Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. რატომ უნდა გადაიტანო ? პოლიტიკასთან არ არის კავშირში ?
  2. საჩქაროდ ჩამოვაყალიბოთ კომიტეტები ვინც არ ეთანხმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე და გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო '' არავითარი დიალოგი რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის პირობის გარეშე ! '' . გავახმოვანოთ სხვადასხვა ფორუმებზე ეს იდეა, საჩქაროდ ჩამოვაყალიბოთ ანტისაოკუპაციო, ანტირუსული კომიტეტები და ვაწარმოოთ ანტისახელისუფლებო აქციები და არ მივცეთ აქციებზე მოსვლის საშუალება ამ გარუსებულ ოპოზიციას. ვინ არის თანახმა ?
  3. ზაქარია ალისქანდერია ერთმორწმუნეობა იმპერიულად რელიგიური პუბლიცისტიკა 2010.05.07 ------------------------------------------------ ერთმორწმუნეობა იმპერიულად ანუ “ჭეშმარიტი” მართლმადიდებლობა და მცხეთის საკათოლიკოსო “ ჩვენთვის სასურველია მოვისმინოთ შენგან, როგორ ფიქრობ; რადგან ჩვენ ვიცი რომ ამ მოძღვრების შესახებ ყველგან დაობენ” (მოციქულთა საქმე თ.28, მხ. 22) ქრისტეანული აღმსარებლობის შესახებ ბევრი დაწერილა, თქმით კიდევ უფრო მეტი თქმულა და არც ეს წერილი იქნება უკანასკნელი, ვიდრე მეორედ მოსვლამდის. წერილში ერთ კონკრეტულ, ადრექრისტეანულ ხანაში მცხეთის საკათოლიკოსოში განვითარებულ მოვლენეაზე მინდა მკითხველის ყურადღება მივიპყრო. მოვლენაზე რომელიც თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია როგორც ქართლის (მცხეთის) საკათოლიკოსოს თანასწორად აღიარება, პრობიზანტიურ დიოფიზიტურ, ე.წ.მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ. არადა თუ ამ საკითხის არსში ღრმად ჩავიხედავთ დავრწმუნდებით, რომ თანასწორობის აღიარებაზე მეტად, “ქართლის ეკლესიის სწორ პატივთა თანა ” აღიარება ბიზანტიურ-იმპერიული ეკლესიის (რომლის სამართალმემკვიდრედაც რუსული ეკლესია გვევლინება) მხრიდან, ქართლის ეკლესიაზე და თავისთავად ქვეყანაზეც, გავლენის დამყარებას უფრო ესადაგება ვიდრე თანასწორობის პატივში აყვანას, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. “სწორი პატივის” შესახებ მემატიანე ჯუანშერის თხზულებაშია ( ქ.ც. ტI. გვ. 232 ) მოთხრობილი, თუმცა ყველასთვის თუ არა, ზოგ-ზოგებისთვის ხომ ცნობილია, რომ ეს მონათხრობი ჯუანშერს არ ეკუთვნის და ბევრად უფრო გვიან ხანაში არის ჩართული ვინმე ანონიმი ავტორის მიერ. მოვიყვან მცირეოდენ ამონარიდს ამ ჩანართიდან: “ამას კრების მიერ (ლაპარაკია კონსტანტინე პოგონატის მიერ 680 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე) ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათვის, (ტერმინი საქართველო XI საუკუნიდან მკვიდრდება, ჯუანშერი კი VIII საუკუნის აქით ვერ გადმოვა, რაც არ უნდა ამტკიცონ ეს მავანმა და მავანმა) რომელ არს წმიდა მცხეთა, რაითა იყოს სწორ პატივთა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი”. . . საკითხის არსში უკეთ გარკვევის მიზნით, შიგადაშიგ ისეთ ისტორიულ ექსკურსში მოგვიწევს წასვლა, რომელიც დღესაც დახურულად ითვლება ქრისტეს მრწამსის მატარებელ რიგით აღმსარებელთათვის, ასე რომ აქედანვე მინდა “თავგადაკლულნი” გავაფრთხილო, ვიდრე ანათემას გადამცემენ მანამდე თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში წიგნი წაიკითხონ, მე კი მივყვები ამბის თხრობას; VI მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა, რომის იმპერიიის საერო ხელისუფალთა ინიციატივით განხორციელდა. ეს ის დრო იყო, როცა იმპერია სახალიფოსთან ბრძოლაში მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა და თან მსოფლიოს თვალში შერყეული პოზიციების აღდგენასაც ლამობდა, რასაც სხვა გარე ფაქტორებთან ერთად, იმპერიაში არსებული დოგმატური დაპირისპირებაც უშლიდა ხელს, რადგან ლათინურ-ბერძნულ ენოვანი ქრისტეანული ეკლესიის საჭეთმპყრობელნი, ერთმანეთის მიმართ უფროს-უმცროსობაზე დავა-კამათით უფრო იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე საღვთისნიერო საქმის კეთებაზე ფიქრით. კონსტანტინე პოგონატმა* (რომის იმპერატორი 668 - 685 წწ.) 680 წელს, იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან კონსტანტინეპოლში თავი მოუყარა ასსამოცდაათ ეპისკოპოსს. შეკრებილებმა დიდი ბჭობისა და დავა-კამათის შემდეგ მიიღეს დიოფიზიტური* (უფალში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ) დოგმატი. ამასთან ერთად კრებამ უპირობოდ აღიარა ეკლესიაზე იმპერატორის უზენაესობა, ხოლო ვინც წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებებს, ისინი შეაჩვენეს და ეკლესიებიდან განკვეთეს (ძალამ აღმართი ახნა) თუმცა საერო ხელისუფლების ამგვარი ძალისხმევა, მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, “განსხვავებულად” მოზროვნეების მორჩილებაში მოასყვანად და პოგონატის მემკვიდრე იუსტინიანემ, 691 წელს ისევ მოიწვია მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც მორწმუნე “ მართლმადიდებლებისათვის” ახალი კანონიც კი დაადგინა, თუმცა ამაზე და ამ კანონის არსზე, ოდნავ ქვემოთ. საეკლესიო კრებაზე მიღებულ კანონს ხელი მოაწერეს იქ დამსწრე მღვდელთმთავრებმა. (იხილე დიდი სჯულის კანონი; “საქართველოს ეკლესიის კალენდარი - 1987 წელი” გვ. 343-350) ხელმოწერების გაცნობამ დაგვანახა, რომ მათ შორის არ ფიგურირებს მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსის ხელმოწერა და არც კრების დადგენოლებებში ჩანს სადმე, რომ მცხეთის (ქართლის) კათალიკოსი, პატრიარქთა სწორ პატივში ყოფილიყოს აყვანილი, როგორც გადმოცემულია ეს ამბავი ჩანართის სახით ჯუანშერის მატეანეში. პირველწყაროს, ანუ კრების ოქმებს თუ დავენდობით გამოდის, რომ ქართულ მატეანეში დაცული ცნობა არასწორია, რადგან “პატრიარქთა სწორ პატივში აყვანის” ამბავი კრების ოქმებით არ დასტურდება. ასე რომ “თანასწორობის პატივი” მოგვიანო ხანაში არის შემატებული და ამის შესახებ ქართველი ისტორიკოსები კარგა ხანია საქმის კურსშიც არიან, მაგრამ რატომღაც არა თუ თავს იკავებენ ამ ნაყალბევის გამოაშკარავებისაგან, არამედ პირიქით, ყველა შესაძლო შემთხვევაში ცდილობენ, “სწორი პატივი” უპირობო ჭეშმარიტებად გაასაღონ. ამ წერილის მიზანი ის კი არ არის, თუ რატომ სჩადიან ამას ქართველი ისტორიკოსები ან რისთვის დასჭირდა ჯუანშერის მატიანეში, თხზულების რედაქტორ-გადამწერს ამ ამბის ჩამატება. არა, ეს საკითხი ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია და წერილის გაცნობის შემდეგ მკითხველისათვის ისედაც ყველაფერი ნათელი გახდება, აქ იმის დადგენა უფრო საშურად მიმაჩნია, რა ურთიერთობაში შეიძლებოდა ყოფილიყო მცხეთის საკათოლიკოსო ბერძნულ იმპერიულ ეკლესიასთან და რატომ იხსენიებიან ამ პერიოდის მცხეთელი კათოლიკოსები; თავფეჩაღ II 649-664 დან, ვიდრე პეტრე II 689-720 მდე ცოლოსნებად, თუკი მცხეთის ეკლესიის “სწორ პატივში” ამყვანი, (რომელიც 691/92 წლებში მიმდინარეობდა ტრულის გუმბათიან სამეფო პალატში) ტრულის კრების 12-ე მუხლი, კატეგორიულად კრძალავს უმაღლესი სამღვდელოებისათვის ცოლის ყოლას. რწმენისა და ეკლესიათა მართალ-მტყუანობის საკითხი, ოდიდგან მოყოლებული, დიდ სახელმწიფოთა ინტერესებზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაზე და დღესაც იგივე მდგომარეობა რომაა, ამას ვგონებ დიდი მტკიცება არ სჭირდება. ჩვენ ისტორიასაც თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ მცხეთის საკათალიკოსოც არცთუ იშვიათად, იძულებული ხდებოდა ვითარებისდამიხედვით “მართალის” მხარე დაეჭირა. დავიწყოთ იქიდან რომ VI საუკუნის დამდეგიდან, უფრო კონკრეტულად ვახტანგ გორგასლის დაღუპვიდან, ქართლი და საერთოდ თითქმის მთელი სამხრეთი კავკასია, შავიზრვისპირა კოლხეთის გამოკლებით სასანური ირანის სახელმწიფოს უშუალო შემადგენლობაში მოექცა. ეს ის დროა, როცა ირანსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ორივე იმპერია ეთნიკური თვალსაზრისით ძალზედ ჭრელი იყო და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ამ ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის მესვეურთა ლოიალობაზე დიდად იყო დამოკიდებული იმპერიათა წარმატებები თუ წარუმატებლობები. სასანური ირანი, სადაც სახელმწიფო რელიგია მაზდეანობა იყო, ქრისტეანული სარწმუნოების მიმართ ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის შემწყნარებლობას იჩენდა, ოღონდ ეს შემწყნარებლობა მხოლოდ იმ მიმდინარეობაზე ვრცელდებოდა, რომელსაც აქტიურად უპირისპირდებოდა კონსტანტინეპოლის ეკლესია. ამის დასტურია ჯერ კიდევ ირანის შაჰ კავად I –ის მიერ გამოცემული განკარგულება, რომელიც მის სახელმწიფოში მცხოვრებ ქრისტეან ქვეშევრდომებს ავალდებულებდა დვინის მონოფიზიტურ ეკლესიას დამორჩილებოდნენ. ირანელთა მხრიდან ზურგგამაგრებულმა სომეხმა მონოფიზიტებმა 506 წელს, დვინში საეკლესიო კრება მოიწვიეს და შაჰ კავად I -ს ვერდიქტის წყალობით, ქართლისა და ალბანეთის ეკლესიები დვინელი მონოფიზიტი კათოლიკოსის იურისდიქციას დაუმორჩილეს. სომეხ მონოფიზიტთა გავლენისაგან თავის დაღწევის მცდელობა მცხეთის საკათალიკოსოს ალბათ მრავალჯერ ექნებოდა და როგორც ჩანს VI საუკუნის 70-იან წლებში გარკვეულწილად მიუღწევია კიდევაც ამისთვის, როცა ქართლის კათოლიკოსმა სვიმეონმა 574 წელს უარი შეუთვალა დვინელ მონოფიზიტებს, კონსტანტინეპოლის ქალკედონიტ (და არა დიოფიზიტ) ეკლესიასთან გამართულ დოგმატურ კამათში მხარდაჭერაზე. თუმცა მცხეთის საკათოლიკოსოს სრული დამოუკიდებლობა დვინის მონოფიზიტური ეკლესიისაგან, შედარებით უფრო გვიან განხორციელდა და ამას შემდეგი ფაქტი ადასტურებს; 599 წელს გარდაიცვალა ქართლის ეკლესიის მწყემსთმთავარი, კათოლიკოსი ბართლომე, დვინის მონოფიზიტური ეკლესია აქტიურად ჩაერია ახალი კათოლიკოსის არჩევის საქმეში და მცხეთაში გამართულმა საეკლესიო კრებამ, ქართლის კათოლიკოსად, მონოფიზიტთა წიაღში გამოზრდილი, წარმოშობით ჯავახელი, კირიონი აირჩია. დვინელი მონოფიზიტები იმედოვნებდნენ, რომ მათი წყალობით კათოლიკოსად ხელდასხმული კირიონი, მონოფიზიტობას კიდევ უფრო განამტკიცებდა ქართლის ეკლესიაში, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. კირიონმა არათუ თავი დააღწია დვინელ მონოფიზიტთა გავლენას, არამედ იქით შეავიწროვა ისინი და თავის სამწყსოში საერთოდ აკრძალა მონოფიზიტური ღვთისმსახურება. რასაც მოყვა კიდევაც 608 წლის ცნობილი საეკლესიო განხეთქილება. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის საკათოლიკოსოს დამოუკიდებლობა, დიდხანს არ გაგრძელებულა. 612 წელს ირანელები დიდი ლაშქრით შემოვიდნენ ქართლში და ქვეყანა კვლავ თავიანთ მორჩილებაში მოაქციეს. 614 წელს შაჰმა ხოსრო II ფარვიზმა, წინაპრის მსგავსად ახალი განკარგულება გამოსცა, მის სამეფოში შემავალი ქრისტეანებისათვის, მონოფიზიტური აღმსარებლობის სავალდებულოდ აღიარების შესახებ. ირანის სახელმწიფოს ფარგლებში შემავალი ყველა ქრისტეანული ეკლესიის მეთაურად კი, დვინელი მონოფიზიტი კათოლიკოსი გამოცხადდა. კირიონ ქართლის კათოლიკოსი ამ ამბების შემდეგ ქართლის ეკლესიის სათავეში აღარ ჩანს. (მისი სახელი ძველი ქართული მატეანეებიდანაც გამქრალია) მკვლევარ ზაზა ალექსიძის ვარაუდით, კირიონი ფასისში უნდა გადასულიყო, რომელიც იმ ხანად აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის სამფლობელოს წარმოადგენდა, იქიდან კი დიდ ქალაქ ალექსანდრიაში, სადაც სათავეში უნდა ჩადგომოდა იმ საქმეს, რომელიც მონოთელიტური აღმსარებლობის სახელით შემორჩა ისტორიას. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიამ სასანიდური ირანი დაამარცხა (628 წ.), აღიდგინა თავისი უფლებები დაკარგულ ტერიტორიებზე და თავის საზღვრებში ფაქტიურად მთელი ქრისტეანული სამყარო მოაქცია, დღის წესრიგში დადგა ქრისტეს აღმსარებელთა ერთი მიმდინარეობის ქვეშ გაერთიანების საკითხი. ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად, ალექსანდრიის პატრიარქი კიროს ფაზისელი მოგვევლინა, რომელსაც დიდ მხარდაჭერას უცხადებდა იმპერატორი ჰერაკლე. ომში გამარჯვებული იმპერატორი იმედოვნებდა, რომ იმპერიის ქრისტეან მოსახლეობას, მონოფიზიტები იქნებოდნენ ისინი თუ ქალკედონიტები (ქალკედონიტებში, ჯერ კიდევ არ იყო მკვეთრი დაპირისპირება მონოთელიტური თუ დიოფიზიტური დოგმატის გამო, რადგან ყველა თანხმდებოდა, რომ ქრისტე ორი ბუნების [ღვთიური და ადამიანური] მატარებელი იყო. რაც შეეხება ნებას, არც ეს საკითხი იწვევდა დიდ დავა-კამათს, რადგან ისედაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ ნება მხოლოდ უფლისმიერი შეიძლება ყოფილიყო) შეარიგებდა და ერთი მრწამსის ქვეშ გააერთიანებდა. ჰერაკლეს მცდელობამ თავდაპირველად მართლაც გამოიღო სასურველი შედეგი და VII საუკუნის 30-იანი წლებში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა სერგიმ, ალექსანდრიის პატრიარქმა კიროს ფასისელმა, რომის პაპმა ჰონორიუსმა, ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელთმთავრებმა (იმ ხანად ანტიოქიაში დროებით უპატრიარქობა იყო) და ყოველთა აღმოსავლელთა მონოფიზიტმა პატრიარქმა ეზრამ, მონოთელიტური (ქრისტეში ერთი - უფლისმიერი - ნება და ორი, ღვთიური და ადამიანური ბუნება) მრწამსი აღიარეს, როგორც საყოველთაოდ შემრიგებლური და ჭეშმარიტი სარწმუნოება. {მოგვიანებით დიოფიზიტებმა, ამ შეთანხმების ყველა დოკუმენტი დაწვეს} პატრიართთაგან ვინც თავი გამოიდო და ამ ერთიანობის წინააღმდეგი წავიდა, იერუსალიმის პატრიარქი სოფრომი იყო. (634 – 644) რით იყო გამოწვეული სოფრომის ასეთი თავგადაკლული წინააღმდეგობა, რატომ არ სურდა მას ქრისტიანული სამყაროს ერთობა, თანაც იმ დროს როცა აღმავალი ისლამისტური საფრთხე კარს იყო მომდგარი?! როგორც ჩანს იერუსალიმის პატრიარქ სოფრომს, ეკლესიურ ერთიანობაზე მეტად, საკუთარი ინტერესები უფრო ანაღვლებდა, რაც იმით დასტურდება, რომ სოფრონი გაურიგდა არაბთა სარდალ უმარს და უკვე ალყის მოხსნას და გაცლას, რომ ფიქრობდა (იერუსალიმი კარგად დაცული, წყლით უზრუნველყოფილი და სურსათ-სანოვაგითაც მომარაგებული იყო, მწირი შეიარაღების გამო არაბები ვერ იღებდნენ ქალაქს, მათი უმთავრესი საომარი იარაღი, მშვილდისარი და ხმალი იყო, თანაც მდარე ხარისხის, რადგან დამასკოს და ბასრას ფოლადი ჯერ კიდევ არ იყო გამოჭედილი. სარკინოზებს არც კედლის სანგრევი მანქანები გააჩნდათ და მათი ალყაც შეიძლება ითქვას ფორმალურ ხასიათს ატარებდა) 638 წელს იერუსალიმი ჩააბარა. არაბებმა იერუსალიმი პირწმინდად გაძარცვეს, სოფრონს კი თმის ბეწვიც არ ჩამოვარდნია თავიდან და 644 წლამდე პატრიარქად იჯდა იერუსალიმში. (რუსული საეკლესიო მონაცემებით, სოფრონი 638 წელს არის გარდაცვლილად გამოცხადებული) ახლა ამ ამბავს დროებით თავი დავანებოთ და მოვლენების განვითარებას სხვა კუთხიდან შევხედოთ. აღმოსავლეთის ეკლესიებში მონოთელიტური მოძღვრების აღიარებას, რა თქმა უნდა რომაელთა მიერ (ბიზანტია, მეცნიერული ტერმინია და ის აღ. რომის იმპერიის დამხობიდან ორასი-სამასი წლის შემდეგ შემოდის ხმარებაში) ირანელების დაამარცხებამაც შეუწყო ხელი. ირანის სახელმწიფოში შემავალი მონოფიზიტური ეკლესიები, თანდათანობით მონოთელიტურ აღმსარებლობაზე ექცეოდნენ. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ 629 წელს მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრებული თაბორი (629-634) მონოთელიტური აღმსარებლობის მატარებელი ყოფილიყო. ისტორიის ასპარეზზე ახალი მძლავრი დამპყრობელის არაბების გამოჩენამ, დიდი კორექტივები შეიტანა აღმოსავლეთის ქვეყნების განვითარებაში. არაბთა წარმატებებს თავდაპირველად ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ საიმპერატორო კარი, მათ სერიოზულ ძალად არ მიიჩნევდა. კონსტანტინოპოლში არაბებს მარბიელებად უფრო აღიქვამდნენ ვიდრე დამპყრობლებად. ამგვარმა თავდაჯერებულობამ და გულარხეინობამ კი ის შედეგი მოიტანა, რომ მოყოლებული VII საუკუნის 30 იანი წლების მიწურულიდან არაბებმა უმნიშვნელოვანესი პროვინციები წაართვეს რომაელებს. პროვინციების დაკარგვამ რა თქმა უნდა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დედაქალაქში. არაბებთან განცდილი მარცხი, ხშირ შემთხვევაში უკვე ღიად ბრალდებოდა იმპერიის არაბერძნულ მოსახლეობას. ეკლესიებშიც გააქტიურება იწყო ბერძნულმა სამღვდელოებამ, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ საეკლესიო ელიტაში, არაბერძნების მომრავლება-აღზევებას, ხალხში ნერგავდნენ აზრს, რომ ყველაფერი არაბერძნების და მაშასადამე, მონოთელიტურ აღმსარებლობაზე გადასვლის ბრალი იყო. რომ ეს რწმენა მათ თავს მოახვიეს არაბერძნებმა. საშინაო კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ საგარეო მტრის შეკავების უნარიც კი დაკარგა იმპერიამ, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე დღეებს ითვლიდა, მაგრამ სახალიფოში ატეხილმა შინაომმა, რომ იტყვიან სულზე მიუსწრო და იმპერატორმა კონსტანტი II -მ (642–668) შეძლო არაბთა წინსვლის შეჩერება. მისმა შვილმა, კონსტანტინე IV- მ პოგონატად წოდებულმა (668-685) არაბებთან ბრძოლაში კიდევ უფრო მეტ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ვითარების გაუმჯობესების ფონზე საეკლესიო საკითხი დღის წესრიგიდან აღარ მოხსნილა. მონოთელიტურ ეკლესიას, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანებზე იყო დაყრდნობილი, ახლა რომის პაპის საგამგებლოდან დაემუქრა განხეთქილება. მონოთელიტობის აღიარება, ქრისტეს “მოადგილე” პაპობას პირველობის დაკარგვას უქადდა. დიოფიზიტობა კი პაპობისათვის პირველობის შენარჩუნების გარანტია იყო და ამიტომაც ვატიკანელი ღვთის “მოადგილენი”, “მართალ” სარწმუნოებად დიოფიზიტობას აცხადებდნენ და საბოლოოდ იმასაც მიაღწიეს, რომ კონსტანტინე პოგონატს ერთადერთ “მართალ” სარწმუნოებად დიოფიზიტობა გამოაცხადებინეს. იმპერიაში მიმდინარე ამბების პარალელურად ვნახოთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ქართლში; 654 წელს არაბთა სარდალ, ჰაბიბ იბნ მასლამასა და დაქუცმაცებული ქართლის ქვეყნის ერისთავებს შორის გაფორმებულმა “დაცვის სიგელმა” მანამდე რომაელთა ქვეშევრდომობაში მყოფი ქვეყნისათვის, შეიძლება ითქვას სასიკეთოდაც კი იმოქმედა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ჰაბიბთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წლის თავზე, არაბები მთელ სამხრეთ კავკასიას გაეცალნენ და ქართლი ფაქტობრივად ყოველგვარი - როგორც რომაელთა ასევე არაბთა - ვალდებულებებისაგან თავისუფალი აღმოჩნდა, მაგრამ ქარის მოტანილი თავისუფლება ხანმოკლე გამოდგა და რამოდენიმე წელიწადში, დაახლოებით VII საუკუნის 60 იანი წლების მიწურულისათვის, დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ამ პერიოდის შესახებ ქართული წერილობითი თუ სხვა საისტორიო წყაროები არაფერს გვეუბნებიან და იძულებული ვარ სომეხ მემატიანე ვარდაპეტს დავესესხო, რომელიც თავის “ხალიფათა ისტორიაში” გვეუბნება, რომ სახალიფოში დაწყებული შინაარეულობით უსარგებლიათ რომაელებს და დაკარგული აღმოსავლეთის პროვინციები და მათ შორის სომხეთიც უკან დაუბრუნებიათ. დვინის საკათოლიკოსო ტახტს კი კვლავინდებურად მონოთელიტი ნერსესი დაუფლებია. სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე არაა გამორიცხული, რომ ქართლი ისევ რომაელთა მფლობელობაში თუ არა, მისი გავლენის ქვეშ მაინც დაბრუნებულიყო. რაც შეეხება მცხეთის საკათოლიკო ტახტს, ის ჩემი შეხედულებით, ისედაც მონოთელიტი მღვდელთმთავარს ხელში რჩებოდა. ამ განცხადების გაკეთების უფლებას ის მაძლევს, რომ ქართლის ცოლოსან კათოლიკოსს თავფეჩაღ II -ს (649-664) არაბთა ქართლში მოსვლისა და მათი წასვლის შემდეგაც ეკლესიის საჭეთმპყრობელობა შეუნარჩუნებია. ქართულ წყაროთა ფაქტიურად არ არსებობის გამო, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ რა დოზით ვრცელდებოდა VII საუკუნის მესამე მეოთხედში სახალიფოს და რომის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ამასთან შედარებით უფრო ვრცელი ინფორმაცია გვაქვს, მეოთხე მეოთხედში განვითარებული მოვლენების შესახებ. 685 წელს სახალიფოსა და რომაელებს შორის დიმაშკში (დამასკოში) დადებული ზავის პირობებიდან ვიგებთ, რომ ქართლი ორმაგ დამოკიდებულებაში მოქცეულა და აქ აკრეფილი ხარკი თანაბრად უნდა გაეყოთ რომაელებს და სარკინოზებს. დამპყრობლებს შორის დადებული ზავის ამგვარ პირობებს, როგორც ჩანს ქართლში არ ეთანხმებოდნენ, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ 689 წელს იმპერატორმა იუსტინიანე II (685 - 695) {იუსტინიანე II მამამისზე კონსტანტინე IV პოგონატზე უფრო დაუნდობლად ებრძოდა როგორც მონოთელიტებს ასევე მონოფიზიტებსაც.) დამსჯელი ლაშქრობა წამოიწყო არმენიასა და იბერიაში. თეოფანე ჟამთაღმწერელი ამ ლაშქრობას, არაბთა განდევნის საბაბით ხსნის. (იმპერიების მესვეურთ საბაბებს რა გამოულევთ!!!) სინამდვილეში რომაელი მემატიანე, როგორც ყოველთვის და საერთოდ როგორც მათ სჩვევიათ, ტენდენციურია და ტყუის. რომაელთა ეს ლაშქრობა ურჩი ვასალების მიმართ, დამსჯელ ხასიათის ატარებდა და არაბთა განდევნას სადავო მიწებიდან, სულაც არ ისახავდა მიზნად, რადგან სახალიფოს ლაშქარი იმ დროს არც არმენიაში და არც იბერიაში არ იმყოფებოდა. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს კიდევაც სომეხი მემატიანე გევონდი, რომელიც თავის “ისტორიაში” ასე გადმოგვცემს სომხეთსა და ქართლში დატრიალებულ ამბებს: “რომაელთა შემოსევამ დიდი ნგრევა და ზარალი ანახა სომხეთსა და ქართლს. რომაელები რის წაღებასაც ვერ ახერხებდნენ, ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ. არ ინდობდნენ არც ეკლესიებს და მონასტრებს”. (“ვარდაპეტ გევონდის ისტორია „სანკტ-პეტერბურგი 1862 წ. გვ.10 რუს. ენაზე) (2008 წლის „ერთმორწუნეთა“ შემოსევა გამახსენდა) როგორც აქ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომაელთა დამსჯელი ლაშქრობა, სხვა ყველაფერთან ერთად ადგილობრივ ეკლესიებსაც შეეხო. ამის მიზეზი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ არც მცხეთის საყდარს და არც დვინის ეკლეისიას არ უცვნიათ 681 წელს კონსტანტინეპოლში გამართული VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც საგანგებოდ მონოთელიტების საწინააღმდეგოდ მოიწვია, იმპერატორმა კონსტანტინე პოგონატმა. თქვენს სამსჯავროზე გამოტანილ საკითხში მეტი სიცხადე რომ შევიტანო, საჭიროა უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლედ მიმოვიხილო VII საუკუნის მანძილზე კონსტანტინეპოლისა და დვინის ეკლესიებში განვითარებული მოვლენები, რაც საშუალებას მომცემს, გარკვეული წარმოდგენა შევუქმნა მკითხველს თუ, რა ვითარება შეიძლება ყოფილიყო ქართლსა და უშუალოდ მცხეთის საკათოლიკოსოში. თანაც ამ მცირე მიმოხილვის გაკეთება კიდევ იმიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ქართული წყაროები, იმდროინდელ ამბებს ძალზე მწირად, უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ არა გადმოგვცემენ. ძველი ქართული მატიანის კითხვისას, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ იმ პერიოდის ამბები, მომდევნო, დიოფიზიტურ ხანაში, რბილად რომ ვთქვათ დაინტერესებული ანუ პრობიზანტიურად განწყობილთა მიერ, მატიანედან ამოხეული და განადგურებულია, შემდეგ კი გადამწერ-რედაქტორების მიერ, თავიდან არის შევსებული თითქმის ასორმოცდაათწლიანი პერიოდი. ქართული წყაროების ამგვარი მდგომარეობა შეუძლებელს ხდის, მცხეთის საკათოლიკოსოში იმ დროს არსებული ვითარების ასახვას. ამიტომ გამოსავლად და სინამდვილის დასადგენად ისევ უცხოური წყაროები რჩება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ჰერაკლე კეისრის (610–641) მმართველობის დროდან, რომის იმპერიაში ფართო გასაქანი მიეცა მონოთელიტური მრწამსის აღმსარებლობას. (ქრისტეში ერთი - უფლისმიერი - ნებისა და ორი, ღვთიური და ადამიანური - ბუნების აღიარება) მონოთელიტური მოძღვრება არა თუ ეწინააღმდეგება, არამედ გამომდინარეობს ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ მიღებული დოგმატიდან “ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ერთ სახეში ორი ბუნების” შესახებ. მონოთელიტური მოძღვრების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი სიტყვა ჰერაკლე კეისართან ერთად ალექსანდრიის პატრიარქმა კიროს ფასისელმა და კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა სერგიმ თქვეს. პირველმა 633 წელს გამოაცხადა თავი მონოთელიტური დოგმატის ამღიარებლად, მეორემ კი 638 წელს. (სწორედ ამის მერე ჩააბარა ე.წ. ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა სოფრონმა იერუსალემი არაბებს.) ორი უდიდესი საპატრიარქოების ამგვარ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ სხვა საყდერბიც, მაგრამ როგორც ზემოთ უკვე ვახსენე ამის წინააღმდეგი წავიდა და თავიც დიდად გამოიდო იერუსალიმის პატრიარქმა. იერუსალიმის დაკარგვამ კიდევ უფრო გაზარდა კონსტანტინოპოლში უკმაყოფილოთა დასი, ამ ამბებს თან დაერთო, მონოთელიზმის ერთერთი უპირველესი იდეოლოგის პატრიარქ სერგის გარდაცვალებაც. შესაფერისი მომენტით ისარგებლეს დიოფიზიტებმა, მონოთელიტთა წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და საპატრიარქო ტახტის ხელში ჩაგდება სცადეს. ამ საქმის ერთერთი მოთავე და ხელმძღვანელი, იმპერატორ ჰერაკლეს მიერ შერისხული და სამსახურიდან დათხოვნილი მისი ყოფილი საიდუმლო მრჩეველი, მაქსიმე იყო. ელინურ-წარმართულ განათლება მიღებული მაქსიმე, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა დიალექტიკა და არისტოტელეს მოძღვრება, თავდაპირველად დიდი სიყვარულით არც კი გამოირჩეოდა ქრისტიანული მოძღვრების მიმართ. სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილმა და განაწყენებულმა (როგორც სჩვევიათ ხოლმე შერისხულებს, თავი ყოფილი მოწინააღმდეგის ბანაკს შეაფარა და ამ დროიდან იწყება მისი ეკლესიური მოღვაწეობა) კი ღიად გაილაშქრა ყოფილი პატრონის წინააღმდეგ, მაგრამ სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, თავის მომხრეებთან ერთად მიატოვა დედაქალაქი და კართაგენში გადაბარგდა. (ეს მხარე იმ ხანად უკვე სახალიფოს მფლობელობაში იყო გადასული და მასზე იმპერატორის ძალაუფლება აღარ ვრცელდებოდა) სადაც თავი მოეყარათ უკმაყოფილო მღვდელთმთავრებს. ორატორულ და კამათის ხელოვნებაში დაოსტატებული მაქსიმე, მალევე იქნა აღიარებული, ურჩი სამღვდელოების მიერ თავიანთ ხელმძღვანელად. კართაგენში თავმოყრილ სამღვდელოებას, მორალურადაც და მატერიალურადაც, მხარი დაუჭირა პატივმოყვარე რომის პაპმა, რომელიც ვერ გუობდა პირველობის პატივის დაკარგვას და კონსტანტინოპოლის მონოთელიტი პატრიარქისაგან მოითხოვდა შეეწყვიტა როგორც მონოფიზიტებთან ასევე სხვა შემცდარ მიმდინარეობებთან დიალოგი და მათი ერთ სამწყსოში გაერთიანების მცდელობაზე ფიქრიც კი. “მართლმადიდებელ-დიოფიზიტებს”, როგორაც პაპის მიმდევრები თავის თავს უწოდებდნენ, ქრისტეანული სამყაროს ერთიანობაზე მეტად (მათ დაავიწყდათ, რომ უფალი აერთიანებს ეშმა კი ყოფს) შეკვეცილი უფლებები უფრო ადარდებდათ. ჰერაკლეს საიმპერატორო კარმა, როგორც ეს ღმრთისმოსავ ხელისუფალს შეეფერებოდა რბილი ქმედებით სცადა მოწინააღმდეგეთა დაყოლიება და 638 წელს ამასთან დაკავშირებით გამოსცა ღვთივგვირგვინოსანის “ეკტესისი”, რომლის ძალითაც აიკრძალა კამათი ქრისტეში “ერთი” თუ “ორი” ნების შესახებ. იმპერატორის ამგვარი ქმედება, გამოწვევად აღიქვეს მოწინააღმდეგეებმა და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეუდგნენ განხეთქილების გაღრმავებას ეკლესიებში. მონოთელიტური მოძღვრების ერთ-ერთ იდეოლოგად, როგორც უკვე აღვნიშნე, ალექსანდრიის პატრიარქი კიროს ფაზისელი ითვლება. ცნობილი ქართველი მეცნიერი ზაზა ალექსიძე თვლის, რომ (და როგორც ჩემთვის ცნობილია, ამის უარყოფა არავის უცდია და ალბათ ამ საკითხში სწორიც არის ბატონი მეცნიერი) ალექსანდრიის პატრიარქი კიროს ფაზისელი და ქართლის კათოლიკოსი კირიონი (სომხური წყაროებით კირონი. სამწუხაროდ უპირველესი ქართული წყაროდან - ქართლის ცხოვრებიდან - კირიონისა და საერთოდ იმ ეპოქის შესახებ ცნობები, ამოხეული და განადგურებულია) ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ კირიონ ქართლის კათოლიკოსის (რომლის მწყემსმთავრობის დროსაც, მცხეთის ეკლესიამ თავი დაიხსნა დვინის მონოფიზუტური ეკლესიის გავლენისაგან) დიოფიზიტური მრწამსის აღმსარებლად მიჩნევა არასწორია. მაგრამ რადგან მათი იდენტურობის საკითხი, მომავლის კვლევის საგანი უფროა, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები და საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით ისევ დავუბრუნდები რომის იმპერიაში ამ ამბების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მონოთელიტურ აღმსარებლობაზე გადასული კონსტანტინეპოლის საპატრიარქო თავდაპირველად, საკმაოდ შემწყნარებლურად ეკიდებოდა დიოფიზიტური აღმსარებლობის მიმდევრებს, მაგრამ მას შემდეგ რაც მონოთელიტური მრწამსის ერთერთი მთავარი იდეოლოგი, პატრიარქი სერგი გარდაიცვალა (638 წელს) და როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, დიოფიზიტებმა საპატრიარქო ტახტის დასაუფლებლად მონოთელიტთა წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. შეთქმულება გამოაშკარავდა და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, ისინიც იძულებულნი გახდნენ კონსტანტინეპოლს გასცლოდნენ. მონოთელიტთა მხრიდან კი გამწვავებას და დევნასაც მოერიდნენ და ამით ამოიწურა შეთქმულ დიოფიზიტთა წინააღმდეგ რეპრესიების გატარება. კონსტანტინეპოლიდან გაკრეფილმა დიოფიზიტური მრწამსის აღმსარებლებმა, ძირითადად იტალიასა და ჩრდილო აფრიკაში, კერძოდ კი კართაგენში მოიყარეს თავი. ამ დროისათვის ეს ქალაქი უკვე არაბთა მფლობელობაში იყო გადასული და მონოთელიტობის მოწინააღმდეგე დიოფიზიტებმა ისლამისტთა მფარველობითაც ისარგებლეს. მალე რომის პაპმაც გამოიღო ხელი, კართაგენში თავმოყრილ დიოფიზიტებს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა და აფრიკის ეპარქიების, საეკლესიო კრება მოაწვევინა 646 წელს. კართაგენის კრებაზე, დიოფიზიტებმა მონოთელიტობა ერესად გამოაცხადეს, შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქ, პავლეს მოუწოდეს განდგომოდა მწვალებლებს და ჭეშმარიტ აღმსარებლობას დასდგომოდა. იმავდროულად რომის პაპმა თეოდორემაც, ანალოგიური მოთხოვნა გაუგზავნა პატრიარქ პავლეს. პატრიარქმა შემრიგებლური ეპისტოლეთი უპასუხა და კონსტანტინოპოლში მიიპატიჟა თეოდორე, მაგრამ მისმა მოწოდებამ შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, დიოფიზიტები პატრიარქის შემრიგებლურმა ეპისტოლემ, კიდევ უფრო გაათამამა და 649 წელს რომის ახალი პაპის, მარტინის ინიციატივით კიდევ ერთი საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელიც “ლატერანის” კრების სახელით შევიდა ისტორიაში. ლატერანის კრების გადაწყვეტილებით, პატრიარქები: კიროს ფაზისელი, სერგი, პიროსი და პავლე ერეტიკოსებად გამოცხადდნენ. ლატერანის კრება საიმპერატორო კარზე მიჩნეული იქნა როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ განდგომილთა ამბოხებად, იმპერატორ კონსტანტი II –ის ბრძანებით პაპი მარტინი საეკლესიო საქმეებს ჩამოაცილეს და შემდეგ სასამართლოც მოუწყვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, პაპს ქერსონესში გადასახლება მიესაჯა. ამ აქტით შეიძლება ითქვას, რომ დიოფიზიტებმა ხალხის თვალში წამებულის მანტია მოირგეს, მონოთელიტები კი მოძალადის პოზიციაში აღმოჩნდნენ ჩაყენებულნი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ პერიოდის ამბებში გასარკვევად და დოგმატური დაპირისპირების სურათის უკეთ აღქმაში, ასევე საჭიროა სომხეთში იმ დროს განვითარებული მოვლენების განხილვაც. ჰერაკლე კეისრის 628 წლის წარმატებულმა აღმოსავლეთის ლაშქრობებმა, საგრძნობლად შეარყიეს ირანის სახელმწიფოში მცხოვრები მონოფიზიტების პოზიციები. ამ ამბების შემდეგ მონოფიზიტებს დვინის საკათოლიკოსოშიც მოუწიათ შევიწროვება და იძულებულნი გახდნენ კათოლიკოსის ტახტი მონოთელიტი ეპისკოპოს ნერსესისათვის დაეთმოთ, რომელსაც საიმპერატორო ხელისუფლება უჭერდა მხარს. მონოფიზიტმა სომხებმა არაბთა სარდლის, ჰაბიბის მხარდაჭერით 654 წელს შეძლეს მონოთელიტი ნერსესის ქვეყნიდან გაძევება, მაგრამ როცა არაბებმა სომხეთი დატოვეს, ნერსესმა რომაელთა დახმარებით კვლავ შეძლო დვინიდან მონოფიზიტების განდევნა და დვინის საკათოლიკოსო ტახტის დაუფლება. სომეხი მემატიანის, ეპისკოპოს სებეოსის თანახმად ეს მოხდა “კონსტანტის მმართველობის მეჩვიდმეტე წელს” ანუ 659 წელს. მონოთელიტებისა და მონოფიზიტების დაპირისპირება სომხეთში მანამ გაგრძელდა სანამ არაბებსა და რომაელებს შორის სომხეთი ორად არ გაიყო. ამ გაყოფის შედეგად დვინის საკათოლიკოსოში ისევ აღდგა მონოფიზიტთა მმარველობა. ასე, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე ნათლად ჩანს თუ რა ძლიერი პოზიციები ეკავათ მონოთელიტური აღმსარებლობის მიმდევრებს ერთ დროს რომის იმპერიაში. ქართული წყაროების უქონლობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მცხეთის ცოლოსანი კათოლიკოსები: თავფეჩაღ II 649-664, ევლალე 664-668, იოველი 668-670, სამოელ VI 670-677, გიორგი I 677-678, კირიონ II 678-683, იზიდ-ბოზიდი 683-685, თეოდორე 685-689 და პეტრე კათოლიკოსი 689-720 წლეები. (მათი რიგითობა და მოღვაწეობის წლები ბოლომდე დაზუსტებული არ არის და ალბათ ვერც ვეღარასდროს დაზუსტდება) მონოთელიტური აღმსარებლობის მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ და თავისთავად ქართველთა აღმსარებლობაც მონოთელიტობა ანუ უფალში ერთი ნებისა და ორი ბუნების ამღიარებლობა უნდა ყოფილიყო. მონოთელიტური მრწამსი, მცხეთის საკათოლიკოსოს აღმსარებლომა მართლა, რომ უნდა ყოფილიყო, ამ შეხედულებას ისიც ამყარებს, რომ ტრულის 691 წლის კრების გადაწყვეტილებით, დიოფიზიტური მრწამსის მატარებელთათვის მკრეხელობად ჩაითვალა სამღვდელოებისათვის, განსაკუთრებით კი უმაღლესი სამღვდელოებისათვის ცოლის ყოლა. (ტრულის კრების 12-ე კანონი) რაც შეეხებათ მონოთელიტური მრწამსის აღმსარებლებს, ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობდნენ წმიდა მოციქულთა კანონებით, რომლებიც თავად უფლის მოწაფეთა მიერ არის დადგენილი, რომლის 5-ე მუხლი ამბობს რომ; “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს ღვთისმსახურებას და თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.” ახლა დროებით ისევ შევწყვიტოთ დოგმატურ საკითხებზე მსჯელობა და დავუბრუნდეთ რომის იმპერიაში განვითარებულ მოვლენებს. პაპის ქერსონესში გადასახლების შემდეგ, საიმპერატორო კარი, ურიჩი მღვდელმთავრების მიმართ კიდევ უფრო რადიკალური და შეუწყნარებელი გახდა. 653 წელს შეიპყრეს კართაგენის კრების იდეოლოგი ბერი მაქსიმე. მაქსიმე, როგორც ზემოთ ვახსენე, ერთ დროს ჰერაკლეს საიდუმლო სამსახურში იდგა. შეპყრობილი მაქსიმე არ წყვეტდა ხელისუფლების წინააღმდეგ თავისი შეხედულებების გამოხატვას. 662 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქსიმეს ენა და მარჯვენა ხელი მოკვეთეს და ლაზიკაში გადაასახლეს. ამის მერე ხელისუფლების მხრიდან დიოფიზიტთა დევნა-შევიწროვებამ კიდევ უფრო მკაცრი ხასიათი მიიღო, რასაც ისიც ერთვოდა, რომ ჰერაკლეს მართველობისაგან განსხვავებით, კონსტანტის საიმპერატორო კარის მმართველობა ძალზედ აუტანელი და რეპრესიული გახდა დედაქალაქის ძველი არისტოკრატიის მიმართ. კონსტანტი აღარ ენდობოდა მათ და იმის შიშით რომ მისთვის შეთქმულება არ მოეწყოთ, სამეფო რეზიდენცია ბევრად უსაფრთხო ადგილას სირაკუსში გადაიტანა და იქიდან ახორციელებდა თავის რეპრესიულ პოლიტიკას ურიჩი ქვეშევრდომების მიმართ და ამას მონოთელიტური აღმსარებლობის განმტკიცების აუცილებლობად ასაღებდა. იმპერატორის ამგვარმა პოლიტიკამ უკმაყოფილება დათესა საზოგადოების ზედა ფენებში, მაგრამ ვიდრე ის ცოცხალი იყო, მის წინააღმდეგ არათუ გამოსვლას, ხმის ამოღებასაც ყველა უფრთხოდა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა 668 წლიდან როცა საიმპერატორო ტახტი მისმა შვილმა, თექვსმეტი წლის კონსტანტინე IV პოგონატმა დაიკავა. მან საიმპერატორო კარი სირაკუსიდან ისევ კონსტანტინეპოლში დააბრუნა და მამამისისაგან განსხვავებით დიოფიზიტების დევნაც აკრძალა. იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში გადახვეწილმა დიოფიზიტებმა თანდათანობით იწყეს დედაქალაქში თავმოყრა. იმპერატორის ნებართვით მათ ეკლესიებში წირვა-ლოცვისა და ქადაგების უფლებაც მიიღეს. დიოფიზიტების მიმართ პოგონატის ლოიალურმა დამოკიდებულებამ, კიდევ უფრო გაათამამა ისინი. განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა დედაქალაქიდან მოშორებულ იტალიის პროვინციებში. დიოფიზიტები უკვე ხმამაღლა მოითხოვდნენ რომის პაპისთვის ჩამორთმეული ეკლესიური პირველობის უპირობო აღდგენას. 676 წელს პაპმა დონუსმა, ღიად წამოიწყო მონოთელიტების წინააღმდეგ გალაშქრება, ამასთან ერთად ის იმპერატორისაგან მოითხოვა პაპობის ძველ უფლებებში აღდგენასაც, მაგრამ დონუსის გარდაცვალებამ დროებით შეაფერხა ეს პროცესი. ამასობაში კონსტანტინოპოლის მონოთელიტმა პატრიარქებმა თეოდორემ და მასთან სტუმრად მყოფმა ალექსანდრიის პატრიარქმა მაკარიოსმა კონსტანტინე პოგონატს, რომის მომდევნო პაპის, აგაფონის წინააღმდეგ გამართულ დოგმატურ კამათში, მხარდაჭერა მოსთხოვეს. პატრიარქები იმედოვნებდნენ, რომ პოგონატი მამასავით მონოთელიტთა მხარეს დაიჭერდა, მაგრამ იმპერატორს სხვა მიზნები ამოძრავედა, ის ვეღარ ურიგდებოდა დედაქალაქში მის გვერდით განუსაზღვრელი უფლებების მქონე ბერების არსებობას. კონსტანტინეს გადაწყვეტილი ქონდა აღზევებული მონოთელიტი პატრიარქები დაემხო და საპატრიარქო ტახტი მისდამი მორჩილი დიოფიზიტებისათვის გადაელოცა, ოღონდ ამისათვის შესაფერისი დროის შერჩევა იყო საჭირო. ეს დროც მალე დადგა. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მემატიანე ანტიოქიის იაკობიტი პატრიარქი 1166-1199 წლებში მიქაელ სირიელი, ამასთან დაკავშირებით შემდეგ ამბავს გვამცნობს; რომის პაპმა აგაფონმა, იმპერატორ კონსტანტინე პოგონატს, ქრთამად ასსამოცდაათი კენტენარია ოქრო (ცნობისათვის, საპალნე სახედარს ოთხ კენტენარია წონის ტვირთზე მეტს არ კიდებდნენ) მიართვა და სთხოვა ანტიოქიის მონოთელიტ პატრიარქ მაკარიოსთან დოგმატურ კამათში მისი მხარე დაეჭირა. პაპის მიერ მოქრთამულმა იმპერატორმა, კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის მონოთელიტ პატრიარქებს საეკლესიო კრების მოეწვევაზე თანხმობა განუცხადა და შეპირდა “ერთხელ და სამუდამოდ” დადგენილიყო ჭეშმარიტება. თუ რა ჭეშმარიტება ქონდა იმპერატორს გუნებაში, მალევე გამჟღავნდა. პოგონატის ბრძანებით ჯერ კიდევ კრების მოწვევამდე პატრიარქობა ჩამოართვეს თეოდორეს და საპატრიარქო ტახტზე გიორგი დასვეს, რომელიც არ იზიარებდა მონოთელიტურ დოგმატს. იმპერატორის მხრიდან ამგვარი ქმედება დიოფიზიტების მიმართ უკვე ღია მხარდაჭერას ნიშნავდა. მედროვე ეპისკოპოსებმაც, რომლებიც ყოველთვის მრავლად იყვნენ ეკლესიებში, ალღო აუღეს ახალ ვითარებას და იმპერატორის საამებლად დიოფიზიტობას დაუჭირეს მხარი. 680 წლის 7 ნოემბერს ტრულის გუმბათიანი სამეფო პალატში გაიხსნა VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც თავად იმპერატორი კონსტანტინე თავმჯდომარეობდა. კრებას ესწრებოდა ცამეტი საეკლესიო კათედრის მეთაური და ასორმოცდაათი ეპისკოპოსი. (ცნობისათვის უნდა ვთქვა, რომ ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე რომელიც 451 წელს გაიმართა და რომელმაც მიიღო დოგმატი “უფალ იესო ქრისტეს ერთ სახეში ორი ბუნების შესახებ” ექვსასოცდათი ეპისკოპოსი ესწრებოდა) კრებამ სულ გამართა თვრამეტი სხდომა და დაიხურა 681 წლის 16 სექტემბერს. ანტიოქიის მონოთელიტი პატრიარქის მაკარიოსის მცდელობას კრებას მონოთელიტებისათვის სასურველი მიმართულება მისცემოდა, მარცხით დამთავრდა. კრების დადგენილებით მაკარიოსი პატრიარქობიდან გადააყენეს და რომის პაპის დაქვემდებარებაში არსებულ ერთერთ მონასტერში გამოკეტეს. ტრულის კრებაზე მიღებული იქნა დიოფიზიტური რწმენის განმსაზღვრელი ახალი დოგმატი “უფალ იესუ ქრისტეში, ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ”. დოგმატური საკითხების მოგვარების შემდეგ, კრებამ შერისხა მონოთელიტობის აღმსარებელი ყველა პატრიარქი - ცოცხალიც და გარდაცვლილიც; სერგი 610 – 638, კიროს ფასისელი 630 – 642, პიროსი 639 – 641 და 654 – 655, პავლე 641 – 654, რომის პაპი ჰონორიუსი 625 – 638 და სხვები. კრების დახურვის შემდეგ იმპერატორმა გამოსცა მანიფესტი ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, რომლის თანახმად იმპერიაში მცხოვრები ყველა ქრისტეანი, ვალდებული იყო ეღიარებინა ქრისტეში ორი ნება და ორი ქმედება. თავად იმპერატორი კი შერაცხული იქნა როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მრწამსის აღმდგენელი. მაგრამ მოკლე ხანში “ჭეშმარიტი მართლმადიდებლების” მიერ დადგენილ უცილობელ “ჭეშმარიტებას” ისევ დასჭირდა “გაჭეშმარიტება” და იმპერატორმა იუსტინიანე II 691 წელს მორიგი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია, (წერილის დასაწყისში მქონდა ამაზე საუბარი) რომელიც ისტორიაში შევიდა “მეხუთე-მეექვსე” გამაერთიანებელი კრების სახელით. მეორენაირად მას “ტრულის” მეორე კრების სახელითაც იცნობენ. კრების მიზანი იყო, შეევსოთ ის ხარვეზი რაც ასე აშკარად მოჩანდა “ჭეშმარიტი მართლმადიდებლების” გადაწყვეტილებებში და ამისათვის 102 ახალი დოგმატური კანონიც მიიღეს. (ცნობისათვის მინდა ვთქვა, რომ ასე აბდა-უბდად გაწყობილი სამართლებრივი ძეგლი, მართლაც რომ უპრეცენდენტო იშვიათობას წარმოადგენს რომის სახელმწიფოში შექმნილ კანონებს შორის) თანაც იმპერატორი მხოლოდ დიოფიზიტობის “გაჭეშმარიტებას” როდი დასჯერდა, მან პირველობის პატივიც წაართვა მღვდელთმთავრებს და თავისთვის დაიმტკიცა. ვატიკანელი მამაები კი, რომლებიც პირველობის პატივისათვის არც სახსრებს ზოგავდნენ და არც თავს, თანამედროვე გამოთქმა რომ ვიხმაროთ ტექნიკურად გადააგდო. ზემოთ ხსენებულ არცერთ ამ კრებას არ დასწრებია მცხეთის საკათოლიკოსო სამწყსოდან, არც კათოლიკოსი და არც რომელიმე ეპისკოპოსი. მავანმა მათი დაუსწრებლობის მიზეზად, შეიძლება მცხეთიდან კონსტანტინეპოლამდე შორი გზაც კი მოიმიზეზის, მაგრამ შორი გზა აქ არაფერ შუაშია, რადგან ამ კრებას სხვა შორეული მხარიდან მიწვეული ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორის იყვნენ; იმპერიის სამფლობელოში შემავალი; თეოდორე ფასოს ეპისკოპოსი სამეგრელოდან და იოანე პეტრონის ეპისკოპოსი მეგრელთა ქვეყნიდან. (ფასისი და პეტრა რომის სამფლობელოს წარმოადგენდა) კრებაზე მცხეთელთა დაუსწრებლობის მიზეზი უდავოა სარწმუნოებრივ უთანხმებაში მდგომარეობდა და ამის ახსნას ოდნავ ქვემოთ შევეცდები. საისტორიო საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ ძველი ქართული მატიანეები ფაქტიურად არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, მემატიანე ჯუანშერის თხზულებაში შესული ჩანართი, რომელშიაც საუბარია VI მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევაზე და ამ კრების მიერ მცხეთის კათოლიკოსის “სწორ პატივში” აყვანაზე. (იხ. ქ. ცხ. ჯუანშერი ტ. I გვ. 232) მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ეს ჩანართი გადმოწერილია ეფრემ მცირის (XI ს-ის II ნახ. მოღვაწე) თხზულებიდან: “უწყებაი მიზეზისა ქართველთა მოქცევისა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების”. ისტორიის მკვლევართათვის დღემდე უცნობია, თუ რა წყაროს ეყრდნობოდა ეფრემ მცირე, როცა აცხადებდა VI კრების მიერ მცხეთის კათოლიკოსის “სწორ პატივში” აყვანის თაობაზე. “ჭეშმარიტ დიოფიზიტთა” მიერ მცხეთის კათოლიკოსი “სწორ პატივში” რომ ყოფილიყო აყვანილი ის აუცილებლად ჩაიწერებოდა მათ მიერ გამართულ კრების ოქმებში. ცნობისათვის ტრულის “ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა” კრებამ “სწორ პატივში” მაგრამ, ერთმანეთის მიმართ მაინც უფროს-უმცროსობით, შემდეგი ეკლესიები დაადგინა; 1. რომის, 2. კონსტანტინოპოლის, 3. ალექსანდრიის, 4. იერუსალემის. ამ კრებაზე არათუ მცხეთის, არამედ ანტიოქიის ეკლესიაც კი არ აუყვანიათ “სწორ პატივში”. ანტიოქიის ეკლესიაზე “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს” იმ ხანად ხელი არ მიუწვდებოდათ და რადგან იქ მათი მომხრეც არავინ აღმოჩნდა, ამიტომ ასეთი ხერხითა და ქმედებით დასაჯეს უძველესი ეკლესია. (იხ. ტრულის კრების კანონის 36-ე მუხლი) იმ ხანად მცხეთის საკათოლიკოსოს საერთო რომ არაფერი ქონდა “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებთან” ამას შემდეგი ფაქტები ადასტურებს; 1. ამ დროს მოღვაწე მცხეთელი კათოლიკოსები ცოლოსნები იყვნენ, რაც ეწინააღმდეგებოდა ტრულის კრებაზე მიღებულ კანონებს (იხ. 12-ე მუხლი) თუმცა არ დავიზარებ და აქვე მოვიყვან ხსენებულ მუხლს; “ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლეებთან თანაცხოვრებას, . . . თუ ვინმე გაბედავს ასეთ მოქმედებას განიკვეთოს. ”ჭეშმარიტი მართლმადიდებლები” ამ კანონს როცა თხზავდნენ მათ ეტყობა მხედველობიდან გამორჩათ წმიდა მოციქულთა კანონების 5-ე მუხლი. 2. მცხეთის საკათოლიკოსოდან არავის, არცერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა, “ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა” მიერ, ათი წლის განმავლობაში ზედიზედ გამართულ, ორ საეკლესიო კრებაში. 3. თუ ქართლი და მისი ეკლესია “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის” ამღიარებელი იყო, მაშინ რაღატომ გამოილაშქრეს რომაელებმა 689 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ყველა “სიკეთესთან” ერთად არც ეკლესია-მონასტრებს “დასდეს ნაკლები პატივი” 4. თუ მცხეთის საკათოლიკოსო “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებთან” მიმართებაში “სწორ პატივში” იქნა აყვანილი, ამ შემთხვევაში სხვა სწორ პატივში მყოფ ეკლესიათა მსგავსად მასაც მიენიჭებოდა მირონის კურთხევის უფლება. რომლის პატივი მხოლოდ IX საუკუნის II ნახევარში, ეფრემ მაწყვერელს, დიდი ძალისხმევის შედეგად გამოუთხოვია იერუსალემის პატრიარქ სერგისაგან. (იხ. ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა) 5. ცნობილია, რომ XI საუკუნის შუა ხანებში, მცხეთის საპატრიარქოზე დიდი შეტევა განახორციელა ბერძნულმა ეკლესიამ. ამ საქმეში ანტიოქიის “ჭეშმარიტი მართლმადიდებელი” ბერძენი პატრიარქი, პეტრე III (1053 - 1057) აქტიურობდა, რომელიც მცხეთის საყდარზე უფლებებს იჩემებდა. მართალია გიორგი მთაწმინდელმა ბერძენთა ეს შემოტევა მტკიცე არგუმენტებით (ანდრია პირველწოდებულის მიერ, ქრისტეს სჯულის ქადაგება ჩვენს მიწა-წყალზე) მოიგერია, მაგრამ ბერძნები ასეთი არგუმენტის მქონე ქართველებს, კამათსაც კი ვერ გაუბედავდნენ, მათ რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი რომ არ ქონოდათ. მიზეზად კი ის ფაქტორი უნდა გამხდარიყო, რომ მცხეთის ეკლესიას თავის დროზე არ უცვნია და იმის შემდეგაც კარგა ხანს არ ცნობდა, ბერძნული “ჭეშმარტი მართლმადიდებლური” ეკლესიის “მსოფლიო” კრებების გადაწყვეტილებებს და ჩამოცილებული იყო ეგრეთ წოდებულ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, ხოლო თუ რამ განაპირობა, მცხეთის საყდრის დიოფიზიტურ, ანუ ბერძნულ მრწამსზე გადასვლა, ამას ახსნა აქვს და აქ მოკლედ გეტყვით. მერვე საუკუნის ოციან წლებში, აღ.რომის იმპერიასა და სახალიფოს შორის, ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიების მორიგი გადანაწილება და გავლენის სფეროებად ჩამოყალიბება მოხდა. ქართლი, ისევე როგორც ანტიოქია და არმენია სახალიფოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ბერძნულ დიოფიზიტობასთან დაპირისპირებულმა დვინის მონოფიზიტურმა ეკლესიამ (რომლებიც თავიანთ თავს ასევე მართლმადიდებლებს უწოდებდნენ) სახალიფოს სახით მორიგი პატრონი შეიძინა (ადრე ირანი პატრონობდა) და ამით ზურგგამაგრებულებმა, 726 წელს მანაზკერტში საყოველთაო, ანუ ტერიტორიულად სახალიფოს დაქვემდებარებაში მოქცეული ეკლესიების კრება მოიწვია და როგორც „ერთადერთმა ჭეშმარიტმა“ საყდარმა, პირველობის პატივიც დაიჩემა. ანტიოქიისა და მცხეთის საყდრებს კი მონოთელიტობის დაგმობა და მონოფიზიტობის აღიარებასთან ერთად, საეკლესიო ღვთისმსახურების ენად სომხურის დაწესებაც მოსთხოვა. სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული მცხეთის საყდარი იძულებული გახდა გასომხებას, ბერძნულ დიოფიზიტურ მრწამს მიერთებოდა, ანუ ე.წ. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე მოქცეულიყო. ამ იძულებით ნაბიჯის გადადგმა კი სხვა ორმა ფაქტორმაც განაპირობა; პირველი ის, რომ ქართლი ფაქტიურად მოკავშირის გარეშე იყო დარჩენილი, თანაც ადგილობრივი საერო ხელისუფლების უფლებებიც,( 718 გაზაფხულზე, ერისმთავრ არჩილის სიკვდილით დასჯის შემდეგ, - იხილეთ ვახუშტი ბატონიშვილი) მკვეთრად იყო შეზღუდული და ქვეყნის ფაქტიური ბატონ-პატრონობა ტფილისის ამირას ეკუთვნოდა და მეორეც ის რომ, ქაართული ეთნოსით დასახლებული ტაო-კლარჯეთი და კოლხეთი, რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. ასე რომ იმ გადასახედიდან, ქართული მიწების ერთი პატრონის ხელში მოქცევა, გადარჩენის მეტ შანსს სტოვებდა. მით უმეტეს, რომ დიოფიზიტობის ფორმალური აღიარებით, მცხეთის საყდრის ღვთისმსახურება სრულად მაინც არ გადასულა ბერძნულ ყაიდაზე და თვითმყობადობა შეინარჩუნა. (ღვთისმსახურების რიტუალი და სამხმიანი გალობა) ამ თვითმყობადობას ადრე თუ ბერძნები გვაყვედრიდნენ, დღეს უკვე ბერძნების იდეური მემკვიდრე, მოსკოვის საპატრიარქო და მათი ნების გამტარებელი „კაი კარტველები“ გვაყვედრიან. ამ წერილით წარმოვაჩინე ის, რაც ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე დაფარული-მიჩქმალული იყო - “არაფერი არ შეიძლება მუდმივად იყოს დაფარული” - ყველა ვინც რწმენაშია, უნდა იცოდეს რომ მცხეთის საყდარი, მხოლოდ პირველ ოთხ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებდა და იმპერიულ “მართლმადიდებლობასთან” მიერთება VIII საუკუნეში განვითარებულმა საგარეო თუ საშინაო ფაქტორებმა (ქართლის უმოკავშირეოდ დარჩენა,726 წლის მანაზკერტის პროსომხური საეკლესიო კრება. ბიზანტიური მმართველობა დასავლეთ საქართველოსა და ტაო-კლარჯეთში.) განაპირობა და არა “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ” მისწრაფებამ. (მცხეთის საკათოლიკოსოს ასეთი ქმედების სანაცვლოდ, ბერძენთა იმპერიამ სათავისო სარგებელი ნახა და გავლენის სფერო გაიფართოვა, ამას კი სულ რაღაც ათ წელიწადში რაც მოჰყვა, სკოლის მოსწავლისთვისაც კარგადაა ცნობილი). ასე რომ ყოველივე ბიზანტიურის სამართალმემკვიდრედ საკუთარი თავის ამღიარებელი რუსეთისაგან, აღარ უნდა გვაკვირვებდეს “უძღები შვილის” საკუთარ მკლავებში უპირობოდ “ჩახუტების” მოთხოვნა. და ბოლოს, ისევ თავგადაკლულთა გასაგონად ვიტყვი; რა მერე, რომ არ აღიარებენ “ძმანნი ჩუენნი ერთმორწმუნოენნი” აბხაზურ და ოსურ ეკლესიებს, განა ამ აღიარების გარეშე ვერ “უვლიან” ქართულ ტაძრებს?! ასე რომ მავანთაგან იმის ძახილი, რომ დედა რუსეთის ეკლესია, ძმური სიყვარულით არის გამსჭვალული ქართული ეკლესიის მიმართ, თვალში ნაცრის შეყრაა პატიოსანი მრევლის მიმართ და სხვა არაფერი. უფალი ბრძანებს “ხე ნაყოფით იცნობაო”. . . “ჩემმო ძვირფასსნნო”!!! რა საჭიროა პოზიორობა, არც თუ ცოტანი ხართ, ერისა თუ ბერის სამოსსში გახვეულნი, ადექით და ხმამაღლა ბრძანეთ რომ საქართველოს მომავალს “დედა” რუსეთის გარეშე ვერ ხედავთ. . . თბილისი 2010 წლის 7 მარტი.
  4. შევქმნათ ქართველი ერის საერთო ნების გამომხატველი დოკუმენტი, სადაც შევაგროვებთ ორ მილიონზე მეტ ხელმოწერას და ვთხოვოთ ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, თუ საჭირო გახდა მასობრივი აქციებით, მოვითხოვოთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შეცვლა სადაც ადამიანს დღიდან საქართველოს მოქალაქედ გახდომისა შეეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
  5. analgin არც ამ იდეას ემხრობი ? '' უნდა შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ერთდროულად იდგება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თავდაცვის სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, უშიშროების სამინისტროზე, გაერთიანებულ შტაბზე მაღლა და გააკონტროლებს ერთდროულად ამ ყველა უწყებას სრულიად ქართველი ერის სახელით უნდა გაეგზავნოს თხოვნა ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა ''.
  6. ალიენდე მაგარი კაცი იყო, საკუთარი პრინციპებისთვის ღირსეულად მოკვდა და მე ყველა ეგეთ ადამიანს პატივს ვცემ. ძალიან კარგი ჩემს პოსტზე ვინმეს ალიენდე თუ გაახსენდა. no pasaran !
  7. იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი დაიწყებს მოლაპარაკებებს ( გარდა ჟენევის ფორმატისა ) რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე : უნდა შეიკრიბოს სრულიად ქართველი ერი და დაიწყოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები, პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ძალთა ეროვნული გაერთიანება, რომელიც წარმართავს აქციებს. აქციებზე მისვლის უფლება არ უნდა მიეცეთ ქართულ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკურ სპექტრს ( ნოღაიდელი, ბურჯანაზე, ალასანია, ძიძიგური, დავითაშვილი, ნათელაშვილი და სხვები ), აქციაზე მოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე ემხრობიან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და არ ემხრობიან რუსეთის იმპერიის და რუსული ოკუპაციის მიმართ უკიდურეს კონფრონტაციულ პოლიტიკას. უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ძალთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც უნდა აწარმოოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები. აქციები ანტისახელისუფლებო ხასიათის გარდა უნდა იყოს ანტისაოკუპაციო ხასიათის და აქციაზე ხელისუფლების გადადგომასთან ერთად უნდა იყოს უპირობო, სრული დეოკუპაციის მოთხოვნა. ანტისახელისუფლებო აქციები უნდა ატარებდეს ანტირუსულ ხასიათს და სააკაშვილი ხელისუფლებიდან გაშვებულ უნდა იქმნეს ანტირუსული კუთხით, როგორც პრეზიდენტი, რომლის დაპირისპირება რუსულ ოკუპაციასთან არ არის საკმარისად პრინციპული და საკმარისი ხარისხის. სააკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში უნდა უნდა გამოცხადდეს საგანგებო სამხედრო მდგომარეობა ( რის გაკეთებასაც სააკაშვილის ხელისუფლებას უშედეგოდ მოვუწოდებთ ), აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ჩაიბაროს გაერთიანებულმა შტაბმა, საკანონმდებლო ხელისუფლება ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა ჩაიბაროს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო ძალთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლობითმა ორგანომ. უნდა შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ერთდროულად იდგება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თავდაცვის სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, უშიშროების სამინისტროზე, გაერთიანებულ შტაბზე მაღლა და გააკონტროლებს ერთდროულად ამ ყველა უწყებას. სრულიად ქართველი ერის სახელით უნდა გაეგზავნოს თხოვნა ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა. აღმასრულებელი ხელისუფლება უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად უნდა ჩაიბაროს გაერთიანებულმა შტაბმა. ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა კონკრეტული 5 საკითხის გარშემო : 1) გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ. 2) ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ტავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით. 3) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით. 4) მაქსიმალურად გამკაცრდეს სახელმწიფო საზღვრების კონტროლი და დაცვა, უპირველეს ყოვლისა, საქართველო რუსეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუხსნელობით, მთათუშეთის, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის, ხევის, მთიულეთის, თრუსოს ხეობის, ზემო და ქვემო რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სამხედრო გამაგრებებით. 5) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ.
  8. ძალიან კარგი. ბატონ მაჰმუდ ახმადი ნეჯადს დიდ პატივს ვცემ, თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტია და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში სასიკვდილოდ გადაიკვეთება ირან რუსეთის ინტერესები და ეს ინტერესთა გადაკვეთა საომარ რკინებკვეთებაშიც გადაიზრდება. თუმცა მიუხედავად იმისა როგორი ურთიერთობას დაამყარებს იგი რუსეთის ხელისუფლებასთან მე მას მაინც პატივს ვცემ. არანაირი ვალდებულება არ აწევს მას საქართველოს გულისთვის თავისი ქვეყნისთვის წამგებიანი ნაბიჯი გადადგას. ბატონ მაჰმუდ ახმადი ნეჯადს იმიტომ ვცემ დიდ პატივს, რომ კაცი აშკარად დინების საწინააღმდეგოდ მიდის და ამავდროულად აცნობიერებს რომ ძალიან დიდია შანსი იმისა რომ ამ დინებამ ფსკერში ჩაიტანოს, მაგრამ მას სიცოცხლე აქვს გადადებული თავისი იდეალებისა და სამშობლოსათვის. ასე რომ ჩემი სოლიდარობა ბატონ მაჰმუდ აჰმადი ნეჯადს ხაზარულ ებრაული გლობალისტური იმპერიალიზმის წინააღმდეგ წმინდა ბრძოლაში.
  9. თუ ეს სიმართლეა მე დღეიდან სააკაშვილის ( და ამ ოპოზიციიის ) რადიკალურ ოპოზიციაში გადავდივარ. ჩემთვის პრინციპებია მთავარი და ეგ თუ მართალია მასინ სააკაშვილიც ისეთივე კოლაბორაციონისტი გამოდის როგორც ალასანია, ნოღაიდელი, ბურჯანაზე, დავითაშვილი, ძიძიგური და სხვები.
  10. მაგ წიგნმა უდიდესი როლი ითამაში ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. გენიალური ნაშრომია. თქვენის აზრით გაგაჩნიათ იმხელა ავტორიტეტი რომ ზვიადის '' საქართველოს სულიერი მისსია '' ცინიკურად მოიხსენიოთ ?
  11. ძალიან კარგი. ბატონ მაჰმუდ ახმადი ნეჯადს დიდ პატივს ვცემ, თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტია და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში სასიკვდილოდ გადაიკვეთება ირან რუსეთის ინტერესები და ეს ინტერესთა გადაკვეთა საომარ რკინებკვეთებაშიც გადაიზრდება. თუმცა მიუხედავად იმისა როგორი ურთიერთობას დაამყარებს იგი რუსეთის ხელისუფლებასთან მე მას მაინც პატივს ვცემ. არანაირი ვალდებულება არ აწევს მას საქართველოს გულისთვის თავისი ქვეყნისთვის წამგებიანი ნაბიჯი გადადგას. ბატონ მაჰმუდ ახმადი ნეჯადს იმიტომ ვცემ დიდ პატივს, რომ კაცი აშკარად დინების საწინააღმდეგოდ მიდის და ამავდროულად აცნობიერებს რომ ძალიან დიდია შანსი იმისა რომ ამ დინებამ ფსკერში ჩაიტანოს, მაგრამ მას სიცოცხლე აქვს გადადებული თავისი იდეალებისა და სამშობლოსათვის. ასე რომ ჩემი სოლიდარობა ბატონ მაჰმუდ აჰმადი ნეჯადს ხაზარულ ებრაული გლობალისტური იმპერიალიზმის წინააღმდეგ წმინდა ბრძოლაში.
  12. პეტრე ცისკარიშვილზე მაღლა ვერ ახტება უგულავა. პრეზიდენტობაზე გაქაჩვას ზურგს უკან მდგომი ძალების გარდა სხვანაირი ავანტიურისტობა და თავზეხელაღებულებაც ჭირდება და უგულავაზე მეტი შანსი მაგ მხრივ ცისკარიშვილს აქვს. იმავე მიზეზიტ ვერ გახდება ვერასდროს პრეზიდენტი ალასანია
  13. საინტერესო თემაა და მაგიტომ ამოვწიე. თემის ავტორსაც კარგად ვიცნობ
  14. ვის ვის და ზვიადს არ ეშლებოდა ქართველთა წარმოშობა და იბერო კავკასიური გენეტიკა
  15. საქართველოს თანამედროვე ტერიტორია და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწები უძველესი დროიდან იყო დასახლებული მონათესავე ქართველური ტომებით. მათ შორის ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად ათასეული წლების წინათ ჩამოყალიბდა ქართველი ხალხი. თავისი ენით ქართველები იბერიულ-კავკასიურ ხალხებს ეკუთვნიან. თანამედროვე ქართული ენის შექმნაში ძველქართულთან ერთად მონაწილეობდნენ მეგრული (ზანური) და სვანური ენები, რომლებიც ქართველურ ენობრივ ჯგუფს ქმნიან. მონათესავე ტომების ერთ ხალხად გაერთიანებაში უდიდესი როლი შეასრულეს ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII და IV-III საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სახელმწიფოებმა - კოლხეთმა და იბერიამ. ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტსაც, რომ ძველი წელთაღრიცხვის XII-VIII საუკუნეებში დაიაენი-დიაუხის აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არსებობდა. პოლიტიკურმა კონსოლიდაციამ დააჩქარა ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარება და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. ქართველი ერის ჩამოყალიბებას ბევრად შეუწყო ხელი IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარებამ, ქართული ქრისტიანული დამწერლობის შემოღებამ და უფრო გვიან (Xს.) ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაერთიანების გზით ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნამ. ივ. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური (დაღესტნურ–ჩაჩნური, აფხაზურ–ადიღეური) ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას.მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმა მდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო– და ეთნონიმიკის, ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე სხვა კითხვა დასვა – არის თუ არა ჩრდ. კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ “ჩრდილოკავკასიური” (აფხაზურ–ადიღღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური) სახელები თავს იჩენს ამიერკავკასიაშიც, და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ, კერძოდ, ადიღეველ ტომებს დაკავებული უნდა ჰქონოდათ დასავლეთ ამიეკავკასია, ისტორიული საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო მის აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ ჩაჩნურ–დაღესტნურ ტომებს. ამრიგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ. ამრიგად, ქართველებიც სამხრეთიდან უნდა იყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით (-ანდა, -ს/ს/ოს, -ახი, -ეხი, -უხი, -ხა, -აინი, -უნი, და ა. შ.), რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც. ამიტომაც, ასკვნიდა ივ. ჯავახიშვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მონათესავე ქართველური და სკვითურ–სარმატული (აფხაზურ-ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური, -გ. მ. ) ტომები თავის გვიანდელ ადგილსამყოფელში შეიძლება მოხვედრილიყვნენ მხოლოდ სამხრეთიდან და თუბალ–თ-ბალები და მოსოხმუშქები არ შეიძლება ინდოევროპელები იყვნენ. მკვლევართა აზრით, ძვ. წ. III ათასწლეულში უკვე არსებობდა”იბერიულ–კავკასიუ� �ი” ენების ცალკეული ჯგუფები (საერთო–ქართველური, საერთო–დაღესტნური). უკვე II ათასწლეულის დასაწყისისათვის, ამ მკვლევართა აზრით, უნდა დაწყებულიყო საერთო–ქართველური ფუძეენიდან სვანურის გამოცალკევების პროცესი, ხოლო ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დაშლის დასაწყისი ძვ. წ. VIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ეს მოსაზრება ემყარება ქართველურ ენათა მასალის ანალიზს ე. წ. გლოტოქრონოლოგიური მეთოდით. რა თქმა უნდა, ამ მეთოდით მიღწეული აბსოლუტური მაჩვენებლები შეიძლება სადავო იყოს; უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნება ამ საკითხის გადაწყვეტას უძველესი ნასესხები ლექსიკის, ტოპო- და ეთნონიმიკის მონაცემების საფუძველზე. ის მცირეოდენი, რაც გაკეთებულია ამ მხრივ, თითქოს ადასტურებს ქართველურ ენათა დიფერენციაციის ზემომოტანილ დათარიღებას. კერძოდ, ირკვევა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისათვის ქართულ–ზანური ერთობა უკვე დაშლილი უნდა ყოფილიყო, მაშასადამე, სვანურის გამოყოფა საერთო–ქართველურიდან კიდევ უფრო შორეულ ხანაშია სავარაუდებელი. ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე, როგორც ჩანს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს უკვე უნდა ჰქონოდა საკუთარი სახე. ამ დროს უნდა არსებულიყო ქართველურ ენათა ფუძეენა, რომლის წიაღში მხოლოდ დიალექტური სახის განსხვავებანი თუ იყო ჩასახული. ამ უძველეს ქართველურ ჯგუფზე შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ იმ ლექსიკური მასალის საფუძველზე, რომლის არსებობაც უკვე საერთო–ქართველურის, ე. ი. ფუძეენის დონეზე (ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე?) ივარაუდება. უძველესი ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ფუძეენაში არსებული მცენარეულის ან ცხოველთა და სხვ. მისთ. სახელების გათვალისწინებას. ამით ჩვენ გავეცნობით იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა ქართველური ფუძეენის მატარებელი კოლექტივი და, მაშასადამე, საშუალება მოგვეცემა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად შეიძლება ყოფილიყო ამგვარი გარემო, ე. ი. სად უნდა ვივარაუდოთ ქართველი ტომების წინაპარი ამ უძველესი ეთნიკური ჯგუფის ადგილსამყოფელი. ქართველურ ენებში დაცული კანონზომიერი დერივატების მიხედვით საერთო–ქართველურ დონეზე ივარაუდება მცენარეულის სახელები: ანწლ-, ბრყენ-, (პანტა), გვიმრა, ვაშლ -, ვერხვ-, მარწყ-, მსხალ-, სხმარტლ-, (ზღმარტლი), სოკო, ქრცხამლ- (რცხილა), ძაცხვ- (ცაცხვი)- ძეწვნ-,(ტირიფი), წიფლ-, (წიფელი), წყავ-, (Laurocerasus officinalis‚ лавровишня) და სხვ. საერთო-ქართველურში ყოფილა სახელწოდებები: არჩვის, დათვის, კვერნის, თხის, ვაცის, ორბის (არწივი), მელიის და სხვ. ასეთი ფლორა და ფაუნა კარგად ეგუება კავკასიის მიწა-წყალს, უფრო მეტად მის მთიან ზოლს. ამიტომაც ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის მაინც თამამად შეიძლება კავკასიისავე მიწა–წყალზე ვივარაუდოთ. საერთო–ქართველურის ეპოქიდან მოდის მესაქონლეობასათან დაკავშირებული მრავალი ტერმინი (დჴა-თხა), ვაც-, მატყლ-, ფურ-, ჴამლ –(ტყავი), ჴან- (ხარი), ძაღლ -, ყვერ -, (ს) ძე (რძე), ყველ -და სხვ.), ისევე როგორც მეფრინველეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინი. ასეთივე ტერმინოლოგიური მონაცემებით მომდევნო, ქართულ–ზანურ, ერთობის არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და I ათასწლეულის საწყისი საუკუნეები) შეიმჩნევა მიწათმოქმედების სწრაფი დაწინაურება, მევენახეობის განვითარება, მესაქონლეობაში წვრილფეხა საქონლის ხვედრითი წონის მკვეთრი ზრდა, მეცხენეობის განვითარება და სხვ. სვანურისათვის უცხოა და ქართულ–ზანურის საერთო კუთვნილებას შეადგენს ისეთი ტერმინები, როგორიცაა: ბაგა, ბეღელ -, თიბ-, თეს-, სკა, ყანა, ცელ-, ვენაჴ, ღვინო, სელ-, საწნეხელ-, ფოცხ-, ღერღ- (ღერღილი), ცეხვ- და სხვ. ამავე ეპოქის კუთვნილება ჩანს ცხენის სახელი, მთელი რიგი ლითონების – სპილენძის, რკინის, ვერცხლის – სახელწოდებები, რომელთაც, ამასთანავე სამხრეთის ენებში ეძებნებათ პარალელები. ქართულ-ზანური ერთობის დროის ტერმინებია (სვანურში არ გვაქვს) აგრეთვე ცხვარ-, ცხოველ-, და სხვ. ამავე ეპოქის ტერმინოლოგიაში ადგილს იკავებს გამაგრებული პუნქტების აღმნიშვნელი სახელები (შდრ. ქართულ–ზანური ტერმინები: ციხე – ჯიხა, ქართა – ქორთუ) და ა. შ. ყველაფერი ეს თვალნათლივ მიგვითითებს უკანასკნელი დროის საენათმეცნიერო ლიტერატურაში ქართველურ ენათა დიფერენციაციის ეტაპების შესახებ გავრცელებული, თავდაპირველად გ. დეეტერსის მიერ წამოყენებული მოსაზრების სისწორეზე ქართველურ ენათა ფუძეენიდან თავდაპირველად სვანურის გამოცალკევების და, ამის შემდეგ, კიდევ ერთხანს, ქართული და მეგრულ–ჭანური (ზანური) ენობრივი ერთობის არსებობის შესახებ. ამასთანავე, რადგანაც სვანურთან შედარებით ამ უკანასკნელის (ქართულ-ზანური ერთობის) ლექსიკური ინოვაციები (სიახლენი) ისტორიული რეალიებით სწორედ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან შეიძლება დათარიღდეს, უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ეთნიკური ჯგუფი ენობრივ და, ამასთან დაკავშირებით, ფაქტიურ განცალკევებას განიცდის ქართულ–ზანური ჯგუფისაგან. რადგანაც ამ უკანასკნელს სამხრეთის ხეთურ–ხურიტულ მოსახლეობასთან კონტაქტები უჩანს (იხ. ზემოთ), უნდა ვიფიქროთ, რომ სვანური ტომები უკვე ამ დროს ქართველურ ტომთა გავრცელების ჩრდილოეთ არეალში იყვნენ დასახლებული, ხოლო ქართულ–ზანური ტომები – სამხრეთით. ამასთანავე, ენობრივი მონაცემებით ძვ. წ. II ათსწლეულსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ტომები უფრო ფართო ტერიტორიაზე ჩანან გავრცელებული, ვიდრე უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის რაიონებშიც. ძველისძველ ხანაში დასავლეთ საქართველოს მიწა–წყალზე სვანური მოსახლეობის ფართოდ გავრცელებას მოწმობს, კერძოდ, ამ მხარის ტოპონიმიკის შესწავლა. ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის ზოლში ადრევე იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთთან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული – იშ (-შ)-სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობისა უნდა იყოს. აკად. ს. ჯანაშიას “ლანჩხუთი” სვანური წარმოებისად მიაჩნდა. სვანური ენის საფუძველზე შეიძლება აიხსნას დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე არსებული უძველესი ცენტრების – სოხუმის (ანტიკური წყაროების “დიოსკურია”, ძვ. ქართული “ცხუმი” – შდრ. სვანური “ცხუმ” – რცხილა) და ფოთის (ანტიკური წყაროების “ფაზისი”) სახელებიდა ა. შ. ამრიგად, ქართველი ტომები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ისინი ნაწილობრივ დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსახლეობდნენ, კერძოდ, მცირე აზიის ჩრდილო–აღმოსავლეთ რაიონებში, სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. ამას მოწმობს, ჯერ ერთი, კულტურის მხრივ ამ რაიონების მჭიდრო კავშირი, ხშირ შემთხვევაში სრული ერთობაც კი დასავლეთ საქართველოსთან, რაც კარგად ჩანს არქეოლოგიური მასალის შუქზე (იხ. ზემოთ), აგრეთვე მთელი რიგი ენობრივი ფაქტები, რაც მეტყველებენ ქართველი ტომების კონტაქტზე მცირე აზიის ცენტრალურ და მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებში მოსახლე ხეთურ (პროტოხეთურ, ნესიტურ) და ხურიტულ მოსახლეობასთან. ასეთი ენობრივი (ლექსიკური) შეხვედრები ქართველურ ენებს უჩანს, მაგალითად, ხურიტულთან და ხეთურთან. მაგალითად, პროტოხეთური სახელი ამინდის, ელვა–ჭექის ღმერთისა Taro (Taru) და ქართული სიტყვა”ტაროსი”ერთი და იგივე უნდა იყოს. პროტოხეთურ wor (uur)-ს (ქვეყანა) უკავშირებენ სვანურ “ვორს”–ს (მიწა); ქართულს საერთო სიტყვა უჩანს ხეთურთან “რკინის”, ხოლო ხურიტულთან “ვერცხლის” აღსანიშნავად. საინტერესოა ამ მხრივ აგრეთვე ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის (შემდგომში – ხეთების სამეფოს დედაქალაქის) ხატუსასის მმართველის “ფჲუსტ(ის)” სახელი. იგი ასოციაციას იწვევს სვანურში “ბატონის, უფალის” მნიშვნელობით დამოწმებულ სიტყვასთან “ფუსტ” (“ფუსდ”), რომლის წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. შეიძლება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ძველაღმოსავლურ წყაროებში, უცხო ენაზე მეტყველმა ხალხმა ხელისუფლის ზოგადი სახელი “ბატონი, უფალი, მმართველი” საკუთარ სახელად გაიაზრა და ასე გადმოსცა წარწერაში....უფრო გვიანდელი ხანიდან, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან, სამხრეთ–ღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიწა–წყალზე ანტიკური მწერლების მიერ დამოწმებულია მრავალი სატომო თუ ადგილთა სახელი, რომელნიც აშკარად ქართულ–ქართველური სამყაროს კუთვნილება ჩანს. ამრიგად, ბევრი რამ მეტყველებს უძველეს ხანებში ქართველი ტომების გავრცელებაზე დღევანდელი საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ მომიჯნავე მცირე აზიის ოლქებში. არ შეიძლება აქვე ყურადღების გარეშე დავტოვოთ უკვე ძვ. წ. XII საუკუნიდან მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში მეტად აქტიური როლის შემსრულებელი მუშქების სახელწოდებაც, რომელიც აგრეთვე ორგანულ კავშირში ჩანს ქართულ ეთნო– და ტოპონიმიკასთან (შდრ. ქართველი ტომების მესხების სახელი, აგრეთვე სახელწოდებები სამცხე, მცხეთა...). ქართველი ტომების წარმომავლობის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ვერ შემოვიფარგლებით მარტოოდენ ამ ტომების უძველესი ადგილსამყოფელის განსაზღვრითა და მათი ენების დიფერენციაციისა და სხვა ენებთან მონათესაობის საკითხით. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველ ტომებს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, უეჭველია, მეტად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სხვა მოდგმის ტომებთან, რის საფუძველზეც ზოგჯერ შეერეოდა კიდეც მათ და ა. შ. ყველაფერ ამას არ შეიძლება თავისი კვალი არ დაეტოვებინა ქართველური ჯგუფის ეთნიკურ სახეზე, კერძოდ, ქართველი ტომების ენებში. მართლაც, ქართველურ ენებში ჩვენ ბევრი ამგვარი კონტაქტის ნაკვალევს ვხვდებით. უკანასკნელ დროს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ქართველური ენებისა და მათი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების მჭიდრო კონტაქტს ინდოევროპული წარმომავლობის ტომებთან (“ენებთან), რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ძალიან ადრე, თვით ერთიანი ქართველური ფუძე ენისა და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის არსებობის პერიოდში (ძვ. წ. III–II ათასწლეულები). ენათმეცნიერთა ყურადღება კარგა ხანია რაც მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აფხაზურ–ადიღეურის მსგავსად პრეფიქსალური წარმოება უძველეს დროს სავსებით გაბატონებული უნდა ყოფილიყო ქართველურშიც. პრეფიქსალური წარმოების გვერდით სუფიქსაციის პრინციპი უფრო გვიან უნდა გაჩენილიყო რომელიღაც “სუფიქსური წყობის” ენის გავლენით. სუფიქსური წყობის გაძლიერება ქართველურ ენებში პრეფიქსალურის ხარჯზე, აკად. არნ. ჩიქობავას აზრით, ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს გავლენა ქართველურის სუბსტრატი ენის გავლენას შეიძლება მიეწეროს. ამ უკანასკნელ დროს ქართველურის ასეთ სუბსტრატად (თუ სუპერსტრატად) მკვლევარნი უფრო და უფრო ინდოევროპული ოჯახის ენებს ვარაუდობენ. ქართველური ენების ისტორიის კვლევა–ძიება მეტად და მეტად ავლენს სტრუქტურულ სიახლოვეს ინდოევროპულ ენობრივ სამყაროსთან. პროფ. გ. დეეტერსს ქართველური ენები, თავისი პრეფიქს–სუფიქსალური წარმოებით, ნარევი ტიპის ენებად წარმოუდგენია, რომელსაც ერთგვარად შუალედი მდგომარეობა უკავია ისეთი ტიპის ენებს შორის, როგორიცაა ჩრდილო–დასავლურკავკასიური (აფხაზურ–ადიღეური) და ძველი ინდოევროპული. გარდა ზემოხსენებული სუფიქსაციის პრინციპის შეჭრისა, გ. დეეტერსი ინდოევროპულთან სიახლოვეს ხედავს ბრუნების ფლექსიურ ტიპში (ასეა განსაკუთრებით ძველ ქართულში), ფინიტური ზმნის ფორმების მკვეთრ გამოყოფაში სახელისაგან, ზმნის მთელი რიგი ფორმების სისტემაში. მისი აზრით, წინადადების აგებულებასაც ქართულში მთლიანად ინდოევროპული ელფერი აქვს და არ არის გვიანდელი (ბერძნულის ან სომხურის) გავლენის შედეგი. ქართველური ენების უძველესი სტრუქტურის სიახლოვეს ინდოევროპულთან ხაზს უსვამენ აგრეთვე პროფ. თ. გამყრელიძე და პროფ. გ. მაჭავარიანი. საკუთარი კვლევა–ძიების შედეგად ისინი დაახლოებით იმავე დასკვნამდე მიდიან, რასაც ამტკიცებდა უძველესი ქართველურის მიმართ გ. დეეტერსი. მათი აზრით, საერთო-ქართველურის ტიპოლოგიური მოდელი, ერთი მხრივ, უახლოეს პარალელებს პოვებს მთის იბერიულ–კავკასიურ ენებში, განსაკუთრებით დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) ჯგუფში (კონსონანტიზმი, პრეფიქსაცია, ზმნური პოლიპერსონალიზმი, ბრუნების მოდელი, ერგატიული კონსტრუქცია), ხოლო, მეორე მხრივ, გვიანდელი საერთო–ქართველურის მორფოლოგიური სისტემა თვალსაჩინო სტრუქტურულ პარალელებს ავლებს გვიანდელი ინდოევროპული ფუძეენისათვის პოსტულირებულ სტრუქტურულ მოდელებთან (ვოკალიზმი, სონანტთა სისტემა, აბლაუტის ტიპები). ამასთანავე, დასახელებულ მკვლევართა აზრით, ქრონოლოგიურად ქართველურში “კავკასიური” (ჩრდ.–დას. კავკასიური) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური ფენა წინ უსწრებს ინდოევროპულს, იგი პირველადია. ავტორები უძველესი ქართველურის სახით ვარაუდობენ ჩრდილო-დასავლურკავკასიური ტიპის ენას, რომელსაც ძლიერი ტრანსფორმაცია განუცდია ინდოევროპული სუბსტრატის გავლენით. ეს გარემოება, მათი აზრით, შედეგი უნდა იყოს იმ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტებისა, რომელთაც ადგილი უნდა ჰქონოდათ უძველეს ხანებში ქართველურ ტომებსა და უძველეს ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს შორის. რა თქმა უნდა, თავისთავად ამგვარი ტიპოლოგიური სიახლოვე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. გ. წერეთელი, სულ სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული: 1. შეიძლება ვივარაუდოთ ინდოევროპულის უძველესი, შორეული ნათესაობა საერთო–ქართველურთან, 2. მსგავსება შეიძლება მომდინარეობდეს დაახლოებით არეალური ერთიანობის ფარგლებში, ინდოევროპული და ქართველური ენების მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების შედეგად. 3. დაბოლოს, ეს მსგავსება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უბრალო ტიპოლოგიური იზომორფიზმი, ყოველგვარი ნათესაობისა თუ დანათესავების გარეშე. აკად. გ. წერეთელს მიაჩნია, რომ ნაადრევი იქნებოდა, თუ შევეცდებოდით ამჟამად იმის გარკვევას, ამ სამ ფაქტორთაგან რომელია მიზეზი იმ სტრუქტურული მსგავსებისა, რომელიც ქართველურ და ინდოევროპულ ენებს შორის ვლინდება. ამრიგად, მარტოოდენ სტრუქტურულ, ტიპოლოგიურ სიახლოვე–მსგავსებაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ქართველ ტომთა უძველესი ისტორიის საკითხზე სახიფათო იქნებოდა. მაგრამ, ამის გარდა, ჩვენ მოგვეპოვება საისტორიო თვალსაზრისით უფრო მრავლისმეტყველი ენობრივი მასალა – ქართველურ ენებში უძველეს ხანებში ფართოდ შეთვისებული ინდოევროპული წარმომავლობის ლექსიკა, რაც ამ შორეულ წარსულში ქართველი და ინდოევროპული ტომების ხანგრძლივი, მჭიდრო და უშუალო კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს. ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში შეინიშნება წყება ინდოევროპული წარმოშობის სიტყვებისა, რომლებიც მაინცდამაინც არც ერთი იმ ინდოევროპული ენის გზით არ უნდა იყოს შემოსული, რომელთა მატარებელ ხალხებთან ქართველ ტომებს ახლო ურთიერთობა ჰქრნდათ ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ წარსულში (ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ–ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში). ასეთი “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკური პარალელები მნიშვნელოვანი რაოდენობით იჩენს თავს მცენარეულის, ცხოველთა, ფრინველთა სახელებში და აგრეთვე სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში. ასე, მაგალითად, ინდოევროპულ ლექსიკას შეიძლება დავუკავშიროთ საერთო–ქართველური “*თხა”, და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ნავარაუდევი “*ღორ”. უეჭველია აგრეთვე ქართული “კატა”-ს და არა “ლომი”-ს ინდოევროპულობა, თუმცა ძნელია ამჟამად მივუთითოთ იმ კონკრეტულ გზებზე, რითაც ეს სიტყვები ქართველურ ენებში შემოვიდა. ვფიქრობთ, ცხოველების ინდოევროპული სახელწოდებები უნდა ვეძებოთ ზოგიერთ სხვა ქართულ ტერმინშიც. მაგალითად, ქართული “ბოს(ელი)” თავისი ძირით მსგავსებას იჩენს ხარის (ძროხის) აღმნიშვნელ ტერმინთან ინდოევროპულ ენებში (შდრ. ბერძნ. “ bosx”, ლათინ “bos”). ალბათ იგივე ტერმინი გვაქვს ჩვენ ქართულ “ბოჩოლაში”(< “ბოს–ჩვილი”). სიტყვა “ძუკნა”, სხვა ქართული კომპოზიტების ანალოგიით (მაგალითად, “ძუ-მგელი”), შეიძლება დავშალოთ “ძუ–კნა”-დ და მისი მეორე შემადგენელი ნაწილი (“კნა”) დავუკავშიროთ “ძაღლის” აღმნიშვნელ მეტად გავრცელებულ ძირს ინდოევროპულ ენებში. ქართული “ირემი” ახლო დგას “ცხენ–ირმის” აღმნიშვნელ ფინურ “hirvi”-სთან, რომელიც ფინურში გერმანული ენებიდან შეთვისებულად მიიჩნევა. ამას გარდა, საერთო–ქართველური “*კვერნ” სიახლოვეს ავლენს კვერნის ინდოევროპულ (ბალტურ–სლავურ) სახელწოდებებთან (ლიტვ. “kiaune”, ლატვ. “caûna”, სლავ. “*kuna”). ქართულ “ყორან”-ს უდარებენ მთელ რიგ ბალტურ–სლავურ ფორმებს, თუმცა მსგავსი ფორმები დამოწმებულია აგრეთვე გერმანულ ენებში. ქართულ “*კაკაბ”-ს , რომელიც უკვე ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ივარაუდება ქართველურში, მოეპოვება ინდოევროპული პარალელები (ხეთურში, ბერძნულში), თუმცა მსგავსი ძირი გვხვდება სხვა (სემიტურ, მთის კავკასიურ) ენებშიც და, როგორც ჩანს, ხმაბაძვითი ხასიათისა არის. ინდოევროპულთან პარალელებს პოვებენ ქართულ–ზანური “*ბ(ღ)უ”, უკვე საერთო-ქართველურის დონეზე სავარაუდებელი “*ოფოფ”, ქართული “კრაზანა”, ქართული “ტილ” და სხვ. ინდოევროპულიდან ერთ-ერთ უძველეს ნასესხებ სიტყვად არის მიჩნეული ქართველურ ენებში დამოწმებული “უღ(ელი)”. ამ უკანასკნელს კანონზომიერი ბგერათშესატყვისი ფორმები მოეპოვება სამსავე ქართველურ ენაში და, მაშასადამე, იგი უნდა არსებულიყო უკვე საერთო–ქართველურ დონეზე. ბევრჯერაა მკვლევართა მიერ მითითებული უცხოური პარალელები ქართულ–ზანური “რქა”-სათვის, თუმცა მას პარალელები მოეპოვება სხვა ჯგუფის ენებშიც.”ბუდე”–ს, რომელიც ივარაუდება უკვე საერთო-ქართველურ დონეზე, ასევე ინდოევროპული პარალელები მოეპოვება განსაკუთრებით სლავურ და, აგრეთვე, გერმანულ და ბალტიურ ენებში (შდრ. ლიტვ.”bùtas” “სახლი”, სლავ. “buda”, ჩეხ. “bouda”,პოლონ. “buda” და სხვ.). მეტად საინტერესოა ამავე ასპექტში მეგრულში არსებული ტერმინი “ქართა”; ეს სიტყვა მოიპოვება აგრეთვე ქართული ენის დასავლურ დიალექტებში (იმერულში, გურულში) და აღნიშნავს ბაკს, მოღობილ ადგილს საქონლის დასამწყვდევად. შესაძლებელია, ამ ტერმინთან კავშირშია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქართ(ლ)-ის სახელი (აქედანაა შემდეგ ტერმინები: ქართველი, საქართველო), რადგანაც ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით “ქართლი” ქვეყნის სახელად იქცა ამ ქვეყნის ძველი დედაქალაქის სახელის მიხედვით. “ქართლი” ერქვა დღევანდელი ბაგინეთის მთაზე (ზაჰესის წყალსაცავის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე) აშენებულ ციხე–ქალაქს, ქართლის მეფეთა უძველეს რეზიდენციას (“არმაზციხე”-ანტიკური წყაროების “არმოძიკა”). შესაძლო ინდოევროპული პროტოტიპი ამ ქართულ–ზანური ტერმინისა გვიჩვენებს ასეთსავე სემანტიკურ გადასვლებს. ინდოევროპული არქაიზმებით განთქმულ ლიტვურში “gardas” აღნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, წვრილფეხა საქონლის სადგომს” (შდრ. აგრეთვე გოთური“ garda”). ზოგ ინდოევროპულ ენაში ეს სიტყვა ნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, ზღუდეს” (ალბანური, გერმანული), სხვაგან “სახლს” (ძვ. ინდური “grha”-s); დაბოლოს, იგი ფართოდ არის წარმოდგენილი აგრეთვე მნიშვნელობით “ციხე, ციხე–ქალაქი, გამაგრებული ადგილი” (ფრიგიული “gordum”, სლავ. “град”, ხეთური “gurta” და ა. შ. ). გამოითქვა აგრეთვე მოსაზრება, “ციხე–სიმაგრის” აღმნიშვნელი მეორე ქართულ–ზანური ტერმინის (“ციხე” – “ჯიხა”) სიახლოვის შესახებ ინდოევროპულ “*dheigh”-თან, რაც “ალიზით კედლის აგებას” აღნიშნავს. ქართულ–ქართველურს ინდოევროპულთან პარალელები მოეპოვება აგრეთვე უძველეს სამიწათმოქმედო ტერმინების დარგშიც. დიდი ხანია, რაც ქართულ, “პურ”–ს, რომელსაც შესატყვისები აქვს სხვა ქართველურ ენებშიც, უკავშირებენ ინდოევროპულ სიტყვებს, “მუხის” ინდოევროპულ სახელწოდებას კი უდარებენ ქართულ–ზანურ “კრკო” (რკო)-ს და სხვ. პარალელები გვაქვს აგრეთვე ადგილმდებარეობის, თუ მის ცალკეულ სახეობათა აღმნიშვნელ სახელებშიც. ქართულ–ზანურ “გორა”-ს მსგავსი სიტყვები მოიპოვება ირანულ, სლავურ, ბალტიურ და სხვა ინდოევროპულ ენებში. ქართულ “ბრგე”-ს უდარებენ გერმანულ “Berg”-ს და სხვა ინდოევროპულ ფორმებს, რომლებიც უძველესი ინდოევროპული “*bherĝh”-იდან მომდინარეობენ. მსგავსი პარალელები მოიპოვება აგრეთვე სხეულის ნაწილების სახელწოდებებშიც. საერთო–ქართველურის დონეზე არსებული “მკერდ”-ძირი (შდრ. სვანური “მოჭოდ.”, “მუჭვედ”) მეტად ახლო დგას ინდოევროპულ “*kërd”-თან (“გული”). შეიძლება მივუთითოთ აგრეთვე ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინების სიახლოვეზე. აღნიშნულია სიახლოვე ქართული “რიგი”–სა ინდოევროპულ “*reik(h)” –თან (აქედანაა ძვ. ზემო გერმანული “riha” “ხაზი, რიგი” და სხვ.). უკვე დიდი ხანია, რაც ყურადღება მიექცა საერთო-ქართველური ტერმინის “დღე”-ს (“დეღ”, “დაღ”/ “დოღ”) მსგავსებას ამავე მნიშვნელობის მქონე გერმანულ სიტყვასთან: ძვ. ზემო გერმანულ “tac/g”, ძვ. საქსონურ “deg”, გოთურ “dags,” თანამედროვე გერმანულ “Tag” (საერთო გერმანულ “*daga”-დან). უდარებენ ამ ქართულ სიტყვას აგრეთვე ძველ პრუსიულ “dagis”, ლიტვურ “dagas”. ეს ინდოევროპული სიტყვები საერთო–ინდოევროპულ “*agh–er,” “agh–es”-იდან მომდინარედ არის მიჩნეული. თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ქართულ სიტყვას მრავალი პარალელი მოეპოვება აგრეთვე სხვა კავკასიურ–აფხაზურ–ადიღეურ და ჩაჩნურ–დაღესტნურ ენებში, რის გამოც ზოგიერთ მკვლევარს გერმანულ ლექსიკურ ფაქტებთან სიახლოვე შემთხვევითად მიაჩნია. ძველქართულ “რუ”-ს უდარებენ სპარს. “rud”–ს (“მდინარე”), მაგრამ ამ ქართული ტერმინის ფართო გავრცელება უძველესი დროიდან, აგრეთვე ფორმის მიხედვით განსხვავება, უკვე ფრ. ბოპს აეჭვებდა მათ იდენტურობაში, თუმცა ორივე ისინი მას ინდოევროპული წარმომავლობისად მიაჩნდა. უეჭველია, ეს ინდოევროპული ძირი მოიპოვება საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი მდინარის – “რიონის” სახელში (შდრ. დასავლეთ ევროპის მდინარეთა “რაინის”, “რონას” და სხვ. სახელები). რადგანაც “რიონი” ძველი სახელია და, ამასთანავე, ბერძნების მიერ მიკუთვნებული არ არის (ბერძნებს ამ მდინარისათვის, როგორც ცნობილია, სხვა სახელი – “ფაზისი” გააჩნდათ), მისი ინდოევროპულობა მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა ეთნოგენეზის პრობლემის ასპექტში. ერთ–ერთ უეჭველ და უძველეს ინდოევროპეიზმად მიჩნეულია საერთო-ქართველური (“*ტაბ”-)/“ტბ”- “გათბობა” (შდრ. ქართ. “ტბ”-; მეგრული “ტებ”-, “ტიბ”-; ჭანური “ტუბ”-, “ტიბ”-; სვანური “ტბ”–იდ-)შდრ. ინდოევროპული “*tep”. სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის არის გამოთქმული აზრი რიცხვითი სახელების “ექვსისა” და “შვიდის” სიახლოვეზე ინდოევროპულ “*ueks-“/“uks”- და “septm”–თან. სამეცნიერო ლიტერატურაში ასე მრავლად მოიპოვება შედარება ინდოევროპულ მასალასთან აგრეთვე ზმნათა ძირების სფეროში, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან მოქმედებას აღნიშნავს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ გამორიცხული არ არის სათანადო ძიების დამოუკიდებელი წარმოქმნა, რადგანაც რიგი სიტყვებისა ხმაბაძვით ელფერს ატარებს. უკავშირებენ, მაგალითად, ზმნის ძირებს: საერთო–ქართველურ “*დ (ვ)” “დება, წოლა” - ინდოევროპულ dhē-ს, ქართულ *გნ “გაგება” - ინდოევრ. “*gen” - / “gnõ”–ს, რაც გონებრივ აქტივობას აღნიშნავს. საერთო–ქართველურ “*ლაგ”/“ლგ” - “დადება” ინდოევროპულ “*legh”-ს (ამ ძირიდან მომდინარე სიტყვები მოიპოვება ყველა ინდოევროპულ ენაში, გარდა, ინდო-ირანულისა და სომხურისა). საერთო-ქართველურ “*ლოკ” (“ლოკვა”) ძირს ინდოევროპულ “*lak”–ს (თუმცა მსგავსი სიტყვები მოიპოვება სხვა ენებშიც). პროფ. გ. კლიმოვი გვთავაზობს კიდევ ბევრ სხვა შედარებას. ბევრია პარალელი ნათესაობის ტერმინებს შორისაც, მაგრამ ასეთი ტერმინების ხმაბაძვითი ბუნებისა და მათი ფართო გავრცელების გამო სულ სხვადასხვა ჯგუფის ენებში რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. აქ წარმოდგენილ მასალას, უეჭველია, ბევრი რამ შეიძლება დაემატოს, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგი რამ ინდოევროპულთან პარალელის თვალსაზრისით შეიძლება სადავო იყოს, ეჭვის ქვეშ დადგეს. არც ის არის უცილობელი, რომ ყველა დასახელებული ლექსიკური შეხვედრა ქართველურისა ინდოევროპულთან ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ ეპოქაშია შეთვისებული. მათში შეიძლება მოხერხდეს სხვადასხვა ქრონოლოგიური და ენობრივი ფენების გამოყოფა. მაინც, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაში უეჭველად გამოიყოფა საკმაოდ დიდი ჯგუფი უცილობელი ინდოევროპული ნასესხები სიტყვებისა, რომელნიც ქართველურში ჯერ კიდევ საერთო-ქართველურის არსებობის (ძვ. წ. III–IIათასწლეულები?) დროს ყოფილან შეთვისებული. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ეს უძველესი ინდოევროპული ლექსიკა ქართველურში სამხრეთის ინდოევროპულ მასივთან კონტაქტის შედეგად შემოსული არ უნდა იყოს, რადგან მას სამხრეთის რომელიმე ინდოევროპული ენიდან (სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, თრაკიულიდან (კიმერიელების გზით!), ფრიგიულიდან, ხეთურ ლუვიურიდან) შემოსვლის დაღი მაინცდამაინც არ აზის. ამიტომ დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ქართველურში მათი შემოსვლა რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ, ინდოევროპულ ტომებთან კონტაქტის შედეგია და ამ კონტაქტის ასპარეზად ენობრივად უფრო ნაკლებცნობილი ტერიტორია – ამიერკავკასია ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი – უნდა მივიჩნიოთ. ამ ფონზე უძველესი ქართველურის (ფუძეენის) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური სიახლოვეც ინდოევროპულთან თითქოს უფრო მეტად ადრეულ ხანაში, უკვე ძვ. წ. IIIათასწლეულში (საერთო–ქართველურის არსებობის ეპოქაში) ქართველურ და ინდოევროპულ ტომთა კონტაქტის გზით პოვებს ახსნას. უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიწა–წყალზე დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასივის გადასვლას წინააზიურ–კავკასიური ტიპის ქართველურ მეტყველებაზე, რაკი მათ ადრინდელ მეტყველებას ესოდენ საგრძნობი ნაკვალევი დაუმჩნევია არამარტო შეთვისებული ენის ლექსიკასა, არამედ ამ ენის სტრუქტურაზეც. ქართველური და ინდოევროპული ტომების ასეთი უძველესი კონტაქტის ასპარეზად, როგორც ითქვა, კავკასიაც არის სავარაუდებელი. ამიტომაც შეიძლება დავუშვათ აღნიშნულ ეპოქაში (ძვ.წ III.–II ათასწლეულები) კავკასიის მიწა–წყალზე მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასის ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზე III ათასწლეულში ფართოდ გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის (იხ. ზემოთ) მატარებელი ტომები სწორედ ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო, ქართულ მეტყველებაზე გადასულიყო და ეს არის სწორედ ქართველურის სტრუქტურული თუ ლექსიკური ინდოევროპეიზმების წყარო. პროფ. გ. მაჭავარიანი კი შესაძლებლად თვლის მტკვარ-არაქსის კულტურის ტომებში დავინახოთ ტომთა ვრცელი კავშირი, რომელიც მოიცავდა ინდოევროპულ და ქართველურ (შეიძლება აგრეთვე ზოგ სხვა) ტომებს. აღნიშნულ ტომთა კავშირის ლინგვისტური კორელატი იქნებოდა მაშინ უძველესი დროის ის ინდოევროპულ–ქართველური “ენობრივი კავშირი”, რომლის არსებობის აზრამდეც მიჰყავს მკვლევარი ქართველური ენების მასალის საკუთრივ ენათმეცნიერულ კვლევას. რამდენადაც საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს მიწა–წყალზე დიდ ძვრებს უნდა ჰქონოდა ადგილი, საქართველოს მოსახლეობაში სხვა მხარეებიდან ხალხის ახალ ნაკადს ენდა შემოეღწია. ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ძლიერდება საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მატერიალურ კულტურაში წინააზიური ნაკადი. კარგად შეიმჩნევა ეს საჩხერეში მოპოვებული XV–XII სს. მასალის მაგალითზე, თუმცა წინააზიური გავლენის გაძლიერება შეიმჩნევა საქართველოს, კავკასიის და თვით რუსეთის მიწა-წყლის ბევრ სხვა ადგილას მოპოვებული ძეგლების მიხედვითაც. წინააზიური ელემენტების გაძლიერების ეს პროცესი ისეთი სიმძლავრითაა წარმოდგენილი მატერიალურ კულტურაში, რომ იგი მარტო კულტურულ–ეკონომიური კავშირების ინტენსიფიკაციას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ აგრეთვე წინააზიური წარმომავლობის ზოგიერთი ტომის შემოღწევას კავკასიასა და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამავე პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის, მათ შორის საქართველოს რიგი სამხრეთი რაიონების ტერიტორიაზე ახალი, მეტად ორიგინალური კულტურის, ე. წ. თრიალეთის კულტურის გამოჩენა. იგი მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის – მტკვარ-არაქსის კულტურისაგან. თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა ძლიერ კავშირს ავლენს სამხრეთის რაიონებთან – დასავლეთ–ირანულ (ზაგროს-ელამურ) და შუმერულ სამყაროსთან. ამაზე ყურადღება გაამახვილა უკვე ამ კულტურის აღმომჩენმა აკად. ბ. კუფტინმა. ერთ–ერთ ძირითად ნაკადად, რომელმაც თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბება გამოიწვია, ჩ. ბარნეიც ჩრდილო–დასავლეთ სპარსეთიდან მომავალ ნაკადს მიიჩნევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე მკვლევარი თრიალეთის კულტურაში ხედავს აგრეთვე ჩრდილოეთიდან, ტრიპოლიეს კულტურის არედან მომდინარე ნაკადს. ჩ. ბარნეი ცდილობს ეს კავკასიის გავლით ჩრდილოეთიდან მცირე აზიაში ხეთი–ნესიტების შემოსევის ნაკვალევად მიიჩნიოს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიცით ხეთების უძველესი ისტორიისა და ხეთების სამეფოს წარმოქმნის შესახებ, შეუძლებელს ხდის ჩ. ბარნეის ამ მოსაზრებას, ისევე როგორც მცირე აზიაში ხეთების კავკასიის გზით შეჭრის ვარაუდს. მართალია, თრიალეთურ კულტურაში თავს იჩენს ჩრდილოური ელემენტებიც, რაც ამ მოსახლეობასთან კონტაქტზე ან კიდევ ამიერკავკასიაში ჩრდილოური ტრადიციების მატარებელი გარკვეული ჯგუფების გამოჩენაზე შეიძლება მეტყველებდეს, მაგრამ წამყვანი მასში მაინც სამხრეთული (ჩრდილო–დასავლურირანული) ნაკადი ჩანს და ამ კულტურის გენეზისიც საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ წინააზიური ელემენტების იმ ექსპანსიას, რომელიც კარგად იგრძნობა ძველაღმოსავლური სამყაროს ჩრდილოეთი მხარეების (ამიერკავკასია, მცირე აზია, კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მიწა–წყალი) მატერიალური კულტურის მაგალითზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისში. ამ სამხრეთული, წინააზიური ელემენტების აქტივობას უნდა უკავშირდებოდეს მტკვარ–არაქსის კულტურის განადგურება და წინააზიური ნაკადის გაძლიერება ამიერკავკასიის მატერიალურ კულტურაში (ადრებრინჯაოს კულტურის საჩხერეს ეტაპი და თრიალეთის კულტურა), ისევე როგორც ხურიტული და პროტოხეთური ტომების გავრცელება ჩრდილოეთი მესოპოტამიის, ჩრდილოეთი სირიის, კილიკიის, აღმოსავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ფართო ტერიტორიაზე. თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამ პროცესის ერთ-ერთ რგოლად მოჩანს. თრიალეთის კულტურას მეტად მკაფიო პარალელები მოეპოვება არა მარტო ჩრდილო–დასავლური ირანის მატერიალურ კულტურაში, არამედ ხეთურ სამყაროშიც: ჩაცმა-დახურვა; საკულტო წეს–ჩვეულებები (საკულტო სცენებს თრიალეთის ვერცხლის თასზე უახლოვებენ ხეთების დედაქალაქის მახლობლად იაზილიკაიას კლდეზე ამოკვეთილ საკულტო სცენებს); დაკრძალვის თრიალეთური წესი (იხ. ზემოთ) თითქოს ზუსტად იმეორებს ხეთური წერილობითი წყაროებიდან ცნობილ ხეთების მეფე–დედოფლის დაკრძალვის წესს. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთი ჩვეულება ხეთებთან მხოლოდ გვიან, “ახალი სამეფოს” ხანაში (XV–XIIIსს.) ჩანს დამკვიდრებული, მაშინ, როდესაც თრიალეთში ეს “ხეთური ანალოგიები” უფრო ადრინდელ ხანაში იჩენს თავს. ბევრი სიახლე, რომელიც “ხეთების ახალ სამეფოში” გამოვლინდა, უკავშირდება ხურიტული გავლენის გაძლიერებას, ხურიტების ჰეგემონობის დამყარებას ხეთებთან ძველიდან ახალ სამეფოზე გარდამავალ პერიოდში. ხურიტული (?) წარმომავლობის ნიშნები ხეთების კულტურასა და რელიგიაში უფრო ადრე ჩანს თრიალეთის კულტურაში. ამიტომაც თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამიერკავკასიაში შეიძლება აგრეთვე გარკვეულ კავშირში იყოს ჩრდილო–დასავლეთი ირანიდან მომდინარე ხურიტული ტომების სავარაუდებელ ექსპანსიასთან. რა თქმა უნდა, იმპულსები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სრულიადაც არ გულისხმობენ თრიალეთის კულტურის მთელ არეში მოსახლეობის ერთიანად შეცვლას. საქმე ეხება უმთავრესად პოლიტიკურ ჰეგემონობას, მატერიალური კულტურის თვალსაჩინო მონაპოვართა დანერგვას, ნაწილობრივ თვით საკულტო–რელიგიურ სფეროში ახალი წეს-ჩვეულებების გავრცელებას და ა. შ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოსდევდა უცხო ელემენტის ჩამოსახლებას, თუმცა, არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და კომპაქტური მასის სახით. ეთნიკურ განვითარების პროცესში წამყვან როლს ალბათ ახლაც, ისევე როგორც უფრო ადრე, ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობა, მათ შორის ქართველი ტომები ასრულებდნენ, რომელნიც საბოლოო ჯამში ჩამოსახლებული მოსახლეობის ასიმილაციას ახდენენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძველ დროს აქ დამკვიდრებული ინდოევროპული წარმომავლობის მოსახლეობასთან ერთად, ქართველურ ტომებს უნდა შერწყმოდა უფრო გვიან, ძვ. წ. III-II ათასწლეულში აქ გამოჩენილი ცალკეული წინააზიური (ხურიტული?) წარმომავლობის ტომიც. დამახასიათებელია, რომ არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემებიც ლაპარაკობენ უძველესი დროიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთიანად შეცვლის წინააღმდეგ და კულტურისა და ანთროპოლოგიური ტიპის მხრივ ავლენენ მემკვიდრეულ კავშირს ამ მხარის უფრო გვიანდელ და უფრო ადრეულ მოსახლეობას შორის. ძვ. წ. II ათასწლეული შუა ხანებისათვის, კერძოდ, გვიან ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის მიწა–წყალზე კიდევ უფრო შორს წასულა მოსახლეობის ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. მონათესავე ტომების არეალში ყალიბდება ვრცელი ტერიტორიების მომცველი ერთგვაროვანი მატერიალური კულტურა. ერთ ასეთ არეალს წარმოადგენდა “კოლხური კულტურის არეალი”, რომელიც მოიცავდა მთელ დღევანდელ დასავლეთ და, აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად სამხრეთ საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებს (იხ. ზემოთ). ამასთანავე, ეს კულტურა ვრცელდებოდა დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაში. გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, პირველ ყოვლისა, სწორედ ეს კულტურა უნდა დაუკავშირდეს. “კოლხური კულტურა” წარმოადგენდა ჯერ კიდევ სუსტად დიფერენცირებული ქართველი ტომების კულტურას, თუმცა მისი გავრცელების არეში უნდა ეცხოვრა აგრეთვე აფხაზურ ადიღეური და, კიდევ სხვა წარმომავლობის ზოგიერთ ტომს. ამავე ხანაში კულტურის მხრივ ბევრ საერთოს ავლენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობა. ამ კულტურის არეში, როგორც ჩანს, ქართველ ტომებს გარდა ბევრი ჩაჩნური (ვეინახური) და დაღესტნური ტომი ცხოვრობდა. ამგვარი მოსახლეობის მომცველი ზოგი რაიონი შემდეგში (ანტიკურ ხანაში) ქართლის ჰეგემონობის არეში მოექცა და აქაური მოსახლეობაც ქართველ ტომებში გაითქვიფა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა. ამიტომ არის, რომ მთელ რიგ აღმოსავლურქართულ დიალექტში მძლავრად იგრძნობა ვეინახურ–დაღესტნური, უპირატესად ვეინახური, სუბსტრატის არსებობა. ვეინახურმა ლექსიკამ ერთგვარი რაოდენობით გაიკვლია გზა ქართული ენის უძველეს ლექსიკაში. ენობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო და ქართველი ხალხის შემადგენლობაში უნდა შემოსულიყო აგრეთვე ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთების, ურარტელების) გარკვეული ნაკადი. ამისი ნაკვალევი თავს იჩენს ქართველთა ენაში. განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ამ მხრივ ურარტული ენიდან ქართულში შემოსული ზოგი ფაქტი – ქართულ ენაში მრიპოვება ზოგიერთი გამოთქმა, რომელიც ვერ აიხსნება ქართველური ენების მონაცემებით, თავისი შედგენილობით გაუგებარია, მაგრამ მშვენიერ ახსნას პოვებს სწორედ ურარტული ენის საფუძველზე.
  16. ვეცდები ვიპოვო იბერო კავკასიური ერთობის მეცნიერული დადასტურება და დავაკოპირო
  17. ამ თემაში სასურველია თუ დაწერთ თქვენი ხედვის შესახებ, როგორ უნდა დავიბრუნოთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩრდილოკავკასიელებთან დასაახლოებლად . ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ინიციატივას ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რა თქმა უნდა მივესალმები, მაგრამ პანკავკასიზმი არ არის ის სფერო რომლის განხორციელებასაც ეს უპრინციპო ხელისუფლება შეძლებს. აუცილებელია თბილისი გახდეს ჩრდილოკავკაისური ემიგრაციის ცენტრი, იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლება ოფიციალური მოწვევით უნდა ჩამოვიყვანოთ ლონდონიდან თბილისში და ასევე ჩერქეზთა კონგრესი და ნებისმიერი კავკასიური განმანთავისუფლებელი გაერთიანება უნდა მოვიწვიოთ თბილისში და თბილისი უნდა გავხადოთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცენტრი. ასევე უნდა შევიმუშაოთ გზები რათა მივაწვდინოთ მსოფლიოს ინფორმაციები ჩრდილოკავკასიელებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და უნდა ვეცადოთ რომ ჩრდილოკავკასიის დროებით ოკუპირებულ რესპუბლიკებში შევიდნენ გაეროს და ეუთოს დამკვირვებლები.
  18. ზვიადი, მერაბი, ჯოჰარი. ეს ის ადამიანები არიან რომლებიც რუსული სატანური იმპერიის მარწუხებისგან იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთა დახსნას და გაერთიანებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. თავისუფალი და ერთიანი კავკასია და იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთა ეროვნული, პოლიტიკური, კულტურული თავისუფლება და აღზევება ის ზეიდეა იყო რომლისთვისაც მათ თავიანთი სიცოცხლე გაიღეს მსხვერპლად და შეჰქმნეს ულამაზესი ჰეროიკული ფურცელი მსოფლიო ისტორიაში თავისუფლებისთვის მებრძოლთა წმინდა პანთეონში. მკვდარი ზვიადის, მერაბის და ჯოჰარის სახელებიც კი არ აძლევთ მოსვენებას კრემლის სატრაპებსა და რუსული სატანიზმის მსახურებს. მკვდარი ზვიადის, მერაბის და ჯოჰარის სახელებიც კი უდიდესი ნაღმია რუეთის იმპერიისთვის, რადგან კარგად უწყიან იმპერიის ყურმოჭრილმა მონებმა რომ მათ მაგალითზე კვლავ იზრდებიან ,, ალგეთს ლეკვები მგლისანი ''. ზვიადი, მერაბი და ჯოჰარი დამარცხებულებად არ იწოდებიან სანამ არსებობს იდეა იბერო იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთობის, ერთიანი კავკასიური სახლის იდეა, სანამ არსებობენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები, ვაინახები ( ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები, ბაცბები ), დაღისტნელი ერები ( ავარიელნი, დიდოელნი, ლეკები, ხუნძები, წახები, უდინები, ლეზგიელნი და სხვანი ), ადიღელი ერები ( ჩერქეზები, ყაბარდოელები, აბაზები, ადიღელები ). კავკასია სისხლში ცურავს, სულს ღაფავს, მაგრამ მაინც სფინქსივით იკრებს ძალას და მაინც იბრძვის და იბრძოლებს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის.
  19. მაგდენი უკვე არ ვიცი და არც მგონია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ეგ.
  20. ვაჟა ადამიას უდიდესი შეცდომა ის იყო ზვიადს გვერდში რომ არ დაუდგა სამხედრო გადატრიალების დროს, მაგრამ ვაჟა ადამია და სხვები იყვნენ ღიად დაპირისპირებულნი ზვიადთან, ასათიანი და სანიკიძე კიდევ ზურგიდან უთხრიდნენ სამარეს. ამასია განსხვავება და დღეს ერთსაც და მეორესაც სულ არ აწუხებთ ნამუსი ისე სპეკულირებენ ზვიადის სახელით თუმცა მერაბ კოსტავას საზოგადოებას მაინც ეროვნულ ძალად მივიჩნევ, ვიცნობ მათ წევრებს დ მათი მხარდამჭერი ვარ
  21. კარგით მაგრამ მოწმეებიც რომ არსებობენ მაგის ? ზვიადის სიცოცხლეში რომ ამოყო ზვიადისდროინდელმა სპიკერმა თავი 92 წლის პარლამენტში ეგ როგორ მოხდა ? ასლანთან როგორ აღმოჩნდნენ ასათიანი და სანიკიძე ?
  22. არავის ისე მოულოდნელად და მუხანათურად არ ჩაურტყია ზურგში მახვილი ზვიადისთვის როგორც ასათიანმა, სანიკიძემ და მათმა ტრადიციონალისტებმა. რაღა ეხლა ვერ ვპოულობ ზვიადის წერილს გროზნოდან მათ შესახებ
×
×
  • შექმენი...