Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. გადამრია ამ ხალხმა, ომი რას ნიშნავს საერთოდ ? ნიშნავს თუ არა ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალით შეჭრას მეორის ტერიტორიაზე ? როგორ უნდა დაეწყო სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ომი რუსეთთან ? საქართველო შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე თუ რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე. მარა ტალავინს რას ვერჩი როცა ტალიავინის კომისიამდე და ყველანაირ საგამოძიებო კომისიამდე ბევრად ადრე, ჯერ ომი დასრულებულიც არ იყო ოფიციალურად, თუ არ ვცდები აგვისტოს შუა რიცხვებში უსუფაშვილმა მისცა ინტერვიუ რომელიღაც ყველაზე პრესტიჟულ ინგლისურ გაზეთს ინტერვიუ ომი სააკაშვილმა დაიწყოო. მერე მთელი ეს ოპოზიციის კოლაბორაციონისტი ფრთა აჰყვა უსუფაშვილს და იმეორეს და იმეორეს სააკაშვილმა დაიწყო ომი თორემ რუსები ჩვენი ერთმორწმუნე ძმები არიანო. ეხლა ხელისუფლებაში მოინდომეს მოსვლა. ქართველი ერი აღარ დაუშვებს ხელისუფლებაში პარაჟენცებისა და კოლაბორაციონისტების მოსვლას. grig ჩვენებმა დაუწყეს სროლა ? ქართული მოსახლეობით დასახლებული სოფლები რომ იბომბებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში გამუდმებით მსხვილკალიბრიანი იარაღით და ტყვიამფრქვევებით ის არ ახსოვთ ?
  2. მე პირადად დავუდგები ჩემთვის მიუღებელ პრეზიდენტ სააკაშვილს გვერდში ნოღაიდელის და მთელი მისი ანტიეროვნული საბჭოს წინააღმდეგ
  3. ჰაიდი ტალიავინი მტყვანის დედას გაუარ გამოუაროს აფრიკულმა ორანგუტანმა რაც სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო რუსეთის ომს ვერანაირად ვერ დაიწყებდა
  4. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვინც მართლა თავდადებით იბრძოდა ( გია თორთლაძე და პაატა დავითაია ) და ვინც რუსეთთან ჟენევის ფორმატის გარდა ყოველნაირ დიალოგს გამორიცხავენ სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე და ვისაც მართლა საკუთარი სხეულივით სტკივათ აფხაზეთი და სამაჩაბლო იმათზე უარყოფითი წარმოდგენა გაქვთ უმეტესობას ამ ფორუმზე. შეიძლება კობა დავითაშვილიც იბრძოდა, მაგრამ ასეა რა ვუყოთ, ისტორიას რომ გადავხედოთ მოღალატეებს ზოგჯერ სანამ ღალატამდე მივიდოდნენ საქართველოსთვისაც მოუქნევიათ ხმალი.
  5. არ დაიჯეროთ რომ ერის წინასე ასეთი არჩევანი იდგეს. ალასანიას და ნოღაიდელს შორის არჩევანი არჩევანი არ არსებობს. ორივე კრემლისგან მართული რუსული ძალებია კრემლისგან მიღებული სხვადასხვა დავალებით. ერთი ახდილი რუსული ძალაა. მეორე ნახევრად ახდილი. ამ ფორუმელს არ ვგულისხმობ, მაგრამ რუსული ძალები ცდილობენ ქართველი ერი დაარწმუნონ იმაში რომ თითქოს არჩევანი იყოს ორ რუსულ ძალას შორისანუ ალასანიას და ''ეროვნულ'' საბჭოს შორის.
  6. ხო აი უკვე დაუვერბოვკებია დუგინი, ეხლა პუტინის ვერბოვკაზე მუშაობენ. ჩვეულებრივი წვრილმანი მოღალატე და პარაჟენცია რა რომელსაც აქამდე არ მისცემია ღალატის საშუალება
  7. შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი უსუფაშვილი, შევარდნაძის კომკავშირლები და პოლიტიკაში კახა თარგამაძის ნათლიმამობით მოსული და შევარდნაძის ძმიშვილის ბიზნესპარტნიორობით დაჯილდოებული გამყრელიძე, კაციტაძე და გაჩეჩილაძე რომ იტყვიან თორთლაძის პარლამენტში შესვლა უღირსი საქციელი იყოო და ღირსებაზე რომ ილაპარაკებენ იქ წყდება უკვე მოთმინების ზღვარი და ძალიან უნდა ეცადო რომ ეთიკის ფარგლებში წერო.
  8. თორთლაძე სხვათა შორის ზვიადის დროს ჯერ სამაჩაბლოში იბრძოდა იმ პერიოდში ეს ოპოზიცია გამსახურდიას ცილსსწამებდნენ მაგის ხალხი სამაჩაბლოში ოსებს გენოციდს უწყობსო. ჰკითხეთ ვინმეს თუ იცნობთ 91 - ში სამაჩაბლოსი ნაომარს . მერე სამოქალაქო ომის დროს თორთლაძე იარაღით ხელში ედგა ზვიადს ბოლომდე გვერდში და კიტოვანი იოსელიანის ბანდების წინააღმდეგ ბრძოლობდა ეროვნული ხელისუფლების დასაცავად . მერე ედიკას დროს აქ ზოგიერთი პოლიტიკური პრასტიტუტკა მოქკავშირში ედიკას კომკავშირლები რომ იყვნენ და ( გამყრელიძე , ბურჯანაძე , გაჩეჩილაძე , უსუფაშვილი , ნოღაიდელი ) შევარდნაძის ძმიშვილთან რომ ბიზნნესებს აწყობდნენ იმ პერიოდში თორთლაძე აფხაზეთში იბრძოდა მთამსვლელების ბატალიონთან ერთად . ეგრე არ არის ხმა რომ ამოიდგეს ამ შევარდნაძის ლეკვებმა და ეს ფეესბეს ტელევიზიები შავ პიარს რომ უგორებენ თორთლაძეს . სად იყო ეს ვითომრადიკალური ოპოზიცია ომის დროს ? მე პირადად ვნახე იმ დღეებში თორთლაძე სანამ გორში წავიდოდა და პრეზიდენტის დადგენილებას ელოდებოდა სამაჩაბლოში მოხალისეების შეყვანის შესახებ და ძველ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების ვეტერანების მობილიზაცია უნდა გამოვაცხადო და შევიდეთო და ვისაც სურვილი გაქვთ ახალგაზრდებიც ჩაეწერეთ და პრეზიდენტი ბრძანებას რომ გასცემს მოხალისეების შეშვების დაგირეკავთო . უბრალოდ სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა და ვეღარ მოხერხდა მაგის მოხალისეების ბატალიონის ჩართვა თორემ სტარტზე იყო გორში და პრეზიდენტსაც არწმუნებდა შეგვიშვიო . სად იყო იმ პერიოდში ეს ოპოზიცია ? ყველა აკვირდებოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და შემოვიდოდა თუ არა თბილისში რუსის ჯარი და ყვარყვარესავით გამზადებული ჰქონდათ უკვე რუსეთის დროშები ყოველი შემთხვევისთვის პარტიის ოფისებზე აღსამართად . კიდევ ბევრი რამე ვიცი რა მაგათ არაკაცობაზე და არ მინდა აქ ყველაფრის დაწერა . სად იყო ომის დროს ეს ვითომრადიკალური ოპოზიცია ? აკვირდებოდა არა მოვლენების განვითარებას შემოვიდოდნენ თუ არა თბილისში რომ გამოეფინათ თუ არა რუსეთის დროშები ყვარყვარეებივით პარტიის ოფისებზე და თხოვნით მიემართათ პუტინისთვის საქართველოს მეფისნაცვლად დაენიშნათ . ეგენი რომ კაცობაზე ილაპარაკებენ. ვიმეორებ ომი თუ დაიწყება ვნახავთ სად იქნება თორთლაძე და სად იქნებიან ეს ჟოპოზიციონრები
  9. 24 პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსული საფრთხის წინააღმდეგ 24.04.2009 ავტორი ნონა მჭედლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებულ მიმართვაზე ხელმოწერა. მიმართვის ადრესატი საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები იყვნენ, ხოლო საგანი - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო შენაერთების ინტენსიური კონცენტრაცია. მიმართვაზე ხელმოწერა დასრულდა. ხელმომწერთა საერთო რაოდენობამ 24 პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეადგინა. მათ რიცხვში არ აღმოჩნდა 9 აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი. საქართველოს დემოკრატიული პარტია პრაქტიკულად უკვე შეუდგა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი მიმართვის გავრცელებას საელჩოებისა და ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მეშვეობით. „ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, - წაიკითხავთ მიმართვაში, - გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო შენაერთების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე დიდძალი რაოდენობის ჯავშან-ტექნიკის, ცოცხალი ძალის, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებისა და სამხედრო კორესპონდენტების შემოდინების, აგრეთვე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის აკვატორიაში დამატებითი რუსული სამხედრო გემების თავმოყრის გამო. ყოველივე ამის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის მოხელეებისა და ხელისუფლების უმაღლეს პირთა აგრესიული განცხადებები და პირდაპირი მუქარები შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შესახებ. პოლიტიკური გაერთიანებები მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ და გამოიყენოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი შემუშავებულ მიმართვაში, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი პირველმა საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ მოაწერა. პარტიის ლიდერი გია თორთლაძე გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მიმართვის 24 ხელმომწერს შორის 9 აპრილის აქციის ერთი ორგანიზატორიც კი არ აღმოჩნდა. „როგორც ჩანს, მათთვის არ არის პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა“, - ამბობს გია თორთლაძე და დასძენს, რომ შეტყობინება მიმართვის არსისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინდივიდუალურად დაეგზავნა ყველა პარტიასა და ორგანიზაციას. შეტყობინება მიიღო „საქართველოს გზამაც“, რომლის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტის იგნორირება შემდეგნაირად ახსნა: „მე არ ვიცი რომელია ეს პარტია და რას წარმოადგენს გია თორთლაძე. ასე რომ, თვითონ დაწეროს და თვითონ მოაწეროს ხელი.“ პრაქტიკულად იმასვე იმეორებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი:“მე გია თორთლაძის აზრი არ მაინტერესებს ალპინიზმზეც კი, არათუ პოლიტიკაზე.“ ასე რომ, არათუ ხელისუფლებასა და 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორისაც კი ჭირს კომუნიკაცია თუნდაც სრულიად ნეიტრალურ და არასადავო თემებზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი გაგზავნილი მიმართვის ხელისმომწერთა შორის არ არის არც მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საქართველოს დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი ფანჩულიძემ განგვიმარტა, პარტიამ ”ნაციონალური მოძრაობის” საქმის კურსში ჩაყენება თავად არ მიიჩნია საჭიროდ, რადგან ხელისუფლებამ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ უკვე განაცხადა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო და ასე შემდეგ. უშუალოდ თვითონ ოფიციალურად უკვე გააკეთა განცხადება. დაბოლოს, საქართველოს დემოკრატიული პარტია, მიმართვის დანარჩენ 23 ხელმომწერთან ერთად, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები ყველა პოლიტიკურ ბერკეტს აქტიურად აამოქმედებენ რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად. ნეტავ რაშია საქმე რატომ არ შეუერთდა ეს რუსეთუმე ვითომრადიკალური ოპოზიცია ამ დოკუმენტს ???!!!
  10. ჯერ ეს ერთი მაშინაც ავიდა და ხმები დაუყარეს ვერ ავიდაო. და მერე კიდევ მეორედ ავიდა ცნობისთვის და მაგით გააჩუმა ის ადამიანები ვინც ამტკიცებდნენ ვერ ავიდაო. ასე რომ ორჯერ არის ნამყოფი ჯომოლუნგმაზე
  11. რას გვაძლევს და ჩერქეზების და ადიღელების კეთილგანწყობას. რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩრდილოკავკასიელთა საქართველოს გარშემო კონსოლიდირებისა და შემდგომში სამხედრო პოლიტიკური ბლოკის საერთო კავკასიური სახლის შექმნისთვის
  12. არ მგონია ყოფილი ედეპეშნიკი პრორუსულ ძალებში ედეპეს გულისხმობდეს. თუმცა მე არანაირი შეხება არ მაქვს ედეპესთან და არც მათ იდეოლოგიას ვიცნობ მაინცდამაინც. ცხონებულ გია ჭანტურიას ნაწარმოებებს თუ არ ჩავთვლით. მარტო მაგათი ახალგაზრდულის ლიდერს ვიცნობ.
  13. ეგრე სად იყვნენ ესენი ზვიადმა რომ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა. ამათი მიქარვა ზუსტად ის იყო რომ რუსეთთან მეგობრობის დროშით მოვიდნენ და დათო ტურაშვილის თქმისა არ იყოს ვაჟა ფშაველას ქვეყანაში ჩეჩენი ლტოლვი მეომრები გადასცეს რუსეთს თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
  14. lasha_alo პრორუსულ ფსევდოეროვნულებში ვის გულისხმობთ ? თუ ფორუმს ,,ეროვნულ საბჭოს''გეთანხმებით
  15. არაფერიც არ იქნება რა. როგორ ძვირად აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე წაგვართვეს, ამაზე ძვირად ? თუ თბილისს დაბომბავენ ? დაბომბავენ და შემოტანილია ამერიკიდან ომის შემდეგ რაღაც რაღაცეები. არ მინდა ფორუმზე დაწერა. კიდევ დავაგვიანებთ ერთიანი კავკასიური წინააღმდეგობის ხაზის გახსნა რუსეთისთვის
  16. როგორც იქნა გააქტიურდა ჩვენი ხელისუფლება ჩრდილოკავკასიის მხრივ. ნუგზარ წიკლაურის დიდი დამსახურებაა მაგაში. მაინც ზვიადის დროინდელი ''ზაკალკა'' აქვს მიღებული
  17. analgin რაც შეეხება არმიას ჩემს მეგობრებთან ერთად დიდი ხანია უკვე ვცდილობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტების შექმნას ( ლეგალურს რა თქმა უნდა რომელიც გვარდიას დაემორჩილება ). ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანია ჩართული ამ საქმეში. დასამალი არაფერია, ყველაფერი ლეგალურად და კონსტიტუციის დაცვიტ მოხდება. რაც შეეხება ჩემი იდეების მოძღვვრისთვის განდობას, საერო საქმეში არ მიმაჩნია სწორად ის რომ ეკლესიას გადამწყვეტი როლი ეკისრებოდეს. მებრძოლი ერი ბრძოლის წინ ერის ლიდერებს უჯერებს და არა მღვდელმთავრებს. არცერთი ეროვნების მშვიდობიან ადამიანებს არაფერს ვერჩი. Siknadmo მაგ კითხვით რისი თქმა გინდა ?
  18. გამაგებინა საიდან აქვს ამ კრემლს ამდენი ფული. საქართველოში მოზრდილი დაბა არ არსებობს ფორუმისთვის მოზრდილი ფართი რომ არ ეყიდა საოფისედ
  19. გია თორთლაძე მზადაა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს ჩაენაცვლოს თბილისი 12:11 - 11.11.09 "ჯი-ეიჩ-ენი ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე მზადაა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს ჩაენაცვლოს. ამ წინადადებით თორთლაძემ დღეს ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ერგნეთის საგუშაგოდან მიმართა. "მინდა მიმართო ცხინვალის რეჟიმს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნას ტირძნისიდან გატაცებული ქართველი მოზარდები. მზად ვარ, ჩავენაცვლო მათ ან მომცენ საშუალება ვინახულო ისინი და დავრჩე ბავშვებთან იქამდე, ვიდრე სახლებში არ დაბრუნდებიან", - მიმართა თორთლაძემ სეპარატსიტებსა და ოკუპანტებს. შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისიდან 4 ნოემბერს გატაცებული ბავშვები ისევ სეპარატისტთა ტყვეობაში რჩებიან. http://www.ghn.ge/news-2253.html
  20. დაკიდევ ცოტა მეტი აქტიურობა, თორემ ხომ ხედავ, წარმოუდგენელი ფინანსები მოდის კრემლიდან და იყიდეს ნახევარი საქართველო რუს მონღოლებმა
  21. georgiana ერთი შენიშვნა, თუ მართლა თორთლაძის პარტიის წევრი ხარ გადაეცი თქვენს ლიდერს რომ დააჩქაროს პარლამენტის მიერ გაეროს ასამბლეასა და ჰააგაში სარჩელის შეტანა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიისა და გენოციდის გამო ( ოკუპაციაზე და ეთნოწმენდაზეა შეტანილი, აგრესიასა და გენოციდზე არაა ), ასევე დააჩქაროს კანონპროექტის მიღბა, სადაც დაფიქსირებული იქნება რომ რუსეთის იმპერია საქართველოსთან მიმართებაში აგრესორი და ოკუპანტია არა 2008 წლიდან, არამედ 1921 წლიდან მოაქჟამომდე. ჩვენ ( საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი ) ეგ თხოვნა ლუსტრაციის კანონის მიღების თხოვნასთან ერთად ოფიციალურად გავუგზავნეთ ბატონ თორთლაძეს და გვიპასუხა ვმუშაობო მაგ საკითხზე
  22. მე საერთოდ არ ვიცნობ თორთლაძეს პირადად. ერთხელ ვარ ნასაუბრევი მარტო. მე ვემხრობი მის პოზიციას არავითარი დიალოგი რუსეთთან გარდა ჟენევის ფორმატისა საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე და საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობის და ამ მოკავშირეობის საფუძველზე ქვეყნის ჰიპერმილიტარიზაციისა და გლობალური შეიარაღების იდეას. ამ პოზიციას მე გარდა თორთლაძისა და ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი პარტიებისა ( მერაბ კოსტავას საზოგადოება - ვაჟა ადამია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია - ირაკლი წერეთელი, ქრისტიან დემოკრატიული პარტია - იასონ ფავლენიშვილი ( თარგამაძის ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში არ აგერიოთ ). სახალხო ფრონტი და რამდენიმე სხვა პატარა პარტია ) გარდა ვერავისგან ვერ ვხედავ
  23. georgiana აქ აგრესიულ პოსტებს ნახავ თორთლაძეზე, მაგრამ შენც და სხვებმაც გაიხსენეთ სად იყო ომის დროს თორთლაძე და სად ეს ოპოზიცია. ასევე ახალი ომის შემთხვევაში ვნახავთ სად იქნება თორთლაძე და სად ეს ოპოზიცია. მე აფხაზეთში და სამაჩაბლოში ნაომარი ხალხისგანაც მსმენია გიას ვაჟკაცობის შესახებ. მიდი გია დააჩქარე ლუსტრაციის კანონი და დაწიხლე ბოლომდე ''მაესტროები'' , ''საშები'' და სხვა წვერებიანი ჩეკისტები
×
×
  • შექმენი...