Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის“, – ასე ეხმაურება რეჟისორი ლანა ღოღობერიძე რუსთაველზე 31 დეკემბრის ღამის აქციას, სადაც ათიათასობით მოქალაქე ახალ წელს ერთად შეხვდა. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ ლანა ღოღობერიძის პოსტს, რომელიც მის Facebook-ზე დღეს, 2 იანვარს, გამოქვეყნდა. „ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და კანით გრძნობდე, რომ ხარ ჭეშმარიტ თანამოაზრეთა შორის! იმათთან ერთად, ვინც, შენსავით, სიამოვნებით დათმო ეს საუკუნეებით განმტკიცებული რიტუალი – ახალი წლის შეხვედრა სახლში, ოჯახში და შუაღამისას გამოვიდა გარეთ, ქუჩაში, რუსთაველზე! იმიტომ რომ დღეს სწორედ რუსთაველია შენი სახლი, და აქ, რუსთაველზეა შენი ოჯახი! აქ სიხარულით უჯახუნებ ჭიქას ყველა უცნობს, იმიტომ რომ ეს უცნობი სინამდვილეში შენი ახლობელია! და ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, ეს შენი ახლობლები, დიდები, პატარები, მოხუცები, ახალგაზრდები… მაგრამ ყველანი – მშვენიერები, სიკეთით და ერთმანეთისადმი სიყვარულით აღსავსენი, შეუდრეკელნი და მომღიმარნი! ისინი, ვინც ამ პროტესტმა გამოძერწა, ვინც დათმო წუთიერი ვნებები, ეზიარა კათარზისს და ახლა მას სულ ადვილად ამოიცნობ, რადგანაც შუბლზე აწერია: მე არ ვარ მარტო. მე ვარ განუყოფელი ნაწილი ამ დიდი ერთობისა, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული, განათლებული, ნათელ მომავალზე ორიენტირებული საქართველო! და მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის! ასე, სამართლიანობისთვის ბრძოლაში განწმენდილი ქართველები – ერთობით, სიამაყით, სიხარულით შევხვდით 2025 წელს, რომელიც ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!“ – წერს ლანა ღოღობერიძე. netgazati
  2. აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე შეკრებილები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 36-ე დღეა იმყოფებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. “ჩვენ პროტესტი მშვიდობიანია. გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ “რუსულ ოცნებას”, რომელიც არალეგიტიმურია”, - აცხადებენ შეკრებილები. იპნ
  3. პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მოქალაქეები 35-ე დღეა ქუჩაში გამოდიან და უცვლელად ითხოვენ: ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას. მოქალაქეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!” მანამ სანამ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები გზას გადაკეტავდნენ, პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა გაკეთებული. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. იპნ
  4. კიდევ ერთი საჯარო მოხელე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. „წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება. მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფალი ვარ. აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს”. – წერს ალიაშვილი. ალიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმით მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს მის კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამიაც წერენ, რომ მათაც მიიღეს მსგავსი შეტყობინება. ბოლო დღეებში მრავალი საჯარო მოხელე აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რამდენჯერმე ღიად დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. ბოლო პერიოდში მერიიდან გაათავისუფლეს მედიის ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, თაია მახარაშვილი,საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, ლანა ქარდავა, ასევე შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე. პუბლიკა“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურს დაუკავშირდა რათა მეტი დეტალი გაგვეგო გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ, პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ. პუბლიკა
  5. სსრკ-ს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა მომავალ წელს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის მოწყობა. ინფორმაციას პროპაგანდისტული რუსული გამოცემა gazeta. ru ავრცელებს. კავაზაშვილის ცნობით, მან კახა კალაძეს და მიხეილ ყაველაშვილის წერილი გაუგზავნა. „გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!“ – განაცხადა კავაზაშვილმა. პუბლიკა
  6. „შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“,- აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. მისვე განცხადებით, „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“. „საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება…“, – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი. პუბლიკა
  7. ვაკო მაისურაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი გახდა იმის მიზეზი, რომ ცესკოში მუშაობას ვეღარ აგრძელებს. ის ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი იყო. მაისურაძე საუბრობს 1 დეკემბერს დაწერილ სტატუსზე, რომელშიც ის წერდა, რომ ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აყოვნებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ამავე პოსტში ის ამბობდა, რომ არ უნდა დავუშვათ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. მისივე თქმით, გიორგი კალანდარიშვილმა თავისი გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყველა ზღვარი წაშალა ხელისუფლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის. ცესკომ 18 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რეორგანიზაცია დაკავშირებული იყო ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავდა ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. ცესკოს განცხადებითვე, „საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან“. „17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და სწორედ ზემოთხსენებული საჭიროებების გათვალისწინებით ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს“, – ნათქვამი იყო ცესკოს განცხადებაში. პუბლიკა
  8. პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა და იგი ევროკავშირის საბჭოს მომდენო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა. იპნ
  9. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა. როგორც თეატრის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სცენას ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან. „ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები "შეყრა“ და "გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად",-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ipn
  10. გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანად პროტესტის უფლება ერთ-ერთი უნივერსალური ადამიანის უფლებაა - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ის დავიცვათ. ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად მოუწოდეს საქართველოს შეცვალოს თავისი კურსი,” - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  11. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას "ვაიმარის სამკუთხედის" - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს მათ შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო გამოძიებების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზე. განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ არჩევნები არ ჩატარდა იმ სტანდარტებთან შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. “ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა. არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, შემოებრუნებინათ თავიანთი კურსი და დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის ინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების გატარებით. მკაცრად ვგმობთ გასული კვირის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, და აღვნიშნავთ საქართველოს ოფიციალური პირების პასუხისმგებლობას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. უმკაცრესად ვგმობთ პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მუქარებს. “ქართული ოცნების” მიერ რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურ კურსს საპასუხოდ ევროპულ და ეროვნულ დონეებზე ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება და საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ჩვენი დახმარებისა და მათთან თანამშრომლობის შემცირება მოყვა. შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, დაასრულოს უვიზო მგზავრობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და განვიხილავთ დამატებით ზომებს ევროკავშირისა და ეროვნულ დონეებზე. საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს ჩვენს შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო გამოძიებების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზე. არჩევნები არ ჩატარდა იმ სტანდარტებთან შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის აქტორთან, რათა გამოსავალი იპოვონ არსებული ვითარებიდან და ქართული დემოკრატიისადმი საჯარო ნდობა აღადგინონ. საქართველოს საზოგადოების ნაწილებისგან მომავალი მოწოდება, მიღებულ იქნას ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და სტანდარტები, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, ოფიციალური პირების მხრიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სერიოზული დიალოგის სახით ყურადღებას იმსახურებს. ხელახლა ვიმეორებთ ჩვენს გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  12. საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის დაგეგმილი გლდანის ციხესთან სახელწოდებით - "ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!". იპნ
  13. რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს. „ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები. რეალურად ფეხში ისვრიან იმიტომ, რომ სახელმწიფოს აცლიან ხერხემალს. რაც მეტს გაუშვებენ, უფრო სწრაფად ჩამოიშლებიან. ახლა არის დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მოვითხოვოთ მათი აღდგენა. ივანიშვილი ეცდება ყველა სიბნელე ახალი წლის დღეებში ააკეთოს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“. ipn
  14. „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით 30 დეკემბერს ზუგდიდში აქციაზე დაიფარეს სახე და გამოიყენეს პიროტექნიკა, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება მოჰყვა. „გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი მოვედით ე.წ. ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად. შუბლი, პირი რომ არ გაეყინოთ. მოვედით ბალაკლავებით, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც განგვიმარტა, რომ ეს იყო სამართალდარღვევა და ჩვენს წინააღმდეგ იწყებოდა სამართალწარმოება, რაც ითვალისწინებდა 2000-ლარიან ჯარიმას აქციაზე ნიღბის ტარების გამო, რადგან ჩვენი ამოცნობა შეუძლებელი იყო. როცა მათ გვითხრეს, რომ ჩვენი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, მათ სახელებით მოგვმართეს, ჩემი სახელი იცოდნენ“, – ამბობს მარიამ სიჭინავა „მთავარ არხთან“. სიჭინავამ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მას განუმარტავს სახის დაფარვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნაა და მოუწოდებს, რომ ნიღაბი მოიხსნას, მარიამ სიჭინავა კი განმარტავს, რომ ის არ ემორჩილება არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს. „ზუგდიდმა ძალა აჩვენა კონსტიტუციას გაცდენილ პოლიციას, როცა მიუხედავად ამ ჯარიმისა გამოვიყენეთ პიროტექნიკა და ვაჩვენეთ, რომ არ ვაპირებთ არც დანებებას, არც გაჩერებას. ნებისმიერ ჯარიმაზე და რეპრესიულ კანონზე მიიღებენ უფრო ძლიერ წინაარმდეგობას“, – ამბობენ აქტივისტები „მთავართან“. მარიამ სიჭინავამ სოციალურ ქსელში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღეს, 29 დეკემბერს ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლითაც აიკრძალა აქციაზე პიროტექნიკის და ლაზერის ტარება და სახის დაფარვა. გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელები გზის გადაკეტვაზე, იერსახის დამახინჯებასა და ვანდალიზმზე, სამართალდარღვევა გახდა პოლიციის მიმსგავსებული უნიფორმის ან ატრიბუტიკის ტარება. კანონით, აქციაზე ნებისმიერი საშუალებით სახის დაფარვა, ლაზერის ან მკვეთრი გამოსხივების სხვა ნივთის ქონა 2000 ლარით დაჯარიმდება, პიროტექნიკის ქონა კი – 5000 ლარით. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონში შეტანილი ეს ცვლილებები რეპრესიულია და ადამიანის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. პუბლიკა
  15. ივანიშვილის რეჟმმა ჩამოამსხვრია ყველაფერი ის, რასაც საჯარო მოხელეები წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ვაშენებდით. ამის დასტურია ისიც, რომ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები დღეს სისტემას ტოვებენ. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1796075794468129
  16. შინაგან საქმეთა სამინსტრო ბოლნისის სოფელ ნახიდურში მომხდარ ავარიასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. შსს წერს, რომ „დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის”. უწყების თანახმად, შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე მანქანა, ასევე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს. შსს წერს, რომ შეკრებილები ავარიაში შემთხვევაში მონაწილე მანქანი მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. „სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები. დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში”. – აცხადებს შსს. პუბლიკა
  17. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 3 იანვარს, როდესაც ახალი სენატი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონრეგსში და ის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს. „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“. მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება. 3 იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და სენატის წევრთა დაახლოებით მესამედი კანონმდებლის ფიცს დადებს. ორივე პალატას სულ მცირე მომდევნო ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. პუბლიკა
  18. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, - ამის შესახებ ეუთო-ს ე.წ. „სამეულის“, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა. „ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის ერთგულები ვრჩებით“, - ნათქვამია ე.წ. „სამეულის“ განცხადებაში. იპნ
  19. ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს , - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას. „ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს“, - წერს იან ლიპავსკი. შეგახსენებთ, გუშინ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განაცხადება გაავრცელეს. „როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  20. ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას. „ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. კორუმპირებული ბავშვები და ნათესავები ვერ შეძლებენ ჩვენს დიდებულ ქვეყანაში სიამოვნებით იცხოვრონ, როცა მათი თაღლითი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ“, - წერს ჯო უილსონი. იპნ
  21. თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არა ფული, არა მგზავრობა!“, - წერს ჯო უილსონი. იპნ
  22. არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი. გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ. დამატებით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. იპნ
  23. ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელა, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ყველა სტანდარტის შესაბამისად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაატაროს ხარისხის ცენტრმა ერთი წლის თავზე მონიტორინგი. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. სწორედ ამ კომისიის გადაწყვეტილება გახდა დღეს ცნობილი. პუბლიკა
  24. “ოცნება” ახალი კანონებით ემზადება რეპრესიებისთვის, თუმცა ეს რეპრესიები მათ უფრო მალე დაასრულებს. თეონა აქუბარდია., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155528342584912
  25. თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაყვანა, რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შალვა თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნას. მისივე განცხადებით, სამინისტროში მიმდინარე შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. "ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ დარჩა გარშემო. თუმცა, ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ თადუმაძე დაიჭერს სისტემას - ძალოვანი სისტემები დასანახად ვერ იტანენ „უცხო სხეულს“ (მისი ფართო გაგებით). ამის ნათელი დასტური იყო კბილაშვილი და თადუმაძე გენპროკურატურაში და ამის კიდევ უფრო ნათელი დასტური იქნება, თადუმაძე შსს-ში. განწირულია ბიძინას ეს ფაციფუცი", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
×
×
  • შექმენი...