-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
-
რესურსების ზედა ზღვარის განსაზღვრაში გვეხმარებიან ოპოებს
-
https://www.facebook.com/photo.php?fbid=278431918939704&set=a.278067305642832.63867.276043579178538&type=1&theater გრანდიოზული სპექტაკლი, 11 ქალაქი, სახელმწიფო რესურსების ბოლომდე გამოყენება , ვერ გადაუხარშია მიშას ბიძინას ფაქტორი.უნდა უფრო გრანდიოზული შოუ. ნაცებო, თვითონაც იცით,ესაა სპექტაკლი, ბიძინას მხარდამჭერი მიტინგი კი გულწრფელი ემოციები. ასე რომ დაწყნარდით;) აღორძინების მიტინგი როგორც მშვიდად დაიშალა ვარდების მოვლენების დროს, იგივე დაგემარტებათ თქვენც ;) იმათ დაემსგავსეტ. ატარეთ ყრილობები. რესურსის ზედა ზღვარს მაინც გავიგებთ.
-
jobda originalis mixedvit
-
ამ თემას თაფლი უსვია?
- 98 replies
-
- ღალატი რა ვქნა?
- ღალატი
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით აშშ–ის სენატის დელეგაცია დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრებიან. ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლები ისინი უკვე შეხვდნენ მთავრობის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს. http://www.for.ge/view_from.php?from_id=5562&from_cat=1&n_title=%60aSS%E2%80%93is+senatis+delegacia+dRes+saqarTvelos+regionebs+estumreba
-
Malxaz Topuria: 5ს რომ 5 მივუმატოთ რამდენია ბაჭია? არ დაიბნა ბაჭია და თარგამაძე აწია თქვენი აზრი?
-
მეექვსე წელია ვიწყებ :დ ხალხნო, რჩევებისთვის გამოვიყენოთ ეს თემა, არ ჯობია?
- 21 replies
-
- დიზაინი და გრაფიკა
- პროგრამირება
- (and 2 more)
-
მე იმას გეკითხები ალტერნატივად რა გესახება
- 21 replies
-
- დიზაინი და გრაფიკა
- პროგრამირება
- (and 2 more)
-
ურფინ,ტექსტის დაფორმატებას გირჩევდი. უკეთესად აღიქმება კონტექსტი
-
Giorgi Kiskeidze პოპოვი რატომ არა? მაშინ რას გვირჩევ
- 21 replies
-
- დიზაინი და გრაფიკა
- პროგრამირება
- (and 2 more)
-
http://www.for.ge/view_from.php?from_id=5467&from_cat=1&n_title=%60Tedo+jafariZe+kondoliza+raiss+Sexvda 4 სექტემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. შეხვედრა „სტრატფორში“ გაიმართა, რომლის თემა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად და რომ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, უნდა დამკვიდრდეს ინსტიტუციონალური დემოკრატია და კანონიერება.
-
საჭიროა თუ არა ეროვნების ჩაწერა პირადობის მოწმობაში?
lasha_alo replied to qartu's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რაა? -
მომწერეთ მე. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. გვინდა აქტიური ადამიანები ჩვენსკენ მოვიზიდოთ. გაგვეხარდება, თუ მათ რიგს თქვენც დაემატებით უჩვეულოდ პატარა ცანაწერია, მაგრამ მნიშვნელოვანი
-
:brr: Еврокомиссия начала расследование в отношении "Газпрома", который подозревается в нарушении антимонопольного законодательства Евросоюза. "Комиссия опасается, что "Газпром" может злоупотреблять своим доминирующим положением в Центральной и Восточной Европе в нарушение статьи 102 Договора о функционировании Европейского союза", – говорится в сообщении ЕК. В частности, комиссию заинтересовали три случая нарушения конкуренции. Во-первых, "Газпром", предположительно, разделил рынки газа, что препятствует его свободным поставкам в страны ЕС. Во-вторых, "Газпром", возможно, препятствовал диверсификации поставок газа. И в-третьих, компания подозревается в установлении несправедливых цен для своих клиентов. "Такое поведение, если оно будет доказано, может представлять собой ограничение конкуренции. Что, в конечном счете, может нанести ущерб потребителям ЕС", – говорится в сообщении. Как пишет РБК daily, в случае, если "Газпром" будет признан виновным, ему грозит штраф, который может достигать $6 миллиардов. ЕК отмечает, что открытие разбирательств не предопределяет результатов расследования, а лишь означает, что дело будет рассматриваться в приоритетном порядке. "Газпром" и соответствующие органы в отдельных странах ЕС уже уведомлены о начале расследования. "Законом не установлен окончательный срок для завершения антимонопольного расследования. Продолжительность зависит от ряда факторов, включая сложность дела и то, в какой степени предприятие будет сотрудничать с комиссией и осуществлять права на защиту", – отмечается в документе. В конце сентября 2011 г. в европейских офисах дочерних компаний "Газпрома" – немецкой Gazprom Germania и чешской Vemex – прошли обыски, которые проводили представители Еврокомиссии. По данным РБК, европейские регуляторы заподозрили корпорацию в злоупотреблении доминирующим положением в Восточной Европе. "Дочек" компании могли оштрафовать на 10% годовой выручки в случае, если бы вина компании подтвердилась. Однако никаких санкций в отношении "Газпрома" в итоге применено не было.
-
მიშა აბაშიძე, თუ ასლან სააკაშვილი?! ანუ დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი თავად იქცა დიქტატორად`
lasha_alo commented on atrava's ბლოგ პოსტი in atrava's ბლოგი
მადლობა, რომ აქ გახსენი ბლოგი და აქტიურობ. იმედია, ბლოგერები მოგვემატებიან -
ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით, საქართველომ ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე, ინვესტიციებზე ორიენტირებული, ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს. „ეს კარგად არ გამოიყურება“, ამბობს ტეილორი.“და გზავნილია, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭიროა“. ტეილორს მიაჩნია, რომ ბანკზე ზეწოლა არა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ლახავს, არამედ არის უფრო სერიოზული პრობლემიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. „სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს,“ ამბობს ის. „საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი.“ ის დასძენს: „დასავლეთში, არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი ამკვიდრებს კონკურენციას“, თუმცა ეს „ილუზიაა“. ეს მოსზრება ეხმიანება „საერთშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ არაერთ კვლევას. ერთ-ერთის თანახმად, რომელიც საწვავისა და საკვები პროდუქტების სფეროში ჩატარდა, გამოავლინა რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ოლიგოპოლიას. კიდევ ერთი ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორების ხელშია. კვლევა, რომელიც მედიისა და ფარმაცევტულ სექტორში ჩატარდა იგივე შედეგები უჩვენა. „დასავლეთში ისეთი წარმოდგენა აქვთ თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა“, მაგრამ ეს მხოლოდ „ილუზიაა“ აღნიშნავს ანალიტიკოსი ტეილორი. თარგმანი:http://foreignpress.ge/?p=21303#more-21303 http://blogs.ft.com/beyond-brics/2012/09/03/georgia-dark-side-of-rose-revolution/#axzz25QkTnuDI
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოში შეძულდეთ დასავლეთი . რატომ ცდილობენ ყველაფერი ასე გადააკეთონ. დათმობები კი არა ფეხებითაა ცამოსაკიდი ყველა, ვინც მოგელაძე , ალისტრახო და სხვა ფენომენები შექმნა.. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და მომავალი არჩევნების შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტის კეტრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოძრაობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. „განცხადებაში აღინიშნა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, კერძოდ: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით; ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით; მომავალ წელს ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებს. განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა არ უნდა დაუშვან ძალადობა, დაძაბულობა და სიძულვილის გაღვივება. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაემორჩილონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს“,- ნათქვამია განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. „გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თავისი ქმედებებითა და განცხადებებით აღვივებს ეჭვს არჩევნების შედეგების შესახებ. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნას და must carry-ის რეგულაციების შემოღებას მედიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს უარი თქვან ძალადობაზე, შუღლის გაღვივებაზე და აღიარონ არჩევნების შედეგები. კიდევ ერთხელ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ჩვენი მხრივ, ვაცხადებთ მზაობას, მომავალშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“,- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
-
ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის წერილი. მეზობელი ფორუმიდან ავიღე მისი ქართული ტექსტი როგორც ეს საქართველოში ხშირად არის ხოლმე, და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ტანდემი მართავს, ბიზანტია შორს არ არის. ამ მხრივ სიტუაცია კლასიკურია: ავტორიტარული რეჟიმი არჩევნებს „ამზადებს“. დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ მას შეწყვიტოს ადამიანის უფლებების სულ უფრო აშკარა დარღვევები. არაფერი არ იცვლება. მაგრამ ერთი რამ ცხადია: „მე არ ვაპირებ მათთვის ხელისუფლების დათმობას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ქვეყნისთვის გავაკეთე!“ – ამბობს თავად სააკაშვილი. მსგავსი რამ ადრეც მოსმენილი გვაქვს! გარდა ამისა, ყველა ოპოზიციონერი აუცილებლად „მოსკოვის აგენტია“, საბჭოთა წყობის აღდგენის მომხრე, ერთი სიტყვით – მოღალატე. მიუხედავად იმისა, რომ კონსპიროლოგია ნორმად იქცა (საქართველოში არაერთხელ დაუკავებიათ ჯაშუშები, სამხედროები სახელმწიფო გადატრიალებაში დაუდანაშაულებიათ, შეთქმულბები უმხელიათ…), ის აღარ მუშაობს. ქვეყანას სურს ცვლილებები და სჯერა ახალი ოპოზიციური ფიგურის, რომელსაც, მიუხედავად მისი დისკრედიტაციის კამპანიისა, აღიქვამს არა როგორც მოსკოვის დესპანს, არამედ როგორც ნამდვილ ქველმოქმედს, ქართველ ბილ გეითს. როგორც გახსოვთ, ომამდე სწორედ ის აფინანსებდა სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე თვალსაჩინო ინიციატივებს (ყაზარმების, გზების, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობას). იმ დროს, მისი ფულის რუსული წარმომავლობა არავის აღელვებდა. საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება. კონფლიქტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო შელახული რეპუტაციის აღდგენა, მიუხედავად იმ შიზოფრენიული პროპაგანდისა, რომ „ჩვენ ომში გავიმარჯვეთ“. ქვეყანა ამისკენ კიდევ უფრო ძლიერად მიისწრაფვის იმიტომ, რომ პრეზიდენტის პარტია ქვეყანას უკვე მერვე წელია მართავს, ხოლო უდიდესი საპარლამენტო უმრავლესობა მას კონსტიტუციით იოლად მანიპულიერების შესაძლებლობას აძლევს, ოპოზიციის აზრს კი, რომელსაც სულ რამდენიმე მანდატი აქვს, არაფრად აგდებენ. ოპოზიციური პარტიის ხელთ არ არის არცერთი მუნიციპალიტეტი ან გუბერნატორის პოსტი, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებსა და პოლიციაში თანამდებობებზე დანიშვნა უმკაცრესი კონტროლით ხდება. ამ განუყოფელმა ძალაუფლებამ ქვეყანა ომამდე და სიღატაკემდე მიიყვანა; აქა იქ აგებული ფერადი თანამედროვე შენობები, „პოტიომკინის სოფლების“ მსგავსად, აქ მოხვედრილი უცხოელების გულებს იგებს. დამდეგ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ არჩევნების შემდეგ გაირკვევა, გახდება თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მუდმივი, მიბაძავს ჩრდილოეთით დამკვიდრებულ ვლადიმერ პუტინის მოდელს. საქმე ის არის, რომ ამჯერად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება სანდო და ფინანსურად უზრუნველყოფილი (მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი თანხები საქართველოში გაყინულია) ლიდერის გარშემო, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის პირობებს ქმნის. დარღვევების, ასევე ზეწოლისა და დისკრიმინაციის შემთხვევების მზარდი რიცხვი, და არა ჯერ კიდევ არცთუ სანდო კვლევები საზოგადოებრივი აზრისა დაშინებულ ქვეყანაში, გაცილებით კარგად ცხადყოფს იმას, რომ ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და მზადაა, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა „ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს“. 2008 წლის კონფლიქტის დროს, ზოგიერთი ჩვენთაგანი აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რეჟიმის აგრესიული რიტორიკა, მილიტარისტული ლოზუნგები და მისი სტრატეგია მოსკოვთან ურთიერთობაში დაძაბულობის შექმნისა, ნამდვილი უგუნურება იყო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობდა საკუთარი ლეგიტიმურობის განმტკიცებას, ახდენდა რა ქვეყნის მობილიზებას გარე საფრთხის წინააღმდეგ. ამჯერად, ჩვენ კვლავ ვხედავთ ტელევიზიით მილიტარისტულ ვიდეორგოლებს და ხმამაღალ განცხადებებს, ისეთს, როგორიც სააკაშვილმა მაგალითად 29 აგვისტოს გააკეთა: „ჩვენ არავის დავუთმობთ“. გარდა ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ასევე უცნაური ინციდენტების ჯაჭვი: გაურკვეველი ეროვნების შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა დაღესტნის საზღვართან ახალგაზრდა ქართველები დააკავა. სწორედ ამ მომენტში ტერაქტს საზღვრის მეორე მხარეს დაღესტანში რუსეთის არმიის მობილიზება მოჰყვა. ახალგაზრდები გაათავისუფლეს. ქართულმა სპეცდანაყოფებმა ოპერაცია დაიწყეს, რომლის შედეგადაც მოკლულია 11 „მებრძოლი“, დაიღუპა სამი ქართველი ჯარისკაცი. ბრძოლა გრძელდება. მოსკოვის რეაქცია ამ ფაქტზე თავშეკავებული იყო და იმით შემოიფარგლა, რომ რუსეთის ან დაღესტნის ტერიტორიიდან მებრძოლების საქართველოში გადასვლის ფაქტი უარყო. საქართველოს მოქალაქეები ამ საკითხებს სოციალურ ქსელში აყენებენ, მაგრამ მხოლოდ არადამაჯერებელ პასუხებს იღებენ. სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
-
http://www.washingtonpost.com/rf/image_606w/2010-2019/WashingtonPost/2012/09/03/Style/Images/duncan003.jpg კეთილი გამომეტყველების გოლიათი. საკმაოდ კარგი მსახიობი, რომლის რამდენიმე როლი აშკარად აპლოდისმენტებს იმსახურებს. მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა
-
ვინ უბიძგა ამ ბიჭს გაურკვეველი ფორმირებაში ჩაბმისკენ? რა პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა? ეს კითხვები ღიად დარჩება. ჩემთვის კი ცხადია: ხელისუფლებამ ან რუსეთის ავადმყოფური შიშით ან მათთან შეთანხმებით დაგეგმა ეს ოპერაცია? აშკარად იყო შანსი გაცილებით უსისხლოდ ცატარებულიყო ყველაფერი, მაგრამ... მარგოშვილის ბიძის მონაყოლი : სტუში უარყვეს მისი სტუდენტობა:
-
http://ghn.ge/news-73427.html "ხეობაში არაფერი არ ხდება, თუ ხელისუფლებამ თავად არ მოიგონია რამე. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, ჩვერ რამდენიმე საათში სრულ სიმართლეს მივაწვდით საზოგადოებას", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის ხალხთა კონფედრაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა ლოპოტის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის კომენტირებისას განაცხადა. კასრელაშვილი აცხადებს, რომ ამ წუთას არც ერთი მიმართულებით არ არსებობს საფრთხე და მისთვის გაუგებარია რას უნდა ემსახურებოდეს ხეობაში დამატებითი ნაწილების შეყვანა. მისი თქმით, არც სხვა მიმართულებით არ ხდება რაიმე საგანგაშო, თუმცა, რადგან ტემპერატურა ხეობაში საკმაოდ მაღალია, "ვფიქრობ, ხელისუფლება დამატებით იზღვევს თავს". კასრელაშვილის თქმით, ხელისუფლება საზღვრისპირა რაიონებში ყველან აპირებს ჯარის განლაგებას, მათ შორის ყაზბეგის რაიონში. "მოტივი აქვს. საფრთხე რეალურია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. თან ამ ქმდებით ისინის მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებენ საზღვრისპირა მოსახლეობაზე წინასაარჩევნო პერიოდში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაალ კასრელიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს ხეობაში შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი კვლავ შევიდა. როგორც სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ხეობაში სპეცრაზმელებით სავსე 8 დიდი მანქანა, 15-ზე მეტი პოლიციის პიკაპი და 4 ვერტმფრენი შევიდა. ლაფანყურის მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე წუთის წინ მანქანები უკან სპეცრაზმელების გარეშე დაბრუნდნენ. ლაფანყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაციით, ლოპოტის ხეობაში დამატებითი ძალები არ შესულან და მხოლოდ გეგმიური როტაცია განხორციელდა. მისი თქმით, ხეობაში შსს-ის სამინისტროს ქვედანაყოფები სამ დღეში ერთხელთ იცვლებიან.
-
ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა
-
კარგად იკითხება.
-
ურთიერთგამომრიცხავი ნიუსებია.