-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
ძალიან მომეწონა. მშვენივრად იმღერა. ნიჭიერი გოგონაა.
-
ახლა ვისვენებ, მაგარი დაღლილი ვარ; ვწევარ საწოლში და იმდენად დაღლილი ვარ გონებრივად და ფიზიკურად, ვერაფრით ვიძინებ. არადა, რატომღაც დიდი სიამოვნებით მივირთმევდი მართლა კარგ და გემრიელ ხინკალს. უცნაურია რაა? მარა, მართლა მაგრად მომინდა ამ წუთას ხინკალი...
-
ვკითხულობდი პოსტებს. რამდენნაირი აზრია დაფიქსირებული... სიმართლე გითხრათ, ეს იმ საკითხთაგანია, რაშიც ვერ ჩამოვყალიბებულვარ საბოლოოდ. უფრო იქეთ ვიხრები, რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ზოგი ადამიანი, ისეთ სასტიკ, სადისტურ, საშინელ და საზიზღარ დანაშაულს ჩადის, იტყვი, მეტის ღირსიაო. მოკლედ, ჩემი პასუხია: 50/50 ანუ, ვერ ვამბობ რომელს ვემხრობი... მაპატიეთ
-
http://s40.radikal.ru/i088/1002/5f/34d34937f50c.jpg http://s005.radikal.ru/i211/1002/94/d6d17a56ac53.jpg
-
ლიცი-ს მივეცი ზმა. თუმცა სხვა ნიკებიც მომწონს.
-
ვინმემ ხომ არ იცით ქართულ ენაზე გადათარგმნილი თორის ელექტრონული ვერსია თუ არსებობს ონლაინზე?
-
Pariz მართალი ხარ, შორიდან ადამიანი ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას რომელი თარგმანია უფრო ზუსტი და რომელი არა. ისევე როგორც წინ რომ დააყენონ 10 ავტომობილი, რომელიც არასოდეს გინახავს თვალით და არასოდეს მჯდარხარ მასში და არასოდეს გაგიტარებია, ვერ იტყვი რომელი უფრო შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს და რამდენად აკმაყოფილებს იმას, რისთვისაც ისინი აწარმოეს. ანალოგიურად, მაგიდაზე რომ დააწყონ 10 ბიბლიის თარგმანი, შორიდან და ერთი შეხედვით ვერ იტყვის ადამიანი რომელია საუკეთესო ბიბლიის თარგმანი ან რამდენად ზუსტი თარგმანია. იმისათვის რომ დაადგინო რომელია ზუსტი და საუკეთესო თარგმანი, ამისათვის საჭიროა პირადად გაეცნო თარგმანს. ისევე როგორც პირადად უნდა ჩაჯდე და გაატარო ავტომობილი რომ განსხვავება გააკეთო სხვა ავტომობილებთან. ნებისმიერი ბიბლიის თარგმანს ჰყავს მთარგმნელთა ჯგუფი ან სულ ცოტა ერთი მთარგმნელი მაინც და ბიბლიის საავტორო უფლებები გადაცემული აქვს ამა თუ იმ რელიგიურ თუ არარელიგიურ დაწესებულებას ან საზოგადოებას. როცა მკითხველს აქვს შეკითხვა, უნდა მიმართოს მთარგმნელთა ჯგუფს რათა მთარგმნელობითმა ჯგუფმა აუხსნას მკითხველს თუ რატომ თარგმნა ესა თუ ის სიტყვა ან ფრაზა ასეთნაირად. სხვა გზა, მკითხველმა დაადგინოს რამდენად სწორადაა თარგმნილი ესა თუ ის სიტყვა ბიბლიის თარგმანში არის შემდეგი: 1. შეადაროს იგივე სიტყვა და მონაკვეთი, როგორაა გადათარგმნილი სხვა თანამედროვე ბიბლიურ თარგმანებში და მთარგმნელთა კომენტარები წაიკითხოს სადაც ახსნილია სიტყვის მნიშვნელობაც და ამა თუ იმ ფორმით გადათარგმნის მიზეზებიც. 2. შეადაროს კონკრეტული სიტყვა როგორაა ახნილი საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტულ ლექსიკონებში. როდესაც მკითხველს სურს გაიგოს რამდენად სწორადაა ესა თუ ის ბიბლიური სიტყვა თუ ფრაზა ნათარგმნი იმ ბიბლიაში რომელზეც ფიქრობს რომ საუკეთესო თარგმანია, თავად უნდა გამოიკვლიოს ის და არ უნდა ჯერდებოდეს რომელიმე რელიგიური წინამძღოლის მიერ დაყენებულ ხმაზე, ლამაზად და დამშვიდებული ტონით ნათქვამ სიტყვებს: "ჩვენი თარგმანი საუკეთესოა შვილო". მსგავსი რამ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას. ადამიანი რომ დარწმუნდეს, რომელია ბიბლიის საუკეთესო თარგმანი, თავად უნდა იკვლევდეს მას და არ უნდა ჯერდებოდეს ვინმეს ნათქვამ სიტყვებს. გეთანხმები, ქართული ბიბლიების უმეტესობაში ღვთის სახელი ამოღებულია, რაც მთარგმნელთა ტენდენციურობაზე მიუთითებს. სხვათაშორის, ბიბლიის თარგმანის ტენდენციურობის დასადგენი ერთერთი საშუალება ისაა, რომ მასში ღვთის სახელი არ უნდა იყოს ამოღებული. რაც შეეხება ქართველ მწერლებსა და პოეტებს, გამოჩენილ და განათლებულ ადამიანებს, ისინი თავიანთ ნაწარმოებებში თავისუფლად იყენებდნენ ღვთის სახელს. ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთადერთი არაა ვინც ღვთის სახელს იყენებს. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მათგანის გახსენება: ი. ჭავჭავაძე (ბაირონის "კაენი"), კ. გამსახურდია ("დავით აღმაშენებელი", "აპოლოგია რუსთაველისა", "ლეონარდო და ვინჩი"), მ. ჯავახიშვილი ("ჯაყოს ხიზნები"), ტ. ტაბიძე ("ებრაული მელოდია", "უკვდავი არის ამაოება!..") და სხვები..
-
Pariz ზუსტად არ მახსოვს მიწერია თუ არა. გადახედე და თუ არ მიწერია, მითხარი და კონკრეტული შეკითხვა დამისვი და კონკრეტულ პასუხს გაგცემ. რაც შეეხება ამას: არა არ მეზარება. ამას წინა პოსტებში ძებნა არ უნდა, ასე რომ მოკლედ დავწერ თუ რას ნიშნავს ეგ სიტყვები. პირველ რიგში მოვიყვან მაგ მონაკვეთს ბიბლიიდან, რომელიც ჩაწერილია იოანეს სახარების 1 თავის 1 მუხლში: "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი". ზოგიერთს გონია რომ ,ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები "სიტყვა იყო ღმერთი" ნიშნავს რომ "სიტყვა" (ბერძნულად. "ჰო ლო΄გოს"), რომელიც დედამიწაზე მოვიდა, როგორც იესო ქრისტე, თვითონ იყო ყოვლისშემძლე ღმერთიო. ეს არასწორია. პირველ რიგში იმიტომ რომ სახარებაში ჩაწერილი სიტყვები მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ გვაძლევს. თუ რატომ, მოგახსენებ: 1. ბერძნული ენის გრამატიკა, არ მიუთითებს იმაზე, რომ სიტყვა იყო ყოვლისშემძლე ღმერთი. 2. სიტყვა "ღმერთი" ბიბლიაში გამოიყენება სამყაროს შემქმნელ ყოვლისშემძლე ღმერთზეც და მის შექმნილ ქმნილებებზეც: ადამიანებზეც და ანგელოზებზეც. 3. იოანეს 1:1,2-ში ჩაწერილი სიტყვების ლოგიკურობა. იოანეს 1:1-ში, რომელზეც დასვი შეკითხვა, კონტექსტი იძლევა ზუსტი გაგების საფუძველს. მასში აღნიშნულია, რომ 'სიტყვა იყო ღმერთთან'. ვინც სხვა პიროვნებას–"თან" იმყოფება, არ შეიძლება ამავე დროს ის სხვა პიროვნებაც იყოს. ამასთან სრულ თანხმობაშია ის, რასაც პროფესორი იოზეფ ა. ფიცმაიერი აღნიშნავს "ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში", რომ, თუ იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილი "ყოვლისშემძლე ღვთის" მნიშვნელობით აიხსნებოდა, ეს "მაშინ უარყოფდა წინა ნაწილს", რომელიც ამბობს, რომ სიტყვა იყო ღმერთ-თან. სიტყვა "ღმერთი" არის წოდება, რომელიც ნიშნავს "ძლიერს", "ძალაუფლების მქონეს". ბიბლიურ დროში უცხო არ იყო სიტყვა "ღმერთის" გამოყენება ძლევამოსილ პიროვნებებზე. მაგალითად, ბიბლიაში მოსეზე ნათქვამია რომ ის ღმერთმა ფარაონის ღმერთად დაადგინა, ანუ მოსე ფარაონისთვის ღმერთს წარმოადგენდა, რადგან მოსეძლიერებით აღწურვა ღმერთმა. (წაიკითხე გამოსვლა 7:1) ებრაელ მოსამართლეებზე ნათქვამია, რომ ისინი ღმერთები იყვნენ. (წაიკითხე ფსალმუნის 81:6). რადგან მოსეც და ებრაელი მოსამართლეებიც, ღვთისგან ბოძენული ძალაუფლებით იყვნენ აღჭურვილნი, მართებულად ეწოდებათ სიტყვა "ღმერთი". (ფსალმუნი 81:6; იოანე 10:34). ანალოგიურად, ბიბლიის თანახმად, ძალაუფლება იესოს ღმერთმა გადასცა (იოანე 6:38,39; მათე 28:18) და მოსესა და ებრაელი მოსამართლეების მსგავსად, ბიბლია მართებულად უწოდებს იესოს სიტყვა "ღმერთს". თუმცა, არ უნდა გაიგოს მკითხველმა მოსეზე, იესოზე ან ებრაელ მოსამართლეებზე გამოყენებული სიტყვა "ღმერთი" ისე, რომ ისინი ყოვლისშემძლე ღმერთები ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ღმერთი ბიბლიაში სამყაროს შემოქმედ ღმერთზეც გამოიყენება და მის ქმნილებებზეც, ქრისიანებისთვის ყოვლისშემქლე ერთადერთი ღმერთი, მხოლოდ მამა ღმერთი იყო და ერთი ბატონი, ანუ უფალი,როელიც ღმერთთან შუამდგომლობდა, იესო ქრისტე. ეს ნათლად და გასაგებად ჩანს მთელს ბიბლიაში. მაგალითისთვის მოვიყვან მოციქული პავლეს სიტყვებს, რომელიც ამბობს შემდეგს: «"არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი "ღმერთი" და მრავალი "უფალი" — ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ"». "ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო".
-
Nukriko ცოტა დრო გამოვნახე და შევეცდები ჩემი თვალსაზრისი დავაფიქსირო იმ საკითხების შესახებ, რომლებიც შენ შეკითხვებში აისახება. ცხადია რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს და ყველას თავისებური ხედვა აქვს ცხოვრების ნებისმიერ საკითხზე. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისი ყველასთვის ვერ იქნება მისაღები. ზოგი შეიძლება დაეთანხმოს და ზოგმა კი სრულიად სხვა შეხედულებები დაწეროს. ფორუმის არსი კი ისაა, რომ ჩვენი თვალსაზრისი დავწეროთ, ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებები. ამრიგად, დავწერ ჩემს თვალსაზრისს პირველ ოთხ შეკითხვაზე: კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ადამიანებმა ღვთის ძიებაში მრავალი გზა გაიარა. შედეგად, წარმოიშვა უამრავი, მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები ღმერთზე და რელიგიურ საკითხებზე. წარმოიქმნა მრავალი რელიგიური შეხედულებები და მიმდინარეობები. ინდუიზმის დაუსრულებელი, განსხვავებული რელიგიური მოსაზრებებიდან მოყოლებული მონოთეისტურ იუდაური შეხედულებები; ისლამი და ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები; სინტოიზმის ორიენტალური ფილოსოფია, ბუდიზმი და კონფუციანური ფილოსოფია. მსოფლიოს სხვა რელიგიური მოსაზრებები გამსჭვალულია ანამიზმით, მაგიით, სპირიტიზმით და შამანიზმით. ნუკრიკოს შეკითხვები, საინტერესო კიდევ იმითაა, რომ ამხელა მზარდ რელიგიურ შემართებას, ძიებას, რელიგიურ შეხედულებათა მრავალფეროვან აღმოჩენებს, რაღაც უნდა ედოს საფუძვლად. საიდან მოდის ეს შემართება, სურვილი და რელიგიურობა ადამიანებში... ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი აზრით), ადამიანის ბუნებაში დევს ლტოლვა ზებუნებრივისადმი. დღეისათვის არსებობს 10 ძირითადი რელიგია და დაახლოებით 10 000 რელიგიური მიმდინარეობა. აქედან დაახლოებით 6 000 აფრიკის ქვეყნებშია, 1 200 შეერთებულ შტატებში, ასობით სხვა მიმდინარეობა კი სხვა ქვეყნებში. უამრავი რელიგიის არსებობა იმის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს რომ ადამიანში ბუნებრივად დევს ვიღაცისადმი თაყვანისცემის წყურვილი. ახალი რელიგიური ჯგუფების ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. (ყოფიერება გარკვეულწილად ადამიანის ცნობიერებას აყალიბებს). ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნუკრიკოს მიერ წამოჭრილ საკითხს, მრავალნაირი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. თუმცა, მიუხედავად უამრავი თეორიებისა, ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რელიგიები, უბრალოდ, სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენენ რელიგიურ ჭეშმარიტებას (რაც ჩემი აზრით, არასწორი თვალსაზრისია). რელიგიების მრავალფეროვნებას სინამდვილეში განაპირობებს სრულიად სხვა რამ. რელიგიათა სიმრავლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი ღვთის ნაცვლად ადამიანის ან ადამიანის მიერ შეთხზული რელიგიური მოსაზრებების მიმდევარი ხდება. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები ებმევიან უამრავ დოგმატებსა და რელიგიურ წესჩვეულებებში, რომლებიც დროთა განმავლობაში თავის ლაზათს და დანიშნულებას კარგავს. კარგავს იმიტომ, რომ დროს მოაქვს სხვა ყოფიერება და შესაბამისად ადამიანთა ცნობიერებაც იცვლება. ძველი (ტრადიციული) რელიგიური შეხედულებები იცვლება ახლით. ის რაც ძველ საზოგადოებას აკმაყოფილებდა, ახალ საზოგადოებას აღარ აკმაყოფილებს (რადგან ის რაც იყო "ძველი", იყო ადამიანის შეთხზული და მას დიდი ხნის არსებობა არ ეწერა) და ამიტომ, ადამიანი ეძებს რაღაც ახალს, რაც ახალ დროში ჩამოყალიბებულ ცნობიერს და ქვეცნობიერს გარკვეულწილად დაუკმაყოფილებს. ამ მიზეზიდან გამომდინარე იქმნება ახალი (რელიგიური) შეხედულებები რომლეიც ისევ და ისევ გამომდინარეობს ადამიანისაგან და არა ღვთისგან. ის რაც ადამიანის გონებიდან მომდინარეობს ვერ იქნება მუდმივი და სრულყოფილი. ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვითარდება. იძენს მეტ შემეცნებას (განათლებას), მეტ გამოცდილებას და ა.შ. და შესაბამისად იბადება ახალი "ხედვა" და ახალი რელიგიური შემართება მოსაზრებები. საზოგადოებაში ჩნდებიან ზოგიერთი, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები რომლებიც აყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს და მათთვის ვისთვისაც ახალი შეხედულებები გარკვეულწილად მისაღებია, ითვისებენ და საკუთარი "სულიერი" მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ რელიგიურ მოსაზრებებს იღებს. ასე მოგორავს მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანების მიერ შეთხზული რელიგიური მოსაზრებები, რომლებიც ერთ დროს ყვავის, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ნელნელა წარსულს ბარდება და მას ანაცვლებს "ახალი" (ისევ ადამიანის მიერ შეთხზული) რელიგიური მოსაზრებები. ამ პროცესს მე დავარქმევდი რელიგიურ ქაოსს. არადა, ამ დროს, ადამიანში დევს ის, რაც თავიდან დავწერე. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ზებუნებრივისადმი თაყვანისცემა და მასზე აღმატებულის (უზენაესის) აღიარება. როცა ადამიანი თავის სულიერ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვეობით, ის "იძულებული" ხდება, რაიმენაირად დაიკმაყოფილოს ეს (სულიერი) მოთხოვნილება, ვინაიდან ადამიანი ბუნებითაა ასეთი, ანუ შექმნილია ისე, რომ განვითარებისათვის სწორუპოვარი ცოდნა მიიღოს თავისი შემოქმედისგან. ამიტომ, რადგან სათანადო ცოდნას ვერ იღებს ნამდვილი ღვთაებრივი წყაროდან, ის ცდილობს, მისთვის მისაღებ ამა თუ იმ რელიგიურ მოსაზრებებს ჩაებღაუჭოს, თავისი თავისთვის მისაღები გახადოს ის და მასში მოახდინოს თვითრეალიზება. რადგან ადამიანი ისეა შექმნილი, რომ მას ესაჭიროება როგორც ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სურს თუ "არ" სურს, ილტვის სულიერის დაკმაყოფილებისათვის და ამას აკეთებს ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც. ეს სურვილი კი იმდენად ძლიერია რომ ადმაიანი ვერ უძლებს ამ (სულიერი) მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას. ისევე როგორც მშიერი ადმაიანისთვის რთულია შიმშილობა. როცა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვერ ხდება ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვეობით, ადამიანი იწყებს საკუთარი თავისთვის თავის მიერ ან ვინმეს მიერ მოწოდებული "ღვთაებრივი ობიექტების" შექმნა-აღიარებას. ეს "ობიექტები" (ანუ თაყვანისცემის ობიექტი) შეიძლება იყოს საგანი, ცხოველი, ადამიანი ან თუნდაც ფილოსოფიურ საფუძვლებზე დაშენებული აფსტრაქტული მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულწილად დროებით მაინც დაუკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებებს. საერთო ჯამში კი, ბოლოს ისე გამოდის, რომ ადამიანი მაინც დაუკმაყოფილებელია სულიერად რადგან სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ მოხდა ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვებით. როცა ადმაიანი რაიმე ახალს დაინახავს, რომელიც გარკვეულწილად შეუვსებს იმ სიცარიელეს რაც სინამდვილეში ნამდვილი ღვთაებრივი წყაროს მეშვეობით უნდა შეივსოს, ის ანაცვლებს "ძველ" რელიგიურ მოსაზრებებს "ახლით". თუ ეს "ახალი" კვლავ ადმაიანის მიერ შეთხზული რელიგიური მოსაზრებებია, ის მალევე განიცდის სულიერ დაუკმაყოფილებლობას და ისევ იწყებს რაიმე ახლის ძიებას. ეს პროცესი უბოლოოდ გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი არ მიაგნებს სულიერების დასაკმაყოფილებელ ნამდვილ ღვთაებრივ წყაროს. შესაძლოა ბევრისთვის ადვილი გასაგებია რაც დავწერე, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება გაუგებარიც კი იყოს ზმეოთ თქმული და უამრავი დამატებითი შეკითხვები დაებადოს, რაც ძირეულ მსჯელობას და საფუძვლიანი ცოდნის მიღებას საჭიროებდეს რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღოს. პოსტი ისედაც დიდია და ალბათ ბევრი არცკი წაიკითხავს, მაგრამ, ვფიქრობ რომ ჩემი მოსაზრება გასაგებად დავაფიქსირე. საინტერესო იქნებოდა სხვების მოსაზრებებიც დაიწეროს რადგან ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს, რა აზრის არიან ადამიანები იმ საკითხებზე, რასაც ნუკრიკო შეეხო ამ თემაში.
-
პასუხები კი მაქვს მაგრამ წერისთვის საკმარისი დრო არ მაქვს.
-
საინტერესო თემაა და შეკითხვეიც ძალიან საინტერესოა.
-
რატო გაჩერდა კარიკატურების კასკადი... აღარ გვაქვს მეტი?
-
Pariz იმედია ხუმრობ. როგორ უნდ აგავიგოთ დაააა.. აი მაგალითად, ერთი თარგმანი ერთ რომელიმე ბიბლიურ მონაკვეთს, სხვადასხვა სიტყვებით და ფრაზებით გადმოგვცემს, და შინაარსობრივად განსხვავდება მეორისაგან. ერთი რომელიმე თარგმანი, მეორსგან განსხვავებით, შეიძლება უფრო ზუსტად გადმოსცემდეს ტექსტში ჩადებულ აზრს და უფრო ადვილი გასაგები იყოს. ბიბლიის ზოგი თარგმანი ძალიან გაბუნდოვნებულია, რთული გასაგები და უფრო მეტიც, სრულიად სხვა აზრს გადმოსცემს ვიდრე ორიგინალის ენაშია ჩადებული. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ბიბლიის რომელ თარგმანს კითხულობს ადამიანი. თუ მთარგმნელი შეგნებულად აბუნდოვნებს, ამრუდებს და საკუთარი რელიგიური მოსაზრებების შესაბამისად თარგმნის ბიბლიის სიტყვებს და აზრებს, და არა ისე როგორც სინამდვილეში უნდა იკითხებოდეს ტექსტი, ცხადია უპატიოსნოდ, ძალიან ცუდად და არასამართლიანად იქცევა. ასეთი ქცევით, მთარგმნელი ატყუებს მკითხველს. კონკრეტულად რომელ თარგმანს გულისხმობ? ბიბლიის ყველა თარგმანიდან არ იღებენ ხოლმე ბიბლიურ სახელებს.
-
მეც. ჩვეულებრივ, როგორ უნდა ავხსნა.
-
ჭანო ამ შემთხვევაში, რადგან ყურადღება გაამახვილე მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მათ მიერ შესრულებულ ბიბლიის თარგმანებზე, ძნელია ზუსტად ვთქვა, რამდენად ცდილობენ წმინდა წერილების (ბიბლიის) ღრმად გამოკვლევას, იქნება ის ვიწრო წრეში თუ ფართო წრეში. მათ მიერ შესრულებული ბიბლიის თარგმანებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას რომ მათ, ბიბლიის თანამედროვე თარგმანები ბევრი არ აქვთ. ერთი თარგმანი, რომელიც თანამედროვე ქართულ ენაზე შეასრულეს ცნობილია სახელწოდებით: "ბ ი ბ ლ ი ა - საპატრიარქოს თარგმანი", რომელიც თუ არ ვცდები, 1989 წელს გამოსცეს. მას შემდეგ, მათ სრული ბიბლიის სხვა თარგანი არ გამოუციათ. თუ ამ თარგმანს შევადრით ბიბლიის ხელნაწერებს, აშკარად დავინახავთ, რომ თარგმანი ტენდენციურია და მრავალ უზუსტობებს შეიცავს. მასში შეტანილი აქვთ ისეთი სიტყვები, ფრაზები და წინადადებები, რომლებიც არ მოიპოვება ავტორიტეტულ და საყოველთაოდ აღიარებულ ბერძნულ ტექსტებთან (ან ზოგ შემთხვევაში ამოკლებული აქვთ ზოგი რამ, რასაც ხელნაწერები შეიცავს). უფრო მეტიც, თუკი საპარტიარქოს თარგმანს შევადრით (თუნდაც თავიანთივე, ანუ) მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრულებულ ძველქართულ თარგამენაბს, დიდ სხვაოებებს აღმოვაჩენთ. საერთო ჯამში კი, თუმცა მრავალ უზუსტობებს და ჩამატება-ამოკლებებს შეიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაკეთებული ბიბლიის თარგმანები, მაინც დასაფასებელია რომ ეს თარგმანებიც არსებობენ და ადამიანებს ქართულ ენოვან სხვა, უფრო ზუსტ თარგმანებთან ერთად, ეკლესიურ თარგმანებზეც მიუწვდებათ ხელი. მთავარი ამ შემთხვევაში, ანუ ამ თემის არსი, სადაც ახლა ვწერთ ისაა, თუ რომელ ბიბლიის თარგმანს ანიჭებს ცალკეული ინდივიდი უპირატესობას და რატომ. კარგი იქნებოდა, თუკი ფორუმის მომხმარებელი გაგვიზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს ბიბლიის ქართულ ენოვან თარგმანებთან დაკავშირებით.
-
წინა პოსტებში არ დაგიკონკრეტებია რას გულისხმობდი. შენ წერდი ზოგადად, რომ ტკბილეული და შაქარიო. ხილი შაქარს შაიცავს, ისევე როგორც ტკბილეულობა, რომლის მომზადებისას გამოიყენება შაქარი. წინა პოსტში აღვნიშნე, რომ საკვების (მნივნელობა არ აქვს ხილია თუ რაიმე სახის ტკბილეული), რომელიც საერთოდ არ შეიცავს შაქარს, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია. აქაც იგევეს ამბობ. თავიდან არ აკონკრეტებდი მცენარეულ თუ ცხოველურ ცხიმს გულისხმობდი. უფრო მეტიც, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ცხვოველურ თუ მცენარეულ (ან თევზეულ) ცხიმს მიიღებს ზომაზე მეტად, ორგანიზმისთვის მავნებელია და ზომიერად მიღება კი, როგორც ცხოველური, ისე მცენარეულ (თევზეული) ცხიმები კი სიცოცხლისათვის აუცილებელია. როგორც წინა პოსტში გწერდი:
-
ჭანო ორგანიზმს ტკბილეული, შაქარი და ა.შ. მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებლად სჭირდება. ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის "საწვავი" (ანუ ცხიმები) სჭირდება. ორგანიზმი ცხიმებსა და ცილებს იყენებს რათა ადამიანის სხეული ენერგიული და სიცოცხლის უნარიანი იყოს. ცხიმების წვის შედეგად წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებსაც კეტონები ეწოდება. ეს ნივთიერებები ჯერ სისხლში გროვდება, ხოლო შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ცხიმებს ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს, ორგანიზმში წარმოიშობა დიდი რაოდენობით კეტონების რაც არღვევს ორგანიზმის ტუტე-მჟავურ წონასწორობას და სისხლში ამ ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო შეიძლება სერიოზული მდგომარეობა განვითარდეს, რომელსაც კეტოაციდოზი ეწოდება. ხოლო როგორც აღვნიშნე, ზომიერი რაოდენობის ცხიმების მიღება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რაც შეეხება დიაბეტს (ტკბილეულის, შაქრის და ა.შ. მიღებას). თუ ადამიანი კვების რაციონიდან საერთოდ ამოიღებს ტკბილეულს და შაქარს, და საერთოდ არ მიიღებს მას, ორგანიზმი დასუსტდება და განუვითარდება ჰიპოგლიკემია. ეს დაავადება ვითარდება ტკბილეულის და შაქრის შემცველი პროდუქტების მთლიანად ამოღება კვების რაციონიდან. ასეთი ქმედება, სისხლში შაქრის ნორმაზე დაბლა დაცემაც (ჰიპოგლიკემიას) იწვევს და სიცოცხლისათვის საშიშია. სწორედ ამიტომ, ტკბილეულის (და შაქრის) ნორმალური დოზით მიღება არათუ არაა საჭირო, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას კი ვერ ვიტყვით ვერც თამბაქოს მოწევაზე, ვერც ნარკოტიკული ნივთიერების გასაბრუებლად ("კაიფისთვის") მიღებაზე ან თუნდაც მრუშობის აუცილებლობაზე. რაც შეეხება ამას: გეთანხმები, უქორწილოდ ცხოვრებას დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე, ბევრიუარყოფითი მხარეებიც აქვს. გეთანხმები, სექსისთვის დაქორცინება არაგონივრულია და მრავალ პრობლემას წარმოშობს. რაც შეეხება იმ აზრს, რომ დაუქორცინებლად იცხოვრო და თუ გაამართლა ურთიერთობამ შემდეგ იქორცინო, 100%-იან გარანტიას არ იძლევა რომ მომავალში მთელი ცხოვრება ასეთი წყვილი უპრობლემოდ იცხოვრებს. ამწუთას არ მაქვს სტატისტიკური მონაცემები მაგრამ სპეციალისტების აზრს გავცნობილვარ და ამბობენ რომ იმ წყვილთა ურთიერთობა, რომლებსაც ქორწინებამდე სექსი არ ჰქონიათ, უფრო მდგრადი და წარმატებულია, ვიდრე მათი, რომლებიც ქორწინებამდე თანაცხოვრობდნენ და მოგვიანებით შექმნეს ოჯახი. ჩემი აზრით, წყვილმა რომ ერთმანეთი გაიცნოს, ამისათვის დრო, ახლო ურთიერთობა, ღია საუბარი და საერთო მიზნების თანხვედრაა საჭირო, რათა წყვილების ურთიერთობა წარმატებული იყოს. სამწუხაროდ თემას, თუ რა არის ბოროტება ძალიან გავცდით, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა და ამ საკითხებსაც შევეხეთ, მეც ოდნავ ვრცლად შევეხე ამ საკითხებს. კარგი იქნება დაწერო, თავად რას მიიჩნევ ბოროტებად და რა არის შენი აზრით ბოროტება. ჩემი აზრი, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ბოროტება, ამ თემის პირველ გვერდზე, პოსტ #2-ში დავწერე:
-
ნარკომანის მაგალითი იდეალური მაგალითი არაა ცხადია, მაგრამ რაც უცებ თავში მომივიდა დავწერე რომ გადმომეცა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან. გარდა ამისა, ნარკომანი რასაც აკეთებს, სწორედ ისაა რაც შენ დაწერე გეთანხმები მაგრამ, შენ ასახელებ მიზეზს, თუ რატომ იზიანებს ნარკომანი საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მიზეზის დასახელება, არ ნიშნავს იმას რომ ის ბოროტს (ცუდს) არ უკეთებს საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მრუშობა სხვაა ნარკომანია სხვა. ისევე როგორც მკვლელობა სხვაა და მრუშობა სხვა. სინამდვილეში, მრუშობითაც მოუსწრაფიათ ბევრს საკუთარი სიცოცხლე. მრავალს ვენერიული დაავადება შეყრია და სხვისთვის გადაუცია. ბევრი არასასურველ ფეხმძიმობამდე მივიდა, ზოგმა გააჩინა ბავშვი და მიატოვა. ყველაფერს არ ჩამოვთვლი, რაც ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც და ისედაც (რელიგიური თვალსაზრისიათაც) მრუშობა ხშირ შემთხვევაში ან საკუთარ თავს ავნებს ან სხვებს. ადამიანისთვის, რომლისთვისაც რელიგია არაფერს წარმოადგენს, ბუნებრივია მისთვის მრუშობა "კარგ" რამეს წარმოადგენს, მაგრამ ეს "კარგი" ზოჯერ მწარე რეალობას ახვედრებს ბევრს.
-
ჭანო მე არ ვამბობ (და არც მითქვამს) რომ სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელების ან ცხიმიანი და უცხიმო საკვების მიღება ბოროტებაათქო. საკვები და სასმელი, ორგანიზმს სჭირდება; მათ გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ისეთი ნივთიერების მიღება, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკის მიღება ან სასმელის უზომოდ მიღება, ადამიანის სიცოცხლეს მომსწრაფებელია და შესაბამისად ის ვინც საკუთარ სიცოცხლეს არ უფრთხილდება და შეგნებულად აყენებს ზიანს, ბოროტად იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს და საკუთარი თავისთვის ბოროტება მოაქვს. ამ თვალსაზრისით, ადამიანი საკუთარ თავს უქადის ცუდს, რაც არასწორია. ამას ვამბობდი მე.
-
ჭანო არა, ბოროტება კი არაა ინდივიდუალური, არამედ ბოროტებას ადამიანები განიხილავენ და განმარტავენ ინდივიდუალურად. სინამდვილეში კი ის რაც ბოროტებაა, ადამიანების ინდივიდუალური განმარტებები არ ცვლის მის რეალურ არსს. ისევე როგორც ნარკომანის თვალსაზრისი ნარკოტიკზე ინდივიდუალურია (სუბიექტური) მაგრამ სინამდვილეში კი რეალურად კი ნარკომანის თვალსაზრისი მცდარია. ესაა და ეს. განმარტავენ ინდივიდუალურად, რეალური სურათი კი სხვაა.
-
გასაგებია. შენთვის მრუშობა თავისუფლების გამოხატვის ერთერთი საშალებაა. ანუ, როგორც ნარკომანისთვის ნარკოტიკის მიღება მისთვის თავისუფლების გამოყენებაა და იმწამიერი პრობლემის დროებითი მოგვარება. ამიტომ დავწერე ზემოთ, მთავარი ისაა, საკითხს რა კრიტერიუმებით განვიხილავთ და როგორ მივიდგებით.
-
Nukriko გააჩნია რა საზომით გავზომავთ, ანუ რა კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ ამ საკითხს. ნარკომანის მაგალითი რომ მოვიყვანე ზემოთ, ისეთი ვარიანტია ახლაც. მრუშისთვის მრუშობის ჩადენა შეიძლება ფულის შოვნასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში სიამოვნებაც კი იყოს. რადგან მრუშობას მრავალი ცუდის მოტანა შეუძლია, ის შეიძლება ათეისტისთვისაც და თეისტისთვისაც ბოროტება იყოს. მაგრამ საკითხის განხილვისას, მთავარია რა თვალსაზრისით და კუთხით (კრიტერიუმებით) განვიხილავთ მას. თუ ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისი გაინტერესებს, მოგახსენებ. ქრისტიანული თვალსაზრისით მრუშობა არასწორი საქციელი და უკეთურებაა, რომელსაც მრავალი ზიანის მოტანა შეუძლია, ამიტომ ის ბიბლიური ღმერთის თვალში ბოროტებაა. (წაიკითხე იერემიას 5:7,8 და შეადარე ესაიას 61:8-ს და მათეს 5:27,28-ს).
-
ჭანო "ზიანი" რას ნიშნავს არ იცი? კი მასეა; ზიანს ზოგი არასწორად აღიქვამს. მაგალითად, ნარკომანი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ნარკოტიკის მიღების შემთხვევაში, ის უკეთ იქნება და უკეთ იგრძნობს თავს რადგან "ლომკას" განიცდის და მხოლოდ ნარკოტიკის მიღებით შეძლებს არსებული პრობლემიდან გამოსვლას. ის ამაში დარწმუნებულია. მაგრამ, სინამდვილეში, ნარკოტიკის კიდევ დამატებითი მიღება რაც უკვე მიუღია ნარკომანს, მისთვის ზიანის მომტანია. ასე რომ, გეთანხმები, ზიანი ზოგს ისე ესმის ზოგს ასე. მაგრამ ზიანი ზიანია. ერთია ჩვენს როგორ გვესმის და მეორეა სინამდვილეში სწორად გვესმის თუ არა. ამაზე დავა შორს წაგვიყვანს. მე უბრალოდ დავწერე ის, თუ რა არის ბოროტება და საკმაოდ გასაგები ენით. დაწერე შენი თვალსაზისიც, საინტერესოა შენ როგორ განმარტავ "ბოროტებას".
-
ჭანო ბოროტება არის ის, რაც (ზნეობრივად) ძალიან ცუდია და ცუდის მოტანა შეუძლია. ბოროტებაში იგულისხმება ის, რაც ზიანის მომტანია, ღვარძლიანია და გამანადგურებელია. რელიგიური კუთხით ბოროტების განმარტება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. გააჩნია რომელი რელიგიის თვალსაზრისი გაინტერესებს. ფილოსოფიური კუთხითაც სხვადასხვანაირად ხსნიან ადამიანები ბოროტებას და ადამიანთა მოსაზრებები მრავალნაირია და ბევრი მათგანი ურთიერთგამომრიცხავი და უინტერესოც კი. აი ბიოლოგიურ განმარტებაში არ ვიცი რას გუისხმობ.
-
ბევრი (ძირითადად "რელიგიური") ადამიანისგან განსხვავებით, ჩემი აზრით, ფული ბოროტება არ არის. ფული ადამიანმა გამოიგონა და ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში, ფული ხომ მხოლოდ რაიმეს ყიდვის, შეძენის საშუალებაა. როდესაც ფულს მართებულად იყენებ, ის შეიძლება კარგ მიზანს მოემსახუროს, ხოლო როცა მას უმართებულოდ იყენებ, მაშინ სხვა რამეა. ასეა ცხოვრებაში ნებისმიერი რამ. მაგალითად, დანა შეიძლება პურის დასაჭრელადაც გამოიყენო რომ ოჯახთან ერთად ან შენს საყვარელ ადამიან[ებ]თან ერთად გემრიელი სადილი მიირთვა; ამ დროს, იგივე ნივთით — დანით — ვინმემ ვინმეს ზურგში შეიძლება სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს. მთავარი პრობლემა ფულში კი არაა, არამედ მის გამოყენებაში, თუ რამდენად მართებულად იყენებენ მას ადამიანები. და ბოლოს: √ ჩემი აზრით, ფული ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა ყველაფერს! ფული გიცავს, მაგრამ არა ყველაფრისგან! ფულით ბევრ რამეს იყიდი, მაგრამ არა ყველაფერს. √ ალბათ ისევ პიროვნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ზოგს ფული არ აქვს და ისე იცვლება. ზოგს კი აქვს და ისევ ისეთია, როგორიც მაშინ იყო, სანამ დიდ ფულს იშოვიდა.