-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
არაა სიძულვილი კარგი
-
"ახალი თაობა" №145(5835) (გვ.3) _ საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ აჭარაში თურქებს ბორდელები აქვთ გახსნილი. ეს ფაქტი ბევრმა პოლიტიკოსმა გააპროტესტა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა. რამდენიმე თვის მანძილზე ოპოზიციონერებმა პროსტიტუციისთვის ვერ მოიცალეს, ცოტა ხნის წინ კი ეს საკითხი პარლამენტის წინაშე დაისვა - ბორდელებთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება გააკეთა ჯონდი ბაღათურიამ. მან ჯერ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ აჭარა ტრეფიკინგის ცენტრად იქცა - თურქებს აჭარაში გახსნილ ბორდელებში შუა აზიიდან ჩამოჰყავთ გოგონები, გასული კვირის დამლევს კი ბაღათურიამ ბათუმში ბორდელების საწინააღმდეგო აქცია გამართა და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული პერიოდი მისცა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იქ ისეთი არაფერი ხდება, ადგილობრივები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, თურქი მამაკაცების ქმედება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ბათუმელები ამბობენ, რომ საღამოს ქალები ქუჩაში ფაქტობრივად ვერ გადიან, რადგანაც მათ თურქი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივების თქმით, ისინი თურმე არც ქალების გვერდით მდგომ მეუღლეებს ერიდებიან. ამ ნიადაგზე ბათუმში უკვე რამდენჯერმე მოხდა კონფლიქტი. მართალია, ეს ინფორმაციები გახმაურდა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა. გაჩერებას არც ოპოზიცია აპირებს. პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ბაღათურიამ ხელისუფლება სუტენიორობაში დაადანაშაულა. მანამდე კი პარლამენტის წევრების სამოვლინებო ხარჯებით დაინტერესდა - მისი თქმით, საბიუჯეტო სახსრები, ყველაფერთან ერთად, პარლამენტის წევრების დროსტარებაზე იხარჯება. ,,შარშან სექტემბერში კლაიპედაში, ორკვირიანი დესანტი როცა იყო გადასხმული, მე მაქვს პარლამენტისა და მთავრობისთვის სამარცხვინო ფოტომასალა, თუ რითი ერთობოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე პარლამენტის წევრები, როგორ ფლანგავდნენ ხალხის ფულს და მეორე მხრივ, როგორ არცხვენდნენ სახელმწიფოს. როცა მინისტრი და პარლამენტის წევრი საზღვარგარეთ იმყოფება და არაფხიზელ მდგომარეობაში ასე იქცევა, სრულიად სამარცხვინოა", - აღნიშნა ბაღათურიამ. კლაიპედას შემდეგ ბაღათურიამ იერიში სუტენიორტებზე მიიტანა - "ქართული დასის" ლიდერი ამ ქმედებაში ხელისუფლებას დებს ბრალს - "საერთაშორისო ტრეფიკინგით არიან დაკავებულები - რას ეძახით თურქულ ინვესტიციას? შუა აზიიდან მეძავების იმპორტს ჰქვია ინვესტიცია? მთავრობა ისე დაეცა, რომ პროსტიტუციით ფულის კეთებით არის დაკავებული. ამას პოპულარულ ენაზე სუტენიორობა ჰქვია", - განაცხადა ბაღათურიამ. ხელისუფლება კი ბორდელების არსებობას საერთოდ უარყოფს, თუმცა ხანდახან ინფორმაცია მაინც ჟონავს. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბათუმში უზბეკმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა იყო ამის მიზეზი, სამართალდამცავებს არ დაუკონკრეტებიათ. ბათუმში ამბობენ, რომ ის მოტყუებით ჩამოიყვანეს და ბორდელში ამუშავებდნენ. გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ბორდელები გონიოშიც მრავლად ყოფილა. - ადგილობრივების მტკიცებით აქ 27 ასეთი დაწესებულებაა, რომლებიც როგორც სასტუმროები და კაფეები, ისეა გაფორმებული. გონიოს მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფელში შუა აზიიდან ჩამოსული 500 სექსმუშაკი საქმიანობს - ისინი მხოლოდ თურქ კლიენტებს ემსახურებიან. გონიოს 450 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებას იმის დასტურად ინახავენ, რომ გონიოს სექს-სოფლად გადაქცევის შესახებ ყველას მისწერეს - გონიოს პოლიციით დაწყებული, საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული, მაგრამ სოფლის სექსზონად გადაქცევას არავინ შეუწუხებია. ბათუმლებს" შუააზიელი გოგონებისთვის პასპორტის წართმევის ფაქტი არ აღმოუჩენია, დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ მათ თავიანთი დამსაქმელების წინაშე ანგარიშვალდებულება აქვთ: ჩამოსვლის შემდეგ იხდიან დაახლოებით 700 დოლარს მგზავრობის ღირებულებას და 5000 დოლარს - დასაქმების საზღაურს. ვალის გადახდის შემდეგ გამომუშავებული თანხის გაყოფა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია. სექსმუშაკები გონიოში ერთი კლიენტისგან 150 დოლარს იღებენ. ზოგიერთი ამბობს, რომ ქართველ მამაკაცს 3-ჯერ მეტი ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი არ გაყვება - "მე მხოლოდ თურქებს მივყვები" - ისმის ფარულ ჩანაწერში ერთ-ერთი ქალის ხმა. ცოტა ხნის წინ გონიოში აბდულიშების მიერ გაქირავებულ სახლში მცხოვრები სექსმუშაკებიდან ერთ-ერთმა თავი ჩამოიხრჩო. გონიოში მოისმენ იმასაც, რომ ეს ქალი "ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩამოახჩვეს". საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ბათუმის მერიამ ის დაკრძალა როგორც უპატრონო მიცვალებული, ქალის "პატრონმა" თურქეთის მოქალაქემ კი სასწრაფოდ დატოვა გონიო, მეზობლების თქმით კი აბდულიშების სახლში სხვა გოგონები აღარ გამოჩენილან. ბორდელების არსებობა, რა თქმა უნდა, გონიოს მოსახლეობას სიმშვიდეს ურღვევს, რომელიც განსაკუთრებით იმის გამოა აღშფოთებული, რომ ბორდელები სოფლის სკოლის გარშემოა განთავსებული. სკოლის მიმდებარე ტერიტორია მებორდელეებს ერთი მიზეზით იზიდავს - აქ საერთაშორისო მაგისტრალი გადის და თურქული ტრაილერები ამ გზით მოძრაობენ. თურქი მძღოლები ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. "კაცები იმდენად მთვრალები არიან, რომ ნებისმიერ ქალს ჰკიდებენ ხელს. ამას რომ უყურებ, თავის შეკავება ძნელია. თუ იჩხუბებ, პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფისთვის მკაცრად გსჯის", - ამბობს გონიოს სკოლასთან ერთ-ერთი მცხოვრები. გონიოს სექს-სოფლად ქცევამ მეზობლებიც გადაჰკიდა ერთმანეთს - ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკებიან - ვინც უარი თქვა თავის საცხოვრებელში ბორდელის გახსნაზე, უკვე ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ტურისტებს საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოს - ანუ მათთვის სეზონი ჩავარდება და სახლებს ბანკი გაუყიდის. სამაგიეროდ, ეს საფრთხე აღარ ემუქრება მათ, ვინც სახლები უკვე გასცა "სასტუმროებად"... წერილი, რომელიც 450 გონიოელის ხელმოწერით პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერეს, დავით ბაქრაძემ ისევ გონიოს პოლიციაში გადაამისამართა, თუმცა პრეზიდენტთან გაგზავნილ წერილს განსხვავებული რეაქცია მოჰყვა - აქტივისტებთან გონიოს პოლიციიდან მივიდნენ და გააფრთხილეს - საჩივრების წერა აღარ გაბედოთო...
-
გაზეთი "რეზონანსი" №164(7096) ახალი კოდექსი ხმის ორჯერ მიცემის საშუალებას იძლევა_ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საშუალება ექნება, რომ ორ არჩევნებზე ორ ადგილას მაინც მისცეს ხმა. მათ ამის საშუალებას ახალი ,,საარჩევნო კოდექსი“ აძლევს, რომლის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ექსპერტები და არასამთავროები რამდენიმე საკითხს საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევენ. საია ყველაზე სადაოდ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების თემას მიიჩნევს. ახალი ცვლილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაცია გაუქმებული იქნა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები რეგისტრაციიდან მოხსნილი არიან, ანუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. თუმცა საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ამომრჩევლები ერთიან სიაში შეყავთ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ამასთან, სხვა კანონში წერია, რომ რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მცხოვრებ პირთა კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლების, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების, შეზღუდვის საფუძველი გარდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი პირები საარჩევნო უფლებას ახორციელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააჩნიათ რეგისტრაციის მოწმობა. საიას წარმომადგენელი თათული თოდუა კი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ახალი ნორმა იმას ნიშნავს, რომ სიების გადამოწმების კომისია რეგისტრაციის არმქონე პირებს ძველი მისამართის გამოყენებით აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თვლის, რომ საიას ეს შენიშვნა მათთვის მიუღებელია და, შესაბამისად, კანონში ეს ჩანაწერი არ შეიცვლება. კუბლაშვილის არგუმენტია, რომ ,,ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება არ უნდა შეიზღუდოს“. საიას განმარტებით, ,,ასეთ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციიდან მოხსნილ ადამიანს ძველი მისამართით აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, არსებობს იმის რისკიც, რომ მათ გააკეთონ ახალი მისამართით რეგისტრაცია და ამით არსებობს იმის რისკი, რომ მათ ორმაგად მისცენ ხმა“,_ ამბობს საიას წარმომადგენელი თათული თოდუა. მეორე სადავო საკითხი საერთაშორისო დამკვირვებლების თემას ეხება. მეორე მოსმენით მიღებული კანონით, საერთაშორისო დამკვირვებლები საოლქო უბნებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც იქნებიან. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ არა უმეტეს ორი საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ საარჩევნო უბანზე უნდა ყოფილიყო. ეს ფაქტი პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა და დაინტერესდა, თუ რა მიზეზით არის განსაზღვრული სადამკვირვებლო არეალად მხოლოდ საარჩევნო უბანი. თუმცა, პავლე კუბლაშვილმა ლორთქიფანიძეს განუმარტა, რომ ეს დეტალი პროექტში დაზუსტდება და საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება ექნებათ, მისია განახორციელონ როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. ასევე პრობლემად რჩება გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების საკითხი. საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიის წარმომადგენელს აქამდე შეეძლო, რომ ბიულეტენების დათვლის პროცესს დაკვირვებოდა და სურვილის შემთხვევაში პირადად გადაეთვალა როგორც ბათილი, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები. პროექტის თანახმად კი, ახლა კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს დამკვირვებლებიდან ერთ ან ორ ადამიანს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და სურვილის შემთხვევაში უფლება ექნებათ, პირადად ერთხელ გადათვალონ ნამდვილი ან ბათილი ბიულეტენები. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს. "გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები არსად არ ფიქსირდება და აქამდე მხოლოდ დამკვირვებლებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეს ბიულეტენები დაეთვალათ და თავისთვის მაინც ჰქონოდათ ინფორმაცია. დღეს კი ამის საშუალებაც აღარ იქნება", - ამბობს თათული თოდუა. აღსანიშნავია, რომ კამპანია "ეს შენ გეხებას" მოთხოვნა იყო, რომ გაფუჭებული და გამოუყენებლი ბიულეტენების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ინფორმაცია ამაზეც ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა.
-
“_ინტერვიუ სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბთან. ამირეჯიბი ვაკის მაჟორიტარობას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ლევან ბერძენიშვილს მოუგებს და კონკურენციას გიორგი კარბელაშვილსაც გაუწევს. ვისი ფრონტიდან აპირებს კენჭისყრას ამირეჯიბი უცნობია, მას სჯერა, რომ ძირძველ ვაკელს მხარს დაუჭერენ, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ფულს, ამირეჯიბი დარწმუნებულია, რომ მოძიება არ გაუჭირდება, ყავს მეგობრები, მაგრამ ხმამაღლა ამბობს, რომ ,,ბიძინას ფულს არ გამოართმევს“. ამირეჯიბი თვლის, რომ ივანიშვილის კოალიციას ერთადერთი გამოსავალი აქვს_ ,,რესპუბლიკელების“ რეიტინგი აბსოლუტური ნულია, თბილისშიცა და საქართველოშიც. მათი გამარჯვების გზა მხოლოდ ისაა, ბიძინამ, როგორც ,,პარაოზმა“ ჩაიბას და გაათრიოს უფუნქციო ვაგონებივით. ,,რესპუბლიკელები“ იმდენად უავტორიტეტოები არიან და ისე მოაბეზრეს ყველას თავი, შეიძლება მათ გაყვანას ბიძინას რეიტინგიც არ ეყოს. ვინ შეუშალა ხელი ივანიშვილისა და ბურჯანაძის გაერთიანებას? ,,რესპუბლიკელებმა“, რადგან იყო საშიშროება, ნინო ბურჯანაძეს ივანიშვილი გადაეფარა, მაგრამ 27 მაისს, მას მერე, რაც ბიძინა შედგა როგორც პოლიტიკოსი, ეს საშიშროება აღარ არის! ერთსაც გეტყვით, ლევან გაჩეჩილაძე რომ ამბობდა, 28 აპრილს გასეირნება გავაკეთოთო, ისევ ,,რესპუბლიკელებმა“ გააცემინეს ,,კამანდა“, თუ ლევანი დაიძვრება, მთელ ხალხს წაიყვანსო. ძმებ გაჩეჩილაძეებს მასებით მანიპულირება მართლაც შეუძლიათ. ისინი ქუჩაში უპირობო ლიდერები არიან და ამითაც გადაიფარებოდა კოალიცია_ამდენად ხალხს, ვინც მართლა გულანთებულია და ძალიან უნდა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის გადარჩენაში, ,,რესპუბლიკელები“ ბლოკავენ! ,,მე ვაცხადებ_აუცილებლად შევხდები ბიძინას და ვეტყვი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც ახლა საჯაროდ პირველად ვაცხადებ_ გადავწყვიტე, ვაკის რაიონში დავაყენო ჩემი კანდიდატურა და პირდაპირ ვამბობ, აუცილებლად გავიმარჯვებ!“. ლაშა ამირეჯიბი აპირებს კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი გადაწყვეტილება კრებასთან შეთანხმებული არ არის. ,ვერსია’’ №069(676)
-
ჩვენი მიხაკუა (აკაკი წერეთელი) ეს სოფელი უსამართლო, მასხარა და ტუტუცია, იმასა სთხოვს ანგარიშსა, ვისთვისაც არ მიუცია. მდიდარს თვითონ ემონება, საწყალს კი სთხოვს სამსახურსა, ედავება, ხელიდან გლეჯს ოფლით ნაშოვნ ლუკმა-პურსა. მაგრამ ეს ხომ ადამს აქეთ საზოგადო რამ წესია, ხშირად ის მკის და ისა სჭამს, ვისაც სულ არ უთესია! ეჰ, ვინ დასდევს საწყალ მუშას!.. ფეხით სრესენ, როგორც ჭიას და ფეხთა მტვერს ულოკავენ გამდიდრებულს და პრანჭიას! სამართალი ბეცი არის: ახლოს ვერ სჭრის, შორს ვერ ხედავს, მაგრამ ხალხი დაბორკილი ურჩობას ვით გაუბედავს? უღირსად და უსამართლოდ ამაღლებულს ემონება; დაჩაგრულს და შერისხულსა სდევნის!.. სად აქვს მას გონება?.. მაგალითად გინდ ავიღოთ ჩვენი მიხაკ ლორისაო! პაპა-მისი მწყემსი იყო თხებისა და ღორისაო! მამა-მისიც ტყავებს ჰყიდდა, საცოდავი ტარიელა, ქუჩა-ქუჩა დადიოდა ჯიბე და თავ-ცარიელა. მაგრამ ნახეთ, დღეს რაღაა მიხაკუა, მისი შვილი? დარჩა ქვეყნის მოედანი! სადღაა სხვა მიხაილი? სახელმწიფო კაცს ეძებენ რუსეთისთვის ამ ცუდ დროსო, მისთანას, რომ ახალ რუსეთს მარჯვედ ტყავი გააძროსო. და მეტყავის შვილს მოადგენ, სთქვეს თუ გამოცდილიაო; კინტოებში გაზრდილია, გაქნილ-გამოქნილიაო. სასახლეში მიიწვიეს, უთხრეს "უნდა გვიშველოო: ძველი უნდა გაგვიახლო, ახალი კი გვიძველოო!.." ეს უთხრეს და პირველობა მიანიჭეს მიხაკასა, თითონ შორით უყურებენ მის თესვას და იმის მკასა. ჯარასავით დატრიალდა ჩვენი კინტო მიხაკუა, სასახლეში კარისკაცებს ყველას ერთად ..... გულში ამბობს: "ამდენ ვირებს რად უყრიდნენ აქ თავსაო? ქვეყანას სხვას რას უზამდნენ თუ არ ცუდსა და ავსაო?" ზოგი გაყარ-გამოყარა, ზოგს კუდს უქნევს, როგორც მელა, ერთნაირად მოატყუა ახალი და ძველი, ყველა. სათვალთმაქცო რამ მალამო ძველსაც მოსცხო, ახალსაც სცხო, მაგრამ სომხური საქმე კი უფრო კარგად გამოაცხო! ახლებს თვალი აუხვია, მოატყუა, მოაღორა, ძველსაც მხარი მოუქცია, კოტრიალით გააგორა!
-
ამ უბანთან 25 წელი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ბოლო 13 წელია აქ ვცხოვრობ. :nekro: აქაურები ხშირად ვამბობთ „ქალაქში მივდივარ“,ერთგვარ გარეუბნად აღიქმება, თუმცა ამავდროულად ნებისმიერი ნოვაცია პირველად ჩვენთან იტესტება,კომპაქტური უბანია და ნებისმიერი მუნიციპალური თუ კომერციული ექსპერიმენტების დასაწყისისათვის საუკეთესო ადგილი. დიდი დიღომი 4 მიკრორაიონისაგან შედგება . უბანში 4 ძირითადი პარალელური ქუჩაა:მირიან მეფის ქუჩა(სახელი ახლახანს დაერქვა), გიორგი ბრწყინვალის ქუჩა (პირველი მიკრორაიონი),პეტრიწის ქუჩა ( ბრწყინვალეს მეზობლად მდებარე ქუჩის მხარე მიეკუთვნება პირველ მიკრორაიონს, კენტი ნომრები მეორე მ/რ-ს), დემეტრე თავდადებულის ქუჩა(მეორე მ/რ). ფარნავაზისა და პეტრე იბერიელის ქუჩები სხვადასხვა მხრიდან "ჭრიან" უბანს უბნის რეალურ დასაწყისად ეს გაჩერება შეიძლება მივიჩნიოთ.რეგიონალური რეისების დროს ავტობუსი აქ ყოვნდება და დაღლილი მგზავრი ტაქსისტების ალყაში აუცილებლად მოექცევა. პირველი მიკრორაიონში შესვლისთანავე აქაურობის სავიზიტო ბარათი "გუდვილი" დაგხვდებათ. მაღაზია უნივერსალურია, ნელნელა მაშტაბები გაზარდეს და მუდმივი კლიენტურა არ აკლიათ. მართალია პროდუქციის გადაღება სასტიკად აკრძალულია. ცოტა ხანი პაპარაცობა მომიწია. მანქანების გაჩერება. საყიდლებზე ოჯახითაც მიდიან პავილიონების მრავალფეროვნება პოსტსოვეტური კონტრასტი: ზდაროვიე, ცხელი შოკოლადი, ბომონდი,ფორბსი გუდვილის გადაღმა ბრწყინვალეს ქუჩაა. კვლავ ქართული კონტრასტი: ეკლესია,რესტორანი, ახალი კორპუსი და გაფუჭებული აბრა. სტადიონები კი გააკეთეს,მაგრამ ასეთ დაზიანებულ ადგილებს იქნებ მერიამ უშველოს. საშინელი სურათი დამხვდა. მოედანზე შესული ბავშვები და კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნური მინდორი მშენებარე კორპუსი და მორიგი პერესტროიკის დროოინდელი "არაშენდა" კლასიკური ბრწყინვალისეული ხედი ეს კი ბრწყინვალის "ეპოქის" დასასრული დელუქსის შესრულებით იქით მესამე მიკრორაიონია . გზის მხარე . როგორ იწოდება,ვერ გეტყვით, ოფისების,სერვისების , კერძო სახლების დეფიციტი არაა. შუაში უზარმაზარი მინდორია .რამდენიმე ბილიკიცაა ,სადაც ქარში ჩასვლა ნამდვილად არ გავბედე. გზის ბოლოში სპორტული კომპლექსია.არ დამცინოთ,მისი არსებობაც აქამდე არც გამიგია :| ქვევით სტადიონია. ქუჩის მეორე მხარე , მესამე მ/რ გასწვრივ.თავდამსხმელის პოზიციიდან გადავიღე ეს კი მესამე მ/რ-ის ცენტრია პსპ აფთიაქი 80ნი წლების არქიტექტურა სტადიონი მესამე მიკრორაიონში მშენებარე ეკლესია სკვერში. სკოლა გზად "მეოთხისაკენ" ამ ხევს მოსახლეობა სანაგვედ იყენებს.ჰმ.... აქაური ეკლესია "მეოთხე მიკრო" გუდვილი არაა,მაგრამ ნაციონალების სასადილო უპოვართათვის ერთადერთი ცოტა ნათელი ფერები ამ რუხ ადგილას კი ქვია,მაგრამ ხალხურ სიტყვიერებაში მეოთხე მიკრორაიონადაა ცნობილი ეს უკვე თავდადებულის ქუჩაა მეორე მიკრორაიონი = თავდადებულის ქუჩა + პეტრიწის ქუჩის ლუწი რიცხვები.მეოთხე მიკროდან ჩამოსული აქ ქალაქში ხვდები. ბაზრობა პეტრიწზე პეტრიწის ქუჩა, ლიბერთი ბანკი პროკრედიტ ბანკი ეს კი საქართველოს ბანკია, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა. ტელევიზიის კორპუსის წინ აქ დამთავრდა ჩემი გასეირნება, რომელიც კარგი ვარჯიში გამოვიდა. ურიგო არ ყოფილა პაპარაცობა. საკმაოდ ვიარე და ვარჯიშში ჩამეთვალა. = ერთგვარი "აზარტი" აშკარად ქონია. საკუთარ უბანშიც კი ბევრი ახალი ადგილი ვიპოვე. ყველა საიინტერესო ადგილებიც ვერ გადავიღე. ეს შემდეგისთვის გადავდოთ. ჩანაწერის შემდეგ კი ჩემი ეზო. ...სტადიონი მაღაზია "გუგლი"
-
კიდევ ერთხელ პლანეტის ბლოგების შესახებ. აუცილებლად ნახეთ
lasha_alo commented on lasha_alo's ბლოგ პოსტი in ლაშა ალოს დღიური
კითხვები აქ დაგვისვით -
კიდევ ერთხელ პლანეტის ბლოგების შესახებ. აუცილებლად ნახეთ
lasha_alo posted a blog entry in ლაშა ალოს დღიური
მალე პლანეტას დაემატება არაერთი საინტერესო ნოვაცია.ერთერთი პირველი სიახლე, ბლოგების გაკეთების შესაძლებლობა უკვე ნებისმიერ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ა) პლანეტაზე რეგისტრირებულ იუზერებს შეუძლიათ იქონიონ იმდენი ბლოგი რამდენიც გაუხარდებათ. რაოდენობაში შეზღუდვა არაა; ბ) თემატიკა , წერის მანერა არავის მხრიდან არ კონტროლირდება. თქვენი ბლოგის მფლობელი მხოლოდ თქვენ ხართ; გ) არსებობს შეზღუდვები,რომელიც ზოგადი ხასიათისაა (იკრძალება სპამი, ფლუდი, პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, საავტორო უფლებების დარღვევა; ბლოგის გახსნის ვიდეოინსტრუქცია ქვედომეინი საიტს ჯერჯერობით ქვედომეინს პირდაპირ ვერ მოგცემთ, მაგრამ თქვენ მაინც გაქვთ საკუთარი ქვედომენური სახელის არჩევის შესაძლებლობა, არჩეული ქვედომეინის მეშვეობით,თქვენ და თქვენი მომხმარებელი პირდაპირ მოხვდებით შესაბამის ბლოგზე ანუ ხორციელდება რედირექტი(გადამისამართება). ბლოგის მართვა ბლოგების თავფურცელზე შესვლისას თქვენ უნდა ნახოთ ოფცია „ბლოგის მართვა“, რომლის დაჭერის შემთხვევაში აისახება „თქვენი არსებული ბლოგებების სია“ თითოეული მათგანის სამართავად ირჩევთ „პარამეტრებს“ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ქვედომეინი(ინსტრუქცია ზევით); გაზიარება feedburner ის იდის მეშვეობით ; დაამატოთ ავტორი ეი შესაძლებელია ერთ ბლოგს ყავდეს რამდენიმე რედაქტორი; "სხვა პარამეტრების" მეშვეობით აირჩიოთ ბლოგის მთავარ გვერდზე გამომავალი სიახლეების რაოდენობა Xml-RPC ესაა ბლოგების დისტანციური მართვა ზოგადი ინფორმაცია: http://ru.wikipedia.org/wiki/XML-RPC თუ წარმოდგენა არ გაქვთ,უმჯობესია შეეშვათ აგრეთვე ხერხდება: -აირჩიოთ ბლოგის ნახვის რეჟიმი; -კომენტარების მოდერაციის რეჟიმი; ბლოგების მთავარ გვერდზე სიახლის კორექტული გამოტანა თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ სკრიპტის მიერ მთავარ გვერდზე გამოტანილი სიახლის მოკლე ნაწილი ისარგებლეთ აღნიშნული თეგებით: Extract თეგებს შორის მოაქციეთ ის ნაწილი, რომლის გამოტა გნებავთ მთავარ გვერდზე.შეგიძლიათ ისარგებლოთ რედაქტირების ფორმაში არსებული ბბკოდებით,სადაც ეს თეგიც მოცემულია. RSSდან სიახლეების მიღება ბლოგის პარამეტრებიდან ირჩევთ ამ ოფციას შემდეგ სვავთ რსს ველს, რომლიდანაც გსურთ იმპორტი აქვე შესაძლებელია აირჩიოთ კატეგორია,სადაც მოთავსდება იმპორტირებული კონტენტი. თეგები სიახლეებისათვის,ბოლო 2 პუნქტი რსსის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. უმჯობესია არ შეეხოთ,თუ არ იცით რას აკეთებთ. რსსებით სარგებლობის ლიმიტი არაა . თუ რაღაც არ მოგეწონათ დაარედაქტირეთ. კატეგორიების მართვა ბლოგზე შეგიძლიათ შექმნათ განუსაზღვრელი რაოდენობის კატეგორია. იხილეთ წინა ილუსტრაცია . ბლოკების შექმნა შეგიძლით შექმნათ თქვენი პერსონალური ბლოკი. მაგ: საინტერესო ბმულები , პარტნიორები ან რაც გაგიხარდებათ . მისი რედაქტირება ხდება ჩვეულობრივი რედაქტორით. აგრეთვე არსებობს სკრიპტში ჩაშენებული ბლოკები, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ ან წაშალოთ. ჩანაწერის დამატება ჩანაწერის დამატება ხდება ჩვეულობრივი IPB რედაქტორის მეშვეობით. ა) ჩართულია ქართული კლავიატურა. გამორთვა~ ღილაკის საშუალებით; ბ) გამოიყენება ყველა ის ბბ კოდი , რაც ფორუმში. მუშაობს. ხერხდება იმპორტირება ვორდიდან , ტექსტ ფაილებიდან, სურათის ჩასმა შესაძლებელია გარე ბმულით ან ასევე მოსახერხებელია სურათების ატვირთვა „ათაჩმენთის“ სახით; სურათების გამოყენება 1) შესაძლებელია ჩანაწერის სურათის სახით. მაინცდამაინც არ გირჩევთ ყოველთვის ლამაზად არ ცანს , თუმცა გასწორება ხეხდება; 2) გარე ბმულით სურათი ტავსდება სავსებით ნორმალურად; გაითვალისწინეთ სურათის ზომა; 3) სერვერზე საიტზე გატავსების შემდეგ შეგიძლიათ ის ან განათავსოთ შესაბამის ადგილზე ან დატოვოთ როგორც ბლოგზე მიმაგრებული ფაილი. -
ცნობილი ადვოკატი და პოლიტიკოსი საუბრობს დაწესებული ჯარიმებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ http://www.youtube.com/watch?v=9I3utdM7OC4http://www.youtube.com/watch?v=9Ntci_5IJGk
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ლილი გელაშვილმა აცნობა. მისი განცხადებით, ადვოკატებს დაკავების მოტივებისა და გარემოებების შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვთ. გელაშვილის ცნობით, ადვოკატები აეროპორტში მიეგზავრებიან და დეტალების დაზუსტებას ადგილზე შეეცდებიან. თქვენი კომენტარი
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ლილი გელაშვილმა აცნობა. მისი განცხადებით, ადვოკატებს დაკავების მოტივებისა და გარემოებების შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვთ. გელაშვილის ცნობით, ადვოკატები აეროპორტში მიეგზავრებიან და დეტალების დაზუსტებას ადგილზე შეეცდებიან.