-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი [რესპუბლიკური პარტია] და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ასე მოხდება ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. "ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება", - წერს უილსონი. განცხადების ბოლოს, ჯო უილსონი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის X-ის ანგარიშს ნიშნავს. იპნ
-
ახლადდაფუძნებული საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი ეხმაურება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, სამსახურიდან გაათავისუფლოს გიგა სოფრომაძე, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. კალაძემ გაათავისუფლა მერიის თანამშრომელი, რომელიც აპროტესტებდა ევროინტეგრაციის შეჩერებას „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის. მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გიგა სოფრომაძემ გუშინ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რომლის თანათავმჯდომარეცაა. ის ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, გიგა ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს „გამჭვირვალობის კანონთან“ და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და პირდაპირიდარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას. ეს გადაწყვეტილება პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით“, — ნათქვამია განცხადებაში. netgazeti
-
ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგა თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას , - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას. საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას - მიუხედავად სირთულეებისა, რომლებსაც აწყდებიან”, - წერს რიში. იპნ
-
ტრამპის პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს. “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, - წერს უილსონი. იპნ
-
წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია , - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს. წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს და მას კასპიის ზღვაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს. თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც მან აქთაუში ავარიული დაშვება სცადა. ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაისროლეს. შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. იპნ
-
პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს და სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. გახარია აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას მოითხოვს. „პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა. ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“ - წერს გახარია. იპნ
-
სოფო ხორგუანი სტუმრად აჭარის ტელევიზიაში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ საკუთარ პროტესტს და გამოკვეთილი მოთხოვნა აქვთ: ახალი არჩევნები და ამას დაემატა დაკავებულების გათავისუფლება, ვინც ახლა მძევალია თვითგამოცხადებული ხელისუფლების“ - სოფო ხორგუანი სტუმრად აჭარის ტელევიზიაში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/592634973140914 -
ისეთი ამოცანა არ უნდა დავსახოთ, რომელსაც ვერ მივაღწევთ, სუპერ გეგმები დღეს არ არსებობს. საზოგადოების პროტესტი ქმნის დღის წესრიგს და ამის ნაწილი ვართ ჩვენც. ნებისმიერი მცდელობა, რომ შეცვალოს საზოგადოების დღის წესრიგი, მხოლოდ დააზიანებს პროცესს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1736488500434294
-
ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო, დაკავებული არავინაა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გუშინ, ორბელიანზე, საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალთა მარშის აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ერთი კაცი კი ხელს ურტყამს აქციის მონაწილე ქალს. მიმდინარე აქციების განმავლობაში არაერთი ე.წ. ტიტუშკა დაესხა თავს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, თუმცა ისინი ამ დროისთვის დასჯილები არ არიან. ნეტგაზეთი -
გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი. გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ხელს კახა კალაძე აწერს. „პუბლიკა“ დამატებითი შეკითხვებით მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. გიგა სოფრომაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, თავისი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატა და შეუერთდა საჯარო მოხელეების საპროტესტო გამოსვლებსაც. სოფრომაძე „ოცნებას“ რუსული კანონის პერიოდშიც აკრიტიკებდა. მერიის თანამშრომლების კრიტიკული განცხადებების შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩებოდა. ამ კონტექსტში ახსენა კალაძემ რეორგანიზაციაც. პუბლიკა
-
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში ერთ-ერთი დაშავებული, გიორგი კობახიძე ამბობს, დაპირისპირება გამგეობის სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, ორგანიზაცია „ლაბორის” (აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი) იურისტს გამგეობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. გიორგი კობახიძე ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ „შავებში ჩაცმულმა, ნიღბიანმა“ ადამიანმა მას და მასთან ერთად მყოფ ადამიანებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს „ლაბორის” კიდევ ერთი წარმომადგენელი. „პუბლიკა” პროფკავშირების გაერთიანებასთან ცდილობს გარკვევას, რამ გამოიწვია დაპირისპირება, ვინ იყვნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირები, რა საკითხ(ებ)ი განიხილებოდა გამგეობის სხდომაზე და ზოგადად როგორია პროფკავშირის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. პუბლიკა
-
საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციებს თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ. ანტიევროპული გზისკენ შებრუნებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფაქტობრივად შეაჩერა ის. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ახლა ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ანალენა ბერბოკი იხსენებს, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. „მაგრამ პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო წარუმატებლობას: არჩევნები, რომელსაც მკვეთრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონი“ ან ლგბტქ უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ბერბოკი ხაზს უსვამს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას. „შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართული სანქციების ჩათვლით. ბურთი "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა, ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველა ქართველისა და ქართველისთვის კარგი მომავლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. იპნ
-
ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები - ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად“. „ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. ამის მაგალითია ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს. ასევე, მასობრივად გაიფიცნენ „აგარის შაქრის“ თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ამ კრიტიკულ ვითარებებში, ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას აღნიშნა, ახალ არჩევნებს, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ. "ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ბრძოლაში, რასაც ახალი არჩევნები ჰქვია, მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის სამომავლო გეგმები ნამდვილად არ ვიცი. უკანონო პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაში, ყველა ერთსულოვანი ვართ. ლეგიტიმაცია ვერ უნდა მიიღოს უკანონო პარლამენტმა. აქციები რომ არ დაწყებულიყო, "ოცნება" გაიპრავებდა გამარჯვებას. იმ ბავშვებმა გადაგვარჩინეს, ვინც ამდენი ხანი ქუჩაში დგანან. არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რო ტლიკინებს. არჩევნების გაყალბებას დაამატეს კონსტიტუციიდან გასვლა, ძალადობა, დასანქცირების შედეგ დააწინაურეს დასანქცირებულები და თურმე, თუ რომელიმე მათგანი ფინანსურად დაზარალდება, მე და თქვენ უნდა ავუნაზღაუროთ ბიუჯეტიდან. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვინც 1 თვეა ქუჩაში დგას, მათი დამსახურებაა, რომ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა არ გვაქვს დღეს. უკანონოდ დაპატიმრებულმა ახალგაზრდებმა მოგვიტანეს ის გამარჯვებები, რასაც შეიძლება ყველა ვერ გრძნობს. ახალ არჩევნებს კი, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ. მე ამ ხალხთან ქუჩაში დგომა ბევრად მირჩევნია, ზოგიერთ ვაიპოლიტიკოსთან ერთად შეხვედრაზე ჯდომას. სამოქალაქო აქტივიზმი, ისეთი, როგორსაც ბოლო 1 თვეა ჩვენ ვხედავთ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვერ იქნებოდა ასეთი ეფექტური მენეჯმენტით და ხანგრძლივობით, ამას გაფრთხილება სჭირდება. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქციაზე. უაღრესად ვუფრთხილდები თითოეული მათგანის - ემოციას, შიშებს, იმედებს. ჩვენ თუ ამ ყველაფერს არ გავუფრთხილდით და ერთ დღეში რაღაც პიარულ სვლებში დავაკონვერტირეთ, არ შეიძლება.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაინიცირებული საბჭოს იდეას, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, იზიარებს. როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ან თავად, ან მისი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი საბჭოს დაკომპლექტებასა და საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრება პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი გახარია პასუხობს - "ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ვართ, ხან მე ვიქნები წარმოდგენილი იქ, ხან ჩემი კოლეგები". ცნობისთვის, 23 დეკემბერს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა განაცხადა, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება. ამასთან, 24 დეკემბერს, პრეზიდენტთან კონსულტაციები ოპოზიციამ და მესამე სექტორმა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები იყო. ტვ პირველი
-
„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია. კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი. თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თანხის ოდენობა გაიზარდა 146,860,446 ლარამდე.
-
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. „საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა. იპნ
-
"ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას" - ანა ბუჩუკური
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მმართველი გუნდის განცხადებას, რომ 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ცოცხალი ჯაჭვის აქციას "კანვასის" ტრეინინგებს უკავშირებენ, ოპოზიციაში პასუხობენ. ისინი უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, პროტესტი თვითორგანიზებული და გულწრფელია. "ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას და ხან სად ეძებენ ამ ორგანიზატორს, ხან რომელ ჩატში, ხან რომელ ჯგუფში, მაგრამ ვერ იპოვეს, იმიტომ, რომ ეს არის გულწრფელი, თვითორგანიზებული პროტესტი. ეს არის, რაც ყველაზე მეტად აბნევს და ამიტომ ვბრუნდებით ამ სერიალებში", - აცხადებს ანა ბუჩუკური. "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, აქციები ყოველგვარი სცენარის გარეშე იმართება და ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებიც კი პროცესებს გვერდიდან უყურებენ. "კანვასი არ ვიცი, ვინ არის. რაიმე რომ იყოს ამ პროცესში, ამ 26 დღის განმავლობაში გეგმის მიხედვით გაწერილი და ეს გეგმა "ქართულმა ოცნებამ" იცოდა წინასწარ, ამ გეგმის განხორციელება მგონი ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ ხელისუფლების ხელშია ყველა ის ძალადობრივი ინსტრუმენტი, რომლითაც შეეძლო ეს გეგმა ჩაეგდო. ამ ზღაპრის დაჯერება, რომ თურმე 26 დღეა ზუსტად იციან, რომ გეგმის მიხედვით მიდის რაღაცები და ესე იგი, ბოლოც იციან ამ გეგმის რა არის და გააჩერონ მაშინ პროცესი. ვერანაირი სცენარი აქ ვერ მოქმედებს, პოლიტიკური პარტიებიც კი ვუყურებთ ამ პროცესს გვერდიდან", - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. რუსთავი 2 -
საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებლებმა დღეს იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, "ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას". „ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული საქართველოს მოსახლეობის ნებისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მიმართ, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას. საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვას; საჯარო მოსამსახურეების სამუშაო პირობების, ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ხელშეწყობას; საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარებისა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას, ასევე ადვოკატირებას; საჯარო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის სტანდარტების ამაღლებას, ახალი ცოდნის/უნარების შეძენის ან/და გადამზადების თვალსაზრისით, თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებების უზრუნველყოფას; საზოგადოებაში საჯარო მოსამსახურეთა როლის განმტკიცება და საჯარო მმართველობის მიმართ მოქალაქეთა ნდობისა და ჩართულობის ზრდას; ევროინტეგრაციის ფარგლებში, კარგი მმართველობის პრინციპზე დაფუძნებული, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას; საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი, საქართველოს კონსტიტუციის მხარდამჭერი, დემოკრატიული, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების, სტაბილური, ეფექტური და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას. პროფესიული კავშირი მზად არის, მიმართოს კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას და დაიცვას საჯარო მოსამსახურეების უფლებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის განცხადებით, დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს. "გახარია საქართველოსთვის" გუნდის პოზიცია და მთავარი მოთხოვნა კვლავ არის დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. "ის უფლებამოსილება, თუ როდის აქვს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება და პრინციპში ვალდებულებაც, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. იმის მიღმა სხვა საფუძველს არ ცნობს კონსტიტუცია. ორი არალეგიტიმური პარლამენტი არ არის საჭირო, ეს ნახევრად ხუმრობით. რაზე მოხდება და რაზე არ მოხდება აზრთა შეჯერება, ჯერ ვერ გეტყვით, იქ, ბუნებრივია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - პირველი მოთხოვნა არის, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ დაკავებული ადამიანები და მეორე მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს ანა ბუჩუკური. რუსთავი 2