ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. სასამართლომ პარტიების 17 წარმომადგენელი სამართალდამრღვევად სცნო 17:54 08-07-2012 თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელი სამართალდამრღვევად სცნო და, შესაბამისად, შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 77.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარი, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარი, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარი, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარი, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარი, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასი, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სამართალდამრღვევებმა აღნიშნული თანხა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რისთვისაც მათ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათი აქვთ. ამ ვიგინდარა მოსამართლე-პამპერსებს რა გგონიათ , ადრეთუგვიან არ მოეკითხებათ? რათქმაუნდა უნდა გასამართლდნენ და არანაირი ამნისტია ოღონდ კანონის ფარგლებში.