-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
არანაირად
-
http://ghn.ge/news-71461.html 26 ივლის გორის ჰოსპიტალში ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრილი ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი არათუ პირადად მივიდა გარდაცვლილი გმირის ცხედართან, არამედ მის უწყებას სამძიმრის წერილიც კი არ გამოუქვეყნებია. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შაშკინის პრესამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ", - ამ წინადადებით შემოიფარგლა მისი კომენტარი და ტრადიციულად ტელეფონი გათიშა. ცუდია, რომ პოტრჟებსკაია ინფორმაციას არ ფლობს. მას სწორედ იმისათვის უხდის საქართველოს ყველა მოქალაქე ხელფასს, რომ ორი დღის წინ გარდაცვლილი გმირის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შაშკინის დამუნჯება, რომელიც ვინ იცის "უიკნედისთვის" ქალაქიდან გავიდა კიდეც. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაჭრილი მეომრები არაერთხელ მოინახულა ავღანეთშივე, რომ აღარაფერი ვთქვათ შაშკინამდე არსებულ თავდაცვის ყველა მინისტრზე. დაჭრილი ჯარისკაცები მონახულა სანდრა რულოვსმაც. მათ პირადად ესტუმრნენ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველ ლედი, თავდაცვის მდივანი და სხვა მრავალი ჩინიანნი. შაშკინი და განათლების სისტემის დამანგრეველი მისი გუნდი თავს იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ გმირის გარდაცვალების შესახებ საქართველს აცნობონ და სამძიმარი უთხრან გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. მესმის საქართველოს მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და უმრავლესობის სპიკერები ახლაც არ გაკიცხავენ საჯაროდ თავიანთ თანამებრძოლს, მაგრამ მჯერა ხელისუფლებაშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გმირის სამძიმრისთვის მხოლოდ სამუშაო დღის დადგომას არ დაელოდებიან. მართალია ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, ინფორმაციის მიღება რთული იყო, თუმცა, მსგავსი შემთხვევების დროს სამინისტრო აუცილებლად რეაგირებდა. უფრო სწორად, პატივს მიაგებდა. როდესაც "ჯი-ეიჩ-ენმა" გაავრცელა პირველად ინფორმაცია პოლკოვნიკ ტუღუშის ნაღმზე აფეთქების შესახებ, კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავდაცვის მინისტრმა ტელეფონზე თავად გვიპასუხა და ეს ინფორმაცია უარყო. თუმცა რამდენიმე წუთში განგვიმარტეს, რომ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდებოდა, როცა ამის შესახებ ოჯახს შეატყობინებდნენ. ეს უკვე მორალია და ასეთ შემთხვევაში შედავებაც კი ისევ მორალურად არასწორია. მაგრამ იმავე კონტექსტში მორალურია ორი დღე დაუმალო საზოგადოებას გმირის დაღუპვის ამბავი და სამძიმარიც არ თქვა? ბატონ შაშკინს უნდა ესმოდეს რომ მისი სამძიმარი უწყების სამძიმარი კი არაა, ქართველი ხალხის სამძიმარია, იმ ხალხის რომელმაც დაიქირავა ის მინისტრად. ისე, როგორ ახერხებს ბატონი შაშკინი და მისი მუდმივად "ჩემოდანჩალაგებული" გუნდი იყოს წარმატებული სასჯელაღსრულებაშიც, განათლებაშიც და თავდაცვაში. შაშკინი ქართული პოლიტიკის გროტესკია და ვისაც ეს აქმადე არ სჯეროდა ახლა მაინც მიხვდეს. არ გამოადგება ასეთი ადამიანებები საქართველოს არც ამჟამიდელ და არც მომავალ მთავრობას, სულაც სულცხონებული რონალდ რეიგანი რომ აწერდეს მის სარეკომენდაციო წერილს ხელს. ამერიკელი სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი, რესპუბლიკული პარტიის წევრი ჯონ მაკკეინი წლებია პირადად უსამძიმრებს ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ოჯახებს. აპატიებდა იგი ასეთ გულგრილობას საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მდივანს? ნამდვილად არა! მაკკეინი კი იმიტომ ვახსენე, რომ ბატონ შაშკინს საკუთარი თავი ამერიკელი რესპუბლიკელების პირმშო ჰგონია. მაგრამ ამ ერთი საქციელითაც ხომ თვალნათლივ ჩანს, რომ შაშკინს ამერიკული ფასეულობები და ღირებულებებიც მხოლოდ ენაზე კიდია და როცა საჭირო გახდა ენაც დაუბლაგვდა. შაშკინს ალბათ სჯერა, რომ განათლების სისტემაში მისი რეფოფრმები წარმატებული იყო და ახლა სხვა უწყებაც ამიტომ ჩააბარეს. არა და, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც, მისი გადაყვანით, საბოლოოდ განადგურებული და კორუფციის ბუდედ ქცეული განათლების სისტემა, გადაარჩინეს. თავდაცვის მინისტრობა გმირობაა, თანაც ისეთი ბრძოლაც, რომ შეგიძლია და გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ცხედართან ცრემლის დაღვრაც, თუმცა ძნელია ვინმეს გმირობა მოსთხოვო, მით უფრო, თუ მისთვის ენის მიტანის ინსტიტუტის მძლავრად ამოქმედებაა პრიორიტეტი და არა განათლების გაძლიერება. დიახ, გმირობაა თავდაცვის მინისტრობა, მაგრამ შაშკინს უბრალოდ არ შეუძლია.
-
არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორემ საინტერესო მინიშნებები გააკეთა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. პატრიარქმა ყველა მხარეს სთხოვა, რომ კამათისა თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ. "მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და მე ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს შეუძლია როგორც ბევრი სიკეთე გააკეთოს, ასევე ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ილია მეორემ.
-
ყველა ერშია ალისტარქო
-
როგორ ანადგურებენ ძველი თბილისის ნაშთებს...
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რაა ახლა ეს? -
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ავსტრალიელ ამიენ დიკინსს შეხვდა და მეტოქე იპონით დაამარცხა. ქართველ სპორტსმენს მეტოქის დასამარცხებლად 3 წუთი და 58 წამი დასჭირდა. შუკვანის შემდეგი მეტოქე ოლიმპიადის 1/32-ფინალში დღესვე ფრანგი სოფიენ მილუსი იქნება. დღეს იასპარეზებენ მოკრივე მერაბ თურქაძე, ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, ასევე ერთეულებში - ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი და წყვილებში ტატიშვილი-ჩახნაშვილი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ავსტრალიელ ამიენ დიკინსს შეხვდა და მეტოქე იპონით დაამარცხა. ქართველ სპორტსმენს მეტოქის დასამარცხებლად 3 წუთი და 58 წამი დასჭირდა. შუკვანის შემდეგი მეტოქე ოლიმპიადის 1/32-ფინალში დღესვე ფრანგი სოფიენ მილუსი იქნება. დღეს იასპარეზებენ მოკრივე მერაბ თურქაძე, ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, ასევე ერთეულებში - ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი და წყვილებში ტატიშვილი-ჩახნაშვილი.
-
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს შეხვდა. „გაუაზრებელი ქმედებებით მიხეილ სააკაშვილმა რუსის ჯარი ქვეყანაში შემოიყვანა, ჩაერთო ომში, მივიღეთ ჭარბი ზარალი, რუსეთისგან უდიდესი აგრესია და ოკუპირებული ტერიტორიები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთადერთი სწორი გზა არა ომში ჩართვა, არამედ დამკვირვებლების შემოყვანა იყო, მაგრამ სააკაშვილმა პუტინის თამაში ითამაშა და ომში ჩაერთო. არ უნდა დაეწყო საომარი მოქმედებები,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
-
http://ghn.ge/news-71444.html საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექს-კაპიტნის, კახა კალაძის მეგობარი და თანაგუნდელი, უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო, საფეხბურთო კარიერას ამთავრებს და პოლიტიკაში მიდის. "ბოლო დროს დადიოდა ხმები, რომ მე ხელს მოვაწერდი კონტრაქტს დინამოსთან ან წავიდოდი სათამაშოდ უცხოეთში. მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი და არც მეორე არ მოხდება. მე მივიღე გადაწყვეტილება დავასრულიო საფეხბურთო კარიერა და დავკავდე პოლიტიკით", - განაცხადა შევჩენკომ. შევჩენკომ ბრწინვალედ ითამაშა ევრო 2012 ზე, მაგრამ ინგლისთან მატჩის შემდეგ მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო კარიერას დაასრულებდა. მაშინ მისი ეს სიტყვების ემოციურ ფონზე ნათქვამად მიიჩნიეს. უნდა აღინიშნოს, რომ შევჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონი კრივში პროფესიონალთა შორის, პოლიტიკური პარტის "უკრაინის დემოკრატიული ალიანის რეფორმებისთვის" თავმჯდომარე, ვიტალი კლიჩკო, რომელმაც დაადასტურა შევჩენკოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ უნფრო ნათელი გახდება. ქართველი ფეხბურთელი, და ამჟამად პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების " ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე კი მისი მეგობრისა და პარტნიორის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთეთებს. როგორც კახი კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, შევჩენკო საკუთარი გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებს. "კახაც და შევჩენკოს სხვა უამარავი გულშემატკივარი საქართველოში მას ნებისმიერ მოედანზე წარმატებას უსურვებენ. მჯერა რომ ანდრეი ყველგან ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ფეხბურთში", - განაცხადა ჩრდილელმა". შეგახსენებთ, როომ ანდრეი შევჩენკო საგანგებოდ ცამოვიდა თბიილისში საზოოგადოეებრივი მოძრაოობა "ქართული ოცნების" დაფუძნებაზე, სადაც კახი კალაძემ საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
-
ედპ-ის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ედპ-ის ოფისზე კიბერ-შეტევა განხორციელდა, რომლის უკანაც ოფიციალური მონაცემებით, რუსეთი დგას". როგორც ქარდავამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიამ ოფიციალურად მიმართა უწყებათაშორის კომისიას და ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია აღნიშნული საქმით დაინტერესდეს. "26 ივლისს საღამოსვე, ედპ-მ მიიღო ოფიციალური წერილი იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსგან, რომლის ანალიტიკური ჯგუფის მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ აღნიშნული კიბერ-შეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებული IP მისამართებიდან, კიბერშეტევის შედეგად დაზომბირებულ იქნა ედპ-ის ცენტრალური ოფისის ყველა კომპიუტერი და 29 ივნისიდან მოყოლებული ერთი თვის მანძილზე კონტროლდებოდა, რითაც შესაძლებელი იყო თვალთვალი პარტიის ცენტრალურ ოფისზე", - განაცხადა ქარდავამ. მისივე თქმით, ამასთან ერთად, წაშლილია პარტიის საპრეზენტაციო პროგრამები და ედპ-ის მიერ ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები. პარტია ოფიციალურ ვებ-გვერდს ამ მომენტისათვის ვერ იყენებს. ქარდავა აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე განხორციელებულ შეტევას უწოდებს. "პოლიტიკური პარტიები ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია და ნებისმიერი ასეთი ქმედება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მოშლასთან. ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს, მისი სატელიტების სასარგებლოდ შეასუსტოს ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონკურენციას უწევენ მის სატელიტებს საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ქარდავამ. http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=11779 "ახალი მემარჯვენეები" პარტიის ვებგვერდზე განხორციელებულ შეტევაზე იუწყებიან. "ახალი მემარჯვენეების" პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ვებგვერდზე NRP.GE შეტევა განხორციელდა. საიტი ამჟამად არ ფუნქციონირებს. "ახალი მემარჯვენეები" მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. http://www.interpressnews.ge/ge/politika/208882-qmemarjveneebiq-partiis-vebgverdze-gankhorcielebul-shetevaze-iutsyebian.html .
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა Summer Job-ში მონაწილე სტუდენტების მიერ პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდის დალაიქება მდუმარე აქციით გააპროტესტეს. აქცია, რომელშიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, თსუ-ს პირველ კორპუსთან გაიმართა. ისინი აქციაზე ფოტოსურათებიანი პლაკატებით მივიდნენ, რომლითაც საზოგადოებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების ქმედებები შეახსენეს - ნოემბერი, 8 აგვისტო, 300 ათასი დევნილი, ახალგაზრდების მკვლელობები, მილიონ 500 ათასზე მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი პირი, პატიმართა წამება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა თათია სვანიძემ განაცხადა, მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ Summer Job-ში მონაწილე სტუდენტებმა უნდა დაალაიქონ პრეზიდენტის გვერდი იმისათვის, რომ მიიღონ "საქართველოს ბანკიდან" ბარათი, რომელზეც დარიცხული იქნება 350 ლარი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/208886-qqarthuli-ocnebamq-summer-job-shi-monatsile-studentebis-mier-prezidentis-qfeisbuqisq-gverdis-dalaiqeba-gaaprotesta.html
-
მორიგი პატარა კაცუნიობა "ქართუ ბანკში" შესაძლოა, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს. საქმე ეხება "ქართუ ბანკის" დროებითი მმართველობის მიერ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებას, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართუ ბანკიდან" აცნობეს, დროებითმა მმართველობამ, რომელიც ბანკში იყო შესული, 4 დეველოპერულ კომპანიას აღნიშნული სესხის გაცემაზე ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაუფორმა. კერძოდ, დაირღვა "ბანკი ქართუს" სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები. აღნიშნულის მიუხედავად, "ბანკი ქართუ" ვალდებულია, 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, რისი შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს. სესხის გაუცემლობის შემთხვევაში კი დაირღვევა ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.
-
ნოდარ ჯავახიშვილი პლანეტა ჯის ეთერში
lasha_alo commented on lasha_alo's ბლოგ პოსტი in ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
სტრინგია ჩემი ლეპტოპით . ხარისხი, კამერა მერე -
ნოდარ ჯავახიშვილი პლანეტა ჯის ეთერში
lasha_alo posted a blog entry in ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
http://www.youtube.com/watch?v=B4dOVfoL4bY -
უი, ეს რა თემა ვნახე
-
Daviti Grdzelidze შემმდეგ რა მოხდა
- 125 replies
-
- ინტენრეტით ფულის გამომუშავება
- ფული
- (and 5 more)
-
ექსტრემისტი ვარდოსნები მორიგ სისულელეს გეგმავენ წყარო: http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=4760%3A---3---&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=111#.UBK5E-mMsV6.facebook ინფორმაცია: ამ ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქე უნდა გაეცნოს, რომელსაც ბანკთან რაიმე სახის ურთიერთობა აქვს. ამ ორი დღის განმავლობაში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით (ვგულისხმობთ "ქართული ოცნების" კარდაკარის მონაწილეებზე დაკისრებულ მილიონიან და მილიარდიან ჯარიმებს) "გურია ნიუსი" გთავაზობთ იმ ცვლილებას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა. ცვლილება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი სააკაშვილი აწერს, ძალაშია 2012 წლის 12 ივნისიდან. "საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: "მუხლი 3741 . საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან ან კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1241 მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე." მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი. თბილისი, 2012 წლის 12 ივნისი. №6447-რს." ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული "კარდაკარის" მონაწილეებს, გუშინ, დილით, საკუთარი საბანკო ანგარიშები დაყადაღებული დახვდათ. დაყადაღებულ აბონენტებს დაყადაღების მიზეზი ბანკებში ვერ უთხრეს. როგორც ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, იგი მილიონი ლარით დააჯარიმეს _ ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, ასე ეწერა საბანკო ქვითარზე. "გურია ნიუსმა" მოიპოვა ერთ-ერთი დაყადაღებული აბონენტის საბანკო ქვითარი, რომელზედაც ანგარიშზე ნაშთად მითითებულია არა მინუს 999 ათას 999 ლარი, როგორც გუშინ ამბობდა ჩვენი წყარო, არამედ... მინუს 999 მილიონ 999 ათას 991 ლარი და 79 თეთრი!!! "კარდაკარის" ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ამ ჯარიმის შესახებ შეიტყო, ცუდად გახდა და ბანკიდან პირდაპირ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ნერვიულობის ნიადაგზე მას ასთმური შეტევა დაემართა და ლანჩხუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დასჭირდა მკურნალობის გავლა. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
-
27 ივლისს პლანეტას სტუმარი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინც ვერ ნახა ჩანაწერი დაიდება -
http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=4739%3Aqq----&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=111 დღეს "საქართველოს ბანკში" სესხის თანხის დასაფარად მისულ "ქართული ოცნების" წევრს რომან ბიწაძეს, პირადი საბანკო ანგარიში დაყადაღებული დახვდა. მას და მის მრავალ თანაპარტიელს სახელმწიფომ მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო იმის ახსნა, რის საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება. ეს ის ხალხია, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კარდაკარში მიიღეს მონაწილეობა და კუთვნილი ხელფასების მისაღებად საქართველოს ბანკში პლასტიკური ბარათები დაამზადებინეს. კონტროლის პალატის გაუგებარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი სახელმწიფოს წინაშე მილიონიანი ვალის მქონე პირებად გამოცხადდნენ. რომან ბიწაძე "გურია ნიუსთან" ყვება, რომ ბანკში მისულს, ოპერატორი ნიკოლოზ ცინცაძე ჩვეულებრივი თავაზიანობით მოემსახურა, მაგრამ მან ვერ შეძლო ოპერაციის გახორციელება და მენეჯერთან საკონსულტაციოდ შევიდა. გაირკვა, რომ ბიწაძის პირადი ანგარიში დაყადაღებული იყო. ფილიალის მმართველმა მისთვის ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო. ამ დროს "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდა შოთა ფირცხალაიშვილიც, რომელიც ასევე კარდაკარის პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. მოულოდნელი ახალი ამბის გამო, იგი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით ლანჩხუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვაინეს. მათ გარდა, დაყადაღებული აღმოჩნდა სოსო ბოლქვაძის, ელგუჯა ჩხაიძის, ლილი ებრალიძის და "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის სხვა თანამშრომელთა ანგარიშებიც. რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ქმედუნარიანობის შეზღუდვასთან. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს -ჩვენ შეგვეზღუდოს არა მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" დარიცხული ხელფასები, რომლებიც ჯერ საერთოდ არ აგვიღია, არამედ ყველა ლეგიტიმური შემოსავალი. ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით, ფაქტიურად სასიკვდილოდ გამწირა. მაგრამ მათ უფრო შორს გამიზნული გეგმები აქვთ -დააშინონ და იმედი გაუცრუონ ივანიშვილის ყველა მხარდამჭერს, რომ მათ უარი თქვან კოალიციის სასარგებლოდ საქმიანობაზე -მიაჩნია "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერს კოალიციის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ ხვალ "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალთან საპროტესტო აქცია გამართონ. გარდა ამისა, აპირებენ მიმართონ სხვა და სხვა ქვეყნების საელჩოებს და დიპლომატების წინაშე დააფიქსირონ, რომ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმები უსამართლოა. რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ოქტომბრამდე გაგრძელდება და მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ "ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებამდე არ მიეცეთ ფინანსური ოპერაციებით სარგებლობის საშუალება. "ქართული ოცნების" ზონის კოორდინატორი გელა კვერენჩხილაძე ბანკს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მილიონლარიანი ვალის მქონე პლასტიკურ ბარათს უკანვე აბრუნებს. რომან ბიწაძე კიდევ ერთ ფაქტს უსვამს ხაზს _ მან დღეს ვერ შეძლო კუთვნილი სესხის გადაფარვა, რადგან "საქართველოს ბანკში" ოპერაციის წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს გადაცილებაში ჩამეთვლება და ახლა უკვე ბანკი დამაკისრებს დამატებით ჯარიმას. - სახელმწიფომ მე და ჩემისთანები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგვწირა!, _ მიაჩნია დაჯარიმებულ პოლიტიკოსს.
-
ძაღლი სულიერია. ასეთი მოქცევა გაუმართლებელია
- 51 replies
-
27 ივლისს პლანეტას სტუმარი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქართუ ბანკის" პრეზიდენტად ისევ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯავახიშვილმა განუცხადა, მოსაგვარებელი დარჩა ფორმალური მხარე, რაც საჯარო რეესტრში დანიშვნის რეგისტრაციას გულისხმობს. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, რეგისტრაციას რეესტრში დღესვე გაივლის. ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" პრეზიდენტად 2011 წლის ოქტომბერში დაინიშნა. სასამართლოს მიერ "ქართუ ჯგუფის” დაყადაღების შემდეგ კომპანიის დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ჯავახიშვილი და "ქართუ ბანკის" სხვა ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბანკი ”ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში შედის. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმა გადაიხადა, აღსრულების ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღის გადაწყვეტილების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ შუამდგომლობა დღეს უნდა დააკმაყოფილოს. -
არა, ეს იმ კაცმა გადადო თვითონ
-
ასე მარტივი იყოს და
-
კი, სადღაც კი წავიკითხე ეს ნიუსი
-
27 ივლისს პლანეტას სტუმარი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კონკურენუნარიანია "ქართუ" როგორც ბანკი? -
http://www.radiotavisupleba.ge/content/tsaishis-intsidenti/24657114.html