Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    311.011

22-ე სასწაული


lasha_alo

2.173 views

20 წლის შემდეგ სკოლაში შევიარე.

მაინტერესებდა ახლა როგორ გამოიყურება.

დარაჯის ნებართვის შემდეგ მინდოდა ჩემთვის სურათები გადამეღო და ცოტა ხანში ფოტოაპარატი დაჯდა . მესამე სართულზე ერთ არცთუ სტუმართმოყვარე "ციცო დეიდას" გადავეყარე.ავუხსენი,რომ ეს სკოლა დავამთავრე და 5 წუთით შემოვიარე. აპარატი რომ დამინახა, არ ესიამუვნა , ვუთხარი ორიოდე კადრი მინდოდა,მეტი არაფერი.

ქალი აენთო "მე ვკრძალავო" "ვისი რა საქმეა ამ სკოლაში რა ხდებაო" ,აგრესიაზე გადავიდა.

22-ე სკოლის ახლანდელი დირექტორი ყოფილა. ახლა მებადება კითხვა, ხრუშოვის დროში ჩარჩენილი ეს ციცო დეიდები ჩვენ შვილებს ნორმალურად გაზრდიან? დიახაც გასაყრელია 2/3 "პედაგოგი" და დირექტრისა სკოლებიდან. ამათ ზიანის გარდა არაფრის მოტანა არ შეუძლიათ..... ჰო, ბოლოს...... როდესაც სკოლიდან გამოვდიოდი, პედაგოგებისადმი ნათქვამი ერთი ფრაზა შემომესმა " თვალი ადევნეთ,არაფერი გადაიღოსო" . უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰომო-სოვეტიკუსების სამჭედლოში

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...