Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დღეს გამოსავალი ივანიშვილისთვის, არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516040025745267
  2. დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ან „ოცნების“ წარმომადგენლები ან თვით ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ან შეთანხმება ახლა, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მის შეთავაზებაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი იყო მუქარა. „ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. პასუხი ამ შეთავაზებაზე, არ იყო. პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი. ჩვენთან ერთად არის სიმართლე იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან ერთად არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს-ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  3. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს. „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. “მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ლეგიტიმურობა მოდის ხალხისგან და ამიტომ სწორედ მათთან ერთად იქნება. „მე მინდა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა - ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება და ამიტომ გამოვალ და თქვენთან ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  4. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში მისი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა. შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების მისამართით. მან ისაუბრა იმაზეც, რომ არ იცის, ვინ არიან „ჯინსებში ჩაცმული” ჯგუფები, რადგან ისინი არ არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. TV პირველთან ინტერვიუში შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ „არცერთი პოლიციელები ბრძანების გარეშე” არ მოქმედებს. მისივე თქმით, 2021 წლიდან სამართალდამცველები მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს აღარ ატარებენ, ხელისუფლება კი ცრუობს, როდესაც აქციებზე ჩადენილის გამოძიებაზე საუბრობს. შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ შიდა სამზარეულოში უკვე გადაწყვეტილია, რომ არავინ დაისჯება. მისივე განცხადებით, აქციებზე მოქმედების გეგმა თავად დაწერა, თუმცა ნოემბრის აქციების დაშლა ამ გეგმით არ მომხდარა. ამასთან, შაიშმელაშვილის ინფორმაციით, აქციაზე შეგზავნილი არიან „პროვოკატორები”, რომელთა მიზანით აქციის „დემონიზებაა”. იგი აღნიშნავს, რომ აქციებზე ცემა არის მიზანმიმართული და არა ცალკეული პირების გადაცდომა. შაიშმელაშვილმა ისაუბრა 5 ივლისის მოვლენებზე და თქვა, რომ თავიდან განსაზღვრული გეგმა არ განახორციელეს. 5 ივლისზე შაიშმელაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „პუბლიკა” დაუკავშირდა ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა და მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა: მან, ასევე, ისაუბრა, რომ დახმარების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გადაეცათ მაღალი დაკვირვების საშუალებები, რომელსაც არ იყენებენ. ამის ნაცვლად, გარკვეულ შემთხვევაში, კონკრეტული ინფორმაციები დავით ქაცარავასგან გაუგიათ. თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დასმულ კითხვას, კერძოდ, ნოდარ მელაძის შეკითხვას, „იქ რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, საპრევენციო ღონისძიებები გატარებულიყო, მივიდოდით იმ მდგომარეობამდე, როცა ტაძრის ეზოში მოკლავდნენ ადამიანს?”, შაიშმელაშვილი პასუხობს: „არ მოხდებოდა მსგავსი რამე, ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა”. პუბლიკა
  5. მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს. მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. იპნ
  6. მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება ჩატარებული“, - წერს უილსონი. იპნ
  7. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს," - წერს კარისი. იპნ
  8. პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენების საპროტესტო აქციის წევრები პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს საპროტესტო აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად დაიკავეს. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილს ადგილზე სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი. ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. იპნ
  9. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ 'ბალტიის გზაში', რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა. „თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ „ბალტიის გზაში“, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან. ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით - ლიეტუვა თქვენთანაა“, - განაცხადა ბუდრისმა. იპნ
  10. ერთობის ჯაჭვი "გახარია საქართველოსთვის":
  11. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველოდან დღეს შთამაგონებელი სურათებია. „შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან. ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია - ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, - წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე. IPN
  12. ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. „დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს“, - წერს ბაიბა ბრაჟე. იპნ
  13. ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ ევროკავშირში დროის საკითხია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება. “ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინასა და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. ამის შესახებ დაინიუს ჟალიმასმა თბილისში 28 დეკემბერს ჟურნალისტებთან ისაუბრა. ლიეტუველი დანიუს ჟალიმასი და ასევე ევროპარლამენტარი, პოლონელი მიხალ ვავრიკევიჩი თბილისში იმყოფებიან, მათ პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გამართეს. „გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ. განვიხილეთ ურთიერთობის შესაძლო გზები. ასევე სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, მოქმედი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს, მხარს ვუჭერთ მის კანონიერ უფლებას თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საკითხია განსახილველი, როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, უნდა ჩატარდეს რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს“, – განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა. ნეტგაზეთი
  14. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო. ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს. ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „მადლობა, სალომე ზურაბიშვილს“. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. იპნ
  15. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა. საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. „ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. იპნ
  16. "კარგი ამბავი წამომეწია აშშ-დან: 2025 წელს, რამდენიმე თვეს გავატარებ ვაშინგტონში, საქართველოს საარჩევნო სისტემის პროექტზე სამუშაოდ - როგორ შევქმნათ საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს და მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების ფუნქციას გრძელვადიან დროში სტაბილურად შეასრულებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების გაყალბების შემდეგ და ხელახალი არჩევნების კონტექსტში. თითოეული დღე აშშ-ში, გამოყენებული იქნება, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად და ყველა პროდუქტი, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოსთვის." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. Facebook ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28173444172269003
  17. დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაეგდო. დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის. ამერიკელი ხალხი ქართველებს გვერდში უდგას ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად მათ მიმდიანრე ბრძოლაში,” - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  18. "ახლა დაფინანსების ირგვლივ 3 პარტიის ურთიერთლანძღვის და ურთიერთბრალდებების შემდეგ, ალბათ ბევრი ხვდება, რამდენ კომპრომისზე წასვლაა საჭირო, რომ ამ პარტიებთან სასაუბროდ დაჯდე და თან არ იცოდე, რომელი მათგანი რას წამოგაძახებს და რომელი დიდი თუ მცირე ოლიგარქის ინტერესებს ატარებს, ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში. ასე ხდება, როდესაც ვალდებულებები ამომრჩევლის წინაშე კი არა, ფულის წყაროს წინაშე გაქვს. აუცილებლად მოვა ყველაფრის გარჩევის და ყველაფერზე ლაპარაკის დრო, მაგრამ დღეს მიზანი სულ სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანია." როინ ქოჩორაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
  19. მინიოლიგარქები, რომლებზეც დღეს ივანიშვილის სისტემა დგას, ფულსა და ივანიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ ფულის სასარგებლოდ. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/516862197330856
  20. კონგრესმენმა ჯო უილსონმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. „მოხარული ვარ, როგორც საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გავუგზავნო მიწვევა. ვიცი მისი მამაცობის შესახებ იმ თავდასხმის წინაშე, რომელსაც აწყობენ ივანიშვილი და მისი მეგობრები ჩინეთის კომპარტიასა და ირანულ რეჟიმში“, — წერს იგი. ნეტგაზეთი
  21. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. იპნ
  22. „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა. „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - წერს ბენჟამინ ჰადადი. იპნ
  23. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ“, - წერს მარკო მიხელსონი. იპნ
  24. ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, განსახილველი ბევრი საკითხია, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა. ვეროპარლამენტარმა ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „როგორც იცით, სამწუხაროდ, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. იპნ
  25. სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“, - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა. ევროპარლამენტარის განცხადებით აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება. „ჯერჯერობით არ ვიცით. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, აუცილებელია ევროპული ინსტიტუტების, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ, კომისიისა და საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. იპნ
×
×
  • შექმენი...