
shamili
პლანეტელი-
პოსტები
1.176 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shamili
-
ვაჟა ადამია ღიად გადაუდგა ზვიადს, ეგ სხვა შემთხვევა იყო, მე არ ვამართლებ მაგ საქციელში, მაგრამ ღიად გადაუდგა ზვიადს, ასათიანი და სანიკიძე კიდევ მუხანათურად იქცეოდნენ, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებში ხმებს ავრცელებდნენ ზვიადს ვესაუბრეთ და გადადგომაზე მოაწერა ხელიო. ზვიადმა მაგაზე გაზეთ აღდგომაში სტატიაც დაწერა გროზნოდან, თუ ვიპოვე დავდებ
-
Siknadmo ირაკლი წერეთლის პარტიის სახელწოდებაა - ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია . ისე ბევრი გყავთ ამ ოპოზიციაში გურამ ჩახვაძისნაირი ინტელექტუალი ? ( ნუ კობა დავითაშვილის, გუგავას, კუკავას და შატბერაშვილის გარდა ) ისე დღეს როგორი პანიკა ჰქონდათ აჭარელ ალიანელებს თორთლაძემ რომ გადაუსწრო პარტიის წევრთა სიმრავლით ყველა პარტიას აჭარაში ?
-
ძუკუ არც ირაკლი წერეთელი და არც ნოდარ ნათაზე არასდროს ყოფილან ზვიადთან. ასათიანი და სანიკიძე კი იყვნენ და უღალატეს. ხმებს უყრიდნენ გადადგაო ჩეჩნეთში რომ იყო გაქცეული. ბატონი შავლეგო იყოს დადებდა კარგ ფაქტებს
-
მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ''ეროვნულ'' ფორუმს მივიჩნევ პრორუსულ ძალად. სახალხო ფრონტის ლიდერმა ბატონმა ნოდარ ნათაძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ გუბაზ სანიკიძე არის კრემლის აგენტი და მის აგენტობას მრავალ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მისი შეხედულება ქვეყნის ფედერალურ მოწყობასთან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ ქცევასთან დაკავშირებით ( მე არ ვიცი აგენტია თუ არა სანიკიძე, მაგრამ ვეთანხმები ბატონ ნათაძეს იმაში, რომ სანიკიძე და ''ეროვნული'' ფორუმი არის ერთ ერთი რუსული ძალა ). ამ ინტერვიუს საპასუხოდ ამ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ ''ეროვნული'' ფორუმის ერთ ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან, სადაც იგი ჟურნალისტთან საუბარში ამბობს ,, დამიმტკიცოს ნათაძემ სად და როდის ვტქვი საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოსო, მე ამ,ას არ ვემხრობი, არა იმიტომ რომ ცუდია, არამედ იმიტომ რომ შეუძლებელია'' გუბაზ სანიკიძის ეს სიტყვები ინტერვიუს სათაურთან ერთად მსხვილი შრიფტით იყო დაბეჭდილი მთელ გვერდზე და ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ინტერვიუთი და ვიფიქრე რომ მრავალი მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი საქციელის შემდეგ ( ნუ მომაყოლებთ თავიდან როგორ უღალატეს მან და ასათიანმა ზვიადს ) ბატონი სანიკიძე ეროვნულ გზას დაადგა. გადავიკითხე ინტერვიუ და მივედი ამ ზემოთხსენებულ ფრაზამდე სადაც ბატონი სანიკიძე ამბობს : ,, დამიმტკიცოს ნათაძემ სად და როდის ვთქვი საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოსო, მე ამ,ას არ ვემხრობი, არა იმიტომ რომ ცუდია, არამედ იმიტომ რომ შეუძლებელია'', მის ამ სიტყვებს მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვა იმის შესახებ თუ როგორ წარმოედგინა სანიკიძეს და ''ეროვნულ'' ფორუმს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ამ შეკითხვაზე გუბაზ სანიკიძემ გასცა პასუხი რომელმაც ნებისმიერ ლუსტრაციის კანონზე უკეთ წარმოაცინა მისი და მისი პარტიის სახე. გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტის კითხვას გასცა ასეთი პასუხი : ,,მიმაჩნია რომ საქართველომ უპირველეს ყოვლისა უნდა გაატაროს რეგიონალური პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები სამეზობლო პოლიტიკაზე უნდა გვქონდეს აწყობილი ''. სულ ეს არის, არც ნატოა ნახსენები, არც რუსეთთან დისტანცირება, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობა. მოკლედ გუბაზ სანიკიძეს მიაჩნია რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს რეგიონალურ პოლიტიკაზე აწყობილი და საგარეო ურთიერთობებში პრიორიტეტი უნდა იყოს სამეზობლო პოლიტიკა. მე ვეთანხმები ბატონ სანიკიძეს რომ ეს მართლაც არ არის ნეიტრალიტეტი, არამედ ეს არის რიად რუსული პოლიტიკა ანუ რუსეთის დომინიონობა რეგიონში. მოდით ჩამოვთვალოთ სულ რამდენი სახმელეთო მეზობელი გვყავს და გამოვიტანოთ დასკვნა რას ნიშნავს რეგიონალური პოლიტიკა და სამეზობლოზე აწყობილი საგარეო პოლიტიკა : 1. თურქეთი, 2. სომხეთი, 3. აზერბაიჯანი, 4. დროებით ოკუპირებული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები და ბოლო 5. ჩვენი მეზობლების მეზობელი რუსეთი, რომელსაც მავანნი მეზობლად სთვლიან. ეხლა ამ ხუთიდან წავიდეთ გამორიცხვის მეთოდით, გუბაზ სანიკიძე ზვიად გამსახურდიასნაირი პანიბერო კავკასიზმის იდეის სულისჩამდგმელი რომ ვერ არის და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობაზე რომ არ იქნება აწყობილი მისი და ''ეროვნული'' ფორუმის ხედვა ამაზე მგონი ვთანხმდებით, 2. რუსეთი და სომხეთი ერთ სიბრტყეზე ავიღოთ. რჩება აზერბაიჯანი და თურქეთი. ვინმეს სერიოზულად ჯერა რომ სანიკიძის და ''ეროვნული'' ფორუმის საგარეო ურთიერთობათა ხედვა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობაზეა აწყობილი ? ანუ გუბაზ სანიკიძის და ''ეროვნული'' ფორუმის ხედვა ქვეყნის საგარეო პოიტიკური კურსის შესახებ აწყობილია სამეზობლო ინტერესებზე ანუ რუსეთის ინტერესების გატარებაზე, ანუ რუსეთის დომინიონობაზე და ეს ართლაც არ არის ნეიტრალიტეტი, ანუ გუბაზ სანიკიძე იმ ინტერვიუში აბსოლიტურად გულწრფელია როდესაც ის ამბობს რომ მათი პარტიის გეგმებში არ შედის საქართველოს ნეიტრალიტეტი. ანუ ნეიტრალური საქართველო რაც მიუღებელია ჩემთვის როგორც ანტირუსული და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთების ადამიანისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა გუბაზ სანიკიძისთვისაც, ოღონდ აბსოლიტურად განსხვავებულ მიზეზთა გამო, რუსული ''პრავასლავური'' იმპერიალიზმის ერთგული მსახურების გამო. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს. ნეიტრალიტეტი ჩემთვის პირადად მიუღებელია არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ საერთოდ. საქართველო არასდროს არ იქნება ნეიტრალური და საქართველო და ქართველი ერი მუდამ მსოფლიო ქარტეხილების ავანგარდში ვიქნებით დემონთა ლეგიონის შესამუსრად როგორც ''მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის'' .
-
epn.ge - მედვედევი: გაანადგურეთ ყველა ტერორისტი!
shamili replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ უნდა კრემლს ომი იბერო კავკასიური მოდგმის ერთა წინააღმდეგ, კრემლი ამ ომს მიიღებს და ჯერ ამ ომიდან გამარჯვებული არც ერთი მოდგმის დამპყრობელი არ გამოსულა და ამ ერთა ანექსია ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა სიკვდილი კაფირებს ! -
მე საზღვაო მეკობრეობა მეგონა და გამიხარდა
-
საქართველოს რუსეთისაგან სტრატეგიული დისტანცირების დოქტრინა
shamili replied to Gagi 67's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რამდენჯერაც არ უნდა გვირჩიოს დასავლეთმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ურთიერთობების მოგვარება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ურთიერთობების მოგვარებაზე ფიქრიც კი საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე. მკაფიოდ უნდა იყოს გასმული ხაზი ქართული მხარის მიერ რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე არ აპირებს რუსეთის ხელისუფლებასთან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ურთიერთობების მოგვარებაზე ფიქრსაც კი. თვით მოლაპარაკებებიცკი დეოკუპაციის შესახებ უნდა ხორციელდებოდეს მესამე სახელმწიფოს ( ამ შემთხვევაში შვეიცარიის ) მეთვალყურეობის ქვეშ. მკაფიოდ უნდა იყოს გასმული ხაზი ქართული მხარის მიერ რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე არ აპირებს რუსეთის ხელისუფლებასთან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ურთიერთობების მოგვარებაზე ფიქრსაც კი. პირიქით ქართულმა მხარემ უნდა აწარმოოს უკიდურესად კონფრონტაციული პოლიტიკა და უკომპრომისო სამართლებრივი ომი რუსეთის იმპერიის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. მე პირადად და ჩვენი მოძრაობა ( საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი ) ვემხრობით რუსეთისგან უკიდურესი დისტანცირების და უკიდურესად კონფრონტაციულ პოლიტიკას და უკომპრომისო სამართლებრივი ომს რუსეთის იმპერიის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და კოლაბორაციონისტულს ვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას რომელიც ისაუბრებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და ურთიერთობების მოგვარებაზე საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე. დასავლეთმა შეიძლება მოგვიწოდოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, მათ სურთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ მათთვის სულერთია ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოვლენ საქართველოს ხარჯზე თუ რუსეთის ხარჯზე. ამიტომ ცდილობენ გამოვიდნენ საქართველოს ხარჯზედა ამიტომ ხდება მათის მხრიდან მოწოდებები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე წასვლა საქართველოს სრულ უპირობო დეოკუპაციამდე იქნება მოღალატეობრივი ნაბიჯი და იმედს ვიტოვებ საქართველოს ხელისუფლება არ წავა ამ ნაბიჯზე და არ შეუმსუბუქებს ნამუსს დასავლეთს და არ დაუკანონებს ქართულ მიწებს რუსეთის იმპერიას. -
მალხაზ გულაშვილი: ამ ხელისუფლებას დავამთავრებ
shamili replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუმცა თავის შვილზე რაც თქვა ეგეთი რაღაც თუ მართლა მოხდა, უბრალოდ დასაბრდები არიან ის ვინც გაიტაცა მაგის შვილი და შემკვეთები თავისთავად. მიუხედავად იმისა როგორი შეხედულება მაქვს გულაშვილზე და მის ნეოკომკავშირლებზე -
მალხაზ გულაშვილი: ამ ხელისუფლებას დავამთავრებ
shamili replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ ხელისუფლებას დავამთავრებ და ნეობოლშევიკურ წყობას დავამყარებო არა ? ჯერ ეს ერთი რისი დამმთავრებელია. მაგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და მართლამდიდებლური მოძრაობის წევრები ოთხმოცდაათი წლის წინ რომ დაბადებულიყვნენ და ოციან ოცდაათიან წლებში ეცხოვრათ, ისეთივე მონდომებით იბრძოლებდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ, როგორც ეხლა ვითომ ქრისტიანობის დასაცავად იბრძვიან. კომუნისტების დროს რომ გაზეთი გამოდიოდა ,,მებრძოლი უღმერთო'' და ათეიზმის მქადაგებელ კომკავშირელთა ,,მგზნებარე'' სტატიები რომ იბეჭდებოდა ზუსტად იმ კომკავშირელ მებრძოლ უღმერთოებს მაგონებენ გულაშვილის ნეოკომკავშირლები და ნეობოლშევიკური გაერთიანება მშკ. უბრალოდ ისეთ ეპოქაში დაიბადნენ რომ ეხლა ,,ქრისტიანობის მცველებად'' გვევლინებიან ( რელიგია რომელსაც ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი იცავდნენ არსადროს გახდება რუსეთუმე გულაშვილის და მისი ნეობოლშევიკთა ჯოგის დასაცავი ) ერთერთი გულაშვილის კომკავშირელი ვიღაცაზე ყვიროდა - ლიბერალების აგენტიაო, მეორე კომკავშირელი კიდევ ვიღაც გოგოს ეძახდა შე ლიბერალოო, ალბათ რაღაც საშინელი სიტყვა ეგონა. გაგიტყდება რა რა დონეა. ილიაზე რაიმე ცუდი რომ თქვა შეიძლება დაგახრჩონ ამ სნობებმა და ის არ იციან ილია ,,პასუხის პასუხში''რომ მიმართავს ,,მამებს'' ,, ლიბერალობა, პატრიოტობა, სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია''. ყველაზე ამაზრზენი ის იყო ქართულ მენტალიტეტს ებრძვიანო რომ ღრიალებდნენ ილიას უნივერსიტეტთან და გოგოებზე რომ იწევდნენ მუშტებით და თავზე პლაკატები რომ გადაახიეს, ერთმა ,,ქართული მენტალიტეტის'' მუტრუკმა ერთ ერთ მომიტინგე გოგოს თავში მუშტი ჩაარტყა და იმ გოგოს გამოსარიდებლად მისულ ასაკოვან ქალს, ალბათ ლექტორს ხელი ჰკრა და შეაფურთხა. მე მაგრად არ მაინტერესებს არც ერთი მხარე მაგათგან, მაგრამ მიტყდება რა ისევ კომუნიზმის დაბრუნება რომ უნდა ზოგიერთს, ამჯერად რელიგიის სახით. იგივეს ვიტყვი იმ ვითომ ლიბერალებზე. ეგეც ნეობოლშევიკური მიდგომაა ვითომ ლიბერალიზმის საფარქვეშ. ნეობოლშევიკური აღტყინებით იბრძვიან ლიბერალიზმის დასამყარებლად. ეგეთი რაღაც მარტო საქართველოში თუ მოხდება. უბედურება ისაა რომ არც ერთ მხარეს არც უბანი გააჩნია, არც საძმაკაცო და ცხოვრებაზე დაბოღმილები ესეთი ჯოგური ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას და არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევას ( უფრო გულაშვილის ხალხს და მშკ - ს ეხება ). ამასობაში რა ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა დეოკუპაცია იწევს უკანა პლანზე, ხელისუფლებაც ამოისუნთქებს და ყველაზე უსიამოვნო ტემას დროებით მიავიწყებს საზოგადოებას, ოპოზიციას რაც შეეხება აბა ოპოზიციას აწყობს თუ აწყობს იმ თემის მივიწყება რომელიც რუსეთის ,,ერთმორწმუნე ძმობას'' აბათილებს და არიან ასე ბედნიერად და მსჯელობს და მტრად ეკიდება ერთმანეთს დაპყრობილ ქვეყანაში ერი და ბერი ერეკლე დეისაძის წიგნის გამო -
არ გაგიგიათ სწორად. ქსნის ხეობაზე, დალის ხეობაზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე რუსების კონტროლი ხელისუფლებამ ოფიციალურად სცნო ოკუპაციად, ხოლო მამისონის უღელტეხილზე რუსების კონტროლის დამყარების მცდელობის ან კონტროლის დამყარების შესახებ ხელისუფლებას არ გაუკეთებია არავითარი განცხადება და არ შეუფასებია ოკუპაციად ან ოკუპაციის მცდელობად და იმ შემთხვევაში თუ მამისონის უღელტეხილის იმ ნაწილს რომეშლიც კონტროლირებული იყო ქართული მხარიუს მიერ იმ შემთხვევაში თუ დღეს აკონტროლებენ რუსები ეს არის სახელმწიფო დანაშაული
-
ვინმემ საკუთარი თვალით ნახა რომ მამისონის უღელტეხილზე საზღვარზე არსებულ კოშკურას აკონტროლებენ რუსები ??? იმ შემთხვევაში თუ რუსები აკონტროლებენ მამისონს აუცილებლად უნდა დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ამბავი პიარისთვის გამოიყენონ კრემლის აგენტურამ. იმ შემთხვევაში თუ რუსები აკონტროლებენ მამისონს აუცილებლად უნდა დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უმაღლესი მთავარსარდლის წოდება. საერთოდაც აუცილებლად უნდა შემოვიღოთ უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა რომელიც დადგება უფრო მაღლა ვიდრე უშიშროების მდივანი, თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი ერთად აღებული. სასურველია თუ უმაღლეს მთავარსარდლად მოვიწვევთ ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს. უნდა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სადაც ერის სახელით თხოვნით მივმართავთ ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს რომ ჩამოვიდეს და ჩაიბაროს ეს თანამდებობა.
-
ამ ოპოზიციის პარაჟენცობა და ღალატი სახელმწიფოს ვნებს თორემ სააკაშვილს ძალიანაც აწყობს. არჩევნის და ფაქტის წინაშე აყენებს საზოგადოებას ან ეს მოღალატეები ან მეო. არ ურჩევნია სააკაშვილს ის ადამიანები აღიქმებოდეს საზოგადოებისთვის მის ოპოზიციად ვინც მართლა მოღალატეა და შესაბამისად ერის მხარდაჭერაც არ გააჩნიათ და ნებისმიერ დროს გააშავებს ? აბა რაში აწყობს ეხლა სიტყვაზე სააკაშვილს მერაბ კოსტავას საზოგადოება რომ წამოიწიოს წინა პლანზე რომელიც მასზე გაცილებით ანტირუსული, ანტისაოკუპაციო და პროამერიკული საგარეო კურსის პარტიაა. მაგრამ მაინც დაბრუნდება მერაბ კოსტავას საზოგადოება დიდ პოლიტიკაში
-
ზემოთნახსენები ლოგიკა გვკარნახობს რომ შარშანდელი აქციები და ამ ოპოზიციის დღევანდელი მოქმედება იყო და არის კრემლის სპეცსამსახურების მიერ ნაკარნახევი. ისე სხვათა შორის კონტრდაზვერვა მოქმედებს სერიოზულად და ყველაფერს ნუ დამაწერინებთ ეხლა ცნობისთვის მე პირადად მერაბ კოსტავას საზოგადოებას ვუჭერ მხარს, რომელიც ძალიან მალე დაბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში
-
აგვისტოს ომის შემდეგ ქართული ოპოზიციის აბსოლიტურ უმეტესობას კრემლმა გადმოსცა შემდეგი სახის დირექტივები : გაერთიანებულიყო პრორუსული ოპოზიცია, დაწყებულიყო აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ამ აქციებზე ხაზგასმით აღნიშნული ყოფილიყო ის რომ ოპოზიცია და მათი მომხრეები ( რომლებიც ქართველი ერის აბსოლიტურ უმრავლესობად უნდა წარმოეჩინა ოპოზიციას ) აგვისტოს ომში ბრალს სდებდა სააკაშვილს და ამ აქციებზე არაფრისდიდებით არ უნდა დასმულიყო საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა. კრემლში შესანიშნავად იცოდნენ რომ ამ აქციებს სააკაშვილის გადადგომა არ მოჰყვებოდა, მაგრამ მათ ეს აქციები სურდათ იმისთვის რომ მსოფიოსთვის დაენახებინათ ვითომდა ,, ქართველი ერისთვის არ არსებობს რუსეთის მხრიდან ქართული მიწების ოკუპაციის პრობლემა, არამედ არსებობს სააკაშვილის პრობლემა რომელიც ხელს უშლის ქართველი და რუსი ერების ერთიანობასა და მეგობრობას და ვითომდა ნაცმოძრაობის გარდა მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც '' აი ამ აზრის დამკვიდრება ჰქონდა დავალებული ქართული ოპოზიციის აბსოლიტურ უმრავლესობას და ისინი დღემდე ყველა ღონეს ხმარობენ ამ დავალების შესასრულებლად, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდნენ ოპოზიციონერები, რომლებმაც საზოგადოებრივ შეხედულებებზე და პოლიტიკურ რეიტინგზე მაღლა დააყენეს ეროვნული ინტერესები და გვერდში დაუდგნენ სააკაშვილის ხელისუფლებას დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და შეიძლება ითქვას რუსულ ოკუპაციასთან დაპირისპირების ხარისხით ხელისუფლებაზე მაღლაც დადგნენ. მათ შექმნეს საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებები და ჩაშალეს კრემლის გეგმა სადაც მიზნად იყო დასახული მსოფლიოსთვის ჩვენება იმისა რომ ვითომდა '' მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც ''. ამ პიროვნებებმა მეორე პლანზე ჩააჩოჩეს პრორუსული ოპოზიცია და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მსოფლიომ დაინახოს ქართველი ერი და არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ დაუშვებს რუსულ ოკუპაციასთან შერიგებას. ეს პიროვნებები არიან გიორგი თორთლაძე, პაატა დავითაია და მთლიანად ეროვნულ დემოკრატიული პარტია.
-
საქართველომ და ქართველმა ერმა აგვისტოს ომში სამ დღეში დამარცხების შედეგად მიიღო უდიდესი სულიერი ტრავმა. ჩვენი მტრები ( შინაური თუ გარეული ) ხარობენ ამ იოლი სამხედრო მარცხით. აუცილებელია ახალი ომი რუსეთთან ერში საბრძოლო განწყობის და თავდაჯერების ასამაღლებლად. მინიმუმ რამდენიმე თვე უნდა გავუძლოთ. ნებისმიერ ფასად ! თუ შემოვლენ თბილისში შემოვიდნენ. თუ დაინახავს დასავლეთი რომ ქართველი ერი მზად არის შეაკვდეს რუსმონღოლებს და უკანასკნელი ქართველის ფიზიკური განადგურების ფასადაც კი არ დაუშვას აქ რუსების მიერ ხელისუფლების დასმა, დასავლეთი არ გაგვიმეტებს ბოლომდე და შეაჩერებს რუსებს. გავითვალისწინოთ ჩრდილოკავკასიის ფაქტორიც. რუსეთი ვერ შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ერთდროულად ჩრდილოკავკასიასა და საქართველოში. სავარაუდოდ ამ ომის პარალელურად გაჩაღდება აზერბაიჯან სომხეთის სამხედრო დაპირისპირებაც ყარაბაღის გამო რაც ჩვენ ძალიან გვაწყობს. აგვისტოს ომის შემდეგ შემოტანილია საქართველოში რაღაც რაღაცეები რაც ძალიან აფორიაქებს კრემლს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს ომი გადავზარდოთ საერთო კავკასიურ ომში რუსეთის წინააღმდეგ, იბერო კავკასიური მოდგმის ერთა წმინდა ომად რუს მონღოლთა წინააღმდეგ. დაშლის პირას მყოფი რუსეთი ვერ შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ერთდროულად ჩრდილოკავკასიასა და საქართველოში. მთავარია რამდენიმე თვე გავუძლოთ ნებისმიერ ფასად ! თითოეული ქართველი მამაკაცი ხორცშესხმულ სიკვდილად უნდა იქცეს რუსი სალდაფონებისთვის. თითოეული რუსი სალდაფონის განადგურება ცხოვრების მიზნად და ზეიდეად უნდა იქცეს თითოეული ქართველი ვაჟკაცისთვის. ამ ომის დაწყების შემთხვევაში ნებისმიერი ქართველი მამაკაცი რომელიც შეძლებისდაგვარად არ იბრძოლებს არ შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გააკეთებს რუსმონღოლთა წინააღმდეგ უნდა გამოვაბათ ცხენის კუდზე და უბან უბან, სოფელ სოფელ უნდა ვათრიოთ. ნებისმიერი კოლაბორაციონისტი და პარაჟენცი რომელიც გაბედავს და ამ ომის განმავლობაში გააკეთებს ქართული სახელმწიფოსთვის წამგებიან განცხადებას გასამართლდება სამხედრო საგანგებო სიტუაციის შესაბამისად სამშობლოს ღალატის მუხლით. ახალი ომი რუსეთთან და ამ ომში გმირული წინააღმდეგობა რუსების წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ერში საბრძოლო განწყობის და თვითდაჯერების ამაღლების მხრივ, ასევე რუსეთის პოზიციების მორყევის და მათი ეკონომიკური და სამხედრო კატასტროფის კუთხით, რასაც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენის მხრიდან მათ წინააღმდეგ წარმოებული გმირული წინააღმდეგობა. თითოეული ქართველი მამაკაცი ხორცშესხმულ სიკვდილად უნდა იქცეს რუსი სალდაფონებისთვის. თითოეული რუსი სალდაფონის განადგურება ცხოვრების მიზნად და ზეიდეად უნდა იქცეს თითოეული ქართველი ვაჟკაცისთვის. ამ ომის დაწყების შემთხვევაში ნებისმიერი ქართველი მამაკაცი რომელიც შეძლებისდაგვარად არ იბრძოლებს არ შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გააკეთებს რუსმონღოლთა წინააღმდეგ უნდა გამოვაბათ ცხენის კუდზე და უბან უბან, სოფელ სოფელ უნდა ვათრიოთ. ნებისმიერი კოლაბორაციონისტი და პარაჟენცი რომელიც გაბედავს და ამ ომის განმავლობაში გააკეთებს ქართული სახელმწიფოსთვის წამგებიან განცხადებას გასამართლდება სამხედრო საგანგებო სიტუაციის შესაბამისად სამშობლოს ღალატის მუხლით. აქვე მოვიტან კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორის და უბრალოდ კარგი ქართველი ვაჟკაცის ბატონი ვასილ რუხაძის საინტერესო სტატიას : ვასილ რუხაძე საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო სტრატეგიის საკუთარ ხედვას სთავაზობს კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტს ვასილ რუხაძეს საქართველოს სამხედრო სტრატეგიის საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც მან ექსკლუზიურად "პირველს" მიაწოდა. გთავაზობთ რუხაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის სრულ ვერსიას. კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტს ვასილ რუხაძეს საქართველოს სამხედრო სტრატეგიის საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც მან ექსკლუზიურად "პირველს" მიაწოდა. გთავაზობთ რუხაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის სრულ ვერსიას. "მორღვეული კავკასიის ქედი - როგორ დავიცვათ თავი ქართველებმა? საუკუნეების განმავლობაში არსებობისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო ერთ დიდ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ უპირატესობას ფლობდა, რომელმაც მრავალწილად ჩვენი, ქართველების, როგორც ეთნოსის, ფიზიკური გადარჩენა განაპირობა. ეს უპირატესობა კავკასიის ჩრდილოეთის ქედი და მთიანეთი გახლდათ, რომელიც ქართულ არმიებს და მოსახლეობას ზურგს უმაგრებდა და სამხრეთიდან შემოსეული მტრების პირობებში საშუალებას აძლევდა, ჩრდილოეთისაკენ უკან დაეხია, გადაჯგუფებულიყო, ძალა მოეკრიბა და სამხრეთისაკენ ახალი ბრძოლები გაეჩაღებინა მტრის მიერ დაპყრობილი საქართველოს სამხრეთული მხარეების გასანთავისუფლებლად და მტრის გასანადგურებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, კავკასიის მთები ის ურყევი კედელი გახლდათ, რომელსაც ზურგმიბჯენილი საქართველო სამხრეთელ დამპყრობლებს გულდაჯერებული ებრძოდა. თუკი მე-8 საუკუნეში ჩრდილოეთიდან ხაზართა ხანმოკლე შემოსევას და მე-18 საუკუნის "ლეკიანობას" არ ჩავთვლით, საქართველოს ყველა მომხვდური ძალა (რომაელები, ბიზანტიელები, ირანელები, არაბები, სელჩუკები, მონღოლები, ოსმალოები და სპარსელები) სამხრეთიდან უტევდა, რაც ჩვენს ქვეყანას კავკასიის მთებისაგან ბოძებულ ბუნებრივ, გეოგრაფიულ და სტრატეგიულ უპირატესობას უნარჩუნებდა. კავკასიაში რუსეთის იმპერიის გამოჩენამ საქართველოს ეს დიდი უპირატესობა მოუსპო. რუსეთი პირველი დამპყრობელი გახლდათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სწორედ ჩრდილოეთიდან უტევდა. რუსეთის მიერ კავკასიის ქედის გადმოლახვა საქართველოს დაცემას ნიშნავდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთმა კავკასიის ქედი 1801 წელს უმტკივნეულოდ გადმოლახა და ზურგმოშლილი საქართველოც საკმაოდ სწრაფად, თანმიმდევრულად და, შეიძლება, ითქვას, უმტკივნეულოდ დაიპყრო. ყველა წინა დამპყრობლისაგან განსხვავებით, რუსეთის სამხედრო კომუნიკაციების ხაზები და ძლიერების ცენტრები არა სამხრეთიდან, არამედ სწორედ ჩრდილოეთიდან, კავკასიის ქედის გავლით შემოდიოდა საქართველოში. როგორც იტყვიან, რუსეთმა კავკასიის ქედი კარგად აითვისა. საქართველომ ისტორიული, სამხედრო-გეოგრაფიული უპირატესობა დაკარგა. ეს გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ბარისამარადდარჩენილი საქართველო რუსეთის იმპერიის საუკუნოვანი ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა შეირაღებულ აჯანყებაში სასტიკად დამარცხდა. რუსეთი კარგად ითვალისწინებდა და ითვალისწინებს, თუ რა დიდ სტარეტეგიულ უპირატესობას ფლობდა საქართველო კავკასიის ქედის სახით, ამიტომაც "ცარისტული", საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთი მუდამ თავდადებით ცდილობდა ამ ბუნებრივი ზღვარის მოშლას. მე-19 საუკუნეში ხევსურეთის დაპყრობა, ხევსურთა ფიზიკური განადგურება, მე-20 საუკუნეში ხევსურების დარჩენილი ნაწილის საქართველოს მთიანეთიდან ბარში გადასახლება, აფხაზეთიდან გამუსლიმანებული ქართველების თურქეთში განდევნა ("მუჰაჯირობა"), საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შექმნა და იქ ექსტრემისტული სეპარატიზმის გაღვივება იმ რუსული პოლიტიკის ნაწილი გახლავთ, რომელიც ცდილობდა, მოესპო საქართველოს, როგორც მთიანი ქვეყნის სტატუსი და მისი უაღრესად მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის მთიანი მხარეები ჩვენი ქვეყნისათვის მოეწყვიტა. სამაჩაბლოს 1990-1992 წლების და აფხაზეთის 1992-1993 წლების ომებმა ეს პროცესი დააჩქარა. რუსეთმა საქართველო აიძულა, ცხინვალში და აფხაზეთში ექსტრემისტულ-სეპარატისტული მოსკოვის მარიონეტული რეჟიმები მიეღო. ამასთანავე რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია "სამშვიდობო" ფორმატი, რომელიც რეგიონში რუსეთის გარდა, ყველა საერთაშორისო ძალის მონაწილეობას გამორიცხავდა. სეპარატისტულ რეგიონებში ჩაყენებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ჯარები კი პრომოსკოვურ კრიმინალურ რეჟიმებს უმაგრებდნენ ზურგს. საქართველომ, კოდორის ხეობის გამოკლებით, მთელს აფხაზეთზე, ასევე ჯავის რაიონზე და ქალაქ ცხინვალზე შიდა ქართლის რეგიონში იურისდიქცია დაჰკარგა. თუმცა ეს არ გახლდათ ის, რაც რუსეთს მთლიანად აკმაყოფილებდა. მოსკოვს სჭირდებოდა კავკასიის ქედზე კონტროლის გაფართოება და მის სამხრეთით მასშტაბური სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმების შექმნა, რაც ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ უსაფრთხოებას და მის ჩრდილოურ მიმართულებას ერთიანად მოაშიშვლებდა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგები რუსეთისათვის დიდი წარმატება გახლდათ. რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებით დაასრულა ის პროცესი, რასაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებით მთლიანად ვერ მიაღწია. რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოს კავკასიის ქედის ჯავშანი მოუშალა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მტერმა წარმატებით დაასრულა კავკასიის ქედის სამხრეთით, ჩვენს მიწაზე, ორი ვრცელი სამხედრო-პოლიტიკური დასაყრდენის შექმნა ექსტრემისტულ-სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით, რომელიც, ერთად აღებული, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის მეხუთედს შეადგენს. დავკარგეთ ის ბუნებრივი ჯავშანი, რომელიც ასე ერთგულად გვემსახურებოდა საუკუნეების განმავლობაში. საქართველოსთვის სამხედრო-პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეიცვალა. როგორც იტყვიან, რუსეთმა საქართველოს ზურგიდან დაარტყა. რა ვქნათ ჩვენ, ქართველებმა, ამ ახალი რეალობის პირობებში? საუკუნეების განმავლობაში ხომ საქართველოს თავდაცვის სტრატეგია კავკასიის ქედის და მთიანეთის ირგვლივ იგებოდა — სამხრეთიდან შემოსეულ მტერს შებმულნი უკან, ჩრდილოეთში, მთებისკენ ვიხევდით და ნელ-ნელა, ბრძოლით მტერს სასიცოცხლო ძალებს ვაცლიდით მანამ, სანამ დაძაბუნებული და სისხლისგან დაცლილი მომხდური საქართველოს დატოვებას არ გადაწყვეტდა. ახლა კი, კავკასიის ქედის სამხრეთში, საქართველოს მთიანეთში, ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში მტერია მყარად დაბანაკებული, ათეულ-ათასობით ჯარისკაცით, ტანკებით, არტილერიით და ავიაციით, რომელსაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეს, დედაქალაქის ჩათვლით, შეუძლია, ნახევარი საათის მონაკვეთში მძიმე სამხედრო დარტყმები მიაყენოს. ჩვენი ზურგი კი არა ჩრდილოეთი და კავკასიის ქედი, არამედ სამხრეთის ზეგნები და სომხეთის საზღვრებია. აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არა აქვს. Aამ ძირძველი ქართული კუთხეების გარეშე საქართველო ვერასოდეს აღიდგენს საკუთარ ბუნებრივ, სტრატეგიულ უსაფრთხოებას. საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი კავკასიის ქედზე გადის და არა ენგურზე და ცხინვალ-ახალგორზე. აფხაზეთის და შიდა ქართლის გარეშე ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი მუდამ მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე იდგება. რუსეთმა მშვენივრად უწყოდა და უწყის და ჩვენც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კავკასიის ქედის ბუნებრივი ზღუდის გარეშე საქართველო მხოლოდ უხერხემლო ლომია, რომელსაც საკუთარ ბუნაგში ყველა ტურა ადვილად გაგლეჯს. ჩვენი და ქართველთა მომავალი თაობების უპირველესი მორალური და პოლიტიკური ამოცანა აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნებაა, მაგრამ ამ დიდი მიზნის მიღწევამდე საქართველოს სჭირდება თავდაცვის გეგმა და სტრატეგია. ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთის გეგმები ცხინვალზე და აფხაზეთზე გაცილებით შორს მიდის. ცხინვალი და აფხაზეთი, დანარჩენი საქართველოს ჩათვლით, მხოლოდ ნაწილი გახლავთ იმ დიდი რუსული სტრატეგიისა, რომელსაც კავკასიის ახლიდან დაპყრობა-ასიმილაცია და სამხრეთისაკენ ხმელთაშუა ზღვაზე და სპარსეთის ყურეში გაჭრა აქვს დასახული მიზნად. შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთს საქართველოს მხოლოდ დაპყრობა აკმაყოფილებს. გავადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას: აფხაზეთის ოკუპაცია და ქართველთა სრული ეთნიკური წმენდა, შიდა ქართლის ოკუპაცია და იქაც ქართველთა სრული ეთნიკური წმენდა, 1991-2003 წლებში აჭარაში თითქმის დამოუკიდებელი, რუსეთის მფარველობაში მყოფი, ფეოდალის უშფოთველი თორმეტწლიანი მმართველობა, 1992-1993 წლების სამოქალაქო ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფის მცდელობა. კიდევ უამრავი მსგავსი ფაქტი არსებობს საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიიდან, რომელსაც არათუ ეს პატარა სტატია, არამედ მრავალი წიგნი ვერ დაიტევს. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთს საქართველოს არა მხოლოდ დაპყრობა, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქვეყნის დაშლა-დანაწევრება და პოლიტიკური რუკიდან წაშლა სურს? ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი ქართველი ერის, როგორც ეთნოსის თანმიმდევრულ აღმოფხვრას ახდენს? რუსეთმა კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობა და წარმატება მოსკოვის გავლენის ან პირდაპირი მმართველობის ქვეშ მყოფი, კავკასიის თავისუფლებისმოყვარე და განვითარებისათვის მებრძოლი ერებისათვის მუდამ მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო იქნება. ეს კი მოსკოვის გავლენასა და ბატონობას არა მარტო სამხრეთ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაშიც მუდამ მომაკვდინებელ საფრთხეს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, რუსეთის დღის წესრიგში დგას საკითხი, ადრე თუ გვიან, დაშალოს ქართული სახელმწიფო და მოახდინოს მისი ლიკვიდაცია, რითაც კავკასიაში მოსპობს წარმატებული სახელწიფოებრიობის პრეცედენტს, მოსკოვის წინააღმდეგ მებრძოლ ერებს, ისევე, როგორც მის მორჩილ ეთნიკურ ჯგუფებს, ჩააგონებს რუსეთის "უძლეველობას" და თავისუფლებისათვის ბრძოლის "უშედეგობას" და ამ რეგიონში თანმიმდევრულად აღმოფხვრის ანტირუსული წინააღმდეგობის კერებს. მრავალი მიამიტი ქართველისაგან განსხვავებით, უამრავი დასავლელი პოლიტოლოგი, სოციალური მეცნიერი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე და უბრალო მოქალაქე მიხვდა, რომ რუსეთს ომი საქართველოში და კავკასიაში მხოლოდ გავლენის აღსადგენად არ სჭირდებოდა. 2008 აგვისტოს ომამდე ყველაზე ზომიერნიც კი ახლა, ომის შემდეგ, აღიარებენ, რომ რუსეთი ემუქრება თვით ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ფიზიკურ არსებობას, რათა რუსი ხალხისათვის და კავკასიაში მისი მორჩილი რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის საცხოვრებელი გეოგრაფიული სივრცე მოათავისუფლოს და კავკასიის პრობლემა საბოლოოდ და წარმატებით გადაჭრას. ხომ არ მოვიდა დრო, რომ ჩვენ, ქართველებმაც სრულად აღვიქვათ საფრთხე და შესაბამისი სტრატეგია დავსახოთ მაშინ, როცა მტერმა ჩვენი ბუნებრივი ჩრდილოური საფარი შემოგვაცალა. და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ ქართველებმა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი, როგორც ერის არსებობის გადასარჩენად? ეს სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა და ქართულ მთავრობას და მთელ ქართველ საზოგადოებას შესაბამის მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო რეკომენდაციებს და რჩევებს სთავაზობს. პირველი, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ საქართველოს ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურა თანდათანობით საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თურქეთთან ახლოს, კერძოდ, აჭარაში, გურიაში და სამცხე-ჯავახეთის დასავლეთ ნაწილში გადაიტანოს. ეს საშუალებას მისცემს ქართულ ჯარს, განმეორებითი, ძლიერი რუსული შეტევის შემთხვევაში ჩრდილოეთიდან თურქეთისკენ დაიხიოს, ზურგიდან საფრთხის გარეშე ამ მიმართულებით გამაგრდეს და მომარაგების ხაზი სრულად შეინარჩუნოს. მეორე, ქართულმა მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოური საზღვრის გაძლიერების მიზნით განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს საქართველოს ჩრდილოეთის, არაოკუპირებული მთიანი რეგიონების, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთის, რაჭისა და სვანეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, სახელდობრ: ა) ამ სამივე რეგიონში უნდა დაარსდეს მსუბუქად შეიარაღებული სამთო-მოიერიშე და სამთო-სადესანტო ბატალიონების მცირე სამხედრო ბანაკები, რომლებიც პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად ამ რეგიონების ლანდშაფტისა და გეოგრაფიული თავისებურებების კარგად მცოდნე ადგილობრივ მოსახელობასაც გაწვრთნის საბრძოლოდ სამთო პირობებში. ბ) აღნიშნული სამხედრო ბანაკები სურსათით უნდა მომარაგდეს ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით, რაც წაახალისებს მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას ამ რეგიონებში, დაამაგრებს და მოიზიდავს მთიდან ბარად გადასახლებულ ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს საქართველოს ამ სასაზღვრო კუთხეების გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და აღორძინებას. მესამე, აუცილებელია, ქართულმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალის მშენებლობაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. აგვისტოს ომის დროს რუსულმა არმიამ საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის ბლოკირებით ძალიან სწრაფად და ადვილად მოსწყვიტა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ერთმანეთს. რუსეთის მომავალი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გათვალისწინებით, აბსოლუტურად აუცილებელია, შეიქმნას ახალი ავტომაგისტრალი რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლისგან მოშორებით, კერძოდ, სამხრეთში, რომელიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის გავლით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს რუსეთის არმიის სწრაფი შეტევის და თბილისი-გორი-ქუთაისის ავტომაგისტრალის დაკავების შემთხვევაში. მეოთხე, ქართულმა უმაღლესმა მთავარსარდლობამ უნდა გადააფასოს და გაითვალისწინოს, რომ რუსეთთან კონვენციური ომის წარმოება საარმიო ფორმირებებით, ტანკებით, ავიაციითა და არტილერიით ძნელია მტრის დიდი რიცხობრივი უპირატესობის, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გამო. შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ურბანულ და სამთო-სატყეო პირობებში ხანგრძლივი პარტიზანული ბრძოლის წარმოებაზე, რომელიც რიცხობრივად უპირატეს და კარგად შეირაღებულ მტერს თანდათან დააძაბუნებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა: ა) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეიქმნას პარტიზანული მოძრაობის კარგად დამუშავებული გეგმა და სქემა, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ბ) პარტიზანული ბრძოლებისათვის აუცილებელი დიდი რაოდენობით მსუბუქი იარაღის შეძენა, როგორიცაა ერთი მეომრის მიერ ხელით იოლად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღდეგო იარაღები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღდეგო ნაღმები და ა.შ. გ) საქართველოს ურბანულ ცენტრებში და არაოკუპირებულ მთიან რეგიონებში, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, მთიან აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაჭა_ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო სამეგრელოში შეიქმნას საიდუმლო თავშესაფრები, ტყის საფორტიფიკაციო ნაგებობები და იარაღის იატაკქვეშა, საიდუმლო საწყობები, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგობის არმიისთვის აბსოლუტურად აუცილებელი იქნება. დ) ქართული საჯარისო ფორმირებები და მოხალისეები დაექვემდებარონ ინტენსიურ წვრთნას საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შემოჭრილი მტრის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურის, სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების ოპერაციების მომზადებაში. მეხუთე, ქართულმა მთავრობამ აქტიური მუშაობა უნდა გასწიოს ქართული საზოგადოების დარაზმვის და თვრამეტწლიანი სამხედრო დამარცხებების შედეგად საკმაოდ დაცემული საბრძოლო მორალის ამაღლების კუთხით. ამმხრივ პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება თავად ქართველ ხალხს. კერძოდ: ა) მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, მთელმა ერმა უნდა გაისიგრძეგანოს ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნის. თითოეულმა ქართველმა უნდა აღიქვას, რომ ავტორიტარული, რევანშისტული, ულტრა-ნაციონალისტური და ფსევდო-ქრისტიანული იდეოლოგიით შეიარაღებული რუსეთი ემუქრება არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ თითოეული ჩვენგანის პიროვნულ და ეროვნულ თავისუფლებას, ჩვენი და ჩვენი ოჯახების ღირსებას და თვით ფიზიკურ არსებობას. რუსეთის საბოლოო გამარჯვება მთელ ქართველ ერში ჩაკლავს თავისუფალ აზრს და მომავალ თაობებს გადააქცევს გადაგვარებულ, დეგრადირებულ, უსამშობლო სუბიექტებად, რომელთა ხედვის და აზროვნების დიაპაზონი პროგრესის და თავისუფლების თანამედროვე და მომავალ ეპოქაში რუსულ სამყაროს ვერ გასცილდება. ასევე უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ საქართველოს დაცვა არის ჩვენი წმიდათა-წმიდა ვალი და პასუხისგებლობა იმ მილიონობით ქართველის წინაშე, რომელთაც ჩვენი ხანგრძლივი და დრამატული ისტორიის მანძილზე საქართველოს თავისუფლებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ ქართველებად დავბადებულიყავით, უანგაროდ თავი გასწირეს. ასევე უნდა გვახსოვდეს ჩვენი უზარმაზარი ვალი მომავალი თაობების წინაშე, მათი თავისუფლებისა და ბედნიერების წინაშე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიყოთ ის თაობა, რომლის დროსაც საქართველო მთლიანად და საბოლოოდ დაეცა. ბ) ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გაათვითცნობიეროს, რაოდენ დაუნდობელი და უმოწყალოა ჩვენი მტერი. სოლომონ დოდაშვილიდან მოყოლებული, დღევანდელობამდე, გავიხსენოთ ყველა ქართველი ეროვნული გმირი, რომელთაც “ცარისტული” და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში ბუნებრივი სიკვდილი არ ჰღირსებიათ. გავიხსენოთ ცარიზმის დროს ტომრებში ძალადობრივად დამხრჩვალი პატრიოტი ქართველი სამღვდელოება, გაძარცული და თეთრადგადაღებილი ქართული ტაძრები (რომ აღარაფერი ვთქვათ კომუნისტურ საეკლესიო ტერორზე) და მივხვდებით, რომ რუსეთის და მისი ქართველი სატელიტების პროპაგანდა "ერთმორწმუნე რუსი და ქართველი ხალხების საუკუნოვან ძმობაზე" ვერაგი მტრის თვალთმაქცური პროპაგანდაა. გავიხსენოთ შიდა ქართლსა და აფხაზეთში ნაწამები, დახოცილი და ყელგამოჭრილი ჩვენი და-ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი ქართველები და ყველა დავინახავთ, რომ მრავალთა მიამიტური წარმოდგენა მეგობრულ, უწყინარ რუსეთზე მხოლოდ მწარე ილუზიაა. დაე, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მტერს და ნურავინ მოელის მისგან დანდობასა და შეწყალებას. გ) ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს არაბუნებრივად და არარეალურად დიდი იმედების დამყარება საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ და დიპლომატიურ დახმარებასა და მათ დეკლარაციებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო საზოგადოების სიტყვიერი და წერილობითი მოწოდების მიუხედავად, ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებაFსაქართველოსთან დაკავშირებით. დასავლური, ცივილიზებული სამყარო ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თბილისისკენ რუსული შეტევა 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის ჩარევის საფუძველზე შეჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ახალ შეტევას საქართველოზე დასავლეთის დიპლომატიურ-პოლიტიკური ზეწოლის შედეგად კვლავ შუა გზაში შეაჩერებს. თუკი რუსეთმა დანარჩენი საქართველოს დაპყრობა განიზრახა და შეტევა დაიწყო, მას ისიც გადაწყვეტილი ექნება, რომ დასავლეთის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარევას ყურადღება აღარ მიაქციოს. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთი და საერთოდ უცხო ქვეყნები იმ ერებს და ქვეყნებს ეხმარებიან, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას და არსებობას საკუთარი ბრძოლით და სისხლით იცავენ, იმ ერებს, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა და თავგანწირვა ძალუძთ. ჩვენი თავისუფლება და ღირსება თავად ჩვენ, ქართველებმა, უნდა დავიცვათ და არა უცხო ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა. რეალურ საგარეო დახმარებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციებს სავარაუდოდ, სკეპტიკოსები გამოუჩნდებიან. კერძოდ, რუსეთის უძლეველობის მითით დაზაფრული ზოგიერთი ადამიანი, ალბათ, ამ სტატიის სტრიქონებს ბოლომდე არც ჩაამთავრებს, მაგრამ ფაქტი ერთია: რუსეთმა საქართველოს კავკასიის დამცავი ქედი მოუშალა. სანამ ქართველები ჩვენს ძირძველ მიწას, აფხაზეთს და შიდა ქართლს არ დავიბრუნებთ, ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოება არ აღდგება. ზემოთაღნიშნული რეკომედნაციები საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში, თავდაცვის ახალი სტრატეგიის შეთავაზების მცდელობა გახლავთ. მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთის მიერ დანარჩენი საქართველოს ოკუპაციის ხელმეორე მცდელობის შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს თავგანწირული ომის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენია. თუკი ჩვენი, პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, ღირსება და საქართველოს მომავალი რამედ გვიღირს, განა შეიძლება, სხვაგვარად იყოს?! თავგანწირვა და სიმამაცე ყველა დაბრკოლებას ლახავს. ევროპის ახალ ისტორიაში თავისუფლების მოყვარულმა ერებმა დაამტკიცეს, რომ თავგანწირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უაზრობა სულაც არ გახლავთ. და თუ მათ გადაარჩინეს თავიანთი თავისუფლება და მომავალი, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ?! ზემოთ განხილული, ხუთ პუნქტად ჩამოყალიბებული რეკომენდაციები იმ თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახლავთ, რომელიც ჩვენ, ქართველებმა, ქართულმა მთავრობამ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ დაუყონებლივ უნდა განვახორციელოთ, თუკი ქართველი ხალხი ახალი რუსული შემოტევის შემთხვევაში დანებებისა და კიდევ ორ-საუკუნოვანოვანი მონობის ნაცვლად, თავისუფლებისათვის წმიდათა-წმიდა ბრძოლას გადაწყვეტს. ეს არის ერთადერთი გზა წყვდიადიდან - რუსული დესპოტიზმისა და დეგრადაციიდან თავისუფლებისაკენ, ევროპისა და პროგრესისაკენ. არჩევანი ქართველ ერზეა!" ლევან ჭითანავა საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
-
ხომ ვთქვი რუსულ წყაროებს არ ვენდობი მეთქი
-
ეგ რუსების ინფორმაციით, რაც ჩემთვის არასანდოა პაატა დავითაიამ ვნახე და ისევ ჩვენები აკონტროლებენო. ობიექტური ინფორმაცია მაინტერესებს
-
რაჭველი არავინ არის ამხელა ფორუმზე ? ან ნათესავი არ ჰყავს არავის ამხელა ფორუმში ზემო რაჭაში ? გაგვაგებინეთ ამ რუსული სააგენტოების გარეშე რა ხდება მამისონზე და ვინ აკონტროლებს მამისონის უღელტეხილზე განლაგებულ საგუშაგოს დღესდღეობით
-
ბაბუაგიორგის მინდა ვკითხო მთელი ფორუმის გასაგონად, ვიცი ეცოდინება და ტყუილს არ იტყვის. იბრძოდა თუ არა გია თორთლაძე იარაღით ხელში პუტჩისტების წინააღმდეგ, ზვიადის ხელისუფლების, ანუ ეროვნული ხელისუფლების დასაცავად ?
-
თემქელი, გურამიშვილზე ვცხოვრობ