Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. FRIDRIX ერეკლესაც ასე ეგონა თავის დროზე. თუმცა პირველსავე ბრძოლაში მიატოვეს. საბოლოო ჯამში კი მაშინდელმა "ამერიკამ" მაშინდელი "აფხაზეთი" მაშინდელ "რუსეთს" დაუთმო. დანარჩენ საქართველოს კი სრულად დაეუფლა (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით).
  2. lasha1997 ნაყლაპი ვარ მაგარი და არ მეძინება
  3. ამ თემის დაწერა იუზერ chegesto-ს ერთმა ფრაზამ შთამაგონა; "იქით" ფორუმზე უთქვამთ უკრაინის არჩევნებზე საქართველოდან ვანოს "შავების" გაგზავნაზე - წმინდა საქმეაო : : : თავიდან უბრალოდ გამეცინა, გულიანად, მერე კი, მეტად რომ ჩავუღრმავდი საოცარი, მართალია მხატვრული, მაგრამ მაინც, პარალელები აღმოვაჩინე ისტორიულ ჯვაროსნებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ფაქტი პირველი - დროშა. ერთერთი პირველი რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, შეცვალა ძველი "ტრიკოლორი" და ახალ დროშად შემოიღო ჯვაროსნების დროშის იდენტური დროშა. ამ ორ დროშას შორის, მოგეხსენებათ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ქართულ დროშაზე ოთხი მომცრო ჯვარი ბოლნურია. არ იფიქროთ რამე საწინააღმდეგო მქონდეს. პირიქით. იმ მინიმალურ კარგ საქმეებში რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, დიდი სიამოვნებით გამოვარჩევდი ეროვნული სიმბოლიკების და ჰიმნის შეცვლას. ფაქტი მეორე - "საღმრთო ომი"; "ომი წმინდა მიწისთვის". ჯვაროსნების ლაშქრობაზე იერუსალიმში ჩემზე მეტი გეცოდინებათ, ამიტომ თხრობით აღარ შეგაწყენთ თავს. მხოლოდ პარალელს გავავლებ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიაზე - "ომი" რუსეთის წინააღმდეგ: ყველა დავირაზმოთ! დავამარცხოთ ეს უწმინდურები! ყველა საშუალებით! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!...საქმე იმაშია, რომ ჯვაროსნები ინტერნაციონალური მოძრაობა გახლდათ და არა ნაციონალური ფაქტი მესამე - "ორდენები" და "რაინდები" აი აქ პირდაპირ და უშუალო პარალელებია, თანაც არცთუ ასოციაციური. უფრო პირდაპირი მოგეხსენებათ ორდენები ღმერთის სახელს ამოფარებული ადამიანების დაჯგუფება იყო, რომლებიც სინამდვილეში არათუ ღვთისთვის სათნო საქმის კეთებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ ძალაუფლების განმტკიცებით, სიმდიდრის მოხვეჭით, მრუშობით, ლოთობით, ძალადობით, მკვლელობით, ყაჩაღობით და ა.შ. ნებისმიერი მათი ქმედება "ღმერთის სახელით" ხდებოდა, "რწმენისთვის საჭირო" გადაუდებლობით თუ აუცილებლობით ამიტომ ისინი დაუსჯელთა კასტას განეკუთვნებოდნენ. რაინდის წოდებას მეფეები გასცემდნენ და თითქმის ყველა რაინდი რომელიმე ორდენის წევრი იყო, მინიმუმ რომელიმე ორდენთან ძალიან დაახლოებული პირი. საკმარისია სიტყვა ორდენი შევცვალოთ კლანით, რაინდი გმირით, მეფე პრეხიდენტით, "ღმერთის სახელით" მოქმედება კი "კანონის სახელით" მოქმედებად, "რწმენა" სახელმწიფოდ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჭკვიანი კაცი სახელებს და გვარებსაც კი გამოუძებნის მათ თანამედროვე რეალობაში. ფაქტი მეოთხე - ინკვიზიცია. ჯვაროსანთა ეპოქის კიდევ თანმდევი და ნიშანდობლივი მოვლენა. "ღმერთის სახელით" ადამიანების წამება და სიკვდილით დასჯა, ვითომდა უწმინდურობისთვის, სინამდვილეში კი ორდენების მოწინააღმდეგეობის გამო. შეთითხნილი ბრალდებებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ძირითადად ერთი რომელიმე გავლენიანი პირის ხუშტურის გამო პარალელები აქაც აშკარაა, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ინკვიზიცია, ვითომდა სასამართლოებით და კანონის ძალით, მხოლოდ ვინმეს თვალში არმოსვლის გულისთვის. რაის მტკიცებულები და რაის უცოდველობა?! ფაქტი მეხუთე - ინდულგენციები. "ღმერთის სახელით", "გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროების გამო" ცოდვების წინდაწინ მიტევების ფურცლები, სხვადასხვა ფასიანი, რომლებიც სწორედ რომ ფასის მიხედვით ადამიანს აძლევდა სხვადასხვა რაოდენობისა და სიმძიმის ცოდვის ჩადენის უფლებას "ღმერთის სახელით". აქაც ასეა, ჩარიცხეთ ნაციონალური მოძრაობის ან პრეზიდენტის საარჩევნო თუ პირად ფონდში სხვადასხვა რაოდენობის თანხა, დააბეზღეთ სხვა ადამიანი და გადაიხადეთ ფული და შესაბამისად გეპატიებათ კანონდარღვევები "კანონის სახელით"! http://www.flagshipfancydress.co.uk/ekmps/shops/flagshipenterp/images/medieval-st.-george-crusader-costume-220-p.jpg http://media.kansascity.com/smedia/2009/12/31/14/Georgia_Saakashvili_New_Year_MOSB104.standalone.prod_affiliate.81.jpg
  4. ირაკლი ალასანია [ 1 ] [25.00%] თუკი საპარლამენტო რესპუბლიკას ვერ მივიღებთ.
  5. shavlego91 თინა ხიდაშელის სიტყვებს, რომელიც სხვათაშორის წინამორბედი ხელისუფლების დროსაა ნათქვამი, მეც ხელს მოვაწერ, ხოლო დათო ბერძენიშვილის სიტყვები ამაზრზენად გაქვს ამოგლეჯილი კონტექსტიდან! ეს იგივეა, შენ ახლა ჩემი ქვემორე სიტყვებიდან გამუქებულები რომ ამოჭრა და ჩემს აზრად გაასაღო: მე, რაც უნდა მოხდეს, არასოდეს ვიტყვი, რომ მე არ მიყვარს საქართველო და მძულს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა რუსეთშია. ინტრიგანი და დაინტერესებული ადამიანი ხარ, რაკიღა ასეთ რაღაცას კადრულობ. სირცხვილი.
  6. საშინელება! Siknadmo გასაგებია, რაც იქადაგა, მაგრამ შეეძლო ეს ყველაფერი უბრალოდ, ჰაიტის ხსენების გარეშე ეთქვა, ან, მაქსიმუმ, ეთქვა დიდი ხნის შემდეგ (ისევე, როგორც სოდომსა და გომორს ახსენებენ ეხლა). იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს ამ ხალხის უბედურებას, ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალი მათზე ლოცვა და მათი დახმარებაა მხოლოდ. P.S. მგონი შეხსენება საჭირო არ არის, მაგრამ მეც მართლმადიდებელი ვარ.
  7. ერთმნიშვნელოვნად საპარლამენტო! ...და უკეთესი იქნება თუ არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ მაინც გაიმართება. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს ეს დედამოტყნული კლანური მმართველობა და ბეზპრედელი. უტოპიური არაფერია ამაში, შვეიცარიაში მაგალითად ყოველწლიურად ტარდება არჩევნები, თუ არ ვცდები ფინეთშიც ასეა. ვეთანხმები გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა აღიგვება პირისაგან მიწისა და გარკვეული დროის შემდეგ კონსტიტუციური მონარქიაც (ფაქტიურად იგივე საპარლამენტო რესპუბლიკა) დასაშვები და მისაღებია.
  8. ვახ, ეს ლასალექსი რა პედანტია, კაცო : რა იყო, შე კაი ადამიანო, წიწაკაზეც ცენზურაა?
  9. ჰმ... ვანოსაც უსმენენ... რაღაცაშია საქმე. ეს მოჭიდავეები ვინღა არიან..."კალატოზა" კრიმინალი იყო, ესენი მამულიშვილები. კალატოზა მარშრუტკებს აწერდა ფულს, ესენი სხვა ქვეყანას პრეზიდენტებს (საკუთარზე არას ვიტყვი). მიდი მიშა, მიდი...მარჯვენა თუ დაგეღალა, მარცხენა შეუნაცვლე...
  10. ქალბატონებთან ბოდიში მომითხოვია და პატარა პროზები ჩემგანაც მიიღონ მაგ "ტელევიზიის" "ჟურნალისტებმა", ზემოთ კი ცალკე დონაძეს გრან პრი.
  11. FRIDRIX ომი დამთავრდა და გავფარჩაკდით, ისტორიაში ყველაზე სამარცხვინოდ!!! ვინც ნიშნის მოგებით გეუბნებოდეს ამას, იმის დედა ვატირე! მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ, რომ მაშინ, როცა მე ჯერ მოხალისედ არ წამიყვანეს ("ბრაკი" ვარ, ოღონდ მართლა), მერე რუსეთის საელჩოსთან ვათენ ვაღამებდი და 11 აგვისტოს, როცა თქვენი ბელადი გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა: რუსები უკვე იგოეთს გამოცდნენ და თბილისისკენ მოდიანო, ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ ლუდის ბოთლით ვხტებოდი საელჩოს ეზოში, ერთ რუსს მაინც მოვკლავ თქო და ამ დროს ჩემს გვერდით მდგარი ორი პარლამენტარი სულ "ვაიმე ჩემი დედა ##################-ის" ძახილით და აკანკალებული ნიკაპით ჩახტნენ მანქანებში და დაითესნენ. ორ-ორი ტელეფონი ეკავათ, ერთით ოჯახს ურეკავდნენ, მოვდივარ და ბარგი მზად გქონდეთო, მეორეთი ბაქოში სასტუმროს "ბრონავდნენ". ყველაზე საშინელი რეაქცია კი ბენზოგასამართი სადგურის რიგში მდგარ მანქანებზე მქონდა, ომი წავაგეთ!!!!! თან ისე წავაგეთ, რო ამ ფარჩაკებმა გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდ დაყარეს დამწვარი და დანაკუწებული. და მე მყავს გამოყვანილი იქედან! აღელვებისთვის ბოდიში, მაგრამ მაგაზე მეტად არაფერი მაცოფებს და მაღიზიანებს ეს ფარჩაკები და კურდღლები კიდევ აქეთ ვაჟკაცობაზე რო ლაპარაკობენ და "ომი არ დამთავრებულა" მორალს უკითხავენ ვინმეს. ვერასოდეს ვაპატიებ ვერც 2009 წლის აგვისტოს და ვერც 2007-ის 7 ნოემბერს ამ ხელისუფლებას. სანამ ცოცხალი ვარ. ჩემს უსამართლო პატიმრობას, დამცირებას და არაკაცურ ნაჟიმს ვაპატიებ, ჩემს გამო ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების სამსახურიდან გაშვებასაც ვაპატიებ, ნარკომანიის ხელშეწყობას და აყვავებასაც ვაპატიებ, "ატკატებს" და ბიზნეს-რეკეტსაც ვაპატიებ. ღვთის წინაშე ვაპატიებ, მაგრამ იმ ორ თარიღს ვერასოდეს ვაპატიებ. ჯოჯოხეთში მოვხვდები და არ ვაპატიებ!!!
  12. მესმის, იყო ავტოკრატი და გააყალბო არჩევნები; მესმის, იყო კომუნისტი (ან სომეხი) და გააყალბო ისტორია; მესმის, იყო მსაჯი და გააყალბო სპორტული შეჯიბრი; მესმის, იყო მხატვარი და გააყალბო ფერწერა; მესმის, იყო შულერი და გააყალბო პოკერი; მესმის, იყო აფერისტი და გააყალბო დოკუმენტები, მაგრამ გააყალბო გეოგრაფია და გეომეტრია, აქსიომები... ღმერთო, შენ გვიშველე... ჭუბერი იგივე მანძილზე ყოფილა თბილისიდან, რა მანძილზეც ბაკურიანი... უნდა იყო მიშა სააკაშვილი!
  13. Saturn ე, ბიჯო მაგაშია საქმე, რო მაგ ადამიანებმა, ვინც საზღვრის გადაკვეთის დროს ჩასვლის მიზეზად ეგ სირობები დაასახელეს (ჩვეულებრივი პროცედურაა აეროპორტში, კი გეცოდინება), მერე მოითხოვეს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსი და მაგათზეა ატეხილი ეს "გამიშვი-გამატარე".
  14. babuagiorgi აბა, კაცო, არ მოგვჭრეს თავი? თფუიი... დონეცკის საქალაქო საბჭოს ოფიციალური საიტი უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების ჩასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, არჩევნებამდე დონეცკში საქართველოდან 145 სპორტული აღნაგობის მამაკაცი ჩავიდა. “ქართველების ჩამოსვლის ვიზიტი უცნობია”- იუწყება დონეცკის საქალაქო საბჭოს ოფიციალური საიტი. მათივე ინფორმაციით, როდესაც ქართველებს ჩასვლის მიზეზები ჰკითხეს ზოგმა მათგანმა თავისი ჩასვლა გოგონების გაცნობის სურვილით ახსნა, ნაწილი ამბობდა რომ ახალ წელს უკრაინაში ხვდებოდნენ და ზოგიც სოციალურ ქსელ “ოდნოკლასსნიკი” –ში გაცნობილი გოგონების ნახვის სურვილს იმიზეზებდა. “ჩამოსულების უმეტესობა კი კომენტარზე უარს აცხადებს. ერთ_ერთმა ქართველმა კი ჩასვლის მიზეზის კითხვის შემდეგ მიკროფონს მუშტი ჩაარტყა და ყოველგვარი ახსნის გარეშე ავიდა ქალაქის ავტობუსში”, - იუწყება ვებ-გვერდი. “დონეცკის ქალაქის საბჭო წუხილს გამოთქვამს მომხდარი მოვლენების გამო და საეჭვოდ მიიჩნევს თბილისიდან შესრულებულ რამდენიმე რეისს, რომლებზეც მხოლოდე თითქმის ერთი ასაკის, სპორტული მამაკაცები არიან და გაურკვეველია მათი ჩამოსვლის მიზეზი. რაიმე დამადასტურებელი იმისა რომ ისინი საერთაშორისო დამკვირვებლები არიან, ჩვენ არ გაგვაჩნია. ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს მათი ვიზიტი”_განაცხადა ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა ნიკოლაი ლევჩენკომ. მისივე თქმით, ქართველმა დამკვირვებლებმა დონეცკში არჩევნების ჩაშლა რამდენჯერმე სცადეს. “სამართალდამცავმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა მისცენ შეფასება მათ ქმედებებს. ჩვენ ძალიან სტუმართმოყვარე ერი ვართ, თუმცა ყველა ხედავს რომ მათი ვიზიტი ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს,”_დასძინა ნიკოლაი ლევჩენკომ. http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=1528
  15. lasha1997 ბიჯო, არავინ არ იღებს ხმას და გავგიჟდები მე... უსერიოზულესად მაქვს გადაწყვეტილი, აქამდე თავს ვიკავებდი - ნახევარი წელი ვაცდი მაქსიმუმ და თუ კიდე არაფერი შეიცვალა, მოვკიდებ ოჯახს ხელს, ცოლსაც მოვიყვან და სამუდამოდ დავახვევ საზღვარგარეთ. ძმაკაცების სანახავადაც აღარასოდეს ჩამოვალ, თუ მომენატრებიან ჩემთან ჩამოვიყვან ხოლმე, აი შემძულდება და შემზიზღდება ეს ქვეყანა. მე არაკაცების, ბოზების და პიდარასტების ბეზპრედელში არც შვილებს გავზრდი და არც მე ვიცხოვრებ!
  16. lasha1997 ოქეი, გასაგებია მერის არჩევნებზე რა ვთქვა, იგივეს ვიტყვი ამ ვითარებაში რაც ეხლაა, უგულავა მოიგებს. ალასანია კიდე რას უცდის ვერ გავიგე, ნელნელა სიმპატიები მეკარგება მაგის მიმართ, თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ეგ გამოჩნდა ასპარეზზე და ზის ჩუმად. ხალხს გამარჯვების გზა უნდა უჩვენო ლიდერმა. კონკრეტული და ნათელი გზა. სხვანაირად ლიდერიც აღარ ხარ, ნი ტო ჩტო გამარჯვებული ლიდერი.
  17. Nukriko მე 27-ის გავხდები მალე თინეიჯერი კი მოგეხსენება 13-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანს ნიშნავს. (ინგლისურად Teenager. Age ასაკს ნიშნავს. ხოლო რიცხვები 13-დან 19-მდე ყველა ამ ბოლოსართით (teen) მთავრდება.). თაობებს შორის სხვაობად +-7 წელი ნიშნავს რომ სხვადასხვა თაობა ხართ. ასე, რომ მაქვს უფლება 19 წლამდე ხალხი სხვა თაობად მოვიხსენიო და მორალურ უფლებას რაც შეეხება, მე ნამდვილად ვთვლი, რომ ვაჟკაცობის, ზრდილობის და განათლების მხრივ ძალიან, ძალიან ჩამოგვრჩებიან. ჩემი თაობის მინუსი ის არის, რომ უმაღლესი სასწავლებლების დამთავრება ძირითადად მიშას პერიოდში მოგვიწია და ამის მერე და ამიტომ უმუშევრობისგან, უფულობისგან და უპერსპექტივობისგან ბევრს არამდგრადი ფსიქოლოგია აღმოაჩნდა და განარკომანდა, რასაც ყველანაირად ხელს უწყობს (შესაძლოა შეგნებულადაც) დღევანდელი ხელისუფლება და შ.ს.ს. არასოდეს ასე მასიურად ხელმისაწვდომი, ამ რაოდენობით და ასეთი იაფი არ ყოფილა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები. ნარკომანს კი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ვერც მოსთხოვ და ვერც ვერანაირად აიძულებ. აი ეს არის პრობლემა. საკმარისი ენერგია ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ. ახალგაზრდები კი (30 წლამდე ადამიანები), ზოგი ნარკომანია, როგორც აღვნიშნე, უფრო პატარები (19-20 წლამდე) კი, ვისაც მე სირისტიანები ვუწოდე, გაუნათლებელი, უინტელექტო, უზრდელი, ქაუნთერ სტრაიკზე, პეპსიზე, საზღვარგარეთ ძიძად წასული დეიდის გამოგზავნილ მუქთა ფულებზე გაზრდილი სასტავია. ალბათ მართლა ჩემმა თაობამ და უფრო მეტად კი 30-45 წლის ხალხმა უნდა მოიკრიბოს უკანასკნელი ძალები, ცოტა ხნით გვერდზე გადადოს ოჯახური პრობლემები და ახალი სული შთაბეროს ქვეყანას.
  18. http://ura.dn.ua/17.01.2010/90233.html ვიპოვე სია. აუუუუუ, იმდენი აღმოვაჩინე, მაგდენს ვერ დავბეჭდავ, დავიღლები. ვინც ვიცოდი ყველა ვიპოვე მგონი : ნწუნწუნწუ...აი, ესენი რო საარჩევნო უბანზე შეუშვა შენი ქვეყნის მტერი უნდა იყო. ვენაცვალე. ჯიგრები ყოფილან!
  19. ეეჰ... შენ რა მამალი ოპტიმისტი და იდეალისტი ხარ რა... და საერთოდ რა საჭიროა მაგხელა მანიპულაციები, როცა ისედაც შეუძლიათ რამდენიც უნდა იმდენი პროცენტი დაიწერონ თუ არანორმალურად მაღალი აქტივობა არ იქნა ხალხის. მაშინ ცოტა ნაკლების დაწერა მოუწევთ, მარა არცერთ ოპოზიციურ კანდიდატზე ნაკლებს არ დაიწერენ. ეგ რო გააკეთონ 3-6 თვეში ყველაფერს დაკარგავენ იციან. ამიტო ყველაფერს იკადრებენ ყველაფრის ფასად. 60%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, ვერც ობიექტურად და ვერც გაყალბებით. უგულავასაც კი მეეჭვება ამდენი დაუწერონ...თან გული მიგრძნობს მაისამდე ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. "მუხტი" გაიჩითება როგორც "მამულიშვილები" ღადაობენ ნეოქართულად.
  20. newstudio სამხედრო დახმარება შეგვიწყდება, რაც მთავარია და კიდევ ის კინკილა 1-2 მიშას გაბლატავებული ფირმები რაცაა, ისინიც დაკარგავენ ღვინის ბაზარს. თხილის ბაზარსაც ვკარგავთ დიდ წილს. ჩვენთან კი გაძვირდება პური, სიგარეტი, სპირტიანი სასმელები და ტუალეტის ქაღალდიც კი...თუ რა თქმა უნდა ის პუჭურ-პუტანა აიძულებს ამის გაკეთებას იანუკოვიჩს, თუ არ აიძულებს იმპორტის მხრივ არაფერი შეიცვლება. თუ უკრაინაში იანუკოვიჩი გახდა პრეზიდენტი და ჩვენთან ისევ მიშა დარჩა, ორი რამ აუცილებლად და ორიც დიდი ალბათობით მოხდება: 1. ყოველგვარი სამხედრო დახმარება შეგვიწყდება უკრაინიდან. ეს ყოველმიზეზგარეშე. 2. ერთერთ უახლოეს მოკავშირეს ვკარგავთ საერთაშორისო ურთიერთობებში. 3. მასიური დეპორტაცია დაიწყება ქართველების და გამკაცრებულ სავიზო რეჟიმს დაგვიწესებენ 4. ძალიან დიდი ხნით ან სამუდამოდ დაიკარგება ჩვენი ნატოში ინტეგრაციის შანსი, რადგან ჩვენი საკითხი ყოველთვის უკრაინაზე მიბმით განიხილებოდა. ერთის მეშინია, რამე სისხლისღვრა და მსგავსი პროვოკაციები არ მოაწყონ "7 ნოემბრის შავებმა" და სამუდამოდ არ შეაძულონ იმ კაი ხალხს ჩვენი მოდგმა და ჯილაგი.
  21. newstudio ერთიდაიგივე ახალგაზრდებს, 30-40 კაციან ჯგუფს, რომელთაგანაც თინეიჯერები ანუ ის ხალხი ვისზეც მე ვლაპარაკობ ნახევარზე ბევრად ნაკლები იყვნენ
  22. Nukriko ჩვენი შეცდომა ის არის, რომ ყურადღება მოვადუნეთ და კაცებს და ვაჟკაცებს ვეღარ ვზრდით! გვერდზე თემაში დავწერე და თინეიჯერების თაობა მოდის სირისტიანების. მამამ შვილს, ბიძამ ძმის შვილს, უფროსმა ძმამ უმცროს ძმას, დიდებმა პატარებს ღირებულებათა სისტემაში უნდა ჩავუნერგოთ კაცობა და ვაჟკაცობა და მერე გვეშველება. სადღეგრძელოს არ ვამბობ, მერწმუნეთ. მართლა ეს არის თავიდა თავი ყველაფრის. როგორც ჩანს გაუთავებელმა პრობლემებმა ისე გადაგვღალა, რომ უმცროსებთან საურთიერთობოდ და მათ საპატრონოდ დრო აღარ დაგვრჩა, ხოდა ისინიც მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებიდან ითვისებენ იმას, რასაც ყველაზე მეტად ტენიან. კარგად დაფიქრდით და ეგრეა.
  23. lasha1997 ისევე როგორც ყველაფერში, დიტო. აუ ძაღლის შვილი ვიყო ინსულტი მხევს მე რა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კატასტროფა... თან რა არი იცი? აი ესე ცალცალკე ყველა რო იძახის როდემდე ვითმინოთ, რატო ვითმინოთ, რამე ვქნათ, ბლაბლაბლა და საქმე საქმეზე რო მიდგება ვაი, ცოლ-შვილი მყავს, ვაი სამსახურიდან გამაგდებენ, მაინც არაფერი გამოვა და ვსიო რა!!! მე რამდენი გავატრაკე ბოლომდე მომყოლი არავინ რჩება. რა მახსენდება იცი? 26 მაისს ეს გამოსირებულები რკინიგზის გადასაკეტად რო წავიდნენ, მანამდე პარლამენტთან მთელი ამბავი იყო, ერთი 50 000-60 000 კაცი ღრიალებდა, სცენაზე უვარდებოდა პოლიტიკოსებს და დედას აგინებდა დღესვე სადმე წავიდეთ, რამე ვქნათო და რო გამოაცხადეს რკინიგზაზე მივდივართ გადასაკეტადო, ატყდა ტაშის გრიალიდა "წავედით მაგათი დედები უნდა ...", ერთი 10 წუთიანი ოვაციები იყო. მე და ჩემმა ძმაკაცებმა ერთმანეთს გადავხედეთ ამათ შიგ ხო არა აქვთ რა რკინიგზა, რის რკინიგზაო, ბოლოს ვუთხარი ჩემებს მეთქი ბავშვები არიან (ბავშვები რა...16-17-18 წლის ვირები კი იყვნენ) მაინც, ქალებიც მოდიან, ხოდა ესენი რამე რო იყოს ძაან არ გაიტისკონ სპეცნაზისგან და წინ ჩვენ ვიაროთ მეთქი. ხუთნი ვიყავით ჩვენ. მივედით რკინიგზაზე, უკან მოვიხედე და...50-60 ადამიანი იდგა სულ აქედან 10 პოლიტიკოსი და 30 ქალი..... ჩემი და მითუმეტეს შენი თაობა ჯერ ყლაპავს და ითმენს, ჩაინიკი რო დუღდება და ბოლოს გადმოდის აი ეგრე, მარა ეს თინეიჯერების თაობა მოდის სუფთა სირისტიანები!!! კაცობა ამათ არ იციან, ვაჟკაცობა, ზრდილობა, სიყვარული, პატივისცემა და განათლება ამათ არა აქვთ! შენი თქმის არ იყოს ერთი გასროლა მოგვიწევს როგორც ჩანს კიდე (იარაღის არა...ზოგიერთების გასაგონად ვამბობ). თან ისეთი გასროლის რო კაი 10 წელი მაინც მინიმუმ ჯიში დასუფთავდეს.
  24. lasha1997 გადავხედო სიას, ბევრი ვიცი სახელებით და გვარებით და პროსტო მაინტერესებს კიდევ ვინ წავიდნენ.
×
×
  • შექმენი...