Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. ისე, საინტერესო მომენტია, იესო სრულყოფილად ასრულებდა თორას, ანუ მოსეს რჯულს, ხოლო ზეპირი თორა უარყო მან. რაშიც მე თუ მკითხავ, სწორად მოიქცა.
  2. T_A_T ღმერთმა ადამიანი როცა შექმნა, ადამიანი იყო სრულყოფილი და მასში არ იყო არანაირი ბოროტება. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა ეს სიტყვები, როცა ადამიანის შექმნა დაასრულა: "დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო". თუ ღმერთი ადამიანს ბოროტ არსებად შექმნიდა, მაშინ თავად იქნებოდა პასუხისმგებელი ბოროტებაზე. საბედნიეროდ, მან ადამიანი 'თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა'.
  3. Jonathan Livingston წარმოადგინე ეგ "მეცნიერულად დასაბუთებული" "ფაქტები" თუ შეიძლება, ოღონდ ამ თემაში არა, რადგან აქ ბიბლიური შეკითხვები განიხილება. გახსენი ცალკე თემა თუ გსურს და იქ გავაგრძელოთ მსჯელობა.
  4. თუ არ ვცდები 1995 წელს გამოიცა თორა ქართულ ენაზე და როგორც მახსოვს ასე ქვია: "ხუმაში [თორა] ქართულ ენაზე". ელექტრონული ვერსია თუ არსებობს არ ვიცი.
  5. ბოროტების სიძულვილი ბოროტება არაა. რაც შეეხება ქვემოთ დაციტირებულს, მასში ბიბლიური შეკითხვა არაა, ამიტომ არ გავუკეთებ კომენტარს რომ ზოგადი საუბრებით თემის გაოფება გამოგვივა.
  6. Jonathan Livingston ბიბლია არაფერს ამბობს ეგრეთ წოდებული ნეანდერტალელი ადამიანებზე, "ნეანდერტალელი ადამიანების არსებობაზე და მის გადაშენებაზე". შესაბამისად ამისა, რა შეკითხვაც დასვი არ შეესაბამება თემას, რადგან ეს თემა ბიბლიურ შეკითხვებს ეხება. უფრო მეტიც, ნაშრომში "ადამიანი, ღმერთი და მაგია" (Man, God and Magic, ი. ლისნერი,1961, გვ. 304) ნათქვამია: "ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რომ პირველყოფილი ადამიანი ველური არ იყო. ჩვენ აგრეთვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ გამყინვარების ხანის ადამიანები არც მხეცები ყოფილან, არც ნახევრადმაიმუნები და არც გონებაჩლუნგები. ამიტომ უდიდესი უგუნურებაა ნეანდერტალელთა ან თუნდაც სინანთროპთა რეკონსტრუქციის ყოველგვარი მცდელობა".
  7. T_A_T როგორც ვიცი, თორის ქართული თარგმანი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მაქვს ამ წუთას ხელთ რომ რაიმე კონკრეტული მონაკვეთი დავასახელო. თუმცა, თორა არის იგივე ეგრეთ წოდებული "ძველი აღთქმა". დაგეთანხმები, რომ ბიბლიის თარგმანებში, ნამდვილად არის უამრავი შეგნებული და უნებლიედ გაპარული შეცდნომები. სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა: http://planeta.ge/index.php?showtopic=15678 რომლის სათაურია: ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?, რით უპირატესობს ერთი თარგმანი მეორეზე? პ.ს. იქნებ ეს თემები გაერთიანებულიყო?
  8. T_A_T დავწერდი უფრო დეტალებში თითოეულ ფრაზაზეც კი, მაგრამ სიმართლე გითხრა მეზარება და არც ინტერესი მაქვს დიდი. ის რაც ზემოთ დავწერე, ვფიქრობ საკმარისია იმის დასანახად, რასაც ასტროლოგების ეს ფილმი ცდილობს.
  9. ჭანო საინტერესო კითხვაა. მანამ სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდე, მინდა აღვინიშნო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ის, თუ რა არის სინამდვილეში სრულყოფილი სამართლიანობა და სრულყოფილი სამართლიანობიდან გამომდინარე ქმედება, ადამიანების შეხედულებები, კონცეფციები, სტანდარტები, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები კი არ წყვეტენ და საზღვრავენ, არამედ თავად ღმერთი, რადგან ის არის ადამიანის შემქმნელი და ის არის სიცოცხლის წყარო — ბიბლიის თანახმად. ახლა გავიხსენოთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, ღვთის სამართლიან ქმედებასთან დაკავშირებით. ბიბლია ღვთის შესახებ იუწყება, რომ: "სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი." - მეორე რჯული თავი 32. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ცხადია, მისი ნებისმიერი ქმედება, სამართლიანი უნდა ყოფილიყო ადამიანის შექმნიდან დღემდე და სამართლიანი უნდა იყოს მომავალშიც. საინტერესოა, რომ რატომღაც, ადამიანები (ანუ თითოეული ინდივიდი) სამართლისა და სწორი ქცევის საზომად, საკუთარ ნორმებს ადგენენ და საკუთარი თვალსაწიერით განსაზღვრავენ თუ რა არის სწორი და სამართლიანი ქმედება და რა არასწორი და უსამართლო. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ საკითხებზე მსჯელობისას, არის (როგორც ზემოთ აღვნიშნე) თავად ღვთის სრულყოფილი სამართლიანი და მორალური სტანდარტები, უფლებები საკუთარ ქმნილებაზე და აგრეთვე მისი პიროვნული თვისებები, როგორიცაა: სამართლიანობა, გულწრფელობა, მიუკერძოებლობა, სიყვარული, მოწყალება და სიკეთე. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთმა თავის ქმნილებებს მიანიჭა არჩევანის თაისუფლება; მიუხედავად ამისა, რომ ადამიანები სარგებლობენ ნების თავისუფლების პრივილეგიით, ანგარიშვალდებულები არიან მასთან, ვინც ისინი თავისუფალი უნარით დააჯილდოვა. მანამ სანამ ნოეს წარღვნა მოხდებოდა, ღმერთმა განაცხადა თავისი განზრახვა, რომ იგი ისეთნაირად მოიმოქმედებდა; რომ მისი მოქმედებდა გამოიწვევდა ადამიანების (როგორც სრულწლოვნების ისე არასრულწლოვნების) და ცხოველების განადგურებას. ბიბლია იუწყება, რომ ღვთის ასეთი გადაწყვეტილება და მოქმედება, მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა— მოვლენებმა, როგორიცაა ძალადობა და სხვა სახის უკეთურება: "დაინახა უფალმა, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო. დამწუხრდა უფალი .. დაინახა ღმერთმა, რომ გაიხრწნა დედამიწა, რადგან ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას." - დაბადება, თავი მეექვსე. ბიბლია იუწყება, რომ ღმერთს აქვს უნარი იცოდეს, რა არის "ადამიანის ძეების გულში", შეეძლო გამოეკვლია და დაენახა, "რომ მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო". (2ნეშტთა 6:30; დაბადება 6:5). კონკრეტულმა პიროვნებებმა, ნოე და მისმა ოჯახმა, ღვთის კეთილგანწყობა ჰპოვეს და გადაურჩნენ განადგურებას - დაბადება 6:7, 8; 7:1. ღმერთს შეეძლო დაენახა და განეჭვრიტა თითოეული მოაზროვნე არსების (სრულწლოვანი ადამიანების) გულის ზრახვები და ისიც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ გაფრთხილების მიუხედავად და აღარ გაეფრთხილებინა, გაფრთხილების ნაცვლად სასწრაფოდ მიეღო გამანადგურებელი ზომები თუკი მოისურვებდა; მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ნათლად ჩანს, ღმერთმა სრულწლოვანი ადამიანების მომავალი, ანუ ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ გაფრთხილების შემდეგ არ განუჭვრეტია. მან მხოლოდ იმ დროს არსებული მდგომარეობა შეაფასა და შესაბამისად იმოქმედა. მან ნოეს მეშვეობით ყველა ადამიანს აუწყა და გააფრთხილა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. ადამიანებისადმი, მათი არჩევანისადმი და გადაწყვეტილებისადმი სრული პატივისცემა გამოავლინა და არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. ბიბლიაში ნოეზე ნათქვამია რომ ის იყო 'სიმართლის მქადაგებელი'. ბიბლია აგრეთვე ამბობს რომ ნოეს დროს, ანუ წარღვნამდე მცხოვრებ ადამიანებს არ ანაღვლებდათ ნოეს პირიდან გამოსული ღვთის გამაფრთხილებელი ცნობა, რომელიც მათ და მათ შვილებს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ. როგორ მშობლებს, ბავშვების კიდობანში შეყვანა, მათზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის გადარჩენა, თავიანთ თავზე იყო დამოკიდებული და თავად იყვნენ თავიანთი შვილების სიცოცხლეზე პასუხისმგებელნი. მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდნენ თუ რა მოჰყვებოდა ღვთის გაფრთხილების არაფრად ჩაგდებას, ისინი არაფრად აგდებდნენ მას. იესომ ნოეს დროს, ანუ წარღვნის წინა პერიოდში მცხოვრები გახრწნილ საზოგადოება ისეთ ადამიანებად დაახასიათა, რომლებიც 'ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა'. (წაიკითხე მათეს სახარება 24:38). ღვთის მოწყალება, ადამიანებისადმი სიყვარული და ზრუნვა მანამ წარღვნა მოხდებოდა,გამოიხატა იმითაც, რომ მან გააფრთხილა ადამიანები თუ რა დაემართებოდათ მათ და მათ ოჯახებს ღვთის გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში; დაახლოებით 40-50 წელი დასჭირდა ნოეს, რომ ვეებერთელა კიდობანი აეგო და თან ადამიანები გაეფრთხილებინა. თითქმის ერთმა თაობამ განვლო, რომელიც ნოეს მეშვეობით ღვთის გაფრთხილებას ისმენდა. მაშინდელ ბოროტ და გახრწნილ მსოფლიოს, (როგორც თითოეულ ოჯახს, ისე ცალკეულ ინდივიდს) დაახლოებით 50 წელი ჰქონდა, რომ მხედველობაში მიეღო ღვთის გაფრთხილება. სამწუხაროდ, როგორც მშობლებმა, თავად გადაწყვიტეს თავისი და თავიანთი შვილების ბედი, რომლებიც გახრწნილ საზოგადოებაში იზრდებოდნენ. საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ წარღვნა მოიცავდა მსოფლიო მასშტაბებს და არ ამხოლოდ რომელიმე ერთ ქალაქსა თუ სოფელს. მაშინდელ მსოფლიოში, მხოლოდ 8 სული გადაარჩინა ღმერთმა, ანუ 8 სულმა გამოავლინა ღვთის გაფრთხილებისადმი მართებული დამოკიდებულება და ესეც იმიტომ, რომ ისინი, თავიანთი ცხოვრებით და გულის ზრახვებით, მკვეთრად განსხვავდებოდნენ მათგან, რომლებმაც ღვთის გაფრთხილებაზე და მოწვევაზე გადარჩენილიყვნენ თავიანთი ოჯახებითურთ, უარი განაცხადეს. დღესაც, როდესაც მშობელს ვინმე რაიმეს ურჩევს, თუ რა არის უკეთესი მისთვის და მისი შვილისთვის, თავად მშობელი წყვეტს თუ რაა უკეთესი მისთვის და მისი შვილისთვის და არავის აძლევს უფლებას მშობლის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, არც ღმერთი აიძულებს ვინმეს რაიმე საკითხში გადაწყვეტილებები შეცვალონ ადამიანებმა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მანამ ღმერთი წარღვნას მოახდენდა დედამიწაზე, მას თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა წინასწარ განჭვრეტის უნარი არასრულწლოვან ბავშვებზე, რათა დაენახა ისეთივე გონება განწყობილება და გულის ზრახვები ექნებოდათ დიდობაში თუ არა, როგორც მათ მშობლებს ჰქონდათ განადგურებამდე. ვინაიდან და რადგანაც ბიბლია არ აკონკრეტებს წარღვნის დროს განადგურებული მაშინდელი ბოროტი მსოფლიოს და თითოეული ადამიანის (სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანის) გულის განზრახვას დეტალურ ასპექტებში და ამბობს რომ მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყოო, ძნელია ზუსტად ითქვას რის საფუძველზე იმოქმედა ღმერთმა ისე, როგორც იმოქმედა. რჩება ის, რომ ადამიანი, რომელიც ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევს, ერწმუნოს მასში დახასიათებულ ღმერთს, რომ ის უსამართლოდ არ მოექცეოდა ადამიანებს, ისევე როგორც უსამართლოდ არ გაწირა ნოე, რომელიც მაშინდელი გახრწნილი საზოგადოებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ღმერთი, რომელმაც გაუფრთხილებლად არ იმოქმედა და ერთი ხელის მოსმით არ გაანადგურა ყველა, არამედ მისცა საშუალება წარღვნას გადარჩენილიყვნენ, გონივრულია მის სამართლიან ქმედებაში ეჭვი არ შევიტანოთ და ვენდოთ ბიბლიის სიტყვებს რომელიც ზემოთ მოვიყვანე: "სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი." მოიყვანე კონკრეტული მონაკვეთი ბიბლიიდან, სადაც საუბარია იმაზე, რასაც შეკითხვა ეხება, რომ ზუსტად გამოიკვეთოს რა სიტყვები გაქვს მხედველობაში. პ.ს. შესაძლოა მათეს 26:26-ს გულისმობ?
  10. ღვთისგან არ მოდის ბოროტება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მისი შექმნილია. თუ რატომ, შევეცდები მოკლედ ავხსნა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ღმერთი პასუხისმგებელი არ არის ბოროტებაზე. ბევრ ადამიანს ასწავლიან რელიგიები, მამაოები, თეოლოგებიც, რომ ღმერთი ამ ქვეყნიერების მმართველია, მან დიდი ხნის წინათ განსაზღვრა ჩვენი ცხოვრება და ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს, რატომ იწვევს ღმერთი უბედურებას. ასეთი შეხედულებები მცდარია, ღმერთს შეურაცხყოფს და ამ ქვეყნიერებაში არსებულ ბოროტებასა და ტანჯვაში ადანაშაულებს. ამ თვალსაზრისის გამოსასწორებლად, ანუ რეალურობის გასარკვევად, შეგვიძლია ბიბლია გამოვიყენოთ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიის თანახმად, ღმერთი კი არა, ღვთის მიერ შექმნილი ერთერთი სულიერი ქმნილება (რომელსაც ბიბლიაში ეწოდება სატანა ეშმაკი) არის ამ გახრწნილი ქვეყნიერების მმართველი და ბოროტების სათავე (1 იოანე 5:19). ღმერთი წინასწარ არ საზღვრავს ადამიანთა მომავალს. ის თავისუფლებას აძლევს მათ, რომ არჩევანი გააკეთონ კარგსა და ცუდს შორის, სწორსა და არასწორს შორის (წაიკითხე მეორე რჯულის 30:19). ღმერთი არასოდეს იწვევს ბოროტებას. ბიბლია იუწყება, რომ მას სძულს ბოროტება და ზრუნავს მათზე, ვინც უსამართლოდ იტანჯება (წაიკითხე იობი 34:10; იგავები 6:16-19; 1 პეტრე 5:7).
  11. ჭანო ძალიან ზოგადი შეკითხვაა. მოიყვანე ბიბლიიდან კონკრეტული მონაკვეთი, ჩამოაყალიბე რას და რატომ მიიჩნევ ძალადობად.
  12. ლ ი ც ი ცრურწმენა ლექსიკონებში განიმარტება, როგორც "უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება". აქედან გამომდინარე, ცრუწრმენასა და ნამდვილ რწმენას შორის ადვილია ხაზის გავლება. ნებისმიერი მრწამსი თუ დაჯერება რაიმესი ან რწმენა რაღაცისადმი (თუ ვიღაცისადმი) რომელიც საფუძვლიან ცონაზე არაა დაფუძნებული, არის ცრურწმენა. XVII საუკუნეში მცხოვრები ერთი ექიმი ცრურწმენას გაუნათლებლების "მდაბიურ გადახრას" უწოდებდა. სხვათაშორის, ინგლისურად სიტყვა ცრურწმენა ([superstition] 'სუპერსტიშნ') ეტიმოლოგიურად, თავის სათავეს კლასიკური ლათინურიდან იღებს. სიტყვა "ცრურწმენა" ლათინურში ორი სიტყვისგან შედგება: "სუპერ" (რაც ნიშნავს "მაღლა" ან "ზე") და "სტარე" ("დგომა"). მეომარს, რომელიც ომს გადაურჩებოდა, "სუპერსტიტს" უწოდებდნენ, იმიტომ რომ თანამებრძოლთა შორის ის ცოცხალი რჩებოდა და პირდაპირი გაგებით მათზე "ზემდგომი" იყო. მინდა მოვიყვანო ცრურწმენის მაგალითები, რაც ვფიქრობ, შეკითხვაზე პასუხს, უფრო ნათელს გახდის. ქვემოთ ჩამოწერილ მაგალითებში ადვილი დასანახია ნამდვილ რწმენასა და ცრურწმენას შორის განსხვავება. ■ აზიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის მმართველის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მის რეზიდენციაში თავგზააბნეულმა მომუშავეებმა ახალ მმართველს ურჩიეს, რჩევა ეთხოვა ცნობილი მედიუმისთვის, რომელიც, როგორც რეზიდენციაში, ისე მის გარეთ მრავალი ცვლილების მოხდენას ურჩევდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ცვლილებები მათ უბედურებისგან დაიცავდა. ■ შეერთებულ შტატებში ერთი უდიდესი კომპანიის მფლობელი ყოველთვის ერთ ქვას დაატარებს. მისი პირველი წარმატებული სავაჭრო გამოფენის შემდეგ ის სახლიდან არ გადის მის გარეშე. ■ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებამდე აზიის ბიზნესმენები ხშირად მკითხავს სთხოვენ რჩევას. ■ სპორტსმენი, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს, გამარჯვებას ტანისამოსს აწერს. ამიტომ მას ყოველი შეჯიბრისას იცვამს და არ რეცხავს. ■ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტი იმ დღეს გამოყენებულ კალამს "იღბლიანად" თვლის. ■ ზოგი შლის ბიბლიას და ფიქრობს, რომ სწორედ იმ მუხლს ამოიკითხავს, რომელიც მას ამ წუთში სჭირდება. ■ თვითმფრინავის აფრენისას ზოგი მგზავრი ხელს არ უშვებს "წმინდა" ქრისტოფორეს ან "წმინდა" გიორგის ხატსა თუ მედალიონს ანდა მჭიდროდ აქვს ხელი ბიბლიაზე ან ლოცვების წიგნზე ჩაბღაუჭებული. ■ ზოგი მძღოლი, კრიალოსანს ან ნა-ხატებს კიდებს მანქანაში რომ უფრო დაცულად იმგზავროს. ■ ჩემმა მეზობელმა, ლატარიაში მოგებული თანხის გამო, მომდევნო ბილეთები, იმავე ჯიხურში შეიძინა, რომელშიც მომგებიანი ლატარიის ბილეთი იყიდა თავიდან, რადგან წამდა რომ მისთვის იღბლიანი ჯიხური, სწორედ ის იყო, სადაც მომგებიანი ბილეთი ერგო წილად. ■ ზოგიერთს ძლიარ წამს, რომ მარილი თუ დაგეპნევა ძირს, ესე იგი ცუდის მომასწავლებელია. თუ შავმა კატამ გადაგირბინა ხომ საერთოდ. როგორც ჩანს, ბევრს გაორებული ნორმები აქვს, რადგან სახალხოდ არასოდეს აღიარებენ იმას, რასაც საიდუმლოდ აკეთებენ. ერთი უცხოელი მწერლის აზრით ასეთ ადამიანებს, ამაზე საუბარი არ სურთ და იმიტომ არ სურთ, რომ ეშინიათ, უგუნურებად არ ჩათვალონ. ამიტომ ასეთებს შეიძლება ურჩევნიათ, თავიანთ ცრურწმენას ფორმალობა, წესი ან ჩვევა უწოდონ. არადა, სინამდვილეში, თუ კარგად დაფიქრდებიან, საკუთარ თავს გამოიჭერენ იმაში, რომ რაღაც სწამთ, თანაც ძლიერად, და არც კი იციან რატომ, საიდან და რისთვის. ნამდვილი (ჭეშმარიტი) რწმენა კი, მყარ, საფუძვლიან ცოდნაზეა დაფუძნებული და ადამიანმა იცის, რა, რატომ და რის საფუძველზე სწამს. მოდი ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ და თუ მაინც და მაინც სურვილი გექნება, შემიძლია, ცრურწმენის შესახებ ბიბლიური მაგალითები მოვიყვანო სხვა დროს, რომ ბიბლიის თვალსაზრისით დავინახოთ სად ავლებს ნამდვილი ქრისტიანობა ზღვარს ცრუ რცმენასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. თუ ეს პოსტი შენთვის დამაკმაყოფილებელია, მაშინ შემიძლია ამ საკითხს აღარ შევეხო. ჭანო არ ვიცი. პ.ს. თუ ბიბლიის თვალსაზრისი გაინტერესებს, ბიბლიის თანახმად, ღმერთია ის, რომლისგანაც ყველაფერი იღებს სათავეს. მასზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის განუსაზღვრელი დრორიდან არსებობს.
  13. paolo ის რასაც შენ კითხულობ, ერთი შეხედვით მართლა მასე ჩანს, თითქოს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იესოს შეპყრობა და მოკვლა. მაგრამ, ბიბლიის დაკვირვებით გამოკვლევა პასუხს ცემს წარმოშობილ გაუგებრობას. ცხადია, იუდეველი რელიგიური ლიდერებისათვის იესოს მონახვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იესო იერუსალიმში ხშირად ადიოდა. რელიგიური წინამძღოლები მას იერუსალიმში ასულს ხშირად ხედავდნენ. და საერთოდ, იერუსალიმი იესოსთვის ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა, რადგან იერუსალიმში იყო ტაძარი, სადაც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. იესო კი, როგორც ბიბლია იუწყება, სისტემატიურად იცვლიდა ადგილმდებარეობას. ხან ერთ სოფელსა და დაბაში იყო ხან მეორეში; სასულიერო პირები კი მას კუდში არ დაყვებოდნენ. როცა იესო იერუსალიმში ადის და ტაძრიდან ფულის გადამცვლელებს და მტრედებით მოვაჭრეებს ყრის, ეს ლაზარეს აღდგენის შემდეგ ხდება, პასექამდე რამდენიმე. პასექის დღეს იესოს კლავენ. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, უნდა გვახსოვდეს რომ ადგილობრივი ხელისუფლება არიყო იესოს დაკავებით და მოკვლით დაინტერესებული. იესოს მოკვლით არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ იუდეველი სასულიერო პირები იყვნენ დაინტერესებული. ახლა მთავარი მომენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ კითხულობ, რა პრობლემას წარმოადგენდა იუდეველი სასულიერო პირებისათვის რომ იესო მოეკლათ, თუნდაც მაშინ როცა ის მაგიდებს ააყირავებს. დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა რომ იუდეველმა სასულიერო პირებმა იესო სმოკვლა ლაზარეს აღდგინების შემდეგ მალევე გადაწყვიტეს, მათთვის ადვილი არ იყო იესოს მოკვლა. იესო რომ ავიდოდა იერუსალიმში, მას ვერ მივარდებოდნენ და ვერ გამოჭრიდნენ ყელს. სახარება იუწყება მიზეზს, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ იესოს მოკვლას. მათ უნდა შეერჩიათ სათანადო, ხელსაყრელი მომენტი ამისთვის. მათ უნდა დაეგეგმათ, როგორ და რა გზით მოეკლათ იგი. როგორ წესი, შენივე მოყვანილი ტექსტიც ადასტურებს, რომ იესო შეუმჩნეველი არ იყო იერუსალიმში და მის გარშემო ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. იესოს მკვლელ იუდეველ სასულიერო პირებს კი ხალხის ეშინოდათ. იესოს მოკვლის საუკეთესო მომენტი სწორედ ის აღმოჩნდა, როცა იუდამ გაყიდა ის. მაშინ, როცა იესო შეიპყრეს და დააპატიმრეს იყო გვიანი საღამო და იესოს გვერდით ხალხმრავლობა აღარ იყო. იესო იყო ბაღში თავის მოწაფეებთან ერთად როცა იუდა სასულიერო პირებს ატყობინებს რომ იესო შუაღამეს მხოლოდ მის მოწაფეებთან იმყოფებოდა. და ეს დღე იყო პასექის დღე, როცა ხალხის ყურადღება რელიგიური დღესასწაული აღნიშვნაზე იყო გადასული და ყველა თავის სახლში იმყოფებოა გვიან ღამეს, გამთენიისას. შენი კითხვაზე პასუხს თავად ბიბლია იძლევა: "იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები. არავის რთავდა იმის ნებას, რომ ტაძრის გავლით რაიმე ნივთი გაეტანათ. ასწავლიდა და ამბობდა: განა დაწერილი არ არის: ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა? თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ. ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგონეს, მის მოსაკლავად შემთხვევის ძებნა დაიწყეს; ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით". - მარკოზის სახარება თავი 11. "შემდეგ შევიდა იესო ტაძარში და გამყიდველები გარეთ გაყარა, ეუბნებოდა: დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლი იქნება, თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ. იესო ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში. უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები კი შესაძლებლობას ეძებდნენ, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან ხალხს მისი მოსმენა უნდოდა და გვერდიდან არ შორდებოდა". - ლუკას სახარება თავი 19-ტე. "და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი. მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო". - მათეს სახარება თავი 26. როგორც ხედავ, იუდეველი სასულიერო პირებისთვის იესოს მოკვლისთვის სათანადო დროის, შესაბამისი გარემოების შერჩევა და მოსახერხებელი ხერხების გამოყენება ესაჭიროებოდათ რომ ჩაფიქრებული განზრახვა იესოს მოკვლასთან დაკავშირებით ისე განეხორციელებინათ, რომ ხელშემშლელი გარემოებები არ ყოფილიყო. იუდამ კი მათ საკმაოდ დიდი სამსახური გაუწია. ბიბლიის ცნობის თანახმად ვითარება ასეთი იყო: "მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა გეთსემანედ წოდებულ ადგილზე და მოწაფეებს უთხრა: აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ვაჟები. მაშინ დამწუხრდა და ძალიან დანაღვლიანდა. უთხრა მათ: ჩემი სული ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ. ცოტა გაიარა, პირქვე დაემხო და ლოცულობდა: მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ. მოწაფეებთან რომ მივიდა და მძინარეები ნახა, პეტრეს ჰკითხა: ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად?" - მათეს სახარება თავი 26. "იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო. ისინი ბაღში შევიდნენ. მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ. ამიტომ წაიყვანა იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და უფროს მღვდელთა და ფარისეველთა მცველები და მივიდნენ იქ ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით.". - იოანეს სახარება თავი 17. ბიბლიის დეტალური გამოკვლევა, ხშირად ნათელს ფენს მოჩვენებითად წარმოშობილ გაუგებრობას რომელიც ბიბლიის ერთი გადახედვით იჩენს ხოლმე თავს; რომ (როგორც შენ დაწერე) თითქოსდა სახარების დამწერებს რაღაცრაღაცეები უნდა გაეთვალისწინებინათ წერისას იმ მიზნით რომ ურთიერთგამომრიცხავი რამ არ დაეწერათ. არა, ისინი წერდნენ იმას, რაც რეალურად მოხდა და წერისას არ საჭიროებდნენ რაღაცეების "გათვლას".
  14. ნამდვილად, გეთანხმები ჭანო. გუშინ, Nukriko-მ მთხოვა ჩემი აზრი დამეწერა ასტროლოგიური (და არა ასტრონომიული) ფილმის "Zeitgeist"-ის შესახებ. როგორც იქნა მოვახერხე და ვუყურე ფილმს. მოკლედ რომ ვთქვა ჩემი აზრი ამ ფილმთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ ის ძალიან სუსტი და არამდგრადი ფილმია. მასში დამახინჯებულია ბევრი რამ, მაქსიმალური მცდელობაა ამა თუ იმ მოვლენის ერთმანეთთან როგორმე დაკავშირების და პარალელების გავლების, მაშინ როცა ქრისტიანობა მკვეთრად განსხვავდება წარმართული რელიგიური მითოლოგიური წარმოდგენებისაგან. ყველაზე მთავარი კი რაც ამ ფილმის სუსტ წერტილს წარმოადგენს არის ის, რომ მათი თეორიები აგებულია (ასე ვთქვათ) წამყვანი რელიგიური მიმდინარეობების ("ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების") მიერ წარმართული (არაქრისტიანული) მითოლოგიებიდან და რელიგიური წარმოდგენებიდან ქრისტიანულად გასაღებულ ატრიბუტებზე. ისეთ ატრიბუტებზე, როგორიცაა ქრისტეს დაბადება (ვითომდა 25 დეკემბერს), ეგრეთ წოდებული "სამი მეფის" მონახულება "ყრმა" იესოსი, მარიამის გაღმერთება და სხვა მრავალი. პირველ რიგში ეს ფილმი ცდილობს "დარტყმა" მიაყენოს ეკლესიებს. სინამდვილეში, ეკლესიურ სწავლებებზე და მათ მიერ ჩადენილ სამარცხვინო საქციელზე იერიშის მიტანა, არ ნიშნავს ბიბლიაზე და ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. მართალია, ეკლესიებმა გადმოიღეს, ანუ შეითვისეს წარმართული მითოლოგიური ელემენტები, რომლებაც საერთო არაფერი აქვთ ქრისტესთან, ქრისტიანობასთან და ღმერთთან, ეს ფილმი, ვერც ბიბლიას აყენებს დარტყმას და ვერც ნამდვილ ქრისტიანობას. თუმცაღა, ეს ფილმი, საკმაოდ ლამაზად ხდის ფარდას ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ წარმართული ელემენტების ქრისტიანულ ატრიბუტებად გასაღებაში. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის რომ: http://s005.radikal.ru/i212/1002/f5/39b25be5f6cc.jpg ● ბიბლია იესოს დაბადების თარიღად 25 დეკემბერს არ ასახელებს. ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა. ის დაიბადა 1-2 ოქტომბერს. შორს რომ არ წავიდე და ბიბლიური ქრინოლოგიის ახნა არ დავიწყო, უბრალოდ მოვიყვან რამოდენიმე წყაროს, რომელშიც ნათქვამია, რომ იესოს დაბადების თარიღად ეკლესიამ 25 დეკემერი შეარჩია, რაც არც იესოს დაბადების ნამდვილ თარიღს წარმოადგენს, არც ქრისტიანობის, არც ბიბლიის და არც ღმერთის იდეა არ იყო და არ არის ამ თარიღის იესო ქრისტეს დაბადების თარიღად დასახელება. ეკლესიამ უბრალოდ გადმოიღო და შეითვისა წარმართული მითოლოგიური ელემენტები, რათა წარმართი ხალხი თავისთან მიეზიდა. "ევროპაში ძველი დროიდან შემორჩენილი ან ახლა გაბატონებული შობის წეს-ჩვეულებათა უმეტესობა ნამდვილად ქრისტიანული კი არა — წარმართულია და ისინი ეკლესიამ შეითვისა ან დაუშვა. . . შობის პერიოდის საზეიმო ჩვეულებების უმეტესობას საფუძვლად რომის სატურნალიები დაედო" (Encyclopædia of Religion and Ethics [ედინბურგი], ჯეიმზ ჰეისტინგზის რედაქციით, ტომი III, გვერდები 608, 609). ენციკლოპედია "New Catholic Encyclopedia", ტომი II, 656-ტე გვერდზე სიმართლეა ნათქვამი: "ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებები არც დღეს გვატყობინებენ, არც თვეს". მიუხედავად ამისა, ეს ფილმი [ზეიტგეისტ], ეკლესიის მიერ ათვისებულ წარმართულ თარიღს გვისახელებს იესოს დაბადების თარიღად. ა. გელოვანის "მითოლოგიური ლექსიკონის" თანახმად, "მითრა — ძველ სპარსელთა (ირანელთა) მზის, შუქის ღმერთი. . . დაიბადა 'მზის აღორძინების' დღეს — 25 დეკემბერს". ასევე, ნოდარ გაფრინდაშვილის "მითოლოგიურ ლექსიკონში" კარგადაა ნათქვამი ეკლესიის მიერ შერჩეული და გამოცხადებული თარიღის შესახებ: "მითრას დაბადების დღედ ითვლებოდა 25 დეკემბერი (როცა იწყება დღის მატება) ქრისტიანობამაც ქრისტეს დაბადების დღედ 25 დეკემბერი გამოაცხადა". ამრიგად, წარმართული დაბადების დღის აღნიშვნა გაგრძელდა უბრალოდ სახელების შეცვლით, მითრა შეიცვალა ქრისტეთი. ანუ, სინამდვილეში ეკლესიებმა აირჩიეს ისეთი დღე, რომელიც წარმართი ადამიანებისთვის მისაღები იქნებოდა და ეკლესიამდე მისაყვანი "გზა" უფრო ნაცნობი და მისაღები იქნებოდა. სინამდვილეში, ვერც ეს ფილმი [ზეიტგეისტ] და ვერც სხვა ნებისმიერი ფილმი ან სამეცნიერო ნაშრომი, ვერ დაასაბუთებს, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. როგორც ხედავთ, ამ ფილმის [ზეიტგეისტ]-ის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ თითქოს იესო 25 დეკემბერს დაიბადა, ეფუძნება მხოლოდ ეკლესიების მიერ ყოველგვარ არგუმენტსა და საფუძველს მოკლებულ "ლამაზად" შერჩეულ წარმართულ მითოლოგიურ თარიღს და არა რაიმე ისტორიულ ან უფრო მეტიც, რაიმე ბიბლიურ მტკიცებულებას. ფილმში წარმოდგენილ მცდელობას, როგორმე დააკავშირონ ქრისტე და მისი მოვლინება ასტროლოგიასა და ასტოლოგიურ საძირკვლებს, არის მხოლოდ მცდელობა, რომლეიც ეფუძნება, ქრისტიანობიდან განდგომილ ეკლესიურ სწავლებებს, რომლებმაც თავიანთი რელიგიური სწავლებები და დღესასწაულები თავისი თარიღებითურთ წარმართულ მითოლოგიაზე ააგეს, რასაც ზემოთ ციტირებული ნაშრომებიც ადასტურებენ. ცხადია, ფილმში წარმოდგენილ ყველა დეტალზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ზემოაღნიშნულის გარდა, შევეხები მასში მოყვანილ კიდევ რამოდენიმე დეტალს რაც სამკარისად მიმაჩნია რომ ფილმი არ მივიღო სერიოზულ, არგუმენტირებულ და დასაბუთებულ ფაქტად. ● ფილმი იესოს დაბადებას უკავშირებს სამ ვარსკვლავს და ამბობს, რომ ეს "სამი ვარსკვლავი" წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ (ვითომ ბიბლიურ) "სამ მეფეს" რომლებიც იესოს ეწვივნენო და მას საფუძვლად ასტროლოგიურ მოსაზრებებს უდებს. http://s14.radikal.ru/i187/1002/9b/99d00583223c.jpg "სამი მეფის" სტუმრობა, საერთოდ არაა ბიბლიური. ის ამ ფილმის ავტორ[ებ]მა, მთლიანად მითოლოგიური წარმოდგენებიდან გადმოიტანეს; ფილმში ის ბიბლიურ და ქრისტიანულ სწავლებად გაასაღეს. ● უფრო მეტიც, მთლიანობაში, ეს ფილმი წარმოადგენს ასტროლოგიური მოძღვრების დემაგოგიას რომლითაც თითქოს ხსნის ყველაფრის თავსა და ბოლოს, მაგრამ სინამდვილეში კი არაფერს; ის ვერანაირად ვერც ხსნის და ვერც ადასტურებს იესოს მოვლინებას, მის არსს და მის მომავალს. ფილმი ასტროლოგიური (ზოდიაქოების) ბიბლირ დეტალებთან მიკიბ-მოკიბულ დაკავშირებებსა და პარალელების გავლებას ცდილობს; გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ თითქოსდა ბიბლია, ასტროლოგიური ჩანაწერების ყველაზე დიდებულ საუნჯესა და კრებულს წარმოადგენს. ამ დროს კი პირიქით; ასტროლოგია (ანუ ვარსკვლავთმისნობა, ვარსკვლავთ მრიცხველობა) როგორც იუდაიზმში, ისე ქრისტიანულ სწავლებებში, (ნუ ავურევთ ერთმანეთში „ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სწავლებებს იმასთან, რასაც ბიბლია ასწავლის) ასტროლოგია ღვთის მიერ იკრძალებოდა და გაიგივებული იყო მკითხაობასთან, მისნობასთან და მაგიური საშუალებებით მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება-ამოცნობასთან. სინამდვილეში, არც ქრისტეს და არც მის მიმდევრებს არაფერი ჰქონდათ მაგიასთან, ასტროლოგიასთან და წარმართულ მითოლოგიასთან. ბიბლიაში ნათქვაია: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი . . . ამის გამკეთებელი სძულს უფალს“ და «ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა [ბიბლიის ზოგი თარგმანის თანახმად ‘ცათა მზომელნი’], ვარსკვლავთა შემყურეებმა, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა! აი, ნამჯას დაემსგავსნენ . . . ასეთები იქნებიან შენთვის შენი მომნუსხველები, რომლებთან ერთადაც ირჯები ახალგაზრდობიდან. თითოეული თავის მხარეში იხეტიალებს. არ გეყოლება მხსნელი». ● აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმართული მითოლოგია, არის მხოლოდ მითოლოგია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მითუმეტეს I საუკუნის ნამდვილ ქრისტიანობასთან. ქრისტიანობისგან განსხვავებით, მითოლოგიაში მზეს, მთვრარეს, ცხოველებს, საგნებს და თვით ადამიანებსაც ისე ეთაყვანებოდნენ როგორც ღმერთებს. ქრისტე და ქრისტიანები არასოდეს ეთაყვანებოდნენ მსგავს რამეებს და "ვინმეებს". სინამდვილეში, ქრისტიანებიც და ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტეც, თაყვანს სცემდა ერთადერთ ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, რომელმაც შექმნა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ადამიანები და ა.შ. (იოანე 17:1-3; 20:17). ● ფილმის მესამე ნაწილი, კარგად გადმოსცემს იმ რეალობას, რასაც თვითმარქვია "ქრისტიანული" რელიგიები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში. რომ მათ (ე.წ. ქრისტიანული რელიგიების ეკლესიებმა) გადმოიღეს წარმართული ელემენტები და ქრისტიანულად გაასაღეს. მათ დაამახინჯეს ქრისტიანული სწავლებები და წარმოდგენები ღვთის შესახებ. ისინი ადამიანების სამართავად ქმნიდნენ უამრავ რელიგიურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს; დოგმებს, თავიანთშეკრებებზე დადგენილ წესებსა და მცნებებს. http://s001.radikal.ru/i196/1002/89/b4a9de3c09f4.jpg საღად მოაზროვნე ადამიანებს ცეცხლშიც კი სწვავდნენ, სულ ცოტა მრავალნაირ სასჯელებს უწესებდნენ და ამ სახით, ადამიანებს თავისუფალი აზროვნებისა და მოქმედების საშუალებას ართმევდნენ! http://s12.radikal.ru/i185/1002/01/ddc5102af522.jpg ასეთი ქმედებით, ისინი მხოლოდ იმას ადასტურებდნენ რომ არაფერი ჰქონდათ საერთო ქრისტიანობასთან და ქრისტესთან. რელიგიური მარწუხების მეშვეობით ცდილობდნენ და ცდილობენ ადამინების მართვას, მათზე ზეგავლენის მოხდენას და ამგვარად ადამიანების დამონებას. ამ ფილმა, პირადად მე, არაფერი ახალი არ მომცა. პირიქით, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეკელსიური სწავლებები, რომლებიც ეფუძნება არა ბიბლიას და იმას რასაც იესო ასწავლიდა სინამდვილეში, არამედ წარმართული მითოლოგიებს; ამ მხრივ, ეს ფილმი, პირველი და უკანასკნელი არაა, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების ე.წ. ქრისტიანობაზე საუბრობს. ამიტომ, მართებულადაა აღნიშნული ამ ფილმში, რომ "ქრისტიანულმა სამყარომ" წარმართული მითოლოგიებიდან გადმოიღო თითქმის ყველაფერი. სამწუხაროდ, ფილმი უმართებულოდ აიგივებს "ქრისტიანული სამყაროს ეკლესიურ ქმედებას" ნამდვილ ქრისტიანობასთანდა ერთ ხაზზე აყენებს პირველი საუკუნის ქრისტიანობასა და მეოთხე საუკუნის შემდგომ ჩამოყალიბებულ "რელიგიურ მანქანას", რომელსაც მხოლოდ სახელი "ქრისტიანობა" ერქვა და სხვა არაფერი. აღარ ჩამოვაყალიბებ ფილმში მოცემულ ყველა სხვა ნაძალადევ პარალელებს, თითქოსდა ქრისტიანობა წარმართული რელიგიების პარალელების ერთობლიობას წარმოადგენდეს, თუმცა შევეხები ზოგიერთ წვრილმანებს: ● მაგალითად, თითქოს ქრისტიანობამ წარმართული ეგვიპტური მითოლოგიიდან აიღო მარადქალწული მარიამის გაღმერთება; არადა ამ დროს, პირველი საუკუნის ქრისტიანები, (ქრისტიანული სამყაროს ეკლესიაბისგან განსხვავებით) იესოს დედას მარიამს არც აღმერთებდნენ და არც ეთაყვანებოდნენ. ამ ფილმში ერთმანეთშია ამღვრეული და შერეული განდგომილი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სწავლებები და დამოკიდებულებები პირველი საუკუნის ნამდვილ ქრისტიანობასთან და ერთიანად წარმოადგენს ეკლესურ სწავლებებს და ქრსტიანობას, იმგვარად ეს ფილმი, ცდილობს იმის თქმას, რომ თითქოს ქრისტიანობა თავის სათავეს ისევე იღებდეს წარმართული მითოლოგიებიდან, როგორც "ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები" იღებენ. ● ფილმი აგრეთვე საუბრობს 'გვირგვინზე' და 'შარავანდედზე', თითქოსდა წარმართული მითოლოგიიდან ქრისტიანობაში დამკვიდრებულზე. http://s004.radikal.ru/i205/1002/ac/4d5f462c4a15.jpg სინამდვილეში კი, ქრისტიანობამ კი არა, ე.წ. "ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა" გადმოიღეს მსგავსი ელემენტები წარმართული მითოლოგიებიდან. ა. გელოვანის, "მითოლოგიურ ლექსიკონში" (თბილისი, 1983, გვ. 351) ვკითხულობთ: "ნიმბუსი (ლათ. Nimbus — ნისლი, ღრუბელი) — შარავანდედი, ნათლის გვირგვინი, სხივთა ჩაღი, გვირგვინად რომ ედგათ თავზე გმირებსა და ღმერთებს, როგორც მზის ემბლემა; ადგას აპოლონის ძველ გამოსახულებებს, ჰელიოსს. რომაულ ხელოვნებაში იმპერატორებსაც ადგამდნენ. ქრისტიანობამ ადრევე გადმოიღო, ქრისტეს და წმინდანებს ამკობდნენ მრგვალი სხივოსანი წრით". "ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში" ნათქვამია: "ელინისტურ და რომაულ ხელოვნებაში მზის ღმერთ ჰელიოსსა და რომის იმპერატორებს ხშირად სხივთა გვირგვინით გამოსახავდნენ. ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში წარმართული წარმოშობის გამო ერიდებოდნენ მის გამოსახვას. მაგრამ მალე ქრისტიანი იმპერატორების ოფიციალურ პორტრეტებში წრიული ნიმბები გამოჩნდა. ამ საიმპერატორო ატრიბუტით IV საუკუნის შუა პერიოდიდან ქრისტეს შემკობაც დაიწყეს . . . ქალწული მარიამისა და სხვა წმინდანების შარავანდედით გამოსახვის ჩვეულება გავრცელებული არ იყო VI საუკუნემდე" (1976, მიკროპედია, ტ. IV, გვ. 864). დასკვინისას კი მინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო, რომ ეს ფილმი არის მხოლოდ მცდელობა და მეტი არაფერი; მცელობა, ასტროლოგიური ელემენტების მეშვეობით წარსული მოვლენების ერთმანეთთან გადაჯაჭვა-დაკავშირებას მიკიბვ-მოკიბვისა და სინამდვილის დამახინჯებულად წარმოდგენის საშუალებით და "ქრისტიანული სამყაროს ეკელსიების" მცდარი დამოკიდებულებების საშუალებით ნამდვილი ქრისტიანობის ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობასთან გაიგივებას. ამ დროს, ასტროლოგია, თავად წარმოადგენს იმას, რასაც სხვაზე ლაპარაკობს: "დასავლური ასტროლოგია უშუალოდ უკავშირდება ძვ. წ. მესამე ათასწლეულში მცხოვრებ ქალდეველთა და ბაბილონელთა წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებს" - ნათქვამია ენციკლოპედიაში "The Encyclopedia Americana", ტ. II, გვ 557. "ასტროლოგია ეფუძნებოდა ორ ბაბილონურ წარმოდგენას: ზოდიაქოს ნიშნების რწმენას და ციურ სხეულთა გაღმერთებას . . . ბაბილონელთა რწმენით, პლანეტები ისეთივე გავლენას ახდენდნენ ადამიანზე, როგორც მათთან დაკავშირებული ღვთაებები" (Great Cities of the Ancient World, ლ. სპრეიგ დე კამპი, ნიუ-იორკი, გვ. 150).
  15. paolo ვერ მივხვდი შეკითხვის არსს. რაში უნდა მდგომარეობდეს იუდას მიერ იესოს გაცემა? იგი განუდგა იესოს და გასცა იგი. იესოს ადგილსამყოფელს და ვინაობასთან დაკავშირებით ტექსტის რომელ მონაკვეთს გულისხმობ დააკონკრეტე. მას შემდეგ რაც იესო მოინათლა, მან დატოვა თავისი სახლ-კარი, ანუ ნაზარეთი — ადგილი, სადაც გაიზარდა. ის ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა და სოფელ-სოფელ დადიოდა; ხან ერთთან რჩებოდა და ხან მეორესთან. მას საკუთარი სახლი — სადაც ყოველდღე გაჩერდებოდა — აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როცა იესოს მოკვლა გადაწყვიტა იუდეველმა სამღვდელოებამ, ბრძანება გასცა, რომ მათთვის შეეტყობინებინათ თუკი ვინმე გაიგებდა იესოს ადგილსამყოფელს. ტექსტი, ამის სრულ საფუძველს იძლევა, რადგან იოანეს 11:57-ში ვკითხულობთ: "უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს კი ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ, თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო იგი, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ".
  16. paolo კარგი, მაშინ გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე: paolo საინტერესო კითხვაა. თუმცა, ზოგი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავიხსენოთ, რომ წარმოშობლი გაუგებრობა, გაირკვეს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როცა ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის, უამრავი მოწაფე ეგებება მას პალმებით ხელში. მოწაფეებთან ერთად, მას ხვდება ხალხის გარკვეული რაოდენობა, "პალმებით ხელში" და ზოგიერთი ტანისამოსსაც კი უფენს მას. რაც შეეხება პალმებით ხელში ყოფნას: იუდეველთა კარვობის დღესასწაული, ებრაელთა კალენდარში ყველაზე სასიხარულო დღესასწაული იყო, რომელსაც დღესასწაულობდნენ ზაფხულის მკის შემდეგ. რჯულის თანახმად, პალმის ფოთლები, სხვა ხეების რტოებთან ერთად გამოიყენებოდა კარვების გასაკეთებლად, სადაც დღესასწაულის განმავლობაში ცხოვრობდნენ (ლევიანნი 23:39, 40; ნეემია 8:14–18). ტაძარში ალილუიას გალობის დროს, თაყვანისმცემლები ასევე, პალმის ტოტებს იქნევდნენ (ფსალმუნნი 112–118). იესოს შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ის იერუსალიმში შედის ლაზარეს აღდგენიდან ერთი კვირის შემდეგ. პასექამდე დაახლოებით 6 დღით ადრე. (იოანეს 12:1). ლაზარეს აღდგენის მოწმე კი საკმაოდ ბევრი იუდეველი იყო. (იოანე 12:9,12). მანამ სანამ იესო იერუსალიმში შედის, ის თავის მოწაფეებს აგზავნის ჩოჩრის მოსაყვანად რომ მასზე ამხედრებული შევიდეს ქალაქ იერუსალიმში. მას მისი მოწაფეები ხვდებიან ასეთი სახით და შემდეგ კი ძირითადად ის ხალხი, რომლებმაც იესოს სასწაულები იხილეს. ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის და გზადაგზა ხალხის რაოდენობაც მატულობს, რომლებიც იესოს შესვლაზე ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი"-ო. (მათე 21:1–11, 14-17; მარკოზი 11:1–11; ლუკა 19:29–44; იოანე 12:12–19). ამის დანახვაზე და მოსმენაზე ხალხში მყოფი ზოგი ფარისეველი ბრაზდება და უკმაყოფილოდ მიმართავს იესოს: "მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს". ყურადღება გაამახვილე, რომ ფარისეველები იესოს ეუბნებიან: "მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს" და არა ხალხს, რომლებიც გზა და გზა ემატებოდა მოწაფეებს. ეს იმიტომ, რომ ისინი, ვინც იესოს შეხვდნენ პალმებით ხელში დიდი ზარზეიმით, იესოს მოწაფეები იყვნენ და არა მთელს იერუსალიმში მაცხოვრებელი ხალხი. იესო ფარისევლებს პასუხობს: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ". მანამ სანამ იმ მონაკვეთზე გადავიდოდე, თუ ვინ და რატომ უარყო იესო და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა, უნდა აღვნიშნო, რომ იესოს მტრები იყვნენ მისი დროინდელი სასულიერო პირები. როცა იესომ ლაზარე აღადგინა, იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა და ფარისეველებმა, სწორედ ამ მოვლენის შემდეგ გადაწყვიტეს იესოს მოკვლა. იოანეს 11:47,48, 53-ში წერია: "უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი შეკრიბეს და ამბობდნენ: 'რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს? თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც; იმ დღეს მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი". და იოანეს 11:57-ში ვკითხულობთ: "უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს კი ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ, თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო იგი, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ". ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ და რატომ მოითხოვდა იესოს სიკვდილის დასჯას. არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში იესოს მოწაფეები და ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის მომსწრე თვითმხილველები, რომლებიც იესოს იერუსალიმში ზარზეიმით შეხვდნენ, და ხალხის ის ნაწილი, რომლებმაც იესოს თანამედროვე სასულიერო პირების წაქეზებით იესოს სიკვდილის მოთხოვნას გაჰყვიროდნენ როცა პილატე ეკითხებოდა ბარაბა გავანთავისუფლოთ თუ იესოო. ბიბლიაში ნათქვამია: «მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. . . უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?" ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!" (მათე 27:20–25). სინამდვილეში არა მოწაფეებმა და ლაზარეს აღდგენის თვითმხილველმა ადამიანებმა მოითხოვეს იესოს სიკვდილით დასჯა, არამედ: "ურწმუნო და უკუღმართმა მოდგმამ" და მათ ეს თავისი რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით გააკეთეს, რითაც მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს იესო ქრისტეს მოკვლაში. ამგვარად, ბიბლიის ცნობის თანახმად, იესო მოკლეს; 3 დღის შემდეგ აღდგა. მოგვიანებით კი, მისი მიმდევრები ავრცელებდნენ რელიგიურ სწავლებას რომელიც იესომ გადასცა მათ. ორმოცდაათი დღის შემდეგ, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მოწაფეებმა მიიღეს სული წმიდა და სხვადასხვა ენებზე იწყეს ლაპარაკი. ბიბლია აბობს, რომ ხმაურზე "ბევრმა მოიყარა თავი" და მოციქულმა პეტრემ მიმართა მათ, როგორც 'იუდეველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს': "იგი [იესო]. . . ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით". როგორი იყო ზოგიერთი მსმენელის რეაქცია? "ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ". შემდეგ პეტრემ მონანიებისკენ მოუწოდა მათ. ის "უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო". ამის საპასუხოდ სამი ათასმა 'მიიღო მისი სიტყვა და მოინათლა' (საქმეები 2:6, 14, 23, 37, 40, 41). როგორც დავინახეთ, ის ადამიანები, რომლებიც იესოს პალმებით ხელში შეხვდნენ იესოს, არ წარმოადგენდა ხალხის იმავე ჯგუფს, რომლებმაც ასულიერო პირების წაქეზებით იესოს მოკვლა მოითხოვეს.
  17. paolo ცხადია, მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მრავალნაირი შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს. მაგრამ, როგორც პირველ პოსტში აღვნიშნე, მოსაზრება სწორი რომ იყოს ბიბლიის სიტყვების და მონაკვეთების ახსნასთან დაკავშირებით, ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც ბიბლია ასწავლის სხვა მონაკვეთებში და არ უნდ ამოდიოდეს წინააღმდეგობაში ბიბლიის სწავლებასთან. ის რასაც შენ ამბობ, არაა იმასთან თანხმობაში, რასაც ბიბლია ასწავლის იესოს პიროვნებაზე, პილატეზე, აღნიშნულ ვითარებაზე და ა. შ. ის, რომ იესო ისტორული პიროვნება იყო, არ ნიშნავს იმას რომ შეგონება დაეწყო დამცინავი ადამიანისთვის. იესო ღვთის პრინციპებითა და მცნებებით ხელმძღვანელობდა ყოველთვის. მისთვის ღვთის თვალსაზრისი "ნუ შეაგონებ დამცინავს, რომ არ შეგიძულოს" ისეთივე მნიშვნელოვან პირნციპს წარმოადგენდა როგორც სხვა დანარჩენი. დამცინავი იგროვებს გულისწყრომას და უარყოფს დახმარებას მისგან, ვისაც შეუძლია მისი სწავლება და დარიგება. უფრო მეტიც, ბოროტი არ აფასებს მხილებას. რა უგუნურება იქნებოდა, ღვთის ჭეშმარიტებაზე ახსნა-ჰანმარტებები და სწავლება დაეწყო იესოს დამცინავისთვის! ყურადღება მიაქციე, რომ თავიდან, მანამ სანამ პილატე დამცინავად დაუსვამდა შეკითხვებს, პილატეს დასმულ შეკითხვებზე იესო პასუხობდა. მაგრამ როცა მან დამცინავად დაუსვა შეკითხვა, იესომ შეწყვიტა პასუხების გაცემა. წაიკითხე იოანეს 18-ტე თავის 33-38 მუხლები. მსგავს სიტუაციებში, იესოს მსგავსად მოქმედებდნენ მისი მიმდევრებიც. მაგალითად, როდესაც მოციქული პავლე ანტიოქიაში ქადაგებდა, ის წააწყდა იმ იუდეველებს, რომელთაც არ უყვარდათ ჭეშმარიტება. ისინი მკრეხელურად და დამცინავად ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს და ამგვარად ცდილობდნენ მის ჩაბმას კამათში. მაგრამ პავლე მათ დამცინავ და მკრეხელურ პოლემიკას არ აჰყვა და უბრალოდ განაცხადა: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ" (საქმეები 13:45, 46). უფრო მეტიც. იესო დამცინავ ანუ უღირს ადამიანებთან საუბარს რომ არასწორად მიიჩნევდა, ეს მისი საერთო სწავლებიდან და მოწაფეების დასწავლებიდანაც კარგად ჩანს. იესოსთვის ღვთის სიტყვები რომელიც იგავები 27:11-შია ჩაწერილი უმნიშვნელო ფრაზას არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, იესომ დაარიგა თავისი მოწაფეები: "სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან" (მათე 10:12-14). იესო მაგალითი იყო თავის მიმდევრებისთვის და როცა პილატემ მას დამცინავად დაუსვა შეკითხვა, იესო არ პასუხებს; ასეთი საქციელი იესოს მხრიდან, სრულიად გამართლებული, გონივრული, მისაღები და თანხმობაშია იმასთან, რასაც ღმერთის გონივრული პრინციპები ასწავლის და რასაც იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს. ამრიგად, ის მოსაზრება რომელიც შენ აღნიშნე, არაა იმასთან თანხმობაში, რასაც მთლიანობაში ასწავლის ბიბლია იესოსთან, იესოს სწავლებებთან და მის სამართლიან პრინციპებთან დაკავშირებით. და ბოლოს: იესოს ისტორიულობა, ჭეშმარიტების მცოდნეობა და ალალმართლობა, იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებული იყო, ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებინა მათთვის, ვინც ამას მითხოვდა. იესო ტყუილუბრალოდ არ ასწავლიდა თავის მიმდევრებს: "ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა. . . შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ", — მათეს 7:6. დამცინავი და ბოროტი განზრახვის მქონე პირებს შეიძლება გარკვეული საკითხების ცოდნის უფლება არ ჰქონდეთ. იესო ურჩევდა თავის მოწაფეებს, ყოფილიყვნენ "გონიერნი, როგორც გველნი", მაგრამ, ამავე დროს, "უმანკონი, როგორც მტრედნი" (მათე 10:16; იოანე 15:19). თუ ბიბლიაში ჩაწერილიდან გამომდინარე იმსჯელებ, დაინახავ, რომ იესო ყოველთვის ყველაფერს არ უმხელდა ადამიანებს. მიუხედავად ამისა, თვით ასეთ შემთხვევებშიც კი არ იტყუებოდა. ნაცვლად ამისა, ზოგ შემთხვევებში, გაჩუმებას ამჯობინებდა ან საუბარს სხვა კუთხით წარმართავდა (მათე 15:1—6; 21:23—27; იოანე 7:3—10). ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რასაც ბიბლია იუწყება იესოს პიროვნებაზე, მის პრინციპებზე, დამოკიდებულებებზე და სწავლებებზე, ისეთი თვალსაზრისი, რომელიც შენ დაწერე, რომ არ უნდა გაჩუმებულიყო იესო და გინდა თუ არა ვალდებული იყო პილატეს დამცინავ შეკითხვებზე პასუხები გაეცაო, არც ბიბლიასთანაა თანხმობაში, არც იესოს პიროვნებასთან და არც მის გონივრულ და სამართლიან სწავლებასთან და პრინციპებთან. ამიტომ შეუძლებელია მასეთი მოსაზრების სწორ ახსნა-განმარტებად მიჩნევა. თუ ფიქრობ რომ მაინც სწორია მასეთი მოსაზრება, მაშინ ჩამოაყალიბე და დაასაბუთე ბიბლიური არგუმენტებით.
  18. paolo საინტერესოა რა სახის მოსაზრებას გულისხმობ. ბარემ ეხლავე თქვი და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე.
  19. paolo ბიბლია პირდაპირ პასუხს არ იძლევა შენს მიერ დასმულ შეკითხვაზე. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები გვეხმარება დაახოებით მაინც ვიცოდეთ, თუ რა იყო იმის მიზეზი, რატომ არ უპასუხა იესომ პილატეს მიერ დასმულ შეკითხვას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, როგორი პიროვნება იყო პილატე, რა როლი ეკავა იესოს სივდილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში და მხედველობაში მივიღებთ იმასაც, თუ როგორი პიროვნება იყო (ბიბლიის თანახმად) იესო, უნდა დავასკვნათ, რომ პილატეს მიერ დასმული შეკითხვა არ იყო გულწრფელი ინტერესიდან გამომდინარე დასმული შეკითხვა. როგორც ჩანს, პილატემ ცინიკურად ჰკითხა იესო "რა არის ჭეშმარიტება?"-ო. იესო კი, როგორც წესი, გულწრფელ ადამიანებს საკმარისზე მეტ დროს უთმობდა. ის ენერგიას და ცოდნას არ იშურებდა და მათ სურვილებს, მოთხოვნიულებებს და შეკითხვებს აკმაყოფილებდა. ანა როუსის წიგნში "პონტიუს პილატე", ნათქვამია: "ქედმაღალი, სკეპტიკოსი — ასე ახასიათებენ პილატეს, ისტორიულ პიროვნებას, რომელიც ადამიანებში დღემდე აღძრავს ცნობისწადილს. ზოგისთვის ის წმინდანია, სხვებისთვის კი ადამიანური სისუსტის განსახიერება; ის, როგორც პოლიტიკოსი, სრულყოფილ მაგალითს იძლევა, რადგან სიმშვიდის შესანარჩუნებლად მზადაა, ერთი ადამიანის სიცოცხლე გასწიროს". პილატე რომაელ წარჩინებულთა დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა და, როგორც ჩანს, სამხედრო პირი იყო. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ახ. წ. 26 წელს პილატე იუდეის პროვინციის პრეფექტად დანიშნა. პილატემ კარგად იცოდა, რომ იესო არ წარმოადგენდა კრიმინალს, (რასაც ბარაბაზე ვერავინ იტყოდა იგივეს). იესოს გასამართლების დროს პილატემ ბრალდებები იუდეველი ხელმძღვანელებისგან მოისმინა. ბრბოსთვის რომ ესიამოვნებინა, მან მათ ნება დართო, რომ იესო სიკვდილით დაესაჯათ. კითხვა: "რა არის ჭეშმარიტება?", როგორც ჩანს, მან ცინიკურად დაუსვა იესოს და პასუხი სულაც არ აინტერესებდა და იესოსაც არაფერი უთქვამს. ალბათ, პილატესთვის ჭეშმარიტება რაღაც ზერელე, რელიგიურ ადამიანებში დაბუდებული ფანატიური მოსაზრება იყო და რომ ჭეშმარიტების არსს, სინამდვილეში ადამიანი ვერასოდეს ჩასწვდებოდა. პილატესთვის ცნობილი იყო, რომ უფროსმა მღვდლებმა იესო შურის გამო გადასცეს რომაელ მმართველებს. მან იდეალურად იცოდა, რომ იესოს ნაცვლად, ნამდვილი კრიმინალის — ბარაბას განთავისუფლება, საზოგადოებისათვის მართლა საშიში იყო, რადგან ბარაბა, იმ მეამბოხე ბანდის წარმომადგენელი იყო, რომლებმაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაიდინეს. (წაიკითხე მარკოზი 15:7, 10). მხედველობაში უნდა მივიღოთ გარშემო არსებული სხვა ფაქტორებიც. იუდევლებთან ადრე მომხდარმა კონფლიქტმა პილატეს რეპუტაცია შეულახა ტიბერიუსის თვალში, რომელიც, როგორც ცნობილია, სასტიკად უსწორდებოდა არაკომპეტენტურ მმართველებს. ამავე დროს, პრეფექტი რომ იუდეველთა ნებას დაჰყოლოდა, ეს სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. პილატე დილემის წინაშე იდგა: ან პატიოსანი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო იესოსთან დაკავშირებით, ან საკუთარ ქერქსა და რეპუტაციაზე ეზრუნა. პილატეს შეეძლო სწორად მოქცეულიყო და პატიოსანი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მას თავისი მდგომარეობის შენარჩუნების ძლიერი სურვილიც ჰქონდა და, ამავე დროს, ხალხის გულის მოგებაც უნდოდა. ბოლოს, მან საკუთარი კარიერა სინდისსა და სამართალზე წინ დააყენა. მან მოითხოვა წყალი, დაიბანა ხელები და განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო იმ ადამიანის სისხლისღვრაში, რომლის სიკვდილით დასჯაზეც თავად გასცა ბრძანება. თუმცა პილატე დარწმუნებული იყო იესოს უდანაშაულობაში, გააშოლტვინა ის და ჯარისკაცებს ნება დართო, მასხრად აეგდოთ, ეცემათ და შეეფურთხებინათ მისთვის (მათე 27:24-31). მისი ასეთი დამოკიდებულება (რასაც ბიბლია მოგვითხრობს) და ისტორიკოსთა და სწავლულთა ნაშრომები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ პიროვნებას წარმოადგენდა სინამდვილეში პილატე, მხოლოდ იმის გვაფიქრებინებს, რომ ზემოთ დასმული შეკითხვა თუ "რა არის ჭეშმარიტება?" მან გულწრფელი ინტერესით აღძრულმა კი არა, არამედ ცინიკურად დაუსვა იესოს. სხვა შემთხვევაში, იესო მასაც უპასუხებდა ისევე, როგორც სხვა დროს სცემდა პასუხებს გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების მიერ დასმულ შეკითხვებზე. უფრო მეტიც, ბიბლია მოგვითხრობს სხვა შემთხვევებზე, როცა ადამიანები, "გამოჭერის" მიზნით უსვავდნე შეკითხვებს იესოს და მათ შეკითხვებზეც კი არ დუმდა იესო. მაგრამ პილატეს შეკითხვა როგორც ჩანს, მართლა ცინიკურად დასმული იყო. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა "გამოსაჭერად" დასმულ შეკითხვებზეც კი, იესო დუმილით არ პასუხობდა: "მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები და უთხრეს: 'მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და სხვისი აზრი არ გაშინებს, რადგან არ უყურებ ადამიანის გარეგნობას. მაშ, გვითხარი: 'როგორ ფიქრობ, ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?' იესომ იცოდა მათი ბოროტი განზრახვა და მიუგო: 'რატომ მცდით, თვალთმაქცებო? მაჩვენეთ მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდით'. მათ დინარი მიუტანეს. მან ჰკითხა: 'ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?' 'კეისრისა', — უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: 'ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს'. ეს რომ გაიგონეს, გაოცდნენ, თავი დაანებეს მას და წავიდნენ". (მათეს სახარება, 22 თავი).
  20. wanderer დავა, კამათი, აზრთა სხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები ყველა თემაშია. როგორც წინა პოსტში დავწერე, მისგან ვინც ბიბლიური შეკითხვის სწორ ახსნა-განმარტებას შემოგვთავაზებს "დამაჯერებელ, დამაკმაყოფილებელ, დეტალურ და ამომწურავ ახსნა-განმარტებას" დადებს. სხვა შემთხვევაში, ბიბლიურ შეკითხვაზე მოწოდებული მისი პასუხი, უბრალოდ არ იქნება მისაღები შეკითხვის დამსმელისათვის. ესაა და ეს. ვერავინ ვერ დააძალებს ვინმეს, გინდა თუ არა ეს ან ის არის სწორი ახსნა-განმარტება ანდა პასუხიო.
  21. ხშირად გვსმენია მორწმუნეებისგან სიტყვები: ბიბლია ღვთისგან შთაგონებულ წიგნთა კრებულს წარმოადგენს"-ო. მიუხედავად ასეთი განაცხადისა, ზოგიერთი, ბიბლიაში ჩაწერილს ისე განმარტავს, რომ ღვთის ნორმებს, მის განზრახვებს და აზრებს, არასწორად წარუდგენს გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს — ადამიანებს, რომლებსაც მართლა სურთ ბიბლიაში ჩაწერილის სწორად გაგება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ბიბლიაში წაკითხული ადამიანებს არ ესმით, ან არასწორად ესმით და მის (სწორად) გასაგებად, ან რელიგიურ წინამძღოლებს მიმართავენ, ან შეძლებისდაგვარად თავად განმარტავენ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში, დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იღებენ ვერც რელიგიური ლიდერებისგან და ვერც საკუთარი ძალებით. შესაბამისად, ბიბლიას თაროზე შემოდებენ; მისი წაკითხვის, გაგების და გამოკვლევის ნაცვლად, ხელს ჩაიქნევენ და საერთოდ კარგავენ წაკითხვის და სწორად გაგების სურვილსაც კი. სინამდვილეში, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების სწორად გაგებისათვის, საჭიროა: ● მასში ჩაწერილის ისევ ბიბლიასთან შედარება ● ბიბლიური მუხლების შემოწმება ბიბლიის დედნისეულ ენებთან და თანამედროვე ენაზე შესრულებულ სხვა თარგმანებთან ● კონტექსტის წაკითხვა ● ანალიზის გაკეთება და მუხლების მნიშვნელობის გაგება ● კონკრეტულ მუხლში ჩაწერილი სიტყვებისა და აზრების სხვა მუხლებთან შედარება კარგი იქნებოდა თუკი ამ თემაში ბიბლიური შეკითხვებს დავსვდით და მისგან, ვინც მის სწორ გაგებას გვთავაზობს, მოველოდებოდით დამაჯერებელ, დამაკმაყოფილებელ, დეტალურ და ამომწურავ ახსნა-განმარტებას.
  22. Zeppelini სამყარო ძვ.წ. 4004 წელს არ შექმნილა. ეკლესიის მოღვაწე, ეპისკოპოსი ლაითფუთი ძალიად მაგრად ცდება თავის გამოთვლებსა თუ მოსაზრებებში. არც სამყარო და არც ადამი შექმნილა ძვ.წ. 4004 წელს. სამყარო მილიონობით წლების წინ შეიქმნა. სამყაროში ვგულისხმობ მატერიალურ სამყაროს (გალაქტიკებს, პლანეტებს, ვარსკვლავებს და თვით დედაწმიწასაც).
  23. Siknadmo nuaka ყველა თემა სამასხაროაო როგორ უნდა გახადოთ ხოლმე. აუცილებელი კი არაა ყველგან დატოვოთ თქვენი ხელმოწერა, გაინტერესებთ, ან ერკვევით თუ არა საკითხში, რის შესახებაც მასხარაობთ. მიდი მიდი, იმასხარავეთ. წერა უფასოა მაინც. http://www.pic4ever.com/images/kaffeetrinker_2.gif
×
×
  • შექმენი...