Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. ხო საკუთარ დეიდაშვილს ( თუ გარე ბიძაშვილს ) ზვიადს რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო, ქალაქიდან გასვლისას რომ თავისი ხალხით ესროდა იკარუსში მცირეწლოვან შვილებთან ეგ მაგარი კაცობა იყო აბა რა. P.S. მეც თბილისელი ვარ და ვიცი ახალაიების და სანოძის ,,კაცობის'' ამბავი, მაგრამ იმ სანოძეებს და ახალაიებს საკუთარი ბიძაშვილები და მათი შვილები მაინც არ ჩაუხოცავთ ან არ უცდიათ მათი ჩახოცვა.
  2. როგორც გამოჩნდა მმართველ ლეიბორისტულ პარტიას ფაქტიურად შანსი არ აქვს უმრავლესობაში მოსვლის. ყველანაირი გამოკითხვების შედეგად გამარჯვებას კონსერვატორული პარტია მოიპოვებს. მე მივესალმები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კონსერვატორების მოსვლას ბრიტანეთის ხელისუფლებაში, ჯერ ერთი ბრიტანეთის კონსერვატორული პარტია აშკარად შეიცავს უამრავ ნაციონალისტურ ელემენტს, რაც ჩემთვის როგორც ულტრანაციონალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, მეორეც ბრიტანელი კონსერვატორები პანბრიტანული იდეის ერთგულებითა და ანტირუსული კურსით გამოირჩევიან და კონსერვატორთა ლიდერი დევიდ კემერონი ცხონებულ ლეხ კაჩინსკისთან და ჯონ მაკკეინთან ერთად ერთ ერთი იმ პოლიტიკოსთაგანი იყო, რომელმაც ყველაზე მწვავე შეფასებები გააკეთა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიის სამხედრო შენაერთების მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციის გამო. როგორ გგონიათ ვის აქვს გამარჯვების მეტი შანსი ამ არჩევნებში და ვის გამარჯვებას ისურვებდით ? P.S. ხომ არ იცით რამდენ პროცენტს შეადგენს ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი და დაახლოებით რამდენი პროცენტის აღების შანსი გააჩნია ამ არჩევნებში ბრიტანეთის ნაციონალისტურ პარტიას ( BNP - ს ) და მის ლიდერს ნიკ გრიფინს ?
  3. ამერიკაში ამ კურდღელი ობამას წასვლის და რესპუბლიკელების მოსვლის შემთხვევაში არ არის ზღაპრების სფერო. როგორ ფიქრობთ ვთქვატ მაკკეინი რომ გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, თავს შეიკავებდა ამისგან ? ან მარტო მაკკეინით და ჩეინით ხომ არ ამოიწურება ამერიკელ რესპუბლიკელთა რესურსები, სხვები არ ეყოლებათ მსგავსი სულისკვეთების ? რომლებიც წამოიწევიან კონგრესის არჩევნების მერე. აგერ ეხლა არნოლდ შვარცნეიგერი აპირებს ძალიან გააქტიურებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამას გარდა თუ ობამას ხელისუფლება არ გაფარჩაკდა ამერიკაში, სამაგიეროდ ეხლა სულ მალე კონსერვატორები მოვლე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში, რომლებიც პანბრიტანული იდეის ერთგულებითა და ანტირუსული კურსით გამოირჩევიან და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლებელია ბრიტანეთთან გაფორმდეს სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის ხელშეკრულება და მოხდეს შეთავაზება საქართველოში სამხედრო ბაზების გახსნის შესახებ ( რაც ირიბად სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის ამავდროულად ამერიკასთან გაფორმებასაც ნიშნავს ). ბრიტანეთი ძველი კოლონიალისტია და ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. მით უმეტეს ისეთი ნაციონალისტი და პანბრიტანიზმის მიმდევარი ხელისუფლება როგორებიც კონსერვატორები და დავიდ კემერონი იქნებიან. ამას გარდა შეიძლება ამერიკის ხელისუფლების ინტერესებშიც შევიდეს საქართველოში მისი უპირველესი მოკავშირის ბაზები.
  4. ნატოში შესვლას ჩვენც ვუჭერთ მხარს და ჩვენი მოძრაობის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ ნატოში შესვლას წინ უნდა უსწრებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება. ნატოში ან მიგვიღებენ ან არა და შეიძლება მუდმივად გვბლოკონ დასავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა რუსეთის ფაქტორის გამო და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება დამოკიდებულია მხოლოდ ორი კონკრეტული ქვეყნის საქართველოსა და ამერიკის ნება სურვილზე.
  5. რახან არ მპასუხობ ვიტყვი. არ ვიცი ვინ იგულისხმე, მაგრამ საერთოდ ყველას დედა მოიტყვნება ვინც გინდა იყოს, ვინც ჩემი და ჩემი საძმაკაცოს და საახლობლოს მისამართით შეიგინება
  6. კონკრეტულად ვისი მისამართით იძახი მეთქი მაგ სიტყვებს დააკონკრეტე, არ მინდა ისე გიპასუხო რომ არ დაგაკონკრეტებინო ეგ სიტყვები
  7. დააკონკრეტე რისი თქმა გინდოდა და ვისი მისამართით იგინები ვისი მისამართით იგინები კონკრეტულად გეკითხები და ნუ გაიტრუნე
  8. ძუკუ analgin ანუ მაშინ ღიად თქვით ნეიტრალიტეტს უჭერთ მხარს ? ნეიტრალური საქართველო რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოს რომ ნიშნავს ვერ ხვდებით ? აბა როგორ საგარეო პოლიტიკას უჭერთ მხარს მხოლოდ ნატოში გაწევრიანებას ? ნატოში გაწევრიანებას ჩვენც ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენს ნატოში შესვლას რომ ბლოკავენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უპრინციპო და ფარჩაკი ლიდერები მაგას ვხედავთ მგონი ყველა. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა და მასში გაერთიანებული პარტიები ( ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ქრისტიან დემოკრატიული პარტია - იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი ( თარგამაძის ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში არ აგერიოთ ), წმინდა ილია მართლის საზოგადოება - გურამ გოგბაიძე, გელა ჩორგოლაშვილი და სხვები ) და ცალკეული პიროვნებები ნატოსკენ სწრაფვასთან ერთად ძლიერი თავდაცვითი და ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბების უნიკალური სისტემა და გეგმას სთავაზობენ ქართველ ერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის სახით და მაგის წინააღმდეგები გამოდიხართ, ნატოში იცით რომ გვბლოკავენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უპრინციპო და ფარჩაკი ლიდერები და აბა მაშინ კონკრეტულად როგორ საგარეო პოლიტიკას უჭერთ მხარს და რაში ხედავთ დეოკუპაციის გზას ? მართლა გჯერათ რომ საქართველოში რომ დემოკრატიას დავამყარებთ და თავისუფალი სასამართლო რომ გვექნება ამ დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით აღფრთოვანებული აფხაზები და ოსები დაამხობენ კრემლის მიერ მათთვის დანიშნულ მარიონეტს და სახალხო კრებას მოიწვევენ საქართველოს შემადგენლობაში ვბრუნდებით, ჩვენი თვითმყოფადობა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოში გადარჩებაო ? თუ მიგაჩნიათ რომ რუსების მიერ მართვად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაუშვებენ მაგას რუსები კონფედერაციული, სახელშეკრულებო, მარტივად დაშლადი სახელმწიფო მოწყობის შექმნის გარეშე ? თუ ემხრობით კონფედერაციას ?კონფედერაციული მოწყობა საქართველოს დასასრულის დასაწყისი რომ იქნება მაგას ხომ ხვდებით. ძალიან გთხოვთ ამაზე გამეცით პასუხი
  9. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენს განახლებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, რომლის ლიდერებიც არიან ძველი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, დავით კოპალეიშვილი ჩვენი მოძრაობა - ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა ეხება არ ინტერესდება წარმავალი თემებით ( სოციალური საკითხები, თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო სიები, საარჩევნო კანონი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი ამ რუსეთუმე ოპოზიციისთვის ( მთელ ოპოზიციას არ ეხება რა თქმა უნდა ) და ხელისუფლებისთვის დაგვითმია ). ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ ეხება მარადიულ იდეალებს, ისეთებს როგოერიცაა საქართველოს ეროვნული თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა ( და ამ ორივე იდეალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია ), ეროვნული ძლევამოსილება, ერში ქართული მებრძოლი სულის გაღვივება. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად თანასწორუფლებიან და სუვერენულ სახელმწიფოს შორის და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში დროებით ( სანამ საქართველო ამ მოკავშირეობის საფუძველზე თავად გახდება ამ უახლესი სამხედრო ტექნიკის მფლობელი ) ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, საზღვაო ტექნიკის, საავიაციო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განლაგება. ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს უახლესი გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკით შეიარაღება და ქვეყნის გლობალური შეიარაღება იგივე ჰიპერმილიტარიზაცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია და საქართველოს სრული ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაძევება ( ნებისმიერ ფასად ) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ეროვნული თავისუფლებისა და ძლევამოსილების განმტკიცება. წარმავალ და წვრილმან საკითხებს ვუთმობთ მედროვე პოლიტიკანებს ჩვენი მოძრაობის მებრძოლად გახდომა შეუძლია ნებისმიერ ქართველს, უპარტიოსა თუ პარტიულს, რომელიც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებასა და იდეალებს. საკონტაქტო ტელეფონები : 822 54-55-60 ირაკლი წერეთელი; 822 37-51-36, 895 71-13-93 კონსტანტინე ჩოგოვაძე; 899 10-06-03 დავით კოპალეიშვილი; 895 36-93-83 გურამ გოგბაიძე; 893 30-44-51 ზურაბ ბარბაქაძე.
  10. პარტია არ არის მეგობარო, ზეპარტიული გაერთიანებაა. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელის მონაწილეობაც შეუძლია ნებისმიერ ქართველს თუ არაქართველს, პარტიულს თუ არაპარტიულს, განურჩევლად პარტიული თუ ეთნიკური კუთვნილებისა, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებსა და იდეალებს
  11. თუ ვინმე ჩაიდენს სახელმწიფო ღალატს, ერის მიერ დაუსჯელი არ დარჩება, სულ ერთია ნოღაიდელი იქნება, გაჩეჩილაძე, კუკავა, დავითაშვილი თუ ალასანია
  12. ჩვენ ომის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო ვართ და შესაბამისად უშიშროების და დაზვერვის ყველა ქმედება ვერ იქნება მთლად დემოკრატიული
  13. დიდება უფალს ! დიდება ქართველ ერს და მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ! საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის საგანგებო განცხადება საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის მონაწილენი ვხედავთ რეალურ საშიშროებას ბოროტი შეიარაღებული აგრესიის გაგრძელებისას, რუსეთის იმპერიის მხრიდან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო 209 წლის მანძილზე არის ტრადიციული დამპყრობელი და აგრესორი სახელმწიფო. შევახსენებთ ცივილიზებულ კაცობრიობას რომ გასულ მე - 19 და მე - 20 საუკუნეებში რუსეთის იმპერიამ არაერთხელ წაართვა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მე - 19 საუკუნეში მეფის რუსეთმა ქართლ კახეთის, იმერეთის სამეფოთა და გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროთა გაუქმებით სრულიად დაიპყრო დანაწევრებული, მაგრამ თავისუფალი საქართველო, მოსპო ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალურობა, აკრძალა ქართული ენა საერო სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და საეკლესიო ღმრთისმსახურებაში; სისხლში ცეცხლითა და მახვილით ჩაახშო 1804 წლის მთიელთა, 1810 წლის იმერეთის, 1812 წლის კახეთის, 1819 წლის გურიის, 1820 წლის იმერეთის, 1856 წლის სამეგრელოს, 1859 წლის სვანეთის, და 1864 წლის აფხაზეთის აჯანყებები და ლიკვიდაციაჰყო 1802 და 1832 წლების განმანთავისუფლებელი ხასიათის შეთქმულებები. მე - 20 საუკუნეში, 1921 წლის შეიარაღებული აგრესიითა და სამხედრო ინტერვენციით მოახდინა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაცია, შემდგომ ფაქტობრივი ანექსია, სისხლში ჩაახშო 20 - იანი წლების განმანტავისუფლებელი მოძრაობა, 1922 და 1924 წლების აჯანყებები და ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში დამყარა ანტიდემოკრატიული, ტოტალიტარული მმართველობა და რეჟიმი, ნომინალური, ფიქტიური სუვერენიტეტითა და სახელმწიფო წესწყობილებით. გასულ მე - 20 საუკუნეში, ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმეორებითი აღდგენის შემდგომ, რაშიც ლომის წვლილი შეიტანა 80 - იანი წლების დამლევის ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ და 1989 წლის 9 აპრილის ჰეროიკული თავგანწირვის მისტერიამ. რუსეთმა 1992-1993 წლებში კვლავ განახორციელა შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა აფხაზეთის უმეტესი ნაწილისა და შიდა ქართლის ჩრდილოეთის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და უამრავი ლტოლვილი საკუთარ სამშობლოში. ბოლოს რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიტა და ოკუპაციიტ, რასაც ცოცხალ მსხვერპლთან ერთად, შედეგად მოჰყვა დამატებითი მთელი რიგი ტერიტორიების მიტაცება ( ახალგორის რაიონი, მცირე ლიახვის და დიდი ლიახვის ხეობათა ქარტული სოფლები, დალის ხეობა, კასპის რაიონის, გორის რაიონის, ქარელის რაიონის, წალენჯიხის რაიონის ე.წ. კონფლიქტის ზონებთან მიმდებარე ტერიტორიები ). რუსეთის იმპერიის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის გაგრძელების საშიშროება არ მოხსნილა, აუცილებელზე აუცილებელია კონკრეტული და გადამჭრელი სამართლებრივი, პოლიტიკური და სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელება. ამ საგანგებო განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ მთელ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს, რათა უაღრესად კონკრეტული, მიზნებისა და მიმართულებების გარშემო მოხდეს ერთიანი ქართული დეოკუპაციის ფრონტის შექმნა, როგორც საყოველთაო თავისუფალი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობისა! ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლებას, რათა მათ გააღრმაონ და გააქტიურონ სახელმწიფოებრივი ძალისხმევა ხუთი კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებით: 1) გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ. 2) ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით. 3) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით. 4) მაქსიმალურად გამკაცრდეს სახელმწიფო საზღვრების კონტროლი და დაცვა, უპირველეს ყოვლისა, საქართველო რუსეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუხსნელობით, მთათუშეთის, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის, ხევის, მთიულეთის, თრუსოს ხეობის, ზემო და ქვემო რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სამხედრო გამაგრებებით. 5) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ. ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი ზემოთქმული სამხედრო კონტინგენტების შემოყვანითა და თავდაცვითი, სამხედრო სისტემების განთავსებით. და ბოლოს, მოვუწოდებთ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს, მსოფლიო ყველა კეთილი ნების ადამიანს, ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, აქტიური, ენერგიული და ქმედითი თანადგომა აღმოუჩინონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას. ყოვლადძლიერი უზენაესი უფალი ღმერთი ფარავდეს, წყალობდეს და მეოხჰყოფდეს ყველა ქართველსა და საქართველოს ეროვნული თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ძლევამოსილებისთვის წმიდათაწმიდა ბრძოლაში ! საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის სახელით : ირაკლი წერეთელი
  14. სხვათა შორის ირაკლი წერეთელმა ისეთ დროს დაიწყო დისიდენტური მოღვაწეობა და ისეთ დროს გახდა რადიკალი დისიდენტი რომ მაგ დროს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის ხსენებას ბევრი ოჯახშიც ვერ ბედავდა და ამის გამო როგორც მოუნანიებელი დისიდენტი ( შეთავაზების მიუხედავად არ მოინანია ანტისაბჭოთა მოღვაწეობა ) აყურყუტეს კიდეც ოთხი წელი რუსეთის საპყრობილეებში ( 1983 - 1987 წლებში ). მოდი ჯერ იმის ნახევარი გავაკეთოთ საქართველოსთვის რაც მას გაუკეთებია და მერე მოვიხსენიოთ ცინიზმით
  15. გაიხარე. კარგი პოსტია რაც მაშინ მოხდა ის ჩვენი ეროვნული ტრაგედიაა და ნუ ვეცდებით ძველი იარების გახსნას. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ იგივე აღარ განმეორდეს
  16. ანა დოლიძე, ირაკლი კაკაბაძის მეუღლე. ძალიან მომწონს. დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ძალიან გამიხარდება თუ დაბრუნდება და ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში
  17. ყველას გასაგონად რაც მოხდა ოთხმოცდაათიან წლებში ეგ იყო ქართველი ერის ტრაგედია, მაგრამ ნურავინ ეცდება ეროვნულ ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირებით სპეკულირებას და ამით ეროვნული ძალების ,,გაშავებას''. ყოველი ასეთი ცდა განწირულია. პრორუსული კოლაბორაციონისტული ძალები და საკუთარი სამშობლოს მოძულე პარაჟენცები ვერ ეღირსებიან ეროვნული ძალების მოსპობას საქართველოში
  18. babuagiorgi როდესაც ხედავთ რომ საქართველოს უდიდესი ტერიტორია ოკუპირებულია, როგორია მაგ დროს მოვლენების შორიდან დაკვირვება ?
  19. მე კრიტიკას არ ვგულისხმობ, კრიტიკის უფლება ყველას აქვს. მე ცილისწამებას ვგულისხმობ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ. ბოდიში მაგრამ კომკავშირის წევრი ვინ იყო და პარტიის ბილეთი ვის ედო ?
  20. ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ რომ საკამრისია გავხსნა თემა ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის განახლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფორუმელი ამ ფორუმში იწყებს ცილისწამებას ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის ირაკლი წერეთლისადმი, თითქიოს ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში. ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ან კრემლის დავალებას ასრულებს ეროვნული ძალებისთვის სახელის გასატეხად ან პიროვნული შუღლი ამოძრავებს, ან უბრალოდ არაა ინფორმირებული და ძალაუნებურად უდიდეს ცილს სწამებს წერეთელს. ირაკლი წერეთელი დეკემბრის პირველ რიცხვებში წავიდა სვანეთში და იანვრის შუა რიოცხვებში ჩამოვიდა თბილისში და ერთ ერთი იმ ადამიანთაგანია ვინც ყველაზე მეტად განიცდის რაც მაშინ მოხდა თბილისში ( შეგიძლიათ გადაამოწმოთ ). ირაკლი წერეთელი აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ზვიად გამსახურდიას მნიშვნელობასა და მისსიას ქართველი ერისა და მთელი კაცობრიობის წინაშე და მისთვის შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილეობის დაბრალება უდიდესი ცილისწამებაა. ეს ლექსები იხილეთ : ზვიად გამსახურდიას ნუთუ შობის წინ განცხადდა აქტი შენი დაღუპვის შენი სიკვდილის, შენ სამშობლოში გახდი დევნილი იყო ცრემლები, სისხლი, ტირილი. შენი დამხობა ბევრის ბრალია, შენი სიკვდილი კი ნუ ჰქნას ღმერთმა, ქვეშევრდომთაგან ბევრმა გაგყიდა, შენი სიკვდილი კი ნუ ჰქნას ღმერთმა. ლეგიტიმური ერის ლიდერი, დამარცხდი მწარედ, მე გული მტკივა, იავარქმნილი დაგვრჩა სამშობლო, დღეს ჩვენს მამულში ძალიან ცივა. სულებში მძაფრი ქარები ჰქრიან, ყინვა შეუდგა მრავალ შენობას, ქართველი ერის დიდი ნაწილი მძიმედ განიცდის დღეს უშენობას. არ ვიცი სად ხარ, ფერად სიზმარში რაღაცნაირად მე გუშინ გნახე, თვალწინ დამიდგა ვით ბრწყინვალება ძველი დიდება და შენი სახე. მე გულით მინდა იყო ცოცხალი, სიკვდილის ფრჩხილიც არ მოგეკაროს, რადგან გიუვარდა შენ საქართველო ერისმთავარო, პრინცო და ბავშვო. მე გუშინდელი ტკბილი ზმანების რომანტიული ნათება მომდევს, შორიდან მესმის მთების გოდება, ხევში მძვინვარე მდინარე მოსჩქებს. და მატრიალებს ახლა იმედი ერის ხსნისა და გადარჩენისა, ქართველი ერის ფეხზე დადგომის, უბოროტეს მტრის დამარცხებისა. შევსთხოვ ღმერთს ქვეყნად დარჩე ცოცხალი, მიწიდან წასვლას შენ ნუ იჩქარებ, რამეთუ ყველა ნაღდი ქართველი, დიადი ძლევის შევხვდეთ სინათლეს! ირაკლი წერეთელი ( დაწერილია ზვად გამსახურდიას სიცოცხლეში, მისი დევნილობის ჟამს ) ზვიად გამსახურდიას ღმერთია მოწმე რომ არ მინდოდა შენ სიკვდილის ცხადში ახდენა და შენს მაგიერ ედვარდ ცბიერი იყო ქართველი ერის წარხდენა. ძმათამკვლელ ომის ულმობელობით კვლავ შედგა მშობელ ქვეყნის გაცემა შენი ცვლილება ედვარდ ცბიერით ქართველი ერის იყო დაცემა. არ გვეყო სიბრძნე და სიყვარული, ჟამი ვერაგი და მუხანათი, ედვარდ ცბიერის შენს შემდგომ მოსვლა ქართველი ერის იყო ღალატი. ირაკლი წერეთელი ( დაწერილია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ ) აქ ვიღაც ვიღაცეები რომ ცდილობენ წერეთელს გადატრიალებაში მონაწილეობა დააბრალონ, ეგრე არ არის. ძნელად ნახავთ საქართველოში ადამიანს მასავით რომ ტკიოდეს ის რაც მოხდა საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში და ის რა შედეგებიც გამოიღო იმ მოვლენებმა. მრავალი ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის, ბოლოს ნოღაიდელ, ბურჯანაძის და საბოლოოდ კრემლის ხვრელში შემძვრალი პოლიტიკანისგან განსხვავებით ის თავად ცდილობს საკუთარი შეცდომის გამოსწორებას. მიუხედავად კრემლის მიერ მართული ძალების და მათ ფეხისხმას ნებსით თუ უნებლიეთ აყოლილთა უამრავი ცილისწამებისა ეროვნული ძალების მოსვლას და განახლებული ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას და აგუგუნებას წინ ვერაფერი აღუდგება. ,, მაინც წინ მივალ მაინცა არ მეშინია შარისა ''
  21. ვაჟა ადამიას ციხიდან გამოსვლა ძალიან ცუდი მოვლენაა როგორც კრემლში ღიად მარბენალი ოპოზიციისთვის, ასევე კონსტრუქციული ოპოზიციის ნიღაბმორგებული კრემლის აგენტურისთვის
  22. საკუთარ სახლში 15-ტი სული ინკასატორი არ დადის "სოჩიკის" შესამოწმებლად.. მერე ოჯახში ოჯახის პატრონებს არ სცემენ როგორც სცემეს ვაჟას ძმა ინკასატორებმა ტავის სახლში.. ვაჟა ადამიამ კი თავის საკუთარ სახლში თავი დაიცვა მაგ გერეუშნიკ ინკასატორებისგან.. კიდე კარგად მოიქცა , სხვა მის ადგილზე შუბლს გაუხვრეტავდა. მიგზავნილები იყვნენ
  23. ისე რა ნიშანდობლივი და სიმბოლურია რა. ეს კრემლის განეცი ოპოზიცია მიტინგებზე ვის აღარ ახსენებდა პოლიტპატიმრებში და ვაჟა ადამია ერთხელ არ უხსენებიათ. ერთადერთხელ ისევ ირაკლი ბათიაშვილმა ინამუსა
×
×
  • შექმენი...