-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
ააა.. გასაგებია. ;) მაშინ იესო პატარა ბავშვი იყო. უსმენდა ებრაელ რაბინებს (მასწავლებლებს, ანუ მოძღვრებს) და მათგან სწავლობდა ღვთის შესახებ უამრავ რამეს რაც მის დაბრძენებაში და სულიერ ზრდაში დიდ როლს ასრულებდა. ბარემ მოვიყვან ამ მონაკვეთსაც სახარებიდან: "41 მისი მშობლები ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. 42 როცა ის თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, დღესასწაულზე ავიდნენ 43 და იქ ბოლომდე დარჩნენ. დაბრუნებისას ყმაწვილი იესო იერუსალიმში დარჩა. მშობლებმა ეს ვერ შეამჩნიეს, 44 ეგონათ, სხვა მგზავრებთან ერთად მიდიოდა, და ერთი დღის სავალი რომ გაიარეს, მხოლოდ მაშინ დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45 ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ საძებნელად. 46 სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს; მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. 47 მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა. 48 როცა დაინახეს იგი, განცვიფრდნენ. დედამისმა უთხრა: შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ. 49 მან კი მიუგო: რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი? 50 მაგრამ ისინი ვერ მიუხვდნენ ნათქვამს. 51 ის გაჰყვა მათ ნაზარეთში და კვლავაც ემორჩილებოდა. დედამისმა გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები. 52 ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში". ლუკას სახარება, თავი 2. უცნაური ჯერ ის მითხარი, რას ეძახი დადებით დამოკიდებულებას და უარყოფით დამოკიდებულებას და გეტყვი მე რა არისაც ვარ.
-
ჭანო რა მონაკვეთები გინდა დავდო? იესომ - როგორც მახსოვს - ერთხელ გამოყარა ისინი "ღვთის სახლიდან" [ ალბათ მეტად აღარ დასჭირვებია მსგავსად მოქცეულიყო ] და "ახალ აღთქმაში" (რამდენადაც მახსოვს) მხოლოდ სამ სახარებებშია (მათეში, მარკოზში და იოანეში) ჩაწერილი იესოს ასეთი მოხერხებული და ღვთისადმი ერთგულების გამომხატველი ქმედების შესახებ: მათე 21:12: "შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები". მარკოზი 11:15: "იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები". იოანე 2:15,16: "თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!". უცნაური ბიბლია შედგება სულ 66 წიგნისგან. "ძველი აღქმა" 39 (წიგნები) და "ახალი აღთქმა" (27 წიგნი). ორივეს ერთად უწოდებენ "ბიბლიას" და ზოგჯერ "წმინდა წერილებს". სიტყვა "ბიბლია" (βιβλία) ბერძნული სიტყვაა და "პატარა წიგნებს" ნიშნავს.
-
ხდება ხოლმე. წმინდა წერილიდან, ანუ ბიბლიიდან. აბა საიდან დავასკვნი? იქ არ ვყოფილვარ. სიამოვნებით. აი რას ამბობდა თვითონ იესო: "არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი". უფრო მეტიც. თუ ბიბლიას გადახედავ, ნახავ რომ ის იცავდა იუდაური რელიგიის კანონებს, ღვთისთვის მისაღებ ადათ-წესებს და წინასწარმეტყველების წიგნებსა და კანონებში დაწერილ მცნებებს ასრულებდა.
-
ჭანო მისი დამოკიდებულება ღვთის სახლებზე საკმაოდ დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა. ანუ მისთვის მიუღებელი იყო, როცა ღვთის სახლებში (ანუ შენობებში, ტაძრებში, რომელსაც სინაგოგა ერქვა) ისეთი რამ ხდებოდა, რაც არ შეეფერებოდა რელიგიურ ტაძარს, ანუ ღვთის სახლს. ის შოლტის გამოყენებით შენობიდან, ანუ ტაძრიდან გარეთ ყრიდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ საგნებს, ნივთებს და სხვა რამერუმეებს ყიდიდნენ. როგორც ღვთის ერთგულ, ღვთის მოშურნე მორწმუნეს, იესოს სურდა რომ "ღვთის სახლში" ყველაფერი ღვთიური ყოფილიყო და ყველაფერი ღვთიურად გაკეთებულიყო. როგორც გსურდა, "ახალი აღთქმიდან" მოვიყვან ერთერთ მონაკვეთს: "13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იესო იერუსალიმში ავიდა. 14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა! 17 გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე". - ეს მონაკვეთი დავაციტირე იოანეს სახარებიდან. თავი მეორე.
-
დავწერე უკვე რაც. ისრაელში. I საუკუნეში.
-
ჭანო იესოს დროს "ეკლესია" არ იყო. ქართული სიტყვა "ეკლესია" ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან: "ეკკლესია" (ἐκκλησία) და ნიშნავს ადამიანების შესაკრებელს, "კრებულს". "კრებულის" შესატყვისი ეს ბერძნული სიტყვაა "ეკკლესია", რომელიც ორი სიტყვისგან შედგება და სიტყვასიტყვით ნიშნავს "გარეთ მოხმობას". ის გამოიყენებოდა არარელიგიური მიზნით თავმოყრილი ხალხის მიმართაც. ამის მაგალითია ის შემთხვევა, როცა ეფესოში "შეკრებილი ხალხი" დემეტრიოსმა პავლეს წინააღმდეგ წააქეზა (წაიკითხე მოციქულთა საქმეები 19:32, 39, 41). მაგრამ ბიბლიაში ეს სიტყვა, ძირითადად, ქრისტიანულ კრებასთან გამოიყენება. ანუ ქრისტეს მიმდევართა შესაკრებელთან. ქრისტეს მიმდევრები ხან შენობაში (ებრაულ ტაძრებში, სინაგოგებში იკრიბებოდნენ, ხან სახლებში და ასეთ ესაკრებელ ადგილებს კრებას ანუ ბერძნულად "ეკკლესიას" უწოდებდნენ.) ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს ბერძნული სიტყვა (ეკკლესია) პირდაპირ გადმოიტანეს ქართულ ენაში როგორც "ეკლესია" და შენობაზე მიუთითებს, მაგრამ ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, "[ახალ აღთქმაში] ის არასდროს მიუთითებდა შენობაზე, სადაც ქრისტიანები თაყვანისმცემლობისთვის იკრიბებოდნენ". ნათქვამია (The Imperial Bible-Dictionary)-ში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბერძნულ წერილებში სიტყვა "კრება" სულ მცირე ოთხი გაგებით გამოიყენება. მოკლედ ამ საკითხზე აღარ დავწვრილმანდები. პირდაპირ მოკლედ დავწერ იმაზე, რაც შენ გაინტერესებდა. იესო (ებრაულად "იეჰოშუა", ან შემოკლებით "იეშუა") დაიბადა ებრაულ ოჯახში. ებრაელი მარიამის და იოსების ოჯახში. დაბადებიდანვე ის იზრდებოდა ებრაული ტრადიციებით როგორც სხვა ებრაელები. ის ებრაული წესით წინადაცვითეს. ასწავლიდნენ წმინდა წერილებს - "ძველ აღთქმას". მშობლებს ის დაყავდათ ებრაულ დღესასწაულებზე. იესო, როგორც ებრაელი, პატივს სცემდა, ემორჩილებოდა და ასრულებდა იუდაური რელიგიის ადათწესებს, რელიგიურ მცნებებს და კანონებს.
-
ჭანო ცოტა ვერ გავიგე რა გაინტერესებს. იესომ დაარსა ქრისტიანული რელიგია. ანუ მისი დაარსებულია "ეკლესია" (ქრისტიაული შესაკრებელი). რას გულისხმობ სიტყვებში: "მაინტერესბს იესოს დასმოკიდებულება ეკლესიებისადმი". რომლეი ეკლესიისადმი? იესოს დროს როგორც ასეთი "ქრისტიანული ეკლესიები" არ არსებობდა. მის დროს არსებობდა იუდაიზმი და სხვა, არაქრისტიანული რელიგიური მრწამსის მიმდევრები: ზევსის, ჰერმესის, უცნობი ღვთაებების და სე შემდეგ. ქრისტიანები მათგან განსხვავებული რელიგიური შეხედულებების და მრწამსის ადამიანებს, "უცხო ღმერთების" და "უცნობი ღვთაებების" თაყვანისმცემლებს ეძახდნენ. დააკონკრეტე შენ რა გაინტერესებს და ალბათ დაწერენ...
-
Pariz მართალი ხარ. ნოეს არა მარა მოსეს ეწოდება ბიბლიაში ღმერთი. თუმცა არავის გადაუქცევია მოსე ღმერთად მაინც და მაინც იესო ამოირჩიეს გასაღმერთებლად. ეგ კი არა, მოსამართლეებსაც ეწოდება ბიბლიაში ღმერთი. ანუ სიტყვა "ღმერთი" ძალაუფლების მქონეს" ძლიერ ნიშნავს". ამგვარად, ებრაულ ენაში "ელოჰიმ"-ს (საიდანაც ქართულად თარგმნიან ამ სიტყვას "ღმერთი") ფართე გაგება აქვს. სინამდვილეში კი, სიტყვა "ღმერთი" ვისზეც არ უნდა გამოიყენებოდეს, ბიბლიის თანახმად, სამყაროს შემოქმედი ღმერთი - მხოლოდ მამაა. დანარჩენებზე როცა გამოიყენება სიტყვა ღმერთი, ძალაუფელბის, უფლებამოსილების აღმნიშვნელია. მოსეც, იესოც და მოსამართლეებიც, ძალაუფლების მქონე პირები იყვნენ, რომლებსაც ეს ძალაუფლება ღმერთმა მიანიჭა. ესაა და ეს. საინტერესო აზრია. ;)
-
ძალიან კარგი. ნამდვილად ეკუთვნოდა. ჭანო ზოგადად თუ გინდა დავდო არაა პრობლემა. ეს წიგნები კარგა ხანია წავიკითხე, გვერდები არ მახსოვს, მაგრამ ვისაც სურს გაიგოს რა როგორ იყო იმ პერიოდში რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, წაიკითხოს და ეცოდინება. ონლაინ ვერსიები სიმართლე გითხრა არ ვიცი არის თუ არა, არც მიცდია მენახა. მაგრამ წყაროს მივუთითებ და დანარჩენს თავად გაეცნობიან ისინი, ვისაც აინტერესებს ეს საკითხები. Hitler's Pope: The Secret History of Pius XII http://s53.radikal.ru/i142/1001/2d/4e2935003ca2.jpg Chronicles of the Unholy Fathers http://s005.radikal.ru/i211/1001/33/ffc57c51c1b3.jpg რაც შეეხება თემას, "რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?" ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ. არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ვისაც უნდა ჰყავდეს. ვინ უშლის. აი მაგალითად, 'ზოგს მღვდელი' ჰყავს ღმერთთან შუამავლად 'ზოგს დიაკვანი', მაგრამ ყველა თავად აკეთებს არჩევანს, ვერავის ვერ აუკრძალავ და ეტყვი, რად გინდა ღმერთთან შუამავალიო. ჩვენ უბრალოდ ჩვენს პოზიციებს ვაფიქსირებთ აქ, ასე არაა? ზოგის შუამავალი ღმერთთან ასეთი მღვდლები არიან: http://s004.radikal.ru/i207/1001/d1/d87a868fd690.jpg მაგრამ, ისევ იქ ვართ: ყველა თავის თავისთვის ირჩევს ვინ ჰყავდეს შუამავლად ღმერთთან და საერთოდ ჰყავდეს თუ არა ვინმე ღმერთთან შუამავლად.
-
Pariz რა არის იცი? ჯერ არ მიცნობს, ჩემი პოსტები არ წაუკითხავს, სადაც ვამბობ რომ არცერთ სარწმუნოებას არ მივსდევთქო. თავს იმხელა უფლებას აძლევს, "იაღოველს" მიწოდებს, "სე გენაცალეებით" მელაპარაკება და თავხედობს. ამას მერე ემატება ისიც რომ უცოდინრობას (იაღოველებიო ამბობს) ავლენს და შეურაცყხოფას აყენებს სხვასაც და მეც. ისიც კი არ იცის იაღოველები ქვია მათ თუ იეჰოვას მოწმეები. ახლა დავდგე და მართამადიდებელი დავიძახო ღირსი არაა? მარა, ასეთ ადამიანებთან ომიც არ გამოვა იმიტომ რომ ომიც არ იციან. ყველაფერი ყველაფერი მარა ჭანოს პოზიციამ გამაკვირვა მაგრად. 3 დღეში ამ თავხედს იაღოველობას რომ მაბრალებს თურმე საგანმანათლებლო სამსახური უნდა გავუწიო. ზრდილობიანად რომ მოემართა კი ბატონო, სიამოვნებით მარა, ასე თავხედური და ცინიკური შეურაცხყფის მერე, 100 წელი ერთ სიტყვასაც კი არ დაუდებ. სანამ არ ისწავლის ვის როგორ მიმართოს. ცოტა ავღელდი.
-
Siknadmo ჯერ ერთი უზრდელი ხარ. მეორე შეურაცხყოფას მაყენებ და ცილს მწამებ იაღოველი ხარო. მესამე ისიც კი არ იცი როგორ მოიხსენიო ისინი, მათ "იეჰოვას მოწმეები" ქვიათ. ასე რომ, შენი "ცე გენაცალე" და "იაღოველები" და ცილის წამება რომ იეჰოვას მოწმეობას მაბრალებ, ამისთვის გეკუთვნის 20% გაფრთხილება კი არა, ბანიც კი. ამიტომ ჭანო, იმის ნაცვლად მე 3 დღიანი ვადები დამიდო, ამ თავხედ და უზრდელ ადამიანს მიხედოს მან ვისაც ევალება. თუ ფაქტების გაგების სურვილი აქვს წაიკითხოს წიგნები, ისტორია და თუ ამდენი არ შეუძლია, მაშინ ზრდილობიანად იკითხოს და ავუხსნი. რას გაქვს ეს. ჭანო, ამისთანა თავხედური პოსტის მერე, კიდევ მე მეუბნები სამი დღეში თურმე ფაქტები უნდა დავუდო ამ თავხედს?! Siknadmo, ისე როგორც მე მომმართე, საკუთარ სახლში ელაპარაკე ოჯახის წევრებს! პროვოკატორი ხარ ვიღაცა. ჯერ გაეიგე ვარ თუ არა საერთოდ რელიგიური! რომელი ჩემი რელიგია?! როცა არცერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ! მითუმეტეს მართლმადიდებლად წოდებულის! გადახედე ისტორიას. ოღონდ შენ პოსტებს რომ ვუპასუხო, ჯერ ზრდილობა ისწავლე. ისწავლე როგორ მიმართო ადამიანებს. თუ არასწორს ვწერ, დადე ფაქტები და თქვი რომ არასწორს ვწერ. თავხედული "უ სე გენაცალე იაღოველო"- ასე გიმეორებ, სახლში მიმართე ოჯახის წევრებს! ძალიან კარგად ვიცი რაც გადაიტანა ეკლესიებმა. ზრდილობით იყავი, და შემდეგ თუ კაგად მოიქცევი, ინფორმაციასაც მოგაწვდი თუ რა როლს თამაშობდა ეკლესია კომიუნისტებისა და ნაციზმის დროს. 10 000 არა, 1000 0000 0000 0000 დაგეწერა ბარემ. საკუთარი თავი დაარიგე ა ზრდილობა ისწავლე ჯერ და მერე ვილაპარაკოთ "წმინდანებზე"! აი ეს კი შენ:
-
მადლობ რომ დაწერე რა წარმოიდგინე აპოკალიფსში. ცხადია არც ფილმის რეჟისორმა და არც გრაფიკ დიზაინერმა იცის როგორი იქნება აპოკალიფსი სინამდვილეში. ასე რომ პირადად მე ფილმი იმ თვალსაზრისით არ შემიფასებია რომ აპოკალიფსის სინამდვილეში დაარწმუნოს მაყურებელი. ასეა თუ ისე, მე მომეწონა, უაზრო ფანტაზიას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ შენგან განსხვავებით ვერ ვუწოდებდი მას.
-
ჩემი აზრით ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის იყვნენ, მ ა გ რ ა მ: ისინი, ანუ ნამდვილი ქრისტიანები, როგორც ყოველთვის იდევნებოდნენ, ისევე როგორც ქრისტე და მისი მიმდევრები იყვნენ დევნილი. ისინი ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენდნენ, ანუ ცოტანი იყვნენ. ისინი კი, რომლებიც მოციქულების სიკვდილის შემდგომ საუკუნეებში ყოველთვის ჩანდნენ იყვნენ გაბატონებული რელიგიური ჯგუფები ძალაუფლებით, რომლებიც ადამიანების სამართავ კარგ პოლიტ-რელიგიას წარმოადგენდნენ. I საუკუნის ქრისტიანებისგან განსხვავებით, პაპებმა და პატრიარქებმა დიდი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში მოციქულების სიკვდილიდან სულ რაღაც რამოდენიმე ასეული წლების გასვლის შემდეგ, რადგან მჭიდრო კავშირებს ამყარებდნენ პოლიტიკოსებთან (იმპერატორებთან და მეფეებთან). მათ იმხელა ძალაუფლება მოიპოვეს, რომ ადამიანის განსჯა-გასამართლებაც კი ითავეს, მათ ადამიანებზე სიკვდილის განაჩენის გამოტანაც კი შეეძლოთ. მათი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, ადამიანებს წვავდნენ, ზოგს კი სახრაჩობელაზე კლავდნენ. განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკლესია მიიჩნევდა ერეტიკოსად. ასეთი ადამიანის გამოვლინება მხოლოდ ეკლესიის გაბატონებული წინამძღვრების ხელთ იყო. ვისაც უნდოდათ, მას გამოაცხადებდნენ ასეთად და შესაბამისად, სიცოცხლესაც გამოუსალმებდნენ. მცირე ქრისტიანული საკრებულო, რომელსაც დევნილი იესო უძღვებოდა I საუკუნეში, მომდევნო საუკუნეებში გადაიქცა ძლევამოსილ მდიდარ და გავლენიან "მანქანად", ანუ ხალხთა სამართავ იარაღად! და რომელიც სინამდვილეში, ღვთის სახელით მრავალ სამარცხვინო საქმეებს სჩადიოდა და რომელმაც მრავალი ტკივილი მოუტანა ადამიანებს. ხოლო ჭეშმარიტი, ანუ ნამდვილი ქრისტიანები კი, მათ ფონზე არც კი ჩანდნენ, თუმცა ისინი ყოველთვის არსებობდნენ!
-
ჭანო სწორად გაგებამ კი არა, არასწორად გაგებამ გამოიწვია რელიგიების დაბადება. აი როგორი იყო თავდაპირველი სურათი: I საუკუნის ქრისტიანები დაიხოცნენ მოციქულები; მათი მოწაფეებიც; II საუკუნის დასაწყისის შემდეგ, ყვალემ დაიწყო ბიბლიის თავისებური "განმარტება". შედეგად, წარმოიშვა მრავალი მიმდინარეობები. ნესტორიანელობა, არიანელობა, ორთოდოქსობა, კათოლიკობა და ასე შემდეგ. ყველას არ ჩამოვთვლი. ;) იყო დავ და მთელი ამბავი; ერთმანეთის "ჭამა" და ბოლოს, როცა ამ მიმდინარეობებიდან ორი ძირითადი მოსაზრების მქონე ადამიანები მომრავლდნენ, მომძლავრდნენ და გამოიკვეთნენ, დაიწყეს ერთმანეთთან ჭიდილი. ვინც მეტად მოქნილი იყო პოლიტიკაში და ფიზიკურადაც შეეძლო ჩხუბი, იმან გაიმარჯვა. IV საუკუნის ბოლოს, გაიმარჯვა ეგრეთ წოდებულმა "საყოველთაო" (ანუ კათოლიკურმა) მიმდინარეობამ. მოგვიანებით (ახ.წ-ით 1054 წ-ს) "კათოლიკებს" გამოეყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფ[ებ]ი და "მართლმადიდებლად" წოდებულ მიმდინარეობად მოგვევლინენ. შემდეგ ამ ორიდან 4-ხი, 4-ხიდან 8 და ასე "გაიგეს" თითოეულმა ბიბლიის სიტყვები "სწორად" ;) და დემოკრატიის ხანაში კი, (თანამედროვე ეპოქას ვგულისხმობ) ყველას მიეცა საკუთარი რელიგიური მოსაზრების თანახმად ცხოვრების უფლება, რომელსაც კანონი იცავს და არეგულირებს. ახლა დაფიქრდი: სწორად რომ გაეგოთ,ანუ ისე, როგორც ეს ყველაფერი ესმოდათ I საუკუნის ქრისტიანებს, ამდენი მიმდინარეობები არ იქნებოდა და უფრო მეტიც, არც კათოლიკობა და არც მართლმადიდებლობა იქნებოდა. იქნებოდა მხოლოდ ქრისტიანობა, ანუ ის, რაც I საუკუნეში არსებობდა.
-
FRIDRIX მართლმადიდებლად წოდებულმა რელიგიამ, კომუნისტებს ვერ გაუძლო, ვერც ჰიტლერს. ჰიტლერზე და კომუნისტებზე ძლიერი თუ მოვა ხომ, საერთოდ. გაიხსენე, როცა კომუნისტები იყვნენ სათავეში. ლენინ ჟივ ი ვსეგდა ბუძეტ ჟიწო მღეროდნენ; წვერი გაიპარსეს, ანაფორები გაიხადეს და ასე შემდეგ. ჰიტლერის დროსაც იგივე მოხდა. ჰაილ ჰიტლერის დროსაც ასე იყო: ჰიტლერს კათოლიკები ემსახურებოდნენ. ის მართლმადიდებლები ვინც გერმანიაში მოღვაწეობდნენ ჰიტლერის სიტყვები მათთვის ყველაფერი იყო, მას წინ ვერ აღუდგებოდნენ. მაგრამ შენ რაში ცდები იცი? მართლმადიდებლად ან კათოლიკე ეკლესიად წოდებულ რელიგიათა საქმეებით არ უნდა საზღვრავდე ღვთის არსებობა-არ არსებობას. რას იტყვი?
-
Pariz არც მიფიქრია რომ ჩემს გამო დაწერე. მაგიტომ აღვნიშნე მეც. მარა ეგ ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია ბერძნულიდან მოდის თუ ებრაულიდან. კი მომიტანს. ბიბლიის წიგნი გამოცხადება სიმბოლოებითაა სავსე და ყველას სხვადასხვანაირად ესმის "აპოკალიპსი". ასე რომ თემაც ამაზეა და ვიფიქრე დაწერდი. თუ არ გსურს ნუ დაწერ. არაა პრობლემა. უბრალოდ ისე ამბობდი, ეს ფილმი უნიჭო ფანტაზიააო და მე რომ წარმოვიდგინე აპოკალიპსიო და რამე, ამიტომ დავინტერესდი როგორ წარმოიდგინე. კაი აბა. დროებით.
-
Pariz მე არ მიკითხავს აპოკალიფსი რას ნიშნავსთქო. მეორეც, Ἀποκάλυψις ებრაული კი არა, ბერძნული სიტყვაა. მე გთხოვე დაგეწერა, როგორ წარმოგიდგენია აპოკალიფსითქო.
-
FRIDRIX აბა მართლმადიდებლად წოდებული რელიგიის მიმდევრებს ჰკითხე რა აზრის არიან. :boli:
-
Siknadmo პეტრეს ორი წერილი აქვს დაწერილი, რომელიც ბიბლიის კანონიკურ წიგნებადაა აღიარებული. მისი წერილები შეიცავს დახლოებით 2797-ამდე სიტყვას. შენ რომელი იგულისხმე? ჭანომ კარგად დაგიწერა: "იქნებ დადო და გავეცნობით"-ო. იქნებ მართლა დაგედო, აინტერესებთ მკითხველებს რის თქმა გსურდა.
-
Siknadmo მართალი ხარ, ბიბლიის კითხვა კარგიაhttp://www.pic4ever.com/images/reading.gif, მაგრამ კითხვაზე მნიშვნელოვანი, მისი სწორად გაგებაა. ზოგჯერ, როცა ადამიანი არასწორად იგებს მას, არასწორი წარმოდგენები ექმნება ღმერთზე, უჩნდება ცრუ წარმოდგენები ბევრ რამეზე და იმაზეც, თუ როგორ განიხილავს ღმერთი ამა თუ იმ საკითხს. არასწორად გაგებულ სიტყვებს კი ზოგიერთი მძიმე შედეგებამდეც კი შეიძლება მიიყვანოს. ფანატიზმამდე, ცრურწმენამდე და ბოლოს ასეც კი შეიძლება მოიქცეს: http://www.pic4ever.com/images/290.gif
-
ვისთვის როგორ. გემოვნებაზე არ დაობენ.
-
+1. მშვენიერი აზრია. ცრურწმენა ფინთი რამეა.
-
Pariz უნიჭოს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. მე ძალიან მომეწონა, მშვენიერი ფილმია. როგორი იქნება აპოკალიფსი შენი წარმოდგენით?
-
nuaka სიცილაკების ხშირი გამოყენებით ვერ დაასაბუთებ არაქრისტიანული მითის "სამების" ბიბლიურობას. თუ ფიქრობ რომ "სამება" ბიბლიური ღვთაებაა, მაშინ მიმართეთ ქრისტიანულ სახელმძღვანელოს - ბიბლიას და დაასაბუთეთ. თუ არა და, ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა "დაყნოსეთ" და მსგავსი ცინიკური გამოხატულებებით, ნუ იფიქრებთ რომ რაიმეს დასაბუთება შეძელით ან შესძლებთ. გახსოვდეთ, რომ ბიბლიაში წარმართული ღვთაებებისა და მითების ადგილი არ არის. სამება არაბიბლიური მითია. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება.
-
ღვთის შესახებ ადამიანების თვალსაზრისზე მათი კულტურა, წინაპრების რელიგია და, შესაძლოა, საკუთარი არჩევანი ახდენს გავლენას. მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს ცხოვრებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ებადება. მრავალმა მნიშვნელოვანი კითხვებით თავის მოძღვარს მიმართა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს. (ცხადია ვერც მიიღებდნენ). სხვები ამ კითხვებზე დამოუკიდებლად ფიქრს ამჯობინებენ. ზოგი კი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს ხელმძღვანელობას. როგორ ფიქრობთ, ნამდვილად შესაძლებელია თქვენთვის საჭირბოროტო კითხვებზე ღვთისგან პასუხის მიღება? აი მაგალითად, რამდენიმე კითხვა, რომელთაც მრავალი დაუსვამდა ღმერთს: ■ ღმერთო, ვინ ხარ სინამდვილეში? ■ რატომ არის ამდენი რელიგია? რომელია შენთვის მოსაწონი რელიგიური გზა? ■ რატომ არსებობს ამდენი უბედურება? ■ რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ანდა საერთოდ, რა არის სიცოცხლის აზრი? მოდით დავწეროთ ჩვენი შეკითხვები და ვიმსჯელოთ, სად და როგორ შეიძლება ჩვენს შეკითხვებზე პასუხების მიღება.