
shamili
პლანეტელი-
პოსტები
1.176 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shamili
-
analgin მაგ საიტზე რაც ხუთჯვრიანი დროშებია გამოსახული იმ რუკიდწან არის ამობეჭდილი და ეგ ერთადერთი ,,არგუმენტია'' რაც მოაქვთ იმის დასამტკიცებლად რომ ვიტომ ეგ დროშა საქართველოს ისტორიული დრშა იყო. მაგ რუკის გადიდებულ ვარიანტს თუ ნახავ აღმოაჩენ რომ საქართველოს გარდა მაგ დროშით აღნიშნულია არმოსავლეთ ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო და მგონი სომხეთიც. სამი ვერსიაა რატომ არის აღნიშნული ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო მაგ დროშით, პირველი წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის სახელმწიფოები სადაც კათოლიკე მისიონერები ჩავიდნენ საქადაგოდ. მეორე წყარო იუწყება რომ უბრალოდ აღმოავლეთ ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებია აღნიშნული, ხოლო მესამე წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის ქვეყნები რომლებიც თავის დროზე იყვნენ ჯვაროსანთა კოალიციის მოკავშირენი.
-
ეროვნული დროშა ეროვნული რეგალიები ეროვნული სიწმინდეებია. მათში ნაციონალური წმინდად ადამიანურ საწყისთანაა შეწყვილებული, რადგან ისინი უტყვად მოგვითხრობენ სულის ტრიუმფის ამბავს წარმავალობაზე, ამაოებასა და სიკვდილზე. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა მერაბ კოსტავას როგორც ძველი სიწმინდეებისადმი, ისე ახალი დროის სახელმწიფოებრივი სიმბოლოებისადმი. 1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას. 26 მაისს, დაახლოებით შუადღისას მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად “ჰელსინკის”, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის” და “ეროვნული სამართლიანობის კავშირის” წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა, რამდენადაც იმჟამად ეროვნული დროშების სერიული წარმოება სულაც არ იყო თავისთავად ცხადი რამ. მიტინგი მერაბმა გახსნა. ხელში დროშა ეჭირა და ისე საუბრობდა დღის მნიშვნელობაზე. რამდენიმე წუთში ეზოს შესასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული “ომონის” რაზმი, ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა. გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიეახლა მერაბს და უთხრა: “არა გრცხვენია, ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ?! ახლავე მომეცი დროშა!” თან დროშას წაეტანა, მაგრამ მერაბმა მაღლა ასწია და მკაფიოდ, ხმამაღლა შესძახა: “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” ამასობაში მომიტინგეები მიწაზე დავსხედით. მე წინადადება შემოვიტანე, ერთანეთისთვის ქამრებში წაგვევლო ხელი. ამგვარად შეჯგუფული ხალხი თითქოს ერთიან მასად იქცევა და მისი დაშლა ძალზე ძნელია. რამდენადაც ქამარი ყველას არ ეკეთა, ხალხი ერთმანეთს ჩაებღაუჭა. შადური კვლავ ცდილობდა დაუფლებოდა დროშას, მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას სწყინდა, რომ ტომით ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციელის ფორმაში გამოწყობილი, ვერ აცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეზრახა. “მომეცი დროშა!” გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა. “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი!” კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა. გენერალი სიბრაზისაგან გამწვანდა. “ძალები, ძალები მოიყვანეთ, გადაუარეთ!” გასცა ბრძანება. ეზოში “ომონის” რაზმი შემოიჭრა. მიტინგი დაშალეს, მაგრამ საღამოს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეროვნულმა მოძრაობამ მერაბთან ერთად სათანადოდ აღნიშნა ეს დღე “ბერიკონში”. იმ დღეებში ზვიად გამსახურდია მოსკოვში ხვდებოდა რონალდ რეიგანს.
-
ჯვაროსანმა ტამპლიერებმა იერუსალიმის აღების შემდეგ ეგ დროშა იერუსალიმის დროშად გამოაცხადეს და არაფერი მაგ დროშას საქართველოს ისტორიასთან საერთო არ გააჩნია გარდა იმისა რომ ჯვაროსნული ომების დროს გადმოცემის მიხედვით სადაც ქართველები დავით აღმაშენებლის და გიორგი მესამის დროს მონაწილეობდნენ ძალაუნებურად მაგ დროშის ქვეშ იბრძოდნენ როგორც ჯვაროსანთა ლაშქრის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მათ ამავდროულად თან ქონდათ წაღებული და ბრძოლის დროს აღმართული საქართველოს სამეფოს დროშა გორგასლიან დავითიან თამარიანი რომელიც სამწუხაროდ მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და ჰერალდიკოსებმა ვერ დაადგინეს ზუსტად როგორი იყო. არავითარი სხვა შეხება მაგ დროშას საქართველოსთან არ აქვს. მაგ დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადება იმას ემსგავსება რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩვენმა შთამომავლებმა ნატოს ალამი სახელმწიფო დროშად რო გამოაცხადონ ჩვენი წინაპრები ამ დროშის ქვეშ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთშიო. ჰიმნი ხო უნიჭობის აპოგეეაა, ფალიაშვილი გენიალური კომპოზიტორი იყო მაგრამ რას წარმოიდგენდა რომ ვიღაც უნიჭოები მის საოპერო ნაწარმოებს გოიმურ არანჟირებას გაუკეთებდნენ და ჰიმნად გამოაცხადებდნენ. რაც შეეხება ტექსტს მაღრაძეს აშკარად მოქკავშირის და შევარდნაძის სადიდებლები უკეთ გამოსდის ვიდრე ლექსები და კონკრეტულად მაგ ჰიმნის ტექსტი, აკაკი ცოცხალი რო იყოს ერთ ლაზათიან ალიყურს უთავაზებდა მაგ ვაი პოეტს მისი გენიალური ლექსის ამ გოიმურ ტექსტში გამოყენების გამო.
-
ucxo-planeteli გორგასლიან დავითიან თამარიანი სხვანაირი იყო, მეცნიერებმა ბოლომდე ვერ დაადგინეს, ზედ თეთრი გიორგი იყო როგორც ვარაუდობენ გამოსახული. analgin ეგ ერთადერთი ,,არგუმენტია'' რაც მოაქვთ იმის დასამტკიცებლად რომ ვიტომ ეგ დროშა საქართველოს ისტორიული დრშა იყო. მაგ რუკის გადიდებულ ვარიანტს თუ ნახავ აღმოაჩენ რომ საქართველოს გარდა მაგ დროშით აღნიშნულია არმოსავლეთ ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო და მგონი სომხეთიც. სამი ვერსიაა რატომ არის აღნიშნული ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო მაგ დროშით, პირველი წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის სახელმწიფოები სადაც კათოლიკე მისიონერები ჩავიდნენ საქადაგოდ. მეორე წყარო იუწყება რომ უბრალოდ აღმოავლეთ ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებია აღნიშნული, ხოლო მესამე წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის ქვეყნები რომლებიც თავის დროზე იყვნენ ჯვაროსანთა კოალიციის მოკავშირენი. ეგ დროშა იყო ჯვაროსანთა დროშა ისე როგორც ეხლა ნატოს დროშა არსებობს, მაგრამ არც საქართველოს და არც ევროპის არც ერთი ქვეყნის დროშა ეგ არ ყოფილა. სამფეროვანი დროშა რომ იქმნებოდა დროშის მოდელის ავტორს იაკობ ნიკოლაძეს ექვტიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა ურჩეის ამ სამი ფერის გამოყენება, რადგან ისტორიული გადმოცემის თანახმად საქართველოში არსებობდა სამი ფერის დროშა შავი, თეთრი და მეწამული და თითოეულს თავისი მისტიური და სულიერი დატვირთვა გააჩნდა. კარგი წყაროები მაქვს მაგის სესახებ წაკითხული და ვიპოვი და დავდებ. მენშევიკები მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა დამოუკიდებელი საქართვეოს ხელისუფლება იყო, მაგრამ იმ დროშას კონკრეტულად მენშევიკებთან რატომ აიგივებთ ? რომელი იყო მენშევიკი მაგ დროშის შემქმნელთაგან, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი თუ იაკობ ნიკოლაძე ? თუ ჰიმნის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი ?
-
დააფიქსირეთ თქვენი აზრი საქართველოს ძველი და ახალი სიმბოლიკის შესახებ ( დროშა, გერბი, ჰიმნი ). რომელი უფრო მოგწონთ და რომელი გინდათ რომ იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. ჩემის აზრით ძველი სიმბოლიკა ( დროშაც, გერბიც და ჰიმნიც ) ყველანაირად სჯობდა თანამედროვეს, უფრო ქართული იყო უფრო ახლოს იყო ქართულ სულთან. თანამედროვე დროშას არაფერს არ ვერჩი და ესთეტიურად ლამაზიცაა, მაგრამ არ არის ჩვენი ისტორიული დროშა, ეგ არის ჯვაროსან ტამპლიერთა ალამი და არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინებაა ჩვენის მხრდიან მაგ დროშის მითვისება, ამას გარდა ჩვენი ეროვნული დროშის ფერები შავი, თეთრი და მეწამული ატარებს განსაკუთრებულ მისტიურ და სულიერ დატვირთვას და ამავდროულად უფრო ასოცირდება ემოციებთან და თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ვიდრე ეს ჯვაროსან ტამპლიერთა ბაირაღი
-
ვიმსჯელოთ ზუსტად სად და რა ფორმით აჯობებს ამ ორი აქციის ჩატარება. პირველი უნდა იყოს საერთაშორისო აფიშირების გარეშე ხელისუფლებისადმი მოწოდება ( არ მგონია უარი გვითხრან ). მეორე უნდა იყოს ფართომასშტაბიანი აქცია ( რაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ), რომელსაც გააშუქებს მსოფლიოში ყველა პრესტიჟული ტელევიზია და სააგენტო
-
ვისაც გაქვთ სურვილი დაწერეთ ამ თემაში შევიკრიბოთ სადმე სადაც უფრო შესაფერისი იქნება, მაგალითად პარლამენტთან და : 1. მოვითხოვოთ რომ ლეხ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ( თუ არ აქვს, არ ვიცი აქვს თუ არა უკვე ), ასევე მოვითხოვოთ თბილისში გაიხსნას ლეხ კაჩინსკის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ბიუსტი, ეს ნაბიჯი ჩვენის მხრიდან იქნება 2008 წლის აგვისტოში ლეხ კაჩინსკის ვაჟკაცური საქციელის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის დაფასება და ასევე საქართველოსა და პოლონეთის მარადიული მეგობრობისა და სოლიდარობის სიმბოლო. 2. ასევე ორგანიზება გავუწიოთ აქციას პოლონეთის საელჩოსთან ან პარლამენტთან ( გავხსნათ სხვადასხვა ფორუმებზე ამ აქციის შესახებ თემები და ყველანაირად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია ), სადაც შევიკრიბებით შავარშიაშემოვლებული და დახრილი საქართველოს და პოლონეთის დროშებით ( ვიშოვით როგორმე, სულაც ხელისუფლების წევრებს ვთხოვთ გვიშოვონ პოლონეთის საკმარისი დროშები, არ მგონია უარი გვითხრან ) და წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას. დაწერეთ ამ თემაში ვინ ხართ თანახმა და დავთქვათ ზუსტად სად და როდის შევიკრიბოთ და ზუსტად რა ფორმით გავახმოვანოთ ეს მოთხოვნა ორივე საკითხის შესახებ
-
GeoStream არ გინდათ ყველაფრის წაბილწვა ამ ოპოზიციის ხსენებით. ლეხ კაჩინსკი უძველესი პოლონული რაინდული და არისტოკრატიული გვარის შთამომავალი იყო, მისი წინაპრები სამხედრო ოფიცრები იყვნენ და რუსეთ პოლონეთის ომში იარაღით ხელში იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ლეხ კაჩინსკი იყო პოლონეთისა და პოლონელი ერის უდიდესი პატრიოტი, ევროპაში ყველაზე პრინციპული პოლიტიკის მქონე რუსული იმპერიალიზმის მიმართ. არ ეკადრება მას ამ ჩვენი პუტინის და კრემლის ძუძუნაწოვი ოპოზიციის გვერდით ხსენება
-
ღმერთმა აცხონოს, ძალიან დამწყდა გული. კარგი ვაჟკაცი იყო, პოლონული რაინდული და არისტოკრატიული გვარის შთამომავალი, პოლონეთისა და პოლონელი ერის უდიდესი პატრიოტი. შეიძლება ითქვას ევროპელ პრეზიდენტთა შორის ყველაზე პრინციპული პოლიტიკური კურსი ჰქონდა რუსეთის მიმართ
-
9 აპრილიდან იწყება გადამწყ6ვეტი ბრძოლა ქართველებსა და რუსეთუმეებს შორის
-
გაიხსნა გვერდი ფეისბუქზე : www.facebook.com - Saqartvelos Deokupaciis Fronti
-
თუ ხელების დამტვრევაზეა საუბარი მაშინ მხოლოდ საუბრად ნუ დარჩება და დავეჯახოთ ერთმანეთს ქართველები და რუსეთუმეები
-
"საქართველოს რესპუბლიკა " # 60 ხუთშაბათი, 1 აპრილი, 2010 წელი სააკაშვილი თავის მემკვიდრედ ირაკლი წერეთელს ამზადებს, პრემიერ-მინისტრად -- გია თორთლაძეს როგორც სახელისუფლო "რეალტივიდან" სარწმუნო წყარომ გვაცნობა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა სამომავლო გზას ირჩევს, რაც კიდევ უფრო დააბნევს ისედაც მარტო არჩევნების იმედად დარჩენილ ოპოზიციას. ახლახან ერთ-ერთ ხალხმცირე შეხვედრისას მ. სააკაშვილს დაუფარავად უთქვამს, ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის არ იქნება ურიგო, თუ ჩემი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტად ირაკლი წერეთელს ვიხილავთ, ხოლო პრემიერ-მინისტრად - გია თორთლაძესო. მხოლოდ ამ ნამდვილ პატრიოტებს და გონიერ ადამიანებს შეუძლიათ ჩემს შემდეგ ჩვენი სახელმწიფოს ჩამოუშლელად შენარჩუნებაო. ვნახოთ, იქნებ ახლა მაინც არ შეცდეს ჩვენი, ცოტა არ იყოს, აჩქარებული პრეზიდენტი! სააგენტო "დრო" ეს მართალია თუ არა არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილისთვის თუ მისაღებია წერეთლის იდეოლოგია, პოლიტიკური ხედვა და სულისკვეთება, მაშინ არ ყოფილა ცუდი ადამიანი. ისე ბრწყინვალე ხელისუფლება კი იქნებოდა, მილიტარიზმსა და ამერიკის სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობაზე აწყობილი პოლიტიკური ხედვით
-
„რუსების მოკავშირე მოღალატე ქართველებს ფიზიკურად გავუსწორდებით“ ავტორი თამარ ნინიძე [Click to enlarge] ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში ეროვნული მოძრაობის ლიდერების შეკრება შედგა, სადაც ანტისაოკუპაციო გეგმა დაიხა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი თამარ ჩხეიძე, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი და ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაციის საფრთხე რეალურია და ამაში ქართველი მოღალატეები ითამაშებენ გადამწყვეტ როლს. „მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დიდია საფრთხე იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფედერაციულ მოწყობას მოაწერონ ხელი, რაც საბოლოოდ იურიდიულად დაგვაკარგვინებს ჩვენს ტერიტორიებს“, – განაცხადა ირაკლი წერეთელმა. „დრონი.ჯი“: თქვენ ერთ-ერთ ტელე-ეთერში აღნიშნეთ, რომ რა დროს არჩევნებია, როცა რუსეთიდან საფრთხე რეალურია და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უნდა ვემზადოთო... რატომ უნდა გადაიდოს არჩევნები 2013 წლამდე? ირაკლი წერეთელი: ჩემი გამოსვლა არ ყოფილა პანაცეა. ინგლისმა შესანიშნავი პრეცედენტი შექმნა. გაგანია ომის დროს არჩევნები ჩაატარა. ინგლისის გადამრჩენელმა, მსოფლიოს უდიდესმა პოლიტიკოსმა, მეოცე საუკუნის დემოკრატიის ერთ-ერთმა შემომქმედმა, უინსტონ ჩერჩილმა ეს არჩევნები წააგო. ამით არც ინგლისი დაქცეულა და არც მას შექმნია საფრთხე. შეიძლება ქვეყანაში იყოს სამხედრო მდგომარეობა და არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე არჩევნების ნაცვლად სხვა რამეზე ავიღებდი ორიენტაციას, ერის განმათავისუფლებელ და საომარ განწყობაზე. საქართველოს პრეზიდენტი რომ ვიყო, მოსკოვში მორბენალ პოლიტიკოსებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ძელზე გავაკრავდი. – ხედავთ იმის საფრთხეს, რომ სცენარი, რომელიც ტელეეთერით იყო წარმოდგენილი, ვგულისხმობ იმიტირებულ სიუჟეტს, რეალობად იქცეს? – ქართველ მეფეთა შორის ორი მეფე განსაკუთრებით მიყვარს: დავით აღმაშენებელი და ვახტანგ გორგასალი. დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის შუბის წვერზე მკიდია 2013 წლამდე ნებისმიერი არჩევნები.Aახლა აუცილებელია ანტისაოკუპაციო მოძრაობა აგორდეს, რათა რუსები საქართველოდან გავაძევოთ. ჩატარდება არჩევნები. ვისაც მერობა უნდა, ყველას ღმერთმა შეარგოს. მერი საზიზღარი სიტყვაა. განსაკუთრებით მერი, მაყვალა და კატუშა. – თქვენ საინტერესო იდეის ავტორი ბრძანდებით, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულების დადებას გულისხმობს, რითიც ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი იქნება... – „საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია“ რამდენიმე სტრატეგიული ინიციატივით არის ცნობილი. ეს 1989 წლის სტრატეგიული ინიციატივაა. ჩვენ ნატოში გაწევრიანების იდეის ავტორები ვართ. ნატო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაა. ოცდაშვიდმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში. ჩვენ ამერიკის გამოც გვინდა ნატოში შესვლა. ორმხრივი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება უფრო სწრაფად მოგვარებადია, ვიდრე ის, თუ ოცდაშვიდი სახელმწიფო რა დროს რას გადაწყვეტს.Aროდესაც მაპი ვერ მივიღეთ, ბუქარესტის სამიტზე კვლავ ამ იდეით უნდა გამოვსულიყავით. 25 დოკუმენტი გვაქვს შექმნილი და თარგმნილი ინგლისურ ენაზე, ყველა მათგანი აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის მაგიდაზე დევს. ვმუშაობთ იმაზე, რომ ამერიკასთან დაიდოს სამოკავშირეო ხელშეკრულება. გიგა ბოკერია, მეორე კაცია საქართველოში, ვინც ამ იდეას ეთანხმება და ამ მიმართულებით აქტიურადაც მუშაობს, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე. სამწუხაროდ, ეს მარტო ჩემსა და გიგა ბოკერიაზე დამოკიდებული არაა. ამ საქმეში მთავარი როლი მაინც ამერიკამ უნდა შეასრულოს. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს მეორე ისრაელი, კბილებამდე შეიარაღებული, მილიტარისტული ქვეყანა და ამერიკის მოკავშირე. – სააკაშვილმა ამერიკის ოფიციალურ ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორია ავღანეთში ნატოს ტვირთების გადასაზიდად შესთავაზა. რუსეთის ხელისუფლებამ კი პირობა დაარღვია და ნატოს ტვირთების გადაზიდვა მისი ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. როგორ შეაფასებთ სააკაშვილის ამ შეთავაზებას? – ძალიან კარგი შეთავაზება იყო, მაგრამ ამას ჯობს, პირდაპირ შესთავაზო სამოკავშირეო ხელშეკრულება.Oამ საკითხში მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. – როგორი იქნება ანტისაოკუპაციო მოძრაობის შემდგომი გეგმები იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობაში, ეროვნული მოძრაობიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკური ძალა ერთვება? – ეს შეკრება იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით. ედპ-ის დიდი სურვილია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოში უფრო გაიშალოს და უზარმაზარი მასშტაბები მიიღოს. რუსეთის გეგმა უნდა ჩავფუშოთ, რათა საქართველოს დეოკუპაციის, ნატოში გაწევრიანების და დასავლეთის სივრცეში საშვილთაშვილოდ დამკვიდრების პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს. – ექნება თქვენს ბრძოლას საზოგადოების მხარდაჭერა? – „საზოგადოება“ – ასეთი სიტყვა მე არა მწამს. ქართველი ერის პოზიციაა მნიშვნელოვანი. თუ ქართველი ერი არ დაუჭერს მხარს ამ მოძრაობას, მაშინ გამარჯვება არ უწერია. ქართველმა ერმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირა, ხოლო 2005 წლის პლებისციტშიც მოითხოვა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. სამწუხაროდ, არიან მოღალატეები... ჩვენ გვინდა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა. თუ არ აღმოჩნდა მშვიდობიანი პოლიტიკური ძალისხმევა, არ გამოვრიცხავთ, რომ გავერთიანდებით სამოცი ათას კბილებამდე შეიარაღებულ ჯართან და პოლიციასთან და გავაკეთებთ იმას, რასაც აკეთებდა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. რუსების მოკავშირე მოღალატე ქართველებს ფიზიკურად გავუსწორდებით. – ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ხშირად დარბის მოსკოვში, ნოღაიდელია. იგი აცხადებს, რომ ბოლო გამოკითხვით ქართველებს ნატოში შესვლა აღარ უნდათო. თუმცა, რა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე საუბრობს, ამას არ ამხელს. როგორია თქვენი აზრი ამის თაობაზე? – ეგ არის პროვოკაცია, გამორიცხული ამბავია. ნოღაიდელი არის რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მოღალატეობის ცოცხალი სიმბოლო. მიკვირს, რატომ არ იჭერს სააკაშვილი? – ამ დაჭერასთან დაკავშირებით ნოღაიდელმა „ედინაია როსიასთან“ ხელშეკრულება დადო, რომლის პირველი პუნქტის მიხედვითაც ორი პარტია ერთმანეთს ინფორმაციას გაუცვლის. რას გულისხმობს ეს პუნქტი? – დაბეზღებას, რა თქმა უნდა. საქართველოს დაბეზღებას და ჩაშვებას რუსეთში. – ალბათ, სპეცსამსახურებს სამართლებრივად დადასტურებული დოკუმენტები არა აქვთ მისი ჯაშუშობის შესახებ და იმიტომ იკავებენ თავს მისი დაჭერისგან, თორემ ამ საქმეს წინ არაფერი დაუდგება. – რას იზამდა დავით აღმაშენებელი, რას იზამდა ვახტანგ გორგასალი, რას იზამდა გიორგი ბრწყინვალე, დიდგორის ბრძოლის წინNნებისმიერი ქართველი ერისთავი რომ მისულიყო, ილღაზისთვის ხელი ჩამოერთმია და სიტყვა – ინფორმაცია მაშინ არ იყო და ცნობები გაეცვალა მტრისთვის, დავითი ან თავს მოაჭრიდა, ან დასვამდა ძელზე. სააკაშვილი ამას არ აკეთებს, ეტყობა, ძალიან რბილი პრეზიდენტი გვყავს. – რატომ? – ახლაა საჭირო, რომ პრორუსული პოზიცია გამოცხადდეს მოღალატურად. მე მქონდა ჩემი წიგნის პრეზენტაცია, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ მოვიდა, მაგრამ იქ იყვნენ ბატონები გიგა ბოკერია, ნუგზარ წიკლაური, გიგი წერეთელი. იქ აღინიშნა, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ ამ საკითხში.Mმე პირიქით, ძალიან მიხარია, რომ საქართველოში მოვიდა დრო, როცა ჩემი და პრეზიდენტის პოზიცია მტრის წინააღმდეგ ემთხვევა ერთმანეთს. ღმერთმა დაიფაროს, პრეზიდენტი არ იყოს გულწრფელი და თამაშობდეს. რუსეთის წინააღმდეგ ვინც იბრძოლებს, ყველა ჩემი მოკავშირეა. ორი ძირითადი გეგმა გვაქვს: არსებული ოკუპირებული ტერიტორიები გავათავისუფლოთ, მეორე კი _ ახალი აგრესია ჩავშალოთ და აშშ-თან სასწრაფოდ დავდოთ სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამაში ახალგაზრდობის ჩართვასაც ვაპირებთ, შევხვდი სამხატვრო აკადემიის რექტორს, ბატონ გია ბუღაძეს, ასევე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი მარგველაშვილს, ილიას უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიგი თევზაძეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ბევრს რომ ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ბევრი მოღალატეა და ოპოზიციაში კი ყველა პატრიოტია, ეს ძალიან დიდი ტყუილია.. – პუტინისტ-ლენინისტები ძლიერ აქტიურობენ, აქციებს მართავენ, რეგიონებში დარბიან ავტოკოლონებით და ხალხს ხვდებიან. – 2010 წლის 31 იანვარს ქაშუეთის ეკლესიაში ჩავატარეთ კახეთის 1812 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით შეკრება. უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეკრება დავითობის დღეს. იუნკრებთან გავედით 21 თებერვალს, 11 თებერვალს, როცა დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამ თარიღს მივუძღვენით აქცია პარლამენტის წინ. 25 თებერვალს ჩავატარეთ აქცია. ჩვენს აქტიურობას არ აშუქებდნენ. ახლა იმედი მაქვს გაშუქდება და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი საფრთხეა რუსეთიდან. ხელისუფლებაც მხარს გვიჭერს ამ ბრძოლაში. შამილის სიტყვებს მოვიყვან: თავისუფლებისთვის ბრძოლაში თუ გავიმარჯვებ, კარგია, მაგრამ, თუ არ გავიმარჯვე, თვითონ ბრძოლაში რომ ვარ, ეს უკვე გამარჯვებაა. ვინ უფრო დიდი გამარჯვებულია ქრისტიანობაში – იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც ქრისტიანი გახდა, თუ წმინდა გიორგი, რომელიც ბორბალზე დაატრიალეს და 365 ნაჭრად აქნეს? თავისუფლებისთვის ბრძოლას რომ იწყებ, უკვე გამარჯვებული ხარ. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ვინც სად ცხოვრობს, რომელ სახელმწიფოში, რომ მოეწყოს გრანდიოზული პლანეტარული გამოსვლები საქართველოს სრული უპირობო დეოკუპაციის მოთხოვნით. 9 აპრილს რუსეთის ფეხქვეშMმიწა უნდა იწვოდეს.
-
ჰა ლევაკებო, ლიბერალებო და ეროვნულებო
shamili replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუკრიკო მზეს ხელისგულით ვერ დაჩრდილავ. კარგად იცი რომ ზვიადის სახელი ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანისთვის წმინდათაწმინდაა და ასეც იქნება სანამ საქართველო და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი იარსებებს. კაცუნები ყოველ საუკუნეში ებრძოდნენ უფლის რჩეულ გმირთაგმირებთა წმინდა სახელს. შევარდნაძეები, ორჯონიკიძები, ნოღაიდელები, მამრაძეები ისე იკრუნჩხებიან ზვიადის სახელის ხსენებაზე, როგორც ლიუციფერი ჯვრის დანახვაზე. მაგიტომაც არ მიუშვეს ზვიადის ძეგლთან მეგრელებმა ნოღაიდელი და მისი თანამედროვე შულავერის კომიტეტი. ზვიადის საქმენი უკვდავია და რაც უფრო ეცდებიან კაცუნები მისთვის ჩირქის მოცხობას, მით უფრო ელვარედ წარმოჩინდება მომავალი თაობისთვის მისი მარტვილობა საქართველოსთვის. ზვიადი ღმერთკაცობრივი სიდიადით შემკული გმირი და მოწამეობრივი სიკდილით აღსრულებული მამულიშვილია -
ჰა ლევაკებო, ლიბერალებო და ეროვნულებო
shamili replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo გინდა თქვა რომ შევარდნაძე ეროვნული იყო ????? ზვიადის მერე ჩვენ ეროვნული პრეზიდენტი აღარ გვყოლია -
ჭეშმარიტად აღსდგა. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალ ბრწყინვალე აღდგომას მოვსწრებოდეთ თავისუფალ, ერთიან და ძლევამოსილ საქართველოში
-
ასე იყოს. ქრისტე აღსდგა !
-
ახმედ ზაკაევი: "რუსეთმა მიზანს კიდევ ერთხელ მიაღწია: დღეს საქართველოში არა დეოკუპაციის, არამედ ახალი რუსული აგრესიის საკითხი განიხილება" იჩქერიის ლეგიტიმური პრემიერ მინისტრი ახმედ ზაკაევიც კი მოგიწოდებთ გავერთიანდეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დეოკუპაციის იდეის გარშემო
-
ვინ ლაშა ნაცვლიშვილი, ეგეც თქვენთან არის ??? ხომ ვამბობდი ნარჩემაშვილი და თქვენი ერთ ერთი ლიდერის გამყრელიძის ,,ნათლიმამა'' კახა თარგამაძე დაიმატეთ და შევარდნაძის ოქროს ხანის ხელისუფლებისა და მათი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციების ალიანსი გამოდის მეთქი. კლასიკური ისე მე ალასანიას ვგულისხმობ. ეგ იყო შევარდნაძის უშისროების მინისტრის მოადგილე და მაგან გადასცა ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთს და მაგას ვერასდროს ჩამოირეცხს. ეხლა უნდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლად მოგვევლინოს ? ან უნდა კი ? ამ ბოლო დროს არ ეტყობა რომ უნდოდეს. რუსეთუმეობა მოდაში შემოვიდა ჩვენს ქალაქში ( და საბედნიეროდ არა მთელ საქართველოში ). იქნებ არც ბერძენიშვილს ჰქონდა შევარდნაძის დროს დაახლოებით ისეთი როლი გადაცემა მჯერა რომ მიჰყავდა როგორც ვიღაც ლაშა კაპანაძეს აჰყავს ეხლა ზეცაში სააკაშვილი რეალტივიზე ? იქნებ არც უსუფაშვილი ყოფილა შევარდნაძის მრჩეველი ? რა არ უთქვამს. ქართულ ტელევიზიებში პირდაპირ ამბობდა ( ეგეც და ბერძენიშვილიც ყველა ოფიციალურ დასკვნასა და კომისიაზე ადრე ) საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემო და იქ რა დაუშლიდა ? ან ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემო მაგის თქმა არ იყო სამშობლოს ღალატი ? გაითვალისწინეთ ეს ის დროა როდესაც ჯერ ფაქტიურად არ მომხდარა ომის შეფასება საერთაშორისო კომისიების მხრიდან და საერთაშორისო განწყობა და საზპგადოებრივი აზრი ქართველთა სასიკეთოდ იყო მომართული და მოულოდნელად ქართველი ,,პოლიტიკოსის'' განცხადება ვოლსთრით ჟურნალში რომელიც ამბობს რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები თურმე ქართულ მხარეს დაუწყია. ჟურნალში რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს. მეტს ვინ რას ელოდა შევარდნაძის მრჩევლისგან ? ან იქნებ არც ბერძენიშვილს უთქვამს 11 თუ 12 აგვისტოს ( მოკლედ აგვისტოს შუა რიცხვებში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს ) კავკასიის ეთერში სააკაშვილი რომ მძინარე ცხინვალს ბომბავდა ამას რატომ არავინ არ ამბობს და არ ასაჩივრებსო. ხომ არ გავიწყდებათ რომ აი ამ ,,პოლიტიკოსთა''პარტიის წევრი ბრძანდებით და რამდენად ლოგიკური წამდაუწუმ ირაკლი წერეთლის დისკრედიტაციისტვის რომ იყენებთ მის მიერ ბალტიის გზის დაგმობის ფაქტს ? irene ამ არჩევნებზე და რუსოფილ პოლიტიკანებზე იმედის დამყარებასთან და მათ საცოდავ ფაფხურში ჩართვასთან შედარებით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიგიღია. სიამოვნებით დაგპატიჟებდი მზესუმზირაზე და გამეცადინებდით მზესუმზირის ქერქის გადაპურჭყებაში