Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. BBС-ის ინფორმაციით, ავღანეთის პროვინცია გილმენდში 17 ადამიანია აღმოჩენილი, რომელთაც თავები აქვთ მოკვეთილი. ამ განაცხადებას ავღანეთის ხელისუფლება ავრცელებს. დაღუპულთა შორის 2 ქალია. ადგილობრივ ხელისუფალთა განცხადებით, ეს თალიბების ნახელავია, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებან თავდასხმებს ადგილობრივ მოსახლეობასა თუ სამხედროებზე. სააგენტოს განცხადებით, ყველაზე ხშირად თავდასხმები, სწორედ ამ პროვინციაში ხდება. http://www.for.ge/view_from.php?from_id=4879&from_cat=8&n_title=%60+Talibebma+avRaneTSi+17+adamians+moaWres+Tavi+
  2. საკმაოდ აგრესიული წერილია: http://pirweli.com.ge/?menuid=51&id=13741#.UDqCn0nU1yM.facebook
  3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში "ქართული ოცნების" აქტივისტების, ბიძაშვილების - სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ის ინფორმაციით, სერგო კიღურაძემ დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორ დავით კუხალაშვილს პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "სერგო კიღურაძის დაკავების დროს, პოლიციელს ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა თემურ კიღურაძემ. სერგო და თემურ კიღურაძეები ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაპატიმრებული. სასამართლომ მათ 80 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
  4. "სააკაშვილის მთავარი ღალატი ისაა, რომ წინა რამდენიმე კვირაში რუსებს არ მოუხსნა სამშვიდობო სტატუსი - ე.ი მტერს, რომელიც საქართველოში დგას და ფაქტობრივად მთელ სოფლებს გინადგურებს არტილერიით, სამშვიდობო სტატუსს არ ართმევ... ვერც იდიოტიზმით, ვერც ბავშვური ტვინით, ვერც სულსწრაფობით სააკაშვილის მოქმედებას ვერ ახსნი. ამას აქვს ერთადერთი ახსნა - რუსული დავალება, მოღალატეობის დავალება", - აცხადებს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნოდარ ნათაძე: "საქართველოს უცხო ქვეყნის აგენტები მართავენ" "პროფესიული წყაროებიდან ვიცი, ეს არსად დაწერილა და არ გაცხადებულა - სააკაშვილმა რუსებს 4 საათი და 30 წუთის შესვენება მისცა - როკის გვირაბის ვენტილაცია იყო გაფუჭებული, გვირაბი ბრძელია, მაშინ იქ რუსები ჩაიხრჩობოდნენ! ახლა მე ვინმეს დახვრეტას კი არ ვითხოვ, მაგრამ იმ სამარცხვინო მარცხისა და დაკარგული ტერიტორიების გამო პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს? ჩვენ რატომ ვიტანთ ომის წამგები მთავარსარდლის პარპაშს? ჩვენ ქვეყანას მართავს უცხოეთის აგენტურა. ეს არის მთელი ამოცანის თავი და ბოლო - საქართველოში 1991-92 წლების მიჯნაზე მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და მოიყვანეს თავიანთი აგენტურა, რომელმაც მოათრია შევარდნაძე. შევარდნაძეც მათი აგენტი იყო. სააკაშვილიც შევარდნაძის სანქციით ისევ რუსებმა მოათრიეს, მართალია, ამერიკის ფავორიტად ითვლება, მაგრამ მის მოყვანაში რუსეთის ხელი ძალიან ერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ნათაძე. "რუსეთის ყველა ეკონომიკური მიღწევა საქართველოში დამყარებულია კანონსაწინააღმდეგო აქტებზე, კორუფციულ გარიგებებსა და კარუფციულ შეთანხმებებზე. ამირომ ეს ყველაფერი ექვემდებარება გაუქმებას ყოველგვარის კომპენსაიციის გარეშე - საქართველოს ხელისუფლებას ექნება არგუმენტი - ყველა ის გარიგება არის კორუფციული და დადებულია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც ხელისუფლებაში უკანონო გზითაა მოსული და დარჩენილი - ყველა არჩევნები გააყალბა. შეიძლება ქართული ეკონომიკიდან რუსები გაყარო კომპენსაციის მიცემით - ანუ ის კაპიკები, სიმბოლური ფასი, რომელიც გადაიხადეს უკან გადაუყარო. ამაში საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ვინაიდან კორუფციული გარიგებაა, შეიძლება გაკეთდეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე", - განაგრძობს რესპონდენტი. "აგვისტოს ომის თაობაზე ტალიავინის დასკვნაც იყო გაყიდული. ტალიავინის დასკვნაში 500 გვერდზე მეტი ფაქტებს მოიცავს, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს, დასკვნები კი არ გამომდინარეობს ფაქტებიდან - ესაა თაღლითობა. ხელისუფლებას კი ხმა არ ამოუღია იმიტომ. რომ ტალიავინი არის რუსეთის მოციქული და ამას რუსის აგენტი სააკაშვილი ვერ იტყვის. მაგრამ მსოფლიომ ტალიავინის დასკვნა ფეხებზე დაიკიდა, ეს ფაქტია, ამ დასკვნას სერიოზულად არავინ ახსენებს. იქ წერია, რომ 6 და 7 აგვისტოს რუსების მოძრაობა ჩვენ ვერ დავადასტურეთო - რას ქვია, ვერ დაადასტურე? ამ კომისიას ერქვა ფაქტების დამდგენი კომისია? მსოფლიომ დაადასტურა - ეს ყველაფერი თანამგზავრებიდან არის გადაღებული", - მიიჩნევს ნოდარ ნათაძე და შეკითხვას - "ამბობენ, სააკაშვილი თავისი უგონო მოქმედებით ჩაერთო ამ ბრძოლაში, პროვოკაციას წამოეგო..." პასუხობს: "სააკაშვილი პროვოკაციას კი არ წამოეგო, არამედ შეასრულად რუსის დავალება. ჩემი ყურით მოვისმინე ტელევიზორში როგორ ეკითხება გერმანელი პარლამენტარი საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს, ქალბატონო მინისტრო, ყველაფერს გიჯერებთ, მაგრამ ამიხსენით, თქვენი პრეზიდენტი ასეთ მარტივ სატყუარას როგორ წამოეგოო. ე.ი. დიპლომატიური ენით ეუბნება - ეს განგებ გააკეთაო! ომიდან 2 თვის შემდეგ ნატო-ს კაცთან მილაპარაკია ამ თემაზე, მან თქვა, ყველანი გაკვირვებული ვართ, სააკაშვილმა ასეთი მარტივი საკენკი როგორ აკენკაო. მათ ესმით სააკაშვილმა რაც გააკეთა - თეთრი ძაფით შეკერილი სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა. ერთი, რომ თავიდან გაჩუმდა, მეორე - რუსებს სამშვიდობო მანდატი არ გაუუქმა, მესამე - რუსებს გვირაბში სულის ამოხდომის საშუალება არ მისცა, მეოთხე - სამხედრო ოპერაციების მართვაში ჩარევის საშუალება სამოქალაქო პირებს მისცა, კერძოდ, უგულავასა და თარგამაძეს. ეგენი ნებისმიერი ქვეყნის კანონით დასახვრეტები არიან, დახვრეტის გარდა მაგათ არაფერი ეკუთვნით"
  5. http://www.for.ge/view_from.php?from_id=4033&from_cat=1&n_title=%60ekonomikuri+ganviTarebis+yofili+ministri+laSa+Jvania++saqarTveloSi+%E2%80%9Edabrunebas%E2%80%9C++iTxovs+ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ მენეჯერი, ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ღიად მიმართავს და სთხოვს, მის საცხოვრებელ ბინაში დარეგისტრირებული უცხო პირები, მისი ბინიდან ამოშალოს, ხოლო თვითონ და მისი მეუღლე „დააბრუნოს საქართველოში“. განცხადება ლაშა ჟვანიამ სოციალურ ქსელ facebook-ზე საკუთარ გვერდზე გაავრცელა. "მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: პირველ რიგში მადლობა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საგზურებისთვის, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილებით, მე და ჩემი მეუღლე "აღმოვჩნდით საზღვარგარეთ", სამაგიეროდ ჩემს კუთვნილ მისამართზე რეგისტრირებული გყავთ პიროვნებები, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ ჩემს სახლში: 1. სერგო რამენსკი 22.07.1961; 2. ოლეგ რუვინსკი 12.11.1965; 3. ვლადიმერ ლერმან 16.04.1964. ამ პირებს სიამოვნებით გადავცემ საზღვარგარეთის საგზურებს. სამაგიეროდ გთხოვთ, მე და ჩემი მეუღლე "დაგვაბრუნოთ" იქ სადაც ვართ - საქართველოში“,-ნათქვამია მიმართვაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოქალაქეები სიებში საკუთარ თავს ვერ პოულობენ, მათ ადგილას სხვა პირებია ჩაწერილი. საინტერესოა, რომელი წლების სიებს იყენებს ცესკო? შეგახსენებთ, ლაშა ჟვანია 1998-2002 წლებში საქართველოს საელჩოში ისრაელის სახელმწიფოში ჯერ პირველ მდივნად და შემდგომ კონსულად მუშაობდა. ხოლო 2005 -07 წლებში ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ელჩად მუშაობდა. 2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი იყო და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. 2009 წლის 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა სამინისტროს "არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებელი მუშაობის" გამო.
  6. 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემაში „არგუმენტი“, სტუმრად მიწვეულნი იყვნენ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც, ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილთან მრჩეველს წარმოადგენს: https://www.youtube.com/watch?v=_v1hYGprBA8&feature=player_embedded#! როგორც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზირებისას, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა „თავისუფალი საქართველოა“ და პარტია მომავალი მოწვევის პარლამენტში ამომრჩევლის მინიმუმ 7%-იანი მხარდაჭერით შევა. გადაცემაში, აგრეთვე, საუბარი შეეხო ქართველი ამომრჩევლის განწყობებს. ბიძინა ივანიშვილის მთავარმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იმედგაცრუებულია აშშ-ს პოლიტიკით და 2008 წლის ომში გამოვლენილი ინდიფერენტულობით. მისივე თქმით, ქართველების უმეტესობა, იზიარებს სწორედ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას რუსეთთან ურთიერობების დარეგულირების ასპექტში.
  7. ახალი ფენომენი წამოვიდა. ქალბატონები და ვაჟბატონები ცდილობენ შეხვედრის ჩაშლას http://info9.ge/?l=G&m=1000&id=2198 ერთი კონკრეტული მაგალითი ნელნელა დავამატოთ სხვები
  8. იკეტება , ვაჰმე არაა ეს ხალხი რეგიონი და გამოდის კუთხის შეურაცხყოფად
  9. კუკავა 1- ლი ნომრით იქნება წარმოდგენილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პარტიებისთვის 2012 წლის არჩევნებზე ნომრის მინიჭების მიზნით კენჭისყრა დღეს ჩაატარა. წილისყრის პროცედურა ლოტოტრონის პრინციპით გაიმართა. კენჭისყრაზე კომისიაში დარეგისტრირებულმა 41-მა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. 2008 წლის 5 იანვარის საპრეზიდენტო არჩევნებში #1-ად მონაწილეობდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - ლევან გაჩეჩილაძე. აქვთ ამათ შანსი? პრორუსული განწყობილება მიშას წყალობით ხომ მატულობს?
  10. რუსული ბაზარი პანაცეა კი არა მხოლოდ ერთი მიმართულებაა. მის იმედზე ვერ და არ უნდა ვიყოთ
  11. დასადგენია ისტორიული მნიშვნელობა ანუ ზუსტი ანალიზი. სერიოზული აღმოჩენაა, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა მარტივი არ იქნება
  12. კანონით დასჯაზე ზედმეტი მოუვიდათ სააგენტოებს
  13. ადამიანმა თავს განაჩენი არ უნდა გამოუტანოს. ჩვეულობრივი მკვლელობაა, თუმცა არის მომენტები ,როცა ყველას სასოწარკვეთილება გვეუფლება
  14. ყოველდღე ვგებულობთ ახალ ტრაგიკულ ამბებს. რა ხდება ? რა უბიძგებს ადამიანებს თვითმკვლელობისაკენ . დააფიქსირეთ თქვენი აზრი
  15. იკეტება, არ დადასტურდა საიტი საღადაო ნიუსებითაა სავსე
×
×
  • შექმენი...