Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ინგრედიენტები: 100გრ. ყველი პილპილი,მარილი მწვანილები ხმელი სუნელები 50 გრ. კარაქი ზეთი წიწიბურა - 300 გ კარტოფილი - 3-4 ც ხახვი - 2 ც კვერცხი - 1-2 ც ყველი - 100 გ მარილი და პილპილი მწვანილების მიქსი ხმელი სუნელი ზეთი შესაწვავად კარაქი - 50 გ მომზადების წესები: ერთ ჭიქა წიწიბურას დავასხათ 2 ჭიქა წყალი და მოვხარშოთ, დავამატოთ მარილი, 50 გრ. კარაქი გადავურიოთ და გადმოვდგათ. კარტოფილი და ხახვი გავფცქვნათ. ხახვი დავჭრათ წვრილად შევწვათ ზეთში. კარტოფილი გავხეხოთ, გავხეხოთ ყველიც. თასში ჩავყაროთ წიწიბურა, ყველი, კარტოფილი, შემწვარი ხახვი, ჩავახალოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მე გამოვიყენე მხოლოდ ოხრახუში. დავაყარე ხორცის სუნელი, პილპილი, მწარე წიწაკა, მშრალი აჯიკა, მარილი. კარგად გადავურიოთ ხელით. გავაკეთოთ კატლეტები, შევწვათ ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს. გამოდის ძალიან გემრიელი კატლეტები. თუკი რძის პროდუქტებს არ იღებთ, ყველისა და კარაქის გარეშე მოამზადეთ. რეცეპტი: ეკატერინა ლონგიშვილი წყარო: gemrielia.ge tia.ge
  2. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +8 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +4, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 0. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +8 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +4, მაღალმთაში კი 0 გრადუსი. თბილისი - ღამით 0°, დღისით +7°, დილის საათებში თოვლჭყაპი. სოხუმი - ღამით +4°, დღისით +6°, წვიმა. ბათუმი - ღამით +5°, დღისით +8°, წვიმა. ფოთი - ღამით +5°, დღისით +6°, წვიმა. ზუგდიდი - ღამით +3°, დღისით კი +6°, თოვლჭყაპი. ქუთაისი - ღამით +3°, დღისით +6°, თოვლჭყაპი. მესტია - ღამით -4°, დღისით -3°, თოვლი. ბორჯომი - ღამით -7°, დღისით კი +3°, თოვლი. ახალციხე - ღამით -6°, დღისით კი 0°, თოვლი. ცხინვალი - ღამით -2°, დღისით +3°, თოვლი. რუსთავი - ღამით 0°, დღისით +8°, უმეტესად უნალაქოდ. თელავი - ღამით -1°, დღისით კი +6° შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ლაგოდეხი - ღამით +2°, დღისით +8°, უმეტესად უნალაქოდ. სიღნაღი - ღამით +2°, დღისით კი +7°, უმეტესად უნალაქოდ. ცაგერი - ღამით -1°, დღისით კი -2°, თოვლი. ბახმარო - ღამით -7°, დღისით -4°, დასავლეთის ქარი. tia.ge
  3. დღეს ვიხილეთ საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდისკენ მიმავალი საპოლიციო სისტემის მორიგი მაგალითი, - ასე ეხმაურება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი შშმ პირზე პოლიციელის ძალადობის ფაქტს. "დღეს ვიხილეთ საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდისკენ მიმავალი საპოლიციო სისტემის მორიგი მაგალითი, რომელშიც ადამიანის ღირსების შელახვა და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვეულებრივი ამბავია, რომელშიც შშმ პირებს არასრულფასოვნებად აღიქვამენ და "გაკვეთილს" აძლევენ, როგორ მოიქცეს სრულფასოვნების საზოგადოებაში. ცემის ფაქტს, რომ თავი დავანებოთ, განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის დამოკიდებულება (ავალაპარაკებო) და მის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა. არ ვფიქრობ, რომ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა იყო, იმდენად უტიფრად იქცეოდა. შეიძლება ეს პოლიციელები დასაჯონ, მაგრამ ცალკე აღებული ეს ფაქტი ვერ შეცვლის საერთო სურათს, საზოგადოების გავლენიანი წევრების დამოკიდებულებას შშმ პირთა მიმართ, პოლიციელთა უკონტროლო საქციელებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათი საქმეების გამომძიებელ ორგანოს ხელისუფლება პირდაპირ დაიქვემდებარებს", - წერს სიმონიშვილი. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა. შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ გამოძიება დაწყებულია. tia.ge
  4. ხელის დარტყმის გარდა, წიხლითაც იმოქმედა. სამართალს კი არ იცავენ, პირიქით არღვევენ, - აცხადებს "მთავარ არხთან" საუბარში ახალგაზრდა, რომელმაც შშმ პირზე პოლიციელის ძალადობა გადაიღო "მოკიდა ხელი ჩემს მეგობარს ვინც ვიდეოზე ჩანს და ამოიყვანა ზევით, ელოდებოდა ვიღაცა უფროსს და არავის არ დაელოდა, დაიწყო დარტყმა, გინება, შეურაცხყოფა, გამოიყენა უფლებამოსილება ბოროტად. თან აგინებდა და ცდილობდა, რომ აელაპარაკებინა. ხელის დარტყმის გარდა, წიხლითაც იმოქმედა. სამართალს კი არ იცავენ, პირიქით არღვევენ" - ამბობს ნაცემი შშმ პირის მეგობარი და თვითმხილველი, რომელსაც ანონიმურობის დაცვა სურს. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა. შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ გამოძიება დაწყებულია. tia.ge
  5. ისნის მეტროსადგურზე სამართალდამცველები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიას თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავს ახალგაზრდა ორ პოლიციელს ჯიხურში და ურტყამს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ახალგაზრდისგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. მანამდე კი მათ ბიჭის მეგობრებმა არაერთხელ განუმარტეს, რომ ახალგაზრდა სმენადაქვეითებული იყო. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება უკვე გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს. მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. The post პოლიციამ შშმ პირი სცემა – ვიდეო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინელ საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არსებულ რთულ ვითარებაში მტკიცე თანადგომა გამოუცხადა. „მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე. ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება, საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე. სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლისა და პოზიციების გაზიარების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  7. ბრიტანული ტელეკომპანია “ბიბისი” ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. გარი ლინეკერმა, ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა საუკეთესო აფრიკელთა ათეული შეადგინეს. საიდანაც გულშემატკივრებმა სამი საუკეთესო უნდა ამოარჩიონ. გამოკითხვაში მონაწილეობენ: ემანუელ ადებაიორი (ტოგო, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი”), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, “არსენალი”), დიდიე დროგბა (კოტ დივუარი, “ჩელსი”), მაიკლ ესიენი (განა, “ჩელსი”), ნვანკვო კანუ (ნიგერია, “არსენალი”, “ვესტ ბრომვიჩი”, “პორტსმუთი”), რიად მარეზი (ალჟირი, “ლესტერი”, “მანჩესტერ სიტი”), სადიო მანე (სენეგალი, “საუთჰემპტონი”, “ლივერპული”), ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია, “ბოლტონი”, “ჰალი”), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, “ჩელსი”, “ლივერპული”), იაია ტურე (კოტ დივუარი, “მანჩესტერ სიტი”). The post პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ქარელის მუნიციპალიტეტში, 3 სკოლა სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – ამის შესახებ ,,თრიალეთს” ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით,პირისპირ სწავლება შეწყდა რუისის მე-2, აგარის საჯარო სკოლასა და ქარელის გიმნაზიაში. გარდა ამისა, საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჯიმში მიმდინარეობს 4 სკოლის 6 ცალკეულ კლასში.ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით,პედაგოგების დაახლოებით 67 პროცენტია ვაქცინირებული.შეგახსენებთ,რომ ზამთრის არდადეგების დასრულდების შემდეგ,სკოლებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს საკლასო ოთახებში განახლდა. პანდემიიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. თუმცა კოვიდ-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. REZONANSI
  9. პანდემიის დამარცხება ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მან ისაუბრა, იგეგმება თუ არა საქართველოში 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია. მისი თქმით, ქვეყანაში ბავშვებში ვაქცინაცია დაშვებულია 12-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და აქტივობა ამ მიმართულებით არ ყოფილა. გაბუნიას განცხადებით, ამ თვალსაზრისით უფრო ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აქტიურობდნენ და ამ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესიც უფრო აქტიურად წარიმართა. REZONANSI
  10. უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით თანასოფლელი, 70 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. REZONANSI
  11. ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება. კორონავირუსმა მინისტრთა კაბინეტშიც შეაღწია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია. „გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს და ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო,” – განაცხადა დევი ტაბიძემ. REZONANSI
  12. რამოსის პირველი გოლი "პსჟ-ს" რიგებში View the full article
  13. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი იცვლება. მისი ცნობით, კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კლინიკები გადატვირთულია. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე. “პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანმხლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში, მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას”, – აცხადებს თამარ […] REZONANSI
  14. საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს. ცნობისთვის, აღნიშნული მინისტრები მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან. dailyinfo
  15. „მათ შეეძლებათ ბინა თავად აარჩიონ, რომელსაც სააგენტო შეისყიდის ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინის დასრულებას და სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ. „მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილთა ოჯახების პრობლემა. ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა ორი გზა: ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა – დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. The post ღარიბაშვილი დევნილებზე – მათ შეუძლიათ ბინა თავად მოიძიონ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times აშშ-ს ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1 000- 5 000 ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი, ამ რაოდენობის გაათმაგება . The New York Times წერს, რომ ამ თემაზე ჯო ბაიდენი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს. The post აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალები განლაგდებიან appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. “2 დღის წინ ტელეკომპანია “პირველმა” ვიდეო-ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ბასილაშვილი ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს შეურაცხყოფას აყენებდა. მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში . ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელულური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს ბასილაშვილი The post ნიკოლოზ ბასილაშვილი ფარულ ვიდეო-ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა, 5 550- პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწუებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 059 392 შემთხვევა, მათგან 14 732 პირი გარდაიცვალა, 967 585- კი გამოჯანმრთელდა. dailyinfo
  19. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-26 იანვარს გორის საავტომობილო გვირაბში გარკვეული დროით გადაადგილება შეიზღუდება. მათი ცნობით, 25 იანვარს, 23:00 სთ-დან 26 იანვრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და თბილისი-სენაკის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში. The post გორის გვირაბში გადაადგილება იკრძალება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიშველაძე სოციალიურ ქსელში წერს. “ბუკას ომიკრო მეც გადმომედო. ძალიან თავის ტკივილი სცოდნია, თორემ დანარჩენს არა უშავს ცოტა უძილობაც, შფოთვაც… დანარჩენი ყველაფერი ნორმ! ეს მინიმალური სიმპტომებიაო, ასე რომ #აცრაშველის #აიცერით მადლობა ყველას ყურადღებისთვის,“ – წერს მიშველაძე სოციალურ ქსელში. The post “ბუკას ომიკრო მეც გადმომედო. ძალიან თავის ტკივილი სცოდნია“ – ეკა მიშველაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს დროებით ქირის გასვლა და მშენებლობების დასრულებამდე, სხვა ბინებში ცხოვრება შესთავაზეს. „გუშინ ჩვენ გავაკეთეთ უფრო დეტალურად განცხადება, თუ როგორ ვაპირებთ დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. ამ მიმართულებით მიმდინარე, ძალიან აქტიური სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი. პარალელურად, დაწყებული […] REZONANSI
  22. არ შეიძლება პრემიერს ვინმემ აუხსნას, რომ სრულ აბსურდს ლაპარაკობს?! თურქეთში მედიკამენტები არ არის იაფი! უფრო სწორედ, იაფია ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვანაიდან ნამდვილი ღირებულების ნახევარს სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ანუ თურქეთის მთავრობა იხდის თურქეთის მოქალაქის გადასახდელ ფულს. თურქეთის მთავრობა რატომ გადაიხდის მედიკამენტის ფულს საქართველოს მოქალაქისთვის! – ამის შესახებ ჰანდაცვის ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ Cnews – თან ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა იმპორტიორებს თურქეთიდან იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანისკენ მოუწოდა. The post ვატო სურგულაძე:“არ შეიძლება პრემიერს ვინმემ აუხსნას, რომ სრულ აბსურდს ლაპარაკობს?! თურქეთში მედიკამენტები იაფია მხოლოდ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის!” appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე. მისივე თქმით, არა საჭირო ჰოსპიტალიზაციის გამო, შესაძლებელია კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს. „პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,”- აცხადებს თამარ გაბუნია. წყარო The post „არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია საკმაოდ სტრესულია და იწვევს სისტემის გადატვირთვას“ – ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას დახმარებას და თანადგომას ითხოვს. "მეგობრებო, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა რომ გაიღოთ სისხლი გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე. გთხოვთ, დაპლიუსდეთ კომენტარებში და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადავაზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს ვისაც აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა! დღეს ვიდრე არასდროს ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის! დღეს ვიდრე არასდროს შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი ) სისხლის მარაგთან დაკავშირებით: 1. მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს რადგან კოვიდის გადატანიდან 2 თვე უნდა იყოს მინიმუმ გასული. 2. მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს სისხლს. 3. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაა ამიტომ სისხლის ბანკში თითქმის დონორი აღარ გვყავს. ამიტომ ვისაც გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა და ვიხსნათ სიცოცხლე სიკვდილისაგან!!!“ – წერს ლევან რატიანი. tia.ge
  25. არ გვინდა ეს თვითგვემა. რაა.. ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა ჯანდაბაა – მწერალი ტორესა მოსი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართველების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს: “არ გვინდა ეს თვითგვემა. რა თქმა უნდა სწორია რომ ვგულშემატკივრობთ უკრაინას, რა თქმა უნდა გვინდა რომ მან მოახერხოს თავის დაცვა, რა თქმა უნდა კარგია, რომ მათ შორის ბევრი მოხალისეა, რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა ჯანდაბაა. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომით, არც მოხალისეების ნაკლებობა ყოფილა და არც რამე დაგვიკლია. ჩვენ ვართ 3.5 მილიონი, უკრაინა არის 50 მილიონი. ჩვენ ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, უკრაინის ყირიმი კიდევ პირდაპირ მიიერთა რუსეთმა და თან ისე რომ ტყვიაც არ გავარდნილა. ჰოდა, არ არის საჭირო საკუთარ თავზე ასე ლაპარაკი, გეგონება არიქა და ჩვენ რუსების შიშით ჩასვრილები ვართ. სადაც საომარი იყო, ყველგან ვიომეთ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ დადგება ეგ დღეც, როცა მოვიგებთ. ახლა უკრაინას ამერიკა და ბრიტანეთი იარაღით ამარაგებს. ჩვენ საზღვრებთან რომ იდგნენ რუსები და ვეუბნებოდით თავს უნდა დაგვესხანო, არ დაგვიჯერეს და იარაღი არ მოგვყიდა არავინ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გარეშე დაგვტოვეს და ბოდიში რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გვიომია. მეზიზღება ეს თვითგვემა და დემორალიზება. ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ჩვენი საომარი ნამდვილად ყოველთვის გვიომია.” – წერს ტორესა მოსი. The post “მეზიზღება ეს თვითგვემა და დემორალიზება!!!იარაღი არ მოგვყიდა არავინ…ბოდიში რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გვიომია!!“ -ტორესა მოსი appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...