Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. ეს თემა მე არ გადამიყვანია ამ რაკურსში მაგრამ ვერ შევეგუები ზვიადზე და საერთოდ ჩვენს ეროვნულ გმირებზე ტალახის სროლით ვინმემ საკუთარი კომპლექსები გადაფაროს
  2. მე არავის ვესვრი ტალახს მაგრამ ბალტინის ტანკები საქართველოში ზვიადმა შემოიყვანა თუ თქვენმა მამამაღჩენალმა ? სნგ-ში ზვიადმა შეათრია ქვეყანა თუ თქვენმა ედუარდ ბრწყინვალემ ? აფხაზეთი ზვიადმა გაყიდა თუ თქვენმა მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა ?
  3. გია ჭანტურიაზე და საერთოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე როცა რაღაცას წერთ მინიმუმ ინფორმაცია მაინც გადაამოწმეთ ეთიკის საქმეა . საქმე მაგაშია თვალწინ ისე ამოგვიხოცეს ერისკაცები მერაბი , ბედის უკუღმართობით ერთმანეთს გადაკიდებული ზვიადი და გია ჭანტურია , ზურა ჭავჭავაძე , რომ ხმა არ ამოგვიღია და ,,ნუგეშად''დაგვიტოვეს ეს წალიბერალო ფსევდოდემოკრატი მანქურთები მოქკავშირის სამი ქვედანაყოფის ( ნაცების , ბურჯანაძე ჟვანიას ალიანსის , მემარჯვენეების ) და სუკის ყოველივე ამაღლებულისა და ეროვნულის მოძულე რესპუბლიკელები და ჩვენც დავცუნცულებთ როგორც ჩვენისთანა უთავმოყვარეო ერს შეეფერება მათ მიტინგებზე და ვაწყობინებთ ჟამიდან ჟამზე შიდაგადატრიალებებს
  4. ვნახე საიტი და დამერწმუნეთ თუ თქვენც დაათვალიერებთ მართლა ვაჟკაცი და ეროვნული სულისკვეთების ხალხი უნდა იყვნენ და არა შეზღუდული შოვინისტები როგორც ბევრს შეიძლება ეგონოს
  5. არც მე რა თქმა უნდა მაგრამ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ვინმეს არ აერიოს სხვისი უმართებულოდ ლანძღვის უფლებასა და უხამსობების გავრცელებაში
  6. ვნახავ ეხლავე თქვენს საიტს , ძალიან დამაინტერესა
  7. შეგიძლიათ მოგვცეთ სიტყვა რომ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების განხილვაც კი არ მოხდება , იმ შემთხვევაშიც კი ყველა ცივილიზებულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ და ყველა საერთაშორისო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ რომ მოითხოვოს თქვენი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა ? შეგიძლიათ მოგვცეთ სიტყვა რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ განიხილება თქვენი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ფედერალური ან კონფედერაციული მოწყობის ვარიანტი ?
  8. ზუსტად ვერ ვიტყვი , რაღაც ალმანახი იყო გამოცემული მაგათი ალიანსის . ამას გარდა მაქვს წაკითხული ბერძენიშვილების , ხიდაშელ უსუფოვის , და დავით ზურაბიშვილის ნაშრომები რუსულ ენაზე სადაც წერია რომ საქართველოს პრიორიტეტი უფრო არის თავისუფალი სასამართლო ვიდრე ისეთი აბსტრაქტული მცნებები როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უწერიათ რომ აფხაზებსა და ოსებს აქვთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლეგიტიმური და მორალური უფლება
  9. რა უწერიათ და რომ მრავალსახელმწიფოენოვანი ფედერაციული რესპუბლიკა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის უმაღლესი მწვერვალია და რომ საჭიროა ამ კუთხით მუშაობა მათ შორის ჯავახეთსა და ქვემო ქართლში
  10. რა არი ცილისწამება მათი პარტიის გაზეთში ეწერა , უფრო სწორად ალიანსის გაზეთში . მე არ მითქვამს რომ პარტიის პროგრამაში უწერიათ მაგრამ მსჯელობენ მაგაზე
  11. მოდით უფრო ზოგადად ვთქვათ , ალიანსიც , ნაცებიც , მე დავამატებდი სანიკიძეც , ბურჯანაძე ოქრუაშვილიც , ებრალიძეზე საერთოდ ზედმეტია საუბარი წარმოადგენენ ანტიეროვნულ ძალებს . კონკრეტულად კი ნაცები წარმოადგენენ ცეერუს მიერ მართულ ანტიეროვნულ ძალას და მათი ანტიეროვნულობა ყველაზე მეტად წარმოჩინდა იმ ასპექტში როდესაც მათ ქვეყანა რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ამერიკის ბრძანებით არ გამოიყვანეს სნგ-დან და რუს ეგრეთწოდებულ სამშვიდობოებს არ გაუუქმეს ომამდე ანუ იმ პერიოდში როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა რუსეთსაც კი არ ქონდა აღიარებული , არ გაუუქმეს რუსეთს სამშვიდობო მანდატი და ომამდე რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებით ოფიციალურ დონეზე არ გამოაცხადეს რუსეთი ოკუპანტად . ბურჯანაძე რომ შევარდნაძე სააკაშვილის მოღალატეობრივი , ანტიეროვნული პოლიტიკის სისხლხორცეული ნაწილია მგონი ეჭვი არავის ეპარება და მასზე აღარ შევჩერდები მხოლოდ ერთს დავსძენ ოქრუაშვილზე ეს კაცი მას შემდეგ რაც ოპოზიციონერად მოევლინა ქართველობას გრიგოლიასთან ორი წლის წინ იმედზე ამბობდა რომ ხელისუფლებაში იმიტომ ჩერდებოდა რომ სურდა ომით დაებრუნებინა ცხინვალი და რო დარწმუნდა რო მშიშარა სააკაშვილი ამის ნებას არ მისცემდა კიდევაც წამოვიდა მთავრობიდან , აგვისტოს ომის შემდეგ კი უცხოურ გაზეთებს ინტერვიუებში ეუბნება რომ სააკაშვილი ამ ავანტიურას (ომს) მისი მინისტრობის პერიოდშიც გეგმავდა და იგი მუდამ წინააღმდეგი იყო ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეს გახდა მისი გადადგომის და სააკაშვილთან განხეთქილების მთავარი მიზეზი . რომელიმე ფიქრობთ რომ ეს ჯდება კაცობაში და არ ნიშნავს გადაფურთხებულის ალოკვას ? სანიკიძე გულუბრყვილო პრორუსია და ემხრობა კონფედერაციის ვარიანტს და ჩემთვის რადიკალურად მიუღებელია უთავმოყვარეო პრორუსული პოლიტიკა , ხოლო კონფედერაციაზე მსჯელობაც კი ჩემთვის სამშობლოს ღალატს ნიშნავს . რესპუბლიკური პარტია რომ აფხაზეთის აღიარებას და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ემხრობა მგონი ახალი არავისთვის არ უნდა იყოს , ამას გარდა ისინი მსჯელობენ ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ავტონომიების შექმნის და ამ რეგიონებში სახელმწიფო ენად სომხურისა და აზერბაიჯანულის გამოცხადების შესახებ . საერთოდ ეგ პარტია სუკმა ცეერუს დავალებით ეროვნულ მოძრაობასთან დასაპირისპირებლად შექმნა მათ მიერვე მართული ვითომ დისიდენტებისგან და ამიტომ ძნელია გაიგო კრემლის თამაშს თამაშობენ თუ კრემლის და ვაშინგტონის ერთად . რაც შეეხება ალიანსის მეორე პოლიტიკურ სუბიექტს გამყრელიძეს და მემარჯვენეებს ტიპიური მედროვეების პარტიაა და ვინც გადაიხდის მათ თამაშს ითამაშებენ , ამ დროისთვის უფრო კრემლი აქტიურობს როგორც ვატყობ ან შეიძლება ამერიკა ააქტიურებს კრემლს ... რაც შეეხება ალასანიას მის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ვაჟკაცი მამის შვილია და ვურჩევ მალე გამოეყოს რესპებსა და მემარჯვენეებს და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს ეროვნულ ძალებთან ერთად . რაც შეეხება შალიკოს , ებრალიძეს , იგორ გიორგაძეს , ხომერიკს ( საბედნიეროდ სახელი აღარ მახსოვს ) და საქართველოში მათ პოლიტიკურ დესანტს აგერ ამ ფორუმში გააქტიურებულ სერგო ორჯონიკიძის საზოგადოებას რომლებიც უნამუსოდ ეფარებიან ჩვენი გმირთაგმირი მეფის ერეკლე მეორის დიდებით მოსილ სახელს , ეგენი არ მგონია ვინმემ სერიოზულად ჩათვალოს . ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ ვინღა დარჩაო , არიან ეროვნული , ანტირუსული ძალები უბრალოდ გაიხსენეთ უსახსრობის გამო პოლიტიკურ თამაშგარეში დარჩენილი ეროვნული ძალები
  12. თქვენთან მაქვს ერთი თხოვნა . შემთხვევით ვინმემ ხომ არ იცის ჩეჩნეთის , ინგუშეთის ან ჩერქეზეთის სათვისტომოს მისამართები თბილისში . სასურველია სამივეს ერთად . თუ იცით ვინმემ ძალიან გთხოვთ დაწეროთ ამ თემაში
×
×
  • შექმენი...