-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
http://esshengekheba.ge/?menuid=8&id=549&lang=1#.T9kCziEo_Dk.facebook აარჩევნო უბანზე პარტიების წარმომადგენლებმა შესაძლოა, გაფუჭებული და გამოუყენებული ბიულეტენების დათვლა ვეღარ შეძლონ. შესაბამისი ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" შედის. მოქმედი ნორმით, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისგან, კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან ბიულეტენების დათვლის პროცესს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მათ უფლება ჰქონდათ, პირადად ერთხელ გადაეთვალათ საარჩევნო ბიულეტენები - მათ შორის, ნამდვილი, ბათილი, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენები. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით კი, ასეთ შემთხვევაში, ბიულეტენების პარტიების წარმომადგენლებს, მხოლოდ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლა შეეძლებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი არიან. პროექტი მეორე მოსმენით, პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული
-
იდოს აქაც http://www.youtube.com/watch?v=cO75HPGwCqM
-
თქვენ ქართული გესმით? კითხვები თუ შეიძლება ან სხვაგან დაპოსტეთ . დავიცვათ წესები. არაფერში არავინ გზღუდავთ,მაგრამ სადაც ისმება კითხვები არაა საინტერესო ოდა რომელიმე პოლიტიკოსზე
-
კითხვა გაქვთ? დასვით და სიამუვნებით მოგისმენთ. ოფტოპს წავშლით
-
იმ რესპისათვის ვინც არგუმენტის ნაცვლათ დამბლოკა :)
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე ჩვენი ფორუმი რა შუაშია ამ ყველაფერთან, ეს ვერანაირად ვერ გავიგე -
პოლონელებმა გათავხედებული რუსი ფანები დასაჯეს.
lasha_alo replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თემაა ბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ. არ წავშლი. საინტერესოა -
იმ რესპისათვის ვინც არგუმენტის ნაცვლათ დამბლოკა :)
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ იცი ჩემი სტილი. მაქსიმალურად ლიბერალური მოდერაცია. ხარვეზებსაც მოიცავს,მაგრამ რაცაა ესაა -
ოფტოპი დარღვევაა .აქ რაა უნდა ამას ?
-
იმ რესპისათვის ვინც არგუმენტის ნაცვლათ დამბლოკა :)
lasha_alo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რავა ყველას შენ ებრძვი -
კოალიცია “ქართული ოცნება” მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად სავარაუდოდ, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს წარადგენს. როგორც “პირWელისთვის” გახდა ცნობილი, “ქართულმა ოცნებამ” მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის შესარჩევად კოალიციის 4 წევრის რეიტინგი გაზომა. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარის გამოსავლენად “ქართული ოცნების” ე.წ. შიდა სოციოლოგიურ კვლევებში ვახტანგ ხმალაძის, შალვა შავგულიძის, ირაკლი ქადაგიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურები იყო წარდგენილი. როგორც კულუარებში აცხადებენ, მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ვახტანგ ხმალაძეს აქვს. თავად ხმალაძე “პირWელთან” საუბრისას, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარად მისი წარდგენის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ კოალიციას ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. http://pirveli.com.ge/?menuid=9&id=8541
-
ბლოგერს 222.1 მუხლით ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა ჟურნალისტები და მეგობრები შიშობენ, რომ როგორც ყოველთვის ასეთი პატიმრების მიმართ სასამართლო მეტ სიმკაცრეს იჩენს და 23 წლის მეჰმანის საქმეს მეტი გარემოებებით დაამძიმებს, მითუმეტეს, როგორც ამბობენ, დაპატიმრებები პირადად ილჰამ ალიევის დავალებით ხორციელდება. „ევროვიზიის“ კონკურსის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაპატიმრებებისა და ტერორის ახალი ტალღა ააგორა, 12 ივნისს პოლიციამ ჯერ პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივის“ 10 წევრი დააკავა, რომლებიც ახალი კანონის „ ინფორმაციის საჯაროობის და კომერციული საიდუმლოების“ მიღებას აპროტესტებდნენ, მათთან ერთად „ევროვიზიის“ დროს საკუთარი ბინებიდან უკანონოდ გამოსახლებული მომიტინგეებიც დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ კი, ბაქოს საბილის რაიონის პოლიციის განყოფილებაში, დასაკითხად დაბარებული 23 წლის ბლოგერი და „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ რეპორტიორი, მეჰმან ჰუსეინოვი აიყვანეს. სამივე ფაქტი „ევროვიზიას“ და ბოლო დროს დაწყებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტ ალიევის და მისი ოჯახის უკანონო კომერციულ და ბიზნეს გარიგებებს ააშკარავებდა. ხოლო ახალი კანონი, რომელსაც მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ აპროტესტებდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული კომერციული თუ იურდიული პირებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას ითვალისწინებს, რაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს კომპანიების დამფუძნებლებისა და მათი კაპიტალის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის მიღებას უკრძალავს. http://netgazeti.ge/GE/105/News/10283/
-
"ვფიქრობ, თუ ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება - ვგულისხმობ გაუყალბებელ არჩევნებს უმრავლესობაში მომავალ პარლამენტში იქნება ოპოზიცია. საერთოდ, ორი პოლუსის თემაზე როცაა ლაპარაკი, რომ ერთი უნდა გაქრეს და მეორე მოვიდეს, ეს ყველაფერი ცუდად უტრიალდება ხოლმე ჩვენს ქვეყანას - მაგალითისთვის ზვიად გამსახურდიას პერიოდი რომ გავიხსენოთ, ყოველთვის ვამბობდი, როცა ჟურნალისტი ვიყავი მაშინაც და დღესაც - ერთი პოლიტიკური ძალის ხელში შეუძლებელია, მოხდეს ქვეყნის სრული მართვა", - აცხადებს გრიგოლია. "96%-მა მისცა ამ კაცს ხმა და დღეს ის არის ასეთი არაპოპულარული პრეზიდენტი თავის ხელისუფლებასთან ერთად - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ აი ასეთი დიდი, მასშტაბური მხარდაჭერით მოსული პოლიტიკური ძალა, როგორც წესი, შემდეგ რადიკალურად მიუღებელი ხდება ხოლმე ქვეყნისთვის. ჩვენ წინა არჩევნებზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება მაინცდამაინც შანტაჟის ენით ელაპარაკო შენს ოპონენტებს დ იძახო - თუ არა ხარ ჩემს მხარეზე, ე.ი. შენ ხარ ცუდი - ეს ეხება როგორც სააკაშვილის მხარეს, ისე ივანიშვილის კოალიციას. ბოლო წლების შედეგების მიხედვით არჩევნები იმას აჩვენებს, რომ განსხვავებული პოზიციიის პარტიებსაც აქვს ყოველთვის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ჩვენ რასაკვირველია, არ ვგეგმავთ იმას, რომ უმრავლესობით მოვალთ, ამის განაცხადს არ ვაკეთებთ, მაგრამ გვექნება ძალიან სერიოზული შედეგები", - აღნიშნავს ინგა გრიგოლია. "დღეს არსებობს იმის შანსი, რომ თუკი ჩვენ ყველანი დავიცავთ ჩვენს ხმებს, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად მაინც ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიცია მოვიდეს უმრავლესობით. მთავარია ისიც, რომ სატელევიზიო სივრცე უნდა გაიხსნას პოლიტიკური პარტიებისთვის. დღეს ქართული ჟურნალისტიკა ორ პოლუსზეა გადანაწილებული - ან არის მხარე, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს და ყველანაირად იგრძნობა ეს. ან არის ნაციონალური არხები, რომელიც მიშას გარდა უკვე არავის აღარ აჭაჭანებს პირდაპირ ეთერში. ეს არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ არჩევნების წინ პირდაპირ ეთერს. თუ ვინმეს იმის ილუზია ჰქონდა, რომ კლინტონი ჩამოვიდოდა, ჯადოსნურ ჯოხს ჩაარტყამდა თავში სააკაშვილს და გააქრობდა პოლიტიკური ასპარეზიდან, რასაკვირველია, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვქონდა. მთავარია, ხაზგასმით ითქვა - უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ადვილად არ წავლენ, მაგრამ თამამად ვამბობ, არსებობს იმის შანსი, რომ ოპოზიცია მოვიდეს უმრავლესობით მომავალ პარლამენტში. არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ძალის კონტროლქვეშ იყოს მთლიანად პოლიტიკური პროცესი", - მიიჩნევს გრიგოლია. "ხელისუფლებაში მიდის გამალებული მუშაობა არჩევნების მოსაგებად. მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ დაიწყო პირდაპირი ტერორი. მე არ წარმოვადგენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, მაგრამ არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ რაც ხდება ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. ანტენებიდან დაწყებული, ნებისმიერი სადამსჯელო სანქციით დამთავრებული, რასაკვირველია, ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლაა ივანიშვილის წინააღმდეგ. მაგრამ არის ერთი რეალობაც: ხელისუფლება ვითომ რომ მშვიდად ატარებინებს თავის ოპონენტებს აქციებს, ამის მიღმა ემზადება ძალიან სერიოზულად არჩევნებისთვის. დავით საყვარელიძემაც დაადასტურა გუშინ, რომ იგი ერთვება პოლიტიკაში. მიდის პოლიტიკაში იუსტიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გორში კენჭი იყაროს ვანო მერაბიშვილმა და შემდეგ ამ გზით გახდეს პრემიერ-მინისტრი. ძალიან სერიოზული სამზადისი მიდის ხელისუფლებაში და ოპოზიცია, რომელიც სხვა ოპონენტების ჩარეცხვით არის დაკავებული და ამბობს, რომ მოგებული აქვს არჩევნები, არ ვფიქრობ, რომ ასე მშვიდად უნდა აკეთებდეს ამ განცხადებას. თავს მოიკლავენ მიშა და მისი ხელისუფლება რომ არ დათმონ ძალაუფლება. დღეს მეუბნებოდა ჩემი შვილი - "ყველაფერს გააკეთებენ ესენი რომ არჩევნები როგორმე სათავისო შედეგით დაამთავრონ, თორემ ახალაიები და ბევრი სხვა, ხომ ზუსტად იცი, ყველაფერზე წამსვლელები არიან რათა ოპოზიციის გამარჯვება არ დაუშვან ამ არჩევნებში, იმიტომ რომ იციან, სულ უკაცრიელ კუნძულზე რომ გადასახლდნენ, მაინც მიაგნებენ და პასუხს აგებინებენო" - ეს არის ჩემი 22 წლის შვილის მოსაზრება და მისივე ლოგიკიდან გამომდინარე ვამბობ მეც, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ. გვინახავს 26 მაისი, 7 ნოემბერი და თუკი ქვეყანაში ვითარება დაიძაბება, სულაც არ დაიხევს უკან მიშა, რომ ძალის გამოყენებით დაუპირისპირდეს ვინმეს, ვინც შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში და არჩევნების არალეგიტიმურობა გააპროტესტოს", - აცხადებს ინგა გრიგოლია. "ახალი თაობა" №130
-
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეუფერხებლად მიიღოს ისეთი კანონები და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მოცემულ მომენტში მის კონკრეტულ ინტერესს შეესაბამება - ზემოაღნიშნული კანონის აშკარად რეპრესიული ხასიათი პოლიტიკური პარტიების მიმართ თვალში საცემია იურისპრუდენციაში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი. ჯარიმის დაუყოვნებლივ აღსრულება ნიშნავს, რომ კონტროლის პალატას, ხელისუფლების დაკვეთით, შეუძლია დრაკონული ჯარიმების მეშვეობით ნებისმიერ დროს ფინანსურად გააკოტროს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის არასასურველი პარტია. რაც შეეხება სასამართლოს, რომლის დამოუკიდებლობისაც დღეს საქართველოში, ალბათ, ხელისუფლების მომხრეებსაც აღარ სჯერათ, მან 600-გვერდიან საქმეზე განაჩენი თხუთმეტ წუთში გამოიტანა და ივანიშვილის ადვოკატებს საქმის გასაცნობად ერთ დღეზე მეტი არ მისცა. "ყველა სიახლე " #24
-
მიშისტებო, ეცით . ახალი სკანდალი ექსკლუზიურად თქვენთვის
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთიდან განსხვავებული აზრისთვის დევნილი -
კოლუმბია პიქჩერს რა იყო და გაზეთი"ვერსია" მორიგ ჭნნნ ინფორმაციას ავრცელებს. კარგი , მე დავდუმდები, თვითონ იხილეთ წყარო ბეჭდური გამოცემა "ვერსია" (გვ.5,8) ,,თუ უნდათ მიჩივლონ, ალტიკის, კალაძისა და ივანიშვილის ინტერესები ნარკოტრაფიკში იკვეთება!“_ ინტერვიუ რუსეთიდან გამოძევებულ ჟურნალისტ გიგა ლიპარტელიანთან. ლიპარტელიანმა დააფუძნა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,რეპუტაცია“, ასევე აპირებს გამოსცეს წიგნები, სადაც სააგენტოს მიერ მოძიებულ ფაქტებს თავს მოუყრის და საზოგადოებას გააცნობს. ვინ დგას ბიძინა ივანიშვილის გაყიდული აქციების უკან. ლიპარტელიანის ინფორმაციით, ივანიშვილის აქციები შეიძინეს ბორის პასტუხოვმა, ბორის ჰაიტიმ და ვალენტინა მატვიენკოს შვილმა. ლიპარტელიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს: ,, ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეა!_ მას კავშირი აქვს ნარკოტრაფიკის შუააზიურ კრიმინალურ კლანთან. ეს კლანი იცავს დღეს რუსეთს. მის უკან დგანან ყაზახეთიდან ვასილ ანისიმოვი, უზბეკეთიდან ალიშერ უსმანოვი. ისინი მართავენ პუტინის ოლიგარქულ იმპერიას. მათთან ერთად დაიწყო ივანიშვილმა აღზევება, აქციებსაც მათი დახმარებით ასხვისებს. თავის დროზე ანისიმოვი იყო ბიძინას ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ამ კლანის წევრია ცნობილი მაფიოზი გაფარაც. პრაქტიკულად, ეს არის უზბეკეთის უცვლელი პრეზიდენტის, ამ ქვეყანაში ისლამური რევოლუციის მომწყობის, ისლამ კარიმოვის ნარკოტიკული კლანი. ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს, მაგრამ მასთან ვერაფერს გახდნენ. ეს კლანი ამარაგებს ევროპის ქვეყნებს ნარკოტიკით“. ლიპარტელიანის მტკიცებით, ,,ნარკოტრაფიკში ივანიშვილის, ალტიკისა და კალაძის ინტერესები იკვეთება. ამ ყველაფერს აკონტროლებს შუააზიური კლანის წევრი, კანონიერი ქურდი, დაჯგუფება ,,სოლნცევოს“ ხელმძღვანელი ჯემალ ხაჩიძე, რომელიც ,,რასიისკი კრედიტში“ ივანიშვილს ,,კრიშავდა...ის არის ალტიკის ,,კრიშაც“. ხაჩიძე ანისიმოვისა და უსმანოვის ახლობელია. ივანიშვილი ამ ნარკომაფიასთანაა დაკავშირებული, თანაც ზოგ ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლების დონეზეა აყვანილი. ასე იყო იტალიაში. ალტიკი-კალაძის დიალოგებს წლების განმავლობაში იწერდნენ, მაგრამ კალაძე ძალიან უყვარდა ბერლუსკონის, მაფიის ,,ნათლიმამას“. კალაძე დღეს ივანიშვილთან არის და ეს არ არის ოპოზიცია...თუ სააკაშვილს ებრძვი პასტუხოვისა და პრიმაკოვის მოცემული ფულით, ეს არაა ნორმალური. იცით, ამ ყველაფრის ფინალი რა იქნება?_ გამოვა ლავროვი გაერო-ს სხდომებზე და იტყვის, გინდათ ირანში ნავთობი და გჭირდებათ საქართველო? კი, ბატონო. მაშინ მე არ ავიღებ ვეტოს სირიაზე.“. ლიპარტელიანის აზრით, რუსეთს აქვს ორი გეგმა_ ან უნდა ააოხროს საქართველო, ან სააკაშვილი აქციოს დიქტატორად. ,,ყველაფერი იქით მიდის, რომ სააკაშვილის რეზველტიზაცია მოხდება. მსოფლიო ისტორიაში არც ერთი აღმოსავლელი ლიდერი არ ყვარებია ამერიკას ისე, როგორც სააკაშვილი“. ლიპარტელიანის აზრით, კალაძე და ივანიშვილი, ,,ეს არის მეგობრების, პუტინისა და ბერლუსკონის, ორი სახელმწიფო დონის ნაძირალას, ყველაფერზე წამსვლელი კაცის გამოჩეკილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი, რომელიც ჩასვეს 30-მილიონიან შუშის სასახლეში და ასულელებენ ხალხს, დადგება დრო, ისტორია იტყვის, რომ ივანიშვილის დონის პოლიტიკური ავანტიურისტი საქართველოს შეიძლება არც ჰყოლია. არჩევანი მასზე იმიტომ გააკეთეს, რომ დელიკატური პიროვნებაა. არ არის გამომწვევი და მაფიოზური გარეგნობის. გაწონასწორებული კაცია. სხვათა შორის, ეს მისი დიდი პლუსია. ცდილობს ემოციები დაფაროს, არ იწვევს ცუდ რეაქციას ხალხში.“ ლიპარტელიანის აზრით, ყველაფერი გადაწყვეტილია და მილიონი კაციც რომ გამოვიდეს ქუჩაში, არაფერი შეიცვლება!. უკომენტაროდ დავტოვებ ამ უნიკალურ აბსურდს.
-
უახლოეს დღეებში უფრო სრული მონაცემი დაიდება
-
1 თვით და შემდეგში ან არჩევნები ჩატარდება ან ვნახოთ.იმედია აზრის და ნუკრიკოს დაპირისპირება წარსულშია.
-
ერთს აზრს დავაფიქსირებ მომავლისთვის.
lasha_alo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ გაპესიმისტდებით სულ -
27 მაისს მიტინგზე მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ მოსულა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კონცერტს და პოლიტიკურ მიტინგს როგორ ადარებთ? :0 -
27 მაისს მიტინგზე მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ მოსულა
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ გამაოცებ, ღმერთმანი -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
გისმენთ ..............