Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. mama გაუმართავი ტექსტის მიუხედავად მგონია "ობრაზში" შევედი
  2. dire ახსენი რა მოკვდავისთვის დამახიათებელი სიტყვებით. შემდეგ მცირდება ისედაც 5 კაცამდე დასული პლანეტის აუდიტორია. არ შეიძლება ნორმალურად , კულტურულად იგივე აზრი ჩამოყალიბდეს? არ ვარ ეს რესპი :დ
  3. ადგილობრივი არჩევნებიდან ძალიან გაბრაზებული დავბრუნდი და ნაწერსაც ემჩნევა კვალი.საკუთარი ნიკით ეფექტური არ იქნებოდა .ამიტომ წავიმაიმუნე. უფრო ორთქლი გამოვუშვი. კოდი: ციცო დეიდა შემოგევლოთ
  4. ანონიმ იუზერებისგან პირადში მოწერილი კითხვები: ბატონო თორნიკე, არნოლდ დან ჯანმა ბრძანა, ჩვენ არც სააკაშვილს უნდა მივცეთ კარტბლანში, თუმცა მისი მიცემა ოლიგარქისთვის უფრო სახიფათოდ გამოიყურებაო_ ეს რას ნიშნავს? ე.ი. კარტბლანშის მიცემა, ზოგადად მოსულა? ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 11 გამომსვლელიდან მხოლოდ ერთი იყო ,,ქართული ოცნების“ მოსაზრებების მოწინააღმდეგე, რასაც ტელევიზიით ნანახით ვერ დავეთანხმებით. თქვენ ალბათ მეტ ინფორმაციას ფლობთ, რა ხდებოდა სტრასბურგში? იქნება აგვიხსნათ პრინციპი, ამ დებატების შედეგი რა შეიძლება იყოს_ რეკომენდაციებია, სურვილები, რჩევები თუ რამე სხვა ბერკეტები გააჩნიათ.
  5. რა შედეგებს ველით ამ დისკუსიისგაან ხელისუფლებისათვის ოპოზიციისათვის საზოგადოებისათვის
  6. აბა სხვანაირად როგორ? საჯარო აღიარება ციცოს როლში მე ვიყავი
  7. ხვალ, 6 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ კონფერენცია ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან. გთხოვთ დაუსვათ კითხვები. კონფერენციის თემა - დებატები სტრასბურგში. http://gdb.rferl.org/8709BCB8-B573-4850-B615-CB82BF7EB2E2_w640_r1_s.jpg
  8. ახალაიების კასტა სააკაშვილს სამეგრელოსათვის ესაჭიროება. არადა არ იცნობს მეგრულ ხასიათს
  9. გთხოვთ მარტო კითხვები. ეს მისი ბოლო წერილი მუზისათვის: პირ­ველ რიგ­ში, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე შევ­თან­ხმდეთ. ანუ, გა­დავ­თარ­გმნოთ. Must carry და must offer ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს „ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, გა­უშ­ვა” და „ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, მი­ა­წო­დო”. ჩე­მი აზ­რით, ასე სჯობს. თო­რემ, ხან­და­ხან, რო­ცა რა­ი­მეს ინ­გლი­სუ­რი სა­ხე­ლი ჰქვია – და თან ამე­რი­კე­ლი ან ევ­რო­პე­ლი ელ­ჩის მი­ერ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი – სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ვა უდა­ვოდ სა­სარ­გებ­ლოდ. თუ რას ნიშ­ნავს ეს პრინ­ცი­პი სი­ნამ­დვი­ლე­ში (ევ­რო-დე­მოკ­რა­ტი­ულ ნა­ლექს თუ მო­ვა­ცი­ლებთ), ვრცლად მო­ყო­ლას აქ არ და­ვიწ­ყებ (ტა­ბუ­ლა­ში ისე­დაც ბევ­რი და­ი­წე­რა ამა­ზე). მხო­ლოდ ვიტ­ყვი, რომ ეს ნიშ­ნავს მარ­ტივ რა­მეს: ძა­ლა­დო­ბას კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ზე. „ვალ­დე­ბუ­ლი ხარ...” პრინ­ცი­პის მხარ­დამ­ჭერ­ნი ამ ძა­ლა­დო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ხსნი­ან იმით, რომ მე­დი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი ელე­მენ­ტი. ამომ­რჩე­ველს, რა­თა მან ოქ­ტომ­ბერ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ნა­ხოს ყვე­ლა რჯუ­ლი­სა და ჯი­ლა­გის ტე­ლე­არ­ხი, რო­მე­ლიც კი ქვე­ყა­ნა­ში მა­უწ­ყებ­ლობს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბის მხო­ლოდ ვიწ­რო სპექ­ტრის არ­ხებს თუ უყუ­რა (მა­გა­ლი­თად, პრო­სამ­თავ­რო­ბო), წა­ვა და (ზომ­ბი­რე­ბუ­ლი!) იმას აირ­ჩევს, ვინც არ უნ­და, რომ აირ­ჩი­ოს, რად­გან ტვი­ნი ექ­ნე­ბა გა­მო­რეც­ხი­ლი. გახ­სოვთ, ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია, რომ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლისტს, ხალ­ხი, რო­მელ­ზეც ზრუ­ნავს, იდი­ო­ტი ჰგო­ნია-თქო? ის შემ­თხვე­ვაა ზუს­ტად. მაგ­რამ, „ხალ­ხი ბრძე­ნია”-ს ტი­პის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­საც რომ და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი, პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ერ­თი მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი გვაქვს თვალ­წინ: რუ­სე­თი! მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მა­უწ­ყებ­ლე­ბი რუ­სუ­ლებს ვერც კი შე­ედ­რე­ბა. მე­ტიც, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა რუ­სუ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი არ­ხი ეწე­ვა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ედი­ნა­ია რო­სი­ას” პირ­და­პირ და აღ­ვი­რახ­სნილ პრო­პა­გან­დას, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის წინ უხამ­სო­ბის ზღვარ­საც კი გა­და­ა­ჭარ­ბა. შე­დე­გი? რუ­სე­თის მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ბო­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის მხო­ლოდ 30-მდე პრო­ცენ­ტი მო­აგ­რო­ვა. თქვენ მეტ­ყვით, კი მაგ­რამ, რუ­სეთ­ში ამან ხომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ შეც­ვა­ლაო? არ შეც­ვა­ლა! მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი ტე­ლე­არ­ხე­ბი კი არ ყო­ფი­ლა, არა­მედ კო­რუფ­ცია, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა და ბევ­რი სხვა რამ. ამა­ვე დროს, სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს „სხვა რამ” არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ, რომ­ლე­ბიც მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ზე უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მა­ინც ხერ­ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბრა­ზი­ლი­ა­ში, ინ­დო­ეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში ან რუ­მი­ნეთ­ში. ამ ქვეყ­ნებ­ში არამ­ცთუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა, არა­მედ მთავ­რო­ბე­ბიც კი იც­ვლე­ბა ხში­რად! ბრა­ზი­ლი­ა­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთ­ში არა­ვი­თა­რი „ვალ­დე­ბუ­ლი ხარ...” არ მოქ­მე­დებს. მოქ­მე­დებს ინ­დო­ეთ­ში, მაგ­რამ იქა­ურ მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ნაკ­ლე­ბია. აქე­დან დას­კვნა: არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგს მე­დი­ის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი არ გან­საზ­ღვრავს. მე მეს­მის ჩვე­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის: მას არ უნ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხე­ბის ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბის გა­მო, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­მა ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღოს; არ უნ­და, რომ ეს გახ­დეს ამ არ­ჩევ­ნე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მცდე­ლო­ბის სა­ბა­ბი. მაგ­რამ, ხომ უნ­და არ­სე­ბობ­დეს რა­ღაც პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დათ­მობ? რა­ღაც წი­თე­ლი ხა­ზი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი არ გა­და­გაკ­ვე­თი­ნებს? ასე­თი, უდა­ვოდ, არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა და ამ უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტის შერ­ყე­ვას ნიშ­ნავს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, რო­ცა ამის გა­კე­თე­ბას და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ. ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ევ­რო­დე­მოკ­რა­ტი­ულ იმ­პე­რა­ტი­ვებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ. ერთ-ერ­თი ასე­თია level playing field, ანუ „ყვე­ლას – თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი”. ასეთს უზ­რუნ­ველ­ყოფს მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი ბა­ზა­რი, რი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია იმ კა­ნო­ნის დაც­ვაა, რო­მელ­საც ინ­გლი­სუ­რად ჰქვია must leave alone. ქარ­თუ­ლად – „უნ­და შე­ეშ­ვა”. წყარო: http://www.tabula.ge/article-23403.html ტაბულა © 2012
  10. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ბაჩო ახალაია თანამშრომლებს წარუდგინა. ახალაიას წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა შსს-ს რეფორმამდელი პერიოდი გაიხსენა: ე.წ. ვაზვრატები ხდებოდა ციხიდან... ერთი-ორი ჩვენი მინისტრიც გახდა ამის მსხვერპლი... მათ ციხიდან ურეკავდნენ, ფული გადმოგვირიცხეთ მობილურებზეო... ახალაიამ მოახერხა ამის ჩაკეტვა... დღეს მთელ საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე, ასევე ევროპაში სალაპარაკო არ არის, როგორ ხვეტავდნენ და ხვეტავენ ჩვენი ქურდები ციხის საკნებს და ეს ასე იყო გასაკეთებელი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  11. რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში ნორმალური არჩევნების ჩატარება?
  12. ემიგრანტებო, დამეხმარეთ თარგმნაში
  13. http://www.for.ge/view_from.php?from_id=2121&from_cat=1&n_title=`saakaSvili:+gawveviTi+jaris+gauqmeba+suleluri+ideaa შაშკინი "იდეების გენერატორი" და მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელია. განაცხადა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის წარდგენისას. "მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელვანი და სასიკეთო რეფორმები. არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საუკეთესო, ქართველი პატრიორტი, რომელსაც მე ვიცნობ. დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები, ის მართლაც იდეების გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიალური ადამიანი, ძალიან დემოკრატიული და თავმდაბალი. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი, ვინც თამამად გაცვლის იდეებს, თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება, თამამად გამოთქვამს აზრს, არ დაეთანხმება ჩვენს აზრს, თუ საჭიროა, - ამით მიიღწევა ქართულ სახელმწიფო აპარატში შედეგი", - განაცხადა სააკაშვილმა. თავდაცვის სამინისტროში "იდეების გენერატორის" წარდგენის შემდეგ, სააკაშვილმა თვდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით, თავდაცვა ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის და რომ არა შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, დღეს არ იარსებებდა. "საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის და ეს არის როგორც ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურება, ისე სწორი ხელმძღვანელობის და სწორი კურსის დამსახურება. რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა დღეს, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა", - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა თავდაცვის უწყებაში ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურზე ისაუბრა. პრეზიდენტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას სულელურ იედეად მიიჩნევს. "„ჩვენი სისტემა ეფუძნება პროფესიულ და გაწვევით ჯარს, ამიტომ არ შეიძლება გაწვევითი ჯარის გაუქმება. ეს სულელური იდეაა. რომელ ქვეყანაში არ არის პროფესიული ჯარი? სინგაპურში საყოველთაო გაწვევაა, ისრაელში საყოველთაო გაწვევაა, თან კაცების და ქალების (ჩვენ ამას არ ვაპირებთ). ის, რომ საქართველოს ყველა კატეგორიის მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში ჩართული - ორჯერ ორი, რომ ოთხია", - განაცხადა სააკაშვილმა. და დასძინა, რომ როგორც კი, მისი შვილი სრულწლოვანი გახდება, ჯარში ინტეგრირებული იქნება. სააკაშვილის სურვილია ასე ფიქრობდეს საქართველოს ყველა მოქალაქე. „ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მისმა შვილმა გაიაროს სამხედრო მომზადება. შეძლოს იარაღის ხელში დაჭერა, სროლა და იცოდეს რას წარმოადგენს შეიარაღებული ჯარები მისთვის და მისი ქვეყნისთვის“- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სარეზერვო სისტემაზე.პრეზიდენტის განმარტებით, სარეზერვო სისტემა საქართველოს სიამაყეა და ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია. შესაბამისი “სარეზერვო სისტემა საქართველოში ყველა რეგიონს სჭირდება. „კარგად დავინახეთ, რომ დამპყრობელი როცა შემოდის იქ ქართველებს აღარ ტოვებს, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან დღეს დევნილები არიან ეთნიკური ოსებიც, აფხაზებიც, რუსებიც, სომხებიც და ქართველებიც“ - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის განცხადებით, როდესაც საფრთხე არსებობს, თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს სამშობლოს დაცვა. ყველას ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავის სოფლის, მიკრორაიონის, უბნის, დაბის და ქალაქის დაცვა. „საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკბილებულ უთავმოყვარეო ელემენტებს სარეზერვე სისტემაზე თავდასხმები უკან ცუდად მიუბრუნდათ“ ,- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რეზერვში, რომელიც ყველა რეგიონში შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაეწერა.
  14. http://news.ge/ge/news/story/21794-maia-miminoshvili-prezidents-pasukhobs გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი facebook-ით პასუხობს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს კანტორა უწოდა და აღნიშნა, რომ ცენტრი წელიწადში მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა და 11 თვის ხელფასს იღებდა. news.ge უცვლელად გთავაზობთ მიმინოშვილის განცხადებას: უკანსაკნელი ნახევარი საათის განმავლობაში უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა კომენტარისათვის. განათლების მინისტრის წარდგენისას გაკეთებეულ შეფასებაზე მთხოვეს აზრის გამოთქმა. ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი მისამართით რომ ყოფილიყო ნათქვამი, თავს შევიკავებდი, მაგრამ უსამართლოდ და დაუმსახურებლად შეურაცყოფილი კოლეგების გამო ვალდებული ვარ ბრალდებებს განმარტებით ვუპასუხო: 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ალეკო კარტოზიას მინისტრობისას გაჩნდა. მაშინ შეიქმნა პირველი პროექტი. რეალობად ქცევა კი უდავოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი. გაჩნდა პოლიტიკური ნება გატარებულიყო ასეთი რეფორმა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მისაღები გამოცდების ქართული მოდელი შექმნა და დანერგა. 2. წელს არ გახლავთ პირველი წელი, როდესაც სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა არც მანამდე სცდებოდა ამ ფარგლებს. 3. ეს არ იყო გამოცდები პრივილეგირებულებისათვის – ამაში აბიტურიენტები და და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პირველ პირს. ის ამბობდა, და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს გზა გაუხსნა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ. 4. გარდა მისაღები გამოცდებისა, ცენტრი საატესტატო, სასერტიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებს ატარებს, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას (2011 წლის ბოლომდე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს) კიდევ რამდენიმე აქტივობას, აღარაფერს ვამბობ საცდელ ტესტირებებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს 12 თვის განმავლობაში! ისე, ვერაფრით ვხსნი, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს... "და ბოლოს... თხოვნით მივმართავ ყველას, პირველ რიგში კი ხელისუფლების წარმომადგენლებს – ნუ მიაყენებენ დაუმსახურებელ შეურაცყოფას ადამიანებს, რომლებმაც მართლაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის, მათ ნაწილს კი ღირსების ორდენი აქვს მიღებული. მერწმუნეთ, ისინი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ამ ქვეყნის სამსახურში დარჩებიან. შევეჩვიე, რომ ჩემს მიმართ ათასი დაუსაბუთებელი ბრალდების წამოყენება პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ მორალური უფლება არ მაქვს მშიდად მივიღო ჩემი კოლეგების მისამართით წამოყენებული არარეალური ბრალდებები," - ნათქვამია მაია მიმინოშვილის facebook - ის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.
  15. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/206500-liloshi-arsebuli-satsarmodan-dazianebuli-qloris-avzis-usafrthkho-adgilze-gadatana-khdeba.html ლილოში, ერთ-ერთ საწარმოში დღეს საღამოს ქლორმა გაჟონა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა , ავარია ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და ყველა შესაბამისი სამუშაო დასრულებულია. გიორგაძის ინფორმაციით, ინციდენტის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი მოიწამლა. "ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქლორის შესუნთქვის გამო თავი ცუდად იგრძნო, თუმცა, ამ წუთისთვის ის კარგადაა", - აღნიშნა გიორგაძემ. ლილოში, საქნავთის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად მოწამლულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ქლორის გაჟონვა ონკანის გაუმართაობამ გამოიწვია . უკვე ცნობილია, რომ საწარმო, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ირანულ კომპანიას ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით, მოწამლული 12 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. საქნავთის დასახლებაში ამ დრომდე ათამდე სახანძრო სამსახურის მანქანა და 50-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. ისინი შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ამ დრომდე აგრძელებენ. ლილოში, საქნავთის დასახლებაში არსებული საწარმოდან ამ წუთებში დაზიანებული ქლორის ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა ხდება . აღნიშნულის გამო, საწარმოს ტერიტორიასთან შეკრებილი ჟურნალისტების, სამართალდამცველებისა და სხვა პირების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს და ამ დროისთვის ქლორის გაჟონვა ლიკვიდირებულია. ლილოს მუნიციპალიტეტში, საქნავთის დასახლებაში, დღეს საღამოს ავზიდან ქლორმა გაჟონა, რის შედეგადაც დადასტურებული ინფორმაციით, 12 ადამიანი მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია, რის გამოც მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება კომპანიას, სადაც ქლორის ავზის დაზიანება მოხდა, ისან-სამგორის რაიონის გამგებლის, თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, ესაა კერძო საწარმო, რომელიც არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის დაქვემდებარეში არ ირიცხება. ქლორით ერთი მოწამლულის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია. როგორც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, ამ დროისათვის ავადმყოფი კომატოზურ მდგობარეობაშია და პროგნოზი არასაიმედოა. "ერთი ავადმყოფის მდგომარერობა ძალიან მძიმეა და ჯერჯერობით ექიმების მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ის გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ და როგორც ეიქმები ამბობენ მოხდა გულის გაჩერება მანქანაში და გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. გაჩერებული გულით იქნა შემოყვანილი კლინიკაში. კლინიკაშ მოხერხდა რეანიმაცია და გულის ამუშვება, მაგრამ იმის გამო, რომ ტვინი გარკვეული პერიოდის განმავობაში იჯმყოფებოდა იშემიაში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ჩამოყალიბდა ღრმა კომა და პროგნოზი ჯერჯერობიღ არასაიმედოა", - განაცხადა ქაცარავამ. პირველადი ინფორმაციით, ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზიდან გაჟონილი ქლორით 36 ადამიანის მოიწამლა, თუმცა მოგვაინებით ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ საბოლოოდ საავადყოფოებში 56 დაფიქსირდა. დაზარალებულებს შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. დაზარალებულები მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები არიან. ლილოში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. დაზიანებული 800-ლიტრიანი ქიმიური ავზი უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს. ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ისან-სამგორის რაიონის გამგებელის თემურ გრიგალაშვილის ინფორმაციით, ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც მოინახულა. მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოსსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა. მასალის გამოყენების პირობები
×
×
  • შექმენი...