Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ფსიქოლოგის პროფესიასთან დაგაბრუნებთ. როგორ წარმოგიდგენნიათ ორივე მხარის მხარდამჭერების ემოციური პორტრეტი მოგების და წაგების შემთხვევაში . რამდენად მოსალოდნელია რევანშიზმი ზოგადად
  2. პარასკევს , 20 ივლისს 14.00 საათზე პლანეტა ჯის სტუმარი იქნება რამაზ საყვარელიძე. თემა:კვლევები, მეთოდოლოგია,რეიტინგები და ნდობის ხარისხი გთხოვთ დაუსვათ კითხვები http://4.bp.blogspot.com/_iE7JNE4tMXk/SRoSeqxleMI/AAAAAAAAAiM/9LKN5UdMtzw/s320/Sakvarelidze-Ramaz.jpg
  3. http://planeta.ge/blogs/entry/168-%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94/
  4. იმდენად მოვლენებით დატვირთული წინასაარჩევნო დღეებია, რომ ყურადღების მიღმა აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი „ ქცევის კოდექსი" . არადა სულ ტყუილად.დემაგოგიაა,მაგრამ საინტერესო იმჰო, დასტურდება: რეჟიმის შიგნით არსებობს ხალხი, ვისაც მალამოდ არ ედება არსებული სტრატეგია, ცდილობს სხვა რელსებზე გადავიდეს პოლიტიკური ბრძოლა ან შესაძლოა საკუთარი ინდივიდუალური იმიჯის გადარჩენაზე მუშაობენ; საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა არსებობს და ილუზიები თითქოს ხელისუფლებას გზა დაულოცეს არასწორია,თუმცა თვითონ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ საქართველოს ბედი წყდება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური სიმწიფის პროპორციულად, ხოლო გარე ფაქტორებს შეუძლიათ მხოლოდ განამტკიცონ პროცესი. ქცევის კოდექსის ტექსტი კი კომიკური და პარადოქსულია: - - დანაშაულის ფაქტობრივი აღიარება , თუმცა აღნიშნულზე ხელი რატომ უნდა მოუწეროს სხვა პარტიამ. გაურკვეველია. აღიარე? ყოჩაღ , გამოასწორე საკუთარი შეცდომები. ჩვენ რას გვერჩი?! განსაკუთრებით მომწონს ფრაზა „უარს ვამბობთ“ ....სრული შედევრია ეი აქამდე ვაკეთებდით, ახლა მეტს აღარ ვიზავთ?! :დ ანალოგიურად მესამე პუნქტიც აი მეორე და მეოთხე პუნქტები კი ოპოზიციისათვისაა განკუთვნილი... 2.უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე; 4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე. ჯერ ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვა არაა პარტიული ადმინისტრაციის ფინანსური უზრუნველყოფა. ამაზე არსებული შეზღუდვები და მოგელაძის ფაქტორი ეს იყო რვიანის შეთანხმებათა საბოტაჟის ბოლო აკორდი. თავიდანვე შესაძლებელი გახლდათ განსაზღვრულიყო ყველა დეტალი. ახლა ეს პუნქტი „ორმხრივი“ შეცდომების და აღსარებებისკენ მოწოდებაა ,რაც თავიდანვე გადაწყვეტილი ცალკარა თამაშია,რომელიც მხოლოდ პიარს ემსახურება ...ისე კი , ყველა მადლობელი დავრჩებოდით ,თუ უფრო დეტალურად განმარტავდნენ რას გულისხმობენ. საარჩევნო კორუფცია ხომ მათი ელიტიდან მოდის და სხვა წყარო ფიზიკურად არ არსებობს. რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, არჩევნები საგანგებო რეჟიმში ტარდება , 200 ლიმონიანი ჯარიმაც კი საკმარისი არგუმენტია აღნიშნულისთვის. თუ ხელისუფლება ცალმხრივად გააუქმებს მოგელაძის უწყებას , შეწყვეტს ფსევდოჟურნალისტების და „აღშფოთებული „ ხალხის იმიტირებას, დააბალანსებს მითვისებულ ტელევიზიებს , დაუბრუნებს „ქართუს“ პატრონს და ა.შ , ეს აისახება ამომრჩევლის აგრესიაზე. ჯერ თვითონ აღვივებენ მუხტს და რომელი ჭკუათმყოფელი ოპოზიციონერი დათანხმდება საკუთარი ხმების დაცვაზე უარს....?! მოკლედ, კიდევ ერთხელ დასტურდება “ ნაციონალური მოძრაობა“ ში ნერვიულობენ ....ა.გ კი ტრივიალურ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ;) არ მგონია რამეში წაადგეთ ეს ავტოტრენინგი...
  5. http://www.youtube.com/watch?v=qOqyY1_tBNQ http://www.youtube.com/watch?v=UgksRvKXjds http://www.epn.ge/?p=82863
  6. dire შენ მიხვდი რაზეც გავხსენი თემა ანუ სტრატეგია...პს უბრალოდ გთხოვ პირველი პოსტი არ დაწერო რა გინებებით
  7. დიდუბე ძველი უბანია და ამ სახელწოდებით წყაროებში პირველად ბაგრატ მეოთხის სიგელში გვხდება (მეთერთმეტე საუკუნე) უძველესი დროიდან დაფიქსირებულია ადამიანის კვალი. ეს ძველი დიდუბელებისაგან ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დიდუბის ველს პირველად "ცხენის-ტერფი" ერქვა. დიდუბეში იქორწინა თამარ მეფემ და გიულდენშტედტის ცნობით აქ მდგარა "დიდუბის ციხე" ,რომელიც უკვე მეთვრამეტე საუკუნეში დანგრეული იყო . ისტორიკოსთა უმრავლესობა განლაგების ადგილად "დინამოს სტადიონის" დღევანდელ ტერიტორიას მიიჩნევს,ხოლო ღვთისმშობლის ტაძარს საერთო არა აქვს თამარის ეპოქასთან. ის მოგვიანებით აშენდა ,ისე როგორც მიმდებარე პანთეონი. პირადად ჩემთვის " პანთეონები" ჩვეულებრივი სასაფლაოებია,სადაც მეფეს და პაიკს ერთნაირი როლი აკისრიათ. ჯაბა იოსელიანის საფლავი პანთეონზე ადგილი არაა. ხელოვნურად არის გაგანიერებული მიმდებარე ეზოების ხარჯზე. სასაფლოს ძველი ნაწილი დიდუბის პანთეონი ეკლესია შუშის სააკიშვილის პერიოდის არქიტექტურა, კონტრასტები ფერებში პანთეონის მიმდებარე ტერიტორია პალერმოს ბაღი "პალერმოსთან" ფოტოსალონი "ცოცხალი" ყოფილა" .აქ გადავიღე მოსწავლის ბილეთის, პირველი პასპორტის სურათი. კოკა-კოლას სამშობლო გამოფენის შესასვლელი , წარწერები და ყველაფერი,რაც უცებ თვალში მომხვდა. გამოფენა გამოფენის გამოსასვლელთან სიურპრიზი მელოდა. ალო ჯის ბიჭების გაკეთებული წარწერა ოქროს ხანის დროიდან. "სუკონკა" ჩემი მშობლიური უბნის სახელი მაუდ-კამვოლის ფაბრიკიდან მოდის . მოიცავს მირცხულავას, ელიავას, წყალტუბოს, სამტრედიის, ბაღის ქუჩებს. ეს უკანასკნელი ქრონიკებში გვხდება .ადრეულ პერიოდში იყო ბაღი ,რომელზეც შემოდიოდა საირიგაციო სისტემა. ბავშვობაში ბუნდოვნად მახსოვს "ბარაკებ"ი და აბანოს პირდაპირ სამსართულიანი შენობა . ადგილობრივი ეკლესია, რომელიც 10 წლის წინ აშენდა სამტრედიის და წყალტუბოს ქუჩა ყოფილი აბანო და სკვერი სტადიონის ნაწილზე ფარეხი გაუკეთებიათ. ამ კარებში ხშირად ვყოფილვარ. ბურთის გადავარდნა სანაპიროს ტრსაზეც შემთხვევითი ამბავი იყო. მირცხულავას ქუჩის კორპუსები წყალტუბოს ქუჩის მხრიდან . ერთერთ კედელზე კვლავ ალო.ჯის რეკლამა. მირცხულავას ქუჩის ნაწილი. წინა ბლოგიდან წაიკითხავდით შეხვედრას 22-ე სკოლის დირქტრისა, "ციცო დეიდასთან". რამდენიმე კადრი მაინც მოვასწარი და იმედია სახელმწიფო საიდუმლოება გარეთ არ გამომიტანია:დ არ გადამიღია ყველა საინტერესო ობიექტი და ქუჩა. ისე კი ფოტოაპარატით ხეტიალს მომავალშიც განვაგრძობ.
  8. მერამდენე თემა გადავიტანო მეცამეტე ზონაში
  9. რატომ მარტო მომხმარებლის პოზიციებიდან? არის მითითებული სხვა მზარეების პრობლემებიც....
  10. რომ არა ჩემ სახლთან არსებული ერთი პატარა ბიბლიოთეკა, ალბათ გამიჭირდებოდა სწავლის პერიოდში საჭირო ლიტერატურის ყიდვა. თუ "საჯაროში" ვერ ვახერხებდი გასვლას,ეს იყო გაჭირვების წალკვესი . დღეს ამ შენობაში თქვენს სილამაზეზე ზრუნავენ.... ძალიან ხშირად ვსტუმრობდი დიდუბის ქუჩაზე განთავსებულ სამკითხველოშიც ახლა შეგიძლიათ დაბალი ფასის ხინკლით ამოივსოთ კუჭი პრიხვატიზაციის იდეოლოგთა მთავარი თეორია იყო რომ "სახელმწიფო ამ დაწესებულებებს ვერ შეინახვდა" სავარაუდოდ გაყიდულიდან რამდენიმე პროცენტსაც ჯიბეში ჩაიდებდნენ და წიგნებო, კარგად მეყოლეთ შერჩათ, უმეტესობა თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ პრიხვატიზაცია ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება. რატომ უნდა გაყიდო ამ ბიბლიოთეკის შენობა? https://www.facebook...87782374&type=1 განათლებაში მეტი ინვესტიციია ხომ მხოლოდ წაადგება ამ არცთუ განვითარებულ სახელმწიფოს , მაგრამ ,მაგრამ ,მაგრამ... https://www.facebook.com/savebooks
  11. თავისუფლების მოედანთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში უკვე რამდენიმე თვეა მოედინება წყალი, რომელიც მოსიარულეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. იქნებ ამ უცნაურ შადრევანს პატრონი გამოუჩნდეს .....
  12. laci ვინმეს დაბლოკვა არასწორი მგონია არ უყურო და დამთავრდება . კიტხვების ტემაში მარტო კითხვები რომ ისმება მგონი ნორმალურია
  13. laci არის საზოგადო წესი . თემაში მარტო კითხვები
  14. 20 წლის შემდეგ სკოლაში შევიარე. მაინტერესებდა ახლა როგორ გამოიყურება. დარაჯის ნებართვის შემდეგ მინდოდა ჩემთვის სურათები გადამეღო და ცოტა ხანში ფოტოაპარატი დაჯდა . მესამე სართულზე ერთ არცთუ სტუმართმოყვარე "ციცო დეიდას" გადავეყარე.ავუხსენი,რომ ეს სკოლა დავამთავრე და 5 წუთით შემოვიარე. აპარატი რომ დამინახა, არ ესიამუვნა , ვუთხარი ორიოდე კადრი მინდოდა,მეტი არაფერი. ქალი აენთო "მე ვკრძალავო" "ვისი რა საქმეა ამ სკოლაში რა ხდებაო" ,აგრესიაზე გადავიდა. 22-ე სკოლის ახლანდელი დირექტორი ყოფილა. ახლა მებადება კითხვა, ხრუშოვის დროში ჩარჩენილი ეს ციცო დეიდები ჩვენ შვილებს ნორმალურად გაზრდიან? დიახაც გასაყრელია 2/3 "პედაგოგი" და დირექტრისა სკოლებიდან. ამათ ზიანის გარდა არაფრის მოტანა არ შეუძლიათ..... ჰო, ბოლოს...... როდესაც სკოლიდან გამოვდიოდი, პედაგოგებისადმი ნათქვამი ერთი ფრაზა შემომესმა " თვალი ადევნეთ,არაფერი გადაიღოსო" . უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰომო-სოვეტიკუსების სამჭედლოში
  15. რით გაგვაკვირვებ ,რას აპირებთ მისთვის ნიღბის ჩამოსახსნელად?
  16. სხვადასხვა ვარიატზე ვფიქრობთ.ხალხ რომ მოვიზიდოთ...
  17. ხვალ 18.00 საათზე პლანეტის სტრიმინგის სტუმარი იქნება გიგა ნასარიძე (კარდუ) ყველაფერი კითხვების გარდა წაიშლება http://geo.ambebi.ge/pictures/image2/47ea18128af6a35689b147adf1a0b202.jpg
  18. ასეთი ფორმატი გაქაჩავს აქ? ანუ მკაცრი მოდერირება და თემატური განხილვა.
×
×
  • შექმენი...