Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ტიპი რა ნაგლია? ჯერ ბ.ბსგან უნდოდა მაყუთი,მერე ამათ მიადგა. ვერ ვიტან ასეთ სირებს
  2. მოსკოვში ბორის ბერეზოვსკი დააკავეს. სპეცსამსახურებმა პუტინის ერთერთი მთავარი მტერი აეროპორტში მოაქციეს ხაფანგში წყარო: http://fognews.ru/v-...erezovskij.html ფილმი http://filmin.ru/9549-oligarh.html http://fognews.ru/wp-content/uploads/2012/08/v-moskve-zaderzhan-boris-berezovskij_p.jpg ვაკვირდები და დიდ სააგენტოებს ჯერ ნიუსი არ გაუვრცელებიათ.ასე რომ მთლად სანდო არაა ეს წყარო
  3. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2468/1/Dzveli%20Tbilisi_02.jpgსხვებიც დავამატოთ ნელნელა ;)
  4. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. პირველი გასვლა აშშ-ში შედგა 1892 წელს. ეს ის დროა, როდესაც აშშ სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს ზეიმობდა. ამასთან დაკავშირებით ეწყობოდა გრანდიოზული სანახაობები და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული საუკეთესო ცხენოსნები. ამ მისიით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი თომას ოლივერი, რომელმაც აშშ-ს კონსულისა საქართველოში და იქ მომუშავე ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით ოზურგეთსა და ლანჩხუთში შეკრიბა 10 კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით. აქედან იღებს სათავეს გურული ცხენოსნების ამერიკული თავგადასავალი, რომელიც, დაახლოებით, 30 წელი გაგრძელდა. თავდაპირველად ისინი მარსელში ჩავიდნენ, იქიდან პარიზში, შემდეგ ჰავრში და იქიდან საოკეანო ხომალდით ჩავიდნენ ამერიკაში. ცხენოხნები მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ „შაპიტო ცირკში“ გამართულ სანახაობებში. მაყურებლებისათვის ყველაზე საინტერესო სანახაობად იქცა გურულების ჯირითი, ცეკვა და სიმღერა. ამ ჯგუფში შედიოდა სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი. ისინი ცნობილ "ბუფალო ბილის" ცირკში გამოდიოდნენ და მთელი ამერიკისა და ევროპის გაოცება მოახერხეს საცხენოსნო ოსტატობით. ცხენოსანთა ჯგუფის წევრები მამაკაცების გარდა იყვნენ ქალბატონებიც, ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში ცნობილი იყო პრინცის ტიტულით.http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2408/1/guruli%20cxenosnebi_recto.jpg http://dspace.nplg.g...andle/1234/2408
  5. ჩვენი წარმოსახვა მეცნიერებისგან გასამიჯნია. სხვათაშორის ივანე ჯავახიშვილს მროველისადმი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება ქონდა . გირჩევდიტ გაეცნოტ მერვე ტომს და მის მოსაზრებებს ,თუმცა შემდგომი პერიოდის მეცნიერები ასეტი კატეგორიულები არ ყოფილან . აქ ბევრი ნიუანსია : ა) სომხური ეკლესიის გავლენა და იმ პერიოდის რელიგიურ-პოლიტიკური მომენტტები(იგულისხმება მროველის ეპოქა) ბ) ფარნავაზის დაკავსირება ქუჯთან ანუ გარკვეული ისტორიული-პოლიტიკური პროცესების წარმოდგენა; მე ვეხები ლეონტის არგუმენტებს და საფუზველს ეს დაეწერა
  6. http://www.epn.ge/?p=115953 საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან როგორც “ექსპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობიდან აცნობეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარობის კანდიდატების მომავალ კვირას დასახელებას.
  7. რეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების თარიღი რამდენიმე წუთში დაასახელოს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. როგორც მათ განაცხადაეს 14:45 საათზე მანანა მანჯგალაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. http://www.epn.ge/?p=115935
  8. ჩვენ, Flash Design Studio, რომელმაც დავამზადეთ Adjarabet.com-ის ვებ-გვერდი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და საჯაროდ ბოდიშს ვიხდით საზოგადოესბის წინაშე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ამავდროულად, გვსურს საზოგადოებას ახსნა-განმარტება მივაწოდოთ მომხდარის შესახებ: ქვეყნების სია ავტომატურად გენერირდება ერთ-ერთ ინტერნეტ რეპოზიტორიდან (http://www.artlebedev.ru/tools/country-list/xml/), სადაც ჩვენგან დამოუკიდებლად, ქვეყნების ბაზის განახლებისას (აბდეიტი), მოხვდა სამხრეთ ოსეთის ქვეყნის სტატუსით დაფიქსირება. გვინდა ავღნიშნოთ, რომ რეპოზიტორის პირველადი გადახედვისას, ჩვენ მოვახდინეთ ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთის ამოღება. ვინაიდან და რადგანაც, განახლების პროცედურა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, ჩვენ ვერ მოვახდინეთ დროული რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებამდე ქვეყნების სიის გადამოწმება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ ძალზედ არასასიამოვნო და ამაზრზენ ფაქტთან დაკავშირებით, Flash Design Studio იღებს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ ჩვენს ურყევ პატრიოტიზმში და ჩვენი აღშფოთება გამოვხატოთ მომხდარი ინციდენტის გამო.
  9. http://www.iveroni.com.ge/politika/15434-eliso-kiladze-shesadzloa-kakha-kaladze-daapatimron.html?lang=ka-GE არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ელისო კილაძე, ქართული ოცნების წევრის, კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ კილაძემ გაზეთ "კვირის ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კილაძის თქმით, სააკაშვილი გაცოფებულია მისთვის მილანში გადაღებული სურათების გამო, რომელსაც ის კახა კალაძეს უკავშირებს. "კალაძეს დღეს რასაც უშვრებიან ყველაფერი რომ დაუყადაღეს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება, რადგან გაცოფებული მიშა სწორედ კალაძეს უკავშირებს იმ სკანდალური ფოტოების გადაღებას, რომლებზეც ქვეყანაში წინა დღით მომხდარი სტიქიის მიუხედავად, საშოპინგოდ მილანში ჩასული მიშაა აღბეჭდილი"_ აცხადებს კილაძე. კილაძის თქმით, სააკაშვილი იმდენად გაცოფებულია ამის გამო რომ შესაძლოა მისი ბრძანებით გამოგონილი ბრალდებით კალაძე დააპატიმრონ კიდეც. "გაცოფებულია მიშა ამ ფოტოების გამო და ნურავინ გამორიცხავს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების გამოგონილი ბრალდებით სააკაშვილმა კახა კალაძე დაიჭიროს" _ დასძენს ელისო კილაძე. მისივე განცხადებით, არცერთ სხვა ქვეყენაში ასეთი ქმედების გამო პრეზიდენტს იმპიჩმენტი არ ასცდებოდა.
  10. ვინ დანიშნა ეს უბედური http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1910
  11. http://newsru.com/russia/30jul2012/riot.html რუსეთში სააკაშვილის ძმა მართავს რა ამათი დაჭერა სერიოზული სკანდალია,მაგრამ ავტორიტარიზმის კანონია ძალადობა
  12. ავადმყოფია,ვინც ამ ამბავის პოლიტიზირებას შეეცდება. ეს ჩვენი საერთო სიხარულია . იმედია ოლიმპიადიდან კიდევ გავიგებთ კარგ ამბებს. http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1912 ზვიადურმა ოჯახში მიულოცა. ღმერთმა სიკეთე არ მოაკლოს ამ ოჯახს.
  13. ეს მე არ მითქვია, ჟურნალმა დაწერა და შენიშვნა მივეციო თქვენი აზრით ? http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1914
  14. http://atb.ge/?address=news&id=181851 მრავალწლიანი კონფლიქტი კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის უნდა გადაწყდეს დნესტრისპირეთის შესვლით მოლდოვაში განსაკუთრებული რაიონის უფლებებით. ამის შესახებ ტირასპოლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ეს არის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პირველი განცხადება, რომელიც ღიად გაკეთდა დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლეთა თანდასწრებით. ამ წინადადების სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვს, რომ მოლდოვას ნეიტრალიტეტს და ნატოში გაერთიანებაზე უარს, ასევე რუსების უფლებების დაცვას და ქვეყანაში მეორე სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადებას. თუმცა ეს მოთხოვნები ღიად არ გახმაურებულა, მაგრამ რუსული მედია აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. დნესტრისპირეთის პრეზიდენტთან ევგენი შევჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კარასინი უფრო კატეგორიული იყო. კითხვაზე აღიარებს თუ არა მოსკოვი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას კარასინმა უპასუხა: "ჩვენ ვხედავთ დნესტრისპირეთის მომავალს განსაკუთრებული რაიონის სახით, საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიებით, მოლდოვას ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში". რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი ადრეც აცხადებდა, რომ დნესტრისპირეთს მოლდოვის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ასეთი განცხადებები ტირასპოლში არასოდეს გაკეთებულა, მით უფრო დნესტრისპირეთის ხელისუფლების "პირველი პირის" თანდასწრებით. ამ განცხადებით კარასინმა და ოფიცალურმა მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ ტირასპოლს იმედი არ უნდა ქონდეს რომ მოსკოვი მის დამოუკიდებლობას აღიარებს და ის მოლდოვაში დასაბრუნებლად უნდა ემზადოს. მასალის გამოყენების პირობები
  15. ლანჩხუთის რაიონში "ქართული ოცნების" პროგრამა "კარდაკარის" მონაწილემ შოთა ფირცხალაიშვილმა "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალის წინ მდუმარე აქცია დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ფირცხალაიშვილმა მოქალაქეებს ფულადი შემწეობა სთხოვა. მან ერთი საათის განმავლობაში შეგროვებული სიმბოლური 99 თეთრი "საქართველოს ბანკში" პირად ანგარიშზე შეიტანა. ფირცხალაიშვილის თქმით, ის "საქართველოს ბანკთან" აქციას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ბანკის წარმომადგენლები არ აუხსნიან, თუ რატომ დააჯარიმეს 999 ათას 999 ლარით და რატომ არის მისი პირადი ანგარიშები დაყადაღებული. შესაბამისი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, შოთა ფირცხალაიშვილი ხვალ შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ხვალ მას პროგრამა კარდაკარის 11 დაჯარიმებულიც შეუერთდება. კოალიცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრების განცხადებით, მათ და პროგრამა კარდაკარის 11 მონაწილეს 4 დღის წინ "საქართველოს ბანკში" გახსნილი პირადი ანგარიშები დაუყადაღეს. თითოეულ მათგანს ბანკმა 999 ათას 999 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. თუმცა "საქართველოს ბანკის" განცხადებით, "ქართული ოცნების" ლანჩხუთელი წევრების ანგარიშებს ყადაღა არ ადევს და არც რაიმე სახის დავალიანება ერიცხებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ბალავაძემ 28 ივლისს განუცხადა, დავალიანების მაჩვენებელი, რომელიც "ქართული ოცნების" ლანჩხუთელ წევრებს ქვითარმა აჩვენა, ტექნიკური ხარვეზის შედეგია. "ბანკომატის ქვითარზე რაც დაიბეჭდა, ვითომ ნაშთი, ეს არ არის ჯარიმა, ეს არის ტექნიკური შეცდომა. შეცდომას აგდებს სისტემა, რადგან ტექნიკური ხარვეზია თვითონ ანგარიშზე. რაც შეეხება ანგარიშებზე არსებულ მდგომარეობას, ლანჩხუთის სერვისცენტში გუშინ ჩვენ წერილობით მოგვმართა ოთხმა მოქალაქემ, ჯანგულ ქინქლაძემ, შოთა ფირცხალაიშვილმა, ლილი ებრალიძემ და რომან ბიწაძემ. ეს პირები წერილობით ითხოვდნენ მათ ანგარიშებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ახსნა-განმარტებას. ჩვენ წერილობითვე ვუპასუხეთ, რომ მათ ანგარიშებზე ყადაღა არ არის", - განაცხადა სოფო ბალავაძემ.
  16. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/208923-patriarqma-moakhloebul-saparlamento-archevnebze-iqadaga.html
×
×
  • შექმენი...