-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ერორზე განხეთქილებაა . ბერიძე და დუტა იქაურობას ტოვებენ
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იმედზე გადავა ჯეოსტარი . მეტი არაფერი -
მოიტათ რჩევები
-
ერორზე განხეთქილებაა . ბერიძე და დუტა იქაურობას ტოვებენ
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტახირის ბიჭთან მისულა -
კაერგი ბატონო. მოვიდა კონრეტული რჩევები
-
კიდევ ერთი ძველი ჩანაწერი. დაწერილია ივანიშვილის გამოჩენამდე . იდოს არქივში იმის მაგივრად ოპოზიციამ პასუხი მოითხოვოს ხელისუფლებას იმ პოლიტიკაზე, რომელმაც ოკუპანტს საშუალება მისცა საკუთარი პროექტი ბოლომდე მიეყვანა, ოპოზიციის უმრავლესობა ცდილობს ხელისუფლების დასმულ კითხვის " ვინ დაიწყო ომი" ბერმუდის სამკუთხედში ნებაყოფლობით შევიდეს. გრძელდება ტრადიცია ,როცა ოპოზიცია ხელისუფლების მოედანზე მისი წესებით თამაშობს, თავი ხრის და რეჟიმს საშუალებას აძლევს „პატრიოტიზმის“ ნიადაგზე ააგოს საკუთარი აგიტაცია. რუსეთ-ქართული ინტერესების ომის უახლოესი ეტაპი დაიწყო 1988 წელს და გრძელდება დღემდე. ჯერჯერობით ჩვენ ვაგებთ გამანადგურებელი ანგარიშით!!!! რაც შეეხება სააკაშვილს , მან როგორც პრეზიდენტმა ვერაფერი ვერ გააკეთა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ომის რეალური საფრთხის პერიოდში დანიშნა დილეტანტი მინისტრები (ტყეშელაშვილი , კეზერაშვილი) ცხინვალზე შეტევაზე, არ ვმალავ , მე ტაშს დავუკრავდი , თუ ეს იქნებოდა ტრიუმფალური გამარჯვება . ჩვენს ტერიტორიაზე ქართულ სამხედრო ძალებს გადაადგილების სრული უფლება აქვთ, მაგრამ რადგან სახელმწიფოს მეთაურმა ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი საფრთხეები , ადვილად წამოეგო რუსული სპეცსამსახურების დაგებულ ანკესს , წააგო სტრატეგიული, დიპლომატიური ომი, ეს პატიებას არ ექვემდებარება . ამის გამო ჩემთვის ეს ტიპი არაფერს წარმოადგენს. ერთი პოლიტიკანია გამორჩეული დემაგოგიისა და არტისტიზმის ფენომენალური ნიჭით , რომელმაც ვერ გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე. რას შვებიან ოპოზიციონერები? რეჟიმისტების ერთადერთ კითხვას გულმოდგინედ პასუხობენ, ხოლო ერორვიზიები ამას აპიარებენ . კმარა,რეჟიმზე პოლიტიკური შეტევის დროა ! ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რუსეთიც ცდილობს ეს თემა მისთვის მომგებიანად წამოწიოს. მისი ინტერესეციაა კითხვა აქტუალური იყოს. ისინი ხომ ამით იმყარებენ ჩვენზე შესაძლო ახალი თავდასხმის არგუმენტებს . რუსეთი ოკუპანტია. ესაა ორჯერ ორი. მასთან პოლიტიკის შემუშავება მხოლოდ ორმხრივი კომპრომისების პირობებში შეიძლება და არანაირად არაა მისაღები ზედმეტი რევერანსები,რაც ექსტრემისტ რეჟიმისტებს ბინძური მანიპულაციების საშუალებას აძლევს. ლაშა მებონია 2011წ
-
http://www.media.ge/stories/rustavi2idutamdamusikalu ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი მუსიკალური რედაქციის ათკაციანმა ჯგუფმა მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით, წამყვანმა დუტა სხრიტლაძემ და „ჯეოსელმა“ დატოვეს. როგორც მარინა ბერიძემ გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ტელეკომპანიიდან წასვლის მთავარი მიზეზი არხის მთავარ პროდიუსერთან გიორგი ხაბურზანიასთან შეუთანხმებლობა გახდა. „გიორგი ხაბურზანია რთული ადამიანია, თანაც სისხლის ბოლო წვეთამდე „ტელევიზიონშიკია“. ჩემგან განსხვავებით, მისთვის რეიტინგია ყველაფერი“, - აღნიშნავს მარინა ბერიძე „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას. მისი თქმით, მუსიკალური კონკურსი „ჯეოსტარი“ შვიდი წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში, ბოლო სეზონი კი ჩავარდა, ამის მთავარ მიზეზად ბერიძე ჟიურიში მის არყოფნას ასახელებს. „გიორგი ხაბურზანიამ გადაწყვტა, რომ [კონკურსანტების] შერჩევაზე არ ვიქნებოდი“, - ამბობს მარინა ბერიძე და ფიქრობს - „არასწორია, ბრენდი „ჯეოსტარი“, რომელიც ამდენი წელია არსებობს, ისე დაანგრიო, რომ არავის არაფერი დაეკითხო“. „რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი მუსიკალური პროდიუსერის თქმით, გიორგი ხაბურზანიამ „ჯეოსტარის“ შეჩერება და ახალი პროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ გაკეთება გადაწყვიტა, რაც მუსიკალურ რედაქციას გვიან შეატყობინა. „ბათუმში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ „ჯეოსტარი“ არ ჩატარდებოდა. „საქართველოს ხმაში“ კი ჯეოსელი არ ჩაერთვებოდა. დუტა უკვე წასული იყო არხიდან. ეს ინფორმაცია 6 ივლისს გავიგე, სატელევიზიო რეკლამა კი 13-ში გავიდა. ანუ ეს კარგა ხნის წინ იყო დაგეგმილი. ამას შეურაცხყოფა და თავმოყვარეობის შელახვა ჰქვია“, - ამბობს მარინა ბერიძე „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას. ის არ უარყოფს, რომ ტელეკომპანია „იმედიდან“ შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ამ არხზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მარინა ბერიძისგან განსხვავებით, „იმედზე“ უკვე გადავიდა დუტა სხირტლაძე, რომელიც „ჯეოსტარის“ და გადაცემა „იღბლიანი ბორბალის“ წამყვანი იყო და „რუსთავი 2-ზე“ 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ახალ მუსიკალურ შოუს „ახალ ხმას“ წაიყვანს. გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, მომზადებული აქვს საავტორო გადაცემა, რომელიც მეცნიერების შესახებ იქნება. „მოზარდებისთვის მინდა შევქმნა სატელევიზიო პროექტი „ჯუნიორები“, სადაც მეცნიერებასა და ცხოვრებაზე შეყვარებული ახალგაზრდობა ერთმანეთს შეეჯიბრება“, - აღნიშნავს დუტა სხირტლაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „იმედის“ ეთერში შეიძლება მალე „ჯეოსტარიც“ დაიწყოს. „ჯეოსტარი“ ჩემი პროექტია, მიყვარს და სადაც იქნება, მეც, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები“, - აღნიშნავს დუტა სხირტლაძე.
-
კორპუსების მოსყიდული და მოუსყიდავი თვმჯდომარეები
lasha_alo replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აქაც დავაკოპირებ : ციცო დეიდებს "მე მიყვარს საქართველოს " მაისურები ჩააცვეს და განმასხვავებელი ფორმებით გაამწესეს ერის გადასარცენად . იმედია თითოეულ თეთრს ოპოზიცია დაუთვლის . რუსეტის დასამარცხებლად ბიუჯეტიდან არ უნდა გავიღოთ ფული? -
NukrikoSaturn მიტინგებივით ითვლიდნენ?
-
მასწავლებლების მიერ ნაცემი კონტროლიორები
lasha_alo replied to xrova's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლუსი@ ოღონდ ნუ იგინებით -
http://ick.ge/ka/rubrics/humanrights/11681-amnesty-international--------.html#.UA1LtKYRCFw.facebook საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“–მა საქართველოში წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან. Amnesty International“–ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ „მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ადგილი ჰქონდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართული საჯარო აქციების ჩაშლას ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ინციდენტებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, ხოლო თავად ინციდენტები ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და იმართებოდა. 12 ივლისს „ქართული ოცნბის“ აქტივისტების ჯგუფი კარალეთში (საქართველოს ცენტრალური ნაწილი) ჩავიდა, რათა შეხვედროდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მაცხოვრებლებს. თვითმხილველთა და მედია-საშუალებების მიხედვით, კარალეთის დასახლების რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დაიწყო აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასახლების ტერიტორიის დატოვება მოთხოვა მათ. სიტყვიერი პაექრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრის რამდენიმე ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ ესვრიან ქვებს ადგილობრივი მოსახლეები კოალიციისა და მედია-საშუალებების წარმომადგენლებს, ხოლო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თანმხლები პირი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ცდილობს უკან დასახევად გამზადებული ოპოზიციის აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 13 ადამიანი, მათ შორის 10 ჟურნალისტი, დაშავდა და გადაყვანილი იქნა გორის საავადმყოფოში. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა, საბა წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ ამოიცნო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ შორის, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა. 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაკავებული იქნა 6 პირი (ოპოზიციის 4 მხადამჭერი და კარალეთის 2 მაცხოვრებელი, მათ შორის ადგილობრივი საბჭოს თანამშრომელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საბა წიწიკაშვილს), რომლებსაც ინციდენტთან დაკავშირებით შეეფარდათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. თუმცა, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, 4 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტიასთან და რომლებიც მართავდნენ და მონაწილეობდნენ თავდასხმაში, არ იყო მიცემული სამართალში, მიუხედავად მამხილებელი ფოტო და ვიდეო-მოწმობისა. 26 ივნისს მსგავსი ინციდენტი მოხდა მერეთში (შიდა ქართლი, საქართველოს ცენტრალური ნაწილი). იმ დროს, როცა ოპოზიციის აქტივისტები ცდილობდნენ აქციის ჩატარებას, გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რამაც ხელი შეუშალა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივებთან შეხვედრის ჩატარებაში. მიღებული ინფორმაციით, კონფრონტაციის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, და კოალიციის მხარდამჭერები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით. ამის შემდეგ ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა გამოაქვეყნეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია რამდენიმე საჯარო მოხელე - ინციდენტის მონაწილე. 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება ძალადობაში რამდენიმე საჯარო მოხელის მონაწილეობის გამო, გორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და შიდა ქართლის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა ჩათვლით. დაკავებული იქნა ოთხი მამაკაცი (მათ შორის, „ქართული ოცნების“ 2 აქტივისტი), რომლებსაც 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ მერეთის ინციდენტთან დაკავშირებით. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, არც ერთ საჯარო მოხელეს პასუხი არ მოეთხოვა. აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას პრო-ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პრო-ოპოზიციუარდ განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. უცნობი პირები უთვალთვალებენ და კითხვებს უსვამენ პრო-ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, დამთრგუნველი ქმედებითა და კომენტარებით ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში: ინტერვიუების ჩატარებასა და გადაღებების წარმოებაში. პრო-ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტმა ზესტაფონში - ეკატერინე დუგლაძემ განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, რომ მას ამ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში დაჟინებით აედევნა და აწუხებდა 7 ახალგაზრდა მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი: „დამყვებიან ყველგან მანქანით ან ფეხით, თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევენ, ხელს მიშლიან გადაღებებში, ფიზიკურად ახლო კონტაქტში შემოდიან და უხამს კომენტარებს აკეთებენ ჩემს სამუშაოსთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე განუწყვეტლივ მისვამენ შეკითხვებს“. ეკატერინე დუგლაძის თანახმად, მისთვის შეუძლებელი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულება, რადგანაც მამაკაცთა ჯგუფი, რომელიც მას აედევნა, ხელს უშლის მას გადაღებისა და ჩაწერის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დუგლაძემ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და თხოვნით მიმართა როგორც ადგილობრივ პროკურორს, ასევე პოლიციის განყოფილებას, მამაკაცთა ჯგუფი დღემდე აწუხებს მას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. „პოლიციისა და პროკურატის მხრიდან არავითარი რეაქცია არ ყოფილა. მუშაობის გაგრძელება მიწევს დამთრგუნველ და სახიფათო გარემოში. თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობ“, - განუცხადა ჟურნალისტმა „საერთაშორისო ამნისტიას“. ახალგაზრდა მამაკაცთა იგივე ჯგუფი დაყვებოდა და შეკითხვებით აწუხებდა ვასილ დაბრუნდაშვილსაც, სტუდია GNS -ის თანამშრომელს, როცა ის ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს იძიებდა. 11 ივნისს, როდესაც ის ზესტაფონში ჩავიდა ეკატერინე დუგლაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად, ეს მამაკაცები მიუახლოვდნენ მას და ხელი შეუშალეს ინტერვიუს ჩაწერაში. „7 მამაკაცი შემოგვეხვია მაშინ, როცა ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობდი. არ მომცეს საშუალება, კითხვები დამესვა რესპონდენტისათვის, საუბარში ერთვებოდნენ ცინიკური კომენტარებითა და შეკითხვებით, თან კამერის ხედსაც გვიფარავდნენ“. ვცადეთ, განზე გავმდგარიყავით და ინტერვიუს ჩაწერა სხვაგან გაგვერგძელებინა, მაგრამ არ გვეშვებოდნენ. ბოლოს რესპონდენტი წავიდა ისე, რომ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხე“. ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, 7 მამაკაცისაგან შემდგარი იგივე ჯგუფი მას საათობით დაყვებოდა და შეკითხვებს უსვამდა, რითაც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა და ინტერვიუების ჩაწერაში ხელს უშლიდა. „ეს ყველაფერი ზესტაფონის პოლიციის შენობის წინ ხდებოდა. შევედი პოლიციის შენობაში და ვთხოვე ოფიცერს, აეკრძალა მათთვის ჩემი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, თუმცა მან უარი განმიცხადა“, - შეატყობინა დაბრუნდაშვილმა „საერთაშორისო ამნისტიას“. ვასილ დაბრუნდაშვილი ტელეფონითაც დაუკავშირდა პატრულის პოლიციას და დახმარება ითხოვა, თუმცა 2 პოლიციელი, რომლებიც საჩივრის მოსასმენად გამოცხადდენ მასთან, მოულოდნელად და ახსნა-განმარტების გარეშე გაბრუნდა, როდესაც ჟურნალისტმა მოითხოვა აქტი ინციდენტის შესახებ, რათა მასზე ხელი მოეწერა. ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, დღემდე არ დაწყებულა ოფიციალური გამოძიება და არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი ინციდენტთან დაკავშირებით. „სამართალდამცავთა მოქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, სამართლიანობის არავითარი იმედი არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განუცხადა მან „საერთაშორისო ამნისტიას“. ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მსგავსი რამდენიმე შემთხვევა ამ თვეში საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. 6 ივლისს „ინფო 9“-ს ჟურნალისტს ნინო ბასიშვილს აედევნენ და ხელი შეუშალეს ჩაწერაში გარდაბანში (აღმოსავლეთ საქართველო). 8 ივლისს „ინფო 9“-ს კიდევ ერთ კორესპონდენტს აედევნა პიროვნება კამერით ხელში, რომელმაც ხელი შეუშალა მას, ეწარმოებინა გადაღება გურიაში (დასავლეთ საქართველო). იქვე მდგარი პატრულის პოლიციელისადმი ჟურნალისტის მიმართვა, აეკრძალა ამ პიროვნებისათვის მისი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, როგორც იტყობინებიან, ასევე უპასუხო დარჩა. „საერთაშორისო ამნისტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლივ შესრულება ძალადობის შიშის გარეშე, მიუხედავად იმ მედია-საშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ისტორიული ფონი მას შემდეგ, რაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, გამოიყენება მკაცრი მარეგულირებელი და სხვა მექანიზმები მისი ახლად შექმნილი პოლიტკური კოალიციის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ფინანსური საქმიანობის გაკონტროლების მიზნით. ახალწარმოქმნილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომლებიც კონტროლს უწევს პოლიტიკური პარტიებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებას, ბრალს სდებენ „ამორჩევითი და უკიდურესად ხისტი მიდგომების გამოყენებაში ოპოზიციის მხარდამჭერთა მოზღვავებული დაკითხვებისას, ასევე ბიძინა ივანიშვილზე, კოალიცია „ქართული ოცნებასა“ და იმ სტრუქტურებზე მრავალმილიონიანი ჯარიმების დაკისრებისას, რომლებიც მიიჩნევა ამ კოალიციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად. ამასთან, ადგილობრივმა დემოკრატიულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს პრო-ოპოზიციურად განწყობილი გლობალ ტვ-სა და მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ისევე, როგორც კოალიციის 3 წევრისთვის ახლახანს წაყენებული ბრალდებები დაფინანსების მარეგულირებელი კანონების დარღვევაში“.
-
ეს ბიჭი ჩემი ახლო ნათესავია. მგონი კარგი ვიდეოა და ლუკაც ძალიან მაგარია
-
Ситуация в южной части Каспия стала еще более сложной в последние недели после того, как вновь усилилась напряженность между Туркменистаном и Азербайджаном по поводу спорного месторождения «Кяпаз»- «Сердар». Две соседние страны обменялись резкими заявлениями после того, как туркменское судно начало проводить сейсморазведку в районе спорного месторождения нефти и газа. Ашхабад обвинил азербайджанских пограничников в "противоправных действиях" в отношении судна, которое изучало территорию месторождения, называемого «Сердар» в Туркменистане и «Кяпяз» в Азербайджане. Месторождение содержит около 80 млн. тонн нефти и 32 млрд. кубометров газа. Этот инцидент вряд ли приведет к серьезным последствиям, однако многие на Западе опасаются, что это противостояние, скорее всего, снизит шансы Транскаспийского трубопровода и заставит понервничать потенциальных инвесторов Каспийского региона. Джеймс Койл, директор Центра Chapman университета Глобального Образования и автор блога "Евразийский Энергетический анализ» в беседе с вашингтонским корреспондентом Turan прокомментировал возможные последствия последнего противостояния Баку-Ашхабад. В последние 25 лет Койл занимал ряд должностей в федеральном правительстве, в том числе директора исследований Ближнего Востока в Военного колледжа армии США, был первым секретарем по военно-политическим вопросам в посольстве США в Анкаре. Он соавтор книги «Политика на Ближнем Востоке: Культура и конфликты", опубликованной в 2003 году. Вопрос: В чем корни проблемы между Баку-Ашхабадом? Почему обе стороны обвиняют друг друга, и эта проблема до сих пор не решена? Ответ: В феврале 1998 года, Азербайджан и Туркменистан выступили с заявлением, в котором говорилось, что воды Каспия будут разделены между двумя странами по срединной линии, но где именно проходит эта срединная линия , не уточнялось. Две страны договорились о принципе разделения моря, но не морского дна или минералов. До окончательного соглашения о статусе Каспия всеми прикаспийскими странами, у Азербайджан есть серьезные основания предъявлять права на минеральные ресурсы. Они опираются на раздел Каспия, осуществленного в 1970 году Советским Министерством нефти и газа. Тогда месторождение «Кяпаз»-«Сердар» было включено в Азербайджанский сектор. Азербайджан ссылается на двустороннее соглашение от 2008 года, что ни одна страна не будет разрабатывать это месторождение, пока не будет решен вопрос о праве собственности. Вопрос: Каким Вы видите решение этой проблемы? Можно ли считать, что международный суд это лучшее место для поиска решения? Ответ: Право собственности лучше всего решать путем двусторонних переговоров. Международный Суд не самое лучшее место для этого, потому что устав суда предусматривает, что обе стороны должны заранее согласиться принять окончательное решение суда. Даже если Международный суд согласится рассматривать это дело, кто исполнит решение проигравшей стороны? Суд не имеет механизма принуждения, так что переговоры остаются единственным путем к успешному разрешению вопроса. Вопрос: Некоторые считают, что дальнейшее противостояние нанесет удар по Транскаспийскому трубопроводу для доставки туркменского газа в Европу. Какова может быть роль России в этом вопросе? И могут ли ЕС , США и другие державы играть роль посредника между Туркменистаном и Азербайджаном для разрешения спора? Ответ: Учитывая, что Москва выступает против строительства Транскаспийского трубопровода, можно ожидать, что ее вмешательство лишь усугубит проблему и разожжет противостояние Туркменистана и Азербайджана. США и Европейский Союз не проявляют большого интереса к посредничеству в споре. Нет никаких признаков того, что привлечение третьих сторон даст сколь-нибудь полезный эффект.
-
Ajax გეთანხმები...
-
"მე პირდაპირ დაფინანსების საშუალება არა მაქვს, ისეთი კაბალური კანონები შემოიღეს. წამალი რომ მოგაწოდოთ, შეიძლება დაგვიჭირონ. რაღაც ჯარიმა გამოწერეს და მე ამას არ ვიხდიდი. ეხლა ვამბობ, რომ ამ ყველა ფულს გაძლევთ, ოღონდ ხალხს მიეცით ის ფული, ვინც დაზარალდა. 10 მილიონი არაფერია, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს გადავურიცხავ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს სოფელ ვაჩნაძეანში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ სტიქიით დაზარალებულთათვის შეთავაზებული დახმარებების ოდენობა სასაცილოა. „ეს სასაცილო განცხადებებია, რომ მარტო სახურავებს გამოუცვლიან სახლებს და ამ დროს ავეჯი, თეთრეული, ყველაფერი გაფუჭდა შიგნით. ახლა ვნახე ატმის ბაღები და ვენახები, აბსოლუტურად განადგურებულია. არიან ისეთი მოსახლეები 100, 35, 50 ტონა მოსავალს ელოდებოდნენ. ამათ უნდათ, 1 500 ლარი გადაუხადონ. ეგრე არ გამოვა, მე ვეუბნები, აღვწეროთ სრული დანაკარგი, ყურძენზე არანაკლებ 1 ლარის ანგარიშით უნდა აღიწეროს ყველაფერი, ატამზე 1 ლარზეა საუბარი, არანაკლებ 50 თეთრი, უნდა აღიწეროს რეალური დანაკარგი და რეალური ხარჯი, 50 ათასის და 30 ათასის შემოსავალს რომ ელოდა გლეხი და 1 500 ლარს პირდებიან, ეგრე სად არის. ჩვენ ყველას აღვწერთ და ვეუბნებით, აი ფული, აი რეალური ზარალი, აბა როგორ არ გადაიხდიან, ვნახოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ხეხილი და ვენახები ისეა დასეტყვილი, რომ მომდევნო 5 წელი გლეხებმა მოსავალი შესაძლოა საერთოდ ვერ მიიღონ. „ის 5 წელი მოსავალს აღარ მოიტანს, ზოგი ნერგი ამოსაძირკვია. კრედიტის გადავადებაზე რომ საუბრობენ, იმ კრედიტს გაისად ვინ გაისტუმრებს, გაისად უარეს დღეში იქნებით. ეს არის მოსატყუებელი, საპიარო. დღეს კიდევ ახალი განცხადება მოგვაწია პრეზიდენტმა, ვინც 100 ტონა ატამი დაკარგა, იმის შვილს თურმე ერთი წლით გადაუვადებენ გადასახადს უნივერსიტეტში, არ არიან ბიჭები? ეს რომ წელიწადზე იანგარიშო, დაახლოებით 20–30 ლარის შეღავათი გამოდის. ასე ვეღარ მოგატყუებენ, ვალდებული არიან გააკეთონ. თუ ამბობენ, რომ ფული არა გვაქვს, მე ვეუბნები აი, ფული, მიდი და გადაუხადე. რასაც ვერ გააკეთებენ, 2–3 თვე დარჩა, აუცილებლად ყველაფერს დავაბალანსებთ მერე,“ – უთხრა ივანიშვილმა ვაჩნაძეანის რამდენიმე მაცხოვრებელს, რომელმაც მასთან შეხვედრა გაბედა. ვაჩნაძეანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელზა პარკაულმა ივანიშვილს სთხოვა, მის სახლში არ შესულიყო. „არ შემოხვიდეთ გთხოვთ, სამსახურიდან გამათავისუფლებენ. აგერ, კალაურის სკოლის მასწავლებელი უკვე გაათავისუფლეს“, – მიმართა ელზა პარკაულმა ივანიშვილს. კოალიციის ლიდერმა მასწავლებლის თხოვნა გაიზიარა და ეზოში არ შევიდა. „არ გვინდა კიდევ ერთი ადამიანი დარჩეს უმუშევარი“, – განმარტა ივანიშვილმა. ელზა პარკაულის საცხოვრებელ სახლს სტიქიის შედეგად სახურავი მთლიანად გადახდილი აქვს. გადახურვის სამუშაოები მის სახლში ამ დრომდე არ მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წევრი, რომელსაც ივანიშვილი სახლში ესტუმრა, ამბობდა, რომ მისი სახლის გადახურვა არ მიმდინარეობდა, თუმცა ვიდრე ივანიშვილი მასთან მივიდოდა, მუშები სახურავზე ავიდნენ და სამუშაოები დაიწყეს. ვაჩნაძეანში ივანიშვილის ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ალექსი ნატროშვილის მშობლებს შორის ინციდენტი მოხდა. ალექსი ნატროშვილის სახელობისაა ვაჩნაძეანში ერთ–ერთი ქუჩა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდა. ივანიშვილმა ქალატონის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა, რის შემდეგაც გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ გივი ნატროშვილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მიმართა, არ გინდა კახეთიდან კურთხევა გაგატანოთო, რასაც დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა – შემოხლა მოჰყვა. სიტუაცია მალევე განიმუხტა. ვაჩნაძეანში ივანიშვილს თან დაჰყვებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც. ერთ–ერთი მათგანი, კულტურისა და სოციალური განვითარების სამსახურის თანამშრომელი მაკო ჩითინაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამოიცნო. ჩითინაშვილი ივანიშვილის მხარდამჭერებს მოღალეტეებს ეძახოდა, თავად ივანიშვილს კი „ნაბიჭვარს“ უწოდებდა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა ჩითინაშვილს ლანძღვის შეწყვეტის მიზეზით სახეში ჩაარტყა და პირზე ხელი მიაფარა. „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ჟურნალისტებს ვინაობა არ გაუმხილა. ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
-
სტუდია მონიტორი გაქურდეს. წაიღეს ყველაფერი რაც გვებადა: კამერები, სამონტაჟოები, გადაღებული მასალები და სამუშაო ლეპტოპები. დავრჩით ცარიელ ოფისში ნინო ზურიაშვილის კედლიდან
-
http://www.for.ge/view.php?for_id=14664&f_cat=9&a_title=Tadarigis+kapitnis+skandaluri+naambobi საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი დივერსიის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, გალის რაიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა - ამის შესახებ განცხადება თავად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გააკეთა, რომელიც შტაბის შექმნას გალის რაიონში მდგომარეობის გართულებას უკავშირებს. შტაბს ხელმძღვანელობს ე.წ. უშიშროების სამსახურის მეთაური. ასევე შტაბის შემადგენლობაში შედიან ე.წ. შსს-ს რაიონული განყოფილების თანამშრომლები, რაიონის პროკურორი და დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟოს წარმომადგენლები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გალში "საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე რეაგირების" შტაბი იქმნება / "ანქვაბს არ უნდა, რომ გალის მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში". "ეს ბრძოლისუნარიანი, გაწვრთნილი და ძლიერი დანაყოფია, რომელიც მზად იქნება ქართული მხარის ბევრი გამოწვევის საპასუხოდ. გალის რაიონში მდგომარეობა ყოველთვის რთული იყო, ჩვენი ენგურსგაღმელი მეზობლები ცდილობენ, მდგომარეობა აქ ისევ გაუარესდეს. ყველა აქცია, რაც სასაზღვრო რაიონში ეწყობა, წინასწარ დაგეგმილია. ეს დაშინების აქციაა, რათა ეშინოდეს ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც. ჩვენ მათ ადეკვატური ზომებით ვუპასუხებთ", - აცხადებს ანქვაბი და იქვე დასძენს, რომ საზღვრის მთელ სიგრძეზე განისაზღვრა რამდენიმე გამშვები პუნქტი და მესაზღვრეები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოქალაქეებს გაატარებენ. მისი თქმით, ვინც საზღვრის სხვა ადგილას გადაკვეთას შეეცდება, "სახელმწიფო საზღვრის" დამრღვევად ჩაითვლება და მის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი იქნება გამოყენებული. რეალურად რას უკავშირდება ანქვაბის ეს განცხადება და მაინცდამაინც ახლა რატომ შეიქმნა სპეციალური შტაბი - "რეზონანსი " ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა. "პირველ რიგში, ანქვაბს არ სურს, რომ გალის მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს დაანახვოს, რომ საარჩევნოდ ვითარება საქართველოში დაიძაბება და მოსახლეობის დაცვის მიზნით ყველაფერს აკეთებს. ეს არის ანქვაბის გამოსვლის მთავარი ლაიტმოტივი. თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, შიდა დაპირისპირება, გაუსაძლისი კრიმინოგენული და სოციალური ვითარება - ანქვაბი ცდილობს, ყურადღება შიდა პრობლემებიდან გარე ფაქტორებზე გადაიტანოს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა. "სპეციალური შტაბის შექმნაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში იგეგმება მორიგი საპარლამენტო არჩევნები. სამწუხაროდ, აფხაზებს მწარე გამოცდილება აქვთ - 2008 წლის არჩევნების დროს ხურჩაში ორი ავტობუსი დაიწვა და მთელი სახელისუფლებო ტელევიზიები გადასცემდნენ, რომ ეს ავტობუსები დაიწვა იმის გამო, რომ ქართველი ამომრჩეველი გალიდან ზუგდიდში გადმოდიოდა. შემდეგ მოეწყო ჟურნალისტური გამოძიება და მკაფიოდ დამტკიცდა, რომ დამწვარი იყო საქართველოს სპეცსამსახურის ავტობუსები, რათა ყურადღება გადაეტანათ. ანუ აფხაზურ მხარესა და ქართულ საზოგადოებას მწარე გამოცდილება აქვს და იციან, რამდენად ავანტიურისტი ხელისუფლება გვყავს სააკაშვილის სახით, ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყურადღების გადატანის მიზნით, მსგავსი ქმედება კვლავ განხორციელდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. "გარდა ამისა, არის მეორე ფაქტორიც. 2008 წლის შემდეგ თითქმის ოთხი წელიწადი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში კრიმინოგენული ვითარება გალში საკმაოდ სტაბილური იყო. 2012 წელს ამ მხრივ ვითარება გალში საკმაოდ დაიძაბა, ნახევარ წელიწადში რვა მკვლელობა მოხდა და აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, არჩევნების დროს ვითარება გაამკაცროს. ამას ემატება ოლიმპიადა, ანუ შესაძლოა ეს ოლიმპიადის გამართვის კონტექსტიც იყოს. ფიქრობენ, თუ ახლა გაამკაცრებენ, ასე გაგრძელდება ოლიმპიადამდე. რაც შეეხება იმას, რომ შტაბის შექმნა შესაძლოა შიდა პრობლემებს უკავშირდებოდეს, ანქვაბი სიტუაციას სრულად აკონტროლებს, მას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია. აშკარად პროცესებს მართავს ისე, როგორც სურს. დააპატიმრა ტერაქტების მომწყობები, შიდა პრობლემები ნაკლებად აქვს, უბრალოდ მას სურს შექმნას განწყობა, რომ საზოგადოება დაცულია ნებისმიერი საფრთხისგან", - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
-
რას გვთავაზობთ?
-
როგორ მოახერხეს ამ ბიჭებმა უზნეობაში გაესწროთ უფროსი თაობისათვის? დღეს რატომ აწერენ ყველაზე უკადრებელს ხელს,როცა რამდენიმე წლის წინ მზად იყვნენ შეტევა მიეღოთ? რა გარანტიები გვაქცს ახალი თაობის მეამბოხეებისგან? ამ კითხვებს უპასუხოდ დავტოვებ გთავაზობთ ვიდეოს და სურათებს http://www.youtube.com/watch?v=a_8ioRNHgKw http://www.youtube.com/watch?v=jccUT0KfBhY&feature=relmfu ]
-
შევეცდები ძველი ფორუმების კრიზისს მე ნუ მომაწერ. :დ
-
შეუწყვეთ ხელისულების ხელი. ...