განსაზღვრეს, რადიოაქტიური მეთოდით დათარიღებისას მხოლოდ 8 300 ან 9 000 წლის აღმოჩნდა. ახლა ვნახოთ რას ამბობს ერთ სამეცნიერო ჟურნალი "Popular Science": "[ფიზიკოსი რობერტ ჯენტრი] თვლის, რომ რადიოაქტიური დაშლის საფუძველზე დადგენილი ყველა თარიღი შეიძლება მცდარი იყოს არა მხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ უდიდესი დროით, რომლის გამოსახვისთვისაც საჭირო იქნება ათის აყვანა მთელ რიგ ხარისხებში". როგორც ამ ჟურნალის სტატიაში იყო აღნიშნული, მის აღმოჩენებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ "დედამიწაზე ადამიანის არსებობა შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ათას წელს ითვლიდეს და არა 3,6 მილიონ წელს". აქ რა მეთოდებზეც გავამახვილე ჩემი ყურადღება, არის ყველაზე ცნობილი მეთოდები ნაპოვნი ნაშთების ასაკის დასადგენად. ამიტომ, თუ აქ ჩამოთვლილი მეთოდები იქნა გამოყენებული დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკის დასადგენად, მაშინ ამ მეთოდებზე დასკვნების გაკეთებით ვერავინ ვერ იტყვის დარწმუნებით რომ ისინი 1,75 მილიონი წლის წინანდელი ნაშთებია. ასე რომ, თუ ვინმეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი დადგენის შესახებ რაიმე ახალი მეთოდების გამოყენება გსმენიათ ან ის რა მეთოდიც გამოიყენეს დაწერეთ, ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე, თო არა და, მაშინ დავასრულოთ ვარაუდებით დასკვნების გაკეთება, ისედაც გავცდით დედამიწის ასაკის თემას და ოფტოპიკებში ვიმყოფებით.
-
Siknadmo ძველქართული თარგმანი, საიდანაც მოგყავს ციტატები, არის არის დამახინჯებული თარგმნაი, გარდა ამისა, თანამედროვე თარგმანებიც არსებობს და კარგი იქნება თუ თანამედროვე ქართული თარგმანებიდან მოიყვან ციტატებს, რადგან, დღეს, მცირე თუ ფლობს ძველქართულ ენას. აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან: მერე რა, რომ მრავლობით რიცხვშია? მრავლობითი რიცხვი გულისხმობს 2-ს და მეტს და არა მაინც და მაინც სამს, როგორც თქვენ ("მართლმადიდებლებს") გესმით. ეს არის მორიგი თქვენებური ინტერპრეტაცია, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის. ამ დროს, ბიბლიის ეგ მუხლი გასაგებად ამბობს რომ ღმერთმა თქვა: შევქმნათ. ღმერთი ამას ეუბნება სხვას ან სხვებს და არა თავის თავს. ეს რომ ასეა, ამას თავად ბიბლია ადასტურებს სხვა მუხლებში. ამიტომ, კი ნუ ამოგლეჯთ ერთ რომელიმე მუხლს და თქვენებურ ინტერპრეტაციას კი ნუ უკეთებთ, მხედველობაში უნდა მიიღოთ ბიბლიის სხვა მონაკეთებიც რომ სწორი აზრი გაიგოთ თუ რა იგულისხმება ამა თუ იმ მუხლში. დაბადების 1:26-ში, სამპიროვან სამ ჰიპოსტასურ ღვთაება სამებაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. აქაც იგივეს აკეთებთ. იქმნა ერთი ჩვენთაგანი, არ ნიშნავს რომ მანდ სამებაზეა საუბარი. მასეთი სახის ინტერპრეტაციის გაკეთების არანაირი საფუძველი არ არსებობს. რატომ მიაწერთ მუხლს იმას, რაც მასში არაა ნათქვამი? აქაც იგივეს იმეორებთ. აწერთ მიუხლს იმას, რაც არ დევს მასში. მასში სამებაზე არაა საუბარი. გარდა ამისა, მოგყავთ დამახინჯებული თარგმნაიდან მუხლები, რათა თქვენს სუბიექტურ აზრებს მოარგოთ ბიბლია. აი წაიკითხეთ იგივე მუხლი როგორ ითარგმნება: შესაქ. 11,6-7- "თქვა უფალმა: ... აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს". სამწუხაროა რომ არაპატიოსან ხერხებს მიმართავთ "სამების" ბიბლიურ სწავლებად გასაღებისთვის! აქაც მხოლოდ თქვენეული ინტერპრეტაცია. შესაქმის 18,1-3-ში საერთოდ არაა საუბარი არც სამება ღვთაებაზე და არც იმაზე, რომ ანგელოზები, რომლებიც აბრაამს გამოეცხადნენ სამებად მივიღოთ. მხედველობაში უნდა მიიღოთ ის, რომ ღმერთი ადამიანებს ანგელოზების მეშვეობით, ანუ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ესაუბრებოდა. ზოგ შემთხვევებში ღმერთი ერთ ანგელოზს აგზავნიდა ადამიანებთან, ზოგ შემთხვევაში სამს, და ზოგ შემთხვევაში 2-ს, როგორც ეს სოდომის განადგურების წინ, ორი კაცის (ანგელოზები რომლებიც კაცების სახით ესტუმრნენ) მეშვეობით ლოტი გააფრთხილა ღმერთმა! გარდა ამისა, ავგუსტინეს თვითნებური ინტერპრეტაცია რომ მოგყავთ, რომელიც ბიბლიასთან არაა თანხმობაში, შეგახსენებთ, რომ ადამიანები ერთ ღმერთს ეთაყვანებოდნენ ყოველთვის, აბრაამიც და სხვებიც, რომლებსაც ღმერთი თავისი ანგელოზების მეშვეობით ესაუბრებოდა. ხან ერთი ანგელოზის მეშვეობით ესაუბრებოდა, ხან ორი და ხან სამი ანგელოზის მეშვეობით. ნათელია, რომ სამების ადგილი ბიბლიაში ნამდვილად არაა. თქვენ თუ აპელირებას დაიწყებთ იმით, რომ ზოგ შემთხვევაში სამი ანგელოზი ეცხადებოდა ადამიანებს, და ამიტომ ღმერთს სამად აღიქვამთ, სხვამ, თქვენი მეთოდის გამოყენებით, შეიძლება აპელირება გააკეთოს იმაზე, რომ როცა ორი ანგელოზი ეცხადებოდა ადამიენებს აბრაამის და მოსეს დროში, დაასკვნის რომ ღმერთი სამპიროვანი კი არა ორპიროვანიაო. მსგავსი მეთოდები და ინტერპრეტაციები, არ შეესაბამება იმას, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის.
-
აინშტაინის აზრი რელიგიასთან დაკავშირებით...
აზრი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ჭანო ყველაფერს სერიოზულად არ ვიღებ, მაგრამ, ამ შემთხვევაში სერიოზულად მივიღე რაც დაუწერე, რომ კითხეო.. -
აინშტაინის აზრი რელიგიასთან დაკავშირებით...
აზრი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
კითხე? ჭანო, ვერ კითხავს. რომც ჰკითხოს, ღმერთი ზეციდან არ დაელაპარაკება. -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
აზრი replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Student საინტერესო იქნებოდა ისეთი არგუმენტები დაგედო, რომელიც ღვთის არსებობას დაუჭერდა მხარს. თუ გაქვს მსგავსი სახის არგუმენტები, კარგი იქნებოდა დაგედო. რას იტყვი? -
ჭანო ზოგი ფუნდამენტალისტი "ამტკიცებს", რომ ყველა ფიზიკური ქმნილება (არსება) ზუსტად ექვს 24 საათიან დღეში შეიქმნა სადღაც 6 000—10 000 წლის წინათ. მაგრამ, რასაც ისინი ასწავლიან, არაბიბლიურია და ამან საღვთო წერილი მრავალი ადამიანის დასაცინი გახადა. სინამდვილეში, სიტყვა "დღე" ბიბლიაში ყოველთვის 24 საათიანი პერიოდის გაგებით არ გამოიყენება. დაბადების 2:4-ში "დღედ" არის მოხსენიებული მთელი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ღმერთი დედამიწასა და ცას ქმნიდა (წაიკითხე ბერეშით (დაბადება) 2:4, თორა-ში, გამოცემული 1995წ.). ეს ერთი დღე (ქართული ბიბლიებში) წიგნ "დაბადების"* 1-ლ თავში მოხსენიებულ ექვსივე შემოქმედებით დღეს მოიცავს. ბიბლიური გაგებით დღე არის დროის რაღაც განსაზღვრული პერიოდი და შეიძლება ათას ან რამდენიმე ათას წელს მოიცავდეს. ამიტომ, დასაშვებია, რომ ბიბლიაში მოხსენიებულმა თითოეულმა შემოქმედებითმა დღემ რამდენიმე ათასი წელი გასტანა. თანაც, დედამიწა უკვე არსებობდა შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე (დაბადება 1:1).* მაშასადამე, ბიბლიური მონათხრობი მთლიანად ეთანხმება ჭეშმარიტ მეცნიერებას (აუცილებლად წაიკითხე 2 პეტრე 3:8).* იმ მოსაზრების თაობაზე, რომ შემოქმედებითი დღეები მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა ფრანსის კოლინზმა ასეთი აზრი გამოთქვა: "ჩვენს ეპოქაში კრეაციონიზმა [ფუნდამენტალისტურმა მოძღვრებამ შემოქმედების შესახებ] უფრო დიდი ზიანი მიაყენა საღად მოაზროვნე ადამიანების რწმენას, ვიდრე სხვა რამემ". - ამ სიტყვებს აბსოლუტურად ვეთანხმები. ეკლესიის სწავლებებისა (ანუ შეთხზული არაბიბლიური დოგმატებისა) არ იყოს, ზოგიერთი ფუნდამენტალის ინტერპრეტაციების გამო, მრავალ ადამიანს, მცდარი თვალსაზრისი უყალიბდება როგორც ღმერთზე, ისე მის სიტყვაზე - ბიბლიაზე*. რას გულისხმობ სიტყვებში 'რამდენად ზუსტი ინფორმაცია გვაქვს'? ადამიანის წარმოშობის დეტალურ აღწერას გულისხმობ თუ რას? ვერ ვხვდები. ბიბლიის მიხედვით, ადამიანი წარმოადგენს შემოქმედების ნაყოფს, და არა შემთხვევითობის პროდუქტს. მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ადამიანი შემოქმედების საშუალებით წარმოიშვა. მეცნიერების მიერ შესწავლილის საფუძველზე, მრავალი ადამიანი დარწმუნდა, რომ უტყუარი ფაქტობრივ მტკიცებულები ადასტურებს, რომ ადამიანი, ისევე როგორც სხვა ცოცხალი ქმნილებები (ორგანიზმები) შექმნილები არიან. ევოლუციის თეორიის პოპულარობის მიუხედავად, ბევრი მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის მრავალი მეცნიერი, დარწმუნებულია, რომ არსებობს ბრძენი შემოქმედი (ინსტრუქტორი). ამ თემაში ამ საკითხების დაწვრილებით განხილვა ალბათ გაიფება იქნება. თუ გულწრფელად გაინტერესებს ეს საკითხები, სხვა თემაში შეგვიძლია გადავინაცვლოთ. თუ არ იცი, როგორღა გჯერა იმის, (თუ გჯერა), რომ დმანისში ნაპოვნი ნაშთები, 1.75 მილიონი წლისაა... ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება ასეთი სერიოზული საკითხისადმი, არის არასერიოზული დამოკიდებულებაა. დიდი შანსია რას ნიშნავს...(?!) ვარაუდებით ვერ ვიმსჯელებთ, ან თუ ვიმსჯელებთ, სარწმუნო არ იქნება დასკვნების გაკეთება იმის საფუძველზე რომ "დიდი შანსია" ვთქვათ და ისე დავასკვნათ ხოლმე.. ანუ, დასკვნების ხარისხი იქნება დაბალი... სასურველი იქნებოდა, მსგავსი ასაკის დასახელებისას, სარწმუნო არგუმენტები მოიყვანო ხოლმე. რა მეთოდებით განსაზღვრეს ნაპოვნი ნაშთების ასაკი, ვინ და როდის. ____ * პ.ს. თუ ქართულ ბიბლიაში წაიკითხავ ბიბლიის ციტატებს, ეცადე წაიკითხო თანამედროვე ენაზე გადათარგმნილი ბიბლიიდან, რადგან ძველქართულ ეკლესიურ გამოცემებში ზღვა შეცდომები და თვითნებული გადაკეთებებია და არაა სანდო. მაგალითად უამრავ შეცდომებს შეიცავს "გიორგი მთაწმინდელის რედაქციით გამოცემული ახალი აღთქმა" და სხვა, ძველ ქართული ბიბლიების უმეტესობა.
-
Student მე ან ვინმემ ახსენა ამ თემაში იეჰოვას მოწმეები?! მოეშვი ცინიკოსობას. ცინიკურად მამაოებს ელეპარაკე, როცა ეკლესიაში მიხვალ. ეს ფორუმი არაა მართლმადიდებლური გაითვალისწინე რომ გამოამჟღავნოთ თქვენი "პროგრესი" რაც ცინიზმში, უზრდელობაში და თავხედობაში ვლინდება ხოლმე. ასე რომ გაითვალისწინე. ბიბლიურ სწავლებას კი მოაქვს პროგრესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რელიგიები ბიბლიას ასწავლიან. ნუ ამოეფარებით ბიბლიას.
-
Nukriko ჩემი აზრით, ნამდვილ ქრისტიანობას ადამიანი მიჰყავს პროგრესისკენ. თუმცა, სიტყვა ქრისტიანობაში არ ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ "ქრისტიანულ" რელიგიებს(ეკლესიებს და განშტოებებს როგორიცაა): კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტენტანტიზმი. ქრისტიანობაში ვგულისხმობ ნამდვილ ქრისტიანობას და არა მათ რომლებიც ქრისტიანებად იცხადებენ თავს.
-
რელიგიასაც გააჩნია. ჩემი სუბიექტური თვალსაზრისი ასეთია: სოგადად თუ ვიტყოდი, რელიგიებს უფრო მეტი უარყოფითი მოაქვთ, ვიდრე დადებითი. შესაბამისად, ის უფრო რეგრესისკენ მეგზურობს კაცობრიობას, ვიდრე პროგრესისკენ.. (სამწუხაროდ). . Student მართლმადიდებლურ რელიგიას, პროგრესისკენ არ მიჰყავს კაცობრიობა. პირიქით.
-
ელექტრონული ვერსია ხომ არ იცი რომ გადავამოწმო? მე არ მიკითხავს რა მეთოდები ან რამდენი მეთოდები არსებობს პალეონტოლოგიაში, ნაპოვნი ნივთებისა თუ ნაშთების ასაკის დასადგენად. საკმაოდ კარგად ვარ გათვიცნობიერებული ამ საკითხებში. მე კონკრეტული კითხვა დავსვი: "1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი?" სამწუხაროა რომ ზუსტად არ იცი, მაგრამ არაუშავს. ქრისტიანული შეხედულება ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რასაც I საუკუნის ქრისტიანები ასწავლიდნენ და განმარტავდნენ და ის, რასაც ბიბლია ამბობს. ამიტომ, ეგრეთ წოდებულ "ქრისტიანულ" სამყაროში არსებულ განსხვავებულ და ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს მე არც ვიზიარებ და არც ვეყრდნობი. ნამდვილი ქრისტიანული თვალსაზრისიდან და იქიდან გამომდინარე, რასაც ბიბლია ამბობს დედამიწაზე, ზუსტად ვერ ვიტყვი რა ასაკისაა დედამიწა. ბიბლია დედამიწის ასაკს არ ასახელებს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ქრისტიანობის და ბიბლიის სახელით ხმამაღალ განაცხადებს გააკეთებს, აუცილებლად მოუწევს, დაასაბუთოს თავისი სუბიექტური მოსაზრებების მართებულობა. ბიბლიის თანახმად, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე დედამიწა ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში არსებობდა. მეცნიერული შეხედულება რომც გადაისინჯოს და მეცნიერებმა დედამიწის სხვა ასაკი შემოგვთავაზონ იმ ასაკისგან განსხვავებით რასაც დღესდღეობით გვთავაზობს მეცნიერბა, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ სინამდვილედ დარჩება. მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, არამედ პირიქით, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც იგი ვრცელ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ფიზიკური სამყაროს როგორც აწმყოს, ისე წარსულის შესახებ.
-
Nukriko მართალი ხარ, ნამდვილად არაა რელიგიური თემა. უბრალოდ, რა ასაკის ითვლება დედამიწა რელიგიური თვალსაზრისით, შეიძლება ამ მხრივ განიხილებოდეს რელიგიურ თემაშიც. საინტერესოა თემის გამხსელის აზრი ამაზე.
-
ჭანო თუმცა თემა დედამიწის ასაკს ეხება, რადგან ცოტა გადაუხვიეთ თემას, მეც მივცემ თავს უფლებას დავაზუსტო ზოგიერთი საკითხი შენთან: 1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი? 2. ვინ გამოიანგარიშა (დაათარიღა)? 3. აღიარებულია თუ არა მსოფლიოს წამყვანი პალეონტოლოგების მიერ დმანისის ნაშთების 1,8 მილიონი წლით დათარიღება? 4. წყაროს ხომ ვერ დადებდი, სადაც ოფიციალურად არის დასახელებული დმანისის ნაშთების ასაკი?
-
აინშტაინის აზრი რელიგიასთან დაკავშირებით...
აზრი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko არა, კანონებს არ ეძახდა ღმერთს. დეისტი იყო და ამბობდა რომ ათეისტი არ ვარო. -
აინშტაინის აზრი რელიგიასთან დაკავშირებით...
აზრი replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
intelligent duck ვინ გითხრა რომ აინშტაინს ღმერთი არ სწამდა? აინშტაინი ათეისტი არ ყოფილა, მას სწამდა ღმერთი. :ravic: -
"რელიგია, როცა შუღლს არ აღვივებს, ნარკოტიკივით მოქმედებს - უგრძნობს ხდის სინდისს და ადამიანს ტვინს უვსებს ფანტაზიებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ავიწყებს . . . ხალხის მსოფლმხედველობას ავიწროებს და ცრურწმენას, სიძულვილსა და შიშს ნერგავს". ეს სიტყვები ეკუთვნის ყოფილ მეთოდისტ მისიონერს. თქვენ რას ფიქრობთ, იქნებ მართლა რელიგიაა კაცობიობის პრობლემების მთავარი მიზეზი... იქნებ რელიგია მართლა "იარაღია"... "ქრისტიანობის მოვალენი ვართ მე და, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში". "ქრისტიანობისადმი" მადლიერების გამომხატველი ეს სიტყვები ეკუთვნის ინგლისელ მწერალსა და სატელევიზიო პროგრამების წამყვანს, მელვინ ბრეგს. მის სიტყვებში არეკლილია იმ მილიონობით ადამიანის გრძნობები, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიის წინაშე თავს ვალდებულად გრძნობენ და მისდამი უდიდეს პატივისცემას ავლენენ. ამ ადამიანებს სწამთ, რომ რელიგია მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. მაგალითად, ერთი პუბლიცისტის აზრით, "ისლამმა ბიძგი მისცა უდიდესი ცივილიზაციის წარმოშობას . . . [რომელმაც] სარგებლობა მოუტანა მთელ მსოფლიოს". მაგრამ, უცებ შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა: რა როლი უკავია რელიგიას - უარყოფითი თუ დადებითი? აღსანიშნავია, რომ ბრეგის შემდგომი სიტყვები სერიოზულ კითხვას წამოჭრის: "ნამდვილად ახდენს რელიგია დადებით გავლენას ხალხის ცხოვრებაზე"? მან თქვა: "თავის მხრივ, ქრისტიანობას მართებს ამიხსნას ერთი რამ... ის, თუ რა იყო საუკუნეების განმავლობაში მისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებლობის, ბოროტების, არაადამიანურობისა და მიზანდასახული უმეცრების მიზეზი", - ამბობს ბრეგი. ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ შეუწყნარებლობა, ბოროტება, არაადამიანურობა და მიზანდასახული უმეცრება საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს რელიგიათა უმრავლესობისთვის იყო დამახასიათებელი. ამ ადამიანების აზრით, რელიგია კაცობრიობას კეთილისმყოფლად ევლინება, მაგრამ სათნოებისა და სიწმინდის მიღმა, მხოლოდ თვალთმაქცობა და სიცრუეა დაფარული . ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: "ჩვენს ლიტერატურაში ყველაზე ხშირია განაცხადი იმის თაობაზე, რომ რელიგია ფასდაუდებელ როლს ასრულებს ცივილიზაციის ისტორიაში და ყველაზე ხშირად სწორედ ამ განაცხადის უსაფუძვლობას ცხადყოფს ისტორიული ფაქტები" (A Rationalist Encyclopædia). დღეს ნებისმიერ გაზეთში წაიკითხავთ უამრავ სტატიას რელიგიურ წინამძღოლებზე, რომლებიც სიყვარულის, მშვიდობისა და თანაგრძნობის შესახებ ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ და ღვთის სახელს სისხლისმღვრელი კონფლიქტების გასამართლებლად იყენებენ. გასაკვირი არაა, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ რელიგია ხალხის ცხოვრებაზე ხშირად უარყოფით გავლენას უფრო ახდენს, ვიდრე დადებითს. ზოგჯერ, ადამიანები თავიანთ გულში ფიქრობენ: იქნებდა უმჯობესია რელიგიის გარეშე ცხოვრება... ზოგი იმ დასკვნამდეც კი მიდის, ინგლისელი ფილოსოფოსის ბერტრან რასელის მსგავსად, რომ უმჯობესი იქნებოდა "დროთა განმავლობაში ყოველგვარი რელიგიური მრწამსი უკვალოდ გამქრალიყო". ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, დავსვავ კითხვებს და ერთად ვიმსჯელოთ: სინამდვილეში რელიგია სიკეთის მთესველია თუ კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზია? გადაჭრის ამ პრობლემებს ყველა რელიგიური მიმდინარეობის აღმოფხვრა?
-
მაგრამ რა ჭანო, ვერ მივხვდი რას გულისხმობ? მე მჯერა რომ დედამიწის ასაკი დაახლოებით 4.6 მილიარდი წლისაა. ალბათ ბევრს სჯერა ასე. შენ რაა, სხვა აზრი ხომ არ გაქვს?
-
ierofant თემაში შემოსული საკითხის (სამების) შესახებ წიგნიდან "The Paganism in Our Christianity" ("წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში"), მინდა მოვიყვანო ერთი საინტერესო ციტატა: "Jesus Christ never mentioned such a phenomenon [a coequal Trinity], and nowhere in the New Testament does the word 'Trinity' appear. The idea was only adopted by the Church three hundred years after the death of our Lord; and the origin of the conception is entirely pagan". ქართულად კი ეს ისტყვები ასე გამოიყურება: "იესო ქრისტე არასოდეს ახსენებდა ასეთ ფენომენს [თანასწორობა სამებაში], და სიტყვა 'სამება' არსად ჩანს ახალ აღთქმაში. ეს წარმოდგენა ეკლესიამ მიიღო ჩვენი უფლის სიკვდილიდან მხოლოდ სამასი წლის შემდეგ; ამ შეხედულების წარმოშობა მთლიანად წარმართულია". წიგნის ავტორი არც მართლმადიდებელი გახლავს, არც იეჰოველი და არც კრიშნაიდი. წიგნის ავტორია Arthur Weigall. მისი განათლების, ვინაობის და მოღვაწეობის შესახებ, შეგიძლია მიმართო ამ ვებგვერდს: http://en.wikipedia.org/wiki/Arthur_Weigall პ.ს. ierofant ასე რომ, გამოთქმებისაგან, როგორიცაა: "სწორხაზოვანი იეღოველების ბუდე ყოფილა აქოურობა" და მსგავსი ფრაზებისაგან თავს თუ შეიკავებდი, უფრო სერიოზული მოპასუხის შთაბეჭდილებას დატოვებდი. თუ გაითვალისწინებ რასაც აქ გწერ, ალბათ ისევ და ისევ, შენი რეპუტაციისთვის იქნებოდა კარგი, თუ არა და, მასეთი ფრაზებითა და გამოთქმებით, სხვას არაფერი დააკლდება, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანები კარგად ხედავენ, რა სახის წყაროები უჭერენ მხარს ჩემს მიერ დაწერილ არგუმენტებს.
-
მაშ იმ იმედით, რომ მავანნი ვეღარ გაბედავენ შეურაცხმყოფელი პოსტების წერას, კარგი იქნება თუ დავუბრუნდებოდით თემას. როგორც უკვე აღვნიშნე, სამების დოგმატი არ წარმოადგენს არც ბიბლიურ მოძღვრებას და არც ქრისტიანულს. ის შეთხზეს ადამიანებმა, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქებში. ეგვიპტელები, ბაბილონელები და სხვა ეროვნების ადამიანები, ეთაყვანებოდნენ სამებებს. მოგვიანებით, ბერძნული ფილოსოფიის ზეგავლენაში მოქცეული IV-ხე საუკუნემდელი ეგრეთ წოდებული "ეკლესიის მამები" იყვნენ პირველები, რომლებმაც ქრისტიანობაში დაიწყეს წარმართული ფილოსოფიურ-რელიგიური მითების ქრისტიანული ტერმინებით შენიღბვა. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ ერთღმერთიანობის მქადაგებელი ქრისტიანობა, გადააქციეს სამ-ერთ-იანი ღვთაება სამების თაყვანისმცემელთა რელიგიად. ღმერთი რომელიც სამყაროს ერთადერთ ემოქმედად და ცოცხალ ღმერთადაა წარმოდგენილი წმინდა წეირლში (ბიბლიაში), "ეკლესიის მამებმა" ღმერთი დაამცირეს, და მის ძეს გაუტოლეს. მოგვიანებით მათ ღვთის მოქმედი ძალა, რომელსაც წმინდა წერილში ღვთის წმინდა წული ეწოდება, ღვთის მესამე პირად გამოაცხადეს და საბოლოოდ ხელში შერჩათ წარმართული ღვთაება "სამება". იესო ქრისტე, რომელიც ქრისტიანუბის ფუძემდებელია, თავის ღმერთს, რომელმაც ის დედამიწაზე გამოაგზავნა, იესო თავის მამას და თავის ღმერთს უწოდებდა. იესომ ლოცვისას, თავის გამომგზავნელ მამას, 'ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი' უწოდა. მიუხედავად ამისა, "ეკლესიის მამებმა" იესოს სიტყვების უარყოფა დაიწყეს, რაც იმით გამოიხატა, რომ მათ ქრისტეს სიტყვების გაბუნდოვნება და გამრუდება დაიწყეს. მარტივად რომ ვთქვათ, ქრისტიანობიდან გადაუხვიეს და ჩამოაყალიბეს საეკლესიო დოგმატები, რომელსაც ვინმე თუ არ მიიღებდა, ის მოიკვეთებოდა ეკლესიიდან. ასეთი სახით, თავიანთი გონებით შეთხზული ღვთაება სამება "დაიცვეს" და სამყაროს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მამა, რომელმაც შექმნა იესო და ყველაფერი, აქციეს გონებისთვის "ჩაუწვდომელ", "საიდუმლო" ღვთაება "სამებად". The New Encyclopædia Britannica, "მიკროპედია", ტომი X, გვ. 126-ზე ნათქვამია: «ახალ აღთქმაში სიტყვა სამება არ გვხვდება და მასში არაფერია ნათქვამი, რაც აშკარად დაუჭერდა მხარს ამ დოგმატს. იესო და მისი მოწაფეები არაფერს ამბობდნენ ძველ აღთქმაში მოცემული "შ[ე]მას" საპირისპიროდ, სადაც ვკითხულობთ: "ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი" (რჯლ. 6:4) . . . ეს დოგმატი თანდათანობით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განვითარდა, რასაც თან ახლდა მწვავე დისკუსიები . . . სამების დოგმატმა IV საუკუნის ბოლოს მიიღო საბოლოო სახე, რომელიც მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა» სინამდვილის აღიარებას, არც კათოლიკური ენცკილოპედია გაქცეულა. მასში ნათქვამია: «დოგმატური ფორმულა "სამპიროვანი ღმერთი" მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში. სწორედ ამ ფორმულას ეწოდა პირველად "სამების დოგმატი". პირველი ეკლესიის მამები თავიანთი მრწამსით ძალიან შორს იყვნენ ასეთი თვალსაზრისისგან» ("New Catholic Encyclopedia", ტომი XIV, გვ. 299). და ბოლოს: "ქრისტიანობას დასაბამი იუდაიზმმა მისცა, იუდაიზმი კი ყოველთვის იყო უნიტარული [ანუ აღიარებდა ღვთის ერთპიროვნულობას]. იერუსალიმიდან ნიკეამდე მიმავალი გზა ნამდვილად არ ყოფილა სწორი. მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბებულ სამების დოქტრინაში ზუსტად არ იყო გადმოცემული პირველი ქრისტიანების სწავლება ღვთის ბუნებასთან დაკავშირებით; ეს მათი სწავლებიდან გადახვევა იყო" ("The Encyclopedia Americana", ტომი XXVII, გვ. 294L). ახლა, ვისაც უნდა ღვთაება "სამებას" ეთაყვანოს, ვისაც უნდა ერთადერთ ღმერთს, ვინც შექმნა სამყარო და ყოველივე, და ვისაც უნდა კრიშნას. :sorry: