
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ბელორუსული მედიის ცნობით, გუშინ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან სამხედრო ტექნიკით დატვირთული 33 მატარებელი შევიდა. – ამის შესახებ ტოპნიუს.რუ იუწყება. ერთ მატარებელს, საშუალოდ, 50 ერთეული ტექნიკა გადააქვს, ხოლო ბელორუსიაში ჯამში, მატარებლების საერთო რაოდენობა 200 იქნება. შესადარებლად – “Запад-2021”-ის ფართომასშტაბიანი წვრთნებში მხოლოდ 29 სამხედრო ეშელონი იყო ჩართული, რაც დაახლოებით შვიდჯერ ნაკლებია მოახლოებულ წვრთნებზე, რომელიც “Союзная решимость”-ის სახელით გაიმართება. როგორც „იზვესტიასთვის“ გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნები 10-დან 20 თებერვლამდე გაიმართება. როგორც თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ოლეგ ვოინოვმა განაცხადა, წვრთნები და ტექნიკის გადაცემა „მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს“. „ჯარები გაივლიან მომზადებას, როგორ მოიგერიონ ტერორისტების მოულოდნელი თავდასხმა, რომელსსაც სამხედრო დახმარებას უწევენ საზღვარგარეთიდან და შემდეგ როგორ დაამარცხონ ეს ფორმირებები“, – განუცხადა გამოცემას სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა. The post რუსეთმა ბელორუსში მძიმე ტექნიკა და იარაღი შეიტანა – რას წერს უცხოური პრესა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
შეუძლებელია იმ ჭრილობის შეხორცება, რომელსაც ბელა ზალდასტანიშვილი წლებია, ატარებს. მას ოთხი ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამში დაეღუპა, ორი ძმა და ორი შვილი – ტყუპი ძმები, ნუკრი და ვასილ წიკლაურები და მათი დისშვილები, ძმები, ზურაბ და თემურ ზალდასტანიშვილები. ყველანი უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ბელა ზალდასტანიშვილი: თურმე ბოლო ღამეს ათევდნენ ოჯახში. უცნაურად იქცეოდნენ, ცოლებს უთხრეს, ბავშვები გააღვიძეთო. ზურიკომ მთხოვა, დედი, გეხვეწები, ,,თავო ჩემო” დაუკარიო. დამაკვრევინა. მერე მთხოვა, ,,დაისის” შესავალი დაუკარიო. გავგიჟდი, რას მაკვრევინებ-მეთქი. იჯდა და ტიროდა. ყველანი ავტირდით… დილით ზურიკომ მითხრა, იცოდე, ჩვენი შვილები უნდა გაზარდოო, – ყვება ,,სარკესთან” ქალბატონი ბელა. იმ საბედისწერო დღეს, 1993 წლის 22 სექტემბერს ოთხივე სოხუმში სპეცდავალებით წავიდნენ. ის თვითმფრინავი, რომლითაც მგზავრობდნენ, ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას აფეთქდა. დაღუპულები იქვე სახელდახელოდ გათხრილ საძმო სასაფლაოში დაკრძალეს. მათი გადმოსვენება რამდენიმე წლის წინ მოხერხდა. ნუკრი და ვასილი 30 წლისანი იყვნენ, ზურა და თემური – 23 და 25 წლის. ბელა ზალდასტანიშვილი: შევარდნაძე სხვის შვილებს რომ მოუწოდებდა, ტაშტებით, ქვაბებით, ჩანგლებით და დანებით ჩამოდითო, თავისი შვილი, პაატა რატომ არ წაიყვანა?!.. თვითმფრინავში მყოფი 93 ადამიანი დაიღუპა, 16 გადარჩა, 75 წლის ქალიც. - 75 წლის ქალს იქ რა უნდოდა? ალბათ სავაჭროდ მიდიოდნენ. სწორედ ქალები გადარჩნენ. იქნებ იმის ადგილას რომელიმე ჩემიანი მჯდარიყო და გადარჩენილიყო?.. ვეხვეწებოდი, ყველა ერთად ნუ დადიხართ, ერთ-ერთი მაინც დარჩით-მეთქი… ოთხივეს დარჩა შვილები, გოგონები. ვასიკოს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. მძინარე წამოვარდებოდა ხოლმე, შავებში ჩაცმული ქალი მომდევს, მივრბივარ და მეწევაო. მამაჩემი 3 წელი ლოგინში არ ჩაწოლილა. გამუდმებით ქვითინებდა – ჩემი ბალღები მენატრებიანო. მერე გარდაიცვალა… როცა აფეთქებაზე გავიგე, ავთო იოსელიანთან წავედი. უთქვამს, არ შემოუშვათ, მაგის დანახვა არ შემიძლიაო. თურმე ბღაოდა, კედელს ურტყამდა თავს,ჩემი ბიჭები როგორ გაწირესო. კვირაიას გაუშვია… ერთმა გადარჩენილმა თემურზე თქვა, არ დამჯდარა, ამბობდა, ვილოცოთ,მშვიდობით დავჯდეთო. როგორც ჩანს,უთხრეს, რომ ან ჩაფრინდებოდნენ, ან – არა… ერთ საღამოს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინო ვარ ბურჯანაძეო, გაგვეცნო. არც ვიცოდით, ვინ იყო. დაჯდა, უყურებდა სურათებს და ღვარღვარად მოსდიოდა ცრემლები. მითხრა, მიგულეთ, როგორც თქვენი შვილიო. ამ დღიდან ნინო გვპატრონობს. წყარო tia.ge
-
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე, რომელიც გიდიც არის, პანდემიის შესახებ წერს: "გაერო-მ ორი დღის წინ რეკომენდაცია მისცა ქვეყნებს, მოგზაურობისთვის გახსნან საზღვრები. პირდაპირ ასე ეწერა – მაინც ვერ ვაკავებთ ვერაფერს და ეფექტი არ მოგვცა ამ ჩაკეტვამ. ამით მხოლოდ ტურიზმი დაზარალდა და ეკონომიკა, ხალხს კი დეპრესიები ავკიდეთო (მარტივად ვხსნი, თორემ დაგუგლეთ და ზუსტად ასე წერია შინაარსი). ინგლისმა პირბადეების სავალდებულო ტარება გააუქმა, აზრი არა აქვსო. ესპანეთმა სტატისტიკა დაიკიდა, რატო ვითვლით ყოველდღე, ხომ ვერ მეტყვითო. გამოდის, რომ იხეირა ისეთმა ქვეყნებმა რომლებმაც არ ჩაკეტეს არაფერი, მაგალითად თურქეთმა. ანუ რისი თქმა მინდა, თუ მაინც ერთი და იგივე შედეგია, მართლა რას ვერჩით ტურიზმს? ტურიზმში ცხადია გიდი დათო ლიკლიკაძე არ იგულისხმება, აქ ვსაუბრობ ათასობით (სასტუმრო, რესტორანი, სადაზღვევო, სუვენირების ჯიხურები, ტრანსფერი, ტაქსები, აეროპორტები, ტუროპერატორები, მარნები, ტურისტული ატრაქციები) სამასპინძლო ტურიზმში ჩართულ ადამიანზე. მოკლედ, არ გვინდა ეს დაზაფვრა და მივიღოთ ეს კოვიდი, როგორც გამოწვევა, სხვა რა გზა გავქვს? და გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. დღეს 11039 შემთხვევა დაფიქსირდა. მერე? რას გვასწავლის ეს ყველაფერი? ვერაფერსაც ვერ ვაკავებთ. ამიტომ გავაგრძელოთ ცხოვრება”, - წერს ჟურნალისტი. tia.ge
-
კორონავირუსის რეკორდულად გაზრდილი შემთხვევების ფონზე, ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. იზრდება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებით გამოწვეული პრობლემების რისკებიც. "მოახერხებს თუ არა ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაზრდილ რაოდენობასთან ალბათ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო არის კორონავირუსის მე-6 ტალღის დასაწყისში. შემდეგი დღეები, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება კიდევ უფრო მაღალი", - ამბობს ივანე ჩხაიძე. tia.ge
-
ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა. საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა. მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის მიერ შეგროვებული ჯართის გაყიდვის გამო უსაყვედურა, ამის შემდეგ კი და ძმას ფიზიკურად გაუსწორდა – რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა. დის მიერ წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა, ის ამ დრომდე თავისუფალია. tia.ge
-
ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას იხსენებს, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტ, ალექსანდრა ტატლის ეხება. უცხოელი ჟურნალისტი 1993 წელს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა. იგი სოხუმში შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მიფრინავდა. ნანა აკობაძემ ამერიკელ ჟურნალისტს პატივისცემის ნიშნად ელექტრონულ საფლავზე ყვავილი დაუტოვა, ტრაგიკული ისტორიის ნაწილის შესახებ კი მოქალაქეებს უყვება. „გუშინ, ზუსტად 9 187,51 კილომეტრის იქით, მერილენდის შტატში, ჩესტერთაუნის წმინდა პეტრეს სასაფლაოზე ერთ ლამაზ გოგოს ყვავილი დავუტოვე. Forget Me Not (არ დამივიწყო) ჰქვია ემოჯებში იმ სიფრიფანა მელნისფერ ყვავილს. საფლავის ფოტოს ქვეშ ოპცია Flowers გამწვანდა - ელექტრონულ საფლავზე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ყვავილი გაჩნდა, ტექსტთან ერთად: „არ დაგივიწყებ, ალექსანდრა!“ MEMORIAL ID 179378556 - ეს ამერიკელი ჟურნალისტის ალექსანდრა ტატლის საფლავია, რომელიც 1993 წლის 21 სექტემბერს ტრაგიკულად დაიღუპა სოხუმში: Ty-134A-3 სამგზავრო თვითმფრინავი სოხუმთან ახლოს 300 მეტრი სიმაღლიდან ჩამოაგდეს აფხაზებმა. ეკიპაჟის 5 წევრი და 22 მგზავრი - ყველა დაიღუპა. მათ შორის - The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, 39 წლის ალექსანდრა, რომელიც სოხუმში მიფრინავდა, შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად. წინა დღით მისი საქართველოში ჩამოფრენა სასწაულის სფეროდან იყო, რაც მოგვიანებით გელა ჩარკვიანმა თავის „ნაგერალაში“ ასე გაიხსენა: „1993 წლის სექტემბერში პარიზიდან ამერიკელმა ჟურნალისტმა გოგონამ დაგვირეკა სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს ვხელმძღვანელობდი და შემევედრა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ თუმცა დროის სიმცირის გამო ეს თითქმის შეუძლებელი იყო, იქნებ მომეხერხებინა ჩვენი ვიზის მიცემა მისთვის იმავე დღეს. „მაშინ ხვალ დილით თბილისში ვიქნები და მოვუსწრებ სოხუმში მიმავალ თვითმფრინავს. ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია!..“ ...ამ საკითხის მოგვარება ჩემს მოადგილეს უწესიერეს კაცს შალვა ფიჩხაძეს დავავალე. მან აიკლო საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეძლო, სრულიად უიმედო სიტუაციაში მოეხდინა ბიუროკრატიული სასწაული. ამერიკელი გოგონა თბილისშიც ჩამოფრინდა და სოხუმშიც გაფრინდა. სწორედ იმ Ty 134-ით“... შალვა ფიჩხაძე, როგორც მისმა მეუღლემ და დღეს უკვე ჩემმა საყვარელმა მეგობარმა ლიკა წერეთელმა მითხრა, თურმე სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა ამ ამბავს და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რა მოხდებოდა, უგულოდ რომ მიდგომოდა ამ საქმეს და არ დახმარებოდა ალექსანდრას საქართველოში ჩამოფრენაში?!... „უბდური შემთხვევა თუ ფატალიზმი?“ - სვამდა კითხვას გელა ჩარკვიანი. იმ დღეს იმ თვითმფრინავით სოხუმში კიდევ ერთი გერმანელი ჟურნალისტი გეგმავდა გაფრენას, რომელმაც ბოლო წუთებში გადაიფიქრა: „გული ცუდს მიგრძნობსო“ და თურმე ალექსანდრასაც ურჩევდა დარჩენას. წლების შემდეგ ალექსანდრას კვალს გავყევი. მოვიძიე, რას წერდა მასზე მაშინდელი პრესა, რას იხსენებდნენ ალექსანდრას ოჯახი და მეგობრები, როგორი იყო თავის პროფესიაზე შეყვარებული ომის ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი. ცხოველების მოყვარულს (მისი ოჯახი მერილენდში საცხენოსნო სპორტით იყო დაკავებული, ალექსანდრას შერჩეული ცხენი არაერთხელ გამხდარა ჩემპიონი) საყვარელი ძაღლი ჰყოლია, სახელად ჯორჯი, რომლის ფოტოც სულ ედო საფულეში. მეგობრები წერდნენ, რომ ალექსანდრას ნეშტის ამოცნობა სწორედ სასწაულით გადარჩენილი ამ ფოტოთი მოხერხდა. ჩემი მოთხრობა, სათაურით „დოღი“, რომელიც ერთდროულად ეძღვნება ალექსანდრას და შალვა ფიჩხაძეს, „კვირის პალიტრის“ მიერ შარშან გამოცემული ომის ანთოლოგიაშია შესული. წიგნი რომ გამოვიდა, ამერიკაში ვიყავი და გელა ჩარკვიანს დავურეკე: „ჩემი შვილი, თქვენი ნაცნობი იოანე ერთ წიგნს მოგიტანთ, ჩემს მოთხრობაში თქვენთვის ნაცნობ პერსონაჟს შეხვდებით, ყველაზე მეტად თქვენი აზრი მაინტერესებს“-მეთქი. დამპირდა, რომ აუცილებლად წაიკითხავდა და სადარბაზოს კარის კოდი მიკარნახა იოანესთვის გადასაცემად. იოანემ, რასაკვირველია, წიგნი მიუტანა. რასაკვირველია, გელა ჩარკვიანი პირობას შეასრულებდა და წაიკითხავდა. სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი, მომესმინა მისი აზრი, ერთად გაგვეხსენებინა ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, მასთან ერთად - თავისი საქმის პროფესიონალი, უწესიერესი შალვა ფიჩხაძე და გვემსჯელა - რა იყო ეს: შემთხვევა თუ ფატალიზმი?! P.S. ვინც ბოლომდე წაიკითხავთ ამ ტექსტს, გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე https://www.findagrave.com/.../alexandra-tuttle/flower და ერთი ყვავილი დატოვოთ ალექსანდრა ტატლის საფლავზე: რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა. სურვილის შემთხვევაში, ტექსტის დატოვებაც შეგიძლიათ. ამ სიმბოლური ჟესტით პატივს მივაგებთ ჟურნალისტს, რომელიც ჩვენს ომს შეეწირა. საიტზე https://www.wikiwand.com/.../List_of_journalists_killed... ნახავთ იმ ჟურნალისტების გრძელ სიას, რომლებიც ცხელ წერტილებში დაიღუპნენ, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამ სამწუხარო სტატისტიკაში ქართული გვარებიცაა. სტატისტიკა პერიოდულად ახლდება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა იმატებს, რადგან მსოფლიო არ აპირებს ომებზე უარის თქმას“,- წერს ნანა აკობიძე. წყარო tia.ge
-
ტრაგედია მოსკოვში - ახალშობილი ბიჭი დედის რძით კვებისას დაიღუპა. ასფიქსია, სავარაუდოდ, საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებამ გამოიწვია, ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს. REN TV-ს ცნობით, ბავშვი მხოლოდ ხუთი დღის იყო. შეშინებულმა დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებმა დახმარება ვეღარ შეძლეს. ბავშვი მათ მისვლამდე 15 წუთით ადრე გარდაიცვალა. ახალშობილი სასუნთქ გზებში რძის მოხვედრის გამო გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ხუთშაბათს, 20 იანვარს მოხდა. წყარო tia.ge
-
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებობს განსაზღვრული სიმპტომები ბავშვებში, რომლებსაც პოსტკოვიდურ პერიოდში მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. „პოსტკოვიდური პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს განსაზღვრული საზღვრები. ეს არის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირა. ამ პერიოდში ვითარდება, შედარებით იშვიათად, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გართულება - ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. პირველ რიგში ის გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში. ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად. თუ ჩავთვლით, რომ 100 000-მდე ბავშვია ინფიცირებული საქართველოში, აქედან 100 შემთხვევა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ყველა ასეთი შემთხვევის მართვა წარმატებით განხორციელდა და ძალიან ბევრმა მშობელმა ჩვენგან გაიგო, რომ მისი შვილი ინფიცირებული იყო კორონავირუსით. ამიტომ საყურადღებო ნიშნად ისევ ტემპერატურის მატება რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. tia.ge
-
1-ელ მარტს, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საპატიმროს დატოვებს. ბაჩო ახალაიას ანგარიშზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია, მათ შორის პატიმრების წამება, ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის რეზონანსულ საქმეში. უკვე დაანონსა, რომ ციხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს. „ცნობილია ბაჩო ახალიას პოზიცია, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა. REZONANSI
-
მოვუწოდებთ „ტვ პირველს”, შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ოზურგეთის მერია „ტვ პირველს” „ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად ორკესტრირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს, რომელიც ბაღების თანამშრომლების ხელფასებს უკავშირდება. „ბოლო 2 დღის განმავლობაში საზოგადოება ოზურგეთში თვალს ადევნებს მპგ „ნაციონალური მოძრაობის” და „ტვ პირველის“ ორკესტრირებულ კამპანიასა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ბაღების თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით. დასახელებული რიცხვები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ბრალდებები თანამშრომლების მასიური გათავისუფლების შესახებ, გადაუმოწმებელი ცნობებია და გახლავთ სრული სიცრუე. სიმართლე გახლავთ შემდეგი: ბაღების თანამშრომლებს 2022 წლის 1 ივნისიდან ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ – ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს ჯერ კიდევ, წინა წლის 28 დეკემბერს მიმართა და საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნულს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა იყო ასახული, საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. „ტვ პირველის” მხრიდან გავრცელებული ცნობა, თითქოს, ბაღის აღმზრდელის ხელფასი 150 ლარს შეადგენს, გახლავთ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, ხელფასები რომელიც დაგვხვდა წინა ადმინისტრაციისგან, პირველი ცვლის შემთხვევაში 450 ლარს, მეორე ცვლის კი 370 ლარს შეადგენს, ძიძის ანაზღაურება 410 ლარია. ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება. მოვუწოდებთ „ტვ პირველს”, შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში. The post ოზურგეთის მერია: ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება, მოვუწოდებთ „ტვ პირველს”, შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება! ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული ყველა წინა შტამის დამსახურებაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. „გთხოვთ ატარეთ პირბადე და „ბუსტერი“ დაიმატეთ ვისაც ამის დროს მოგივიდათ. საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აქტიური შემთხვევა 70 423-ია. საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 […] REZONANSI
-
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილს ეხმაურება, რომელიც ფეისბუკში ქუთაისის თეატრმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. “თეა წულუკიანის დაბადების დღე ყოფილა და ერთი გაცვეთილი ხუმრობა რომ გამოვიყნოთ, აფთიაქებში რაც ვაზელინი იყო, სულ ქართველ ხელოვანებს უყიდიათ”, – წერს მეტრეველი ფეისბუკზე. გუშინ, 21 იანვარს თეა წულუკიანის დაბადების დღე იყო. The post “აფთიაქებში რაც ვაზელინი იყო, სულ ქართველ ხელოვანებს უყიდიათ” – მერაბ მეტრეველი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„გამაოგნებელია. სამი ათწლეული გავიდა, ახალი თაობაც მოვიდა, მაგრამ ისევ ასე ახლო და ღრმაა საბჭოთა მენტალიტეტი. წულუკიანი რომ საბჭოთა ადამიანია, ეს ვიცით. ტრაგედია ისაა, როგორ ემორჩილება საზოგადოების გარკვეული სეგმენტები ამ 30-იანი წლების მეთოდებს. არადა როგორი კარიკატურულია ეს ყველაფერი თავის მინისტრის ვითომ სიმკაცრიანად. ხელისუფლება აწვდის და საზოგადოებიდან ვიღაცები უკან უბრუნებენ ბურთს. ესაა პრობლემა. ამის მკაფიო მაგალითია დაბადების დღის მილოცვა მინისტრისთვის ქუთაისი ოპერის თეატრის სახელით. რამ შეგაშინათ, ხალხო. ასე ადვილად როგორ გატყდით. ან რა ტექსტია, რა პათოსი. ჯერ ერთი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რა უფლებით აქვეყნებთ დაბადების დღის მილოცვას ხელისუფლების წევრებისადმი ? პირადად მიულოცეთ, ვისაც ასე ძალიან გინდათ. საიდან ასეთი საბჭოთა აზროვნება?!“ – წერს სოციალურ ქსელში “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია. The post სანაია: წულუკიანი, რომ საბჭოთა ადამიანია ვიცით…თქვენ რამ შეგაშინათ ხალხო, ასე როგორ გატყდით? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სანატორიუმ „ქართლში“, კიდევ ერთი დევნილის საცხოვრებელ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. მომხდარის დროს დევნილი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მას დაზიანებები არ მიუღია. როგორც დაზარალებული აცხადებს, სანატორიუმის შენობა არის ნგრევადი. „ოთხიდან რომ გამოვედი, ჭერი მთლიანად წამოვიდა. ეს შენობა არის ნგრევადი. 90-იანი წლებიდან რამდენი წელი გავიდა, მაინც და მაინც, ყველანი უნდა ამოვიხოცოთ რომ ყურადღება მოგვაქციონ? შეეწირა აგერ 52 წლის მამაკაცი. ამ ხელისუფლების ხელში ჩვენ არაფერი გვეშველება, ესენი ელოდებიან სანამ ყველა ერთად არ ამოვწყდებით“, – განაცხადა დაზარალებულმა. The post სანატორიუმ „ქართლში“, კიდევ ერთი დევნილის საცხოვრებელ ბინაში ნგრევა მოხდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
“ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ ქვეყანაში რა ხდება რომ გაერკვეს და ჩვენც გაგვაგებინოს – ვერა?” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. “გერმანიას ახალი კანცლერი, ახალი მინისტრთა კაბინეტი და ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. გავეცნოთ ამ ახალი მინისტრების ბოლო განცხადებებს… ვეწინააღმდეგებით უკრაინასთვის შეიარაღების მიწოდებას – ეს არ დაეხმარება დონბასში კონფლიქტის დარეგულირებას; რუსეთის SWIFT-ის სისტემისაგან გათიშვა პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნებს დააზარალებს; უკრაინამ ყირიმი სამუდამოდ დაკარგა და გამორიცხულია მისი დაბრუნება – ეს არის ფაქტი; სანამ დონბასში კონფლიქტი მიმდინარეობს და სანამ უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ალიანსის სტანდარტებს – ის ნატოს წევრი ვერ გახდება; რაც შეეხება საქართველოს – მიუხედავად იმისა, რომ ის ალიანსის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მისი ნატოში გაწევრიანება “არაგონივრული” ნაბიჯი იქნებოდა. პუტინის მიზანი – არა უკრაინული მიწის ვიწრო მონაკვეთი, არამედ ევროკავშირის დაშლა და რუსეთისადმი იმ პატივისცემის აღდგენა, რომელსაც ის “შესაძლოა რომ იმსახურებს”. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თვალსაზრისით, რუსეთი არ წარმოადგენს დემოკრატიულ ქვეყანას – ის ისტორიულად ძველი, მნიშვნელოვანი და გერმანიისთვის საჭირო ქვეყანაა.P.S.: ვიოლა ფონ კრამონმა საკუთარ ქვეყანაში რა ხდება რომ გაერკვეს და ჩვენს გაგვაგებინოს – ვერა?- წერს დავით ქართველიშვილი. ცნობისათვის, 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართვლოში გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტაარების განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარეა. განცხადების თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა განცხადება. პაპუაშვილი ითხოვს, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია. The post “ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ ქვეყანაში რა ხდება რომ გაერკვეს და ჩვენც გაგვაგებინოს – ვერა?” – დავით ქართველიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო სკვერს თემურ წიკლაური სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო სკვერს თემურ წიკლაური სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. გადაწყვეტილებას ხელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აწერს. „თბილისში, საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო სკვერს დღეს თემურ წიკლაურის სახელი ოფიციალურად მიენიჭა“, – წერს ბესო ჩუბინიძე. The post თბილისში ერთ-ერთ სკვერს თემურ წიკლაური სახელი მიენიჭა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბათუმში გახარიას გუნდი კიდევ სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასული წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი „საქართველოსთვისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა გახდა. „რეგიონულ დონეზე ჩვენთვის პრინციპად მიუღებელი საკითხია, შევკრათ ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გუნდთან კომუნიკაციის გარეშე. გამოვრიცხავთ სხვა პარტიებით დაინტერესებასაც კი“, – განაცხადეს პარტიიდან წასულმა წევრებმა. მომხდარს ეხმაურება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე და აცხადებს, რომ გუნდიდან წასულმა პირებმა მმართველი პარტიის წნეხს ვერ გაუძლეს. „სამწუხაროა, რომ ყველა ვერ ახერხებს დიდ წნეხის გაძლებას და უწევთ ამ გადაწყვეტილებების მიღება. თანავუგრძნობ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაცია გუშინ 14-მა წევრმაც დატოვა. The post გახარიას გუნდი კიდევ სამმა წევრმა დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ომიკრონი და დელტა შეერთდნენო -გაერთიანდაო და ამ ქართველების გაერთიანება რა გახდა ? – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. The post თაკო ჩარკვიანი: “ომიკრონი” და “დელტა” შეერთდნენო და ამ ქართველების გაერთიანება რა გახდა ? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. ჟან მონეს დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებასა და ევროპარლამენტარებისთვის ნათქვამ უართან დაკავშირებით პირველი განმარტებები გაკეთდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გაიგეს და მომზადებისთვის დრო არ ჰქონდათ. ევროპარლამენტარების ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დროის უქონლობის გამო გააუქმა. აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, განცხადება, რომ შალვა პაპუაშვილმა პარტნიორებთან შესახვედრად დრო ვერ გამონახა, პარლამენტის თავმჯდომარის აბუჩად აგდებაა. „ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული. როდესაც რამდენიმე დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმსა და ფორმატში უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, არ არის კორექტული დამოკიდებულება არც პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ, ოღონდ იმ წესის მიხედვით, რაც დამახასიათებელია ამ ფორმატისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში 21-22 ივლისს ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში ვიზიტი უნდა გამართულიყო. დიალოგის შუამავლები გავლენიანი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იყვნენ. ჟან მონეს დიალოგის პროცესის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. თუმცა, ევროპარლამენტარების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა. The post „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ესპანური გამოცემა Plazadeportivo სტატიას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი მადრიდის “ატლეტიკოსთან” განაცხადში ზედმეტი წონის გამო არ შეიყვანა. მამარდაშვილი თამაშის წინ სასწორზე დადგა და ზედმეტი კილოგრამები დააფიქსირა. მსგავსი რამ უკვე შეემთხვა ტიერი რენდალს “კარტახენასთან” მატჩამდე და მაქსი გომესს “სევილიამდე”. როგორც ჩანს, ბორდალასი ზედმეტად მკაცრია ამ კუთხით. ქართველის ადგილი განაცხადში კრისტიან რივერომ დაიკავა. გუნდს მადრიდში გაყვა აკადემიის მეკარე ჩარლი პერესი. ტრავმირებულია იასპერ სილესენი, რომელსაც ხაუმე დომენეკი შეცვლის. The post “ვალენსიამ” მამარდაშვილი ზედმეტი წონის გამო მადრიდში არ წაიყვანა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის მიერ ჟან მონეს დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას ეხმაურება. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს ზურგი შეაქცია. „ეს არის ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან. მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, რომელიც უნდა გამართულიყო ჩვენს ქვეყანაში ევროპარლამენტარების მონაწილეობით, იყო ამ შეთანხმების ნაწილი. იმ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი რეგიონია, მსგავსი განაცხადი და ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა, ვფიქრობ, რომ არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში 21-22 ივლისს ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში ვიზიტი უნდა გამართულიყო. დიალოგის შუამავლები გავლენიანი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იყვნენ. ჟან მონეს დიალოგის პროცესის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. თუმცა, ევროპარლამენტარების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა. The post სამადაშვილი გაუქმებულ შეხვედრაზე – „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს ზურგი აქცია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს ევროპარლამენტარების განცხადებას მის მიერ ჟან მონეს დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების პოზიცია გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ქვეყანაში პოლარიზაციის რისკებს ზრდის. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს. ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოში 21-22 ივლისს ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში ვიზიტი უნდა გამართულიყო. დიალოგის შუამავლები გავლენიანი ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი იყვნენ. ჟან მონეს დიალოგის პროცესის მიზანია პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. თუმცა, ევროპარლამენტარების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რის გამოც ვიზიტი გაუქმდა. The post პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი ევროპარლამენტარებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo