Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    311.025

ვინ დაიწყო ომი?


lasha_alo

2.179 views

კიდევ ერთი ძველი ჩანაწერი. დაწერილია ივანიშვილის გამოჩენამდე . იდოს არქივში:)

 

იმის მაგივრად ოპოზიციამ პასუხი მოითხოვოს ხელისუფლებას იმ პოლიტიკაზე, რომელმაც ოკუპანტს საშუალება მისცა საკუთარი პროექტი ბოლომდე მიეყვანა, ოპოზიციის უმრავლესობა ცდილობს ხელისუფლების დასმულ კითხვის " ვინ დაიწყო ომი" ბერმუდის სამკუთხედში ნებაყოფლობით შევიდეს.

 

გრძელდება ტრადიცია ,როცა ოპოზიცია ხელისუფლების მოედანზე მისი წესებით თამაშობს, თავი ხრის და რეჟიმს საშუალებას აძლევს „პატრიოტიზმის“ ნიადაგზე ააგოს საკუთარი აგიტაცია.

 

რუსეთ-ქართული ინტერესების ომის უახლოესი ეტაპი დაიწყო 1988 წელს და გრძელდება დღემდე. ჯერჯერობით ჩვენ ვაგებთ გამანადგურებელი ანგარიშით!!!!

 

რაც შეეხება სააკაშვილს , მან როგორც პრეზიდენტმა ვერაფერი ვერ გააკეთა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ომის რეალური საფრთხის პერიოდში დანიშნა დილეტანტი მინისტრები (ტყეშელაშვილი , კეზერაშვილი)

 

ცხინვალზე შეტევაზე, არ ვმალავ , მე ტაშს დავუკრავდი , თუ ეს იქნებოდა ტრიუმფალური გამარჯვება . ჩვენს ტერიტორიაზე ქართულ სამხედრო ძალებს გადაადგილების სრული უფლება აქვთ, მაგრამ რადგან სახელმწიფოს მეთაურმა ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი საფრთხეები , ადვილად წამოეგო რუსული სპეცსამსახურების დაგებულ ანკესს , წააგო სტრატეგიული, დიპლომატიური ომი, ეს პატიებას არ ექვემდებარება . ამის გამო ჩემთვის ეს ტიპი არაფერს წარმოადგენს. ერთი პოლიტიკანია გამორჩეული დემაგოგიისა და არტისტიზმის ფენომენალური ნიჭით , რომელმაც ვერ გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე.

 

 

რას შვებიან ოპოზიციონერები?

 

რეჟიმისტების ერთადერთ კითხვას გულმოდგინედ პასუხობენ, ხოლო ერორვიზიები ამას აპიარებენ . კმარა,რეჟიმზე პოლიტიკური შეტევის დროა !

 

ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რუსეთიც ცდილობს ეს თემა მისთვის მომგებიანად წამოწიოს. მისი ინტერესეციაა კითხვა აქტუალური იყოს. ისინი ხომ ამით იმყარებენ ჩვენზე შესაძლო ახალი თავდასხმის არგუმენტებს .

 

რუსეთი ოკუპანტია. ესაა ორჯერ ორი. მასთან პოლიტიკის შემუშავება მხოლოდ ორმხრივი კომპრომისების პირობებში შეიძლება და არანაირად არაა მისაღები ზედმეტი რევერანსები,რაც ექსტრემისტ რეჟიმისტებს ბინძური მანიპულაციების საშუალებას აძლევს.

 

ლაშა მებონია

2011წ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...