Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლოს თავი „გლობალური ომის პარტიის“ დამფუძნებლად და „დიფ სთეითის“ „წილის მფლობელად“ წარუდგინა. ონისე ცხადაძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლით ცოტა ხის წინ ისარგებლა. "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”... თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ყოფნა რთულია, არავისთვის მარტივი არ არის. არ მაინტერესებს თუ პატიმრობაში დამტოვებთ, ამ ქვეყნისთვის კვდებოდნენ და მეც არ მინდა ვინმეზე ნაკლები გავაკეთო. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა, ასევე არის ფოიერვერკი, კვამლს რომ უშვებს, მაგის პატარა კაფსულა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი. ძალიან გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ. რაც შეეხება იმას, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა, 4-დან 6-წლამდე, ანუ ამ ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე. გირაოზეც მინდა გითხრათ, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”,- განაცხადა ცხადაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. დაკავებულთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ყველა დაკავებულის პროცესი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზში მიმდინარეობდა, თუმცა დამსწრეთა სიმრავლის გამო და ასევე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზი შეიცვალა და პროცესი ახლა დიდ დარბაზში გრძელდება. ipn
  2. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმითვე, სასამართლოს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, სხდომა პატარა დარბაზში ჩაეტარებინა, რის შემდეგაც მან ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მოთხოვნილი დარბაზის მდგომარეობის გადასამოწმებლად. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ პროცესი იმ დარბაზში გადაიტანა, რომელსაც ადვოკატები ითხოვდნენ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები განმარტავდნენ, რომ საქმე მოცულობითია, 11 დაკავებულია, დარბაზის მოცულობიდან გამომდინარე კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კომუნიკაციაც კი შეუძლებელია. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და დარბაზში არათუ დაინტერესებული პირები, ბრალდებულების ოჯახის წევრებიც ვერ შედიოდნენ. სხდომის დაწყებამდე ადვოკატებს დამატებითი მაგიდები და სკამები დაუდგეს, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილზე ისინი რაოდენობიდან გამომდინარე ვერ განთავსდნენ. ერთ-ერთი ადვოკატის ნათქვამზე, რომ მოწმის ტრიბუნა მაინც ისე განეთავსებინათ, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ რეპლიკით უპასუხა. „მე მაქვს იდეა, წავაქციოთ". ბრალდების მხარემ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა იყო. დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცეს. აღსანიშნავია, რომ სხდომათა დარბაზთან განთავსებულნი არიან პოლიციელები. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
  3. საქართველოში საკანონმდებლო ზომები სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან - ეს სახიფათო კურსია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში საგანგაშო ვითარება დეტალურად აღწერა. “დღეს, საქართველოს სხვა მეომრებთან ერთად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში, სადაც რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს და ავტორიტარული მმართველობისკენ მიდის. საკანონმდებლო ზომები - მათ შორის საჯარო სამსახურის დასუსტება, მისი ერთგული პირებით დასაკომპლექტებლად და დემონსტრაციების მონაწილეების ოჯახების სამიზნეში ამოღება - სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან. ეს სახიფათო კურსია, ისეთი, რომელიც რეპრესიული მმართველობისკენ მიდის და სულ უფრო რთულია შემოსატრიალებლად მას შემდეგ, რაც ფესვს გაიდგამს. პრეზიდენტსა და [მონაწილეა] პარლამენტარებს მოვუწოდე, რომ აქტიურ კოორდინაციაში იყვნენ და შინაარსიანად ჩართონ ამ ტრაექტორიის საწინააღმდეგოდ”, - წერს კოლსი. იპნ
  4. მათ რომ რაიმეს გამოძიება სურდეთ, უპირველესად, პასუხისმგებლობის დაკისრება და კითხვების დასმა, საკუთარივე რიგების წარმომადგენლების მიმართ უნდა განახორციელონ - „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეაქტიულ პოზიციაში ყოფნა უწევდა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“. ლილუაშვილის თქმით, გამოძიების საკითხს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიისთვის გამოიყენებს. „თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ის ცდილობს, რომ თავისი ყოველდღიური საქმიანობით შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არჩევნებიდან მოყოლებული, უწევდა რეაქტიულ პოზიციაში ყოფნა. ხალხი, რომელიც პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრშია და რუსთაველზე დგას, დღის წესრიგს ქმნიდა, ხოლო „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად მოპასუხის რეჟიმში იყო. ახლა მოისურვეს დაიწყონ ის პროცესი, რომელიც ბევრჯერ მოგვისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ბევრჯერ ყოფილა მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ სააკაშვილი და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ საფრთხობელად წარმოეჩინათ. ამ საგამოძიებო ნაწილთან მიმართებით - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ცალსახაა, რომ თუ პოლიტიკური ძალას, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში, არ გადაუდგამს ნაბიჯები და რაიმე დატოვა გამოსაძიებელი და პასუხგაუცემელი წინა ხელისუფლების ქმედებებიდან, ეს უპირველესად მისი პრობლემა და ამ წლების განმავლობაში მისი ცუდი მუშაობის შედეგია. მეორე მხრივ - „ქართული ოცნება“ ამას ძირითადად მხოლოდ ნეგატიური პიარ კამპანიისთვის გამოიყენებს ერთ-ერთი პოლიტიკური აქტორის და ზოგადად ოპოზიციის წინააღმდეგ, თორემ რეალურად, მათ რომ რაიმეს გამოძიების მოტივაცია ჰქონდეთ, უპირველესად, საკუთარი რიგებიდან დაწყება მოუწევთ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამფინანსებლებიდან დაწყებული, წევრებით გაგრძელებული, უამრავი ადამიანი დღეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს წარმოადგენენ. ვფიქრობ, რომ გამოძიების ანონსი ემსახურება ორ საკითხს: პირველი ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ რამენაირად დღის წესრიგი შექმნას, რადგან მას ძალიან უჭირს ამ თვალსაზრისით; მეორე - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ილუზიის შექმნა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება იწყებს წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულებას და ამით ჩვენებას, რომ მათი პოზიციები შეურყეველია და გააგრძელებენ საკუთარ საქმიანობას, არაფერი ხდება. მოტივაცია აქვთ, არ შეიმჩნიონ შიდაპოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაშია და საერთაშორისო წნეხი, რომელიც მოდის ყოველდღიურად უფრო და უფრო მაღალი დონეებიდან. შინაარსობრივად, ამ გამოძიების ნაწილში, მოუწევთ საკუთარი რიგებიდან დაიწყონ“,- განაცხადა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, ლილუაშვილმა ისაუბრა, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული. ბექა ლილუაშვილის აზრით, ეს პროცესი ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად რეჟიმისთვის შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა შეიზღუდოს. „როდესაც ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება ხდება, ეს კონკრეტული ინსტრუმენტების საშუალებით ხდება. მაგალითად, ნათია თურნავა ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანად ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა. ის გამოყენებული იქნა, რომ სანქციები აერიდებინა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის. გახსოვთ ბრძანების გამოცემა, რომელმაც საქართველოს იურისდიქციაში, სანქციების გავლენისგან დაიცვა ფარცხალაძე. ცოტა ხნის წინ ხდებოდა ეს. ეს არის ფინანსური სექტორის კონტროლის და ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მექანიზმი. ლოგიკურია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდოს ივანიშვილის რეჟიმს. იგივეა, მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული მექანიზმის, „პოსტ ტვ“-ს მფლობელია. იგივე კატეგორიაში გადის რუხაძე, რომელიც მოიაზრება სანქციების ბენეფიციარად. ეს ყველაფერი ლოგიკურია, რადგან ეს არის ინსტრუმენტები, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გაიმყაროს არალეგიტიმური ძალაუფლება. ეს არის პროპაგანდა, ესენი არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკის სფეროს აკონტროლებენ და ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, პროცესი ლოგიკურად ვითარდება - თუ გინდა ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმი დაამარცხო, მას უნდა მოკვეთო ყველა ის საცეცი, რომელიც საშუალებითაც ის რეჟიმის გამყარებას ცდილობს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩიხის პიკური ეტაპი უნდა დადგეს და ჩიხში იქნას მიმწყვდეული, რათა შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა დაიწყოს, კომპრომისებზე წავიდეს, ეს არის - როდესაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევზღუდავთ "ქართული ოცნების" გავლენის ინსტრუმენტებს საზოგადოებაზე - მაგალითად პროპაგანდის სანქცირების გზით, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. როდესაც ეს გავლენის შესაძლებლობები იზღუდება, რა თქმა უნდა, ასევე იზღუდება რეჟიმის შესაძლებლობები, რომ თავისი ძალაუფლება გაიმყაროს და უწევს კომპრომისებზე წასვლა. ეს არის გზა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, მიგვიყვანს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე“,- განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი; ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი კობახიძე - ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“. „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები: ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი; კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე; თორნიკე რიჟვაძე - აჭარის მთავრობის მეთაური; გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის უფროსი; ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ; კახა კალაძე - თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“; ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“; ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“. „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან: ირაკლი რუხაძე - „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე); სოსო ფხაკაძე - „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი; ხვიჩა მაქაცარია - „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ. ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი; ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი; სულხან პაპაშვილი; გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს; ილია წულაია - „არქის“ დამფუძნებელი; ნოშრევან ნამორაძე - „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი; ვიქტორ ჯაფარიძე - „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი. მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე; ლევან მურუსიძე. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში მოთხოვნილია ამ პირების დასანქცირება. იპნ
  5. გაასამართლებს "ოცნება" გივი მიქანაძეს და "ოცნების" რიგებში მყოფ დანარჩენ "ნაცებს" ?! გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/456314877537620
  6. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ჩინოვნიკი დასანქცირდება. დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/622852366869536
  7. “ოცნების” რეჟიმი დგას 3 რამეზე: 1. პროპაგანდასა და პროპაგანდისტულ არხებზე; 2. ძალადობის სისტემურობაზე; 3. რეჟიმის სპონსორებზე. სანქციების წრის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ “ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9028416893940732
  8. გერმანიის ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყოს ეუთოს გრძელვადიანი დაკვირვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად იქნა მოწვეული საქართველოს მთავრობის მიერ. მისიაში შედიოდა 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდნენ ქვეყნის მასშტაბით. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატათ. ეს პრაქტიკა არ განსხვავდება სხვა არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობისგან. გერმანელი დეპუტატები გმობენ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და აცხადებენ, რომ ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ. „ახლა საჭიროა არის პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასასრულს შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, — ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საგარეო პოლიტიკის სპიკერი ულრიხ ლეხტე, მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული და კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების ალიანსის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი იურგენ ჰარდტი, სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი დებორა დიურინგი. netgazeti
  9. ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“. უილსონის განცხადებით, ის ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ. “ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. მიხარია აქ საქართველოს ლეგიტიმურ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ყოფნა და მიხარია აქ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერებთან ერთად ყოფნა. ქალბატონი ლეგიტიმური პრეზიდენტისადმი მესიჯი მაქვს და ეს ამერიკული ტერმინია მისი შთამაგონებელი გამოსვლისთვის - “ამინ”. რამდენად შთამაგონებელი და რამდენად ცხადია მისი გამოსვლა… ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს “მზადებაში მყოფნი” დიქტატორია, ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. ის იმისთვის იბრძვის, რათა საქართველო “დამპყრობლების ღერძის” გავლენაში მოახდინოს. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი თეირანში მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას, ისევე როგორც ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც ასევე იყო მსხვერპლთა სიაში. ვიცით, რომ ამ რეჟიმმა დიდი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიას" მისცა, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზებების წინააღმდეგ. ის [ივანიშვილი] ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ, რომელიც იარაღის უზენაესობით ნარჩუნდება, ნაცვლად დემოკრატიისა კანონის უზენაესობით“, - განაცხადა უილსონმა. ipn
  10. სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქციები რეალურად მუშაობს და ასუსტებს „ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს“ და უნდა გაგრძელდეს. “არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარება საკვანძოა ზეწოლისთვის. სანქციები სხვადასხვა სახის ზეწოლას ახდენს მათ მხარეზე, ვინაიდან, ისინი ზეწოლას ახდენენ არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც. როგორც ყველა მსგავს ავტოკრატიულ რეჟიმში, ისინი უკვე არიან ავტოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმი, ისინი დამოკიდებულები არიან მათ გარშემო ამ პირველ წრეზე - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ და რომლებიც მათ ხელშია. ასე რომ, სანქციები რეალურად მუშაობს ამ მხრივ და ასუსტებს ამ ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თქვენ ნამდვილად უნდა დაგვეხმაროთ ახალი არჩევნებისკენ სწრაფვაში და მათ მიღებაში, ვინაიდან, ასეთი ღრმა კრიზისიდან, როგორიც ახლა საქართველოში გვაქვს, ამოსვლის სხვა ცნობილი გზა არ არსებობს. ერთადერთი გზა ახალი არჩევნებითაა. ახალი არჩევნები ჩატარდება, ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ქვეყნის მაგალითი არ არსებობს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ იქნებოდა ავტოკრატიული, ერთი კაცის, ერთი პარტიის მმართველობაში და დიდხანს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა მაშინ, როდესაც ის სრულიად მოწყვეტილია თავის მოსახლეობას, როგორც ვხედავთ. ახლა 42-ე დღეა რაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებშია და დასუსტების ნიშანი არაა ამ პროტესტის, რომელიც მასიურია, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა და ყველა თაობასა და საზოგადოების ყველა სეგმენტს სწვდება”,-განაცხადა ზურაბიშვილმა. ipn
  11. „რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „რადიო თავისუფლება” კარგად ინფორმურებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წერილი დღეს, 2025 წლის 9 იანვარს გაიგზავნა და მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი – ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. „რადიო თავისუფლების” თანახმად, წერილში მოთხოვნილია ჩამოთვლილი ადამიანების სანქცირება: ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი ალეკო ივანიშვილი შმაგი კობახიძე უჩა მამაცაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები: ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა კალაძე, თბილისის მერი ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“ ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“ ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“ „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან: ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე) სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი ხვიჩა მაქაცარია ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი ვანო ჩხარტიშვილი სულხან პაპაშვილი გიორგი კაპანაძე („რიჟა“) ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძე ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე ლევან მურუსიძე. publika
  12. თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია „დურუჯის“ ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს. თეატრალური პრემია „დურუჯის“ დამფუძნებელია ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფი“. ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია. ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტიც, განცხადებაზე ხელმომწერების ცნობით, ახლა გროვდება, გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში გადასარიცხად. „დურუჯის“ დაბრუნებული ქანდაკებები დღეს კომპანია „რედიქსის“ ოფისში მიიტანეს. სხვადასხვა დროს მიღებული პრემიები დააბრუნეს შემდეგმა ხელოვანებმა: დავით გაბუნია მიხეილ ჩარკვიანი სანდრო ნიკოლაძე გიორგი სურმავა თორნიკე გოგრიჭიანი დათა თავაძე ნატუკა კახიძე ალექს ჩიღვინაძე თამთა მელაშვილი ქეთა შათირიშვილი დათო საყვარელიძე ლაშა ბუღაძე კახა კინწურაშვილი თამრი ოხიკიანი გეგა გაგნიძე პაატა ციკოლია ოთარ ქათამაძე ნინო კასრაძე ანკა კალატოზიშვილი netgazeti
  13. „გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ანტისანიტარია იყო, ეყარა სარემონტო სამუშაოების ნარჩენები – ცემენტი, რაც თავად ავფხიკეო”, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი ნინო ლომინაძე აცხადებს. ნიკა კაცია, რომელსაც პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება. ის ამჟამად ბრალდებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამო გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატის გადმოცემით, კაცია პირობების გაუარესებაზე რამდენიმე მიმართულებით საუბრობს: ნინო ლომინაძის თქმით, კაციას შეუცვალეს საკანი და გადაიყვანეს ისეთში, სადაც ანტისანიტარია და არასათანადო პირობები იყო. ძველ საკანში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეყურებინა ტელევიზორისთვის, ახალში გადაყვანის შემდეგ კი ტელევიზორთან და შესაბამისად ინფორმაციასთან წვდომა აღარ აქვს. კაცია ასევე მიუთითებს ადმინისტრაციის მხრიდან სატელეფონო და სასეირნო დროის თვითნებურ შეზღუდვაზე/შეზღუდვის მუქარაზე. ლომინაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციის დამოკიდებულება და განწყობა უცბად შეიცვალა მის მიმართ, ხოლო თუ რასთან არის ეს კავშირში, ბრალდებული თავად ვერ ხსნის. „ჩვენთვისაც გაუგებარია, მანამდე ამგვარი პრობლემები არ ჰქონდა და რაიმე სახის გართულებაზე არ საუბრობდა”. ადვოკატის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შესულები იყვნენ და მათაც შეამოწმეს საკანი. მისივე თქმით, კაციას ასევე შეხვდა ციხის უფროსის მოადგილეც და მიიღო დაპირება, რომ დაუკმაყოფილდებოდა მოთხოვნები. „პუბლიკა” დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, პასუხისთვის მათ იუსტიციის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს. „პუბლიკამ” უწყებას ბრალდებულის მიერ აღწერილ ყველა გარემოებაზე დაუსვა კითხვა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ადვოკატის თქმით, ნიკა კაციას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ნიკა კაცია ცალსახად უარყოფს, რომ საქმეზე დამაგრებული ნივთიერი მტკიცებულება – 14 გრამი კოკაინი მას ეკუთვნის, მეტიც მას თვალითაც არ უნახავს ის. პირადი ჩხრეკისას მისგან არ ყოფილა ამოღებული არანაირი ნარკოტიკული საშუალება და მარტივად დაიჯერა, რომ თუ ოქმებს მოაწერა ხელს, მართლაც გაუშვებდნენ”, – ამბობს ნინო ლომინაძე. publika
  14. მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ - ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, საქმეზე გარკვეული მასალებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი, ძირითადად, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის. მოსამართლის განცხადებითვე, ბრალდებულ პაკელიანის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ბოლო ქმედებებიც, რომელიც მათ ბრალად წარდგენილი აქვთ, ისევ ნარკოტიკულ დანაშაულებს უკავშირდება. „როგორც ერთ-ერთი ბრალდებული გამოკითხვის ოქმში ამბობს, მათ სურდათ იმ ლოკაციების თაობაზე ინფორმაციის მიღება, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იყო დადებული და ნარკოტიკული საშუალებების მიღება. ამ სურვილმა გამოიწვია ეს ქმედებები, რომელიც შემდეგ განხორციელდა“, - განაცხადა ბიჭიამ. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ჭკადუასა და პაკელიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც პროკურორი განმარტავდა, დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, დანაშაული ყაჩაღობის მოტივით მოხდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ორივე დაკავებულმა დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინა, შემთხვევის ადგილი დატოვეს, მათ მიერ დაუფლებული მობილური ტელეფონები გადამალეს, ასევე მოკლულის ცხედარიც სხვა ადგილას იქნა აღმოჩენილი. პროკურორის თქმით, მკვლელობა რევაზ პაკელიანის ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით მოხდა. დაცვის მხარე ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. უფლებადამცველები დაკავებულების მხრიდან ყაჩაღობის ფაქტს გამორიცხავდნენ. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. ბეჟან ჭკადუას ადვოკატ ლაშა ხოშტარიას განმარტებით, ყველაფერი დაზარალებული ქალის ჩვენებაზეა აგებული, მანქანაში ოქროც, ფულიც და სხვა ნივთებიც იყო, დაზარალებულის ჩვენებით კი ბრალდებულებისგან სხვა ნივთის მიღების მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, გამოძიებას ერთხელაც არ დაუსვამს კითხვა, ბრალდებულები მაინც და მაინც მობილურ ტელეფონს რატომ ითხოვდნენ, ან შესაძლებელი იყო თუ არა იქ რამე ინფორმაცია ყოფილიყო, რისი ინტერესიც მათ ჰქონდათ. „გამოძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით - სიკვდილის თუ მკვლელობის ფაქტის დადგენითაა შემოფარგლული, თორემ, ამას რა მოქმედებები უსწრებდა წინ, რა მოტივები ამოძრავებდათ თუნდაც, დაზარალებულს, გარდაცვლილს, ეს დადგენილი არაა. დაზარალებულის ჩვენებიდან ჩანს, როცა გზაზე გაჩერებული ავტომანქანიდან ითხოვდნენ სავარაუდოდ, ბრალდებულები დახმარებას, აწ გარდაცვლილი მანქანიდან ჩამოსვლისთანავე ამ პირებს როგორც საფრთხეს აღიქვამს, ის დანას ითხოვს, რასაც დაზარალებული ალინა გაბაევა აწვდის, ის მანქანიდან დანით ჩამოდის და ბრალდებულებს ასე ეგებება... ბევრი მნიშვნელოვანი გარემოებაა დამალული, ჩვენ ასე ვიტყოდით, რომ ამ ფაქტების დამალვა ისევ დაზარალებული ქალბატონისგან მომდინარეობს, არანაირი ტელეფონის მისაკუთრებას, წართმევას ადგილი არ ჰქონია, ჩვენ უმოკლეს ვადებში დავამტკიცებთ, რომ ტელეფონები თავად დაზარალებული ქალბატონის მიერაა განადგურებული, რადგან აღნიშნული ტელეფონი ინფორმაციებს შეიცავდა, სწორედ ეს ინფორმაციებია ყველაფრის მთქმელი აღნიშნულ საქმეზე შემდეგში კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით... ვინ არის დაზარალებული, საერთოდ რა უნდოდა დაზარალებულს, რა როლი აქვს ამ ქალბატონს თუნდაც, ამ უბედურ შემთხვევასთან, თუ მკვლელობასთან... ჭკადუა მოსალოდნელი სასჯელის გამო გამოძიებას არ მიემალება, ვფიქრობ, უფრო მეტიც, მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუწყობს გამოძიებას დადგინდეს ქალბატონი დაზარალებულის როლი ამ საქმეში, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილისა და დაზარალებულის მხრიდან უმძიმესი დანაშაულების განხორციელებას ადგილი, როგორიც არის ქსელური ნარკოტიკის რეალიზაცია. ვფიქრობ, ბრალდების მხარემ ჭკადუას თანამშრომლობის საშუალება უნდა მისცეს... პაკელიანი ჩვენებაში ამბობდა, ტელეფონს ვთხოვდი, მომაწოდე ლოკაცია, აბა, სად დადე ნარკოტიკიო. ბრალდებული გეუბნებათ, ამას ვითხოვდიო, შეკითხვა მაინც დაგესვათ დაზარალებულისთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ, რასაც პროკურორმა კითხვითვე უპასუხა. „ნარკოტიკს სთხოვდა, თუ რატომ ესროლა? დაზარალებული ამბობს, ტელეფონები ძალით წაგვართვეს, ჭკადუამ დანა გამოიყენა, რომელიც ვიქტორ სოლოვიოვს ამოაცალაო, რევაზ პაკელიანმა იარაღი დაგვადოო, წამიყვანეს ავტომანქანით, გზაში დამტოვესო, მეტი რა ვიცი, რა უნდა გაეკეთებინათ? ოქრო რომ არ წაიღეს, ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაც არ წაიღეს?“, - განაცხადა პროკურორმა, რასაც ბრალდებულ რევაზ პაკელიანის რეპლიკა მოჰყვა, რაზეც პროკურორმა მას ჰკითხა, თუ რატომ ესროლა სოლოვივოს. „გავიგე, ტელეფონი არ მოგცათ, რევაზ ბატონო, არ გისვრიათ?“, - ჰკითხა ბრალდებულს ბრალმდებელმა, რასაც დაკავებულმა პაკელიანმა უპასუხა, რომ ის „თავს იცავდა და იმიტომ ესროლა“. ცნობისთვის, შემთხვევა 5 იანვარს, მესტიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები - რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოგვიანებით, ბრალდებულებმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ipn
  15. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ipn
  16. „გახარია საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. პარტია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. 25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია. ბარიერგადალახული პარტიები აცხადებენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პუბლიკა
  17. უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თანამდებობას დაიკავებს, მოკავშირეებს უფრო მეტი თანამშრომლობა მოუწევთ. „აშკარაა, რომ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ეტაპი იწყება, სულ რაღაც 11 დღეში, დრო, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ და კიდევ უფრო დიდ შედეგებს ერთად უნდა მივაღწიოთ. ვთვლი, რომ ეს შესაძლებლობების დროა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. იპნ
  18. ჩვენ წერილი დაახლოებით 1 კვირის წინ გავგზავნეთ, უბრალოდ ტაქტიკურად არ ვახმაურებდით - მათი [დანარჩენი ოპოზიციის] წერილის ძირითადი ნაწილი ჩვენგანაა გადატანილი, პირდაპირ წინადადებებია გადატანილი. ეს პლაგიატია, მაგრამ რადგან აკადემიური ნაშრომი არაა, პლაგიატს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხზე წერილის თაობაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, მათ წერილის საკუთარი ვერსია ოპოზიციურ პარტიებს გაუზიარეს, თუმცა ისინი ტექსტს არ დაეთანხმნენ. კითხვაზე, კონკრეტულად, რას არ ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები, ცქიტიშვილმა თქვა, რომ გახარიას პარტია წერილში მხოლოდ იმ საკითხებს ასახელებს, რაც ევროპის საბჭოს კომპეტენციაშია, სხვა პარტიებს კი, „ალბათ, უფრო ფართო მოთხოვნები უნდოდათ“. „ჩვენი წერილი გაგზავნილია დაახლოებით 1 კვირის წინ, უბრალოდ, ტაქტიკურად არ ვახმაურებდით, რომ ცოტა ნაკლები დრო დარჩენოდა „ქართულ ოცნებას“ რეაგირებისთვის. დანარჩენებმა ეს ვერ გათვალეს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, რატომღაც მათთვის მისაღები არ იყო და გადავწყვიტეთ, რომ დრო არ დაგვეკარგა და დაგვეწყო მუშაობა. ჩვენი ვერსია ახალ წლამდე დაიწერა. გავგზავნეთ, გავუზიარეთ, შევთავაზეთ. აღმოჩნდა, რომ დღეს რაც ვნახეთ მათი გაგზავნილი წერილი, დიდწილად ჩვენი ტექსტია, პირდაპირ გადატანილია აბზაცებიც კი. რატომღაც ვერ მოხდა შეთანხმება. არ ვიცი [რას არ ეთანხმებოდნენ]. ალბათ, უფრო ფართო მოთხოვნები უნდოდათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დეტალური, სტრატეგიული წერილია ჩვენი. კონკრეტულად ეხმიანება მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც ცალსახად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენცია და მისი ფარგლებია. ანუ, კონკრეტული საკითხები, რაც ჩამოთვლილია - ინსტიტუციური სისტემის მოშლა, სახელმწიფო მკაცრი კონტროლის დამყარება ყველა საგამოძიებო ინსტიტუტზე, ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები არჩევნებამდე და არჩევნების დროს გაყალბებები; არჩევნების შემდგომ დარბევები, წამება და ეს მიმართულებები; კანონები, რომელიც არჩევნებამდე იქნა მიღებული. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ამაზე უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული ჩვენი წერილი და მოთხოვნა ყოფილიყო ცალსახა, ზედმეტი მოთხოვნების გარეშე, რომ მათი მანდატების აღიარება არ მოხდეს. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, ყველაფერი დანარჩენი შეიძლება მოვითხოვოთ, მაგრამ არ იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენცია. ამიტომ არ ღირდა ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ფოკუსირება უნდა ყოფილიყო იმაზე, რისი მანდატიც აქვს ევროსაბჭოს თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე. 4 თუ 5 იანვარსაა გაგზავნილი, მათ დღეს გააგზავნეს. ამასთანავე დაწყებული გვაქვს კომუნიკაციაც სხვადასხვა ჯგუფთან, რათა ეს საკითხი ბოლომდე იყოს მიყვანილი“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამის შესახებ გახარიას პარტიამ წერილი გაავრცელა, რომელიც ევროპის საბჭოს გაუგზავნა. „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას: არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები; მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში; განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები; გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. ევროპის საბჭოს მიმართ წერილი გაავრცელა დღეს 3-მა ოპოზიციურმა ძალამაც. „ჩვენი მოთხოვნებია: ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“. იპნ
  19. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, თუ პარტია „გონს არ მოვა“. „ახალი არჩევნები თავისთავად ჩაინიშნება, თუ მმართველი პარტია დაიშლება, რაც მისი გარდაუვალი მომავალია, თუ თვითონ არ მოვა გონს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. გარდა ამისა, ის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის არ არის სტიპენდია, არამედ ჯილდოა. „ეს არ არის სტიპენდია, უნდა გაიგოთ რაც არის. ეს არის ჯილდო, მეორე მხრივ, პროექტის დაფინანსება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც მუშაობას დავიწყებთ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა. იპნ
  20. პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია. „ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს ვიღაც თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი, ესეც არის იმ დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომელზეც ნელ-ნელა ეს ქვეყანა შედნებოდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით, მთავრობა და პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. „ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან. იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარების მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის ასევე დამალული, არ არის ახსნილი და ზოგჯერ გატანილი არის ქალაქიდანაც, როგორც „ამბასადორიალის“ მაგალითით მოხდა. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ალბათ, დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ. ეს ეხება ყველაფერს, ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტს, ეროვნულ ბანკს, პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ასევე ისაუბრა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზია „მატყუარა სურათს გვაჩვენებს“. „პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა, ეს არის ჩვენი რეალური სურათი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განმარტებით, დიდი ხანია ქართული სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში ნამდვილი სასამართლო. „დღეს არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს ძალიან ნათლად დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი, თუ არა ცესკო-ს მხარეს არსებული პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე არის ხალხისგან წართმეული და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც დემოკრატიული სისტემისთვის პრაქტიკულად, დაშლაა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ქვეყანა ჩაკეტილია, „რაც ცხადია ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“. მისივე თქმით, „ძალიან ღრმა კრიზისიდან“ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები. „ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის გამო საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია პირდაპირ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება, რომელიც დღეს ასევე, დიდწილად გაჩერებულია. მართალია ის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერებულია და დღეს ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების, სწორედ არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომელიც საქართველოდან გადის, ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს, ამის გატანის, გაყვანის საქართველოდან. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია! ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი სამწუხარო და ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორები (ევროპელები თუ ამერიკის შეერთებული შტატები) უკვე იზიარებენ არა მხოლოდ იმას, რომ არ აღიარებენ არჩევნებს... პრაქტიკულად ორთვენახევარი უკვე გასულია და არავინ არ აღიარებს, გარდა ის ქვეყნები, რომლებიც არ ითვლებიან, როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, ამის გარდა არავინ არ აღიარებს არჩევნებს და არავინ არ აღიარებს - არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს. ცხადია, ეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას იზოლაციაში გვამყოფებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ ამ იზოლაციიდან გამოვიდეთ. მე ეს როლი მაქვს და მე ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები მაქვს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  21. მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის,რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი. „ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  22. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იშლება. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს. „არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდ ხანს ვერც ერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ შეეგუება იმას, რომ მართული იყოს ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული. დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება. მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი შეიძლება ამ ქვეყანაში. ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და მზად ვიქნებით. ეს ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ - თბილისის გარეთაც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  23. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. მისივე თქმით, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. პუბლიკა
  24. 9 იანვარს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის თანახმად, სალომეზურაბიშვილის ბრიფინგი 13:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია, რა საკითხებთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება. იპნ
  25. საქართველოში გერმანიის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, თბილისში მდებარე გერმანიის საელჩოში გლოვის ნიშნად დროშა დაეშვა. „დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ipn
×
×
  • შექმენი...