Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.
    ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.
    დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ახლა ისინი ხსნიან ახალ თავდაცვის საწარმოებს მომავლისთვის.
    „მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
    შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, უკრაინაში F-16 ტიპის მოერიშეების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათი რიცხვი შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელია.
    „იქნება 24 მოიერიშე, შესაძლოა მეტი, მაგრამ არა ნაკლები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დანიელებთან და სხვებთან ერთად“, - აღნიშნა რუტემ.
    ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქვეყანამ იპოვა წყაროები საზღვარგარეთ ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა რამდენიმე კვირაში შეეძლო. საუბარია ნახევარ მილიონ 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე და 300 000 ერთეულ 122 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.

    იპნ
  2. tvati
    ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა.
    ბითაძემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელების და ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საზოგადოება დაექვემდებარა ზეგავლენას და ბულინგის მძიმე კამპანია მიმდინარეობს, მაშინ როცა რეალურად ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოაქვთ.
    „ხაზგასმით მინდა ვთქვა ევთანაზიასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გასულ წელს, ერთი წელია უკვე მოქმედებს რეგულაცია, მთავრობამ დაამტკიცა და ეს კანონი იმ რეგულაციაზე აკეთებს მითითებას და ჩვენ შესაძლებელია ამ კანონშიც გადმოვიტანოთ გარკვეული დებულებები, რომ ევთანაზია არის დაუშვებელი, გარდა იმ შემთხვევისა თუ არა გვაქვს კარანტინი, ცოფის გავრცელების საშიშროება. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლობით გაწერილია ვადები 6 თვე, 45 დღე, სადაც მიმკედლებელი და მეპატრონე ვალდებულია ძაღლს დააკვირდეს და ხელი არ შეუშალოს ამ დაკვირვების პროცესს. მხოლოდ ამის შემდგომ თუ ისინი დაკვირვებას ხელს შეუშლიან 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებებია, ექვემდებარება ძაღლი ევთანაზიას, ეს არის საეჭვო შემთხვევის განმარტება“, – განაცხადა ბითაძემ.

    იპნ
  3. tvati
    ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
    საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
    ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.
    ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.
     

    ავტორი - ბექა ბლიაძე
  4. tvati
    UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
    სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.
    სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.
    დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
     

    ავტორი - ბექა ბლიაძე
  5. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და თავისი პერსონალური ხარჯებით გაემგზავრა.
    18 თებერვალს ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. თემა ევროკავშირის გაფართოებაა.
    ზურაბიშვილთან ერთად პანელის მონაწილეები არიან:
    ოლჰა სტეფანიშინა – უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი; რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი; ემანუელ ბონი – საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, G20-ისა და G7-ის ფარგლებში. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ევროპის კვლევებში, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
    მანამდე კი, დღეს, 17 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ამ უკანასკლენს საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს გამოხატული მხარდაჭერისთვის.
    პრეზიდენტი გაესაუბრა Nato-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

    სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად შეხვდა ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინს და ტომ ტილისს.
    ოფიციალური შეხვედრა შედგა სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლისთან.
    შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა:
     
     
    პრეზიდენტი ასევე შეხვდა ვალდის დომბროვსკის – სავაჭრო კომისარს და ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკის საკითხებში.
    შეხვედრის შემდეგ დომბროვსკიმ X-ზე დაწერა:
  6. tvati
    ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
    როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება ამას აჩვენებს.
    „ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინის ასეთი სიმტკიცე, რომელმაც მთელ ევროპას აჩვენა, რომ მათი უსაფრთხოება უკრაინასთანაა დაკავშირებული და უკრაინა ჩვენი უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ასე რომ, ამან ნამდვილად შეცვალა გაფართოებისადმი მიდგომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
    ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობას, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად. ჩვენ ჩვენი წილი ბრძოლა გვქონდა. ჩვენ გავუძელით, ქართული სიმტკიცე სხვა ხასიათისაა, ვიდრე უკრაინის, რა თქმა უნდა, თავისი განზომილებიდან გამომდინარე, თუმცა, ქართული სიმტკიცე ნაკლები არ ყოფილა და ყოველ ჯერზე, როდესაც არსებობს ეჭვი თუ საით უნდა საქართველოს სვლა, ქართული საზოგადოება აჩვენებს საით უნდა წავიდეს. ესაა ის მიზეზები, რის გამოც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მომავალი ოქტომბრისთვის არჩევნები გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი შედეგი, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, ჩვენი ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება. ეს წაგვიყვანს წინ გაფართოების გზაზე და იმედია, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკებების გახსნამდე. ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ, რამდენადაც შემიძლია.

    ipn
  7. tvati
    არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას.
    ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“.
    რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შედარების მიზეზი არ არსებობს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა, რომ მხოლოდ „ჰუმანიტარული თვალსაზრისით“.
    „შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ipn
  8. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის.
    მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს.
    მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).

    ipn
  9. tvati
    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი მის სიკვდილს ადასტურებს.
    ამასთან, აცხადებს, რომ ის მოკლეს.
    კირა იარმიში X-ზე წერს, რომ ნავალნი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 წუთზე.
    ასევე, იარმიში ითხოვს, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს.
    რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო.
    რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”.
    ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. რუსული ჰოსპიტლიდან ის ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი – “ნოვიჩოკი” აღმოაჩინეს. რუსი ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო.
    ის კომიდან იმავე წლის 15 სექტემბერს გამოვიდა.
    2021 წლის 17 იანვარს კი რუსეთში დაბრუნდა. ის რუსეთში, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და მალევე „ექსტრემიზმისა და თაღლითობისთვის” 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წლის აგვისტოში მას ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებით პატიმრობა კიდევ 19 წლით გაუგრძელეს.
    ის არქტიკული წრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სპეციალური რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა.
    2023 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნის 20 დღეზე მეტხანს ვერ უკავშირდებოდნენ. ის 26 დეკემბერს გამოჩნდა.
    ნავალნი ვლადიმირ პუტინის ოპოზიციაში 2011 წლიდან ჩადგა.
    რუსულმა რეჟიმმა დააპატიმრა მისი მომხრეები და ადვოკატები.
    ასევე, კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა მურზა უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკისთვის 2023 წლის აპრილში დააკავეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

    პუბლიკა
  10. tvati
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს.
    საქმე ეხება აფხაზეთში მცხოვრები პირის, ედგარ აბახუას ციხიდან გათავისუფლებას.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბახუამ 2019 წელს რუს ტურისტს სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა.
    ედგარ აბახუა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა. შედეგად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მან საპატიმრო დატოვა. რუსეთი აცხადებს, რომ „სასამართლოს” ამ გადაწყვეტილებით „გაკვირვებულია”.
    ამასთან, რუსული უწყების მტკიცებით, აბახუას საქმე რეზონანსული და გახმაურებულია, მისი გათავისუფლება კი „მოწმობს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების მიმართ“.
    შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ედგარ აბახუას გათავისუფლება რისკის შემცველია აფხაზეთის კურორტებზე ჩასული დამსვენებელთათვის, რის გამოც, „იძულებულნი არიან, გააფრთხილონ თანამემამულეები”.

    publika
  11. tvati
    რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
    ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ბრძანება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გულისხმობს.
    22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქმედი შენობა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, უწყების ცნობით, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალზე კომპენსაცია გაიცემა, ამასთან ისინი სხვადასხვა კლინკაში გადანაწილდებიან.
    თუმცა, რესპუბლიკურის თანამშრომლების დიდი ნაწილი შეთავაზებას არ თანხმდება.
    საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა, შენობის ნგრევის შეჩერებასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც კლინიკის მომავალზე იმუშავებს

    პუბლიკა
  12. tvati

    ახალი ამბები
    75 წლის ასაკაში ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.
    ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი- XX და XXI ოლიმპიური თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი).
    ასევე იყო: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
    1987 წელს ლევან თედიაშვილმა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ ველოსიპედისტ ომარ ფხაკაძესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა. 2021 წელს ასევე მთავარი როლი ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“. კინოსურათში მისი შესრულება ტრიბეკის კინოფესტივალზე გამოარჩიეს, რომელზეც თედიაშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის პრიზი გადაეცა. იმავე ნომინაციაში გაიმარჯვა კოტბუსის ფილმების ფესტივალზეც.
    ლევან თედიაშვილი მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მას მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქისა და საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებები.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
    მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა.
    როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიციამ ჟურნალისტები გაათავისუფლა.
    დაკავებები ასევე მოხდა მოსკოვში, სოლოვეცკის ქვასთან, სადაც ადამიანებმა ყვავილები მიიტანეს. მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის იყო RusNews-ის ჟურნალისტი იულია პეტროვა, რომელიც მოგვაინებით გაათავისუფლეს.
    15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
    ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
    ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
    2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
    2020 წელს მისი მკვლელობა მოწმავლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
    ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავთად საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი  დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.
    „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ — პაპუაშვილი ნავალნის სიკვდილზე „ცხადია, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა“ – ზელენსკი „მოკლულია კრემლის მიერ“ – გამოხმაურებები ნავალნის სიკვდილზე

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს.
    თუმცა გასულ კვირას, პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მოთხოვნას სპეკულაცია უწოდეს.
    რატომ არის მნიშვნელოვანი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა და რა შეიძლება შეცვალოს ამან? ამის შესახებ ნეტგაზეთი თავად ემიგრანტებსაც ესაუბრა.
    ვინ და რატომ ითხოვს საარჩევნო უბნების გახსნას
    Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსენება.
    ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
    ასეთ ემიგრენტებს შორისაა ირინა ყარანგოზიშვილი, რომელიც თითქმის 10 წელია აშშ-შია, თუმცა იმის გამო, რომ ამერიკაში გახსნილ საარჩევნო უბნებთან ახლოს არასდროს ცხოვრობდა, ამ წლების განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.
    ის ამჟამად ფლორიდის შტატში, მაიამიში ცხოვრობს, სადაც საქართველოს საკონსულო არაა, შესაბამისად, არც საარჩევნო უბანი იხსნება. იმისათვის, რომ არჩევნებში ხმა მისცეს, ირინა სხვა შტატში უნდა წავიდეს, რომელიც მისგან ათასზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული.
    ამბობს, რომ ასეთ მდგომარეობაში ემიგრანტისთვის არჩევნებზე ხმის მიცემა თავგანწირვასავითაა.
    „წარმოიდგინეთ, ქართველებს ხმის მისაცემად საქართველოდან გაფრენა რომ სჭირდებოდეთ, მაგალითად, ბულგარეთში ან რუმინეთში და მერე უკან დაბრუნდნენ. ასეთი ბარიერები გვაქვს.
    მაიამიდან ყველაზე ახლო ადგილი, სადაც შემიძლია ხმა მივცე, ვაშინგტონში გახსნილი უბანია, რომელიც ჩემგან 1695 კილომეტრითაა დაშორებული. მხოლოდ ფრენა ღირს დაახლოებით 165 დოლარი. ხომ ვერ შეძლებ დილით გაფრინდე, ხმა მისცე და საღამოს უცებ უკან გამოფრინდე, გჭირდება, რომ სადმე დარჩე. ასევე, თუ დასვენების დღეს აიღებ და ვერ იმუშავებ ე.ი. შემოსავალსაც კარგავ. ზოგიერთ ადამიანს ისეთი სამსახური აქვს, ასე, უბრალოდ, დასვენების დღესაც ვერ აიღებს. ბევრს დასვენებისთვის 1 ან 2 დღის აღებაც კი უჭირს“, – ეუბნება ნეტგაზეთს ირინა ყარანგოზიშვილი.
    Მსგავსი ბარიერები აქვთ ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც. Ხათუნა ჯუსტი-ჟორჟოლიანი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, გვიყვება, რომ ემიგრანტები, რომლებიც საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, ხმის მისაცემად სხვა ქალაქში წასვლას საკუთარი სახსრებით თავად უწევენ ორგანიზებას.
    თუმცა, მისი თქმით, სურვილის მიუხედავად, ბევრ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უბნამდე მისასვლელი დრო და საშუალება არ აქვს.
    „[საარჩევნო უბნამდე მისასვლელად] ზოგჯერ მანქანა დავიქირავეთ, ზოგჯერ – მიკროავტობუსი. Ბევრს უნდოდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვერ წამოვიდნენ.
    Სადაც ახლა მე ვარ, სან-ჯიმიანოში, აქედან რომამდე გზას (სადაც საარჩევნო უბანია) 4 საათამდე სჭირდება. Პირადად ჩემთვის და რამდენიმე ქართველისთვის შეიძლება, არ იყოს პრობლემა ხმის მისაცამედ თუნდაც რომში წასვლა, მაგრამ ბევრისთვის არის.
    Მარტო თანხაზეც არაა საუბარი, დროზეცაა. 24-საათიან რეჟიმში რომ მუშაობს ადამიანი, იმას არ აქვს საშუალება, ადგეს და რომში წავიდეს. ფაქტობრივად, მთელი დღე გიწევს გზაში ყოფნა. ოჯახებს არჩენენ აქედან ადამიანები, კაპიკს კაპიკზე აწებებენ. მაგალითად, ფლორენციაში ჩასასვლელად შეიძლება კიდევ რაღაც მოიკლოს, მაგრამ რომი შორსაა. აქედან რომში წასასვლელად, მინიმუმ, 100 ევრო უნდა დახარჯო“, – ეუბნება ნეტგაზეთს Ხათუნა ჯუსტი-ჟორჟოლიანი.
    ამიტომ, ირინა ყარანგოზიშვილიც და Ხათუნა ჯუსტი-ჟორჟოლიანიც იმ ემიგრანტებს შორის არიან, რომლებიც საზღავრგარეთ, მათ საცხოვრებელ ქალაქთან ახლოს, საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.
    ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო არ არსებობს, ითხოვენ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ამისათვის მათ პროექტი – „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ – წამოიწყეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ემიგრანტთა ხელმოწერებს აგროვებენ.
    Როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, ხელმოწერების შეგროვება 65-ზე მეტ ქალაქშია დაწყებული, ხოლო 15-მდე ქალაქიდან უბნის გახსნაზე ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაზეც უწყებისგან არანაირი პასუხი არაა.
    ვის და Როგორ შეუძლია საზღვარგარეთ ხმის მიცემა
    Საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ 3 კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც:
    დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე; რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე; არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით პრობლემა არ ექმნებათ. შესაბამისად, თუკი მათ მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.
    Რაც შეეხება საარჩევნო უბნების გახსნას, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.
    კერძოდ, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.
    „რაც წერია კანონში, არ ნიშნავს, რომ რეალურ მასშტაბში აღსურლდება“
    როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, ის, რაც კანონში წერია, არ ნიშნავს, რომ რეალურ მასშტაბში აღსურლდება.
    ის ნეტგაზეთთან საუბარში კანონმდებლობაში არსებულ იმ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას არ უმარტივებს.
    ერთ-ერთ ასეთ პრობლემად გიორგი სიორიძე კანონის იმ ჩანაწერს ასახელებს, რომელიც სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რეგისტრაციას შეეხება.
    Მისი თქმით, ადამიანებს რეგისტრაციის გავლის ვადა აქვთ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა, ანუ იმ დროს, როცა უკვე უბანი შექმნილია.
    Როგორც გიორგი სიორიძე ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დამოკიდებული არიან იმაზე, საერთოდ არის თუ არა გახსნილი საარჩევნო უბანი.
    „თეორიულად Შეიძლება ისე მოხდეს, რომ 3000 ადამიანი იყოს დარეგისტრირების მსურველი, მაგრამ იქ უბანი საერთოდ არ იყოს შექმნილი. Მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისას ათენში 3 უბანი იყო გახსნილი ერთ მისამართზე. ეს იყო ხელოვნურად გაკეთებული, რადგან დიდი იყო ამომრჩევლების რაოდენობა, მაგრამ უბნები მხოლოდ ერთ მისამართზე გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი პრობლემები, რაც აქვთ ემიგრანტებს, გადაწყვეტილი არაა“, – ამბობს გიორგი სიორიძე.
    გარდა ამისა, გიორგი სიორიძის თქმით, ცესკოსთვის კანონისმიერ ვალდებულებას არც საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ ჩანაწერი წარმოშობს და, შესაბამისად, არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელმოწერის საფუძველზე უბანი მოითხოვოს.
    „ასეთი პროცედურა კანონმდებლობაში არ წერია. კანონში აღნიშნულია, რომ თუ შესაბამისი ამომრჩევლების რაოდენობა მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 3 ათასია, შეიძლება უბანი შეიქმნაო. მეტს არაფერს არ გვეუბნება კანონმდებლობა“, – აცხადებს გიორგი სიორიძე.
    მიუხედავად ამისა, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა კანონი ამ ჩანაწერს ითვალისწინებს და ამასთან, არსებობს ხელმოწერები, რაც სხვა სახელმწიფოში კონრეტულ ადგილას უფლებამოსილ ამომრჩეველთა რაოდენობის გაგების საშუალებას იძლევა, უბანი ყველგან უნდა გაიხსნას, სადაც შესაძლებელია.
    თუმცა, მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს, თავისი პასუხისმგებლობა მხოლოდ მინიმალურად შემოიფარგლოს და ხელი საგარეო საქმეთა სამინიტროსკენ გაიშვიროს, რომელიც ასევე მნიშნელოვანი რგოლია.
    თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ თუ შესაბამისი სამართლებრივი მოცემულობა იქნება, იმდენი უბანი შეიქმნება, რამდენის საკანონმდებლო ვალდებულებაც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება.
    ერთ-ერთ ასეთ სამართლებრივ მოცემულობას ცესკოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს. როგორც გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, საარჩევნო ადმინისტრაციას საგარეო უწყება ინფორმაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებში აღრიცხული ამომრჩევლების რაოდენობაზე აწვდის და არა მათ საცხოვრებელ ადგილზე.
    შესაბამისად, სხვა ქვეყანაში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის უბნები სწორედ იმ მისამართზე იხსნება, სადაც საკონსულო აღრიცხვას გადიან.
    მაგალითად, თუ ირინა ყარანგოზიშვილი საკონსულო აღრიცხვას ნიუ-იორკში არსებულ საქართველოს საკონსულოში გაივლის, ის ამომრჩევლთა სიაში სწორედ ამ საკონსულოში გახსნილ საარჩევნო უბანზე აღმოჩნდება.
    „თუ მე ჩავფრინდი ნიუ იორკში და იქ საკონსულო აღრიცხვაზე დავდექი, მაშინ ჩაითვლება, რომ მე ვარ ნიუ იორკში ხმის მიმცემი და არა მაიამიში, არადა, მე უბნის გახსნა მაიმაში მჭირდება… რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ საკონსულო აღრიცხვა, მაგრამ თუ ჩვენს ქალაქში საკონსულო არ არის, მაშინ როგორ ვიქცევით, მაგ კითხვაზე პასუხი არავისგან გაგვიგია. კანონსა და აღსრულებას შორის არის რაღაც სივრცე, რომელზე პასუხისმგებლობის აღება ჯერჯერობით არავის არ უნდა“, – ამბობს ირინა ყარანგოზიშვილი.
    ცესკოს თავმჯდომარის თქმით კი, დიპლომატიური მისიების მოწესრიგების საკითხი მის ინტერესსა და კომპეტენციაში არ შედის.
    „საკონსულოს გახსნის საკითხები არ განეკუთვნება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას. დიპლომატიური მისიების მოწესრიგების საკითხი არც ჩემს ინტერესშია და არც სურვილი მაქვს, რომ ვინმეს კომპეტენციაში შევიჭრა.
    იმისთვის, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე უბანი გაიხსნას, აუცილებელია შესაბამის დიპლომატიურ მისიაში რეგისტრაციის არსებობა. თუ ასეთი წარმომადგენლობა იარსებებს სხვა ქვეყნის კონკრეტულ ქალაქში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების ისეთი რაოდენობა იქნება, რომელიც საარჩევნო უბნის გახსნის საფუძველი არის, რა თქმა უნდა, იქ უბანი გაიხსნება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ზურაბ ჯაფარიძის გადაცემაში სტუმრობისას.
    ამიტომ, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებით უნდა გახსნას, რათა შემდეგ მიეცეს ცესკოს იქ საარჩევნო უბნის გახსნის საშუალება.
    „ყველა ქვეყნის ყველა ქალაქი და რეგიონი ვერ დაიფარება“
    Მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის გასამარტივებლად პროექტი „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ წამოიწყეს, აღნიშნულ საკითხზე აქტიურად საუბრობს ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც.
    გასულ კვირას პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას ამაზე კითხვა ახალ პრემიერს ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაუსვეს. Მთავრობის ახალმა მეთაურმა ოპოზიციის კითხვები პოლიტიკურ ქულებზე გათვლილ Სპეკულაციებად შეაფასა და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საელჩოებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არჩევნების ჩატარება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა. იქვე დასძინა, რომ „ყველა ქვეყნის ყველა ქალაქი და რეგიონი ვერ დაიფარება“.
    „არჩევნებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვერ ჩაატარებ. იქიდან გამომდინარე, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა განეკუთვნება სახელმწიფოს ტერიტორიას, საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ შესაბამის შენობებში და ამ პრინციპით გრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
    დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ კი განაცხადა, რომ ერთჯერადად საკონსულოების გახსნა დაუშვებელია. Მისი თქმით, ეს ჰიპოთეტურადაც რომ დაუშვან, ასეთი საკონსულოების რიცხვი „ასტრონომიულად დიდი იქნება და საქართველოს მთელი ბიუჯეტიც რომ მიმართონ, მათი ოპერირება შეუძლებელი იქნება“.
    „Ძნელია ზუსტად თქმა, რამდენი ჩვენი თანამემამულეა [უცხოეთში], მით უმეტეს, აღრიცხვა. თუმცა, ჩვენი გათვლებით, ეს რიცხვი 2 მილიონამდე ადამიანს აღწევს… Სამწუხაროდ, მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში, სადაც გამორიცხულია დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა…
    თითოეული საკონსულოს გახსნა 400-500 ათასს ევროს საჭიროებს. Ბუნებრივია, ეს წინასწარ უნდა იქნას გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ და დაამატა, რომ საკონსულოების გახსნას ადგილსამყოფელი ქვეყნის ნებართვაც სჭირდება, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესია.
    ამიტომ ბექა ოდიშარიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეახსენა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემთხვევაში ექნებათ.
    Მოლდოვის გამოცდილება
    არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას ოპოზიცია ხშირად მოლდოვის მაგალითს ახსენებს, რომელსაც საქართველოს მსგავსად საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე ჰყავს და აქ უცხოეთიდან მიღებული ხმების წილი განსაკუთრებულად მაღალია.
    2020 წელს Მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მისაცემად რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი (262 ათასი) მივიდა. Მაშინ მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ 36 ქვეყანაში 139 საარჩევნო უბანი გახსნა. Საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული კურსის პოლიტიკოსმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. Მან არჩევნების მეორე ტურში, ჯამში, 943 006 ხმა მიიღო, საიდანაც 243 605 ხმა (სულ მიღებული ხმების 25.8%) სწორედ უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოდიოდა.
    ემიგრანტებმა დიდი როლი ითამაშეს მოლდოვაში 2021 წელს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშიც. Მართალია, აქ, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო ნაკლებმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათი რიცხვი მაინც მაღალი იყო – 212 ათასი.
    საპარლამენტო არჩევნებისთვის მოლდოვის საზღვრებს გარეთ 36 ქვეყანაში 150 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. Მათ შორის ზოგიერთ სახელმწიფოში გახსნილი იყო ათეულობით საარჩევნო უბანი არა მხოლოდ მოლდოვის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, არამედ სხვადასხვა მისამართზე. Მაგალითად, იტალიაში მოლდოვის მოქალაქეებისთვის 27 ქალაქში 31 საარჩევნო უბანი შეიქმნა.
    საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის, მამუკა ჟღენტის განცხადებით, პოლიტიკური ფაქტორების გარდა, მოლდოვის არჩევნებში ემიგრანტთა მაღალი ჩართულობის მიზეზი სწორედ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების სიმრავლეა.
    „საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვის მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრ ადგილას იხსნება საარჩევნო უბანი. ფაქტობრივად, ყველგან, სადაც მოლდოვას საელჩო ან საკონსულო გააჩნია. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ქალაქებში, სადაც მოლდოვის მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციაა, დამატებით იხსნება საარჩევნო უბნები და არ არის საჭირო, რომ იქ საელჩო ან საკონსულო იყოს. შესაბამისი შეთანხმება ფორმდება ადგილსამყოფელ ქვეყანასთან.
    მაგალითად, ესპანეთში მოლდოვის საელჩო არის მადრიდში და საკონსულო ბარსელონაშია, მაგრამ ესპანეთის 5 ქალაქში იხსნება საარჩევნო უბანი. Მსგავსადაა იტალიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში, გერმანიაში, აშშ-ში და ა.შ.“, – ამბობს ნეტგაზეთთან მამუკა ჟღენტი.
    ამასთან, მამუკა ჟღენტი აღნიშნავს, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომის ინსტიტუტი არათუ მოძველებული, არამედ ანაქრონიზმია.
    „არ გვაქვს იმდენი საელჩო, რამდენი მოსახლეობაც არის საზღვარგარეთ. უბნის გახსნა არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. უბრალოდ, კომისიებია დასაკომპლექტებელი იმ ქალაქებში, სადაც ვიცით, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობა დიდია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ საელჩო ან საკონსულო. როგორც ეს მოლდოვის მაგალითზე მუშაობს და ქმედითია, ჩვენც შეგვიძლია სხვადასხვა ქალაქში გავხსნათ უბანი“, – ამბობს მამუკა ჟღენტი.
    Მისი თქმით, თუ საქართველო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მათ თავიანთი კონსტიტუციური უფლების გამოყენება შეეძლოთ.
    „საინტერესოა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე სწორედ ის ოპოზიცია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, მაშინ ითხოვდა ხელისუფლებისგან დამატებითი უბნების გახსნას საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაივიწყეს. შესაბამისად, რაც მეტი უბანი იქნება და საქართველოს მეტ მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ეს წაადგება დემოკრატიულ პროცესებს“, – ამბობს მამუკა ჟღენტი.
    Რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ არჩევნებზე ემიგრანტთა ხმებს
    ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. ბოლო წლებში საქართველოს ემიგრაციის მაჩვენებლები შემდეგია: 2018 წელს საქართველო 98 935-მა ადამიანმა დატოვა, 2019 წელს — 105 107-მა, 2020 წელს — 74 264-მა, 2021 წელს — 99 974-მა, ხოლო 2022 წელს — 125 269-მა. მხოლოდ გასულ წელს ემიგრანტებმა საქართველოში 4.1 მილიარდი დოლარი Გადმორიცხეს.
    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
    უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს მხოლოდ 66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზეა, ნაწილმა კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლობაში რეგისტრაცია გაიარა. ამის ფონზე არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.
    კარლტონის უნივერსიტეტის (ოტავა, კანადა) მოწვეული მკვლევარ-პროფესორის, დავით სიჭინავას შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ემიგრანტთა რიცხვი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ არჩევნების რაიმე სახის გავლენა მოახდინოს.
    „Საერთო რაოდენობას თუ შევხედავთ, 66 ათასი ამომრჩეველი არის საშუალო ზომის საარჩევნო ოლქი საქართველოს ტერიტორიაზე.
    Წინა საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 57%-იანი აქტივობა იყო. თუ უცხოეთში რეგისტრირებული [66 ათასი] ამომრჩევლის 57% მივა, ეს გამოდის 38 ათასი ხმა. ეს არის საერთო პროცენტული წილის დაახლოებით 2%, რაც მთლად ცუდი მაჩვენებილი არ არის. ეს შეიძლება, ზოგიერთი პარტიისთვის იყოს გადამწყეტი, მოხვდება თუ არა პარლამენტში“, – ამბობს ნეტგაზეთთან დავით სიჭინავა.
    Მისი თქმით, იმისათვის, რომ ემიგრანტთა ხმებს არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია ყველა მათგანის აკურატულად რეგისტრაცია.
    „არარეალისტურია უცხოეთში რეგისტრირებული 66 ათასი ადამიანი, უფრო მეტი უნდა იყოს, ოღონდ იმ ადამიანებს მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, რომ წავიდნენ და ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ და ლოჯისტიკურად ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ამ შემთხვვაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ეფექტიც ექნება“, – ამბობს დავით სიჭინავა.
    კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციური პარტიები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის ზრდას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ისაა, რომ ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ემიგრანტები ელექტორალურად ოპოზიციურად არიან განწყობილი.
    კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის გარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების 45,57% „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი — 29.03%. ეს იმ ფონზე, როცა მთლიანად, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ 48.22% მიიღო, ენმ-მ კი – 27.18%.
    თუმცა, დავით სიჭინავას თქმით, მაშინ, როცა არ არსებობს არც შესაბამისი კვლევები, რომლებიც ემიგრანტთა განწყობას შეისწავლიდა, მხოლოდ წინა არჩევნების შედეგები იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ ემიგრანტების მაღალი ჩართულობა აუცილებლად ოპოზიციის ხმებში გადაითარგმნება.
    „Ჩვენ არ ვიცით, ვინც არჩევნებზე არ დადის, ან არჩევნებისთვის არ რეგისტრირდება, ის რა ხალხია. ჩვენ არ ვიცით, ვინც დარეგისტრირდა არჩევნებზე, მაგრამ არ წავიდა, ის რა ხალხია, ვიცით, რომ უცხოეთში არჩევნებზე რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი (18%) დადის.
    ამიტომ ეს დაშვება გამომდინარეობს მხოლოდ 12 ათასი ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმით. ეს არის აუთვისებელი ტერიტორია როგორც მთავრობისთვის, ისე ოპოზიციისთვის“, – ამბობს დავით სიჭინავა.
    საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
    „პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია.
    არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ საშინელ დანაშაულებებს ჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც.
    დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობენ, ვინაიდან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა”, - განაცხადა ბაიდენმა.
    შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

    იპნ
  16. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა.
    ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
    აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
    მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
    რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
    და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“,- ნათქვამია განცხადებაში.
  17. tvati
    ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
    „შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას.
    მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია”, - წერს ბორელი.
    შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

    ipn
  18. tvati
    ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
    „ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით.
    პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია.
    საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი.
    გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ავტოკრატიის წინააღმდეგ დადგომას“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
    შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
  19. tvati
    ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    უწყების ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
    „მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია მოვემზადოთ იმ 6 თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, რომ ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
    უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სტატუსი საქართველომ დამსახურებულად მიიღო.
    უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ უსაფრთხოების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება.
    „ცხადია, რომ ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა", - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

    ipn
  20. tvati
    "ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ.”    გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/278187671794247/
  21. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელესკი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა.
    ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ დაადანაშაულა ნავალნის სიკვდილში და თქვა, რომ პუტინმა ამაზე პასუხი უნდა აგოს.
    ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.

    პუბლიკა
  22. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
    რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო.
    რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”.

    პუბლიკა
  23. tvati
    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
    14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში.
    ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

    იპნ
  24. tvati
    ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი)

    1ტვ
  25. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
    ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
     
×
×
  • შექმენი...