
shamili
პლანეტელი-
პოსტები
1.176 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shamili
-
დრო ყველაფერს გვაჩვენებს მანამ თუ არ დავიხრჩეთ, ჩავატარებთ არჩევნებს- ვიღაც ####ებს ავირჩევთ. ოჯახებით,სარჩელით, დაკავდება გონება, ოლიგარქებს დარჩებათ მთელი ჩვენი ქონება. როცა ვიგრძნობთ თავს კარგად დედას მოვტყნავთ ერთურთის და იმასაც დავკარგავთ რაც ჯერ კიდევ გვეკუთვნის. კოტე ყუბანეიშვილი
-
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოესწრება, მოესწრება. ეროვნული ხელისუფლება რომ მოვა სათავეში -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn შესთავაზა ვინმემ ? სააკაშვილმა თავი შეირცხვინა გუსინწინ ამერიკაში სიტყვა მისცეს ბარაკ ობამას და უამრავი პრეზიდენტის თანდასწრებით და არ გააშავა ამერიკა უპრინციპო პოლიტიკის გამო. უნდა ეთქვა პირდაპირ : ,, აქ იმყოფება ადამიანი რომელსაც არ გააჩნია აქ ყოფნის მორალური უფლება. აქ იმყოფება აგრესორი, ოკუპანტი, ეთნოწმენდის ავტორი ქვეყნის ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. მოგეხსენებათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა სამართლიანად დასაჯა ეთნოწმენდის ავტორი პირსისხლიანი სადამ ჰუსეინის ხელისუფლება და ის რომ ბატონო პრეზიდენტო ობამა თქვენ არამცთუ სამხედრო გზით არ ახდენთ სადამ ჰუსეინზე შეუდარებლად პირსისხლიანი რუსეთის ხელისუფლების ალაგმვას, რომელმაც მოახდინა ქართველი და ჩეჩენი ერის გენოციდი, ფიზიკური სიძლიერით წაქეზებული თავს დაესხა პატარა, თავისუფლებისმოყვარე, დემოკრატიულ საქართველოს, განახორციელა მასზე სამხედრო აგრესია, მოახდინა მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და მოაწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნოწმენდა და თქვენ პრეზიდენტო ობამა თქვენ არამცთუ სამხედრო გზით არ ახდენთ სადამ ჰუსეინზე შეუდარებლად პირსისხლიანი რუსეთის ხელისუფლების ალაგმვას, არამედ არ წყვეტთ კრემლის პირსისხლიან ხელისუფლებასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და არ დგამთ რადიკალურ ნაბიჯებს თავისუფლების პრინციპებისა და იდეალების დასაცავად. თომას ჯეფერსონის სიტყვებია - ,,ერი რომელიც კეთილდღეობასა და მშვიდობას აყენებს თავისუფლებასა და ღირსებაზე მაღლა, იმ ერს არ გააჩნია ღირსება '' და თქვენ თქვენი უპრინციპო პოლიტიკით არცხვენთ თავისუფლებისმოყვარე ამერიკელ ერს და თავისუფლებისმოყვარე, დემოკრატიული საქართველოს დასაცავად თქვენი უმოქმედობა არის თავისუფლებისმოყვარე ამერიკელი ერისა და თომას ჯეფერსონისეული თავისუფლების პრინციპებისა და იდეალების ღალატი ''. წარმოგიდგენიათ რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამას მსოფლიოში ? წარმოგიდგენიათ რამხელა სკანდალი იქნებოდა ? წარმოგიდგენიათ ამ სიტყვებს როგორ დაიხვევდნენ ხელზე ამერიკელი რესპუბლიკელები ? წარმოგიდგენიათ როგორ დაეცემოდა ობამას რეიტინგი ? პირდაპირ უნდა დაედანაშაულებინა თავისუფლების იდეალების ღალატში. ამერიკის ხელისუფლებამ თუ არ დაინახა ქართული მხარის რადიკალიზმი რუსული ოკუპაციის მიმართ ისე თვითონ არ გამოიდებს თავს. მე რაში მაინტერესებს რა შედის და რა არა ამერიკი ხელისუფლების პრიორიტეტებში ? სააკაშვილს კუთხეში უნდა მოემწყვდია ამერიკა ამ სიტყვით. ჩვენ უნდა მოვუჭრათ ამერიკას მანევრირების გზა რუსეთთან და ბოლოს და ბოლოს უნდა გამოვიწვიოთ მესამე მსოფლიო ომი საქართველო, ამერიკა ბრიტანეთსა და რუსეთის იმპერიას შორის. მე მძულს პაციფიზმი, რომ არ ყოფილიყო ომები არ იარსებებდა ჰომეროსის ოდისეა, ილიადა და სხვა უამრავი ჰეროიკული მოვლენა თუ შედევრი. დაე დაინგრეს ქვეყნიერება, ორონდ იზეიმოს ჭეშმარიტებამ -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აბსოლიტურად რეალური გამოსავალია -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკვე მერამდენედ ამ ფორუმზე დავწერ რაშიცაა საქართველოს ერთადერთი ხსნა : სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც აღაედგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან და სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას არ წარმართავს ანტირუსული კუთხით საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი წვრილმანი პუნქტის გათვლით. ერთადერთი გზაა საქართველოს დეოკუპაციისთვის ის რომ საქართველო იქცეს ჰიპერმილიტარისტულ, გლობალური შეიარაღების მქონე ქვეყნად ანუ ისეთ ქვეყნად რომელთანაც რუსეთი იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს, დამიჯერე რუსეთს როგორც იმპერიას ტანჯავს ამერიკა ბრიტანეთის პანიკური შიშის სინდრომი და კი იზახდნენ პოლონეთში არ დავუშვებთ ამერიკულ რაკეტებსო, მაგრამ ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ არავინ ეკითხებოდა და დღემდე შოკში არიან როდესაც გაიგეს რომ ამერიკა უნთავსებს პეტრიოტის სისტემის რაკეტებს პოლონეთში ერთადერთი გზაა საქართველოს დეოკუპაციისთვის ის რომ საქართველო იქცეს ჰიპერმილიტარისტულ, გლობალური შეიარაღების მქონე ქვეყნად ანუ ისეთ ქვეყნად რომელთანაც რუსეთი იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს. ასეთ ქვეყნად კი საქართველო მხოლოდ ამერიკის სამხედრო მოკავშირეობის და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამერიკის გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკის განლაგების შემთხვევაში გახდება. სხვა გზას თუ ხედავს ვინმე იმისა თუ როგორ შეიძლება საქართველო ისეთ ქვეყნად რომლის შიში და რიდიც რუსეთს გაუჩნდება და ისეთ ქვეყნდა რომელთანაც რუსეთი იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს დაწეროს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. დამიჯერეთ დღიდან საქართველოში ამერიკის სამხედრო გამანადგურებელი ტექნიკის გახსნისა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ბევრად უფრო დამჯერი ბიჭი გახდება, ვიდრე პოლონეთთან გახდა როდესაც ( და პოლონეთს არნახულად დაუტკბა, ყოველ შემთხვევაში იმდენად რომ პოლონეთის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზიას ვეღარ აცხადებს და პოლონეთის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზიას ვეღარ აცხადებინებს საკუთარ მარიონეტს ბელორუსს. ხო გაგიგიათ შიში შეიქმს სიყვარულსა) გაიგეს რომ ამერიკა უნთავსებს პეტრიოტის სისტემის რაკეტებს პოლონეთში დამიჯერეთ დღიდან საქართველოში ამერიკის სამხედრო გამანადგურებელი ტექნიკის გახსნისა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ბევრად უფრო დამჯერი ბიჭი გახდება, ვიდრე პოლონეთთან გახდა როცა ამერიკის რაკეტები იხილა, იმიტომ გახდება უფრო დამჯერი ბიჭი ვიდრე პოლონეთთან გახდა რომ გაიგეს რომ ამერიკა პოლონეთში რაკეტების განლაგებას აპირებდა. საქართველო ესაზღვრება რუსეთის იმპერიის ყველაზე ცხელ წერტილსა და დაუმორჩილებელ ნაწილს ცრდილო კავკასიის რეგიონს. წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია საქართველო გახდა ამერიკის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე, ამ მოკავშირეობის საფუძველზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში განალაგა ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, სარაკეტო ტექნიკა ( პეტრიოტის და ჯაველინის ტიპის რაკეტები და სხვა ) და ამ დროს ჩრდილოკავკასია თანდათან უფრო უმართავი ხდება რუსეთისგან ( ხო უყურებთ რა ხდება ყოველდღიურად ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღისტანში, ჩერქეზეთში, ყაბარდოში და ადიღეში ). ამ დროს ქართული უშიშროება ( პრინციპში ამერიკის პენტაგონი ქართული უშიშროების ხელით ) გამუდმებით აწვდის მალულად ვერტმფრენების ჩამოსაგდებ სტინგერებსა და სხვადასხვა სახის მსხვილკალიბრიან იარაღს ჩრდილოკავკასიელ პარტიზანებს ( ხევსურეთიდან, თუშეთიდან, სვანეთიდან, უამრავი გზა მარტო მე ვიცი საცალფეხო ბილიკები ჩრდილოკავკასიაში გადასასვლელი ). წარმოგიდგენიათ ჩრდილოკავკასიაში რა მოხდება ? მაგ იარაღის გარეშე რა ხდება და მაგ იარაღით რა მოხდება. ამავდროულად ჩრდილოკავკასიაში გადასასვლელი საცალფეხო ბილიკებით ( რომელთა ბოლომდე გაკონტროლებაც ბუნებრივი პირობების გამო შეუძლებელია ) პერიოდულად მალულად გადავა ქართველთა და ამერიკელთა მცირერიცხოვანი სპეციალურ გაწვრთნა გავლილი დავერსიული სპეცდანაყოფები, რომლებიც მისცემენ მითითებებს ჩრდილოკავკასიელ პარტიზანებს და ასევე დაგეგმავენ დივერსიულ აქტებს რუსეთის ფედერაციაში სამხედრო ბაზებთან და პოლიციის შენობებთან ( პრინციპში ამერიკა უკვე აკეთებს მაგას მაგრამ აქ ბაზების გახსნის შემთხვევაში ათასმაგად გაუადვილდება ეგ საქმე ). წარმოგიდგენიათ ჩრდილოკავკასია რა სისწრაფით გამოეცლება რუსეთს ხელიდან ? ეგ უნდა კიდევ რუსეთს ? როგორ გგონიათ რას დაუპირისპირებს ამ ყველაფერს რუსეთი ? დაბომბავს საქართველოს ? ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკა რისთვის უნდა განლაგდეს როგორ გგონიათ ? როგორ გგონიათ რუსეთის გორბაჩოვის და ელცინის დროინდელ თვითმფრინავებსა და რაკეტებს შეუძლიათ ამერიკის უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკის გაუუვნებელყოფა ? ანტისარაკეტოსთან ერთად უნდა განთავსდეს სარაკეტო და ანტისარაკეტო ტექნიკა. თქვენ იცით რა ძალა აქვს პეტრიოტის და ჯაველინის ტიპის რაკეტებს ? რუსების ისკანდერები მაგათთან შედარებით პულკის ლაგატკებია. ეს ყველაფერი თეორიის დონეზე, იმ შემთხვევაში თუ დაბომბვა გადაწყვიტა რუსეთმა ( რასაც ვერ გაბედავენ ), მაგრამ თქვენ როგორ გგონიათ რუსები გაბედავენ და ამერიკის სამხედრო მოკავშირის დაბომბვას გაბედავენ რომლის ტერიტორიაზეც ამერიკული ბაზები დგას და ამით ავტომატურად ომს გამოუცხადება ამერიკას ? წარმოგიდგენიათ ამის საპასუხო რექაცია ამერიკა ბრიტანეთისგან ? ჯვარედინ რაკეტების წვიმაში მოყვება საქართველოდან და პოლონეთიდან და რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია ოცდაოთხ საათში დიდ შავ სამარეს დაემსგავსება. არავინ არ თქვას რომ ეს მესამე მსოფლიო ომი იქნებაო, რუსეთს არ აქვს იმის ძალა რომ მასთან ამერიკა ბრიტანეთის ომი მესამე მსოფლიო ომი იყოს. მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ომი ერთმანეთთან ( რაც გამორიცხულია ) ან ამერიკა ჩინეთის ომი ერთმანეთთან ( ჩინეთი ამერიკა ბრიტანეთის შემდეგ მესამეა შეიარაღებით მსოფლიოში ), ჩინეთს არანაკლები ტექნიკა და არანაკლები ბირთვული იარაღი გააჩნია ამერიკაზე და მაგათი ომისგან მართლა ღმერთმა დაიფაროს მსოფლიო ( არც მოხდება ), მაგრამ რუსეთი არ არის ის ძალა მაგათთან ომი მესამე მსოფლიო ომს შეადაროთ . მათი ბირთვული ქობინები და ბირთვული რეაქტორები ამერიკულ და ბრიტანულ ანტიბირთვულ პროგრამასა და ტექნიკასთან შედარებით უვნებელი გასართობია და მათი საუკეთესო რაკეტები ისკანდერები უბრალოდ ღიმილისმომგვრელია ამერიკულ და ბრიტანულ ( რომელიც ამერიკის პირველი მოკავშირეა და ამერიკასაც აღემატება სამხედრო ტექნიკის ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად საზღვაო სამხედრო ფლოტით ) ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკასთან შედარებით. რუსეთს მხოლოდ ჩვენ და ჩეჩნები რომ დაგვამარცხოს მაგისთვის სამყოფი სამხედრო ტექნიკა აქვს. იცის ეს მშვენივრად ამერიკამაც და რუსეთმაც და ამიტომ იკიდებს ამერიკა ფეხებზე რუსეთის აზრს და განათავსებს ამ ტექნიკას ჯერ პოლონეთში, შემდეგ ბულგარეთში რუსეთის პანიკური რეაქციის მიუხედავად. ასე რომ თუ საქართველო გახდება სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე და მოხდება ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამერიკის გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკის განლაგება, რუსეთი იძულებული გახდება წავიდეს დათმობაზე მათთვის ყველა იმ საფრთხის გათვალისწინებით რაც ჩამოვთვალე ( განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიური პარტიზანებისა და სეპარატიზმის საფრთხის გათვალისწინებით, თუმცა ადრე თუ გვიან ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები მაინც გამოეყოფიან რუსეთს და მე მათ ვგულშემატკივრობ თავისუფლებისათვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში ). თუ რუსეთი საქართველოდან ვერ დაინახავს დამანგრეველ საფრთხეს ისე არ გწავა დათმობაზე, ეს არის რუსების სუსტის მჩაგვრელი შოვინისტური ბუნების ნიშანთვისება. რუსეთი არასდროს წავა სუსტთან და მათთვის უსაფრთხო ქვეყანასთან დათმობაზე. -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე ვარ ადამიანი რომელიც ოპოზიციურად ვარ განწყობილი სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ოპოზიცია თავისი ლოიალობით რუსული ოკუპაციის მიმართ მაიძულებს ვიყო ნეიტრალი მათსა და სააკაშვილს შორის არჩევანში. არც თარგამაძეს ვთვლი ეროვნულად პოლიტიკოსად. სხვათა შორის იმ ,,პადოშა'' თავად არ აპირებს პრეზიდენტობას და ამისთვის შესანიშნავი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს შერჩეული - კოტე გვასალია. თუ იცით ვინმემ ვინ არის ეს ადამიანი ნამდვილად ვერ შემეკამათებით. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ საარჩევნო გარემოში, ნორმალურ საზოგადოებაში მაგ ადამიანს ნამდვილად ვერ მოუგებდა დღესდღეობით მოქმედი ვერცერთი ქართვლი პოლიტიკოსი არჩევნებს -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ალასანიას ალიანსი ოფიციალურად ნატოში შესვლას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამაშია ძარლის თავი დამარხული. ჩვენ პოლიტიკურად გვჭირდება რომ მუდმივად ვისწრაფოდეთ ნატოსკენ, მაგრამ ისიც ნათელია რომ სანამ ოკუპირებულია ქართული მიწები, დასავლეთ ევროპის ქვეყნების გარეწარ ლიდერთა მეშვეობით მინიმუმ ძალიან გაჭირდება ნატოში შესვლა. ამიტომ არსებობს მეორე უფრო მოკლე და რეალური გზა მილიტარიზაციისა და უსაფრთოებისთვის. ეს გზა არის ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება ( როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის ). რომელიც ნატოში შესვლისგან განსხვავებით დამოკიდებულია ორი სუვერენული სახელმწიფოს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ნება სურვილზე და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება. დავიბრუნებთ ან იარაღის ძალით, ან რუსების მხრიდან ამ იარაღის შიშით ( ამერიკულ გამანადგურებელ ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, ანტიბირთვული, სარაკეტო ტექნიკას ვგულისხმობ ). ამ მოვლენათა პარალელურად ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ნატოსკენ, მაგრამ თუ არ მოხდება ცვენი ნატოში მიღება ამ პუნქტების განხორციელების შემტხვევაში ეგ დიდი ტრაგედია აღარ იქნება. მე არ ვამბობ რომ ომი გარდაუვალია, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ რამდენიმე წელიწადში არ გავიდა რუსეთი საქართველოს სრული ტერიტორიიდან და იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ რომ არც ამერიკის ზეწოლამ არ გამოიღო შედეგი. თუმცა რა თქმა უნდა უმჯობესია დიპლომატიური ომით დაბრუნება ( და არა რუსეთთან მოლაპარაკებით, ასეთი რაღაც უბრალოდ გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ რუსეთი საქართველოში განლაგებულ ამერიკის გამანადგურებელ ტექნიკას არ დაინახავს, გახსოვდეთ რუსეთი დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინახავს რომ საქართველო არის ჰიპერმილიტარისტული, გლობალურად შეიარაღებული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ამერიკის გამანადგურებელი ტექნიკა და მიხვდება რომ უმჯობესია დათმოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ვიდრე მოყვეს ამერიკული მასობრივი განადგურების იარაღის ცეცხლის ქვეშ. სუსტ და მუხლებზე მხოხავ საქართველოსთან რუსეთი დათმობაზე არასდროს არ წავა ). გაიგეთ რომ რუსეთი თუ წავა ჩვენთან დათმობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და დაინახავენ აქიდან განადგურების მუქარას. რუსები არ არიან ფანატიკოსი მუსულმანები რომ თავიანთი პრინციპების გულისთვის სიკვდილზე და რუსეთის გადაბუგვაზე წავიდნენ. დამიჯერეთ როდესაც მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და საქართველოს გლობალური შეიარაღების მქონე ქვეყნად ქცევა, რუსებში უბრალოდ ამუშავდება შიშის სინდრომი და გაიყვანენ ჯარს საქართველოდან. თუ არ შეეშინდებათ და ვერ დაინახავენ საფრთხეს არ გავლენ, ეს არის ბუნების კანონი და რუსული შოვინისტური ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისება. აი ეს იცის ძალიან კარგად ალასანიამ, მაგრამ ერთი სიტყვით არ ახსენებს ამერიკასთან სამხედრო მოკავშირეობის გაფორმებას და საქართველოში ამერიკის ბაზების განლაგებას. ნატოში გაწევრიანებას კი ემხრობა სიტყვიერად, მაგრამ მშვენივრად იცის რომ ამ ეტაპზე ალბათ არარეალურია სამწუხაროდ და კრემლს ზუსტად ამერიკული ბაზების ეშინია, თორემ ნატოში გაწევრიანება სულ ებრალიძემ რომ იყვიროს მაინც სასურველი კანდიდატი იქნება მათთვის ( შეიძლება ხალხის დასაბნევადაც შეატანინონ პროგრამაში ამა თუ იმ ლიდერს ), იმიტომ რომ იციან ჰყავთ ნატოში მესამე კოლონა დასავლელ ევროპელი გარეწარი ლიდერების სახით და ყოველთვის დაბლოკავენ ჩვენს მიღებას თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა. ასე რომ იციან კრემლში რომ სამწუხაროდ არარეალურია ჩვენი ნატოში შესვლა ამ ეტაპზე -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კარგად წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ვხედავ რომ შევარდნაძის ახალგაზრდა მაკეტი ბრუნდება პოლიტიკაში შევარდნაძისეული ორმაგი თამაშით. სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც აღაედგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან და სანამ არ მოხდება საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია, მოღალატეობრივი და ანტიეროვნული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას არ წარმართავს ანტირუსული კუთხით საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი წვრილმანი პუნქტის გათვლით. საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია მოხდება მას შემდეგ რაც საქართველო გახდება ამერიკის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე და ამ მოკავშირეობის საფუძველზე მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება. დავიბრუნებთ ან იარაღის ძალით, ან რუსების მხრიდან ამ იარაღის შიშით ( ამერიკულ გამანადგურებელ ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, ანტიბირთვული, სარაკეტო ტექნიკას ვგულისხმობ ) მე არ ვამბობ რომ ომი გარდაუვალია, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ რამდენიმე წელიწადში არ გავიდა რუსეთი საქართველოს სრული ტერიტორიიდან და იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ რომ არც ამერიკის ზეწოლამ არ გამოიღო შედეგი. თუმცა რა თქმა უნდა უმჯობესია დიპლომატიური ომით დაბრუნება ( და არა რუსეთთან მოლაპარაკებით, ასეთი რაღაც უბრალოდ გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ რუსეთი საქართველოში განლაგებულ ამერიკის გამანადგურებელ ტექნიკას არ დაინახავს, გახსოვდეთ რუსეთი დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინახავს რომ საქართველო არის ჰიპერმილიტარისტული, გლობალურად შეიარაღებული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ამერიკის გამანადგურებელი ტექნიკა და მიხვდება რომ უმჯობესია დათმოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ვიდრე მოყვეს ამერიკული მასობრივი განადგურების იარაღის ცეცხლის ქვეშ. სუსტ და მუხლებზე მხოხავ საქართველოსთან რუსეთი დათმობაზე არასდროს არ წავა ). დაიმახსოვრეთ რუსეთი თუ წავა მხოლოდ ჩვენთან დათმობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და დაინახავენ აქიდან განადგურების მუქარას. რუსები არ არიან ფანატიკოსი მუსულმანები რომ თავიანთი პრინციპების გულისთვის სიკვდილზე და რუსეთის გადაბუგვაზე წავიდნენ. დამიჯერეთ როდესაც მოხდება საქართველოში ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის. ანტიბირთვული ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განთავსება და საქართველოს გლობალური შეიარაღების მქონე ქვეყნად ქცევა, რუსებში უბრალოდ ამუშავდება შიშის სინდრომი და გაიყვანენ ჯარს საქართველოდან. თუ არ შეეშინდებათ და ვერ დაინახავენ საფრთხეს არ გავლენ, ეს არის ბუნების კანონი და რუსული შოვინისტური ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისება. აი ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს დეოკუპაციისთვის და არა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ილუზორული, მოღალატეობრივი პოლიტიკური კურსი და ეს ალასანიამ მშვენივრად იცის, ისევე როგორც მშვენივრად იცოდა შევარდნაძემ. მე ვარ ადამიანი რომელიც ოპოზიციურად ვარ განწყობილი სააკასვილის მიმართ, მაგრამ ოპოზიცია თავიანთი ლოიალობით რუსული ოკუპაციის მიმართ მაიძულებს ვიყო ნეიტრალი მათსა და სააკაშვილს შორის არჩევანში. მერაბ კოსტავას საზოგადოებას ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტი პროგრამაში აქვს შეტანილი. მიუხედავად იმისა პრორუს კოლაბორანტებს აქვთ თუ არა ამის სურვილი მერაბ კოსტავას საზოგადოება კოსტაველები მალე დაბრუნდება დიდ პოლიტიკაში და აუცილებლად მოჰყვება ფსევდოეროვნული ძალების ( მაგალითად ფორუმის ) და ფსევდოდასავლური ძალების ( მაგალითად ალასანიას ალიანსის ) პოლიტიკური გაკოტრება. P.S. ვაჟა ადამია დაახლოებით ერთ კვირაში გამოდის ციხიდან -
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ვერც ამ ხელისუფლებას ვატყობ საიმისოს ვერაფერს რო რუსეთთან კომპრომისზე არ წავა და დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენს რუსეთთან სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე. არადა ის პარტია რომლის ყველაზე დიდი იმედიც მაქვს და რომელიც ყველაზე ეროვნული, პროდასავლური და ანტირუსული პოზიციით გამოირჩევა და დეოკუპაციამდე გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რეგისტრაციაში არ გაატარეს ( მერაბ კოსტავას საზოგადოება ) -
ირაკლი ალასანია - “მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სერიოზულად დაიწყოს საქართველომ ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან” “აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს. დღეს უკვე ნათლად დგება ის პრობლემა, თუ როგორ შევქმნით რეგიონული უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, რომელიც საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაში ხელს შეუწყობს... ამ მხრივ, მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სერიოზულად დაიწყოს საქართველომ ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი” / ირაკლი ალასანიას აზრით, თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. “მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რეალურად დაიწყებს გზების ძიებას, როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან. მე დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ვერ ვხედავ, რომ რამე ფორმით მაინც შეიცვალოს არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ. მაგრამ, ამასთანავე, რაც მალე მოხდება ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ერთმნიშვნელოვნად წინ წასწევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ გვჭირდება, რომ განვვითარდეთ, მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას, რათა განვავითაროთ საკუთარი ეკონომიკა, დავიწყოთ აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების გზით სიარული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია. “მივიჩნევ, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. სწორედ სასიცოცხლო ინტერესებში შედის ჩვენს იმ მეზობელთან, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელია, ურთიერთობების ნორმალურ ფარგლებში ჩაყენება. თავიდანვე გითხარით, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩინა ჩემმა შეხვედრამ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-რუსული ურთიერთობის მომავალზე და მისი მხრიდანაც დავინახე სურვილი, რომ ეს ერთიერთობები ბევრად უფრო ნორმალიზებული იყოს და წარიმართოს მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პირობებში. სწორედ ამ საუბრებში გამოითქვა ის მოსაზრება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა იქნება დასაწყისი ეტაპი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი ბევრად უფრო პრობლემურ და მწვავე საკითხების გადაწყვეტაზე”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “მე ასევე დავინახე, რომ ორმხრივ სახელმწიფო ურთიერთობებში არც ერთი საკითხი არ არის, რომლის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში ორმა ქვეყანამ ვერ შეძლოს. ამიტომაც დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს ასეთი ინტეგრაციული პროცესები, როცა ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ, ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საფრთხეები, რომ იქ ვითარების გამწვავება ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრისთვის წარმოადგენს საფრთხეს. პანკისის მოვლენები ყველას კარგად გვახსოვს და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს განმეორდეს. ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესშიც. ამიტომაც მგონია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი. რაც მთავარია, ჩვენ ამის ჩვენი ინტერესისთვის გამოყენება უნდა შევძლოთ”, - დასძენს ირაკლი ალასანია. “საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და მე უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ შს მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, როცა საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის სტაბილური ჩრდილოეთი კავკასია. გამწვავების შემთხვევაში საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც მოახერხებს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობებში ნდობის გაჩენას, მათთან მოლაპარაკების დაწყებას ევროპული სტრუქტურების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისთვის, შეძლებს ერთიან სივრცეში თანაცხოვრებაზე თანხმობის მიღწევას”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. “ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით. ეს, ჩემი აზრით, საქართთველოს უსაფრთხოებისა და განვითარების მთავარი წინააღმდეგობაა, რომლის დაძლევა, ასევე დასავლელ პარტნიორებთან ერთად შესაძლებელი გახდება, თუკი ჩვენ დროულად დავიწყებთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან... ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეთ იზოლაციაში, რომლის ნიშნები დღეს უკვე გაჩენილია. მე თუნდაც მიუნხენის კონფერენციიდან დამრჩა ისეთი განწყობა, რომ ჩვენს პარტნიორებთანაც კი საქართველომ რეალურად სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯების შემდეგ დაიწია პრიორიტეტებში და ეს სასწრაფოდ შესაცვლელია”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ის, რომ ობამა არ შეხვდა სააკაშვილს, რეალურად ნიშნავს თუ არა, რომ აშშ საქართველოს ისეთი აქტიური მხარდამჭერი აღარ იქნება?” - პასუხობს: “აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვისაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო ძალიან მტკივნეულად აღქმული, როცა ობამა არ შეხვდა სააკაშვილს. მით უმეტეს, რომ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონია... ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო და იგივე აშშ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზაზე მთავარ ნიშანს და შემდეგ უკვე ამაზე ააშენებს საკუთარ ურთიერთობას სააკაშვილის მთავრობასთან... სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს აღარ აქვს შესაძლებლობა, გამართოს მსოფლიო ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები და ეს ნიშნავს, რომ მისი ხელისუფლება ექცევა იზოლაციაში. ქვეყანაში ცვლილებები იქნება საწინდარი, რომ ჩვენ დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, ასევე მუზობლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით”.
-
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საგანგებო განცხადება
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო მართლა კუკავამ რომ თქვა ედეპე კომუნისტების დროს კრემლის მიერ შექმნილი პარტიააო, მაგ განცხადებას რა გაგრძელება მოჰყვა ვინც იცნობს კუკავას ახლოს ჰკითხოს და გაიგებს . იხილეთ პატარა ამონარიდი გოგა გოგნიაშვილის ინტერვიუდან : - გოგა, როცა ბრალს კაგებეშნიკობაში გდებენ, სურვილი არ გიჩნდებათ, მაგალითად, იგივე კახა კუკავას საქმე კაცურად გაურჩიოთ? - კაცურად კაცებთან არჩევენ, რაც შეეხება კუკავას, ეს ახლა არასაინტერვიუო თემაა... -
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საგანგებო განცხადება
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ ვამართლებ ედეპეს ზვიადის დროინდელ ამბებში, თუმცა ვერავინ უარყოფს რომ გია ჭანტურია რუსულმა ძალებმა მოიცილეს თავიდან და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაატარებდა აბსოლიტურად ანტირუსულ და დასავლურ პოლიტიკას და საქართველო დაუყოვნებლივ დატოვებდა ესენგეს, გაუუქმებდა რუსეთს სამშვიდობო მანდატს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მიანიჭებდა რუსეთს ოკუპანტის სტატუსს და სახელმწიფო დონეზე დააყენებდა დეოკუპაციის საკითხს და დღევანდელზე მეტად დაუძლურებული და ჩეჩნეთის ომში ჩაფლული რუსეთი ვერ შეძლებდა წინააღმდეგობა გაეწია მსოფლიოს ზეწოლისთვის საქართველოს დეოკუპაციის კუთხით. დღეს ედეპეს აბსოლიტურად სწორი და ეროვნული პოზიცია უკავია -
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საგანგებო განცხადება
shamili replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
განსხვავება დიდი იყო, ჯერ ერთი ჭანტურია ელცინთან არ მიდიოდა შეხვედრაზე და ზოგადად რუსეთში კონფერენციაზე ( თუ არ ვცდები რაღაც კონფერენციაზე მიდიოდნენ მაშინ ) წასვლა დანაშაული არ არის, მეორეც საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდა გაწყვეტილი. P.S. მე მაშინ ხუთი წლის ბავშვი ივყავი და სულ არ მაინტერესებს მაშინ ვინ ვისთან იყო დაპირისპირებული, ჩემთვის ზვიადიც და გია ჭანტურიაც უდიდესი ქართველები იყვნენ, რომელთა დაპირისპირებაც ბედის მწარე დაცინვა იყო საქართველოსთვის. ზვიადი და გია ჭანტურია ერთ იდეას ემსახურებოდნენ და ამიტომ ერთმა ძალამ გადაკიდა ერთმანეთს და ერთმა ძალამ მოიშორა ორივე. დიდი უბედურება იყო საქართველოსთვის მათი ერთმანეთზე გადამტერება, ისევე როგორც გივი ამილახვრისა და შანშე ქსნის ერისთავის გადამტერება ერთმანეთთან. -
აღიარონ რუსების მიერ ჩერქეზთა და ქართველთა გენოციდი და ჩვენც ვაღიარებთ
-
დროზე უნდა ალაგმონ ეგ სეპარატიზმის სენით შეპყრობილი გრძელი ასლანა, თორემ მერე შესაძლოა უფრო გართულდეს საქმე
-
გაიოზ მამალაძე წმიდა ილია მართლის მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: `მამული, ენა, სარწმუნოება~ დღესაც გამოხატავს ქართული ნაციონალიზმის სამ მთავარ პოსტულატს, თუ შეიძლება ითქვას, სამ მთავარ ვერტიკალურ პოსტულატს. არავითარი მტკიცება არ სჭირდება, რომ ქართულობის ეს სამება ჩვენი თავისთავადობის უმთავრესი საფუძველია. ამას ეყრდნობა ჩვენი იდეოლოგია. მამული, ენა, სარწმუნოება არის სამი აუცილებელი პირობა, რათა ჩვენ ჩვენვე ვიყოთ და არა არავინ. ეს პოსტულატები ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგვათავზებთ. ახლა განვიხილოთ ილიასეული სამი პოსტულატი, რომლებსაც თავისი განმარტებები აქვთ. მამული ქვეყანა, სამშობლო არის ადამიანთა ერთობისთვის, ერისთვის ის სასიცოცხლო არეალი, გეოგრაფიული გარემო, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული ერი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმიერი ერთეულია. მიწა, სამშობლო მხარე, ქვეყანა არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე, წარღვნიდან წარღვნამდე, მეორედ მოსვლამდე ცხოვრობდეს ერი და ვითარდებოდეს. სადაც იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები და თაობები. სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასის სახსოვარია ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ეს არის ის საკუთარი თიხა, რომლისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა და რომლადაც იქცა ქართველთა ეთნარქების თუბალის, მოსოხის, კარდუს სათაყვანებელი ძვლები. მრავალი ერი მოიაზრებს საკუთარ სამშობლოს დედამიწაზე საუკეთესო ადგილად, ედემად. ასევე ქართველიც. არის ლეგენდა, რომ სანამ ქართველები ბოროტ გველეშაპს ებრძოდნენ, ღმერთმა ყველა ხალხს გაუნაწილა ქვეყნიერება და რადგან აღარაფერი დარჩა დაგვიანებული ქართველებისათვის, თავისთვის შემონახული საუკეთესო ნაწილი დედამიწისა გველეშაპებთან მებრძოლებს დაუთმო. ქართული და, საერთოდ, ქრისტიანული წარმოდგენით, ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ა. შ. საქართველოს საზღვრები არის განსაზღვრული თავად ღვთის მიერ და ეს ისტორიულადაც არის დადგენილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მოცემულის განიავება, ღალატი. სწორედ ამიტომ დასაბრუნებელია, რაც დაკარგულია. ენა ენა არის კომუნიკაციის საშუალება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იგი საერთო გვაქვს ქართველებს (აქვე შეიძლება გავიხსენოთ, რომ ენაც სამი გვაქვს ქართველური, ანუ აქაც სამებობაა). საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. ქართულად მივმართავთ ღმერთსაც. ღმერთიც ქართულად გვესიტყვება. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კაცის წარმოდგენაში ქართული ენა არის ლაზარე, ღვთის საუკეთესო მეგობარი. ქართველს სჯერა, რომ ღმერთს მისი ენისა ყველაზე უკეთ ესმის, რომ მისი ენა პირველადია, უძველესია, და ერთადერთი იქნება, რომ ქართული ენით განისჯება კაცობრიობა და რომ თავად უფალი ამ ენით საუბრობს. ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი. მესიანისტური იდეოლოგია მრავალ ერს აქვს. მეცნიერები მართლაც ამტკიცებენ ქართული ენის უძველესობას, მის სიახლოვეს სავარაუდო უძველეს საერთო კაცობრიულ მეტყველებასთან. სულთმოფენობის დღეს სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა თავად ღვთისმშობელი და ივერია არგო განსანათლებლად. სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა წმიდა მოციქულები ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა, შემდეგ წმიდა ნინო, შემდეგ ათცამეტი ასურელი მამა, შემდეგ ეფთვიმე მთაწმინდელი ღვთისმშობლის გამოცხადებამ და ა. შ. ქართული ენა არის თვითგამოხატვის ერთერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ მდიდარია ჩვენი ენა, მაშასადამე, საკმაოდ თვითგამოხატულნი ვართ. კარგად თვითგამოხატვა აუცილებელი ფსიქოლოგიური პირობაა ადამიანისთავის. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კარგად საუბარს წყაროს ადარებს, მაცოცხლებელ წყაროს, სიცოცხლის წყაროს. წყალი ქართულ წარმოდგენაში სიცოცხლის უმთავრესი პირობაა. ქართული ენით შესაძლებელია ყველაფრის გადმოცემა, მათ შორის, სახარებისა და ვეფხისტყაოსნისა. სარწმუნოება ქრისტეს სჯული არის სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ადვილად მივიღეთ. რომელსაც ველოდით, რომლისთვისაც მზად ვიყავით. ვინაიდან იმთავითვე ჩვენი ჩვეულებანი იყო ისეთი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის მიღება შეგვეძლო. სხვათაგან განსხვავებით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ქალიც ადამიანია, რომ მასაც აქვს სული და `ლეკვი ლომისა სწორია~. ჩვენ გვჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს უმწიკვლო ქალი, დედა და ამიტომ შევძელით გვეცნო ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. თუკი ღმერთი არსებობს, მაშ, უბიწოდ ჩასახვაც შეიძლება, ვფიქრობდით ჩვენ და ვიცანით სიტყვა. თუკი აქ ვცხოვრობთ, შესაძლოა, მერეც ვიცოცხლოთ, ვიცოდით ჩვენ და მაცხოვარი ვირწმუნეთ. ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ, რომ უფალს მართლაც ეტკინა მათრახები და ჯვარზე გაკვრა. ეტკინა იმიტომ, რომ თავისი ტკივილით, წამებით, ჯვარზე გაკვრით, სიკვდილითა და აღდგომით გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და მარადიული ცხოვრება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაშ, თუ მას ორი ბუნება არ ექნებოდა, ღვთიური და ადამიანური, როგორღა ეტკინებოდა. ღვთიურ ბუნებას როგორ ეტკინება და თუ არ ეტკინებოდა, მისი ტანჯვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი, მისი ტანჯვა ხომ თვალთმაქცობა იქნებოდა, ტყუილი იქნებოდა. ვაჭარი ხომ არაა უფალი. თავად სიწმინდეა იგი და ამიტომ ვიწამეთ ჩვენ ალალებმა დიოფიზიტობა. ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ ღვთიური სიალალე. რაც ვიწამეთ, მას შევწირეთ ყველაფერი, შევეწირეთ თავადაც. როცა ვამბობთ, სარწმუნოებას შევწირეთო ყველაფერი, იგულისხმება, რომ სხვაგვარად არ შეგვეძლო. არ შეგვეძლო ღვთის ღალატი და არ შეგვეძლო საკუთარი თავის, ჭეშმარიტების, სიმართლის ღალატი, თუნდაც ფორმალურად. რაც ჭეშმარიტი არ არის, ვერ ვირწმუნებდით ბრძენნი. ვერ დაიჯერებ დამახინჯებულ სიმართლეს. ყოველი სარწმუნოება კარგია და საშუალებაა ღმერთთან მიახლებისა, მაგრამ მართლმადიდებლობა ყველაზე სრულყოფილია. ნურავინ შემეკამათება, ისლამი ბიძაშვილის ცოლად მოყვანას არ კრძალავს, პირიქით, იეზიდიზმიც ავალდებულებს, ასევე იუდაიზმი, არ კრძალავს კათოლიციზმიც. ასეთი რამე როგორ შეიძლება ღმერთს მოეწონოს. კაცმა, ვაჟკაცმა როგორ შეიძლება ბიძაშვილს შეხედოს როგორც ქალს? იგიც ხომ დაა! როგორ შეიძლება ძმის ქვრივზე ქორწინება? მოკლედ, კაცისათვის ეს სარწმუნოებანი მახინჯი ფორმებია ღმერთთან მიახლოების. ზუსტად ამიტომ ვძულდით კომპლექსიანებს. ზუსტად ამიტომ გვანადგურებდნენ, გვწყვეტდნენ ასე გააფრთებით. მათ დედებს ხომ მათი ბიძები უწვებოდნენ, მათი გენები ხომ დაჩლუნგებული იყო სისხლისაღრევით. უგუნურებს ხომ ეზიზღებათ გონიერები, მახინჯებს ლამაზები, ბოროტებს კეთილნი. ჩვენ ტრადიციონალისტები ვართ, კონსერვატორები. თითქოს ამიტომ არ ვუღალატეთ მრწამსს და არ მივიღეთ ფილიოკვე. თითქოს ეს მხოლოდ თეოლოგიური საკითხია და მეტი არაფერი. სინამდვილეში მრწამსის შეცვლამ ევროპაში გამოიწვია რეფორმაცია (პრინციპში პირველი რეფორმაცია იყო ფილიოკვე _ `და ძისაგანაც~ _ გამომავლობა სული წმიდისა). რეფორმაციამ გამოიწვია კონტრრეფორმაცია ისტერია, დევნა, კოცონები, ხოცვა-ჟლეტა. კონსერვატიზმი, ტრადიციონალიზმი ჩვენი სიბრძნე ყოფილა. ჩვენი სიჯიუტე გამართლებული ყოფილა. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენს მიერ ქრისტიანობის შენარჩუნება ჩვენი სიჯიუტის დამსახურებააო. იქნებ ასეცაა. ნაციონალიზმის ზოგიერთი უცხოელი თეორეტიკოსი სიჯიუტეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელ სტილად მიიჩნევს. მაგალითად, კაცმა შეიძლება თქვას, რომ ვარ ნაციონალისტი და ამიტომ მტერს ჯიუტად არაფერს დავუთმობ. კაცი ვარ და ასე მინდა, მორჩა და გათავდა. სინამდვილეში ასეთი სიჯიუტე არ არის მხოლოდ ახირება. ასეთი სიჯიუტე არ არის პრინციპულობა პრინციპულობისთვის. ეს არის ცოდნა, ცნობიერი ან ქვეშეცნეული. ეს არის სიბრძნე, დაგროვილი თაობების მიერ. დიდი მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილი თაობების გამოცდილებას, მათ მაგალითს, ასე ვთქვათ, მათ კარნახს. საქართველოში, ალბათ, ვერ მოვნახავთ კაცს, რომელიც მამის მაგალითით არ ცხოვრობდეს (ან ბაბუის), თუნდაც ის მამა დიდი ხნის გარდაცვლილი იყოს. საქართველოში ყველა ეთათბირება ხოლმე გარდაცვლილ მამას. თათბირი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს `კითხვა-პასუხს~, არაა ლაპარაკი `საუბარზე~, ისედაც ყველაფერი გარკვეულია, ისედაც `მამამ ასწავლა~, `მამამ ასე გააკეთა~, `ბაბუამ უამბო~ და ა.შ. თქმაც არაა აუცილებელი, ხშირად ასეთი `საუბრები~ განპირობებულია თაობათა გამოცდილებით. მე მყავდა ლექტორი ბეჟან ბარდაველიძე. ერთხელ, გამოცდების მოახლოებისას, მან რამ განგვიცხადა: `ნურავინ იფიქრებს, რომ შეღავათს გავუწევ. ვისაც არ ეცოდინება, ნიშანს არ დავუწერ. მე კეფაში ვგრძნობ ჩემი წინაპრების მზერას. სულ მალე მე მოვკვდები და არ მინდა ნაწყენი შემხვდნენ. მინდა ვალმოხდილი და პირნათელი შევხვდეო მათ~. დარწმუნებული ვარ, პირნათელია იგი ზეციურ საქართველოში. ფრანგმა ეთნოფსიქოლოგმა ლებონმა ასეთი რამ თქვა: `ნაცია არის მარადიული არსება, რომელიც არ ექვემდებარება დროის მსველობას, იგი შედგება არა მარტო მოცემულ ეტაპზე მცხოვრები ინდივიდებისაგან, არამედ მთელი წყება გარდაცვლილთაგან, რომელნიც იყვნენ მათი წინაპრები. წინაპრები მართავენ მთელ განუსაზღვრელ მხარეს ქვეცნობიერებისას, რომელსაც ექვემდებარება გონებისა და ხასიათის ყველა გამოვლინება. ერის ბედს ცოცხლებზე მეტად განკარგავენ გარდაცვლილი თაობები. გარდაცვლილთა თაობები არა მარტო გადმოგვცემენ ერის ფიზიკურ აღნაგობას, არამედ აზრებსაც და იდეებსაც. მიცვალებულნი, უდავოდ, ერთადერთი განმგებლები არის ცოცხალთა~. ფრანსუა ლებონის სიტყვებს მე დავამატებდი მომავალ თაობებსაც, ჯერ დასაბადებელ თაობებს, რომელთა ბედნიერებისათვის გვინდა, რომ ისინი ჩვენ გვგავდნენ, ანუ ჩვენი წინაპრების გამოცდილებითა და სიბრძნით ცხოვრობდნენ და არა ბიძაშვილების არმცოდნე დაცემულების მახინჯი სარწმუნოებით და ფსიქოლოგიით. სხვათა შორის, ნაციონალიზმი არის როგორც სულიერი უკვდავების საშუალება, ასევე ერთგვარად ფიზიკურისაც. სასიამოვნოა შეგნება იმისა, რომ ჩვენი შვილთაშვილები და მათი შვილები ისეთივე ლამაზები იქნებიან, როგორც ლამაზები ყოფილან და არიან ქართველები. ჩვენი მსგავსები იქნებიან. ღირს ამისთვის ბრძოლა. დიახ, გარდაცვლილი თაობების თავდადება ქრისტიანობისათვის არ ყოფილა მხოლოდ სიჯიუტე ან ვაჟკაცობა. იგი განპირობებული იყო გარდაცვლილი თაობების მიერ დაგროვილი სიბრძნით. დღეს, მართალია, ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ უნდა ითქვას, ეს არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათზე განხორციელებულმა რელიგიურმა დევნამ თავისი გაიტანა: საინგილოში, ტაო-კლარჯეთში, ქალდია-ტრაპიზონში, ფერეიდანში მცხოვრები ქართველები მუსულმანდებოდნენ, თუმცა მთავარი საფუძვლები, რომელთა გამოც მართლმადიდებლობა ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ჩვენთვის თავის დროზე, მათ, გამაჰმადიანებულ ქართველებს შენარჩუნებული აქვთ: დედის თაყვანისცემა, ქალის პატივისცემა, ბიძაშვილ-ნათესაობა, ენა (დიდ ნაწილს, კარგად), მამულის მონატრება, სიბრძნე. ეს კარგად გამოჩნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტებისას ირანში და თურქეთის სახელმწიფოში. პერსპექტივაში ისინი გაცილებით კარგი ქრისტიანები იქნებიან, ვიდრე ვართ დღევანდელი ქრისტიანი ქართველები. დრო ყველაფრის მკურნალია, სიბრძნე და ცოდნა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ეს საკითხი ძალიან ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ ამ პრობლემას დიდი ხანია მივუძღვენით წერილი `აღმსარებლობა და ქართული ნაციონალიზმი/ერთობის ფორმულა~, სადაც ვწერთ, რომ დღეისათვის მართლმადიდებლურ საქართველოში მცხოვრებ ქართველთა და მუსლიმან, სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ქართველთა ერთობისათვის არ არსებობს ბარიერი. ზემოთაღნიშნულ წერილში ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ქართველთა ერთობის ფორმულა, რომელიც მისაღები იქნება ყველა პატიოსანი ქართველისათვის, მიუხედავად აღმსარებლობისა და რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ დიდი და დიადი საქართველოს აღდგენას: ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე დღეს და მომავალში ქართველთა ერთობა და სახელმწიფოებრიობა უნდა დაეფუძნოს წარმოშობის (გენის), მსოფლმიმართების, კულტურის ერთიანობისა და საერთო ბედისწერის, საერთო მომავლის შეგნებას. ჩვენი მიზანია, არც ერთი ქართველი არ დაეკარგოს საქართველოს. ჩვენი პოზიციის მართებულობას ისევ დიდი ილიას სიტყვებით განვამტკიცებთ: `არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა~ (`ოსმალოს საქართველო~, თხზულებანი, ტ. IV). დიდი ილიას ზემოთაღნიშნული ფორმულა `მამული, ენა, სარწმუნოება~ დღესაც უკვდავ პოსტულატებად რჩება. ეს ფორმულა გამოხატავს ნაციონალიზმის ვერტიკალურ მიმართულებას. ფორმულა, როგორც ვთქვით, დაწყებულია მიწიდან მამული, მიემართება ენის მეშვეობით და სარწმუნოების სახით ღვთისკენ. საერთოდ ცნობილია, რომ დიდი ნაციონალისტები სამყაროსადმი ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ამაღლებულნი არიან ამქვეყნიურ ამაოებაზე: `მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა~. ისინი სამყაროს ვერტიკალურად განიცდიან, თუმცა კარგად იციან, რომ მათ ზევით არის ბევრი რამ: უფრო კარგი ადამიანები, მართლები, წმიდანები, ანგელოზები და ბოლოს ღმერთი. დიდი ნაციონალისტები საკუთარ თავს განიხილავენ იერარქიაში, მაგრამ სულაც არ წყდებიან მიწასაც, ჰორიზონტსაც და სურთ ვერტიკალურად მათზე ზემოთ მდგომების მეშვეობით, პარადიგმებით გააუმჯობესონ მათზე ქვემოთ მყოფთა შეგნება და ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, და არა მარტო მიწიერი. საერთოდ, თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემაში. როგორც ვთქვით, წმიდა ილია მართლის პოსტულატები ვერტიკალური მიმართულებისაა. იგი ქვემოდან ზემოთ მზირალია. ზემოდან თუ წარმოვიდგენთ, უფალი სარწმუნოების მეშვეობით, ვერტიკალის მეშვეობით, ზემოდან ქვემოთ წამოსული ცოდნის მეშვეობით გასაგებ ენაზე, ჩვენს შემთხვევაში, ქართულ ენაზე, გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, გზას მასთან მიახლოებისა. რაც უფრო მართებულია სარწმუნოება, მით უფრო ახლოსაა ოთხმოცდაათ გრადუსთან მიწიდან ატყორცნილი ვერტიკალის ხაზი. მიწა-მამული არის ადგილი, სადაც ხდება ამქვეყნიური ცხოვრება-გამოცდა იმ ხალხისა, რომელსაც ღმერთი ესაუბრება ამა თუ იმ ენით. რომელმა ხალხმაც მეტ-ნაკლები სისწორით დაინახა ღვთისკენ მიმავალი გზა, რაც, როგორც ვთქვით, ზემოთმიმავალი ხაზის ვერტიკალურობის ხარისხზე, გრადუსზე აისახება. მამული არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობს ხალხი ერი. მამული არის ამა თუ იმ სარწმუნოების (სიბრძნის) მატარებელი ხალხის საცხოვრისი. ხალხი, ერი, თავის მხრივ, იყოფა თემებად, გვარებად, გვარები თავის მხრივ ოჯახებად, კომლებადაა გაშლილი. თუ ცენტრიდან, მიწიერი ცენტრიდან, მამულიდან წარმოვიდგენთ ჰორიზონტალურ ხაზსაც გაშლილს, მივიღებთ შემდეგ სურათს: მამული და ერი ერთ წერტილშია გადაკვეთილი, მერე ერი იშლება გვარებად, გვარები ოჯახებად, ოჯახები ინდივიდებისაგან შედგება. ე.ი. მივიღეთ ასეთი სურათი: ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება უზენაესს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა). ამ ჰორიზონტალური სამებისა და ვერტიკალური სამების მეშვეობით ინდივიდი უკავშირდება ღმერთს. ნებისმიერი წერტილის, რგოლის გამოტოვება, ნებისმიერი წერტილის არარსებობა ან ჯეროვანი დაუფასებლობა ჯებირებს უქმნის ინდივიდის განვითარებას, მის სამსახურს უფლისადმი. ყოველი წერტილი, ყოველი რგოლი უსათუო აუცილებლობა, გარდაუვალობაა, ბუნებრივი გადაჯაჭვულობაა. მაგალითად, თუ კაცს არ ჰყავს ცოლ-შვილი, ერთგვარად იგი სრულყოფილად ვერ დგას ქვეყნის სამსახურში. რაღაცას (შვილებს) მაინც აკლებს თავის ქვეყანას და საბოლოო ჯამში, ღმერთს. ლაპარაკია ერისკაცებზე და არა ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც თავისი ლოცვებითა და მოღვაწეობით ზრუნავენ ოჯახების სიმტკიცეზე, გვარების სიძლიერეზე, ერის ერთიანობაზე, მამულის დაცვაზე, ენის შეურყვნელობაზე და რწმენის განმტკიცებაზე. მთავარ საყრდენი წერტილების ერი-მამულის სიმფონიური მართვა- გამგეობისათვის ღვთის მიერ დადგენილი არის ორი ხელისუფლება, საერო და სასულიერო ხელისუფლება, მეფისა და პატრიარქისა. მაშასადამე, ინდივიდისათვის, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ცალარსი (ანუ არსი, მაგრამ ცალი, ე.ი. არა სრული არსი). ღვთის საუკეთესო სამსახურია ოჯახის, გვარის, ერის, მამულის, ენის, სარწმუნოების სამსახური. სხვათა შორის, ჩვენი ნათქვამის სიმართლის დასამტკიცებლად გავიხსენოთ ტესტები. ადამიანი, რომელიც შემთხვევით გაიცნობს მოგვარეს (ან დედის მოგვარეს, ან ბებიის) და სიხარულით არ აევსება გული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, მთლად კარგი ქართველი არ არის და მთლად კარგი ქრისტიანი. ასევე, ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს მამულის ბედი, ვერასოდეს იქნება ერთგული ქმარი ან ნამდვილი მამა. მაშასადამე, მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარის და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება.
-
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენს რა ძველი თაობის ეროვნულ-დემოკრატების საქმის გამგრძელებელს, რომელთაც თავი დადეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იდგა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში _ ჩვენი სამშობლოს ისტორიისთვის ამ ტრაგიკულ დღეს თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს შემდეგი: •როცა საქმე ეხება შენი ქვეყნის ბედს გვერდზე უნდა გადადო პოლიტკორექტულობა და საგნებს უნდა დაარქვა თავისი სახელი. •ჩვენი ერის ისტორიის მანძილზე არც ერთი იდეა ისე ძლიერად არ აერთიანებდა ჩვენ ხალხს, როგორც სწრაფვა ქვეყნის თავისუფლებისაკენ. ხოლო გუშინ, ჭადრაკის სასახლეში დაწყებული პროცესი _ ნოღაიდელის გარშემო პოლიტიკური ძალების თავმოყრა, სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საწინააღმდეგო გაერთიანებისა. •ამ პოლიტიკოსებმა შეგნებულად აირჩიეს ქვეყნის ინტერესების ღალატის გზა. ნათელია, რომ არჩევნების საფარქვეშ მზადდება ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება რუსული სცენარით. ძალაუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ქართველი მარიონეტი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ცნობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას კონფედერაციულ სახელმწიფოში, რაც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების და დამოუკიდებლობის დაკარგვის იურიდიული გაფორმება იქნება. •აი, ამ საფრთხის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო და ამ სიბინძურის უნდა აღუდგეს წინ ქართული საზოგადოება. •ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენს რა ქართული საზოგადოების ნაწილს, პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებს ოპოზიციის ერთიანობით შენიღბულ მოსკოვის "ანტიქართულ პროექტს"
-
ვარშალომიძეს რაღაც თავში ხომ არ აუვარდა ? ასლანობა მოუნდა ? საერთოდ გასაუქმებელია ეგ ავტონომია უფლებამოსილება კი არ უნდა გაუზარდონ. ფედერაციის უფლებები მოუნდა და უნდა დროზე ალაგმონ თორემ ღალატის სუნი უდის ამ ყველაფერს
-
განსხვავდება ძალიან ჩვენი სამფეროვანი დროშა მაგ გერმანული დროშისგან. მასე ირლანდიის, ირანის და იტალიის დროშების გაიგივებაც შეგიძლიათ ერთმანეთთან. თუ ძალიან თვალებს დავიბრმავებთ საფრანგეთისაც. სამფეროვანი დროშის შერჩევაზე მუშაობდნენ ექვთიმე თაყაისვილი, ივანე ჯავახიშვილი და იაკობ ნიკოლაძე და სამივე ფერს ისტორიული ახსნა მისცეს გამომდინარე იქიდან რომ ისტორიულად საქართველოს ჰქონდა სამი სახის შავი, თეთრი და შვინდისფერი დროშები და თითოეულს გააჩნდა საკუთარი ახსნა. რა შუაშია აქ გერმანიის იმპერიის დროშა.