
shamili
პლანეტელი-
პოსტები
1.176 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shamili
-
რაღა მაინცდამაინც მაგის ყვირილი აიჩემეთ. ოცდაათი წლის ბიჭი იყო მაგას რომ ყვიროდა და არც ცდებოდა ( მაგრამ მაგაზე არ მინდა ეხლა დავა, სხვა კალაპოტში გადაიტანს საუბარს და სხვა მნიშვნელოვანი სათქმელი გვერდით დაგვრჩება ), მაგრამ თუ მაინცდამაინც შეცდომად მიგაჩნიათ, იქნებ თქვენივე ლიდერიდან დაგეწყოთ რომელიც შევარდნაძის მოღალატეობრივი, პრორუსული ხელისუფლების განუყრელი ნაწილი იყო. ხო არ დაგავიწყდათ თქვენი პარტიის ლიდერი უსუფაშვილი შევარდნაძის მრჩეველი რომ იყო, თან ისეთ პერიოდში, როდესაც ყველაზე ამაზრზენი მოვლენები განავითარა შევარდნაძემ საქართველოში. ეს არ დაგავიწყდეთ როდესაც ეროვნულ ძალებზე ისაუბრებთ ! ნარჩემაშვილის შეყვანას არ აპირებთ ალიანსში ? ბურჯანაძე ნოღაიდელთანაც გაიყოფენ გასაყოფს რესპუბლიკელები ურთიერთობას ადრე თუ გვიად და ძველი მოქკავშირისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების ნაკრები შედგება. შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილე რომელმაც ჩეჩენი ლტოლვილები გადასცა რუსეთს ( ვაჟა ფშაველას ქვეყანაში ) კი გყავთ ალიანსის ლიდერად და თანათავმჯდომარედ ნარჩემაშვილი ან თქვენი ალიანსის ერთერთი ლიდერის გამყრელიძის ,,ნათლიმამა''კახა თარგამაძე დაგენიშნათ და იქნებოდა ეგ ალიანსი ძველ სტიქიაში. არც ის დაივიწყოთ უსუფაშვილი გაქანებული ომის დროს, მიშას სიძულვილით დაბრმავებული, ვოლსთრით ჟურნალს რომ აძლევდა ინტერვიუს სადაც ამბობდა ომი რათქმა უნდა ჩვენ დავიწყეთო...ჟურნალს, რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს . ბერძენიშვილის ნოვატორულ ტერმინზე ,,მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე'' აღარაფერს ვამბობ.
-
გაიგებდით ალბათ ფასების ცვლის შესახებ ანტიეროვნულ ალიანსსა და ანტიეროვნულ საბჭოს შორის რუსულ დახლზე. მოკლედ გეტყვით დავაფიქსიროთ ყველამ რისთვის ვიბრძვით ეროვნული თავისუფლების, სული დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თუ მოღალატე, პრორუს პოლიტიკანთა თანამდებობების გადანაწილებისთვის. რომელ ბრძოლაში ერთვებით ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, თუ პოლიტიკანთა ვაჭრობაში კრემლის კარზე რენეგატის როლისთვის
-
აფეთქებები უნდა დაიგეგმოს რუსეთში ( და არა ჩრდილოკავკაშიასი ) პოლიციის სამმართველოებთან, სამხედრო ბაზებთან. აი მაგას მივესალმები
-
რა გიხარიათ ჩრდილოკავკასიაში რომ ხდება აფეთქება, ისევ ჩვენი მონათესავე დიდოელები, ავარიელები, ლეკები, ბაცბები, წახები, ან ლეზგიელები არ იღუპებიან ?
-
ბატონო შაქრო თქვენ როგორ მიგაჩნიათ ქართველმა ერმა რუსების ხუშტურების მიხედვით უნდა ცვალოს პრეზიდენტები ? თქვენთვის მისაღებია კრემლის ნება სურვილზე ცვლა პრეზიდენტების ? სააკაშვილი ჩემთვისაც მიუღებელია ( ისევე როგორც ოპოზიციის 99 პროცენტი ), მაგრამ რას ქვია რუსეთი არ ელაპარაკება და გადადგეს. ოდნავ თანაგრზნობას და გვერდში დგომის სურვილს თუ იწვევს ჩემში სააკაშვილი ზუსტად მაგით რომ კრემლის სატრაპების გული არ გავახაროთ და მათ ნება სურვილზე არ ვცვალოთ პრეზიდენტები. საერთოდ რას ქვია რუსეთთან მოლაპარაკება უპირობო, სრულ დეოკუპაციამდე ? ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან. ნებისმიერი ეროვნული პოლიტიკოსი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ( რაც ტერიტორიების დათმობის გარეშე შეუძლებელია ), არამედ მსოფლიო სამართლით გათვალისწინებული ყველა პუნქტის გამოყენებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებასა და რუსეთის იმპერიის რღვევის პროცესის დაჩქარებაზე მშვიდონიანი გზებით, იგივე ჩერქეზების, ვაინახების ( ჩეჩენ ინგუშების ) გენოციდის აღიარებითა და მშვიდობიან ჩრდილოკავკასიელ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ( იგივე ჩერქეზთა კონგრესი, იგივე იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლება, იგივე კავკასიელ ხალხთა კონგრესი ) ახლო ურთიერთობის დამყარებას დაი მათთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მაქსიმალური პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევა და მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ( განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან ) მათი გენოციდის აღიარებისა და მათთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური მხარდაჭერის ლობირება
-
რაც შეეხება ალასანიას ? რომელსაც არ დაუფიქსირებია ღიად რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სრულ დეოკუპაციამდე არ აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და არ დაუფიქსირებია ღიად რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ გააძლიერებს სამართლებრივ ზეწოლას რუსეთის მიმართ დეოკუპაციის კუთხით და არ დაუფიქსირებია რომ გააძლიერებს დაპირისპირებას რუსულ ოკუპაციასთან. ენდობით მას ? თუ ტყუილი მიწერია რამე ? ჩვენ მას ვერ ვენდობით, თუმცა არც სააკაშვილს ვცხადებთ ნდობას. ამიტომ არანაირი აზრი არ აქვს ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლება გაიმარჯვებს თუ ეს ვიტომრადიკალური ოპოზიცია ან იგივე ალასანიას ფრთა, თუმცა არ მოვდივართ დაპირისპირებაში მათ მიერ გამართულ შესაძლო მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან
-
ჩვენ მიგვაჩნია რომ პერიოდულად საქართველოში, განსაკუთრებით ენგურის ხიდთან და სამაჩაბლოს მისადგომებთან უნდა ეწყობოდეს საპროტესტო აქციები. ძალიან კარგი იქნება კარვების გაშლა ენგურის ხიდთან და საპროტესტო აქციები. ამას გარდა ვმსჯელობთ იმ მეთოდებზე რომელიც სწრაფ დარტყმას მიაყენებს რუსეთის იმპერიას და დააჩქარებს მათ მიერ კონტროლის დაკარგვას ჩრდილოკავკასიაზე ( რა თქმა უნდა მსვიდობიანი ფორმებით ), ყველაფერს ვერ დავწერ ფორუმზე
-
რაში რომ მიიღო მონაწილეობა ? ან მონაწილეობას რას ეძახი ? არაფერს არ ვკისრულობთ, მისამართი შეგეშალა, ამბობენ ნოღაიდელი და ბურჯანაძე კისრულობენ ბლომად კუშს აქტიური აქტივისტებისთვისო და გადაამისამართე იქეთ
-
ჩვენ მიგვაჩნია რომ პერიოდულად საქართველოში, განსაკუთრებით ენგურის ხიდთან და სამაჩაბლოს მისადგომებთან უნდა ეწყობოდეს საპროტესტო აქციები. ძალიან კარგი იქნება კარვების გაშლა ენგურის ხიდთან და საპროტესტო აქციები. ამას გარდა ვმსჯელობთ იმ მეთოდებზე რომელიც სწრაფ დარტყმას მიაყენებს რუსეთის იმპერიას და დააჩქარებს მათ მიერ კონტროლის დაკარგვას ჩრდილოკავკასიაზე ( რა თქმა უნდა მსვიდობიანი ფორმებით ), ყველაფერს ვერ დავწერ ფორუმზე
-
რა სახით მაგაზე შესაძლებელია დალაპარაკება დაინტერესებულ პირებთან. ჩვენ გვინდა რომ ყველა ქვეყანაში სადაც კი ცხოვრობენ ქართველები თუკი მათთან მიგვიწვდება ხმა, ყველგან სისტემატურად ეწყობოდეს საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით პლანეტარული აქციები. საქართველოში ხო თავისთავად
-
ჩვენი მოკავშირეა ყველა ვინც იზიარებს ჩვენს ძირეულ ხედვას და სულისკვეთებას, იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის. რა დავუშალეთ იგივე ალასანიას ( ვატყობ ფორუმზე მისი მხარდამჭერები სჭარბობენ ) აქციაზე მოსვლა ან თუნდაც მოლაპარაკება ერთობლივი ანტისაოკუპაციო მანიფესტაციების წარმოებაზე ? მაგრამ ისარ იზიარებს ჩვენს ხედვებს რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს სამართლებრივი ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით და არ იზიარებს ჩვენს ხედავას რომ საქართველო უნდა გახდეს ამერიკის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უნდა მოხდეს საქართველოში ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, სარაკეტო, ანტიბირთვული ტექნიკის განლაგება და საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია, სამაგიეროდ საეჭვოდ საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის ეფემერულ დალაგებაზე და ჩვენთვის მიუღებელია ყველა პოლიტიკოსი რომელიც საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე ისაუბრებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და გეგმაში არ ექნება სამართლებრივი ზეწოლის გაძლიერება რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით.
-
გეთანხმებით რომ სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, ვინც შეიძლება სათავეში ჩაუდგეს საქართველოს განთავისუფლებასა და დეოკუპაციას , მაგრამ ამ ოპოზიციიდან რომელია ისეთი ვისაც შეიძლება გვერდსი დავუდგეთ ? ალასანიას ? რომელსაც არ დაუფიქსირებია ღიად რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სრულ დეოკუპაციამდე არ აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და არ დაუფიქსირებია ღიად რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ გააძლიერებს სამართლებრივ ზეწოლას რუსეთის მიმართ დეოკუპაციის კუთხით და არ დაუფიქსირებია რომ გააძლიერებს დაპირისპირებას რუსულ ოკუპაციასთან. ჩვენ მას ვერ ვენდობით, თუმცა არც სააკაშვილს ვცხადებთ ნდობას. გეკითხებით ჩვენი მოძრაობა წინააღმდეგია ლარსის გახსნის და ვაპირებთ მაგ თემატიკაზე სპეციალური აქციაც ჩავატაროთ. ვინმე ამ ოპოზიციიდან ( გარდა საპარლამენტო ოპოზიციისა და ძველი ეროვნული ძალებისა ) გამოეხმაურა მაგ ამბავს და დაგმო ლარსის გახსნა ? მერე იტყვიან რატომ არის ერთნაირად მიუღებელი საზოგადოებისთვის ჩვენ და სააკაშვილიო. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ შეძლებისდაგვარად ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით.
-
ბატონო შაქრო ირაკლი წერეთელი 2007 წელს კი არა მიანიჭა თუ არა შევარდნაძის ხროვამ რუსებს სამშვიდობო მანდატი და შეათრია თუ არა ესენგეში საქართველო მაგ დროიდან მოყოლებული მოღალატეს უწოდებდა და უწოდებს ყველას ვინც საქართველო ესენგეში შეათრია და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებს სამშვიდობო მანდატი მისცა. ირაკლი წერეთელი ესენგედან გამოსვლას და რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებას მაშინ მოითხოვდა როცა გამყრელიძე გაჩეჩილაძე შევარდნაძის ძმისვილთან და კახა თარგამაძესთან ერთად ბიზნესს აწყობდნენ ( დაუფასდათ კიდეც ეგ კონფორიზმი, დღეს გამყრელიძესაც და გაჩეცილაძესაც მშვენიერი ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად ძლიერი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ. ირაკლი წერეთელი ესენგედან გამოსვლას, რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებას და მათთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებას მაშინ მოითხოვდა როცა ალასანია შევარდნაძის უშიშროების მინისტრი იყო და ისე აინტერესებდა ესენგედან გამოსვლა და რუსებისთვის მანდატის გაუქმება როგორც ჩინური ენის გრამატიკული პრობლემები ( იგივე ითქმის სააკაშვილზეც რატომღაც მის მომხრედ რომ მომიაზრებთ ). საქმე ისაა რომ ირაკლი წერეთლის გამოსვლებს და მოთხოვნებს სათანადოდ არავინ აშუქებს და არც ადრე ასუქებდა, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ვარ იცით რომ ირაკლი წერეთელი დღიდან შევარდნაძის ხროვვის მიერ ქვეყნის ესენგეში შეთრევისა და რუსი სალდაფონებისთვის სამშვიდობო მანდატის მინიჭებისა 2008 წლის აგვისტომდე ყველა გამოსვლაში ესენგედან გამოსვლას, რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებას და მათთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა. და ეს თქვენც და ყველა ფორუმელმაც შესანიშნავად იცით. ჩვენი მოძრაობა წინააღმდეგია ლარსის გახსნისა . გამოვიდა რომელიმე ოპოზიციონერი ( საპარლამენტო ოპოზიციის და ძველი ეროვნული ძალების გარდა ) და დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ლარსის გახსნის მიმართ ? ჩვენ აქციაზეც ავღნისნეტ და დოკუმენტშიც გვიწერია რომ ლარსის გახსნა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ერთი შეკითხვა მაქვს, შარშან გაზაფხულზე ოთხი თვე რომ აქციები მიდიოდა თბილისის ცენტრში რომელიმე ოპოზიციონერს ანტისაოკუპაციო, ანტირუსული მუხტი შეუტანია გამოსვლაში ? ერთი სიტყვით მიუმართავტ მსოფლიოსთვის და მოუთხოვიათ საქართველოს დეოკუპაცია ? დაადანაშაულეს ერთხელ მაინც აქციებზე რუსეთი საქართველოს ოკუპაციაში ? რაზე მეტყველებდა ეგ ?
-
ვინ უშლიდა და ის უშლიდა ვინც მაგ ხალხს პარტიებს უფინანსებს ( რესპებზე ზუსტად ვერ ვიტყვი ). მიხვდებით რომელ ქვეყნის სპეცსამსახურებზეც მაქვს საუბარი. ირაკლი წერეთელი აბსოლიტური ფინანსური ვაკუუმის პირობებში იმას მაინც ახერხებდა და ახერხებს ამერიკის ადმინისტრაციასთან გზავნიდა და გზავნის დოკუმენტებს საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით. მარტო სახლში მაქვს ამერიკაში გაგზავნილი რამდენიმე ათეული დოკუმენტის ასლი
-
1. აქციების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ჩვენი მოძრაობის სახსრებზე. რომ შეგვეძლოს არა მარტო მაისში არამედ სრულ დეოკუპაციამდე თბილისიდან ენგურის ხიდამდე და ოტავადან ვაშინგტონამდე დღე და ღამე არ დავშლიდით აქციებს დეოკუპაციის მოთხოვნით. უბედურება ისაა რომ ზოგიერთს მერის და თვითმმართველობის არჩევნები მთავარი გონია და დეოკუაპციის საკითხი ყურადღების გადატანა. 2. იმ ინტერვიუში რომელიც თქვენ ახსენეთ ირაკლი წერეთელმა გარკვევით თქვა. მართალია ოპოზიციის ვითომრადიკალური ნაწილი არის პრორუსული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული და მატი აქციებიც შესაბამისად იქნება ანტიეროვნული, კოლაბორაციონისტული სულისკვეთების, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც არ უნდა დაარბიოს მათი აქციები იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გადავლენ ღიად კოლაბორაციონისტულ ქმედებებზე და არ გამოვლენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. არაფერი ჭექა ქუხილის ამტეხი არ არის ეს კურდღელი, ვითომრადიკალური, ანტიეროვნული, პრორუსული, მოღალატეობრივი ოპოზიცია ( მთელ ოპოზიციურ სპექტრს რა თქმა უნდა არ ეხება ). სამაგიეროოდ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ გაზაფხულზე საქართველოში ( და შემდეგ მთელ მსოფლიოში ) ატყდეს და საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდეს ანტირუსული ( მხოლოდ ანტისაოკუპაციო გაგებით ), ანტისაოკუპაციო, ეროვნული ჭექა ქუხილი
-
საწყისი მიზანი დამოუკიდებლობა მიღწეულია. ეროვნული მოძრაობის ამჟამინდელი მიზანია საქართველოს სრული დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დამოუკიდებლობის განმტკიცება, ძლევამოსილი, ჰიპერმილიტარისტული სახელმწიფოს შექმნა. ასევე აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი თვითმმართველობის არჩევნებს არ თვლის იმ კალიბრის მოვლენად რაზეც შეიზლება დავხარჯოთ დრო და ვისაუბროთ. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საზოგადოებას შეუძლია გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი ( ვიმეორებ ჩვენ არ გვაინტერესებს თვითმმართველობის არჩევნები და წვრილმანი მოვლენები ), ხოლო თუ მათი საპროტესტო აქციებს მოყვება რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოსვლა ,, მოსახლეობის დაცვისა'' და პრეზიდენტის გადაყენების მიზნით. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი იბრძოლებს ( შესაძლებლობის ფარგლებში ) ოკუპანტების წინააღმდეგ
-
ბატონო ბადრი არ მგონია თქვენ შეგეძლოთ იმის გადაწყვეტა ვის რაზე აქვს საუბრის უფლება, მით უმეტეს როდესაც საქმე ირაკლი წერეთელს, გურამ გოგბაიძეს, იასონ ფავლენიშვილსა და გელა ჩორგოლაშვილს ეხება. ვის რისი უფლება აქვს ამას საზოგადოება დაადგენს. მიტინგის მთავარი თემა იქნება დეოკუპაცია და ქართული პოლიტიკური ძალებისთვის მოწოდება წარმართონ პოლიტიკა დეოკუპაციის კუთხით. შესაბამისად გვერდს ვერ ავუქცევთ კოლაბორაციონისტ პოლიტიკანებს. რაც შეეხება აგენტებს ჩვენ არავის არაფერ იარლიყს არ ვაწებებთ, უბრალოდ მოვითხოვთ ლუსტრაციის კანონის მიღებას, რის შემდეგაც მოხდება პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი გაფილტვრა აგენტურისგან ბატონო ძუკუ არც ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის იმპერიის მხრიდან ქართველთა გენოციდის ცნობას არ ექნება ძალა ? ან რატომ უნდარ ვიმკითხაოთ მე და თქვენ ექნება თუ არა იურიდიული ძალა გაეროს გენერალურ ასამბლეის შემუშავებულ დოკუმენტს აგრესიისა და გენოციდის შესახებ. შევიტანოთ, ვკარგავთ რამეს ? იქნებ გამოიღოს გარკვეული შედეგი.
-
მაგრამ იმისთვის რომ ვაიძულოთ ბევრი რაღაც გვჭირდება ერის კონსოლიდაცია. კონსოლიდაცია არა ლიდერების, არამედ იდეის გარშემო
-
ძალიან ბევრ თემაზე გვაქვს უთანხმოება ხელისუფლებასთან, მაგალითად ამასწინათ მოვთხოვეთ პარლამენტს რომ ოფიციალურად დაესვა საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას ( სადაც რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს ) ეცნო რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აგრესორად და გენოციდის მომწყობ მხარედ ( რაც ეთნოწმენდაზე უფრო მძიმე მუხლია ), ასევე მოვითხოვეთ რომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად მიემართა ამერიკის კონგრესისთვის რათა ეცნო 1921 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ქართველთა მრავალწლიანი გენოციდი, მაგრამ პასუხი მოგვივიდა იურიდიულად გაუმართავიაო, შეიძლება იმიზეზებენ, არაფერი გაუმართავი არ იყო, მაგრამ ეხლა სერიოზულ იურისტებს ჩავრევთ, თუ რაიმე პატარა ლაფსუსი იყო იმსააც გამოვასწორებთ დამერე ვნახოთ რაღაც მაიმიზეზებენ. თუმცა ჩემის აზრით, ესინია ხელისუფლებას რუსეთთან სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაში შესვლა, მაგრამ ვაიძულებთ
-
epn.ge - აშშ საქართველოში სამხედრო კონტიგენტს განათავსებს
shamili replied to epn.ge's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე სააკაშვილის ოპონენტი ვარ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ანტირუსული, პროამერიკული პოზიციებიდან. რაც შეეხება თემას ვაღიარებ სააკაშვილის უდიდესი გამარჯვება. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. კიდევ არ ვართ აზრზე რამხელა წარმატებაა. ნეტავ კიდევ ბევრი წარმატების აღიარების საშუალება მომცეს ბატონმა პრეზიდენტმა -
kontr-agent 007 არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ალბათ ამხანაგოთი აჯობებს, თუმცა ტავარიშითაც შეიძლება თქვენთან საუბარი, მაგრამ ჩემს თავს არ ვაკადრებ. საერთოდ იცით ვინ არის გურამ გოგბაიძე ? წმინდა ილია მართლის საზოგადოება გაგიგიათ საერთოდ ? ყველაზე მებრძოლი ორგანიზაცია ეროვნულ მოძრაობაში. აი მაგ საზოგადოების ერთ ერთი დამაარსებელი და ლიდერი იყო გურამ გოგბაიძე ზვიადთან და მერაბთან ერთად. აქ ზოგზოგიერთები კომპარტიისა და კომკავშირის მოწინავე აქტივისტები რომ იყვნენ გურამ გოგბაიძემ ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო შვიდი წელი მოიხადა რუსეთის საპყრობილეებში მერაბ კოსტავასთან ერთად. საერთოდ აზრზე ხართ ვისზეა საუბარი ? იცით მაგ ადამიანის წარსული, პიროვნება, აზრები, იდეალები ? გუშინდელი ,,გაქრისტიანებული '' ჩამპალი პრორუსი კომუნისტ ,,ინწილიგენციას'' ( კომუნისტების დროს ,,დანოსებს'' რომ წერდნენ მეზობლებზე ეკლესიაში დადის და სამსახურიდან მოხსენითო ) ან მათი სულიერი მემკვიდრე ახალი თაობის ნეოკომუნისტებსა და ნეოკომკავშირლებს სხვაგვარი წარმოდგენა არც შეიძლება ჰქონდეთ ბატონ გურამზე და საერთოდ ეროვნულ ძალებზე
-
დღეს ამ მოძრაობის ერთ ერთმა ლიდერმა ბატონმა გურამ გოგბაიძემ გამაცნო ანტისაოკუპაციო მოძრაობის გაშლის საინტერესო ხედვა გამაცნო, რუსეთის ფარგლებს გარეთ ვიზიტად ჩასულ კრემლის მესვეურთ იმ ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა დეოკუპაციის მოთხოვნითა და მასიური პიკეტებით არ უნდა მისცენ გადაადგილების საშუალება და ნებისმიერ ქვეყანაში სადაც კი ქართველები ცხოვრობენ კრემლის მესვეურთ ყოველი ვიზიტი საშინელ ფსიქოლოგიურ სტრესად უნდა დაუსვან. ასევე უკიდურესად უნდა ააწრიალონ რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან იმ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით გამუდმებული მანიფესტაციებით
-
9 აპრილს მთელი ერი უნდა გამოვიდეს პარლამენტთან 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, რუსული ოკუპაციისა და რუსული აგენტურული ძალების წინააღმდეგ
-
საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება
shamili replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მამუკა გიორგაძის გვარი შეცდომით ხომ არ არის მაგ ჩამონათვალში. ვიცნობ პირადად და ვერ იტანს რუსოფილებს. რა უნდა მაგათთან -
რააო ? ჩვენმა მოძრაობამ ( ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის საინიციატივო დასი ) აღარ ვიცით რა გავაკეთოთ იმისათვის რომ საქართველო ამერიკის მოკავშირეობა გაფორმდეს და ამერიკის ბაზები შემოვიყვანოთ და ესენი გოუ ჰოუმო . თავ პირი აქვთ დასანგრევი. ისე ერთი ერთზე ,ალაპარაკა იმ ვიღაც სვანაძესთან მაინტერესებს რუსეთის საოკუპაციო ჯარს თუ მიმართავს იგივე მოწოდებით