-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
დღეს, 27 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გუშინ, 26 დეკემბერს, ბუცხრიკიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას. ერთი დღის შემდეგ ის საკრებულოდან გაუშვეს. 25 დეკემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს 10-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროინტეგრაცია და იძალადა მოქალაქეებზე. ასევე გაათავისუფლეს თბილისის და რუსთავის მერიის თანამშრომლები. პუბლიკა
-
სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს. „მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის. ჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუგებარია, ამით როგორ შეიცვლება რეჟიმის ქმედებები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახლა პროცესებს. სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. შესაბამისად მთელი ეს პოლიტიკური ბოლი, რომელსაც აყენებდნენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და 20 იანვრიდან დაალაგებდნენ ურთიერთობებს ყველასთან და ყველაფერთან, ეს ყველაფერი უკვე გაშიშვლდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ჯერჯერობით. სამუშაო იქნება კიდევ ბევრი, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეულ წილად ამისთვის მზადაც გახლდათ. ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება და მისი უკან გაწვევის ალბათობა ძალიან დაბალია. მთავარია ეს გადაწყვეტილება როგორ შეცვლის „ქართული ოცნების“ მოქმედების მოდელს. ამას, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა შეიძლება იყოს რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება, ეს რეჟიმი შეიძლება კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და უფრო მკაცრ ქმედებებზე გადავიდეს ან პირიქით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს. განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს". ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის". „ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” - ნათქვამია განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმის გამო მოხდა, რომ ის „პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერთო ან ჩართვა სცადა ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან მათი სახელით, ან მათი სარგებლისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ.” ipn
-
მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს, საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” - წერს უილსონი. ipn
-
თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის, თაია მახარაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს. თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანის ბედი ამ პოლიტიკურ ვითარებაში ასე წარიმართა“. ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უძღვოდა მთელი რიგი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს: ხან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი დაგვიწუნეს, ხან საბოტაჟში დაგვდეს ბრალი, ხან, თვითლუსტრაცია და თვითწმენდა უწოდეს ამ პროცესს; ისიც კი თქვეს, რომ ერთმანეთს ვაშანტაჟებდით, რომ ხელი ყველას მოგვეწერა (ეს ბოლო მეც მაინტერესებს, როგორ იყო); რამდენიმე დღეში, დაჩქარებულად შეიმუშავეს ყოვლად გაუგონარი, რეპრესიული აქტი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებები კი არა, მისი იმიტაცია უფროა. თან აროგანტული ტონით იმუქრებოდნენ რეორგანიზაციით. მოკლედ, რაღაცნაირი გროტესკული პროცესია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ჩვენი ნატანჯი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ისეთი, როგორიც ყველა ჯანსაღ, სწორი ღირებულებების ადამიანს სურს. ამისთვის ბრძოლა და თავგანწირვა ნამდვილად ღირს. ამაყი ვარ და მიხარია, რომ საჯარო სექტორში ჩემი 11-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ერთგულად ვიცავდი საჯარო სამსახურის ყველა პრინციპს. მათ შორის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, ნეიტრალიტეტის და ღიაობის პრინციპებს. მიხარია, რომ სწორედ ამის გამო დღეს არ მრცხვენია მედიაში მომუშავე არცერთი კოლეგისთვის თვალებში ჩახედვის და მადლობას ვუხდი ყველა კეთილსინდისიერ, პატიოსან ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია ყველაფერი ის, რაც ოდესღაც გვასწავლეს - ვიყოთ ობიექტურები, სამართლიანები და ვიცავდეთ საჯარო ინტერესს. როგორც ვამბობდი, ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება. ყოველ ჯერზე ასე იყო, ამიტომაც, არ მინანია, როდესაც 2012 წელს წინა ხელისუფლების წასვლას დავუჭირე მხარი და არც შემდგომის გასტუმრება მექნება სანანებელი. მჯერა, რომ წლების შემდეგ, ჩემი შვილებისთვის ბევრი რამ მექნება მოსაყოლი. იქამდე კი ვაგრძელებ ბრძოლას მათი და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის უკეთესი, ლაღი და ბედნიერი მომავლისთვის“, - წერს თაია მახარაშვილი. ipn
-
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს. განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს". იპნ
-
ზოოპარკში მიყვანილ ლომის ბოკვერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ლომის ბოკვერს, რომლის ვიდეოც რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად თბილისის ზოოპარკში მიიყვანა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა. ის წერს, რომ დღეს თავად იმყოფებოდა ბოკვერის მოსანახულებლად და, როგორც დირექტორი ზურაბ გურიელიძისგან გაიგო, თუ ლომს ზოოპარკში არ მიიყვანდნენ, ის მალე დაიღუპებოდა. “მე რომ მივედი, კიდეც კნაოდა, მაგრამ თავს ევლებოდა ახალგაზრდა ვეტერინარი სანდრო ბაგათელია, რომელიც კუჭის არეს უმასაჟებდა, რომ შეკრულობა შეემსუბუქებინა. ბოკვერს ზოოპარკის ვეტერინარების 24-საათიანი ზედამხედველობა სჭირდება და ამჟამად დირექტორის კაბინეტშია განწესებული, რადგან ზოოპარკის ახალი ვეტ-კლინიკა ახლა შენდება თბილისის ზღვაზე”, – წერს ჟურნალისტი. ფოტო: ცირა გვასალია ნეტგაზეთი თავად ზოოპარკის დირექტორსაც ესაუბრა და მისი თქმით, ბოკვერი ახლა მის კაბინეტში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა. იგი ამბობს, რომ სანამ ბოკვერი პატარაა, მისი კაბინეტში ყოფნა შეიძლება, თუმცა მისთვის განკუთვნილი ვოლიერი მალე უნდა აუშენონ. “როდესაც ასე შემოყვანილი ცხოველები ხვდებიან ჩვენთან, მის წინა ისტორიას თავი რომ დავანებოთ, ყოველთვის რაღაც პრობლემები აქვთ ხოლმე. ჩვენ სერიოზული სამუშაო გვაქვს ხოლმე ყოველთვის. ბოკვერი ვერ იყო გუშინ კარგად, მაგრამ დღეს არის უკეთ. ბოკვრის განთავსების შესახებ, რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, მაგრამ ამ გეგმას სისრულეში მოყვანა და განხორციელება სჭირდება. ჯერჯერობით, ეს ბოკვერი იმყოფება ჩემთან, კაბინეტში. მით უმეტეს, იმიტომ, რომ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მეთვალყურეობა სჭირდება. ამ მომენტში ჩემი კაბინეტი დაახლოებით რეანიმაციულ განყოფილებას ჰგავს. სანამ პატარაა, ჯერ შესაძლებელია ასე გვყავდეს, მაგრამ ძალიან მალე უნდა გადავიყვანოთ ვოლიერში. საბედნიეროდ, დროებითი ზამთრის ვოლიერი არის, რომელსაც ცოტა მოწყობა დასჭირდება. შემდეგ უკვე ავუშენებთ მისთვის განკუთვნილ ვოლიერს”, – ამბობს ზურაბ გურიელიძე. ფოტო: ცირა გვასალია გარდა ამ გახმაურებული შემთხვევისა, გურიელიძის თქმით, ქვეყანაში არალეგალურად მოხვედრილი სხვა ცხოველები ზოოპარკში ხშირად მიჰყავთ. მსგავსი ცხოველების მიღება ზოოპარკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ცხოველების მოვლაზე, ქვეყანაში სხვა ინსტიტუცია არ არსებობს, რომელიც მათ მიიღებს. “საკმაოდ ხშირია, როცა ცხოველები კონტრაბანდით შემოჰყავთ. თუ საზღვარზე გადმოჰყავთ, საბაჟოზე ჩამოართმევენ ხოლმე მათ ჩამომყვანებს და შემდეგ ხვდებიან ჩვენთან. მაგალითად, გვყავს მაკაკების წყვილი, რომელიც ასე მოხვდა ჩვენთან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, უნდა მიგვეღო თუ არა ეს (ლაშა ბექაურის) ლომი. ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა – ჩვენ რომ არ მიგვეღო, მაშინ რა? ნებისმიერი ცხოველი, რომელიც საზღვრის კვეთის შემდეგ ჩვენთან მოჰყავთ, ქვეყანაში არალეგალური გზით მოხვედრილია. ყველაზე ხშირად თუთიყუშები არიან ხოლმე. ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელსაც ასეთი ცხოველების მიღება და მოვლა შეუძლია, ჩვენ ვართ. რეალურად, ეს ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა არ არის, მაგრამ ჩვენ რომ უარი ვთქვათ, მერე რა მოხდება?”, – აღნიშნავს ზოოპარკის დირექტორი. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პორშეთი ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობს და გვერდითა სავარძელზე ლომის ბოკვერი ჰყავს. ნეტგაზეთმა მასთან დაკავშირებაც სცადა, რომ გაერკვია, თუ რა გზებით მოხვდა საქართველოში, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხებს. 26 დეკემბერს, ლაშა ბექაურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბოკვერს ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს გადასცემს, წარწერით: “ბოკვერი უკვე ზოოპარკშია”. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთად მიიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო. საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ნეტგაზეთი -
თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვიკავშირდა, გვეუბნება, რომ მერია გეგმავს იმ თანამშრომლების გათავისუფლებას, რომელთაც განცხადებას გაავრცელეს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. წყარო ასევე გვიყვება ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის შესახებ, რომელსაც ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება დაავალეს და მან პასუხად თანამდებობა დატოვა. პუბლიკის წყაროს ინფორმაციას ადასტურებს გიგა სოფრომაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახლა უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თავად იყო ევროპული კურსის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერი და მერიამ იგი სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლა. გარდა ამისა, იგი გვიდასტურებს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს განცხადების ხელმომწერ სხვა თანამშრომლებზეც და ნაწილს უკვე აიძულეს ხელმოწერის უკან გატანა. მის ნათქვამის დასტურად იგი გვითითებს ხელმომწერთა სიის დოკუმენტზე, სადაც 240-მდე ხელმოწერა იყო, ახლა კი 203-ია. (ერთი ხელმოწერა დოკუმენტს ნიუსის მომზადების პროცესში მოაკლდა – რედ). შეგახსენებთ განცხადების ტექსტს: რომელიც მერიის თანამშრომლებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპულის კურსის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. პუბლიკა დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებენ. პუბლიკა
-
რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით. "თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი. კონგრესმენი გაცხადებას ასევე ფოტოსურათს ურთავს, რომელზეც ირაკლი კობახიძე და ასევე „ჰამასის“ ლიკვიდირებული ლიდერი ისმაილ ჰანიე არიან. იპნ
-
სოციალურმა მუშაკებმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სოციალურმა მუშაკებმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, ხელმძღვანელობა შეხვდეს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც 1 იანვრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება. აქციაზე შეკრებილების თქმით, ხელმძღვანელობამ ამ ადამიანებს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი უნდა აუხსნას. თუმცა, უწყებამ სოციალური მუშაკების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 10-მდეა იმ სოციალური მუშაკების რიცხვი, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ დასაქმებულები და რომლებსაც ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება. სოციალური მუშაკების თქმით, მათ 25 დეკემბერს ტელეფონით შეატყობინეს იმის შესახებ, რომ უწყება მათთან თანამშრომლობას წყვეტს. ისინი უწყების ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებისა და ქმედებების საწინააღმდეგო პოზიციებს უკავშირებენ. მისივე თქმით, იმ დეპარტამენტში, სადაც თვითონ ჯერაც მუშაობს, ზაფხულში, სოციალური მუშაკების მოთხოვნის საფუძველზე, 8 საშტატო ადგილი დაემატა. პრობაციის სააგენტოს სოციალური მუშაკები მუშაობენ პირობით მსჯავრდებულებთან და განრიდებულებთან – როგორც სრულწლოვნებთან, ისე არასრულწლოვნებთან. კონსულტანტი სოფო მუშკუდიანი აქცენტს კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკულ დეფიციტზე აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ ამის ფონზე პროფესიონალი ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, პირველ რიგში, ბენეფიციარებს დააზიანებს. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სოციალური მუშაკების განცხადებას, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, დეზინფორმაცია უწოდა და თქვა, რომ „თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ”. იპნ -
ცენტრალური საარჩევნო კომიისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ესენი არიან: „ქართული ოცნება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ „გახარია საქართველოსთვის“ „ლელო საქართველოსთვის“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ „გირჩი“ რას ამბობს კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას იღებს პარტია, რომელმაც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. გათვალისწინებულია პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით. კანონით, პარტიას უფლება აქვს, 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიიდან არჩეულ დეპუტატთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა მანდატი და შეუძლებელია ამ რაოდენობის ადგილმონაცვლეებით შევსება. ასევე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტს. ამავე კანონის 31-ე მუხლის მიხედევით, საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ცესკომ მიმართვის საფუძველზე საარჩევნო სიები გაუუქმა სამ ოპოზიციურ კოალიციას. მათ პარლამენტსაც მიმართეს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განცხადებებით, თუმცა „ოცნებას“ ამ განცხადებების განხილვა არ დაუწყია. გახარიას პარტიას არც პროპორციული სიის ჩახსნის და არც მანდატების გაუქმების განცხადებით არ მიუმართავს. საპარლამენტო სხდომებს „ოცნების“ გარდა არც ერთი პარტია არ ესწრება. რა პოზიცია აქვთ პარტიებს ცესკოს ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. სხვა პარტიებს უარის თქმის ვადა უკვე ამოეწურათ. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რატომ არ თქვეს უარი დაფინანსებაზე. მისი თქმით, არჩეული დეპუტატები ხელფასს არ იღებენ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კი მაშინ შეჩერდება, როცა „ოცნება“ მათ მანდატებს შეუწყვეტს. ხაზარაძის თქმით, მანამდე ეს თანხა აქციაზე დაზარალებულების მხარდაჭერას მოხმარდება. ამავე განცხადებაში მან გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის განცხადება და შეკითხვა დასვა მათ დაფინანსებაზე. ამავე კოალიციაში შემავალი „თავისუფლების მოედანი“ აცხადებს, რომ არ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას და ეს კოალიციური შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ისინი მიესალმებიან ნებისმიერი დაფინანსების აქციაზე დაზარალებულთათვის გამოყენებას. მამუკა ხაზარაძის არგუმენტაციას დაეთანხმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა. საკითხს უფრო ვრცლად გამოეხმაურა ანა წითლიძე და ხაზარაძის მსგავსად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაფინანსების საკითხს შეეხო: „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ივანიშვილის მოწყალება არაა და ეს ფული ამომრჩეველს ეკუთვნის. „რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც „ანა-ბანა“: პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან; თუ კობახიძეს და „ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, „ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს; და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!“ – წერს სიჭინავა. არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების დაფინანსებასა და განცხადებების შესახებ ჰკითხეს „ოცნების“ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. კობახიძის აზრით, დაფინანსების მიღებით სამმა ბარიერგადალახულმა და დამატებით ორმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები. მან კვლავ გაიმეორა კონსპირაციული მოსაზრება, რომ ამ პარტიებს „პატრონები“ ჰყავთ, რომლებმაც ისინი „მძიმე მდგომარეობაში“ ჩააგდეს. „ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები სხვას, სრული შეუთანხმებლობა, ერთი კვლავაც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა კი აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯის ბრალი, რომელიც მათ გადადგეს. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“,- განაცხადა მან. პუბლიკა
-
28 ნოემბრის შემდგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება -ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სექსუალური შინაარსის მუქარის ფაქტების თაობაზე ისაუბრეს. ლომჯარიას თქმით, ნოემბერ-დეკემბრის თვეში პოლიცია აკავებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა საპროტესტო აქციების მონაწილე არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ, ქალებსაც. „28 ნოემბრის შემდგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. თუმცა, სამწუხაროდ, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია. შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე. ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით; გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს; აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს; ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით; აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს. დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით. თუ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ადვოკატს, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებებს. ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კონფიდენციალურობის სრული დაცვით დაგეხმარებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში, ასევე, დაგეხმარებით მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი. მივმართავთ ქალებს, თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ: თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენელმა; პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი; ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება; პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება; პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები: უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკევებით; ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკევებით; პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები; დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ: ადვოკატთან დაკავშირება; სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481); სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199); ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ“, - განაცხადა ლომჯარიამ. იპნ
-
პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი. „ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. იპნ
-
„პოლიტიკური შეხედულებების გამო ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას" - გიორგი აბულაძე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებს. ის ამას უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომლის ფარგლებშიც მედიატორები მთავრობის განცხადებას გაემიჯნნენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „დეზინფორმაციაა”, თითქოს სააგენტოდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ. ამასთან, გუშინ სოცმუშაკებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრობაციის სააგენტოში ხელშეკრულებებს დაუსაბუთებლად არ უგრძელებენ – სოციალური მუშაკი, ანა ენდელაძე ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელად 2025 წლიდან უწყება ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებს. ენდელაძეს, რომელიც ქუთაისში მუშაობს და მისივე თქმით, არის ერთადერთი სოციალური მუშაკი პრობაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, ამის შესახებ ტელეფონით აცნობეს. პუბლიკა -
გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. „ამგვარად, ეს არის გერმანიის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას. სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს. სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახლეობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
-
პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან - თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის „მოწყალება“ და ბიუჯეტიდან ეს ფული ამომრჩეველს ეკუთვნის. „რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც „ანა-ბანა“: პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან; თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს; საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს; ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება - მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა - ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია; ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროებდა ჩვენს პარტიას. არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას - ესაა ჩვენი ძალა - ღიაობა და გამჭვირვალობა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად - სუფთა ხელებით. თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?! და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!“ - წერს სიჭინავა. ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ თქვა. იპნ
-
დღემდე სანქცირებული „ქართული ოცნების" წარმომადგენლები | სია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს ერთიან სიას „ქართული ოცნების” იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სანქცირებული 150-ზე მეტი პირისგან მხოლოდ 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. ბიძინა ივანიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ირაკლი კობახიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; გრიგოლ ლილუაშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; კახა კალაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ვახტანგ გომელაური – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი; შალვა ბედოიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; იოსებ ჭელიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ალექსანდრე დარახველიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): დიდი ბრიტანეთი; გიორგი ბუთხუზი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ზვიად ხარაზიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ, დიდი ბრიტანეთი; მილერი ლაგაზაური – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ, დიდი ბრიტანეთი; მირზა კეზევაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ; ვაჟა სირაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; თეიმურაზ კუპატაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; სულხან თამაზაშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): დიდი ბრიტანეთი; გიორგი გაბიტაშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; კოკა კაციტაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; ოთარ რომანოვი-ფარცხალაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ, უკრაინა; ირაკლი ქარსელაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ირაკლი რუხაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; კახი ბექაური – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ვიქტორ ჯაფარიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; მამუკა მდინარაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; დიმიტრი დიტო სამხარაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; თეა წულუკიანი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ზვიად შალამბერიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; მიხეილ ჩინჩალაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ, ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ლევან მურუსიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ, ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ირაკლი შენგელია – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ; ვალერიან ცერცვაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ; შალვა თადუმაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; კობა ჩაგუნავა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; ნინო ენუქიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; ლელა მილდენბერგერი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; ლელა ცაგარეიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; მანუჩარ ცაცუა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; ზვიად ცეკვავა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი; ალექსანდრე ივანიშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ქეთევან ხარაიძე – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; უჩა მამაცაშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ტატე მამაცაშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; გიორგი კობახიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; გოგა ხაინდრავა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ზურაბ მახარაძე ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ; კონსტანტინე მორგოშია: ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აშშ-მა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები – ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო. ამასთან, ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ. პუბლიკა -
რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც ანა-ბანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს, რითიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე 6 პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსების მიღებას ეხმიანება. მისივე განცხადებვით, პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან. "თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს მიაწვეს, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს; საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს; ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება - მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა - ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია; ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროვებდა ჩვენს პარტიას. არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას - ესაა ჩვენი ძალა - ღ ი ა ო ბ ა და გ ა მ ჭ ვ ი რ ვ ა ლ ო ბ ა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად - სუფთა ხელებით. თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?! და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!", - აცხადებს ბერდია სიჭინავა. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
-
54 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პოლიტიკოსი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ის ლიდერი იყო. გარდაცვალებაზე ინფორმაციას პარტიის პრესსპიკერი კატო შინდაგორიძე ავრცელებს. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ს დამფუძნებელ გიორგი ჭანტურიასთან 1991 წლიდან თანამშრომლობდა.1993 წელს ის ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს – გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. პუბლიკა
-
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, „ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“. კიდევ ერთ პოსტში რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს: მესამე პოსტში კი უილსონი სვამს კითხვას, თუ რატომ დაუდო საქართველოს „დიქტატორიბის მომლოდინე“ ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების კონტრაქტი დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას. „ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?“, – წერს უილსონი. პუბლიკა
-
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს მილიარდერი ინვესტორი სტივ ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა. ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია. იგი 2017-2021 წლებში ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. აღნიშნულ თანამდებობაზე ფეინბერგი პენტაგონში რიგით მე-2 პირი იქნება ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეთის შემდეგ. მათი თანამდებობაზე შერჩევის მოსმენები კონგრესში მომდევნო კვირებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ Cerberus Capital Management-ი ერთ-ერთია იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებით იყო დაინტერესებული. ორგანიზაცია FactCheck-ის მედიაპროექტ ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მთავრობას და ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასაფინანსებლად 8-პუნქტიან გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ახალი ინვესტორების მოძიება დადგა დღის წესრიგში. ფაქტ-მეტრის ცნობით, ამ პერიოდში გამოჩენილი ორი პოტენციური ინვესტორიდან ერთ-ერთი Cerberus Capital Management LP იყო, რომელიც მთავრობისგან ინვესტორის მისაღებობის წერილობით დადასტურებას ითხოვდა. თუმცა, ანაკლიის კონსორციუმის ცნობით, დაპირების მიუხედავად, მთავრობამ შესაბამისი წერილი არ მოამზადა, ხოლო 2020 წლის 9 იანვარს კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება მთავრობამ შეწყვეტილად გამოაცხადა. ტაბულა
-
გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. მან ფოტო აეროპორტიდან სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა: შაიშმელაშვილმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. publika -
თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია. იპნ
-
საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე, სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც. "საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც... ახალ არჩევნებამდე!" , - წერს ზურაბიშვილი X-ზე. იპნ