Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. დაიწყოს რა ეს დედააფეთქებული მესამე მსოფლიო ომი, დაიწყოს დროზე, საქართველოდან დაიწყოს. გავაფორმოთ ამერიკასთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობა და გავხსნათ ამერიკის ბაზები საქართველოში და საქართველო ამერიკა ბრიტანეთის წინააღმდეგ შანსი არ გააჩნია რუსეთს. მესამე მსოფლიო ომს ვამბობ თორემ საქართველო ამერიკა ბრიტანეთის ომი რუსეთთან იცით როგორი რაღაც იქნება ? დილით ტელევიზორს რომ ჩავრთავთ და ამინდის პროგნოზს რომ ვუსმენთ, მერე ეზოში რომ ჩავალთ და ლუდს რომ ვსვამთ და მერე ვიონმე რომ ჩამოვა უბანში და გაიგეთ ომი დაიწყოო და რომ ახვალ სახლში და პირდაპირ ეტერში რომ გვაყურებინებენ კალინინგრადის და როსტოვის დაბომბვას. ცოცხალი ძალა თუ გახდა საჭირო საქართველო და ყველა ქართველი მამაკაცი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს რუსეთის სატანური იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში
  2. asds ამერიკას რაში აწყობდა იქნებ განმარტო ლეხ კაჩინსკის სიკვდილი, რომელიც აწყვეტილი ანტირუსი და პროამერიკელი იყო
  3. ჩვენ თუ დავინახეთ რომ ოფიციალური გამოძიება და მათ შორის პოლონური მხარეც ( რაც იმედია არ მოხდება ) რაღაც მომენტში ერიდება ბოლომდე სიმართლის თქმას, მათ ნაცვლად ჩვენ მოვითხოვთ სიმართლის დადგენას. მერე რა რომ ეროვნებით არ ვართ პოლონელები, მე ყველა თავისუფლებისმოყვარე ერის პატრიოტი ვარ და მით უმეტეს მათი ვინც კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ
  4. კი რუსეთის სატანური იმპერიალიზმი დავანგრევთ კიდეც ( რუსეთის იმპერიას და არა რუსეთს )
  5. ძუკუ როგორ წარმოუდგენია და როგორც ერაყსა და ავღანეთში დაიწყეს ისე, რა სადამ ჰუსეინზე ნაკლები ბოროტებაა პუტინ მედვედევის და კაგებეს რუსეთი ? თუ თქვენც სერიოზულად გგონიათ რომ რუსეთს შესწევს იმის სამხედრო პოტენციალი სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკა, ბრიტანეთის სამხედრო ალიანსს ? P.S. თუ გაინტერესებთ თანამედროვე სამხედრო გამანადგურებელი ტექნიკის მიღწევები იკითხეთ მერაბ კოსტავას საზოგადოების ოფისში ყოველთვიური გაზეთი ,,სარანგი'', რომელსაც მერაბ კოსტავას საზოგადოება გამოსცემს ყოველთვიურად და რომელიც ვრცელდება უფასოდ და რომელშიც თანამედროვე სამხედრო გამანადგურებელი ტექნიკის მიღწევებთან ერთად გამოქვეყნებულია ამერიკულ და ევროპულ ყველაზე ცნობილ გამოცემებში გამოქვეყნებული ძალიან საინტერესო სტატიები და უცხოელ პოლიტოლოგთა პროგნოზებიმსოფლიო პოლიტიკასა და რაღა თქმა უნდა საქართველო რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით
  6. ბარე რომ ბევრს უნდა ეროვნული ძალების მოკვეთა პოლიტიკიდან, მაგრამ ეგ არ მოხდება. ამ ხალხს ჯერ ბოლომდე არ შეუსრულებიათ საკუთარი მისსია ერისა და ქვეყნის წინაშე თუ აკვირდები როგორ სამარესავით დუმს მაგ თემაზე ჩვენი ,,სახელოვანი'' ჟოპოზიცია
  7. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის სახელით გამოვთქვამთ დიდ ეჭვს და პრინციპულ მოსაზრებას, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკის მიდამოებში მომხდარი ავიაკატასტროფა არის უბინძურესი და უბოროტესი ტერორისტული აქტი, რომელიც რუსეთის იმპერიამ განახორციელა თავისუფლებისმოყვარე პოლონელი ხალხის წინააღმდეგ. პოლონელ ერს, ნატოში გაერთიანებულ მსოფლიოს, უკლებლივ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს მივმართავთ, რომ დეტალებში, თავიდან ბოლომდე გამოიძიონ ხსენებულ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული მთელი სინამდვილე და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ჩვენი ეჭვი ავიაკატასტროფის შესახებ, როგორც ტერორისტული აქტისა, უმკაცრესი პოლიტიკური, პროპაგანდისტული, დიპლომატიური და ეკონომიკური, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ზომები და სანქციები მიიღონ რუსეთის აგრესიული იმპერიის წინააღმდეგ. საეგმ-ის ინიციატორთა დასის სახელით, ირაკლი წერეთელი 10 აპრილი 2010 წელი
  8. მივესალმები ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. P.S. გია თორთლაძე ძალიან მაგარი ადამიანია, მთელ ამ აქტიურ ძალადრადიკალურ ოპოზიციას და ასევე ხელისუფლებას სჯობს ვაჟკაცობით და ასევე როგორც პოლიტიკოსი. ჩემი ხმა გარანტირებული აქვს ეხლაც და 2012 წლის არჩევმებზეც
  9. სტალინს სააკაშვილს და ზვიადს შორის სხვაობას ვერ ხედავთ ?
  10. გაიოზ მამალაძე ზვიადობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ნაციონალიზმის სახელწოდების პერსონაფიკაციის ნიშანს ატარებს. დღეს პროფანებისთვის ნაციონალიზმი სალანძღავი ტერმინმია. მათი აზრით, ნაციონალიზმი არადემოკრატიული და ადამიანისთვის არაბუნებრივი, შეურაცხმყოფელი მოვლენა. ასე ფიქრობენ დასავლეთზე `ორიენტირებული~ `პიროვნებები~, რომელთაც განათლება ფრიად საბჭოური აქვთ და აზროვნება პოსტ-საბჭოური. გადავხედოთ, როგორ არის განმარტებული ნაციონალიზმი არასაბჭოურ ენციკლოპედიებში: `ნაციონალიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია გამოავლინოს უანგარო ერთგულება თავისი ერისადმი~(Eნციცლოპეტია Bრიტანიცა ვ. 12 1973-1974). `ნაციონალიზმი არის გონების მდგომარეობა დამახასიათებელი განსაზღვრული ხალხისათვის, რომელთაც აქვთ ჰომოგენური კულტურა, ცხოვრობენ ერთად მჭიდრო კავშირში განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვთ რწმენა თავიანთი გამორჩეული არსებობისა და საერთო ბედისწერისა. ამ ხალხს აქვს ურთიერთთანაგრძნობის ღრმა შეგრძნება და ერთგულება საკუთარი ჯგუფისადმი. ნაციონალიზმი აყენებს თავისი ჯგუფისადმი ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე სხვა ერთგულებებს და მოითხოვს სიამაყეს ამ ჯგუფის მიღწევების გამო~(Eნციცლოპეტია Aმერიცანა ვ. 19 1966). `ნაციონალიზმი არის: 1) მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს ეროვნული ინტერესების უპირატესობას ამავე ერის ჯგუფების, კლასების, ინდივიდების ინტერესებთან შედარებით. 2) ინდივიდთა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ცდილობს საკუთარი ერის ბატონობა განამტკიცოს ცხოვრების ყველა სფეროში~(Pეტიტ Lაროუსე. Pარის 1988). ნაციონალიზმი ყოველი ხალხის გულისგულში არსებული გრძნობის, განწყობის სააშკარაოზე გამოტანასა და ცხოვრების მიზნად დასახვას ითხოვს. ამას განსაკუთრებული პიროვნებები ახერხებენ, ამიტომ ნაციონალიზმი ემყარება მითსაც განსაკუთრებული პიროვნების, ზეკაცის შესახებ. ქართულ ნაციონალიზმზე დიდი ზემოქმედება იქონია ქართველთა ქვეცნობიერში დაიმედებულმა ოქროს აკვნისა თუ ჯაჭვების ამწყვეტი ამირანის მითებმა. დიდი პიროვნების, ნიცშესეული ზეკაცის (ქართულად მზე-კაცის) იდეა უხსოვარი დროიდან იდო ქართულ ცნობიერებაში. ქართული ნაციონალიზმის პერსონიფიცირებას, პერსონასთან გაიგივებას, გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას ფენომენმაც. ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, ყველა დიდი ქართველი მწერალი ნაციონალიზმის იდეოლოგი იყო. ქართველი კლასიკოსის ოჯახში აბა ვინ გაიზრდებოდა, თუ არა ნაციონალისტი. ეს ხალხის გონებაში მყარად იყო გამჯდარი. გარდა ამისა, ქართულ ცნობიერ თუ არაცნობიერ აზროვნებაში დიდი ადგილი აქვს რუსთველს. ქართველები მუდამ ვეძებთ `ვეფხისტყაოსანში~ აღწერილ იდეალებს, მაგალითად მეგობრობას. თავად ხშირად ვერ ვპოულობთ, მაგრამ სხვათა მეგობრობაში მტკიცედ გვწამს რომ იქნება. მერაბმა და ზვიადმა ტარიელისა და ავთანდილის იდეალური მეგობრობის რეალობა დაგვანახეს, `ვეფხისტყაოსნის~ `სინამდვილე~ დაგვიმტკიცეს. მერაბი აღიარებდა თავის ავთანდილობას, და ზვიადის ტარიელობა, პირველობა უეჭველი ხდებოდა ასეთი კრისტალურად სუფთა პიროვნების მტკიცებით. მერაბი ქართველი კაცის გაუტეხლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა. მერაბისა და ზვიადის ქართული გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ _ ნამდვილი იბერიული რასა. ბიოგრაფიამაც დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია. როცა ობივატელები მკვდარი თევზებივით მიჰყვებოდნენ საბჭოურ დინებას, ზვიადი და მერაბი კალმახებივით კამკამა სათავეებისაკენ მიაპობდნენ ჩქერებს ახალი თაობების შესაქმნელად. განსაკუთრებული როლი სახელმაც ითამაშა. განგებამ, საგანგებოდ მამის მეშვეობით შეურჩია სახელი. სახელი ზვიადი წყაროებში XI საუკუნეში ჩანს _ სპასალარი ზვიად მარუშიანი. ჩვენი აზრით, იგი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანების ორგანიზატორის, დიდი იოანე მარუშისძის შვილი. მანამდე უცნობია თუ არქმევდნენ ამ სახელს საქართველოში. არც მერე ჩანს ამგვარი სახელით ცნობილი პიროვნებები. კონსტანტინემ ხელახლა შემოიღო პრეცედენტი ვაჟისთვის ერთ-ერთი ვაჟკაცური სახელის _ ზვიადის დარქმევისა. ხალხმა აიტაცა და ტრადიციად აქცია. დიდი ადამიანები დიდად მოქმედებენ ხალხზე, ისინი ქმნიან ტრადიციას. ზვიადი ამაყს, გაუტეხელს, დიდებულს, გოროზს, ამაღლებულს, ვაჟკაცურს, მიუწვდომელს, მონუმენტურს ნიშნავს (აქვე გავიხსენოთ, რომ ნაციონალისტური ხელოვნება მონუმენტურია). ზვიადია კავკასიონის მყინვარქედები (ჩვენ ქედი ვახსენეთ, მყინვარი. ნუ შევუპირისპირებთ ერთმანეთს მყინვარსა და თერგს, ამ შემთხვევაში ზვიადობა ორივეს მოიცავს, თერგი მყინვარიდან გამოდის, თერგი მყინვარის თანანაწილია); ზვიადია სვანეთის ბუნება; ზვიადი იყო ბაგრატ V, რომელმაც თემურ ლენგს მისწერა, მე შენზე უმცირე არა ვარო; სხვა სახალხო მოვლენები, მიმდინარეობები, რომლებიც პერსონების სახელთან არის დაკავშირებული, არ არის შინაარსობრივად, ეტიმოლოგიურად, თუ სხვა, ასე დამუხტული. მაგალითად, ფრანკიზმი, ჰიტლერიზმი, სტალინიზმი, ლენინიზმი და სხვა. აღარაფერს ვამბობთ ზნეობრივად სრულიად განსხვავებულობაზე. ზოგიერთს ამპარტავნობა ჰგონია ზვიადობა. ეს მცდარია. ზვიადობაა არ დააჩაგვრინო ქვეყანა; ზვიადობაა არ დაეცე, თუ დაეცემი ადგე და გააგრძელო ბრძოლა; ზვიადობაა ქრისტე ვერ ამოგიშანთონ გულიდან; ზვიადობაა გარდაცვლილი მამის საფლავთან ამაყად მისვლა; ზვიადობაა შვილებისათვის მამის ან ისტორიული გმირების სახელთა დარქმევა და არა რესპუბლიკის ხელმძღვანელისა; ზვიადობაა სიკვდილთან შერიგება, ქრისტიანი რაინდი სიკვდილთან შერიგების გარეშე ომში ვერ წავა; აბა წარმოვიდგინოთ, როგორი გამომეტყველება ექნებოდათ დიდგორისკენ მიმავალ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლებს _ ზვიადი. ზვიადი სახეებით დაუხვდნენ რვაჯერ, ათჯერ მრავალრიცხოვან მტერს. წარმოვიდგინოთ როგორი სახეები ექნებოდათ შალვა და ივანე ახალციხელებს... ზვიადია ქართველი ერი გადამწყვეტ წუთებში. ზვიადობა ნაციონალისტური სტილია, ნაციონალისტური მეომრობის განწყობაა. ზვიადობა სულაც არ გამორიცხავს თავმდაბლობას. დავით აღმაშენებელზე და მის მეომრებზე თავმდაბალი ვინ იქნებოდა. რაც მთავარია, ზვიადმა სააშკარაოზე გამოიტანა თაობათა და თაობათა ნაოცნებარი. მეომრებად აქცია და გამარჯვების იმედი ჩაუსახა მეომართა რასის შვილებს. ყველასათვის საერთო, ყველასათვის საყვარელი, ყველასათვის ძვირფასი, ყველას გულისგულში მყარად ჩაბუდებული, გენის მოცემულობა გააღვიძა. ხალხი და პიროვნება გაიგივდა ერთ მცნებაში _ ნაციონალიზმში, ზვიადობაში. ზვიადმა დროისა და ვითარების შესაბამისად გადაახალისა ეროვნული იდეოლოგია (რა ადვილია სათქმელად `გადაახალისა~, ილიას მერე საქართველოს არ ჰყოლია ასეთი დიდი იდეოლოგი). ნაციონალისტობა ზვიადობაა, ამიტომაც დაერქვა მეოცე საუკუნის დასასრულის ნაციონალიზმის აზვირთებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ზვიადი როგორც ადამიანი და ზვიადობა, როგორც მოვლენა, მთლიანად, ბუნებრივად, ორგანულად გაიგივდა, გათავისდა ერთმანეთში, შეერწყა ერის კოლექტიურ ცნობიერებას, უფრო სწორად, გამოვიდა მისგან. ზვიადისტობა, ნაციონალისტობა თავისი ჭეშმარიტი გაგებით ბუნებრივია, ორგანულია, კოლექტიურია. არქეტიპებთან საუბრის, მასთან გაერთიანების სურვილის შედეგია, კეთილშობილი ნაციონალური ინსტიქტების, გულის მიყოლაა. ანტიზვიადისტობა, ზვიადიზმ-ნაციონალიზმის წინააღმდეგ განწყობა, ამხედრება და გალაშქრება ვერაფრისდიდებით ვერ ჩაითვლება ნაციის კოლექტიურ, ბუნებრივ, გულისგულში დაბუდებული გრძნობის, განწყობის გამოვლენად. ეს ორგანულ, ბუნებრივ გრძნობებში გაურკვევლობის, პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალურ ინსტიქტებში გაურკვევლობის, ზოგ შემთხვევაში, არ გარკვევის სურვილის გამოვლენაა. იგი არაფრისდიდებით არ ემყარება გარდასულ თაობათა მიერ ინდივიდების გულებში თუ ქვეცნობიერში მემკვიდრეობით დატოვებულ გრძნობა-გამოცდილებას. ანტიზვიადისტობა მთავარი ორიენტირის არ (ზოგ შემთხვევაში _ ვერ) დანახვაა. მე ვიტყოდი, ანტიზვიადისტობა მხოლოდდამხოლოდ პერსონალური მოვლენაა, ანტინაციონალისტურია და ხშირ შემთხვევაში ნასაზრდოებია საკუთარი ეგოისტური განწყობიდან, პირადი პატარა მედან, რომელსაც ხელი შეუწყო ამგვარი განწყობის ადამიანთაგან არქეტიპთან გასაუბრების სურვილის არქონამ. ანტიზვიადისტობა ერთგავარი ნევროზი იყო, საკუთარი პერსონისთვის საკუთარი ხელით თავსმოხვეული. ჩვენ შეგნებით ანტიზვიადისტებზე ვლაპარაკობთ. პირდაპირი მოღალატეები, რომლებიც რუსეთის დავალებას ასრულებდნენ, არა გვყავს მხედველობაში. ანტიზვიადისტთა რიცხვი იყო პროცენტულად ძალიან მცირე. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა, როცა მთელი ერი, საბედნიეროდ, იყო ნაციონალისტი. დღეს ანტიეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ფაქტიურად აღარ არსებობს, რადგან ყოფილი ანტიეროვნული ხელისუფლების მომხრეების დიდმა ნაწილმა ისტორიული რეალობის ხილვის შედეგად შეძლო საკუთარ გულისგულში ჩახედვა და განიკურნა. თუ სადმე შემორჩა დღეს ანტიეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს არის ქრონიკული დაავადების სახე, ან ნასაზრდოებია ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის, მონანიების ნიჭის არქონის სურვილით, ანუ საკუთარი თავის გამჟღავნებისაგან დაცვის სურვილით, საკუთარი კომფორტული განწყობის შენარჩუნების სურვილით. ანტიზვიადისტობა არის ფსევდოზვიადობა, არაზვიადობა, არაგოროზობა, არაამაყობა, არადიადობა, არამონუმენტური აზროვნება და ა. შ. დღეს უფრო საშიშია ფსევდოზვიადისტობა, ფსევდონაციონალისტობა. სადაც ზვიადობა მხოლოდ გარეგნულია. ფსევდონაციონალისტობა უბრალო მოვლენა არ არის, ის ძალიან დამანდრეველი ძალაა, რადგან ხიბლს შეიცავს და სახიფათოა. როგორც ფსევდომართლმადიდებლობა არის ანტიმართლმადიდებლობა, ისე ფსევდონაციონალისტობა არის ანტინაციონალისტობა, იქნება ის გამოხატული პერსონაში თუ ჯგუფში. 31 მარტს მთელი ერი ზვიადის მეთაურობით ზვიადი სახით მიდიოდა საარჩევნო ყუთებთან დასასრულ, ვფიქრობ 31 მარტი უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის ზვიადობის დღესასწაულად.
  11. შეიძლება ასეც ითქვას - შევარდნაძე II , მაგის წვრთნა კი აქვს მიღებული მინისტრის მოადგილე რომ იყო მაშინ და შევარდნაძის მრჩეველი უსუფაშვილი და შევარდნაძის კომკავშირელი გამყრელიძე უმაგრებენ ალიანსს
  12. არავითარი დიალოგი რუსეთთან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე არც ნაცებთან ვდგებით და არც მივცემთ არცერთ ხელისუფლებას იმის უფლებას რომ რუსეთთან დიალოგი განაახლოს. მაგრამ ამავდროულად არც იმას დავუწყებთ ლოდინს როდის გაიყვანს რუსეთი ჯარებს. რაც მთავარია არავითარი ურთიერთობის მოგვარების მცდელობები და მოლაპარაკებები რუსეთთან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე. მოვა ეროვნული ხელისუფლება და გავაფორმებთ ამერიკასთან სამხედრო პოლტიკურ მოკავშირეობას და შემოვიყვანთ ამერიკის ჯარებს საქართველოში და მერე როგორც მოიტანს სიტუაცია ისე ვიმოქმედებთ, თუ სამართლებრივი ზეწოლით გავაყვანინებთ რუსებს ჯარს ხომ კარგი, თუ არადა მაშინ ყველაზე უეჭველი გზა გვრჩება. ომის გზა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ საქართველო ამერიკა ბრიტანეთის სამხედრო სამოკავშირეო ალიანსს რუსეთი წინ ვერ აღუდგება.
  13. ალასანიას ,,მარგალიტები'' : ,,თავად სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა რეალურად აღდგეს და დავიწყოთ საუბარი არა წინაპირობით, რომ ჯერ გაიყვანოს ჯარები და მერე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არ არის სწორი”, ''რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე, საქართველო ვერ განვითარდება ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად'' ''თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა პირველი კავკასიური არხის შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით. ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დაძაბვას და ეს არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის'' http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/131804.html აი ამ გამონათქვამებისა და ზრახვების შემდეგ ვინმე კიდევ დაუჭერს მხარს ალასანიას ? ან რა თავი გაიგიჟეს ნოღაიდელსა და ბურჯანაძეზე, ეს ჩემთვის არიან მიუღებლები და მოღალეტეები ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ძიძიგური, დავითაშვილი, მაგრამ ვერ გავიგე რა მოტივით გაიგიჟა თავი ალასანიამ მათთან გაერთიანებაზე ? რა განსხვავებაა ალასანიასა და მათ ხედვებს შორის ?
  14. სხვათა შორის ერთი ესეთი მომენტი მახსოვს, გრიგოლიას გადაცემაში პრაიმ ტაიმში გივი თარგამაძე და ოპოზიციიდან გოგა ხაინდრავა და კიდევ არარ მახსოვს ვიღაც იყვნენ დებატებში და გივი თარგამაძემ უთხრა გოგა ხაინდრავას - ,, თუ სიტყვით არ გესმის გაგიყვან გარეთ და იქ გაგაგებინებ, გინდა ? " , ,,გეკითხები გინდა ? '' . ხმა ვერ გასცა ხაინდრავამ. სამაგიეროდ უცნობთან საკანში როგორი სილაღით და შემართებით ქილიკობდა გივი თარგამაძეზე ? ყველამ ყველაფერი გაიხსენოს და არავის არაფერი არ ავიწყდება.
  15. analgin ეგ სხვა თემაა, მე მის პატიოსნებაზე არ მაქვს საუბარი, მე იმას ვამბობ რომ როგორც თავზეხელაღებული და უშიშარი ადამიანი მთელ დღევანდელ არასაპარლამენტო, აქტიურ ოპოზიციურ სპექტრზე მაღლა დგას ( ირაკლი ბათიაშვილის გარდა ) და ეს უნდა აღიარონ ამ ხელისუფლების მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც.
  16. Siknadmo გივი თარგამაძეს არ მივიჩნევ ზნეობის ეტალონად, თუმცა დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს ასი თავით ჯობია. აი თორთლაძე კი მართლაც მიმაჩნია ვაჟკაცობის და ზნეობის ეტალონად და არა მარტო დღევანდელი ეროვნული პოზიციის გამო. ჰკითხეთ მის შესახებ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ნაომარ ხალხს და გეტყვიან.
  17. მე გივი თარგამაძის ზურგს უკან ამოფარება არ გამიგია, ვარდების რევოლიუციის დროს, აჭარაში, უკრაინაში და ბელორუსში ყველგან წინა ხაზზე იდგა და ყველგან თავგატეხილი და დასინიაკებული გამოვიდა და არ მგონია ვინმეს ჯეროდეს რომ ნაყინის გამყიდველები უტეხავენ თავს და თავ პირს ალეწავდნენ. მე არ ვიცი მაინტერესებს გივია თარგამაძის ბიზნესი. მხედრიონელები ბევრი მყავს უბნელები ნაომარი და ვაჟკაცი ხალხი და არა ყაჩაღები სხვათა შორის. კაცი უკრაინაში მიდის არჩევნების გასაყალბებლად და ბელორუსში ლუკაშენკოს ჩამოსაგდებად და ბელორუსიდან თავპირდამტვრეული დაბრუნდა. კარგით რა ბოლოს და ბოლოს. აღიარეთ რომ უშიშარი და თავზეხელაღებული ადამიანია. აღიარეთ რომ ამას ვერც გრეჩიხები და ვერც გუბაზ სანიკიძე ვერ გაბედავდა.
  18. ვიცი ბერძენიშვილები, მაგრამ გივი თარგამაძე არსად არ აორთქლებულა და თავიც გაუტეხეს მაგ დროს აჭარაში კარგად მახსოვს.
  19. გივია თარგამაძე. რომელიც თავზეხელაღებულობითა და რევოლიუციური სულისკვეთებით მთელ ამ დღევანდელ ერთად აღებულ ოპოზიციაზე მაღლა დგას და უცნობი რომ ვითომ კაიფობდა გივიზე შეედარონ ეგ და თავის ძმა თავზეხელაღებულობაში და უშიშრობაში. კაცი ვარდების რევოლიუციის დროს, აჭარის რევოლიუციის დროს, უკრაინის რევოლიუციის დროს, ბელორუსის რევოლიუციის მცდელობის დროს ყოველთვის წინა ხაზზე იდგა მაგათგან განსხვავებით ეს ისე ობიექტურობისთვის, თორემ მე ნაციონალების მომხრე ნამდვილად არ ვარ
  20. analgin თავისუფლებბისთვის ბრძოლაში მე ტერორიზმს არ ვთვლი. ტერორიზმი და თავისუფლებისთვის ბრძოლა სხვადასხვა მოვლენაა, ავღანელები თავგანწირვით რომ იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არავის მოუნათლავს ტერორისტებად და არც ჩეჩნებს მონათლავდნენ ტერორისტებად ბოლომდე ჯოჰარის გზა და თავისუფლებისთვის ბრძოლა რომ განეგრძოთ და მისი სიკვდილის შემდეგ ფეესბეს მიერ ტექნიკურად შემოპარებული ტერორიზმი რომ არ დაეწყოთ. Siknadmo დარწმუნებული ვარ იცით რომ ნაცმოძრაობის მომხრე არ ვარ და რატომ მახსენებთ ნაცმოძრაობასთან. თუ ვინმეს აინტერესებს მერაბ კოსტავას საზოგადოებას მივიჩნევ იმ ძალად რომელიც სათავეში უნდა ჩაუდგეს ქართულ სახელმწიფოს. არ ვაპირებ ჩემი საქმიანობის ბოლომდე აფიშირებას ფორუმზე. მხოლოდ იმას გეტყვი რომ სხვადასხვა უბნებში ახლობლებთან მოლაპარაკების რეჟიმში ვარ სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტების ( ლეგალურად, რომელიც გვარდიას დაემორჩილება ) შექმნის თაობაზე. სხვებისგან განსხვავებით ოდენ ფორუმებზე უსუსური ირონიითა და ცინიზმით არ ვარ დაკავებული.
  21. მე ამ ფორუმზე ბევრჯერ დამიწერია რომ დროა მოვრჩეთ არჩევნებსა და პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებზე დავას და მსჯელობას. საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე უნდა დავივიწყოთ ყველანაირი პარტიები და პოლიტიკა და ყველა ქართველი უნდა იქცეს იბერიის წმინდა მეომრად. გავისისხლხორცოთ რომ არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოსთვის ბრძოლაში სიკვდილი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი. არ იფიქროთ მენტორული ტონით ვწერდე ამას. მე ჩემს თავსაც მივმართავ ამას რომ ვწერ, რადგან მინდა რომ ეს რწმენა იმდენად გაძლიერდეს ჩემში რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში სიკვდილი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი გახდეს ისეთი სანუკვარი, როგორც მდუმარების ფიცდადებული მომაკვდავი ბერისთვის სასუფეველი ცათა . არავითარი პოლიტიკა და წარმავალი თემები. ვეცადოთ ყველა რომ ვიქცეთ წმინდა მებრძოლებად. გამოვწრთოთ ჩვენი სული იმდენად რომ სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი ბედნიერებად და ღვთის საჩუქრად მივიღოთ. გავაუქმოთ ჩვენს ფსიქიკაში და მახსოვრობაში ყველა პარტია და პოლიტიკური ლიდერი და ქართველი ერი გავერთიანდეთ ერთ მისტიურ ორდენად წმინდა მებრძოლთა ორდენად რომელიც კაცობრიობას თავს თითოეული მებრძოლის ჰეროიკული სიკვდილით დაამახსოვრებს. ვიქცეთ თეთრი გიორგის საყმო ორდენად, საქართველოს წმინდა მებრძოლთა ორდენად და კაცობრიობისთვის საქართველო და ქართველი ერი სამარადჟამოდ იყოს სამართლიანობისათვის მებრძოლი , უწმინდურებასთან , ბოროტებასთან მებრძოლი თეთრი გიორგის ერთიანი ორდენი, წმინდა მებრძოლთა ორდენი - ,, სიკვდილთან შერიგებულთა თავისუფლების ორდენი ''
  22. Nukriko მე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი არ ვარ. მე იდეას ვუჭერ მხარს და არა პარტიებს. ან მერაბ კოსტავას საზოგადოებას ან ედეპეს ან თორთლაძის დემოკრატიული პარტიას დავუჭერ მხარს, ანუ იმ პარტიებს რომლებიც საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ქვეყნის ფედერალურ მოწყობას გამორიცხავენ
  23. ვაა, ალასანიას მომხრეებიც ჰყავს ??????????
×
×
  • შექმენი...